გამოდის 1998 წლიდან
2016-10-27
ახალი შესაძლებლობა კარიერული წინსვლისთვის


ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­დად­რო გვეხ­მი­ა­ნე­ბი­ან ხოლ­მე სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის, ქვე­მო ქარ­თ­ლი­სა თუ კა­ხე­თის რე­გი­ო­ნე­ბი­დან და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ გვწე­რენ, გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს იმ დი­დი მი­სი­ის გა­მო იწ­ვე­ვენ, რაც სა­ხელ­მ­წი­ფომ მათ და­ა­კის­რა — ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა ეთ­ნი­კუ­რი არა­ქარ­თ­ვე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის. რთუ­ლი იყო ამ გზის და­საწყი­სი. სირ­თუ­ლე­ე­ბია დღე­საც, მაგ­რამ უკ­ვე სხვა სა­ხის.
გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის ამ ეტაპ­ზე ბუ­ნებ­რი­ვად დად­გა დღის წეს­რიგ­ში არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პე­და­გოგ­თა მომ­ზა­დე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სქე­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად. სწო­რედ ამ აუცი­ლებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იც­ვა­ლა სა­ხე­ლი ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მამ, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე პრო­ექტს აერ­თი­ა­ნებ­და და ეწო­და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თ­ვ­ნენ 7 წლის წინ წარ­გ­ზავ­ნი­ლი, პროგ­რა­მის გა­მოც­დი­ლი მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თა რო­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი კო­ლე­გე­ბის პრო­ფე­სი­ულ ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში. არა­ფორ­მა­ლუ­რად ისი­ნი ამ მი­სი­ას, შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისე­დაც ას­რუ­ლებ­დ­ნენ, თუმ­ცა მათ საქ­მი­ა­ნო­ბას, ახა­ლი ნი­უ­ან­სე­ბის და­მა­ტე­ბით, უფ­რო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი მი­ე­ცა.
პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის სა­შუ­ა­ლე­ბა უნ­და მი­ე­ცეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა პე­და­გოგს, მათ შო­რის ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. სქე­მის მოთხოვ­ნებს, ბუ­ნებ­რი­ვია, დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე ისი­ნი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, იმ მი­ზე­ზის გა­მო, რომ არ ფლო­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას. ამ ეტაპ­ზე პროგ­რა­მის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა მათ­თ­ვის ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბაა. — გვე­უბ­ნე­ბა პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი თა­მარ კე­კე­ლი­ძე. — წი­ნა ორი პრო­ექ­ტი — ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენა (2009 წ.) და ქარ­თუ­ლი ენა მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის (2011 წ.) გუ­ლის­ხ­მობ­და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და, მი­ნი­მუმ, ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მქო­ნე ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის მივ­ლი­ნე­ბას არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში სა­გაკ­ვე­თი­ლო სა­ა­თე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. მა­თი საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე გან­ვ­ლი­ლი შვი­დი წე­ლი მეტყ­ვე­ლებს, ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი გვაქვს, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­თაც და სა­ხელ­მ­წი­ფო ენის მცოდ­ნე ახალ­გაზ­რ­დე­ბის რა­ო­დე­ნო­ბი­თაც. უკ­ვე ბევ­რი ეთ­ნი­კუ­რად არა­ქარ­თ­ვე­ლი სწავ­ლობს ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, სტა­ტის­ტი­კაც და­დე­ბით ტენ­დენ­ცი­ებ­ზე მი­უ­თი­თებს. ახ­ლა ამ ორი პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან და მათ კო­ლე­გე­ბი­სათ­ვის ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბაც ევა­ლე­ბათ. ასე­თია 114 კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბე­ლი და 170-მდე დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი, მათ შო­რის არი­ან ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, და რაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­მაც (ე.წ. 4+1) გა­ნა­პი­რო­ბა — ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მქო­ნე პე­და­გო­გო­ბის მსურ­ვე­ლებს დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლო­ბას ვთა­ვა­ზობთ, ამ გზით ვეხ­მა­რე­ბით პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა­ში, ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­ხელ­მ­წი­ფო აძ­ლევს გა­რან­ტი­ას, რომ და­უ­ფი­ნან­სებს მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში სწავ­ლას ესგ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის ან გა­ნათ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
კარ­გია, რომ სა­ხელ­მ­წი­­ფო ახალ და ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ ახალ­გაზ­რ­დებს, რა­თა მშობ­ლი­ურ სოფ­ლებ­ში თა­ვად გა­აგ­რ­ძე­ლონ ის საქ­მე, რაც მათ­მა ქარ­თ­ველ­მა კო­ლე­გებ­მა წარ­მა­ტე­ბით და­იწყეს (და აგ­რ­ძე­ლე­ბენ) და რაც ასე აუცი­ლე­ბე­ლია მა­თი­ვე მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. ამა­ზე ზრუნ­ვას პროგ­რა­მა აგ­რ­ძე­ლებს და ქარ­თუ­ლი ენის კურ­ს­გავ­ლი­ლი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პე­და­გო­გებს სთა­ვა­ზობს საგ­ნობ­რივ ტრე­ნინ­გებს მშობ­ლი­ურ ენა­ზე. ის­ტო­რი­ა­სა და ფი­ზი­კა­ში ასე­თი ტრე­ნინ­გე­ბი უკ­ვე ჩა­ტარ­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, ჩა­ტარ­დე­ბა სხვა საგ­ნებ­შიც და სხვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თ­ვი­საც. პა­რა­ლე­ლუ­რად მოქ­მე­დებს ქარ­თუ­ლი ენის კურ­სე­ბი. მსურ­ვე­ლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია ხოლ­მე, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რი მსმე­ნე­ლი, მი­ზე­ზი ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბია, რაც ყო­ველ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სოფ­ლის პე­და­გოგს, მთა­ვა­რია, რომ მა­თი მხრი­დან არის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან კი — სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. სწო­რედ ამას გუ­ლის­ხ­მობ­და თა­მარ კე­კე­ლი­ძე, რო­ცა ამ­ბობ­და, რომ სწო­რედ ენის კურ­სე­ბი­სა და კონ­სულ­ტანტ-პე­და­გო­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ 90-მდე სკო­ლის ასო­ბით პე­და­გო­გი ბ1 დო­ნე­ზე აგ­რ­ძე­ლებს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლას, რა­თა შემ­დ­გომ თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლოს საგ­ნობ­რი­ვი თუ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ტრე­ნინ­გის მოს­მე­ნა, სქე­მა­ში ჩარ­თ­ვა და გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბა.
ორი­ოდ სიტყ­ვით კონ­სულ­ტანტ-პე­და­გო­გე­ბის შე­სა­ხე­ბაც მინ­და გითხ­რათ. ალ­ბათ, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ, პირ­ველ რიგ­ში, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა წი­ნა პროგ­რა­მე­ბის მო­ნა­წი­ლე, წლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პად­გო­გებს და­ე­კის­რათ. თუმ­ცა, ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის აზ­რით, მსგავ­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა სხვებ­საც უნ­და მი­ე­ცეთ. ამი­ტომ მსურ­ვე­ლებს, ყვე­ლა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის „ქარ­თუ­ლი რო­გორც მე­ო­რე ენის“ პრო­ექ­ტის მას­წავ­ლებ­ლებს, შეს­თა­ვა­ზე­ბენ გრძელ­ვა­დი­ან კურსს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და შემ­დეგ, კონ­კურ­სის წე­სით, შე­არ­ჩე­ვენ მათ, ვინც სა­კონ­კურ­სო მოთხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მა­ნამ­დე კი უკ­ვე მოქ­მე­დი კონ­სულ­ტანტ-პე­და­გო­გე­ბი და დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, 2015 წლი­დან, ერ­თობ­ლი­ვად ეხ­მა­რე­ბი­ან კო­ლე­გებს ენის ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვა­ში. მა­გა­ლი­თად, მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ბირ­ქენ­დის ¹1 სკო­ლა­ში (დი­რექ­ტო­რი — ხა­ლიდ ბი­ბა­ლო­ვი) ხა­თუ­ნა წიკ­ლა­უ­რი და სა­ლო­მე ქი­რია უძღ­ვე­ბი­ან ამ საქ­მეს. ხა­თუ­ნა ამ­ბობს, რომ კონ­სულ­ტი­რე­ბას ად­რეც უწევ­და ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გებს, მაგ­რამ შარ­შან უკ­ვე გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თო და პე­და­გო­გებ­თან ერ­თად კო­ლე­გე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა და­ე­ვა­ლა იმ დო­ნე­ზე, რომ მათ შეძ­ლონ გეგ­მე­ბის და­წე­რა, შე­ფა­სე­ბა, ტრე­ნინ­გე­ბის მოს­მე­ნა და გა­გე­ბა. ერ­თი სიტყ­ვით, მზად იყ­ვ­ნენ სქე­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად. „შარ­შან ხუთ­თ­ვი­ა­ნი კურ­სი გა­ვი­ა­რეთ — კვი­რა­ში 3 დღე ორ­სა­ა­თი­ა­ნი მე­ცა­დი­ნე­ო­ბა გვქონ­და. მსურ­ველ­თა­გან 14 მსმე­ნე­ლი ტეს­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ვარ­ჩი­ეთ, და­ვიწყეთ მე­ცა­დი­ნე­ო­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი „აღ­მარ­თი“, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ მო­ამ­ზა­და ქარ­თუ­ლი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის. კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა, ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა მეც და ჩემს მსმე­ნე­ლებ­საც. კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ სერ­ტი­ფი­კატს ვაძ­ლეთ, ამი­ტომ კურსს გა­მოც­დით ვას­რუ­ლებთ (ტეს­ტიც და მოს­მე­ნაც). 14 მსმე­ნე­ლი­დან 8 გა­და­ვი­და მე­ო­რე ეტაპ­ზე. სწო­რედ ისი­ნი გა­ივ­ლი­ან ბ1 დო­ნეს, რაც აუცი­ლე­ბე­ლია და საკ­მა­რი­სიც, სქე­მა­ში ჩარ­თ­ვის მსურ­ველ­თათ­ვის“.
ხა­თუ­ნა წიკ­ლა­უ­რი მე­ექ­ვ­სე წე­ლია ას­წავ­ლის სკო­ლა­ში. შე­დე­გე­ბი კარ­გი აქვს. წლე­ბია, მი­სი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი ხდებიან. იმე­დია, მო­მა­ვალ­ში, ზო­გი მათ­გა­ნი მი­სი კო­ლე­გაც გახ­დე­ბა და მშობ­ლი­ურ სკო­ლა­ში გა­აგ­რ­ძე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას. პა­რა­ლე­ლუ­რად, იგი დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბელს, სა­ლო­მე ქი­რი­ას კონ­სულ­ტან­ტი­ცაა. სა­ლო­მე­საც ოთხ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. იგი თა­ვი­დან­ვე დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლებ­ლად მო­ვი­და სა­ბირ­ქენ­დის სკო­ლა­ში. ამ­ბობს, რომ დახ­მა­რე­ბა ყვე­ლა ად­გი­ლობ­რივ ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელს სჭირ­დე­ბა. დღე­ში 4-5 გაკ­ვე­თილ­ზე შე­დის, და­მა­ტე­ბით — ხჳჳ კლას­ში, თა­ვად ჳ-ვჳ კლა­სე­ბის პე­და­გო­გია. არ უჭირს პა­ტა­რებ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა, არც მათ უჭირთ ქარ­თუ­ლის შეს­წავ­ლა, თა­ვი­დან თა­მა­შე­ბით, ჟეს­ტე­ბით, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბით იწყე­ბა, შემ­დეგ ნელ-ნე­ლა ყვე­ლა­ფე­რი იოლ­დე­ბა და წინ მი­დის. ხა­თუ­ნა სპე­ცი­ა­ლურ ტრე­ნინ­გებს გა­დის, რომ ახ­ლე­ბუ­რი მე­თო­დე­ბით სწავ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­როს სა­ლო­მეს. ერ­თად გეგ­მა­ვენ გაკ­ვე­თი­ლებს, რო­მელ­საც ხა­თუ­ნა ხში­რად ეს­წ­რე­ბა, შემ­დეგ გა­ნი­ხი­ლა­ვენ დე­ტა­ლუ­რად და ისევ ახალ გეგ­მას აწყო­ბენ... ხა­თუ­ნა ამ­ბობს, რომ ეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა აუცი­ლებ­ლად მო­ი­ტანს შე­დეგს მა­თი არა­ქარ­თ­ვე­ლი კო­ლე­გე­ბი­სათ­ვის.
თუმ­ცა, მა­ინც მე­ტი აქ­ტი­უ­რო­ბა თა­ვად არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­საც მარ­თებთ, მხო­ლოდ მათ მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ავ­ლენს პროგ­რა­მა ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გოგს. ის ფაქ­ტი, რომ დღეს უკ­ვე ბევრ სო­ფელ­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ლე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი პე­და­გო­გე­ბი არა მარ­ტო გაკ­ვე­თი­ლებს ატა­რე­ბენ, არა­მედ ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თუ­ლი ენის პე­და­გო­გე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ხში­რად რი­გი­თი სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბის ყო­ფი­თი სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზეც კი ზრუ­ნა­ვენ, ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის­თ­ვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი უნ­და გახ­დეს, ვა­კან­სი­ის გა­მოსაცხადებლად. რო­გორც პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი ამ­ბობს, ტენ­დენ­ცია სწო­რედ აქეთ­კენ მი­დის და ეს მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი დღე­ვან­დე­ლი მოს­წავ­ლი­სა თუ მა­თი პე­და­გო­გის კა­რი­ე­რუ­ლ წინ­ს­ვ­ლას, პირ­ველ რიგ­ში, პროგ­რა­მა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თ­ვა გა­ნა­პი­რო­ბებს.

25-28(942)N