გამოდის 1998 წლიდან
2016-10-27
ელექტრონული ჟურნალი — გამარტივებული გზა ნიშნების გამოსაყვანად


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

საკ­ლა­სო ჟურ­ნალს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს, წელს პრო­ექ­ტი სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და მას­ში 400-მდე სა­ჯა­რო სკო­ლაა ჩარ­თუ­ლი. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის და­ნერ­გ­ვა სკო­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე წლის წინ იგეგ­მე­ბო­და, თუმ­ცა, რო­გორც ჶmis-ში გა­ნაცხა­დეს, ამ დრომ­დე იმ მი­ზე­ზით ვერ მო­ხერ­ხ­და, რომ მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პი­ლო­ტის შე­დე­გე­ბის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა — მა­შინ­დე­ლი სის­ტე­მის ტექ­ნი­კუ­რი გა­დაწყ­ვე­ტა არ იყო ოპ­ტი­მა­ლუ­რი.
სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­მა გა­რე­მო­ე­ბებ­მა გა­ნა­პი­რო­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის მო­დი­ფი­ცი­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა და, მო­დი­ფი­ცი­რე­ბის გარ­და, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის ახალ სის­ტე­მა­ში (ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა) ინ­ტეგ­რა­ცია, რო­მე­ლიც 2015 წლის იან­ვ­რი­დან ამოქ­მედ­და და წარ­მა­ტე­ბით და­ი­ნერ­გა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.
შე­ვე­ცა­დეთ გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რ­ში გაგ­ვერ­კ­ვია — რო­გორ და­ჯამ­დე­ბა ნიშ­ნე­ბი და რა მო­დუ­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი, რო­მელ­მაც ყვე­ლას­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი საკ­ლა­სო ჟურ­ნა­ლი უნ­და ჩა­ა­ნაც­ვ­ლოს.
ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი მო­ი­ცავს დას­წ­რე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის აღ­რიცხ­ვის, ნიშ­ნე­ბის ნახ­ვის, კალ­კუ­ლა­ცი­ი­სა და გა­მოც­დე­ბის მო­დუ­ლებს. ამ­დე­ნად, მას­წავ­ლებ­ლებს მხო­ლოდ გაც­დე­ნე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბე­ბის აღ­რიცხ­ვა მო­უ­წევთ, ნიშ­ნე­ბის გა­მოთ­ვ­ლის პრო­ცე­სი კი სრუ­ლად ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის­გან. ამის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სის­ტე­მა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა ნიშ­ნე­ბის კალ­კუ­ლა­ცი­ის მო­დუ­ლი, რო­მე­ლიც, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის საგ­ნის სე­მეს­ტ­რუ­ლი, წლი­უ­რი და სა­ფე­ხუ­რის სა­ერ­თო ქუ­ლის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბას. სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, სის­ტე­მა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, საგ­ნის წლი­უ­რი ქუ­ლის კალ­კუ­ლა­ცი­ი­სას, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი წლი­უ­რი გა­მოც­დის შე­დე­გიც (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში). ასე­ვე, ნიშ­ნე­ბის კალ­კუ­ლა­ცი­ის შე­დე­გად, სის­ტე­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად გან­საზღ­ვ­რავს ექ­ს­ტერ­ნის გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას სა­ბა­ზო-სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის იმ მოს­წავ­ლე­თათ­ვის, რო­მელ­თაც გა­აც­დი­ნეს, კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის­თ­ვის წლის მან­ძილ­ზე დათ­მო­ბი­ლი, სა­ა­თე­ბის 30% და მე­ტი.
ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში, ასე­ვე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­დუ­ლი მშობ­ლე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ რე­ა­ლურ დრო­ში მი­ა­დევ­ნონ თვა­ლი შვი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბებ­სა და გაც­დე­ნებს; იხი­ლონ ინ­ფორ­მა­ცია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის, სა­გაკ­ვე­თი­ლო გან­რი­გის, და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ; ჰქონ­დეთ კო­მუ­ნი­კა­ცია დამ­რი­გე­ბელ­თან, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და ა.შ. ამ მო­დულ­ზე მუ­შა­ო­ბა ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2017 წლი­დან, გახ­დე­ბა.
სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლებს ასე­ვე შე­ეძ­ლე­ბათ ისარ­გებ­ლონ მოკ­ლე ტექ­ს­ტუ­რი შეტყო­ბი­ნე­ბის სერ­ვი­სით.
ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის და­ნერ­გ­ვის პირ­ვე­ლი ეტა­პის ფარ­გ­ლებ­ში, 2016-2017 სას­წავ­ლო წლი­დან, სის­ტე­მით სარ­გებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, 400-მდე სა­ჯა­რო სკო­ლას ექ­ნე­ბა. ეს ის სკო­ლე­ბია, რო­მელ­თაც თა­ვად გა­მოთ­ქ­ვეს პი­ლოტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი. სა­პი­ლო­ტე სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს, სის­ტე­მის გაც­ნო­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის სწავ­ლე­ბის მიზ­ნით, თე­მა­ტუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი ზაფხულ­ში ჩა­უ­ტარ­დათ და რე­ა­ლუ­რად, სწავ­ლის დაწყე­ბას მზად შეხ­ვ­დ­ნენ.
ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის და­ნერ­გ­ვის პირ­ველ ეტაპ­ზე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­თაც თა­ვად გა­მოთ­ქ­ვეს პი­ლოტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი. ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, ასე­თი 700-მდე სა­ჯა­რო სკო­ლაა.
ბუ­ნებ­რი­ვია, იმის­თ­ვის, რომ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი ყვე­ლა სკო­ლა­ში და­ი­ნერ­გოს, სა­ჭი­როა მას­წავ­ლებ­ლებს ჰქონ­დეთ საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში ინ­ტერ­ნეტ­ქ­სელ­ში ჩარ­თუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი. რო­გორც ჶmis-ში აცხა­დე­ბენ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლას აქვს ერ­თი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსელ­ში ჩარ­თუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ინ­ტერ­ნე­ტით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­თან წვდო­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სკო­ლი­დან ერ­თი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსელ­ში ჩარ­თუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პი­უ­ტე­რი­დან. ამის გარ­და, სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი ჳT ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის ბა­ზა­ზე, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, წარ­მა­ტე­ბით ტარ­დე­ბა სკო­ლის გა­მო­საშ­ვე­ბი სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი, ექ­ს­ტერ­ნე­ბის ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბი ხჳჳ-კლა­სელ­თათ­ვის და სხვა არა­ერ­თი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­გორც გა­ირ­კ­ვა, სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პარ­კის გა­ნახ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის შეს­ყიდ­ვაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტ­რ­ში აცხა­დე­ბენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თუ­კი რო­მე­ლი­მე სკო­ლა­ში კომ­პი­უ­ტე­რე­ბის არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა მა­ინც იქ­ნე­ბა, ამ ფაქტს აუცი­ლებ­ლად გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სა­მო­მა­ვა­ლოდ.
ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში მყო­ფი ქუ­თა­ი­სის 36-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნავს, რომ პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში სკო­ლის ჩარ­თ­ვა­ზე უყოყ­მა­ნოდ და­თან­ხ­მ­და, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნია, რომ სი­ახ­ლის და­ნერ­გ­ვას ყო­ველ­თ­ვის სიფ­რ­თხი­ლით ეკი­დე­ბი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში კი, გა­ცი­ლე­ბით გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლის მიღება. სკო­ლა­ში, სა­დაც 780 მოს­წავ­ლე და 55 მას­წავ­ლე­ბე­ლია, გა­დაწყ­ვი­ტეს, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, პე­და­გო­გებ­მა „ბლოკ­ნო­ტებ­ში“ ან საკ­ლა­სო ჟურ­ნა­ლებ­ში შე­ი­ტა­ნონ ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია ნიშ­ნე­ბი­სა თუ გაც­დე­ნე­ბის შე­სა­ხებ და შემ­დეგ, კვი­რის ბო­ლოს, გა­და­ი­ტა­ნონ ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში. თუმ­ცა, რო­გორც ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი ამ­ბობს, ჰყავთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­უ­რად შე­აქვთ ინ­ფორ­მა­ცია და არ ელო­დე­ბი­ან კვი­რის ბო­ლოს, ამა­ში შეზღუ­დუ­ლე­ბი არ არი­ან. ერ­თა­დერ­თი სა­ვალ­დე­ბუ­ლო მოთხოვ­ნაა, კვი­რის და­საწყის­ში, ორ­შა­ბათს ან სამ­შა­ბათს, და­ნიშ­ნონ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი წე­რა, რად­გა­ნაც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი წე­რის გას­წო­რე­ბა 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და მოხ­დეს. სწო­რედ ეს აჩენს უხერ­ხუ­ლო­ბას — თუ მას­წავ­ლე­ბელ­მა ორ­შა­ბა­თი ან სამ­შა­ბა­თი არ შე­არ­ჩია შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი წე­რის ჩა­ტა­რე­ბის დღე­ე­ბად, მა­შინ ვე­ღარ მო­ას­წ­რებს ნიშ­ნის შე­ტა­ნას ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში პა­რას­კევს ან ორ­შა­ბათს (პროგ­რა­მა აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ პა­რას­კე­ვის ნი­შა­ნი ორ­შა­ბათ­საც შე­ი­ტა­ნოს). ოთხ­შა­ბათს ან ხუთ­შა­ბათს და­ნიშ­ნუ­ლი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი წე­რის ნიშ­ნე­ბის შე­ტა­ნა, პრა­ქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. ამ უხერ­ხუ­ლო­ბის გარ­და, რო­გორც ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი უწო­დებს, სხვა უარ­ყო­ფი­თი მხა­რე ჯერ­ჯე­რო­ბით ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნა­ლის შევ­სე­ბი­სას არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. ამ­ბობს, რომ რო­გორც კი სკო­ლა და­თან­ხ­მ­და საპი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში ჩარ­თ­ვას, შვე­ბუ­ლე­ბა­ში გას­ვ­ლის მე­ო­რე დღეს­ვე, 8 ივ­ლისს, მას­წავ­ლებ­ლებს, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ტრე­ნინ­გი ჩა­უ­ტა­რეს. ამის შემ­დეგ კი, ზაფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მათ ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, თვი­თონ ემუ­შა­ვათ, რა­თა კარ­გად და­უფ­ლე­ბოდ­ნენ იმ უნა­რებს, რა­საც ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა მო­ითხოვს.
მას­წავ­ლებ­ლებს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის და­ნერ­გ­ვით საქ­მე უად­ვილ­დე­ბათ თუ პი­რი­ქით? 36-ე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სი­ახ­ლი­სად­მი ასე­თია — მათ­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით გა­ი­ო­ლე­ბუ­ლია საქ­მე, პრო­ცე­დუ­რუ­ლად თუ ტექ­ნი­კუ­რად, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის შევ­სე­ბა იოლია და, რაც მთა­ვა­რია, პროგ­რა­მას თვი­თონ გა­მოჰ­ყავს ნი­შა­ნი, რაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი შე­ღა­ვა­თია — ეს არის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი გზა ნიშ­ნე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნად.
სის­ტე­მა­ში და­ცუ­ლია უსაფ­რ­თხო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მე­ბი, რაც გა­მო­რიცხავს არა­სან­ქ­ცი­რე­ბულ შეღ­წე­ვას. პი­ლო­ტის ფარ­გ­ლებ­ში სის­ტე­მა­ში ნიშ­ნის/გაც­დე­ნის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად, გან­საზღ­ვ­რუ­ლია ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი პე­რი­ო­დი. რაც შე­ე­ხე­ბა მოს­წავ­ლე­ებს — ამ ეტაპ­ზე ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი არ არის.
ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა­ზე მო­ნი­ტო­რინგს სკო­ლა­ში სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე, ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ლა გრძე­ლიშ­ვი­ლი აწარ­მო­ებს. სკო­ლას 30 კომ­პი­უ­ტე­რი აქვს, რომ­ლე­ბიც გან­თავ­სე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. ლა­ბო­რა­ტო­რი­ას თა­ვი­სი მეთ­ვალ­ყუ­რე და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ჰყავს. მას­წავ­ლებ­ლებს სწო­რედ აქ შეჰ­ყავთ ნიშ­ნე­ბი თუ გაც­დე­ნე­ბი.
ლე­ლა გრძე­ლიშ­ვი­ლი ქი­მი­ი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია და გარ­და იმი­სა, რომ თვალს ადევ­ნებს სხვა მას­წავ­ლებ­ლებს, რო­გორ ავ­სე­ბენ ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალს, თვი­თო­ნაც უწევს მი­სი შევ­სე­ბა. ამ­ბობს, რომ: „ტექ­ნი­კუ­რად ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა რთუ­ლი არ არის, მაგ­რამ მცი­რე სირ­თუ­ლეს ის ქმნის, რომ ამ დრო­ის­თ­ვის ყვე­ლა საკ­ლა­სო ოთახ­ში არ გვაქვს კომ­პი­უ­ტე­რი და ინ­ტერ­ნე­ტი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­თან წვდო­მა არ გვაქვს გაკ­ვე­თილ­ზე, ამი­ტო­მაც, პა­რა­ლე­ლუ­რად, გვი­წევს ე.წ. „ბლოკ­ნო­ტებ­ში“ ჩა­ნა­წე­რე­ბის კე­თე­ბა ან საკ­ლა­სო ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა.
პე­რი­ო­დუ­ლად, ეს ინ­ფორ­მა­ცია სპე­ცი­ა­ლურ რე­სურ­სო­თახ­ში გან­თავ­სე­ბულ კომ­პი­უ­ტე­რებ­ში უნ­და შე­ვი­ტა­ნოთ. ეს ცო­ტა არ­თუ­ლებს ვი­თა­რე­ბას, თორ­ემ ტექ­ნი­კუ­რად ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რაა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. მე­ტიც, ჩვენ­თ­ვის უფ­რო გა­ი­ო­ლე­ბუ­ლია საქ­მე იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ იქ­ვე გვი­წერს შუ­ა­ლე­დურ ნი­შან­საც, ანუ პროგ­რა­მას თვი­თონ გა­მოჰ­ყავს ნი­შა­ნი. ეს ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან უკ­ვე ვი­ცით თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის სა­ბო­ლოო ნი­შა­ნი სა­ით მი­დის, ანუ რა ნიშ­ნით ფას­დე­ბა ის. თუ­კი მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს მი­სი შე­სა­ბა­მი­სი ნი­შა­ნი არ არის, ვცდი­ლობთ, მივ­ცეთ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ შე­ფა­სე­ბა აიწი­ოს.
ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი კარ­გია იმი­თაც, რომ მშობ­ლებ­საც აქვთ ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია, ყო­ველ­დღე შე­უძ­ლი­ათ ნა­ხონ შვი­ლე­ბის ნიშ­ნე­ბიც და გაკ­ვე­თი­ლებ­ზე დას­წ­რე­ბაც. თუმ­ცა, ჩე­მი აზ­რით, ამას მე­ო­რე, არც თუ სა­ხარ­ბი­ე­ლო, მხა­რეც აქვს — მშობ­ლე­ბი ისე­დაც იშ­ვი­ა­თად და­დი­ან სკო­ლა­ში და ახ­ლა, ალ­ბათ, უფ­რო იშ­ვი­ა­თად მოვ­ლენ. შე­საძ­ლოა, ეს მცდა­რი მო­საზ­რე­ბაა და პი­რი­ქით, უფ­რო გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ, რო­ცა თვალს მი­ა­დევ­ნე­ბენ ნიშ­ნებს და გაც­დე­ნებს. პრინ­ციპ­ში, პი­ლო­ტი­რე­ბა ახა­ლი დაწყე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი. ერ­თი კი და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, შეც­დო­მე­ბის­გან, რაც მას­წავ­ლებ­ლებს ნიშ­ნის გა­მოყ­ვა­ნი­სას მოს­დი­ო­დათ, ახ­ლა დაზღ­ვე­უ­ლე­ბი ვართ, რად­გა­ნაც ეს ყვე­ლა­ფე­რი პროგ­რა­მუ­ლად ჯამ­დე­ბა.
ერ­თ­ადერ­თი, ძა­ლი­ან კარგი იქ­ნე­ბა, თუ­კი მო­ხერ­ხ­დე­ბა და ყვე­ლა საკ­ლა­სო ოთახ­ში იქ­ნე­ბა ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­თან წვდო­მა. ამ დრო­ის­თ­ვის ეს კი­დევ ერთ სირ­თუ­ლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თავს იჩენს პრობ­ლე­მა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბაც სკო­ლას სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით არ შე­უძ­ლია. საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში კომ­პი­უ­ტე­რე­ბის გა­ტა­ნა მი­სი და­კარ­გ­ვის ალ­ბა­თო­ბა­საც გა­ა­ჩენს. სკო­ლას ნამ­დვ­ი­ლად არ აქვს იმის ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, რომ აიყ­ვა­ნოს დაც­ვის პო­ლი­ცია და ამით მი­ნი­მუ­მამ­დე შე­ამ­ცი­როს კომ­პი­უ­ტე­რე­ბის და­კარ­გ­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა.“
„სკო­ლა­ში ყვე­ლა რგოლს თა­ვი­სი მი­სია აქვს, დამ­რი­გებ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­გებთ  რამ­დე­ნად ხში­რად ამოწ­მე­ბენ მშობ­ლე­ბი შვი­ლე­ბის ნიშ­ნებ­სა თუ დას­წ­რე­ბას გაკ­ვე­თი­ლებ­ზე“ — ამ­ბობს ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი და გა­მო­რიცხავს შემ­თხ­ვე­ვებს, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი, კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­უვ­სე­ბელს და­ტო­ვებს ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალს. ამით გარ­კ­ვე­უ­ლი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს, რად­გან ის პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­ნა­ახ­ლებს მო­ნა­ცე­მებს, ინ­ფორ­მა­ცი­ას, ავ­ტო­მა­ტუ­რად ეჭ­ვის ქვეშ დგე­ბა, რომ მან რე­ა­ლუ­რად გა­აც­დი­ნა გაკ­ვე­თი­ლი. ასე­თი მიდ­გო­მით ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი მას­წავ­ლე­ბელს ვალ­დე­ბულს ხდის, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი მი­თი­თე­ბულ ვა­დებ­ში გა­ნაახ­ლოს ინ­ფორ­მა­ცით.
გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის უფ­როსს, ლა­შა ვე­რუ­ლაშ­ვილს ვთხო­ვეთ გან­მარ­ტე­ბა — რა არის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის და­ნერ­გ­ვის მი­ზა­ნი და ერ­თ­გ­ვა­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცია მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის — რო­გორ აწარ­მო­ონ, რა ინ­ფორ­მა­ცია შე­იყ­ვა­ნონ და რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით გა­ნა­ახ­ლონ?
„ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მის შე­მად­გე­ნე­ლი ერთ-ერ­თი კომ­პო­ნენ­ტია. სის­ტე­მის შექ­მ­ნის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ეფექ­ტუ­რი მე­ნეჯ­მენ­ტის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა, რაც გუ­ლის­ხ­მობს ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბას, და­მუ­შა­ვე­ბას, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­ნახ­ლე­ბა­სა და ან­გა­რიშ­გე­ბას.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის პი­რო­ბებ­ში მას­წავ­ლებ­ლებს მხო­ლოდ გაც­დე­ნე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბე­ბის აღ­რიცხ­ვა უწევთ, ნიშ­ნე­ბის გა­მოთ­ვ­ლის პრო­ცე­სი კი სრუ­ლად ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლი­სა­გან. აღ­ნიშ­ნუ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სის­ტე­მა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა ნიშ­ნე­ბის კალ­კუ­ლა­ცი­ის მო­დუ­ლი, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით დად­გე­ნი­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად, თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის, ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს საგ­ნის სე­მეს­ტ­რუ­ლი, წლი­უ­რი და სა­ფე­ხუ­რის სა­ერ­თო ქუ­ლის გა­მო­ან­გა­რი­შე­ბას.
სის­ტე­მის სა­შუ­ა­ლე­ბით ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია და პე­და­გო­გე­ბი შეძ­ლე­ბენ, დრო­ის სა­სურ­ვე­ლი პე­რი­ო­დის შე­სა­ბა­მი­სად, იხი­ლონ მოს­წავ­ლე­თა დას­წ­რე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია, გა­ა­კე­თონ სრულ­ყო­ფი­ლი ანა­ლი­ზი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პე­რი­ო­დე­ბის შე­და­რე­ბის გზით და ა.შ.
მიგ­ვაჩ­ნია, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცია, და­ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს და მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და­ზო­გავს მის დრო­ის რე­სურსს.
ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­თან წვდო­მა, მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სკო­ლი­დან, ერ­თი­ან სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსელ­ში ჩარ­თუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პი­უ­ტე­რი­დან. ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა, ისე რო­გორც ეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შია, ყვე­ლა საგ­ნის პე­და­გოგ­ზე ვრცელ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა პე­რი­ო­დუ­ლო­ბას, პი­ლო­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სის­ტე­მა­ში ნიშ­ნის/გაც­დე­ნის და­სა­ფიქ­სი­რებ­ლად გან­საზღ­ვ­რუ­ლია ერ­თ­კ­ვი­რი­ა­ნი პე­რი­ო­დი. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, მას­წავ­ლებ­ლებს მხო­ლოდ გაც­დე­ნე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბე­ბის აღ­რიცხ­ვა უწევთ..
ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ვე­ლი მშობ­ლე­ბის­თ­ვის. რას გუ­ლის­ხ­მობს ეს და შე­უძ­ლი­ათ თუ არა მათ ყო­ველ­დღი­უ­რად ადევ­ნონ  თვა­ლი ჟურ­ნალს, სა­დაც მა­თი შვი­ლების ნიშ­ნე­ბი და გაც­დე­ნები ფიქ­სირ­დე­ბა? ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გარ­და, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლით მშო­ბელ­თან კონ­ტაქ­ტი და ყო­ველ­დღი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა მი­სი შვი­ლის შე­სა­ხებ?
ელექ­ტ­რო­ნუ­ლ ჟურ­ნალ­ში მშობ­ლე­ბის­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­დუ­ლი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ, რე­ა­ლურ დრო­ში მი­ა­დევ­ნონ თვა­ლი შვი­ლე­ბის შე­ფა­სე­ბებს, გაც­დე­ნებს, იხი­ლონ ინ­ფორ­მა­ცია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის, სა­გაკ­ვე­თი­ლო გან­რი­გის, და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ჰქონ­დეთ კო­მუ­ნი­კა­ცია დამ­რი­გე­ბელ­თან, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და ა.შ.
ამ­ჟა­მად აღ­ნიშ­ნულ მო­დულ­ზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი კი ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2017 წლი­დან, გახ­დე­ბა. სურ­ვი­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლებს ასე­ვე შე­ეძ­ლე­ბათ ისარ­გებ­ლონ მოკ­ლე ტექ­ს­ტუ­რი შეტყო­ბი­ნე­ბის სერ­ვი­სით.“
ვინ და­აკ­ვირ­დე­ბა პრო­ცესს, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს სკო­ლებ­ში პი­ლო­ტი­რე­ბა და იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ გა­არ­თ­მევს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის სწო­რად წარ­მო­ე­ბას თავს, ვის და­ე­კის­რე­ბა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა? — ამის შე­სა­ხებ ჶmis-ში ამ­ბო­ბენ, რომ სის­ტე­მის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და­ნერ­გ­ვი­სა და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის მიზ­ნით, გან­საზღ­ვ­რუ­ლია პრო­ექ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის და შე­ფა­სე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი: სის­ტე­მის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცეს­ში სის­ტე­მის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის პა­რა­მეტ­რებ­ზე შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­ტე­მის საპ­რო­ექ­ტო მაჩ­ვე­ნებ­ლებ­თან შე­და­რე­ბა, შე­საძ­ლო პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა-რე­ა­გი­რე­ბა და სხვ.

25-28(942)N