გამოდის 1998 წლიდან
2016-10-27
თვით­გან­ვი­თა­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ზო­გა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ძალიან კარ­გი იარა­ღია


 რა ფორ­მით და რო­მე­ლი ასა­კი­დან ვას­წავ­ლოთ ბავშვს უცხო­უ­რი ენე­ბი? რო­გორ გავ­ხა­დოთ სა­სი­ა­მოვ­ნო სწავ­ლის პრო­ცე­სი და რას მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რადღე­ბა უცხო­უ­რი ენის გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის მზა­დე­ბის პე­რი­ოდ­ში — სა­უბ­რობს რუ­სუ­დან ტყე­მა­ლა­ძე, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის უცხო­უ­რი ენე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი

სა­უ­კე­თე­სო ასა­კი ახა­ლი ენის შე­სას­წავ­ლად
ამ სა­კითხს არა მარ­ტო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­ჩე­ვენ, არა­მედ მეც­ნი­ე­რე­ბიც, მკვლევ­რე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი და მათ­შიც არ­სე­ბობს აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა, რო­მე­ლი ასა­კია უკე­თე­სი. მე სა­კითხს ასე დავ­ს­ვამ­დი — რო­მე­ლი მე­თო­დია უკე­თე­სი, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ენის სწავ­ლა გვი­ან და­იწყო (და­ვუშ­ვათ, 10-12 წლის ასაკ­ში) და შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ის­წავ­ლო ან 3-5 წლი­დან  და­იწყო (რო­გორც ახ­ლა მო­და­შია) და ვე­რა­ფე­რიც ვერ ის­წავ­ლო. ამი­ტომ, მე გავ­მიჯ­ნავ­დი მე­თო­დი­კას. თუ ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ იმა­ზე, რო­მე­ლია სა­სურ­ვე­ლი სას­კო­ლო ასა­კი, რო­დის არის უკე­თე­სი, რომ ბავ­შ­ვ­მა  სკო­ლა­ში უცხო ენის შეს­წავ­ლა და­იწყოს, ჩე­მი აზ­რით, ეს 7 წლის ასა­კია. ხო­ლო თუ ვლა­პა­რა­კობთ იმა­ზე, სა­ერ­თოდ რო­დის არის უკე­თე­სი (ოჯახ­ში ას­წავ­ლი­ან თუ სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში), მა­შინ აქ ნამ­დ­ვი­ლად მი­ვაქ­ცევ­დი ყუ­რადღე­ბას მე­თო­დი­კას. თუ ეს  სწავ­ლე­ბა ბავშვს არ ტვირ­თავს, არ ავა­ლებს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას, არა­მედ ეფუძ­ნე­ბა გარ­თო­ბის და უფ­რო მოს­მე­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მე­თო­დი­კას, მა­შინ პირ­და­პირ 2 წლი­დან შე­იძ­ლე­ბა ბავ­შ­ვ­მა მო­ის­მი­ნოს უცხო­უ­რი ტექ­ს­ტე­ბი. უბ­რა­ლოდ მან ეს უცხო ენა მხო­ლოდ სმე­ნით უნ­და მი­ი­ღოს.
თუ ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ გაკ­ვე­თი­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე, გარ­კ­ვე­ულ პროგ­რა­მა­ზე, სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებ­ზე, სა­სურ­ვე­ლია, 7 წლის ასა­კი­დან და­იწყოს.  უფ­რო ად­რე დაწყე­ბა არ მი­მაჩ­ნია მი­ზან­შე­წო­ნი­ლად, ამ ასა­კამ­დე — არა­ნა­ი­რი გაკ­ვე­თი­ლის ფორ­მა­ტი. 7 წლი­და­ნაც კი გაკ­ვე­თი­ლი, კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით — სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა, გა­მო­კითხ­ვა — არ უნ­და იყოს. ევ­რო­პა­ში ინ­გ­ლი­სურ­მა დი­დი დატ­ვირ­თ­ვა მი­ი­ღო და სე­რი­ო­ზუ­ლი პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მთე­ლი ევ­რო­პა გა­და­ვი­და პირ­ვე­ლი კლა­სი­დან (ეს არის 6 წლის ასა­კი) სწავ­ლე­ბა­ზე. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უნ­და იყოს ძა­ლი­ან კარ­გად დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ პა­ტა­რა ბავ­შ­ვე­ბის სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა­ზე. ძა­ლი­ან კარ­გად უნ­და ეს­მო­დეს ამ ასა­კის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა. თუ ჩვენ IX-X კლა­სე­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ მას­წავ­ლე­ბელს ვუშ­ვებთ პირ­ველ კლას­ში და ვე­უბ­ნე­ბით, ამ წიგ­ნით ას­წავ­ლე (კარ­გი წიგ­ნი კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მაა), ვფიქ­რობ, სრუ­ლი­ად უმიზ­ნოა, და­კარ­გუ­ლი დრო და და­კარ­გუ­ლი სახ­ს­რე­ბია. ან ძა­ლი­ან დი­დი დრო უნ­და და­ვუთ­მოთ უმ­ც­რო­სი ასა­კის ბავ­შ­ვე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას მე­თო­დი­კა­ში, ან ვთქვათ ძა­ლი­ან ზო­გა­დად, რაც ოჯახ­შიც შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს, ბავშვს, პე­რი­ო­დუ­ლად, ჰქონ­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მო­ის­მი­ნოს ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ზღაპ­რე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი, მეტყ­ვე­ლე­ბა და მე­ტი არა­ფე­რი. ეს უნ­და იყოს უცხო ენის პა­სი­უ­რი შეს­ვ­ლა გო­ნე­ბა­ში (უხე­შად რომ ვთქვათ) ისე­ვე, რო­გორც მშობ­ლი­ურ ენას სწავ­ლობს ბავ­შ­ვი სრუ­ლი­ად გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად, უბ­რა­ლოდ ეს­მის და მე­რე, ნელ-ნე­ლა, ას­ტ­რუქ­ტუ­რებს. სწავ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი უნ­და იყოს ასე­თი — მაქ­სი­მა­ლუ­რად გარ­თო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და თა­მაშ­ში გა­და­სუ­ლი.


ორი უცხო ენის დაწყე­ბა ერ­თ­დ­რო­უ­ლად
ვფიქ­რობ, რომ თუ სა­შუ­ა­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბის ბავშვს ავი­ღებთ, ეს არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა. რა თქმა უნ­და, არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც ენის შეთ­ვი­სე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭი აქვთ, მაგ­რამ ეს დი­დი გა­მო­ნაკ­ლი­სია. არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ორი უცხო­უ­რი ენის (მით უმე­ტეს, რომ მშობ­ლი­უ­რი ენაც ასათ­ვი­სე­ბე­ლია) ერ­თ­დ­რო­უ­ლად შეს­წავ­ლა. სა­სურ­ვე­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 3-4 წე­ლი ინ­ტერ­ვა­ლი, რად­გან ეს ზედ­მე­ტი გა­დატ­ვირ­თ­ვაა ბავ­შ­ვის­თ­ვის და არა­ვი­თარ სა­ჭი­რო­ე­ბას არ წარ­მო­ად­გენს, თუ არ ვლა­პა­რა­კობთ ბი­ლინ­გ­ვიზ­მ­ზე, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა რა­მაა. ბი­ლინ­გ­ვიზ­მია, რო­ცა ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი ფლობს სხვა ენას და ბავშვს, მშობ­ლი­უ­რი ენის დო­ნე­ზე, ეს­მის ეს ენა. თუ ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ უცხო ენის სწავ­ლე­ბა­ზე, ორი უცხო ენის სწავ­ლე­ბა ერ­თ­დ­რო­უ­ლად, ჩე­მი აზ­რით, მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის.


სწავ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია
სწავ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბულ სტრა­ტე­გი­ას გან­საზღ­ვ­რავს, რო­გორც ვთქვი, ად­რე­ულ ასაკ­ში  მოს­მე­ნის უნა­რის მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბა, თა­მა­შის დო­ნე­ზე (და არა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის ფორ­მა­ტი), უბ­რა­ლოდ პა­სი­უ­რი მოს­მე­ნა — ბავშვს ჰქონ­დეს სა­შუ­ა­ლე­ბა, ის­მი­ნოს უცხო ენა­ზე ჩა­ნა­წე­რე­ბი, სიმ­ღე­რე­ბი და ა.შ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეტაპ­ზე შე­მო­დის კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი მე­თო­დი­კა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს  პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას — წე­რა, კითხ­ვა, ლა­პა­რა­კი და მოს­მე­ნა.
ჩვენ­თან, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მას­წავ­ლებ­ლებს უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვთ კითხ­ვის უნარ-ჩვე­ვა. დღეს უკ­ვე ძა­ლი­ან დიდ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწე­ვენ მას­წავ­ლებ­ლებს მოს­წავ­ლე­ე­ბი, მათ უფ­რო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვთ მოს­მე­ნის უნარ-ჩვე­ვა, რად­გან ის­მე­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ვი­დე­ო­ებს, უყუ­რე­ბენ ფილ­მებს. ჩვენ ეს გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებ­ზეც და­ვი­ნა­ხეთ, მათ არ გა­უ­ჭირ­დათ მოს­მე­ნის და­ვა­ლე­ბა. ერ­თ­გ­ვა­რი გე­ზი და მე­თო­დუ­რი რჩე­ვაა, თვი­თონ ბავ­შ­ვ­მა, მოს­წავ­ლემ, მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უყუ­როს ფილ­მებს, უს­მი­ნოს მუ­სი­კას და სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის ტექ­ს­ტებს. უამ­რა­ვი კარ­გი სა­ი­ტია. მოს­წავ­ლეს ნამ­დ­ვი­ლად შე­უძ­ლია თვი­თონ გან­ვი­თარ­დეს. ხან­და­ხან მშობ­ლე­ბი ზედ­მე­ტად აფა­სე­ბენ მას­წავ­ლებ­ლის როლს, ჰგო­ნი­ათ, თუ­კი კერ­ძო რე­პე­ტი­ტორ­თან მი­იყ­ვანენ შვილს, ეს უკ­ვე წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტიაა. არ მინ­და იმე­დე­ბი გა­ვუც­რუო მათ, ვინც თან­ხებს იხ­დის, მაგ­რამ აქ, ისევ და ისევ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მე­თო­დი­კა, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი იყე­ნებს და არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თვით­გან­ვი­თა­რე­ბის ელე­მენ­ტი.


უცხო­უ­რი ენის და­მო­უ­კი­დებ­ლად შეს­წავ­ლა
დღეს, ინ­ტერ­ნე­ტის და უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, მონ­დო­მე­ბულ ადა­მი­ანს — თი­ნე­ი­ჯერს, ბავშვს, ყვე­ლას შე­უძ­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი უნარ-ჩვე­ვა გა­ნი­ვი­თა­როს უცხო ენა­ში და მის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყოს მხო­ლოდ გე­ზის მიმ­ცე­მი, ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი, თუ შე­იძ­ლე­ბა რომ ასე ით­ქ­ვას, რო­მე­ლიც და­აკ­ვა­ლი­ა­ნებს პრობ­ლე­მის შემ­თხ­ვე­ვა­ში. მთე­ლი მსოფ­ლიო ამა­ზეა გა­და­სუ­ლი — თვით­გან­ვი­თა­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ზო­გა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი იარა­ღია. მუდ­მი­ვი ბმა — თუ მას­წავ­ლე­ბელ­მა არ ას­წავ­ლა, მოს­წავ­ლემ არა­ფე­რი არ იცის, მე მგო­ნი, ამის დრო ნელ-ნე­ლა გა­დის.
არ მინ­და, ცუ­დად გა­მო­მი­ვი­დეს, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ ვაკ­ნი­ნებ მას­წავ­ლებ­ლის როლს, პი­რი­ქით, მას­წავ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია, რომ სწო­რი გზით წა­იყ­ვა­ნოს მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა, მაგ­რამ მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა არის — მას­წავ­ლებ­ლის დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბას პლუს თვით­გან­ვი­თა­რე­ბა. და­მო­უ­კი­დე­ბელ მუ­შა­ო­ბას, და­მო­უ­კი­დე­ბელ მიდ­გო­მებს ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს დღე­ვან­დელ პი­რო­ბებ­ში, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და მის­ცეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ი­ტე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი, ურ­ჩი­ოს, რომ  კომ­პი­უ­ტერ­ზე მხო­ლოდ თა­მა­შე­ბი არ ითა­მა­შოს, მაგ­რამ მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს თვით­გან­ვი­თა­რე­ბა. შე­უძ­ლია თუ არა მას სრულ­ყო­ფი­ლად ის­წავ­ლოს ენა მას­წავ­ლებ­ლის გა­რე­შე, ამ შე­კითხ­ვა­ზე, ალ­ბათ, სკეპ­ტი­კუ­რი პა­სუ­ხი მექ­ნე­ბა — არა,  რა თქმა უნ­და, მას ნამ­დ­ვი­ლად სჭირ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი გი­დი, რომ შე­ის­წავ­ლოს უცხო ენა, თუმ­ცა, თვით­ს­წავ­ლი­სა და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის  ელე­მენ­ტი ძა­ლი­ან დი­დია.


მოს­მე­ნის უნა­რი
სა­გა­მოც­დო ტეს­ტ­ში ეს და­ვა­ლე­ბა დი­დი სიფ­რ­თხი­ლით შე­მო­ვი­ტა­ნეთ, რად­გან მოს­მე­ნის უნა­რი ერთ-ერ­თი რთუ­ლი უნა­რია, არ არის იოლი მო­ის­მი­ნო და გა­ი­გო უცხო ტექ­ს­ტი, მით უმე­ტეს — ტეს­ტის შე­კითხ­ვა­ზე გას­ცე პა­სუ­ხი. ძა­ლი­ან ვში­შობ­დით, მაგ­რამ მარ­თ­ლაც პა­რა­დოქ­სი იყო ის, რომ მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან მე­ტი ოპო­ნი­რე­ბა წა­მო­ვი­და, ვიდ­რე — აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ­ბობ­დ­ნენ: ჩვენ არ გვაქვს მაგ­ნი­ტო­ფო­ნი სკო­ლა­ში, ჩვენ არ ვა­კე­თებთ ამას, რაც, ჩე­მი აზ­რით, სრუ­ლი­ად არა­არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია — თუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი მუ­შა­ობ, იქ არის მოს­მე­ნის ელე­მენ­ტი ისე­ვე, რო­გორც სხვა ელე­მენ­ტე­ბი და სკო­ლამ რო­გორ­ღაც უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს ამის მოგ­ვა­რე­ბა.
ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­გან არ მიგ­ვი­ღია არც ერ­თი რა­ი­მე სა­ხის კრი­ტი­კუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვი­ღაც უკეთ ას­რუ­ლებს ამ და­ვა­ლე­ბას, ვი­ღაც — ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, რაც ჩვენ­თ­ვის უპირ­ვე­ლე­სი შე­მა­ფა­სე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, გვე­უბ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, ათი­დან შვი­დი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ამ და­ვა­ლე­ბას, ოთხი­ვე უცხო­ურ ენა­ში, აკე­თებს კარ­გად, სა­შუ­ა­ლო­ზე უკეთ, რაც ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს. შე­იძ­ლე­ბა ჩვენ ცო­ტა გა­ვა­მარ­ტი­ვეთ ეს და­ვა­ლე­ბა, ზედ­მე­ტად „და­ვუ­ღე­ჭეთ“, რად­გან არ გვინ­დო­და, ეს სი­ახ­ლე მე­ხის და­ცე­მა­სა­ვით ყო­ფი­ლი­ყო. წელს, რო­ცა და­ვა­ლე­ბა ოდ­ნავ გა­ვარ­თუ­ლეთ, სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი ძა­ლი­ან და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია.


იქ­ნე­ბა თუ არა სი­ახ­ლე მოს­მე­ნის ნა­წილ­ში
თქვენ იცით შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ზო­გა­დი  პო­ლი­ტი­კა — ჩვე­ნი მიდ­გო­მა დი­ნა­მი­უ­რია, ყო­ველ წელს გარ­კ­ვე­უ­ლი სი­ახ­ლე შე­დის, არ არის გა­მო­რიცხუ­ლი, 2017 წელს რა­ღაც სი­ახ­ლე უცხო ენებ­შიც შე­ვი­დეს, მაგ­რამ წი­ნას­წარ ამის და­ა­ნონ­სე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სა­ნამ ამას ძა­ლი­ან კარ­გად არ „და­ვა­პი­ლო­ტებთ“, აპ­რო­ბა­ცი­ას არ გა­ივ­ლის და არ დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ ეს კარ­გის­კენ ცვლი­ლე­ბაა, მა­ნამ­დე არ მინ­და გა­მოცხა­დე­ბა. თუმ­ცა, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ დი­დი და დრა­მა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა


მოს­მე­ნა­ზე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რი — მეტყ­ვე­ლე­ბა
ამ უნარს ჩვენ ლა­პა­რაკს ვე­ძა­ხით, რად­გან მეტყ­ვე­ლე­ბა ცო­ტა სხვა რა­მაა. ლა­პა­რა­კის ნა­წი­ლი ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სხვა ნე­ბის­მი­ე­რი. ოთხი უნა­რია — წე­რა, კითხ­ვა, ლა­პა­რა­კი, მოს­მე­ნა. ჩვენ შევ­ძე­ლით, რომ მას­წავ­ლებ­ლის ტეს­ტ­ში ოთხი­ვე თა­ნა­ბა­რი წო­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­შიც ყო­ფი­ლი­ყო. თუმ­ცა, ამ ნა­წი­ლის და­მა­ტე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა — ყო­ვე­ლი ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნ­და ჩა­ი­წე­როს და არა ჯგუ­ფუ­რად, რო­გორც მოს­მე­ნა­ში ხდე­ბა — 15-კა­ცი­ა­ნი სექ­ტო­რი ერთ ტექსტს ის­მენს. ამას ვერ გა­ვა­კე­თებთ ლა­პა­რა­კის დროს. გას­წო­რე­ბაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ძვი­რია, ამი­ტომ ამა­ზე ფიქრს, ჯერ­ჯე­რო­ბით, თავს და­ვა­ნე­ბებთ, თუმ­ცა მო­მა­ვალ­ში არა­ფე­რია გა­მო­რიცხუ­ლი. რა თქმა უნ­და, ლა­პა­რა­კის ნა­წი­ლი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ სრუ­ლი­ად ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა მი­ვი­ღოთ.
ზო­გა­დი რე­კო­მენ­და­ცია
პირ­ველ რიგ­ში, ლა­პა­რა­კის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ეს არის სი­ტუ­ა­ცი­უ­რი დი­ა­ლო­გე­ბის სწავ­ლა, რო­მე­ლიც არის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­შიც და ძა­ლი­ან ბევ­რია სა­ი­ტებ­ზე. მას­წავ­ლებ­ლებს ვურ­ჩევ (სამ­წუ­ხა­როდ, ამას ძა­ლი­ან ცო­ტა აკე­თებს) და შე­ვახ­სე­ნებ, რომ ლა­პა­რა­კის გან­ვი­თა­რე­ბა არ არის წა­კითხუ­ლის მო­ყო­ლა. ცხა­დია, ცალ­კე ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავს ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა, ლა­პა­რა­კის გან­ვი­თა­რე­ბა გარ­კ­ვე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­სა­ბა­მი­სი ლექ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით  უნ­და აკე­თონ ბავ­შ­ვებ­მა  ის ძა­ლი­ან კარ­გი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში და სა­ი­ტებ­ზე.
ახ­ლა ძა­ლი­ან ბევ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ მათ ჰყავ­დეთ ონ­ლა­ინ­მე­გობ­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში. ვურ­ჩევ, შე­ი­ძი­ნონ მე­გობ­რე­ბი და დღე­ში, თუნ­დაც ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მა­ინც, სკა­ი­პი­სა თუ სხვა უამ­რა­ვი პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, ინ­გ­ლი­სუ­რად ესა­უბ­რონ. ეს ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა მა­თი მეტყ­ვე­ლე­ბის­თ­ვის — ლა­პა­რა­კის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.
კითხ­ვის უნა­რი
ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენტს, ვი­საც უცხო ენის შეს­წავ­ლა სურს, ვურ­ჩევ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი იკითხოს. იკითხოს მი­სი ცოდ­ნის დო­ნის შე­სა­ფე­რი­სი ლი­ტე­რა­ტუ­რა. არ­სე­ბობს ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი. თუ, და­ვუშ­ვათ, ცხრა წლის ბავ­შ­ვი ორი­გი­ნა­ლის კითხ­ვას და­იწყებს, მას გა­უ­ჭირ­დე­ბა და მო­ტი­ვა­ცია და­ე­კარ­გე­ბა. ამი­ტო­მაც კითხ­ვა უნ­და იყოს თე­მა­ტუ­რი და ენობ­რი­ვი დო­ნის შე­სა­ბა­მი­სი, ეს აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა. ამას არც მას­წავ­ლე­ბე­ლი სჭირ­დე­ბა და არც გარ­კ­ვე­უ­ლი მე­თო­დუ­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბო, იკითხეთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ან არამ­ხატ­ვ­რუ­ლი. უამ­რა­ვი სა­ი­ტია, მა­გა­ლი­თად, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ი­ტი აქვს ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შემ­ს­წავ­ლელ­თათ­ვის, დო­ნე­ე­ბად და­ყო­ფი­ლი. იქ ტექ­ს­ტე­ბიც არის, მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც და აუცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა.
ჩვენ ვთქვით, რომ საწყის ეტაპ­ზე, სადღაც 7-8 წლამ­დე, მოს­მე­ნაა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, რომ გან­ვი­თარ­დეს ენის უნა­რი, შემ­დეგ უკ­ვე კითხ­ვაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტი.
მე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ვას­წავ­ლი და ვხე­დავ, რომ სტუ­დენ­ტებ­საც კი უჭირთ ავ­თენ­ტუ­რი, ნამ­დ­ვი­ლი სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ე­ბის წა­კითხ­ვა და გა­გე­ბა. ეს ცალ­კე ენა­სა­ვი­თაა, მე­ტა­ე­ნაა, თა­ვი­სი ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი თუ სხვა ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით, ამი­ტო­მაც, თუ არ ხარ სპე­ცი­ა­ლის­ტი, ძნე­ლია გა­გე­ბა. ამე­რი­კელ­სა და ბრი­ტა­ნელს ეს­მის, ჩვენ — არა, იმი­ტომ, რომ იმ კულ­ტუ­რა­ში არ გავ­ზ­რ­დილ­ვართ და არ გვიცხოვ­რია. პრე­სის შემ­ს­წავ­ლელ­თა და­სახ­მა­რებ­ლად BBC-ის აქვს  სა­ი­ტი შემ­ს­წავ­ლე­ლე­ბის­თ­ვის — BBC Learning English — სა­დაც მათ ასაკ­ზე მორ­გე­ბუ­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი თე­მა­ტი­კაა, ენაც, მო­სას­მე­ნი ტექ­ს­ტე­ბი და წა­სა­კითხი — გა­რე­მოს დაც­ვა­ზე, ახალ­გაზ­რ­დულ ცხოვ­რე­ბა­ზე, კულ­ტუ­რა­ზე, ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და ა.შ. ასე რომ, იკითხეთ! ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.


გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი — სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი
გა­მო­საშ­ვებ გა­მოც­დებ­ში ოთხი მო­დუ­ლია — გრა­მა­ტი­კა, ლექ­სი­კა, ენობ­რი­ვი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი და წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა. უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს შე­და­რე­ბით უჭირთ ენობ­რი­ვი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი. რა არის ეს? და­ვუშ­ვათ, მინ­და ადა­მი­ა­ნი დავ­პა­ტი­ჟო ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვი­ყე­ნებ ენის სპე­ცი­ა­ლურ ტერ­მინს ან სტრუქ­ტუ­რას და შე­სა­ბა­მის პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი. ეს არის ფუნ­ქ­ცი­უ­რი ენა — სხვა­დას­ხ­ვა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პრაქ­ტი­კუ­ლი და სწო­რი ლექ­სი­კუ­რი თუ გრა­მა­ტი­კუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­გა­მოც­დო ტეს­ტ­ში გვაქვს შე­კითხ­ვე­ბი, მოს­წავ­ლემ უნ­და აირ­ჩი­ოს სწო­რი პა­სუ­ხი. უნ­და ვთქვათ, რომ უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს ნამ­დ­ვი­ლად უჭირთ ეს ენობ­რი­ვი ფუნ­ქ­ცია (სა­მეტყ­ვე­ლო ფუნ­ქ­ცია). თუ დავ­ფიქ­რ­დე­ბით, რე­ა­ლუ­რად, რა­ტომ უნ­და იყოს რთუ­ლი? წი­ნა­და­დე­ბა­ზე, კითხ­ვა­ზე უნ­და აირ­ჩი­ოს სტრუქ­ტუ­რუ­ლად და ლექ­სი­კუ­რად სწო­რი პა­სუ­ხი. ჩვე­ნი დას­კ­ვ­ნა ასე­თია — იმი­ტომ უჭირთ, რომ სკო­ლა­ში არ ავარ­ჯი­შე­ბენ. არ ყოფ­ნით გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ კარ­გად გა­ი­აზ­რონ, რა სა­ხის და­ვა­ლე­ბაა.
შე­და­რე­ბით არ უჭირთ გრა­მა­ტი­კა, ლექ­სი­კა­საც არა უშავს და არც ისე მარ­ტი­ვია წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა — პა­ტა­რა და­ვა­ლე­ბე­ბი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ს­ტე­ბი, რო­მე­ლიც უნ­და წა­ი­კითხონ და შე­სა­ბა­მის შე­კითხ­ვებს უპა­სუ­ხონ. ენობ­რი­ვი ფუნ­ქ­ცია, ანუ სი­ტუ­ა­ცი­უ­რი ენა არის კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მქო­ნე და­ვა­ლე­ბა და, პრაქ­ტი­კუ­ლად, აუცი­ლე­ბე­ლია ამა თუ იმ ენა­ზე მეტყ­ვე­ლის­თ­ვის. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს ეს უჭირთ.


კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია
პირ­ველ რიგ­ში, ნა­ხონ ნი­მუ­შე­ბი და ამ ნი­მუ­შებ­ზე იმუ­შა­ონ. გარ­და ამი­სა, ისევ და ისევ, გა­და­ვალ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე — CAT-ის და­ვა­ლე­ბე­ბი, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე, აგე­ბუ­ლია ეროვ­ნულ პროგ­რა­მა­ზე. ჩვენ არ ვი­ხე­დე­ბით სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში, არ გვა­ინ­ტე­რე­სებს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. ისე­ვე რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ჩვენ­თ­ვი­საც მთა­ვა­რი გი­დი, რო­ცა სა­კითხებს ვად­გენთ, არის პროგ­რა­მა, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა. იქ ძა­ლი­ან კარ­გად არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ენობ­რი­ვი ფუნ­ქ­ცი­ე­ბი და მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და ავარ­ჯი­შოს მოს­წავ­ლე­ე­ბი. ბავ­შ­ვ­მა უნ­და ნა­ხოს ნი­მუ­შე­ბი და გა­ა­მახ­ვი­ლოს ამა­ზე ყუ­რადღე­ბა, კარ­გად შე­ის­წავ­ლოს და იცო­დეს, რა სა­ხის ტექ­ნი­კა გა­მო­ი­ყე­ნოს, რა­ზე ივარ­ჯი­შოს.


ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი
ტრა­დი­ცი­უ­ლად, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს არ უჭირთ წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბა — პირ­ვე­ლი და მე­ო­რე, სწო­რია-არას­წო­რია ტი­პის, და­ვა­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ორ და­ვა­ლე­ბას შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი აქვს. შე­იძ­ლე­ბა აქ „მორ­ტყ­მის“ ელე­მენ­ტი­ცაა, იმი­ტომ რომ, და­ხუ­რუ­ლი სა­ხის კითხ­ვაა, ერთ-ერ­თია სწო­რი პა­სუ­ხი და, შე­იძ­ლე­ბა, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი პრო­ცენ­ტი ინ­ტუ­ი­ცი­უ­რად ხვდე­ბა, რო­მე­ლია სწო­რი. ღია სა­ხის და­ვა­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, და­ხუ­რუ­ლი სა­ხის და­ვა­ლე­ბას სწო­რი პა­სუ­ხის შემ­თხ­ვე­ვით შერ­ჩე­ვის უფ­რო მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს, ალ­ბათ, ამი­ტო­მაც შე­და­რე­ბით უმარ­ტივ­დე­ბათ ამ და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა.
რა თქმა უნ­და, უძ­ნელ­დე­ბათ წე­რა. თუმ­ცა, ბევრს მშობ­ლი­ურ ენა­ზე წე­რაც უჭირს, მით უმე­ტეს უჭირთ ინ­გ­ლი­სუ­რად. და­ახ­ლო­ე­ბით, ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე აბი­ტუ­რი­ენ­ტი სა­ერ­თოდ არ ას­რუ­ლებს ამ და­ვა­ლე­ბას, იგ­ნო­რი­რე­ბას უკე­თებს, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია, რად­გან თე­მის (ძა­ლი­ან პა­ტა­რა, ერთ გვერ­დამ­დე უნ­და და­წე­როს) შე­ფა­სე­ბის სქე­მა 16-ქუ­ლი­ა­ნია და აქვთ შან­სი მი­ი­ღონ, თუნ­დაც, 6 ქუ­ლა, 4 ან 2 მა­ინც. და­ვა­ლე­ბა ყო­ველ­თ­ვის ბავ­შ­ვის სა­სარ­გებ­ლოდ ფას­დე­ბა (გარ­და იმ შემ­თხ­ვე­ვე­ბი­სა, თუ ვამ­ჩ­ნევთ, მა­გა­ლი­თად, რომ ტექ­ს­ტი წი­ნას­წარ და­ზე­პი­რე­ბუ­ლი მო­ი­ტა­ნა და სულ სხვა თე­მა უწე­რია, ან სა­ხე­ლი და გვა­რი აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი) და რა­ღაც ქუ­ლას აუცი­ლებ­ლად იღებს, შე­ფა­სე­ბის სქე­მის მი­ხედ­ვით. ამი­ტო­მაც ვურ­ჩევ ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ივარ­ჯი­შონ წე­რის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. თა­ვი­დან­ვე ნუ გა­უ­კე­თე­ბენ იგ­ნო­რი­რე­ბას ამ და­ვა­ლე­ბას, ნუ შე­ე­შინ­დე­ბათ, ყო­ველ­თ­ვის ისე­თი თე­მე­ბია, რა­ზეც 18 წლის ახალ­გაზ­რ­დას სა­კუ­თა­რი აზ­რი უნ­და ჰქონ­დეს — გა­ნათ­ლე­ბა­ზე, ბუ­ნე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის დაც­ვა­ზე, წიგ­ნებ­ზე, ოჯახ­ზე, მე­გობ­რებ­ზე და სხვ. ეცა­დოს, ეს აზ­რი მარ­ტი­ვად და გა­სა­გე­ბად გა­მო­ხა­ტოს. ივარ­ჯი­შეთ ნელ-ნე­ლა, ჯერ ორი წი­ნა­და­დე­ბა და­წე­რეთ, მე­რე — სა­მი, ოთხი... გას­წო­რე­ბუ­ლი გა­და­წე­რეთ, ისევ გა­და­ხე­დეთ და გა­და­წე­რეთ, სა­ნამ სა­ბო­ლო­ოდ კარგ ნი­მუშს არ მი­ი­ღებთ, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლიც კარ­გად შე­ა­ფა­სებს. ამ და­ვა­ლე­ბას ასე­თი ვარ­ჯი­ში სჭირ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს და­ვა­ლე­ბა — წე­რი­ლი, ესე — ყო­ველ­თ­ვის და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა.
რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტი წი­ნას­წარ იზე­პი­რებს ტექ­ს­ტებს, რაც ყვე­ლა­ზე დას­ჯა­დია. რო­დე­საც გა­მოც­და­ზე და­ზე­პი­რე­ბუ­ლი თე­მით მო­დი­ხარ და წერ, ეს ნაშ­რო­მი, უყოყ­მა­ნოდ, ნუ­ლით ფას­დე­ბა. თუ აბი­ტუ­რი­ენტს აქვს მცდე­ლო­ბა, თუ­გინდ გარ­კ­ვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბით, თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აზ­რი გა­მო­ხა­ტოს და ნა­ხე­ვა­რი გვერ­დი მა­ინც და­წე­როს, ეს ნაშ­რო­მი, 16 ქუ­ლი­დან, რა­ღაც ქუ­ლით აუცი­ლებ­ლად შე­ფას­დე­ბა, რაც კონ­კურ­ს­ში წა­ად­გე­ბა.
არ მინ­და ძა­ლი­ან შავ-ბნე­ლი სუ­რა­თი დავ­ხა­ტო, რად­გან არი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ბრწყინ­ვა­ლედ წე­რენ. ხან­და­ხან ჩვენს გა­ო­ცე­ბას საზღ­ვა­რი არ აქვს და ძა­ლი­ან გვი­ხა­რია. არ ვი­ცი, ეს ბავ­შ­ვე­ბი სად ან რო­გორ სწავ­ლო­ბენ, ან რო­გო­რი იდე­ე­ბი აქვთ! აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის 6-7% ბრწყინ­ვა­ლეა და ხში­რად გვით­ქ­ვამს, რომ ვე­ღარ ვე­წე­ვით ამ თა­ო­ბას, ისე კარ­გად ფლო­ბენ ინ­გ­ლი­სურს. არის მარ­თ­ლაც სა­მა­გა­ლი­თო თე­მე­ბი.
მე სა­შუ­ა­ლო ან სუსტ აბი­ტუ­რი­ენტს ვგუ­ლის­ხ­მობ, რო­ცა ვამ­ბობ, რომ ნაკ­ლე­ბი მცდე­ლო­ბა აქვთ, შე­ას­რუ­ლონ წე­რი­თი და­ვა­ლე­ბა. ვი­მე­ო­რებ, ეს და­კარ­გუ­ლი შან­სია, რად­გან და­მა­ტე­ბი­თი ქუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის და უკე­თეს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. ეს კონ­კურ­სია, მი­სი ცხოვ­რე­ბის ერთ-ერ­თი გა­დამ­წყ­ვე­ტი კონ­კურ­სი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, არ მო­ინ­დო­მოს და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ის­წავ­ლოს. ეს ნამ­დ­ვი­ლად არ არის რთუ­ლი, მით უმე­ტეს, ყო­ველ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ამ ტი­პის უამ­რა­ვი  და­ვა­ლე­ბაა და ჩვე­ნი ნი­მუ­შე­ბიც არის.
რაც შე­ე­ხე­ბა სიტყ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, გან­საზღ­ვ­რუ­ლია — 150-ია მაქ­სი­მუ­მი, თუმ­ცა უფ­რო მეტ­საც წე­რენ ხოლ­მე. რა თქმა უნ­და,  დას­ჯა­დია ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის სიტყ­ვე­ბი, თუმ­ცა და­ვა­ლე­ბა არ ნულ­დე­ბა, მას ქუ­ლე­ბი აკ­ლ­დე­ბა. მეტ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე არ ვსჯით, მაგ­რამ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა უნ­და გა­ი­გოს, რომ რაც მეტს წერს, მე­ტი შან­სია, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვას, ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან ნუ მო­ინ­დო­მებს. ქარ­თ­ვე­ლებს გვიყ­ვარს ხან­და­ხან ბევ­რის წე­რა, თე­მი­დან გა­დახ­ვე­ვაც, რაც ასე­ვე არ არის კარ­გი. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბო, მაქ­სი­მა­ლუ­რად კონ­კ­რე­ტი­ზა­ცია გა­უ­კე­თეთ სა­თა­ურს და კონ­კ­რე­ტუ­ლად წე­რეთ!


პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც წლი­დან წლამ­დე მე­ორ­დე­ბა
წელს გა­მო­ვი­ყე­ნეთ მძი­მე, დრა­მა­ტუ­ლი ხერ­ხე­ბი, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს არ და­ე­წე­რათ სა­ხე­ლი და გვა­რი. ქარ­თუ­ლა­დაც მი­ვუ­თი­თეთ: გთხოვთ, თქვე­ნი სა­ხე­ლი და გვა­რი არ და­წე­როთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, იყო 2-3 (შარ­შან უფ­რო მე­ტი — 20-მდე) შემ­თხ­ვე­ვა, სა­დაც ბავ­შ­ვებს სა­ხე­ლი და გვა­რი მა­ინც ეწე­რათ. რა თქმა უნ­და, ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­უ­ნულ­დათ. მინ­და კი­დევ ერ­თხელ ვუთხ­რა, რომ ტეს­ტ­ში ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც ში­ნა­არ­სობ­რი­ვი. ვინც სამ ად­გი­ლას და­წე­რილ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას ვერ კითხუ­ლობს და ვერ ას­რუ­ლებს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­ი­ღებს ნულს.
გა­მოც­დე­ბი— 2016
2016 წლის გა­მოც­დის შე­დე­გე­ბი არ იყო გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი წი­ნა წლის­გან, მეტ-ნაკ­ლე­ბად თა­ნა­ბა­რი შე­დე­გე­ბია ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ეხე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რის ოთხი­ვე ვა­რი­ანტს (სა­ერ­თოდ ენებ­ში გვაქვს რვა ვა­რი­ან­ტი: 4 — ინ­გ­ლი­სურ­ში, 1 — ფრან­გულ­ში, 1 — გერ­მა­ნულ­ში, 2 — რუ­სულ­ში). ფრან­გუ­ლის გა­მოც­და უფ­რო მარ­ტი­ვი იყო. ეს ჩვენ­მა სტა­ტის­ტი­კურ­მა ანა­ლიზ­მაც აჩ­ვე­ნა — ბევ­რი მა­ღა­ლი ქუ­ლა და­ი­წე­რა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. და­ნარ­ჩე­ნი ენე­ბი, სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით, ერ­თ­მა­ნეთ­თან ახ­ლოს იყო. სა­ერ­თო სტა­ტის­ტი­კურ­მა ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, ასე­ვე, რომ, ზო­გა­დად, უცხო­უ­რი ენის გა­მოც­და არ იყო რთუ­ლი, რაც ჩვენ­თ­ვის გა­საკ­ვი­რია, იმი­ტომ რომ, პროგ­რა­მის მაქ­სი­მუმს ვწერთ, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ინ­გ­ლი­სურ­ში ბევ­რი ძლი­ე­რი ბავ­შ­ვია. ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი იყო გერ­მა­ნულ­ში, შე­სა­ბა­მი­სად,  სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზიც — მშვე­ნი­ე­რი.
რუ­სულ­ში ორი დრა­მა­ტუ­ლად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­დე­გი გვაქვს — ან ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან (უფ­რო რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა ბავ­შ­ვებ­მა, ვი­საც ოჯახ­ში რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი წევ­რი ჰყავს), ან სა­ერ­თოდ არა­ფე­რი იცი­ან და უცხო­ურ ენად რუ­სულს ირ­ჩე­ვენ, ფიქ­რო­ბენ, მა­ინც არა­ფე­რი ვი­ცი და, მო­დი, იქ­ნებ რუ­სულ­ში დავ­წე­რო რა­მეო. ამი­ტომ, ანა­ლი­ზის შე­დე­გა­დაც, ასე­თი უც­ნა­უ­რი სუ­რა­თი იხა­ტე­ბა — ძა­ლი­ან ბევ­რი სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი, იმავ­დ­რო­უ­ლად ძა­ლი­ან ბევ­რი — ძა­ლი­ან ცუ­დი შე­დე­გი.
ძი­რი­თა­დი რჩე­ვა
ჩე­მი რჩე­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, იმის გა­მე­ო­რე­ბა იქ­ნე­ბა, რაც აქამ­დე ვი­ლა­პა­რა­კე. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბო, მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის იმედ­ზე ნუ იქ­ნე­ბით. და­მო­უ­კი­დებ­ლად იმუ­შა­ვეთ თქვენ თავ­ზე, ის­მი­ნეთ ძა­ლი­ან ბევ­რი! ეცა­დეთ, ხში­რად შეხ­ვი­დეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ი­ტებ­ზე და, რაც მთა­ვა­რია, იკითხეთ ბევ­რი. კითხ­ვა-მოს­მე­ნის გან­ვი­თა­რე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ სა­ბო­ლო­ოდ ტეს­ტი კარ­გად და­წე­როთ და, რო­გორც წე­სი, ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას!

რა­დიო „იმე­დის“ გა­და­ცე­მის
„გა­მოც­დე­ბი­დან გა­მოც­დე­ბამ­დე“ —
თე­ი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად მი­ხედ­ვით
მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვილ­მა

25-28(942)N