გამოდის 1998 წლიდან
2016-11-03
გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ


2016 წლის სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი მო­ნა­წი­ლე­თა 80-მა პრო­ცენ­ტ­მა ვერ გა­და­ლა­ხა. ეს ფაქ­ტი სა­გან­გა­შოდ შე­ფას­და, უფ­რო მე­ტი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტა იმის გა­მო, რომ გა­მოც­დებ­ზე დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ჩა­იჭ­რა. გა­მოც­დე­ბი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2010 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს და გა­სუ­ლი 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ ნა­ხე­ვარ­საც ვერ მი­აღ­წია. აქ მთა­ვა­რი ისაა, რომ დღეს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, ნა­ხე­ვარს 100 წლის შემ­დე­გაც ვერ მი­აღ­წევს. მკითხ­ვე­ლი მი­მიხ­ვ­და, ალ­ბათ, რი­სი თქმაც მსურს, თო­რემ დღეს მო­მუ­შა­ვე­თა­გან 100 წლის შემ­დეგ რომ აღა­რა­ვინ იქ­ნე­ბა, ეს იოლი გა­სა­გე­ბია.
დი­ახ, დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, 100 წე­ლიც ვე­რა­ფერს შეც­ვ­ლის, რად­გან ხელ­ფა­სის სიმ­ცი­რის გა­მო მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სკო­ლა­ში არ იმუ­შა­ვებს. ამა­ვე მი­ზე­ზით პე­და­გო­გი­ურ სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე კარ­გი მომ­ზა­დე­ბის ახალ­გაზ­რ­დო­ბა არ მი­დის, ვერც უმაღ­ლე­სია მი­სა­ბა­ძი სწავ­ლე­ბის დო­ნით და გა­მო­დის, რომ და­ბა­ლი მომ­ზა­დე­ბის ახალ­გაზ­რ­დის­გან და­ბა­ლი დო­ნის სწავ­ლე­ბით ისევ და­ბა­ლი დო­ნის პე­და­გო­გე­ბით შე­ივ­სე­ბა სკო­ლა. ეს რომ ასე იქ­ნე­ბა, ეს უმაღ­ლე­სი სკო­ლე­ბი­დან მო­სუ­ლი კად­რე­ბის ანა­ლი­ზი­და­ნაც ჩანს, მა­თი დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ აბა­რებს სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დებს.
ახ­ლა და­ვუკ­ვირ­დეთ დღე­ვან­დელ მიდ­გო­მას: ვინც 4 წლის შემ­დეგ ვერ მი­ი­ღებს სერ­ტი­ფი­კატს, უნ­და წა­ვი­დეს სკო­ლი­დან. რა უსა­ფუძ­ვ­ლო გან­ცხა­დე­ბაა! უსა­ფუძ­ვ­ლო იმი­ტომ, რომ, თუ სკო­ლი­დან ასეთ პე­და­გო­გებს გა­უშ­ვე­ბენ, რაც არ უნ­და ამ­ს­ხ­ვი­ლონ სკო­ლე­ბი, მა­ინც უპე­და­გო­გოდ დარ­ჩე­ბი­ან. ნუ­თუ მარ­თ­ლა ასე კა­ტას­ტ­რო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ? რაც მე ვთქვი, ამას ყვე­ლა პე­და­გო­გი ხვდე­ბა და უსა­ფუძ­ვ­ლო ქა­დი­ლის გა­მო თუ არ ხარ­ხა­რებს, იღი­მე­ბა მა­ინც.
გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ახა­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, ბა­ტო­ნი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა ამ­ბობს, რომ მას­წავ­ლე­ბელს შე­უქ­მ­ნი­ან პი­რო­ბებს და არა­ვინ არა­ვის გაშ­ვე­ბას არ აპი­რებს, რომ მას­წავ­ლე­ბელს გა­მოც­დას აღარ მო­უწყო­ბენ, მე­ო­რე ად­გი­ლას კი თქვა, პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და უნ­და აღ­დ­გე­სო. ასე­თი ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო აზ­რე­ბი კი­დევ უფ­რო აბ­ნევს პე­და­გოგს.
თა­ვი­დან ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი იყო, რომ სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა აამაღ­ლებ­და სკო­ლი­სა და მას­წავ­ლებ­ლის ავ­ტო­რი­ტეტს, პი­რი­ქით კი გა­მო­ვი­და: გა­სუ­ლი 6 წლის მან­ძილ­ზე ზო­გი­ერ­თ­მა პე­და­გოგ­მა უკ­ვე 6-ჯერ და ზოგ­მა მეტ­ჯე­რაც აბა­რა გა­მოც­და, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. რა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რიც არ უნ­და იყოს გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის და მას­წავ­ლე­ბელს უფ­რო გა­უტყ­და სა­ხე­ლი. არა­და, ბევ­რი მათ­გა­ნი მარ­თ­ლაც კარ­გი პე­და­გო­გია და შერ­ყე­უ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის გა­მო სირ­ცხ­ვი­ლით იწ­ვის.
რა ხდე­ბა? ნუ­თუ არ არის გა­მო­სა­ვა­ლი?
2010 წელ­ს ­რომ გა­მოც­დე­ბი ბარ­დე­ბო­და, იმას­თან შე­და­რე­ბით, გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლია სა­გა­მოც­დო სა­კითხე­ბი, მაგ­რამ სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გი მა­ინც არ გვაქვს, ვი­თა­რე­ბას ვერც პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დის გა­უქ­მე­ბამ და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კითხ­ვა­რე­ბის შე­მო­ღე­ბამ უშ­ვე­ლა. ვერც უშ­ვე­ლის, რად­გან კითხ­ვა­რი ყვე­ლა პე­და­გოგ­მა შე­ავ­სო და ატ­ვირ­თა კი­დეც, მაგ­რამ იმის იქით საქ­მე არ წა­სუ­ლა, სა­სი­კე­თო არც გა­მოც­დის აღ­დ­გე­ნა­ში იქ­ნე­ბა რა­მე.
არა­და, ჯერ არა­ვის მი­უ­მარ­თავს პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის კითხ­ვით: არის თუ არა გა­მო­სა­ვა­ლი და თუ არის, რო­გო­რი?
არც ჩემ­თ­ვის უკითხავს არა­ვის, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2011 წლი­დან სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვარ და ახ­ლა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის ფუნ­ქ­ცი­აც და­მა­კის­რეს, სა­შინ­ლად ავ­ღელ­დი, რო­ცა არა­ერ­თ­მა ტრე­ნინ­გ­გავ­ლილ­მა პე­და­გოგ­მა (რო­მე­ლიც ნამ­დ­ვი­ლად არაა ცუ­დი), წელს კვლავ ვერ ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­და (სხვა­თა შო­რის, ერ­თი ქუ­ლა და­აკ­ლ­და და ისიც არ მო­უ­მა­ტეს!). მი­ნა­ხავს მა­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბი და ყო­ველ­თ­ვის კმა­ყო­ფი­ლი დავ­რ­ჩე­ნილ­ვარ.
რა ქნას ამ პე­და­გოგ­მა, კი­დევ რამ­დენ ხანს აბა­როს გა­მოც­დე­ბი ან რა­შია საქ­მე? სწო­რედ ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა მინ­და, ვცა­დო:
ჯერ იმა­ზე მინ­და ვთქვა, რომ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ლექ­ცი­ებს კითხუ­ლო­ბენ, ამ სიტყ­ვის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით — და­ი­დე­ბენ კონ­ს­პექ­ტებს და კითხუ­ლო­ბენ და კითხუ­ლო­ბენ. სკო­ლა­ში კი პე­და­გოგს ახ­ლა მის­ცეს კითხ­ვის უფ­ლე­ბა — კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის მო­დე­ლი იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას, იკითხოს და მოს­წავ­ლე­ებს გა­ა­აზ­რე­ბი­ნოს წა­კითხუ­ლი ან ისევ მოს­წავ­ლე­ებს წა­ა­კითხოს და მა­თი ძა­ლე­ბით სცა­დოს გა­აზ­რე­ბა, რა­საც ვერ შეძ­ლე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი, თვი­თონ მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ავ­სებს.
ანუ: პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ვერ გა­დას­ცე­მენ მა­სა­ლას ზე­პი­რად (ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის დროს 30-ზე მე­ტი ლექ­ტო­რი მას­წავ­ლი­და და მათ­გან მხო­ლოდ სა­მი გად­მოს­ცემ­და ლექ­ცი­ას კონ­ს­პექ­ტის გა­რე­შე) და მას­წავ­ლე­ბელ­მა რო­გორ უნ­და იცო­დეს სა­გა­ნი, მი­ნი­მუმ, 12 კლა­სის პროგ­რა­მით იმ დო­ნე­ზე, რომ ყვე­ლა სა­კითხ­ზე გას­ცეს სწო­რი პა­სუ­ხი?
უფ­რო უარე­სი: დაწყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბელ­მა, სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­სა­ღე­ბად, სა­მი სა­გა­ნი — ქარ­თუ­ლი, მა­თე­მა­ტი­კა და ბუ­ნე­ბა უნ­და ჩა­ა­ბა­როს ჳ-ვჳ კლა­სე­ბის პროგ­რა­მით (ხში­რად სა­კითხე­ბი უფ­რო­სი კლა­სე­ბი­და­ნა­ცაა შერ­ჩე­უ­ლი) და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამას მი­აღ­წი­ოს, მით  უმე­ტეს, თუ ვ-ვჳ კლა­სებ­ში არა­სო­დეს უს­წავ­ლე­ბია? ამი­ტო­მაც აქვთ ამ პე­და­გო­გებს ყვე­ლა­ზე უარე­სი შე­დე­გე­ბი გა­მოც­დებ­ზე.
ან თუნ­დაც ქარ­თუ­ლი ავი­ღოთ: მას­წავ­ლე­ბელს ეძ­ლე­ვა სა­კითხე­ბი ორ­თოგ­რა­ფი­ი­დან, სტი­ლის­ტი­კი­დან, რომ­ლებ­ზეც სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში მა­სა­ლე­ბი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა. მას ავა­ლე­ბენ აგ­რეთ­ვე იდე­ურ-მხატ­ვ­რუ­ლად გა­ი­აზ­როს უცხო ტექ­ს­ტი, რომ­ლის არც ავ­ტორ­ზე აქვს წარ­მოდ­გე­ნა და ვერც ტექ­ს­ტ­ში ასა­ხულ დრო­ზე ვერ იგებს რა­მეს. რა­ნა­ი­რად შეძ­ლებს ამის გა­კე­თე­ბას, ის ხომ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლია და არა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სო­რი?
დღე­ვან­დელ სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლი ენის გრა­მა­ტი­კა იმ­დე­ნად და­ბალ დო­ნე­ზე ის­წავ­ლე­ბა, რომ 10 პრო­ცენ­ტის ფარ­გ­ლებ­შიც ვერ და­იძ­ლე­ვა მარ­თ­ლ­წე­რა-მარ­თ­ლ­მეტყ­ვე­ლე­ბის ნორ­მე­ბი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში ენა აღარ არის მთა­ვა­რი, მა­შინ, რა­ტომ ვთხოვთ პე­და­გოგს, იცო­დეს უამ­რა­ვი ნორ­მა და გა­ას­წო­როს შეც­დო­მა?
ტე­ლე­გა­და­ცე­მებს მეც სხვა­სა­ვით ვუ­ყუ­რებ და ხან­და­ხან გუ­ლი მი­წუხს, რა დღე­შია ქარ­თუ­ლი ენა დღე­ვან­დე­ლი ტე­ლე­ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ხელ­ში? ერთ ჟურ­ნა­ლის­ტ­საც ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, რო­მე­ლიც უშეც­დო­მოდ მეტყ­ვე­ლებს, არა­და ეს მი­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა. აბა რა­ტომ ვთხოვთ პე­და­გოგს, იცო­დეს ყვე­ლა­ფე­რი. იმ მას­შ­ტა­ბის მა­სა­ლის ცოდ­ნა, რა­საც სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი ითხოვს, უმ­რავ­ლე­სო­ბი­სათ­ვის შე­უძ­ლე­ბე­ლია.
ამ მა­გა­ლი­თე­ბით მინ­და სა­კითხი მი­ვიყ­ვა­ნო დას­კ­ვ­ნამ­დე, რომ ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის მას­შ­ტა­ბე­ბი უდი­დე­სია და ყვე­ლაფ­რის ცოდ­ნა, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს, უპირ­ვე­ლე­სად, გა­მოც­დე­ბის მეს­ვე­უ­რებ­მა უნ­და გა­ი­აზ­რონ. სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბით გა­მიზ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის დაძ­ლე­ვა მხო­ლოდ ერ­თე­უ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ისი­ნი კი სკო­ლი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი ვერ იქ­ნე­ბი­ან. რა ვქნათ? დავ­ხუ­როთ სკო­ლე­ბი?
ჩე­მი უპირ­ვე­ლე­სი მო­საზ­რე­ბა ასე­თია: პე­და­გო­გი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ემ­ზა­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლი­სათ­ვის და ატა­რებს. დი­ახ, ემ­ზა­დე­ბა, ზოგ­ჯერ მოს­წავ­ლე­ზე ერ­თი დღით ად­რე და გაკ­ვე­თილ­ზე ნორ­მა­ლუ­რი სა­ხით წარ­დ­გე­ბა. რა, ტყუ­ილს ვამ­ბობ? ეს რე­ა­ლო­ბაა, რო­მელ­საც ვე­რას­დ­როს გა­ვექ­ცე­ვით. ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა უნ­და დად­გინ­დეს იმის მი­ხედ­ვით, რო­გორ შე­უძ­ლია გაკ­ვე­თი­ლი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბა. რა თქმა­ უნ­და, შორს ვარ იმ აზ­რი­სა­გან, რომ დღე­ვან­დე­ლი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო მიდ­გო­მა გა­უქ­მ­დეს. ის უნ­და დარ­ჩეს, რო­გორც მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ის მიღ­წე­ვის სა­ფუძ­ვე­ლი, მაგ­რამ უნ­და შე­მო­ი­ღონ უფ­რო და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რი, ვთქვათ, ძირითადი მასწავლებელი. აპ­ლი­კანტს მი­ე­ცე­მა თე­მა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო და ლი­ტე­რა­ტუ­რა პრო­ფე­სი­უ­ლი მიდ­გო­მის შერ­ჩე­ვი­სათ­ვის და თუ პე­და­გო­გი შეძ­ლებს მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბით და­წე­როს გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა-კონ­ს­პექ­ტი, მას უნ­და მი­ე­ნი­ჭოს კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც მის­ცემს უფ­ლე­ბას, ას­წავ­ლოს სკო­ლა­ში.
მო­ვიქ­ცეთ ასე და ვნა­ხავთ, რომ ჩვე­ნი პე­და­გო­გე­ბის სა­მი მე­ოთხე­დი მა­ინც შე­სა­ფე­რი­სი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლო­ბი­სათ­ვის. ამ გზით სკო­ლა მი­ი­ღებს კარგ მას­წავ­ლე­ბელს.
ასე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არი­ან დღე­საც და პრაქ­ტი­კო­სე­ბი ჰქვი­ათ. ბე­დის ირო­ნიაა, ალ­ბათ, ბევ­რი მათ­გა­ნი, რო­მე­ლიც უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი ან მე­თო­დის­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო კო­მუ­ნის­ტურ პე­რი­ოდ­ში, დღეს პრაქ­ტი­კო­სია მხო­ლოდ, რად­გან ან ერ­თხელ სცა­და გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა და სირ­ცხ­ვი­ლი ჭა­მა, ან სხვე­ბის გა­გო­ნი­ლით და­ში­ნე­ბუ­ლი არც აპი­რებს ჩა­ა­ბა­როს.
შე­მო­ი­ა­რონ სა­მი­ნის­ტ­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სკო­ლე­ბი, ნა­ხონ ასე­თი პე­და­გო­გე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და დარ­წ­მუნ­დე­ბი­ან ჩე­მი ნათ­ქ­ვა­მის სი­მარ­თ­ლე­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩე­მი აზ­რით, მთა­ვა­რია გა­ირ­კ­ვეს, რო­გორ შე­უძ­ლია მას­წავ­ლე­ბელს მო­ემ­ზა­დოს გაკ­ვე­თი­ლი­სათ­ვის, შემ­დეგ მივ­ცეთ მას კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო (და არა ისე­თი მდა­რე, რო­გო­რიც ქარ­თულ­შია დღეს, უფ­რო ენის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ჳჳ-ვჳ კლა­სებ­ში), მივ­ცეთ მას­წავ­ლე­ბელს წიგ­ნი, რო­მელ­შიც გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა სტრა­ტე­გი­ე­ბი თი­თო­ე­უ­ლი თე­მი­სათ­ვის და ყვე­ლა­ფე­რი წა­ვა ნორ­მა­ლუ­რად.
კი­დევ ერ­თი რა­მაა აუცი­ლე­ბე­ლი, რომ სკო­ლამ ნორ­მა­ლუ­რად იფუნ­ქ­ცი­ო­ნი­როს:
რამ­დე­ნი­მე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ პე­და­გოგს ვიც­ნობ, რომ­ლე­ბიც არც ერთ  შემ­თხ­ვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლონ და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ პე­და­გო­გე­ბად, რად­გან ცოდ­ნა აქვთ, მაგ­რამ არ ახ­მა­რენ სკო­ლას. ამას ცენ­ტ­რი­დან კონ­ტ­რო­ლის სის­ტე­მა ვერ უშ­ვე­ლის. ამ ტი­პის პე­და­გო­გე­ბი კრე­დიტ­ქუ­ლებს ყო­ველ­თ­ვის და­აგ­რო­ვე­ბენ და ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბი­ან უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, შე­იძ­ლე­ბა უფ­რო­სზე მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ი­საც, მაგ­რამ მათ­გან სარ­გე­ბე­ლი ვერ მი­ი­ღე­ბა.
ამას სჭირ­დე­ბა კონ­ტ­რო­ლი თა­ვად სკო­ლა­ში, რაც დი­რექ­ცი­ამ უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. დღეს პე­და­გო­გე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ წერს გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მას. ეს ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი არ ემ­ზა­დე­ბი­ან გაკ­ვე­თი­ლი­სათ­ვის, დღეს სკო­ლა­ში არ მოწ­მ­დე­ბა გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის ხა­რის­ხი და ეს მი­უ­ტე­ვე­ბე­ლია. კონ­ტ­რო­ლი კარგ მას­წავ­ლე­ბელ­საც შე­იძ­ლე­ბა სჭირ­დე­ბო­დეს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ დამ­ს­წ­რე შე­ა­ქებს, რაც მო­ტი­ვა­ცი­ას აუმაღ­ლებს; ხა­რის­ხი უნ­და შე­ა­მოწ­მონ დი­რექ­ტორ­მა, მო­ად­გი­ლემ, კა­თედ­რის თავ­ჯ­დო­მა­რემ (ის ხელ­ფასს უნ­და იღებ­დეს, რომ კონ­ტ­რო­ლი შეძ­ლოს), ფა­სი­ლი­ტა­ტორ­მა და სხვა პირ­მა, ვინც ამ მიზ­ნით შე­ირ­ჩე­ვა, რად­გან ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა ისე­თია, თუ არ აკონ­ტ­რო­ლე, თუ არ გა­აკ­რი­ტი­კე ან შე­ა­ქე, ვერ ას­რუ­ლებს მო­ვა­ლე­ო­ბას სა­თა­ნა­დოდ, სა­კუ­თა­რი სინ­დი­სით კარ­გად მო­მუ­შა­ვე­თა რა­ო­დე­ნო­ბა არა მგო­ნია, შე­სამ­ჩ­ნე­ვად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყოს.
ესეც რე­ა­ლო­ბაა.
ყვე­ლა­ფე­რი რომ შე­ვა­ჯა­მოთ, გა­მო­ვა, რომ მე ვთა­ვა­ზობ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მეს­ვე­ურთ: 1. შე­მო­ვი­ღოთ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელ­ზე მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რია, მა­გა­ლი­თად, ძი­რი­თა­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მი­სი გა­მოვ­ლე­ნი­სათ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ გაკ­ვე­თი­ლი­სათ­ვის მზა­დე­ბის უნა­რის გა­მოვ­ლე­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და სხვა სა­ჭი­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამ გზით სკო­ლას პრობ­ლე­მა მო­ეხ­ს­ნე­ბა და ეყო­ლე­ბა სერ­ტი­ფი­კა­ტის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბე­ლი. 2. დარ­ჩეს გა­მოც­დე­ბის დღე­ვან­დე­ლი ფორ­მაც (პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ჩათ­ვ­ლით), რომ­ლის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ პე­და­გო­გი მი­ი­ღებს უფ­რო მა­ღალ კა­ტე­გო­რი­ას. ამის­თ­ვის ბრძო­ლის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა ძი­რი­თად მას­წავ­ლე­ბელს და პირ­და­პირ პრაქ­ტი­კოს­საც, თუ შეძ­ლებს. 3. სკო­ლა­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის არ არის საკ­მა­რი­სი მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლე­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე პე­და­გო­გი, სა­ჭი­როა კონ­ტ­რო­ლი გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, რაც უნ­და შეძ­ლონ დი­რექ­ცი­ის წევ­რებ­მა და კა­თედ­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ (შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­ში, პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლის ყოფ­ნა, ვფიქ­რობ, შე­უ­სა­ბა­მოა. რა გა­მო­დის, მან გაკ­ვე­თი­ლი უნ­და შე­უ­ფა­სოს უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს ან წამ­ყ­ვანს?), რო­მელ­საც ხელ­ფა­სი ექ­ნე­ბა.  სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საწყი­სებ­ზე შექ­მ­ნი­ლი კა­თედ­რე­ბი უეფექ­ტოა.
ასე­თია ჩე­მი მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, მგო­ნი, ნამ­დ­ვი­ლად არის ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი.

თა­მაზ აბუ­ლა­ძე
ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­რა­უ­ლის
სა­ჯა­რო სკო­ლის უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი

25-28(942)N