გამოდის 1998 წლიდან
2016-11-10
ალ­კო­ჰო­ლის, თამ­ბა­ქო­სა და სხვა ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი ევ­რო­პის სას­კო­ლო კვლე­ვა — ESPAD

2015 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო შე­უ­ერ­თ­და ალ­კო­ჰო­ლის, თამ­ბა­ქო­სა და სხვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბის შემ­ს­წავ­ლე­ლი ევ­რო­პის სკო­ლე­ბის კვლე­ვის პრო­ექტს — ESPAD (the European School Survey Project on Alcohol and Other Drugs), რო­მე­ლიც ევ­რო­პის 35-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, 2015 წლის ნო­ემ­ბერ­ში, ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვი­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით და ევ­რო­პის ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტ­რის (EMCDDA) ტექ­ნი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბით, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.  კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი, პე­და­გო­გე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი.
კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, შე­არ­ჩი­ეს მე­ა­თეკ­ლა­სე­ლე­ბი, რო­მელ­თა 73%-ს ESPADის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფი — 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი — წარ­მო­ად­გენს (1999 წელს და­ბა­დე­ბულ პირ­თა 64%). გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნა ორე­ტა­პი­ა­ნი (სკო­ლა და კლა­სი), პრო­პორ­ცი­უ­ლი, მარ­ტი­ვი შემ­თხ­ვე­ვი­თი შერ­ჩე­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად, მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლის სი­დი­დის პრო­პორ­ცი­უ­ლად შე­არ­ჩი­ეს, რომ თა­ვი­დან აეცი­ლე­ბი­ნათ მცი­რე ზო­მის სკო­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. შემ­დეგ, ასე­ვე პრო­პორ­ცი­უ­ლად, თი­თო­ე­ულ სკო­ლა­ში შერ­ჩე­ულ იქ­ნა თი­თო კლა­სი. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 190-მა სკო­ლამ და კლას­მა; სამ­მა კერ­ძო სკო­ლამ უარი გა­ნაცხა­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სათ­ვის მზად­ყოფ­ნა გა­მო­ხა­ტა. არა­მო­ნა­წი­ლე სკო­ლებს კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ შე­უ­ფერ­ხე­ბი­ათ. სკო­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა საკ­მა­ოდ ნა­ყო­ფი­ე­რი აღ­მოჩ­ნ­და და რა­ი­მე კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მა არ წა­მოჭ­რი­ლა.
კვლე­ვას, რო­გორც წე­სი, ეთ­მო­ბო­და 45 წუ­თი (1 გაკ­ვე­თი­ლი). საკ­ლა­სო ან­გა­რი­შე­ბის თა­ნახ­მად, არ ყო­ფი­ლა დარ­ღ­ვე­ვე­ბი და მოს­წავ­ლე­ებ­მა სე­რი­ო­ზუ­ლად იმუ­შა­ვეს. მა­თი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იყო. მხო­ლოდ სამ­მა (0.12%) მოს­წავ­ლემ გა­ნაცხა­და უარი კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, 50 (2%) მოს­წავ­ლეს მშობ­ლებ­მა არ დარ­თეს ნე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბის აზ­რით, კითხ­ვა­რი რთუ­ლი არ იყო და არც ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მ­ნი­ლა, რად­გან კითხ­ვა­რი სომ­ხურ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზეც იყო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი.
კითხ­ვა­რე­ბი ანო­ნი­მუ­რი იყო, მას­ში არ იწე­რე­ბო­და სა­ხე­ლი, გვა­რი ან რა­ი­მე სხვა პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. კითხ­ვა­რის შევ­სე­ბის შემ­დეგ, მოს­წავ­ლე მას კონ­ვერ­ტ­ში ათავ­სებ­და, რო­მე­ლიც ილუ­ქე­ბო­და. ამ პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კვლე­ვის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი კონ­ვერ­ტებს აგ­რო­ვებ­და. კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ა­ნა­ლიზ­და 2477 სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლი კითხ­ვა­რი, მათ­გან 1961 გა­მო­კითხუ­ლი და­ბა­დე­ბუ­ლია 1999 წელს.
ძი­რი­თა­დი შე­დე­გე­ბი
თამ­ბა­ქო
• ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­ში სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა 43%-ია;
• მო­წე­ვა გო­გო­ნებ­ში (30%) უფ­რო ნაკ­ლე­ბად გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია, ვიდ­რე ბი­ჭებ­ში (54%);
• მოს­წავ­ლე­ე­ბის 18%-მა გა­ნაცხა­და, რომ სი­გა­რე­ტი მო­წია უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში;
• სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­წე­ვა ბი­ჭებ­ში (26%) თით­ქ­მის სამ­ჯერ უფ­რო ხში­რია, ვიდ­რე გო­გო­ნებ­ში (9%);
• რე­გუ­ლა­რუ­ლი მწე­ვე­ლია მოს­წავ­ლე­თა 12% (ბი­ჭე­ბის 19% და გო­გო­ნე­ბის 4%);
• მოს­წავ­ლე­თა 21%-მა (ბი­ჭე­ბის 28% და გო­გო­ნე­ბის 13%) მო­წე­ვა პირ­ვე­ლად 13 წლის ან უმ­ც­როს ასაკ­ში სცა­და;
• მოს­წავ­ლე­თა 4% (ბი­ჭე­ბის 6% და გო­გო­ნე­ბის 2%) აღ­ნიშ­ნავს, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი მო­წე­ვა 13 წლის ასაკ­ში ან უფ­რო ად­რე და­იწყო;
• 60%-მა გა­ნაცხა­და, რომ სი­გა­რე­ტის შოვ­ნა საკ­მა­ოდ ად­ვი­ლი ან ძა­ლი­ან ად­ვი­ლია;
• 19%-ს (ბი­ჭე­ბის 25% და გო­გო­ნე­ბის 11%) ოდეს­მე მო­უ­წე­ვია ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი და 9%-მა (ბი­ჭე­ბის 13% და გო­გო­ნე­ბის 4%) ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­წია;
• 33%-ს (ბი­ჭე­ბის 43% და გო­გო­ნე­ბის 21%) ოდეს­მე მო­უ­წე­ვია ჩი­ლი­მი და 14%-მა (ბი­ჭე­ბის 22% და გო­გო­ნე­ბის 6%) ჩი­ლი­მი უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­წია;
• მოს­წავ­ლე­თა 4%-მა (ბი­ჭე­ბის 5% და გო­გო­ნე­ბის 2%) ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სი­გა­რე­ტი პირ­ვე­ლად 13 წლის ან უმ­ც­როს ასაკ­ში მო­წია და 1%-მა (ბი­ჭე­ბის 2.0% და არც ერ­თი გო­გო­ნა) ამ ასაკ­ში მი­სი ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა და­იწყო.
ალ­კო­ჰო­ლი
• მოს­წავ­ლე­ე­ბის 85%-მა (ბი­ჭე­ბის 86% და გო­გო­ნე­ბის 83%) აღ­ნიშ­ნა, რომ მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თხელ მა­ინც მი­უ­ღია ალ­კო­ჰო­ლი. 40-ჯერ ან მეტ­ჯერ და­ლია 22%-მა.  ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბი­ჭებს შო­რის (31%), თით­ქ­მის სამ­ჯერ უფ­რო მა­ღა­ლია გო­გო­ნებ­თან (12%) შე­და­რე­ბით;
• მოს­წავ­ლე­თა 43%-მა გა­ნაცხა­და, რომ ალ­კო­ჰო­ლი მი­ი­ღო უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.
• ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­თა შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რად მოხ­მა­რე­ბუ­ლი სას­მე­ლი ღვი­ნოა (40%), შემ­დეგ მო­დის ლუ­დი (36%), სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი (30%) და ალ­კო­პო­პი (14%). ყვე­ლა სას­მელს, გო­გო­ნებ­ზე მე­ტად, ბი­ჭე­ბი ღე­ბუ­ლო­ბენ;
• 41%-მა აღ­ნიშ­ნა, რომ უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ალ­კო­ჰო­ლის მძი­მე ეპი­ზო­დურ მოხ­მა­რე­ბას, რაც უფ­რო ხში­რი იყო ბი­ჭებ­ში (51%), ვიდ­რე გო­გო­ნებ­ში (30%);
• ღვი­ნო ყვე­ლა­ზე ხში­რად მოხ­მა­რე­ბუ­ლი სას­მე­ლია ად­რე­ულ ასაკ­ში და მოს­წავ­ლე­თა 64%-მა აღ­ნიშ­ნა, რომ, მი­ნი­მუმ, ერ­თი ჭი­ქა ღვი­ნო 13 წლის ან უმ­ც­როს ასაკ­ში, ან უფ­რო ად­რე აქვს მი­ღე­ბუ­ლი. ღვი­ნოს მოს­დევს ლუ­დი (57%), სპირ­ტი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი (36%) და ალ­კო­პო­პი (30%). ყვე­ლა სა­ხის ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლის ად­რე­უ­ლი მოხ­მა­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მა­ღა­ლია ბი­ჭებ­ში, ვიდ­რე გო­გო­ნებ­ში;
• ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­თა 43%-მა (ბი­ჭე­ბის 50% და გო­გო­ნე­ბის 35%) აღ­ნიშ­ნა, რომ სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თხელ მა­ინც დამ­თ­ვ­რა­ლა. მოს­წავ­ლე­თა 25%-მა (ბი­ჭე­ბის 29% და გო­გო­ნე­ბის 20%) გა­ნაცხა­და, რომ დათ­ვ­რა უკა­ნას­კ­ნე­ლი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და 10%-მა (ბი­ჭე­ბის 13% და გო­გო­ნე­ბის 7%) — უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში;
• მოს­წავ­ლე­თა 22% (ბი­ჭე­ბის 29% და გო­გო­ნე­ბის 13%) დამ­თ­ვ­რა­ლა 13 წლის ან უმ­ც­როს ასაკ­ში;
• ალ­კო­ჰო­ლის უკა­ნას­კ­ნე­ლი მი­ღე­ბის დროს მოს­წავ­ლე­თა 33% იმ­ყო­ფე­ბო­და სა­კუ­თარ სახ­ლ­ში, 23% — სხვის სახ­ლ­ში და 20% — რეს­ტო­რან­ში;
• ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბის ყვე­ლა­ზე ხშირ მი­ზე­ზად და­სა­ხელ­და: „გა­სარ­თო­ბად“ (41%), „წვე­უ­ლე­ბა­ზე უკეთ გა­სარ­თო­ბად“ (40%) და „იმი­ტომ, რომ წვე­უ­ლე­ბებ­ზე/დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე უკე­თე­სი დრო გა­ვა­ტა­რო“ (40%);
• სმას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ხში­რად მი­თი­თე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა იყო: „შე­წუ­ხე­ბა წვე­უ­ლე­ბის დროს ან მე­გობ­რულ გა­რე­მოც­ვა­ში ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი პი­რის მი­ერ“ (32%), „შე­წუ­ხე­ბა ქუ­ჩა­ში ან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი პი­რის მი­ერ“ (33%);
• მოს­წავ­ლე­თა 73%-ს, სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თხელ მა­ინც, აქვს მი­ღე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი სას­მე­ლი; 60%-მა მი­ი­ღო უკა­ნას­კ­ნე­ლი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ხო­ლო 48%-მა — უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

 აკ­რ­ძა­ლუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბი
• მოს­წავ­ლე­ე­ბის 11%-მა აღ­ნიშ­ნა, რომ, სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თხელ მა­ინც, აქვს გა­სინ­ჯუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნა ან ჰა­ში­ში (კა­ნა­ფი). 8%-მა მა­რი­ხუ­ა­ნა ან ჰა­ში­ში (კა­ნა­ფი) უკა­ნას­კ­ნე­ლი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნა, მოს­წავ­ლე­თა 4%-მა კი — უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბი­ჭებ­ში მა­რი­ხუ­ა­ნის ან ჰა­ში­შის (კა­ნა­ფი) გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია. მოს­წავ­ლე­ე­ბის 2%-მა მა­რი­ხუ­ა­ნა ან ჰა­ში­ში (კა­ნა­ფი) 13 წლის ან უმ­ც­როს ასაკ­ში გა­სინ­ჯა;
• ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­თა შო­რის, მა­რი­ხუ­ა­ნის ან ჰა­ში­შის (კა­ნა­ფი) გარ­და, ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბია: ტრან­კ­ვი­ლი­ზა­ტო­რე­ბი და სე­და­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე) — 11%, მა­გი­უ­რი სო­კო­ე­ბი (3%), ტაბ­ლე­ტე­ბი (მე­დი­კა­მენ­ტე­ბი) ალ­კო­ჰო­ლურ სას­მე­ლებ­თან ერ­თად „კა­ი­ფის“ მი­საღ­წე­ვად (3%), „ბიო“ სპა­ი­სი (2.6%), ჰა­ლუ­ცი­ნო­გე­ნე­ბი (2%) და ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლე­ბი „კა­ი­ფის“ მი­საღ­წე­ვად (2%);
• მოს­წავ­ლე­ებს ყვე­ლა­ზე ად­ვი­ლად ხელ­მი­საწ­ვ­დომ ნარ­კო­ტი­კე­ბად მი­აჩ­ნი­ათ: კა­ნა­ფი (21%), ტრან­კ­ვი­ლი­ზა­ტო­რე­ბი/სე­და­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი (12%), ექ­ს­ტა­ზი (9%) და „ბიო“ სპა­ი­სი (7%);
• მოს­წავ­ლე­თა 4%-ს, სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თხელ მა­ინც გა­უ­სინ­ჯავს ექ­ს­ტა­ზი, 2%-ს — ამ­ფე­ტა­მი­ნე­ბი და კო­კა­ი­ნი. ინ­ჰა­ლან­ტე­ბი­სა და ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის (ნჵS) მოხ­მა­რე­ბა ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­ში საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. 12%-ს ერ­თხელ მა­ინც გა­უ­სინ­ჯავს ინ­ჰა­ლან­ტე­ბი, 6%-ს კი — უკა­ნას­კ­ნე­ლი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. ინ­ჰა­ლან­ტე­ბი წარ­მო­ად­გენს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ერ­თა­დერთ სა­ხე­ო­ბას, რო­მელ­საც გო­გო­ნე­ბი უფ­რო ხში­რად იყე­ნე­ბენ, ვიდ­რე ბი­ჭე­ბი. 7%-ს ოდეს­მე მო­უხ­მა­რია ახა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის მსგავ­სია;
• მოს­წავ­ლე­თა მი­ერ საკ­მა­ოდ სა­რის­კოდ აღიქ­მე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნის (60%), ამ­ფე­ტა­მი­ნე­ბის (58%), ექ­ს­ტა­ზის (57%) და სი­გა­რე­ტის (51%) რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა.


ინ­ტერ­ნე­ტი, თა­მა­ში, აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში
• ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტაქ­ტი­ვო­ბე­ბია: სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია (64%), მუ­სი­კის, ვი­დე­ო­ე­ბის, ფილ­მე­ბის გად­მო­წე­რა/ონ­ლა­ინ ნახ­ვა (48%) და კითხ­ვა, გვერ­დე­ბის ნახ­ვა, ინ­ფორ­მა­ცი­ის ძი­ე­ბა, ა.შ. (36%);
• მოს­წავ­ლე­თა აზ­რით, ისი­ნი ძა­ლი­ან დიდ დროს უთ­მო­ბენ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას (58%) და ეთან­ხ­მე­ბი­ან მშობ­ლე­ბის აზრს, რომ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ას ძა­ლი­ან დიდ დროს უთ­მო­ბენ (49%);
• მოს­წავ­ლე­თა 14%-მა აღ­ნიშ­ნა, რომ უკა­ნას­კ­ნე­ლი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფულ­ზე უთა­მა­შია.


ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი ნორ­მე­ბი
• მოს­წავ­ლე­ე­ბის და მა­თი მშობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ი­ბა­და. მშო­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­შუ­ა­ლო ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ცხოვ­რობს მა­მას­თან, დე­დას­თან, და-ძმას­თან და ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად;
• მოს­წავ­ლე­ებს თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, მი­ი­ღონ სით­ბო და ზრუნ­ვა დე­დის და/ან მა­მის და მა­თი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რი­სა­გან; ისი­ნი თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის იღე­ბენ ემო­ცი­ურ მხარ­და­ჭე­რას სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რი­სა­გან. მშობ­ლებ­მა, ძი­რი­თა­დად, იცი­ან ვის­თან და სად ატა­რებს სა­ღა­მოს მა­თი შვი­ლი. მშობ­ლე­ბი­სა­გან ფუ­ლის მი­ღე­ბა არ ით­ვ­ლე­ბა პრობ­ლე­მუ­რად;
• მშობ­ლებ­მა, თით­ქ­მის ყო­ველ­თ­ვის იცი­ან, სად ატა­რებს მა­თი შვი­ლი შა­ბათ სა­ღა­მოს;
• მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ მა­თი შე­ფა­სე­ბა უკა­ნას­კ­ნე­ლი სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი იყო. 94% ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ან კმა­ყო­ფი­ლია დე­დას­თან, მა­მას­თან და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით;
• უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ მშობ­ლებს არ ესი­ა­მოვ­ნე­ბათ, თუ ისი­ნი დათ­ვ­რე­ბი­ან, გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მა­რი­ხუ­ა­ნას/ჰაშიშს ან ექ­ს­ტაზს;
• მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ მა­თი მე­გობ­რე­ბი ეწე­ვი­ან სი­გა­რეტს (83%), იღე­ბენ ალ­კო­ჰოლს (85%) და თვრე­ბი­ან (77%). მოს­წავ­ლე­თა ნა­ხე­ვარ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მა­თი მე­გობ­რე­ბი ეწე­ვი­ან მა­რი­ხუ­ა­ნას ან ჰა­შიშს (კა­ნა­ფი).

შე­და­რე­ბი­თი ანა­ლი­ზი — სა­ქარ­თ­ვე­ლო და ESPAD-ის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი
ზო­გი­ერ­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­ში უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ESPAD-ს სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი; მა­გა­ლი­თად, ალ­კო­ჰო­ლის მძი­მე ეპი­ზო­დუ­რი მოხ­მა­რე­ბა უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში; სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში — არა­ლე­გა­ლუ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის, ინ­ჰა­ლან­ტე­ბის, ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, ტრან­კ­ვი­ლი­ზა­ტო­რე­ბი­სა და სე­და­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე. მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და­ბა­ლია შემ­დე­გი ინ­დი­კა­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით — თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში; ალ­კო­ჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში; მა­რი­ხუ­ა­ნის ან ჰა­ში­შის (კა­ნა­ფი) მი­ღე­ბა სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში.
ზო­გა­დად, კვლე­ვის შე­დე­გებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­თა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი დი­დად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ESPAD-ს სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის­გან.

თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა — სი­ცოცხ­ლის და უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­მა­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ქარ­თ­ველ ბი­ჭებ­ში უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ESPAD 2015-ის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი; გო­გო­ნებ­ში იგი­ვე მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია. გენ­დე­რუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია (26% ბი­ჭებ­ში და 9% გო­გო­ნებ­ში).

ალ­კო­ჰო­ლის მოხ­მა­რე­ბა — სი­ცოცხ­ლის და უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­მა­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ქარ­თ­ველ ბი­ჭებ­ში და სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­მა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქარ­თ­ველ გო­გო­ნებ­ში უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ESPAD 2015-ის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი; უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­მა­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ქარ­თ­ველ გო­გო­ნებ­ში უფ­რო და­ბა­ლია, ვიდ­რე ESPAD 2015-ის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. თვალ­სა­ჩი­ნოა გენ­დე­რუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­ში უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით (20%).

აკ­რ­ძა­ლუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა — აკ­რ­ძა­ლუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის სი­ცოცხ­ლის და უკა­ნას­კ­ნე­ლი 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­მა­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­ში უფ­რო და­ბა­ლია, ვიდ­რე ESPAD  2015-ის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გენ­დე­რუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა საკ­მა­ოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია (24% ბი­ჭებ­ში და 6% გო­გო­ნებ­ში). ყვე­ლა ESPAD ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კი მა­რი­ხუ­ა­ნაა (ჰაში­ში, კა­ნა­ფი). სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღა­ლი გენ­დე­რუ­ლი სხვა­ო­ბა და­ფიქ­სირ­და (19% ბი­ჭებ­ში და 3% გო­გო­ნებ­ში). აკ­რ­ძა­ლუ­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­მა­რე­ბა ESPAD 2015-ის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის იდენ­ტუ­რია, გარ­და ექ­ს­ტა­ზი­სა; ექ­ს­ტა­ზის მოხ­მა­რე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბა 2-ჯერ აღე­მა­ტე­ბა სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელს. გენ­დე­რუ­ლი სხვა­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კვლავ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია (7% ბი­ჭებ­ში და 1% გო­გო­ნებ­ში).
ნარ­კო­ტი­კის მი­ღე­ბის ნა­ად­რე­ვი დაწყე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის აღ­ქ­მუ­ლი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შე­და­რე­ბით და­ბა­ლია.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს, ასე­ვე, აკ­რ­ძა­ლულ ნარ­კო­ტი­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ინ­ჰა­ლან­ტე­ბი­სა და ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის (NPS) მოხ­მა­რე­ბა — ინ­ჰა­ლან­ტე­ბი­სა და ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის (NPS) სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­მა­რე­ბა ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­ში უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე ESPAD 2015-ის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. სა­ხე­ზეა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გენ­დე­რუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა (10% ბი­ჭებ­ში და 3% გო­გო­ნებ­ში).

ინ­ტერ­ნე­ტი, თა­მა­ში, აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში — ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებ­ში ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის სიხ­ში­რე, უკა­ნას­კ­ნე­ლი 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, უფ­რო და­ბა­ლია, ვიდ­რე ESPAD 2015-ის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. ონ­ლა­ინ-თა­მა­შე­ბი არ­ც­თუ პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მაგ­რამ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2-ჯერ მე­ტია, ვიდ­რე ჶSჵად 2015-ის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი.

25-28(942)N