გამოდის 1998 წლიდან
2016-11-10
ცვლილებები ხარისხიანი უმაღლესი განათლებისთვის


გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი 2010 წლი­დან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. მი­სი მი­ზა­ნი, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ში­და და გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ხელ­შეწყო­ბას­თან ერ­თად, მოს­წავ­ლე­თა, სტუ­დენ­ტ­თა, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა თუ აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის­თ­ვის, სწავ­ლის, კვლე­ვი­სა და და­საქ­მე­ბის­თ­ვის მოქ­ნი­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შექ­მ­ნაა.
გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის კვალ­დაკ­ვალ იხ­ვე­წე­ბა, ვი­თარ­დე­ბა და იც­ვ­ლე­ბა ცენ­ტ­რის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. სწო­რედ მიმ­დი­ნა­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი თა­მარ სა­ნი­კი­ძე.


— რას და­ა­სა­ხე­ლებთ მიმ­დი­ნა­რე წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სი­ახ­ლედ?
— უფ­რო სწო­რი იქ­ნე­ბა, თუ ვიტყ­ვით, სი­ახ­ლე­ე­ბი. სი­ახ­ლე­ე­ბის კუთხით სა­ინ­ტე­რე­სო იყო ბო­ლო თვე, რად­გა­ნაც დას­რულ­და მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხ­ზე. ეს იყო უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭო, რო­მე­ლიც ახა­ლი რგო­ლია ჩვენს სის­ტე­მა­ში და ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­ნახ­ლ­და ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა.
რა თქმა უნ­და, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის სტან­დარ­ტი, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ამ კუთხით საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს ცენტრს, მაგ­რამ, გარ­კ­ვე­ულ ეტაპ­ზე, დად­გა მი­სი გა­და­ხედ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბა, რად­გან ამ სტან­დარ­ტით ვერ მო­ხერ­ხ­და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა იმ დო­ნე­ზე, რა­საც ვე­ლო­დით, თუმ­ცა, მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ბევ­რი პრობ­ლე­მა გა­და­იჭ­რა. ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, პირ­ველ რიგ­ში, გა­ვა­კე­თეთ რამ­დე­ნი­მე სა­ხის შე­ფა­სე­ბა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. შე­ვის­წავ­ლეთ სა­ერ­თო ევ­რო­პუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის 13 სა­უ­კე­თე­სო ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა და ჩვე­ნი პარ­ტ­ნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ცენ­ტ­რი­სა და სა­მი­ნის­ტ­როს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რის უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, შე­იქ­მ­ნა ახა­ლი სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც პირ­და­პირ მო­დის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ევ­რო­პულ სტან­დარ­ტ­თან და, რო­მე­ლიც, უკე­თე­სად უზ­რუნ­ველ­ყოფს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინგს, ზო­გა­დად, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბას.
— რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა შე­ფა­სე­ბის ახალ და ძველ მე­თო­დებს შო­რის?
— აქამ­დე ჩვენ გვქონ­და 3 სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ, ადა­მი­ა­ნურ, მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურ­სებ­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს აფა­სებ­და. ახ­ლა გვაქვს, კა­ნო­ნით დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი 7 შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტი. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ისაა, რომ თვი­თონ სტან­დარ­ტე­ბი გა­ი­მიჯ­ნა, და­კონ­კ­რეტ­და და მი­ვი­ღეთ უკე­თე­სი სუ­რა­თი, სა­დაც მკა­ფი­ოდ ჩანს რას ვა­ფა­სებთ და რა მე­თო­დო­ლო­გი­ას ვი­ყე­ნებთ; მე­ო­რე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა — შე­ფა­სე­ბის ახა­ლი სტან­დარ­ტი და პრო­ცე­დუ­რე­ბი აღარ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ რე­სურ­სის შე­ფა­სე­ბა­ზე, რაც მთა­ვა­რია, რე­სურ­სებ­თან ერ­თად, ის შე­ა­ფა­სებს თვი­თონ პრო­ცესს, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ რე­სურ­სე­ბის უტი­ლი­ზა­ცია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე და რა შე­დეგ­ზე გა­დის სას­წავ­ლე­ბე­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ციკ­ლის ბო­ლოს. შე­ფა­სე­ბა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­სია და სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მა, კვლე­ვი­თი კომ­პო­ნენ­ტი და მი­სი ინ­ტეგ­რი­რე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში, რა თქმა უნ­და პროგ­რა­მე­ბის და­გეგ­მ­ვის მე­თო­დო­ლო­გია, ხა­რის­ხი და მდგრა­დო­ბა, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, ძი­რი­თა­დი და დამ­ხ­მა­რე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი, სა­მეც­ნი­ე­რო და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი, მმარ­თ­ვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი და მარ­თ­ვის სის­ტე­მა. გაჩ­ნ­და ახა­ლი სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სტუ­დენ­ტის მხარ­დამ­ჭერ სერ­ვი­სებს — რამ­დე­ნად უწყობს ხელს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სტუ­დენტს სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­სა და შემ­დ­გომ და­საქ­მე­ბა­ში. ეს აუცი­ლებ­ლად უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მეა. სწო­რედ აქ უნ­და შე­ფას­დეს, რამ­დე­ნად კარ­გად არის სტუ­დენ­ტი აღ­ჭურ­ვი­ლი იმ უნარ-ჩვე­ვე­ბით, რა­საც შრო­მის ბა­ზა­რი ითხოვს და რამ­დე­ნად ახერ­ხე­ბენ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და სპე­ცი­ა­ლო­ბის მი­ხედ­ვით და­საქ­მე­ბას. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტს აუცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა შემ­დე­გი პროგ­რა­მე­ბის და­გეგ­მ­ვის­თ­ვის — ში­ნა­არ­სის ცვლი­ლე­ბის, პროგ­რა­მის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბი­სა თუ სხვა­დას­ხ­ვა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას.
— სწავ­ლე­ბის გარ­და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბაა. ამ კომ­პო­ნენტს რა დო­ზით ით­ვა­ლის­წი­ნებს ახა­ლი სტან­დარ­ტი?
— რა თქმა უნ­და, ჩვენ ცალ­კე ვა­ფა­სებთ კვლე­ვით კომ­პო­ნენტს, რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან შე­მად­გე­ნელს. ასე­თი შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ად­რე არა­სო­დეს გვქო­ნია. ახა­ლი სტან­დარ­ტის ამოქ­მე­დე­ბით ჩვენ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რამ­დე­ნად მზად არის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, თა­ვი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი თუ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბით, კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის, რამ­დე­ნად და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეს კვლე­ვე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში. ცხა­დია, ყვე­ლა სა­ხის უნი­ვერ­სი­ტეტს თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, სხვა­დას­ხ­ვა დო­ზით მო­ეთხო­ვე­ბა კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ამი­ტო­მაც აღ­ვ­ნიშ­ნე, კარ­გია, რომ სტან­დარ­ტე­ბი გა­ი­მიჯ­ნა და და­კონ­კ­რეტ­და, თი­თო­ე­ულს აქვს თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი.
— რო­ცა გან­ხილ­ვა დას­რულ­დე­ბა და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახა­ლი სტან­დარ­ტი სა­ბო­ლოო სა­ხეს მი­ი­ღებს, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მი­სი და­ნერ­გ­ვის მე­ქა­ნიზ­მი?
— ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის მხარ­და­სა­ჭე­რად შე­იქ­მ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც ნიშ­ნავს მთე­ლი ამ პრო­ცე­სის ერთ სის­ტე­მა­ში მოქ­ცე­ვას. მოქ­მე­დი პრო­ცე­დუ­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში გვაქვს გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, მა­გა­ლი­თად, საქ­მის წარ­მო­ე­ბის ნა­წილ­ში, რო­დე­საც და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ხე­ლით გა­და­ი­სინ­ჯე­ბა. სა­მუ­შა­ოს მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ არის გა­მო­რიცხუ­ლი ადა­მი­ანს რა­ი­მე შე­ე­შა­ლოს ან გა­მორ­ჩეს. არა­და ეს ინ­ფორ­მა­ცია შემ­დ­გომ­ში სჭირ­დე­ბა ექ­ს­პერტს, რო­მე­ლიც გა­რე შე­ფა­სე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს და წარ­მო­ად­გენს დას­კ­ვ­ნას. რო­გორ ხორ­ცი­ელ­დე­ბა უშუ­ა­ლოდ შე­ფა­სე­ბა, რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ექ­ს­პერ­ტი და რას არა, რამ­დე­ნად აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი მიდ­გო­მა და ა.შ. მთე­ლი ეს პრო­ცე­სი — გან­ცხა­დე­ბე­ბი, დას­კ­ვ­ნე­ბი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მოხ­ვ­დე­ბა ერთ პროგ­რა­მა­ში, რო­მელ­ზეც წვდო­მა ექ­ნე­ბა საბ­ჭოს წევრს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შეძ­ლებს მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს, რო­მელ სტან­დარ­ტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში რა სა­ხის პრე­ტენ­ზია აქვს, რას ითხოვს და­მა­ტე­ბით და სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა პროგ­რა­მა­ში ასა­ხოს. ეს მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვანს იმ შეც­დო­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და სუ­ბი­ექ­ტურ მიდ­გო­მას გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიღე­ბის პრო­ცეს­ში, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, არა­ერ­თხელ ჰქონ­და ად­გი­ლი.
— ავ­ტო­რი­ზა­ცი­ი­სა და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭოს შექ­მ­ნა თქვენ გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სი­ახ­ლედ შე­ა­ფა­სეთ, რა­ტომ?
— დი­ახ, ეს ახა­ლი რგო­ლია. რო­ცა ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ, რა გვაქვს შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­საყ­ვა­ნი, რომ ევ­რო­პის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი გავ­ხ­დეთ (რაც ნიშ­ნავს მეტ სან­დო­ო­ბას, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის თა­ნა­ზი­ა­რო­ბას და ყვე­ლა იმ სი­კე­თეს­თან წვდო­მას, რაც ჩვენს პარ­ტ­ნი­ორ ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს აქვთ) და ამ კუთხით შე­ფას­და ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა, გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, მათ შო­რის, გა­სა­ჩივ­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ცენ­ტ­რის შიგ­ნით არ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და. ამის გა­მო, ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც აპ­ლი­კანტს (სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას) შე­ეძ­ლო მი­ე­მარ­თა, იყო მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­სა­მარ­თ­ლო. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სფე­როს სპე­ცი­ფი­კას, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რო­გორ ყო­ველ­მ­ხ­რივ პრობ­ლე­მუ­რია ეს გზა. არა­და შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის გა­მო არ და­ე­თან­ხ­მოს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, არც ექ­ს­პერ­ტის დას­კ­ვ­ნას, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც საბ­ჭომ მი­ი­ღო უარ­ყო­ფი­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და სა­დაც ასა­ხუ­ლია სტან­დარ­ტის ხარ­ვე­ზე­ბი და დარ­ღ­ვე­ვე­ბი, რაც გა­მოს­წო­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს და არა ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის მი­ნი­ჭე­ბას. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ექ­ს­პერ­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით უნი­ვერ­სი­ტეტს სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვს და ამ­ტ­კი­ცებს, რომ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნებს. ეს თე­მე­ბი  ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი­საა და პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე სამ­ს­ჯე­ლო, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თ­ლო, ძი­რი­თა­დად, პრო­ცე­დუ­რულ დო­ნე­ზე გა­ნი­ხი­ლავს ხოლ­მე.
რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭო სრუ­ლი­ად ახა­ლი რგო­ლია და სა­მო­მავ­ლოდ, შე­საძ­ლოა ბევ­რი რა­მის დახ­ვე­წა და გან­ვი­თა­რე­ბა გახ­დეს სა­ჭი­რო. რო­ცა ვქმნი­დით ამ საბ­ჭოს, ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, რა ფუნ­ქ­ცია მიგ­ვე­ნი­ჭე­ბი­ნა მის­თ­ვის — სწო­რი იქ­ნე­ბო­და თუ არა მას ჰქო­ნო­და წი­ნა საბ­ჭოს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბის უფ­ლე­ბა. ქვეყ­ნის შიგ­ნით და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­მარ­თუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და უცხო­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ გა­დაწყ­და, რომ სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭოს ექ­ნე­ბა ორ­გ­ვა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა — გან­ხილ­ვის შემ­დეგ იგი ან და­ე­თან­ხ­მე­ბა წი­ნა საბ­ჭოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას ან შე­სა­ბა­მი­სი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლად და­უბ­რუ­ნებს, ხო­ლო თუ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბი საბ­ჭოს­თ­ვის წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტა­ცია საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა და ძა­ლა­ში და­ტო­ვებს თა­ვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აპ­ლი­კან­ტი მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თ­ლოს. მი­მაჩ­ნია, რომ დარ­გის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან კარ­გია, რო­ცა პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე შე­იძ­ლე­ბა სა­და­ვო სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვა. პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ხში­რა­დაა და­ვის სა­გა­ნი. მა­გა­ლი­თად, სტან­დარ­ტი, ამა თუ იმ პროგ­რა­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, ითხოვს სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვის მქო­ნე პრო­ფე­სორს (მოთხოვ­ნა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია პროგ­რა­მის მდგრა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად), ხო­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ირ­ჩევს მოწ­ვე­ულს და ასა­ბუ­თებს იმით, რომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად, ის უპი­რა­ტე­სო­ბას პრაქ­ტი­კოს სპე­ცი­ა­ლისტს ანი­ჭებს. და­ვის სა­გა­ნიც ესაა — რო­მე­ლი უფ­რო უზ­რუნ­ველ­ყოფს პროგ­რა­მის მდგრა­დო­ბას, კრი­ტე­რი­უ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბა თუ მე­ტი მოქ­ნი­ლო­ბა. ახა­ლი სტან­დარ­ტი  არ­ჩე­ვა­ნის შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვ­ცემს — ეს კი რა­დი­კა­ლუ­რად სხვა მიდ­გო­მაა.
სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნოა, რო­მე­ლიც 11 წევ­რის­გან შედ­გე­ბა. მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ხელ­მ­წი­ფო და კერ­ძო სექ­ტო­რე­ბი, ერთ-ერ­თი მსხვი­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია. მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ერ­თ­წ­ლი­ა­ნი ვა­დით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა, ხო­ლო თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ ირ­ჩე­ვენ საბ­ჭოს ერთ-ერთ წევრს. ამ­ჯე­რად ამ ფუნ­ქ­ცი­ას თსუ-ს პრო­ფე­სო­რი აპო­ლონ სი­ლა­გა­ძე შე­ას­რუ­ლებს.
და­ბო­ლოს, კი­დევ ერ­თხელ ხაზ­გას­მით აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ სა­ა­პე­ლა­ციო საბ­ჭოს მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცია ფორ­მა­ლურ დარ­ღ­ვე­ვებ­ზე ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა კი არა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი გან­ხილ­ვა და შე­ფა­სე­ბა იქ­ნე­ბა, რაც წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია და უთუ­ოდ შე­უწყობს ხელს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.
— პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მე­ბის კუთხით თუ გვაქვს რა­ი­მე სი­ახ­ლე?
— ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლია. სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამა­ზე იზ­რუ­ნებს, არ არ­სე­ბობს. ახ­ლა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს — ჩვე­ნი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩოს ევ­რო­პულ საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩოს­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა, რაც შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აუცი­ლებ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლია. იმ­დე­ნად გაზ­რ­დი­ლია სტუ­დენ­ტე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მო­ბი­ლო­ბა, რომ თუ არ გას­წორ­და ჩვე­ნი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ჩარ­ჩოს ხარ­ვე­ზე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბათ საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლი­სა თუ მუ­შა­ო­ბის მსურ­ვე­ლებ­საც და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტებ­საც, რომ­ლე­ბიც უკ­ვე არც ისე ცო­ტაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. სწო­რი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გან­საზღ­ვ­რა და შე­სა­ბა­მი­სი დი­რექ­ტი­ვე­ბით პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პირ­და­პირ არის ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც შემ­დ­გომ და­საქ­მე­ბა­ში აისა­ხე­ბა. პრობ­ლე­მა იმა­შიც არის, რომ ჩარ­ჩოს ხარ­ვე­ზის გა­მო, სხვა ქვეყ­ნებს უჭირთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა. კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­პას­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხ­მე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხია, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბოა ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რ­ცე­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ინ­ტეგ­რი­რე­ბის ნა­წილ­ში. რომ შე­ვა­ჯა­მოთ, საკ­მა­რის­ზე მე­ტი მი­ზე­ზი გვაქვს იმი­სათ­ვის, რომ ეს საქ­მე დრო­უ­ლად და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად და­ვას­რუ­ლოთ.  ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დი­დი წი­ლი სა­მუ­შა­ო­სი უკ­ვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლია და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, დარ­ჩე­ნილ გან­სა­ხილ­ველ სა­კითხებ­ზე შე­თახ­მე­ბის შემ­დეგ, პრო­ფე­სი­ულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­თა ჩარ­ჩოც თან­ხ­ვედ­რა­ში მო­ვა ევ­რო­პულ დო­კუ­მენ­ტ­თან, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად მოხ­ს­ნის ბევრ პრობ­ლე­მას.
— ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, სი­ახ­ლე­ე­ბი, რა­ზეც თქვენ ისა­უბ­რეთ, უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ეხე­ბა. რას იტყ­ვით ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ, აქაც ხომ არის პრობ­ლე­მე­ბი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის კუთხით?
— გე­თან­ხ­მე­ბით, თუმ­ცა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა უკე­თე­სო­ბის­კენ რო­გორც ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი, ისე პროგ­რა­მე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის დახ­ვე­წის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა მო­დუ­ლუ­რი სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მი­სა და დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მის მო­სინ­ჯ­ვა, რაც ერ­თ­დ­რო­უ­ლად გუ­ლის­ხ­მობს სწავ­ლა­სა და მუ­შა­ო­ბას; ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად შე­მო­ვი­და ამ სფე­რო­ში დამ­საქ­მე­ბე­ლი (სო­ცი­ა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რი), რაც უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­შიც გვინ­და რომ დავ­ნერ­გოთ. ახა­ლი პროგ­რა­მე­ბი­სა და მიდ­გო­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით აღ­დ­გა და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აღი­ჭურ­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და ა.შ.
რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სი­ახ­ლე სტან­დარ­ტებ­თან მი­მარ­თ­ე­ბა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ გვაქვს. თუმ­ცა, მუ­შავ­დე­ბა მო­ნი­ტო­რინ­გის ახა­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­მი­ვე სა­ფე­ხურს — სკო­ლას, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას, მი­სი ამოქ­მე­დე­ბა წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა სწო­რედ შე­ფა­სე­ბის კუთხით, მათ შო­რის, სკო­ლე­ბის შე­ფა­სე­ბის­თ­ვის.
სა­მო­მავ­ლოდ კი ყვე­ლა ის სა­კითხი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ცენ­ტ­რის შიგ­ნით მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ასა­ხუ­ლია ჩვენს გრძელ­ვა­დი­ან სტრა­ტე­გი­ულ გეგ­მა­ში, რო­მე­ლიც გა­საც­ნო­ბად და გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­ვუგ­ზავ­ნეთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, მათ­გან ვე­ლო­დე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს. შევ­თან­ხ­მ­დე­ბით პრი­ო­რი­ტე­ტულ სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე და უფ­რო მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­ვუდ­გე­ბით მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ასე რომ, გვაქვს ხედ­ვა და გეგ­მა იმის შე­სა­ხებ, თუ რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. სფე­როს სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დროა სა­ჭი­რო, რომ შე­დე­გი ვნა­ხოთ. თუმ­ცა პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ დი­ნა­მი­უ­რია და იმე­დი მაქვს, რომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ და თან­მ­დე­ვი ხელ­შეწყო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი შეძ­ლე­ბენ თა­ვი­ან­თი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მას.

ესა­უბ­რა ანა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი

25-28(942)N