გამოდის 1998 წლიდან
2016-11-17
ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ს იტა­ლი­უ­რი სამკითხველო დარბაზი შეემატა


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

10 ნო­ემ­ბერს, გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნული ბიბ­ლი­ო­თე­კის მე­სა­მე კორ­პუს­ში მდე­ბა­რე „ლი­ბერ­თი დარ­ბაზ­ში“, სტე­ფა­ნო პა­ო­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა ერ­თობ­ლი­ვად გახ­ს­ნეს იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის ელ­ჩ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლიმ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა და  სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ.
ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩომ, ელ­ჩის, ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 5000-ზე მე­ტი წიგ­ნი გა­დას­ცა და იტა­ლი­უ­რი დარ­ბა­ზის ავე­ჯი­თა და სხვა ინ­ვენ­ტა­რით აღ­ჭურ­ვა უზ­რუნ­ველ­ყო. კო­ლექ­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე იტა­ლი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რას, იტა­ლი­ის კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ უნი­კა­ლურ კო­ლექ­ცი­ას და მდი­დარ აუდიო-ვი­დეო მა­სა­ლას მო­ი­ცავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ნა­ბეჭ­დი წიგ­ნის, 1629 წელს რომ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი „ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი ლექ­სი­კო­ნის“ შემ­დ­გენ­ლის, სტე­ფა­ნო პა­ო­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა სწო­რედ ამ წიგ­ნა­დი ფონ­დის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იქ­მ­ნა. შემ­თხ­ვე­ვი­თი არ არის, რომ იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხელს ატა­რებს, რო­მელ­მაც ნი­კი­ფო­რე ირ­ბა­ხის (ნი­კო­ლოზ ირუ­ბა­ქი­ძე-ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს იმ­დ­რო­ინ­დე­ლი ელ­ჩი რომ­ში) დახ­მა­რე­ბით, 400 წლის წინ, პირ­ვე­ლი ბეჭ­დუ­რი ქარ­თუ­ლი წიგ­ნი შექ­მ­ნა.
1629 წელს რომ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის — „ქარ­თულ-იტა­ლი­უ­რი ლექ­სი­კო­ნი“ (დitionario გiorgiano) სა­თა­ურ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ლექ­სი­კო­ნი შედ­გე­ნი­ლია „სტე­ფა­ნო პა­ო­ლი­ნის მი­ერ ქარ­თ­ვე­ლის, წმინ­და ბა­სი­ლის წე­სი­ს ბე­რის ნი­კი­ფო­რე ირ­ბა­ხის დახ­მა­რე­ბით, სახ­მა­რებ­ლად სარ­წ­მუ­ნო­ე­ბის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ სა­სუ­ლი­ე­რო კონ­გ­რეგა­ცი­ის მი­სი­ო­ნერ­თათ­ვის“. ეს იყო არა მარ­ტო პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ნა­ბეჭ­დი წიგ­ნი, არა­მედ 3086 სიტყ­ვის­გან შემ­დ­გა­რი, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კოგ­რა­ფი­უ­ლი ნაშ­რო­მიც. იმა­ვე წელ­ს­ვე, ნი­კი­ფო­რეს აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, და­ის­ტამ­ბა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მე­ო­რე წიგ­ნი — „ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი ლოც­ვა­ნი­თურთ“ (ლitania ლauretana).
სტე­ფა­ნო პა­ო­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კით სარ­გებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია. 
იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის გახ­ს­ნამ­დე, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ და მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის პირ­ველ და მე­ო­რე კორ­პუს­ში მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.
მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კულ­ტუ­რის პროგ­რა­მე­ბის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზის კუ­რა­ტო­რი:  „ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში იტა­ლი­უ­რი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზის გახ­ს­ნის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ აპ­რი­ლის თვე­ში, იტა­ლი­ის ელ­ჩის წი­ნა­და­დე­ბით, და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა. რა თქმა უნ­და, სი­ხა­რუ­ლით დავ­თან­ხ­მ­დით ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში სა­თა­ნა­დო ფარ­თიც გა­მოვ­ყა­ვით. იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის კო­ლექ­ცია, სულ 5100 წიგ­ნი, ლუქ­სემ­ბურ­გის იტა­ლი­უ­რი კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რი­დან გად­მო­იგ­ზავ­ნა. ჩვენ წი­ნას­წარ არ ვი­ცო­დით, იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­სავ­სე­ბად რა სა­ხის და რა ში­ნა­არ­სის წიგ­ნე­ბი ჩა­მო­ვი­დო­და, თუმ­ცა, ვი­ცო­დით, რომ ევ­რო­პის ცენ­ტ­რ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბო­და. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყვე­ლა წიგ­ნი, რო­მელ­მაც ჩვენს სა­ცავ­ში და­ი­დო ბი­ნა,  უახ­ლე­სი, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და აქ­ტუ­ა­ლუ­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნია ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის. აქ თავ­მოყ­რი­ლია 1000-ზე მე­ტი უძ­ვირ­ფა­სე­სი ალ­ბო­მი. გარ­და იმი­სა, რომ კო­ლექ­ცი­ა­ში იტა­ლი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ყვე­ლა დარ­გია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ასე­ვე ყვე­ლა იტა­ლი­ე­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ავ­ტო­რის წიგ­ნი­ცაა. კო­ლექ­ცია აუდიო-ვი­დეო მა­სა­ლას მო­ი­ცავს, რაც მკითხ­ველს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, და­ე­უფ­ლოს და შე­ის­წავ­ლოს იტა­ლი­უ­რი ენა. მათ­თ­ვის, ვი­საც აინ­ტე­რე­სებთ იტა­ლი­ას­თან კავ­ში­რე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბა, კულ­ტუ­რა, მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მდი­და­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ბიბ­ლი­ო­თე­კაა. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში აქამ­დე არ­სე­ბულ,  ჰუმ­ბოლ­ტის გერ­მა­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას, დი­უ­მას ფრან­გულ ბიბ­ლი­ო­თე­კას, მარ­ჯო­რი და ოლი­ვერ უორ­დ­რო­პე­ბის სა­ხე­ლო­ბის ან­გ­ლო-ამე­რი­კულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­სა და აღ­მო­სავ­ლურ ბიბ­ლი­ო­თე­კას იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა და­ე­მა­ტა. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მკითხ­ველს, გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ქვეყ­ნის ლი­ტე­რა­ტუ­რის არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. დღე­ი­დან სტე­ფა­ნო პა­ო­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კით სარ­გებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია.“
გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი: „იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის გახ­ს­ნა მრა­ვალ­მ­ხ­რივ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ერ­თი მხრივ, ეს არის შე­სა­ბა­მი­სი სივ­რ­ცე უშუ­ა­ლოდ იტა­ლი­უ­რი ენით და ლი­ტე­რა­ტუ­რით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის; მე­ო­რე მხრივ, ქვეყ­ნებს შო­რის კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კარ­გი ხი­დია  და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი, რო­მელ­ზეც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი აიგე­ბა.
იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო თე­მა­ტუ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კაა, რო­მე­ლიც გვერდს და­უმ­შ­ვე­ნებს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში  უკ­ვე არ­სე­ბულ, ორ მე­ზო­ბელ თე­მა­ტურ ბიბ­ლი­ო­თე­კას, ეს არის ჰუმ­ბოლ­ტის და დი­უ­მას ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი. იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თია, სამ­კითხ­ვე­ლო ტი­პის დარ­ბაზ­ში, მკითხ­ვე­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სი­ახ­ლე­ებს და კლა­სი­კურ ლი­ტე­რა­ტუ­რას გა­ეც­ნო­ბი­ან. დი­დი მად­ლო­ბა ამ სა­ჩუქ­რის­თ­ვის იტა­ლი­ის ელჩს და მთელ იტა­ლი­ას, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვია, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ამ პრო­ცე­სებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი. დი­დი მად­ლო­ბა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ყვე­ლა იმ თა­ნამ­შ­რო­მელს, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კის და­არ­სე­ბი­სა და გახ­ს­ნის პრო­ცეს­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და გა­მოვ­ყო გუ­ლი­კო გორ­დე­ლა­ძის და მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლის თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა. მად­ლო­ბა ასე­ვე ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც გვეხ­მა­რე­ბოდ­ნენ თუნ­დაც წიგ­ნე­ბის გა­და­ზიდ­ვა­ში, დარ­ბა­ზის მოწყო­ბა­ში... ნე­ბის­მი­ერ მათ­განს, რო­მე­ლიც ფიქ­რობ­და, რომ აკე­თებ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მეს.
არ შე­მიძ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გულ­წ­რ­ფე­ლი მად­ლი­ე­რე­ბა არ გა­მოვ­ხა­ტო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, ბა­ტონ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის მი­მართ, იმ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც მან პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის­თ­ვის არა­ერ­თხელ გას­წია.“
ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლი, იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის ელ­ჩი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში: „იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო მხარს უჭერს იტა­ლი­უ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, რად­გან ვფიქ­რობთ, რომ ეს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გა­სა­ღე­ბია. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, დი­დი მად­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის. დი­დი მად­ლო­ბა ბა­ტონ და­ვით უსუ­ფაშ­ვილს, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნია. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ დღეს, იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კა გა­იხ­ს­ნა, სა­ჩუქ­რად გა­და­ვე­ცით ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას 5000-მდე წიგ­ნი, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ და­საწყი­სია, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ ამ ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­ფარ­თო­ე­ბას. გა­იზ­რ­დე­ბა წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­ცა­ვი მთლი­ა­ნად გა­ფორ­მ­დე­ბა იტა­ლი­ურ სტილ­ში და ეს იქ­ნე­ბა თავ­შეყ­რის ად­გი­ლი ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ვი­საც იტა­ლი­უ­რი ენა და კულ­ტუ­რა უყ­ვარს. შე­იძ­ლე­ბო­და, ბიბ­ლი­ო­თე­კა დან­ტე ალი­გი­ე­რის სახელობის ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ისე­თი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი შეგ­ვერ­ჩია, რო­მე­ლიც, იტა­ლი­ა­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­საწყი­სი­დან­ვე, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა იქ­ნე­ბო­და. ის­ტო­რი­ი­დან იცით, რომ თე­ა­ტი­ნე­ლი მი­სი­ო­ნე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მო­სამ­გ­ზავ­რებ­ლად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, შეხ­ვ­დ­ნენ ნი­კო­ლოზ ჩო­ლო­ყაშ­ვილს (ნი­კი­ფო­რე ირ­ბა­ხი) და მას­თან ერ­თად შექ­მ­ნეს იტა­ლი­ურ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნი, რო­მე­ლიც ამას­თა­ნა­ვე პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ნა­ბეჭ­დი წიგ­ნია. მი­ხა­რია, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მარ­ტო წარ­სულ­ში არ რჩე­ბა, ის დღე­საც გრძელ­დე­ბა.“
და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­სი­ხა­რუ­ლო დღეა. მი­ხა­რია, რომ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი ამ­ბა­ვი ხდე­ბა. ყვე­ლას, ვი­საც გა­უჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, იმ პრობ­ლე­მე­ბი­დან, იმ თე­მე­ბი­დან, რო­მე­ლიც ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას ამ­ძი­მებს, ხან­და­ხან მა­ინც გა­მო­ვი­დეს და იფიქ­როს კარ­გ­ზე, და­დე­ბით­ზე, ამაღ­ლე­ბულ­ზე, ადა­მი­ან­ზე, სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე, წარ­სულ­ზე, მო­მა­ვალ­ზე, ამ შე­ნო­ბა­ში უნ­და მო­ვი­დეს, რად­გან აქ მომ­ს­ვ­ლელს ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი კუთხე, ისე­თი ნივ­თი და რაც მთა­ვა­რია, ისე­თი წიგ­ნი ელის, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს გაგ­ვახ­სე­ნებს, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მიღ­მა არ­სე­ბობს რა­ღაც სხვა — მშვე­ნი­ე­რი, ამაღ­ლე­ბუ­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო. ყვე­ლა­ზე უკეთ, ალ­ბათ, ამ შე­ნო­ბა­ში ვგრძნობთ ქარ­თ­ვე­ლე­ბი, რომ ვართ ძა­ლი­ან მდი­და­რი თვით­მ­ყო­ფა­დი ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რის მქო­ნე, ევ­რო­პუ­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი. დღე­ვან­დე­ლი დღე ამის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბაა, დღე­ვან­დე­ლი მოვ­ლე­ნა არის ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია პრაქ­ტი­კა­ში, ჩვე­ნი სვლა ევ­რო­პუ­ლი სახ­ლის­კენ რე­ა­ლო­ბა­ში. დღეს ამ შე­ნო­ბა­ში გა­იხ­ს­ნა კი­დევ ერ­თი მშვე­ნი­ე­რი, იტა­ლი­უ­რი კუთხე, რო­მე­ლიც ატა­რებს იმ ადა­მი­ა­ნის სა­ხელს, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი ბეჭ­დუ­რი ქარ­თუ­ლი წიგ­ნი შექ­მ­ნა. ეს იყო 400 წლის წინ, რო­დე­საც იტა­ლი­ე­ლი და ქარ­თ­ვე­ლი მოღ­ვა­წე­ე­ე­ბი, მწიგ­ნობ­რე­ბი ზრუ­ნავ­დ­ნენ იმის­თ­ვის, რომ ეს ორი ქვე­ყა­ნა, ეს ორი ერი ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ერ­თ­მა­ნე­თი უკეთ გაგ­ვეც­ნო და გაგ­ვემ­დიდ­რე­ბი­ნა. ნამ­დ­ვი­ლად ფას­და­უ­დე­ბე­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წვლი­ლი, ვინც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რეს ამ ურ­თი­ერ­თო­ბას და მე­გობ­რო­ბას. ასე­ვე, ძა­ლი­ან დი­დია წვლი­ლი ბა­ტო­ნი ელ­ჩის, მი­სი მთავ­რო­ბის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც რე­ა­ლო­ბად აქ­ცია დღე­ვან­დე­ლი დღე.
დი­დი მად­ლო­ბა ბა­ტონ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს და ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შ­რომ­ლებს, რომ­ლე­ბიც მუ­დამ შე­მარ­თუ­ლი, მო­წა­დი­ნე­ბულ­ნი არი­ან  სი­ახ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ყო­ველ­თ­ვის უნ­დათ რა­ღაც ახა­ლი მი­უ­მა­ტონ ამ მშვე­ნი­ერ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, რო­მელ­საც სა­ხე­ლად  ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა ჰქვია, მაგ­რამ ში­ნა­არ­სით  გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, გა­ცი­ლე­ბით დი­დი. ძა­ლი­ან მა­ლე, ამ ყვე­ლა­ფერს კი­დევ უფ­რო მკა­ფიო, ვი­ზუ­ა­ლუ­რი დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა ელის, რო­დე­საც მწყობ­რ­ში ჩად­გე­ბა ის შე­ნო­ბა, ის კა­ბი­ნე­ტე­ბი, დღეს რომ და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ვი­ყა­ვი იმ პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა სა­ჭი­რო­ე­ბა და პრი­ო­რი­ტე­ტი ჰქონ­და, გა­მოვ­ნა­ხეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, და­მა­ტე­ბი­თი თან­ხე­ბი, რი­თიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბის გა­მაგ­რე­ბა და სა­თა­ნა­დოდ მოწყო­ბა. აქ ხომ სულ მა­ლე და­ი­დებს ბი­ნას ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ხორ­ც­შეს­ხ­მუ­ლი იდე­ე­ბი — „ან­ბა­ნის მუ­ზე­უ­მი“, „წიგ­ნის მუ­ზე­უ­მი“, რო­მელ­ზეც ჯერ კი­დევ 60 წლის წინ, გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე ოც­ნე­ბობ­და; მა­ლე ბიბ­ლი­ო­თე­კის მე­ო­რე კორ­პუ­სის ბაღ­ში, სამ­ხედ­რო მი­სი­ებ­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თ­ვე­ლე­ბის უკ­ვ­დავ­სა­ყო­ფად, სპე­ცი­ა­ლუ­რი კუთხე გა­კეთ­დე­ბა. ყვე­ლა ის კა­ბი­ნე­ტი, რომ­ლე­ბიც დღეს და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ, შე­ნე­ბის და შექ­მ­ნის პრო­ცეს­შია. აქ მხო­ლოდ ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბის ფუნ­და­მენტს არ ვა­მაგ­რებთ, არა­მედ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ო­ბის ფუნ­და­მენტს. ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვის თუ რა­ი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ს­ტი­ტუ­ტია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, პირ­ველ რიგ­ში, ეს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კაა. სწო­რედ ამა­ზე დგას ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის, მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი რამ შევ­ძე­ლით და მჯე­რა, ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი კი­დევ უფ­რო მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას გა­მო­ძებ­ნის იმის­თ­ვის, რომ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში წა­მოწყე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი სა­თა­ნა­დოდ გან­ვი­თარ­დეს. ამ შე­ნო­ბა­ში კი­დევ ბევ­რ­ჯერ შე­ვიკ­რი­ბე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლო და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად.
სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ დღე­ი­დან  ამე­რი­კულ, გერ­მა­ნულ, ფრან­გულ, თურ­ქულ ბიბ­ლი­ო­თე­კებს იტა­ლი­უ­რი ბიბ­ლი­ო­თე­კაც შე­ე­მა­ტა. კი­დევ ერ­თხელ შე­ვახ­სე­ნებ ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს, დი­ახ, ჩვენ ვართ ერ­თი­ა­ნი მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც ჩვე­ნი წვლი­ლი უნ­და შე­ვი­ტა­ნოთ და რომ­ლი­და­ნაც მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და მი­ვი­ღოთ ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, ის სუ­ლი­ე­რი საზ­რ­დო, რომ­ლის გა­რე­შეც მსოფ­ლი­ო­ში ვერც ერ­თი ერი იზო­ლი­რე­ბუ­ლად ვერ იარ­სე­ბებს.
მარ­თა­ლია, მე დღეს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის რან­გ­ში ბო­ლო­ჯერ ვეს­ტუმ­რე ბიბ­ლი­ო­თე­კას, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, ეს არ იქ­ნე­ბა ჩე­მი ბო­ლო სტუმ­რო­ბა. სხვა სტა­ტუ­სით სი­ა­მოვ­ნე­ბით ვეს­ტუმ­რე­ბი მას, ყო­ველ­თ­ვის ვიქ­ნე­ბი მათ გვერ­დით ყვე­ლა ახა­ლი წა­მოწყე­ბის ხორ­ც­შეს­ხ­მა­ში და ვიქ­ნე­ბი მდი­და­რი ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კით მო­სარ­გებ­ლე ერთ-ერ­თი რი­გი­თი მკითხ­ვე­ლი“.

25-28(942)N