გამოდის 1998 წლიდან
2016-11-24
პოზიტიური ცვლილებები სწავლების ხარისხის


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

„რამ­დე­ნი­მე წლის წინ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბა და­ვიწყე დის­ტან­ცი­უ­რად, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. ამ პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტი გა­ვი­ცა­ნი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩე­მი მე­გობ­რე­ბი გახ­დ­ნენ. ასე აღ­მო­ვა­ჩი­ნე თქვე­ნი ქვე­ყა­ნა და და­ვიწყე ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა. ამის შემ­დეგ გა­და­ვაწყ­დი პროგ­რა­მას „ას­წავ­ლე და ის­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად“, რო­მელ­მაც მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გა­მე­ტა­რე­ბი­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ენე­ბის შეს­წავ­ლი­სად­მი ჩე­მი გა­ტა­ცე­ბა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­თან შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. “ — გვი­ამ­ბობს ჰემ­ლეტ ველ­ვე, პრო­ექ­ტის „ას­წავ­ლე და ის­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად“ ახა­ლი  ნა­კა­დის მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გა­ნა­წი­ლე­ბით ქუ­თა­ი­სის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გერ­მა­ნულ ენას ას­წავ­ლის.
პროგ­რა­მა არა­ნაკ­ლებ მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნია უცხო ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც, რად­გან, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამას სხვა­დას­ხ­ვა კუთხით მო­აქვს და­დე­ბი­თი შე­დე­გი, რო­გორც ენის კომ­პე­ტენ­ცი­ის გაზ­რ­დით, ისე ქვეყ­ნე­ბის (ამე­რი­კი­სა და ინ­გ­ლი­სის) კულ­ტუ­რი­სა და ის­ტო­რი­ის  დე­ტა­ლე­ბის შეს­წავ­ლით და იმ გლო­ბა­ლუ­რ თე­მებ­ზე სა­უბ­რით, რო­მელ­საც ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს სთა­ვა­ზო­ბენ. ჭი­ა­თუ­რის ¹7 სკო­ლის ინ­გ­ლი­სუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ნა­თია კა­პა­ნა­ძე ამ­ბობს, რომ სკო­ლა­ში უკ­ვე ექ­ვ­სი წე­ლია, რაც პროგ­რა­მით უცხო­ე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან, მაგ­რამ წელს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უ­მარ­თ­ლათ,  რად­გან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავთ — ოჰა­ი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ქი­გან სქო­თი, რო­მე­ლიც წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვი­და პროგ­რა­მის  მას­წავ­ლე­ბელ­თა ახალ ნა­კად­თან ერ­თად.  22 წლის ახალ­გაზ­რ­და უკ­ვე  ორი წე­ლია ინ­გ­ლი­სურ ენას დის­ტან­ცი­უ­რად ას­წავ­ლის სხვა­დას­ხ­ვა პროგ­რა­მით. „ძა­ლი­ან კარ­გად ვთან­ამშ­რომ­ლობთ, ყო­ველ გაკ­ვე­თილს ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­თან­ხ­მე­ბით ვგეგ­მავთ და ისე ვა­ტა­რებთ. მი­ხა­რია, რომ ასე­თი კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს, ბავ­შ­ვებ­საც ძა­ლი­ან მოს­წონთ. რამ­დე­ნი­მე მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ, მაგ­რამ ქი­გან მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­ვ­წონს. ქარ­თ­ველ ბავ­შ­ვებს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კომ­პ­ლექ­სი აქვთ ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე თუ სხვა უცხო ენა­ზე სა­უბ­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით რა­ი­ო­ნებ­ში. ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრო­ექ­ტი იმით, რომ სწო­რედ ეს კომ­პ­ლექ­სი ეხ­ს­ნე­ბათ და, ძი­რი­თა­დად, მათ მოს­მე­ნი­სა და სა­უბ­რის უნა­რე­ბი უვი­თარ­დე­ბათ. ამის­თ­ვის ძა­ლი­ან ბევრს მუ­შა­ობს თვი­თო­ნაც და ჩვენც. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ­თ­ვის — მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც ძა­ლი­ან კა­რ­გია  მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვან ადა­მი­ან­თან სა­უ­ბა­რი ჩვენც გვეხ­მა­რე­ბა ენის გა­წაფ­ვა­ში.“ — ამ­ბობს ნა­თია კა­პა­ნა­ძე. 
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის პროგ­რა­მას „ას­წავ­ლე და ის­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ერ­თად“ მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლე­ბის ახა­ლი ნა­კა­დი უკ­ვე შე­უ­ერ­თ­და და, ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, სა­ო­რი­ენ­ტა­ციო ტრე­ნინ­გე­ბიც ჩა­უ­ტარ­დათ. 12-სა­ა­თი­ა­ნი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი „თა­ნას­წავ­ლე­ბის მე­თო­დებ­სა“ და „კლა­სის მარ­თ­ვას“ მო­ი­ცავ­და. შე­მა­ჯა­მე­ბელ შეხ­ვედ­რა­ზე მო­ხა­ლი­სე და ად­გი­ლობ­რივ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­მა ერ­თ­მა­ნეთს კლას­ში სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რეს.
უცხო­ე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი არი­ან თბი­ლის­ში, აჭა­რის, იმე­რე­თის, გუ­რი­ის, კა­ხე­თის, რა­ჭა-ლეჩხუ­მის, ქვე­მო სვა­ნე­თის, სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თის და ში­და ქარ­თ­ლის რე­გი­ო­ნე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, სა­დაც თი­თო­ე­უ­ლი მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი სამ ან ოთხ ად­გი­ლობ­რივ უცხო­უ­რი ენის მას­წავ­ლე­ბელ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობს.
პროგ­რა­მა 2010 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მის ფარ­გ­ლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, უცხო­ე­ნო­ვან მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბელ­თა რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი სტუმ­რობს. მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლე­ბი მას­პინ­ძელ ოჯა­ხებ­ში ცხოვ­რო­ბენ და და­საქ­მე­ბუ­ლი არი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, სა­დაც, უცხო­უ­რი ენის ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებ­თან და თე­მის სხვა წევ­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბი­ან სას­კო­ლო და სა­თე­მო ცხოვ­რე­ბა­ში.
პროგ­რა­მამ, მე­ო­რე წე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და და ახ­ლა პრი­ო­რი­ტე­ტი ხა­რისხს, მო­ხა­ლი­სის გა­მოც­დი­ლე­ბას და ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას ენი­ჭე­ბა.  წელს სი­ახ­ლეა ისიც, რომ პროგ­რა­მას, ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი და ჩი­ნუ­რე­ნო­ვა­ნი მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლე­ბის გარ­და, ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი და გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და­ე­მა­ტა.
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ პროგ­რა­მამ მარ­თ­ლაც პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და, რა­მაც სკო­ლებ­ში ენის შეს­წავ­ლის დო­ნე აამაღ­ლა რო­გორც მოს­წავ­ლე­ებ­ში, ისე მას­წავ­ლებ­ლებ­ში: „აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი წე­ლია პროგ­რა­მამ პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და. და­იხ­ვე­წა მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი — უპი­რა­ტე­სო­ბა იმ კან­დი­და­ტებს ენი­ჭე­ბა, რომ­ლებ­საც გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, გარ­და ამი­სა, გა­ი­ზარ­და კონ­ტ­რაქ­ტის ვა­დე­ბი: მო­ხა­ლი­სე­ე­ბი სრულ სას­წავ­ლო წელს ატა­რე­ბენ სკო­ლა­ში, რაც ენის შეს­წავ­ლის ხა­რისხს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აუმ­ჯო­ბე­სებს.
თა­ვი­დან პროგ­რა­მა­ში მოგ­ვ­ყავ­და პი­რე­ბი, მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლოდ ენის მა­ტა­რებ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად, მათ არ ჰქონ­დათ სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, რაც, თა­ვის­თა­ვად,  პრობ­ლე­მას ქმნი­და, რად­გან  სის­ტე­მა­ში გვჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი არი­ან. რად­გან ქარ­თ­ველ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე მოთხოვ­ნა გა­ვარ­თუ­ლეთ, შე­სა­ბა­მი­სად, ეს უცხო­ელ მას­წ­ვ­ლებ­ლებ­ზეც გავ­რ­ცელ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2014 წლი­დან, რო­გორც გითხა­რით, მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი  შევ­ც­ვა­ლეთ, გა­ვამ­კაც­რეთ  და დღეს სის­ტე­მა­ში შე­მო­დი­ან მო­ხა­ლი­სე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც  არა მხო­ლოდ ენის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან, არა­მედ მი­ნი­მუმ — ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი და, ამას­თან ერ­თად,  პე­და­გო­გი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვთ მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბი ჩა­მოგ­ვ­ყავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ისი­ნი, სკო­ლის მოთხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რე­გი­ო­ნებ­ში ნა­წილ­დე­ბი­ან. “
მო­ხა­ლი­სე­ე­ბის შერ­ჩე­ვას ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ეკი­დე­ბი­ან, რად­გან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან ერ­თად, არ­სე­ბობს კი­დევ სხვა მრა­ვა­ლი კრი­ტე­რი­უ­მი, რო­მელ­საც ისი­ნი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დ­ნენ. მა­გა­ლი­თად, აუცი­ლე­ბე­ლია, ჰქონ­დეთ  სუფ­თა, არაკრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა — და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი და ა.შ. „ იმის გარ­და,  რომ ვეც­ნო­ბით მათ პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას, შერ­ჩე­ულ კან­დი­და­ტებ­თან ონ­ლა­ინ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­საც ვა­ტა­რებთ. ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ, ვაწყობთ პირ­ველ შეხ­ვედ­რას და ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­საც­ნო­ბად  ვუ­ტა­რებთ ტრე­ნინ­გებს, ასე­ვე, ვაც­ნობთ იმ დო­კუ­მენ­ტებს, რა­ზეც ჩვენს სის­ტე­მა­შია მოთხოვ­ნა. ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ მხა­რეს, ვას­წავ­ლით ენის  მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ას, რომ მოს­წავ­ლეს­თან იურ­თი­ერ­თოს. ტრე­ნინგს ვუ­ტა­რებთ მე­თო­დო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რო­მე­ლიც ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­შია  მი­ღე­ბუ­ლი. დე­ტა­ლუ­რად ვაც­ნობთ, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს უყე­ნებს მათ პროგ­რა­მა.“  — ამ­ბობს მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი.    
უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი უცხო­უ­რი ენის პე­და­გო­გე­ბი იმაღ­ლე­ბენ ენის ცოდ­ნის დო­ნეს, მო­ი­ძი­ე­ბენ და ამუ­შა­ვე­ბენ, მოს­წავ­ლე­თა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­მა­ტე­ბით მა­სა­ლას, ეც­ნო­ბი­ან და ნერ­გა­ვენ ენის სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს. წელს სი­ახ­ლეა ისიც, რომ 4-დღი­ან შეხ­ვედ­რას, რო­მე­ლიც წყალ­ტუ­ბო­ში გა­ი­მარ­თე­ბა, პირ­ვე­ლად და­ეს­წ­რე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი პროგ­რა­მის მდგრა­დო­ბის კი­დევ უფ­რო გაძ­ლი­ე­რე­ბით ხსნის: „მო­ხა­ლი­სე­ებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, იმუ­შა­ონ ენის პე­და­გო­გებ­თან და და­ეხ­მა­რონ მათ გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა­ში, რე­სურ­სე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტომ არის უფ­რო მდგრა­დი ეს სის­ტე­მა — ერ­თი უცხო­ე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი იმუ­შა­ვებს, მი­ნი­მუმ, სამ ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლე­ბელ­თან. შე­იძ­ლე­ბა სა­მი­ვე პე­და­გო­გი ერ­თი სკო­ლი­დან არ იყოს, მაგ­რამ ისი­ნი იქ­ვე, მიმ­დე­ბა­რე სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი იქ­ნე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, რო­ცა მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი სკო­ლი­დან წა­ვა, ად­გილ­ზე გვრჩე­ბა კად­რე­ბი, რო­მელ­თაც უცხო­ელ მას­წავ­ლე­ბელ­თან მუ­შა­ო­ბის საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ, ეს კი მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე აისა­ხე­ბა, რაც  ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზრდი­თაც იგ­რ­ძ­ნო­ბა და იმ მე­თო­დო­ლო­გი­ის და­უფ­ლე­ბი­თაც, რო­მელ­საც უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბი მათ სთა­ვა­ზო­ბენ. ამ­დე­ნად, უცხო­ე­ლი მო­ხა­ლი­სე პე­და­გო­გე­ბი ჩვენს მას­წავ­ლებ­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­საც უზი­ა­რე­ბენ და აუმ­ჯო­ბე­სე­ბენ რო­გორც მოს­წავ­ლე­თა, ისე მას­წავ­ლე­ბელ­თა  ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ებს. წელს, უცხო­ელ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად, ტრე­ნინ­გებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბის ჩარ­თ­ვით,  ვფიქ­რობთ, კი­დევ უფ­რო და­ვა­კავ­ში­რდეთ უცხო­ე­ლი და ქარ­თ­ვე­ლი კო­ლე­გე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და, რაც მთა­ვა­რია, შე­დე­გებს გა­ვა­ორ­მა­გებთ. ისიც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პროგ­რა­მას რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი გან­ვ­რ­ცო­ბა იმი­თაც აქვს, რომ  სკო­ლის შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მად მის მა­ღალ­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნო­ბას  ვი­ღებთ, ვირ­ჩევთ მხო­ლოდ იმ  სკო­ლებს, სა­დაც, არა­ნაკ­ლებ, ასი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს. ამ­გ­ვა­რად, პროგ­რა­მით რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ მოს­წავ­ლე­ზე ვახ­დენთ გავ­ლე­ნას.“
მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი ატა­რებს რო­გორც შე­რე­ულ, ისე და­მო­უ­კი­დე­ბელ გაკ­ვე­თი­ლებს. ერთ-ერ­თი, უმ­თავ­რე­სი სა­კითხი, რა­საც პე­და­გო­გებს ტრე­ნინ­გ­ზე ას­წავ­ლი­ან,  სწო­რედ ეს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა: რო­გორ და­გეგ­მონ ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბა, რო­გორ გა­უ­წი­ონ ერ­თ­მა­ნეთს ასის­ტი­რე­ბა. პროგ­რა­მის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნიც ეს არის — ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ი­სა და პე­და­გო­გი­კის სა­კითხე­ბის გარ­და, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სე­ბის ერ­თობ­ლი­ვად შე­მუ­შა­ვე­ბა-წარ­მარ­თ­ვა. „ევ­რო­პი­სა თუ მსოფ­ლი­ოს თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გი­კა­შიც  დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა მას­წავ­ლებ­ლე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას და სწო­რედ ეს პრო­ექ­ტი შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თად, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­მა ითა­ნამ­შ­რომ­ლონ იმის­თ­ვის, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის შე­დე­გე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­დეს — ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა, — ჩვენ მხო­ლოდ თა­ნა­მას­წავ­ლებ­ლე­ბის ენობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ას კი არ ვზო­მავთ გარ­კ­ვე­უ­ლი ტეს­ტით (თუმ­ცა, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მიღ­წე­ვე­ბი მარ­თ­ლაც შე­სამ­ჩ­ნე­ვად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა), ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს მოს­წავ­ლე­ებ­შიც. პე­და­გო­გე­ბის ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მი  მა­შინ ხდე­ბა, რო­ცა  უცხო­ეთ­ში სტა­ჟი­რე­ბა­ზე გა­საგ­ზავ­ნად შე­სარ­ჩევ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე ვუს­მენთ მას­წავ­ლებ­ლებს. აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ვართ, ისე ფლო­ბენ ენას. რო­ცა ჩა­ვე­ძი­ე­ბით, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ, გარ­კ­ვე­ულ პე­რი­ოდ­ში, სკო­ლა­ში, მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჰყავ­დათ და ენის კომ­პე­ტენ­ცი­ის ასე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ზრდა ამან გა­ნა­პი­რო­ბა. სწო­რედ ეს არის პრო­ექ­ტის მდგრა­დო­ბა, რაც მი­სი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სი­კე­თეა. რაც მთა­ვა­რია, ეს სი­კე­თე­ე­ბი ვრცელ­დე­ბა არა მხო­ლოდ იმ სამ მას­წავ­ლე­ბელ­ზე, რომ­ლე­ბიც მო­ხა­ლი­სის თა­ნა­მას­წავ­ლებ­ლე­ბად მუ­შა­ო­ბენ, არა­მედ და­ნარ­ჩენ მას­წავ­ლებ­ლებ­ზეც, რომ­ლებ­თა­ნაც ის სა­მი კო­ლე­გა აგ­რ­ძე­ლებს შემ­დეგ მუ­შა­ო­ბას. დრო­ე­ბი­თი კად­რე­ბი მი­დი­ან, მაგ­რამ თა­ნა­მას­წავ­ლებ­ლე­ბი რჩე­ბი­ან სკო­ლა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა ჩვენ­თ­ვის ბევ­რად უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი შე­დე­გი.“
ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბელ­თა სწავ­ლე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მე­თო­დებ­ზეც აკე­თებს აქ­ცენტს და ამ­ბობს, რომ მა­თი მე­თო­დე­ბი ბევ­რად უფ­რო აქ­ტი­უ­რია.  „მარ­თა­ლია, ჩვენ­თან, 2005 წლი­დან, რო­ცა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა შე­იც­ვა­ლა, აქ­ტი­უ­რი მე­თო­დე­ბით სწავ­ლე­ბა შე­მო­ვი­და, მაგ­რამ მა­სობ­რი­ვად, ყვე­ლა სკო­ლა­ში, ჯერ კი­დევ მა­ინც არ არის და­ნერ­გი­ლი. ამ­დე­ნად, მა­თი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ნამ­დ­ვი­ლად ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და სხვა­დას­ხ­ვა კომ­პო­ნენ­ტ­ზე მი­მარ­თუ­ლი — მოს­მე­ნა, კითხ­ვა, წე­რა და ა.შ.  რაც მთა­ვა­რია, ად­გი­ლობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მათ­გან ამ აქ­ტი­ურ მე­თო­დებს ძა­ლი­ან კარ­გად ით­ვი­სე­ბენ და შემ­დეგ თა­ვი­ანთ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე  ნერ­გა­ვენ.“
მო­ხა­ლი­სე პე­და­გოგს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს, კვი­რა­ში 25 სა­ა­თი ჩა­ა­ტა­როს, მაგ­რამ რო­მელ კლას­ში რამ­დე­ნი, ამას სკო­ლა ანა­წი­ლებს მო­ხა­ლი­სეს­თან შე­თან­ხ­მე­ბით.  უფ­რო მე­ტად ცდი­ლო­ბენ ხოლ­მე, მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­ბა­ზო და სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რებ­ზე შე­იყ­ვა­ნონ. სკო­ლებ­ში ენის სწავ­ლე­ბის კულ­ტუ­რა ყა­ლიბ­დე­ბა და ამ თვალ­საზ­რი­სით, უცხო ენის და­ნარ­ჩე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ დიდ სარ­გე­ბელს ნა­ხუ­ლო­ბენ, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებ­ზე აისა­ხე­ბა, მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლე­ბის წას­ვ­ლის შემ­დე­გაც კი. პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნიც ხომ ეს არის —  რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოს ად­გი­ლობ­რივ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა უცხო­ე­ლი კო­ლე­გის­გან. მო­ხა­ლი­სის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­შიც არა მხო­ლოდ მას­წავ­ლებ­ლებ­თან, არა­მედ თემ­თან მუ­შა­ო­ბაც შე­დის. გარ­და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი­სა, კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმ ოჯა­ხის წევ­რებ­თა­ნაც ატა­რებს გაკ­ვე­თი­ლებს, სა­დაც ცხოვ­რობს. კონ­ტ­რაქ­ტის პე­რი­ოდ­ში  ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აკის­რია, კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ნი­მუმ სა­მი სა­ა­თი, არა­სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, თემ­თან, მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს და­უთ­მოს.
კონ­ტ­რაქ­ტის ვა­და ერთ წელს მო­ი­ცავს, თუმ­ცა, თუ­კი ვინ­მეს გა­უჩ­ნ­დე­ბა სურ­ვი­ლი, შე­უძ­ლია კონ­ტ­რაქ­ტი გა­აგ­რ­ძე­ლოს. ახ­ლა პრო­ექტს  40 მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბე­ლი ჰყავს, მაგ­რამ, რო­გორც მას­წავ­ლე­ბელ­თა სახ­ლ­ში გვითხ­რეს, ცდი­ლო­ბენ უფ­რო დიდ მას­შ­ტაბ­ზე გა­ვიდ­ნენ. მო­ხა­ლი­სე­თა მო­ძი­ე­ბა­ში პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი ყო­ფი­ლი მო­ნა­წი­ლე, კა­ნა­დე­ლი წარ­მო­შო­ბის პე­და­გო­გი ეხ­მა­რე­ბათ, რო­მე­ლიც და­საქ­მე­ბუ­ლია პრო­ექ­ტ­ში, რეკ­ლა­მი­რე­ბას უწევს მას და ამით მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მო­ზიდ­ვას ცდი­ლობს. თუმ­ცა, რო­გორც გა­ირ­კ­ვა, მას შემ­დეგ, რაც მო­ხა­ლი­სე­თა შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გამ­კაც­რ­და, ამ­ბო­ბენ, რომ სკო­ლე­ბი­დან მოთხოვ­ნა უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე მო­ხა­ლი­სე ჰყავთ. მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სე­ბის, მგზავ­რო­ბის, და დაზღ­ვე­ვის ხარ­ჯებს მთლი­ა­ნად პრო­ექ­ტი ანაზღა­უ­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩი­ნურ, ფრან­გულ და გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვან მო­ხა­ლი­სე­ებს — ამ­ჟა­მად პრო­ექტს16 ჩი­ნუ­რე­ნო­ვა­ნი და თი­თო-თი­თო გერ­მა­ნულ და ფრან­გუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­ხა­ლი­სე  ჰყავს,  სა­მო­მა­ვა­ლოდ კი, მა­თი შეყ­ვა­ნა რე­გი­ო­ნებ­შიც იგეგ­მე­ბა, შე­სა­ბა­მი­სი მოთხოვ­ნი­სა და მო­ხა­ლი­სე­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით. ამაღლებისთვის

25-28(942)N