გამოდის 1998 წლიდან
2016-12-01
ფა­სა­დუ­რი რე­ფორ­მე­ბით ფონს ვერ გა­ვალთ

ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი

სოფ­ლის სკო­ლე­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კა
ამ სა­კითხს ორ ნა­წი­ლად დავ­ყოფ. ერ­თი არის ზო­გა­დად სტრა­ტე­გი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სოფ­ლის სკო­ლებ­თან, რო­მე­ლიც ცალ­სა­ხად იქ­ნე­ბა მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უკ­ვე ვამ­ზა­დებთ და იმე­დი გვაქვს, რომ საკ­მა­ოდ მა­ლე, 2017 წელს, წარ­მო­გიდ­გენთ მცი­რე სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სრუ­ლი­ად ახალ კონ­ცეფ­ცი­ას. მიგ­ვაჩ­ნია, რომ გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, სოფ­ლის სკო­ლა, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ფუნ­ქ­ცი­ის გარ­და, დავ­ტ­ვირ­თოთ სხვა ფუნ­ქ­ცი­ე­ბით თემ­ში, სო­ფელ­ში —  იქ­ნე­ბა ეს ბიბ­ლი­ო­თე­კის, კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რის, იმა­ვე სა­ბავ­შ­ვო ბა­ღის თუ სხვ. ეს სი­ახ­ლე მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სწო­რედ იმის­კენ, რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ღალ­მ­თი­ან და მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­სა და სოფ­ლებ­ში.
მე­ო­რე — რაც შე­ე­ხე­ბა ცხრაკ­ლა­სი­ა­ნი სკო­ლე­ბის გა­დაქ­ცე­ვას, ასე ვთქვათ, თორ­მეტ­კ­ლა­სი­ან სკო­ლე­ბად, აქ უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ხა­რის­ხის მოთხოვ­ნე­ბი. იქ, სა­დაც არის მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ბო­ლო სა­ფე­ხურ­ზე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის პე­და­გო­გე­ბი გვჭირ­დე­ბა),  სა­დაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ყველ­გან გან­ვი­ხი­ლავთ ასეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას. თუმ­ცა, ეს არ არის და­პი­რე­ბა, რომ ყველ­გან გა­ვა­კე­თებთ ამას, იმი­ტომ რომ, მთა­ვა­რი ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას ჰქონ­დეს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.
და მე­სა­მე, რაც მინ­და ვთქვა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და სოფ­ლე­ბის ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცია (რომ­ლე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს) და სწავ­ლე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კი­დევ უფ­რო გა­აძ­ლი­ე­რებს შანსს, სწო­რედ რომ, სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღოს, თუნ­დაც, სამ­მა-ოთხ­მა მოს­წავ­ლემ ნე­ბის­მი­ერ პა­ტა­რა სო­ფელ­ში და ეს გახ­დეს კი­დევ ერ­თი სა­ფუძ­ვე­ლი მა­თი  ამ სოფ­ლებ­ში შე­კა­ვე­ბის, საცხოვ­რებ­ლად დარ­ჩე­ნის. ეს ნამ­დ­ვი­ლად ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია.

სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­და
ახა­ლი კა­ნო­ნი მი­ღე­ბუ­ლია, სტან­დარ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა დაწყე­ბუ­ლია. გვეხ­მა­რე­ბა გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი. თით­ქ­მის ყვე­ლა სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც 2017 წელს უნ­და ამოქ­მედ­დეს, მზა­დაა. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­აც ჩარ­თუ­ლია ამ პრო­ცეს­ში და იუნი­სე­ფიც გვეხ­მა­რე­ბა. 2017 წლის აპ­რი­ლი­დან და­იწყე­ბა კა­ნო­ნის ინ­პ­ლე­მენ­ტა­ცია.
ვამ­ზა­დებთ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს, აღ­მ­ზ­რ­დელ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბიც უკ­ვე მზა­დაა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ აღ­მ­ზ­რ­დე­ლებს პე­და­გო­გის სტა­ტუ­სი და­უბ­რუნ­დათ. ესეც ამ კა­ნო­ნის და რე­ფორ­მის და­დე­ბი­თი მხა­რეა.
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ძა­ლი­ან დი­დი მოთხოვ­ნაა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც სა­ხელ­მ­წი­ფომ სრუ­ლად აიღო მი­სი და­ფი­ნან­სე­ბა.  ვეხ­მა­რე­ბით მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს, რომ­ლებ­საც არ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა და ვცდი­ლობთ, ხე­ლი შე­ვუწყოთ,  რომ ბა­გა-ბა­ღე­ბი იმ შე­ნო­ბებ­სა და სკო­ლებ­ში გან­ლაგ­დ­ნენ, სა­დაც გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა. მინ­და ხა­ზი გა­ვუს­ვა, რომ ეს ძა­ლი­ან წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია და კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვ­ლა-ამოქ­მე­დე­ბას არა­ვი­თა­რი საფ­რ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სპეც­ს­კო­ლე­ბის სტა­ტუ­სი
გვახ­სოვს, რომ სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლებს შე­უ­ჩერ­დათ სტა­ტუ­სი, უფ­რო სწო­რად — ჩა­მო­ერ­თ­ვათ (ეს იყო ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლე­ბი, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი, მათ შო­რის ენე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით). იმა­ვე პე­რი­ოდ­ში, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სას­პორ­ტო სკო­ლებ­ზეც მა­სი­რე­ბუ­ლი იერი­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და, სამ­წუ­ხა­როდ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ დავ­კარ­გეთ (თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ არა, მაგ­რამ  ამის მცდე­ლო­ბა იყო) ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­დე­გი­ა­ნი სკო­ლე­ბი. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ეს  სკო­ლე­ბი აღ­დ­გა, თუმ­ცა, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ აღ­დ­გა ნა­წი­ლობ­რივ — ზო­გი­ერთ სკო­ლას აღუდ­გა სა­ხელ­მ­წი­ფოს მხარ­და­ჭე­რა, თუმ­ცა იმა­ვე სა­ხე­ლოვ­ნე­ბო და სას­პორ­ტო სკო­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფ­რო მე­ტია გა­სა­კე­თე­ბე­ლი.
გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, ვა­პი­რებთ, ამ სკო­ლებ­ში ხე­ლი შე­ვუწყოთ  ზე­და კლა­სებ­ში სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას, რო­გორც ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­დე­ლებ­ში, თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. ბო­ლო კლა­სებ­ში სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­ებს უნ­და ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ისეთ სკო­ლებ­ში ის­წავ­ლონ, სა­დაც გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. მათ შო­რის, აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ ამ ხელ­შეწყო­ბა­ში მოყ­ვე­ბა რო­გორც საგ­ნობ­რი­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სკო­ლე­ბი (ფი­ზი­კა, მა­თე­მა­ტი­კა, ინ­ფორ­მა­ტი­კა, ფი­ლო­ლო­გია თუ სხვ.), ასე­ვე სას­პორ­ტო და სა­ხე­ლოვ­ნე­ბო სკო­ლე­ბი. ჩვენ ვგეგ­მავთ სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლე­ბის, ანუ მოს­წავ­ლე­ე­ბის საცხოვ­რებ­ლე­ბის აღ­დ­გე­ნას იქ, სა­დაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბააა და შემ­დ­გომ გან­ვი­თა­რე­ბას. ესეც ერთ-ერ­თი მე­თო­დია, რომ რა­ი­ო­ნე­ბი­დან, სოფ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ერ ბავ­შ­ვებს მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ კა­რი­ე­რუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლი ტრამ­პ­ლი­ნი მი­ი­ღონ ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნად. უკ­ვე  რამ­დე­ნი­მე თვეა, ვმუ­შა­ობთ ბევრ ისეთ სკო­ლას­თან, ვი­საც აქვს სურ­ვი­ლი და ხე­დავს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მე­ტი მოს­წავ­ლე ჰყავ­დეს და უფ­რო კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლად, უფ­რო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა მის­ცეს მათ.
ძა­ლი­ან თვალ­ნა­თე­ლია — რამ­ხე­ლა სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წია ქვე­ყა­ნას ამ სკო­ლებ­მა და რო­გო­რი ხალ­ხია იმ სას­პორ­ტო, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი, უცხო­უ­რი ენის თუ სხვა სკო­ლე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი. ეს აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ჩვე­ნი რე­ფორ­მის ერთ-ერ­თი ცენ­ტ­რა­ლუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტი. მეც ასე­თი სკო­ლი­დან ვარ და, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვარ და­დე­ბი­თად მხარ­და­სა­ჭე­რად.

გა­მოხ­მა­უ­რე­ბა
მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ კო­მენ­ტა­რებს, რაც ზღაპ­რებს, მულ­ტ­ფილ­მებს, სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რას შე­ე­ხე­ბო­და. რამ­დენ­ჯერ­მე მომ­ხ­ვ­და ყურ­ში, რა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის საქ­მეა ამა­ზე სა­უ­ბა­რი. მინ­და, ჩე­მი მო­საზ­რე­ბა გა­გი­ზი­ა­როთ ამას­თან და­კა­ვში­რე­ბით. გა­ნათ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გოთ ვიწ­რო გა­გე­ბით, რო­გორც სას­კო­ლო ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­გოთ ფარ­თო გა­გე­ბით, რო­გორც სრულ­ფა­სო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცე­სი. თუ ამ ფარ­თე გა­გე­ბით შევ­ხე­დავთ, რი­სი მომ­ხ­რეც ვარ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც აყა­ლი­ბებს ბავ­შ­ვის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სის­ტე­მას, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, ჩვე­ვებს, უნა­რებს, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის და გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს სა­დარ­დე­ბე­ლია. ამ­დე­ნად, მე ვფიქ­რობ, რომ დე­ბა­ტი იმის თა­ო­ბა­ზე, გვჭირ­დე­ბა თუ არა ახა­ლი გმი­რე­ბი, რას აწავ­ლი­ან ჩვენს შვი­ლებს — „კომ­ბ­ლე“ იქ­ნე­ბა, „ნა­ცარ­ქე­ქია“ თუ სხვა გმი­რე­ბი ჩვე­ნი ეპო­სის, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის.
სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა, მა­გა­ლი­თად, სულ  თა­მაშ­ზე, მულ­ტ­ფილ­მ­ზე, სიმ­ღე­რა­სა და ლექ­ს­ზეა აგე­ბუ­ლი, თუმ­ცა, ეს სწო­რედ ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ბავშვს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი უყა­ლიბ­დე­ბა. დღეს თქვენ რომ არ მოგ­წონთ პრო­ცე­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­დის, ეს მხო­ლოდ ქი­მი­ის და ფი­ზი­კის ცოდ­ნის დე­ფი­ცი­ტი არ არის. და­ფიქ­რ­დით, სა­ი­დან მო­დის ამ­დე­ნი ძა­ლა­დო­ბა, ღვარ­ძ­ლი, ეშ­მა­კო­ბა, ტყუ­ი­ლი, ქო­ნე­ბის ან სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის წარ­თ­მე­ვა და ა.შ. მოკ­ლედ, გა­ნათ­ლე­ბას უნ­და შევ­ხე­დოთ კომ­პ­ლექ­სუ­რად და მე მზად ვარ, რომ გა­მო­ვიწ­ვიო კრი­ტი­კა, მთა­ვა­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ვიწ­ვიო დე­ბა­ტი გა­ნათ­ლე­ბის თე­მა­ზე. ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი თე­მე­ბით და ფა­სა­დუ­რი რე­ფორ­მე­ბით ჩვენს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას, 25 წე­ლია, არა­ფე­რი ეშ­ვე­ლა და არც ეშ­ვე­ლე­ბა კი­დევ 25 წე­ლი. უნ­და გავ­ბე­დოთ ამ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი. ჩვენ უნ­და მო­ვა­ხერ­ხოთ, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვი­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოთ 21-ე სა­უ­კუ­ნის ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით. მა­თაც, ვინც მაკ­რი­ტი­კებს, იცი­ან, რომ მშობ­ლე­ბი ხში­რად ცვლი­ან ზღაპ­რებს და ისე უყ­ვე­ბი­ან ბავ­შ­ვებს, იმი­ტომ რომ ვერ უხ­ს­ნის დე­და, რა­ტომ აჭ­მევს ჩი­ტი მე­ლი­ას ბარ­ტყებს, რა­ტომ ხდე­ბა ათა­სი უბე­დუ­რე­ბა... ვი­საც უნ­და, რომ მა­თი შვი­ლე­ბი და­ემ­ს­გავ­სონ კომ­ბ­ლეს, ნა­ცარ­ქე­ქი­ას თუ სხვა პერ­სო­ნა­ჟებს, ჩვენ ვერ და­ვუშ­ლით, მაგ­რამ მო­დი  ვი­სა­უბ­როთ, ვიმ­ს­ჯე­ლოთ ამ თე­მა­ზე და ვინც იტყ­ვის, რომ რა­ღაც შე­საც­ვ­ლე­ლია, იმის აზ­რიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.
ფა­სა­დუ­რი რე­ფორ­მე­ბით ჩვენ ფონს ვერ გა­ვალთ, ყვე­ლა ას­პექტს უნ­და შე­ვე­ხოთ — სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც, ლექ­სებ­საც, მულ­ტ­ფილ­მებ­საც და ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას, რაც ჩვე­ნი ახალ­გაზ­რ­დო­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მო­წი­ნა­ვეა, გა­ნათ­ლე­ბის შე­დე­გე­ბით, ძა­ლი­ან დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს ყვე­ლა ამ ას­პექტს და ამი­ტომ, მო­გი­წო­დებთ, აქ­ტი­უ­რად გა­მოთ­ქ­ვათ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბა — რო­გო­რი უნ­და იყოს ჩვე­ნი ახა­ლი გმი­რი, სად არის ის ზღაპ­რე­ბი, სა­დაც პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით მი­იღ­წე­ვა კე­თილ­დღე­ო­ბა, სა­დაც გვერ­დ­ში დგო­მით, ერ­თო­ბით და სა­ერ­თო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით ვაღ­წევთ შე­დეგს. აი, ეს არის მთა­ვა­რი შე­კითხ­ვე­ბი, რომ­ლებ­ზეც უნ­და ვი­სა­უბ­როთ და  დი­დი იმე­დი მაქვს, ამ სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვა­ში ყვე­ლა ჩა­ერ­თ­ვე­ბა.
ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სად გა­დის საზღ­ვ­რე­ბი ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის — ამა­ზე  მთელ მსოფ­ლი­ო­ში მსჯე­ლო­ბენ და კი­დევ ერ­თი — იმა­ვე ოჯა­ხის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეც­ვ­ლის გა­რე­შე, შევ­ძ­ლებთ თუ არა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბას. შე­უძ­ლია თუ არა სკო­ლას ან უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს რა­მე შეც­ვა­ლოს, რო­დე­საც ოჯა­ხი არ ცვლის თა­ვის შე­ხე­დუ­ლე­ბას და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ძა­ლი­ან ბევრ პე­და­გოგს აქვს მშობ­ლე­ბის მხრი­დან მხარ­და­ჭე­რის პრობ­ლე­მა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გა­ვი­აზ­როთ, რომ  ეს საქ­მე ჩვე­ნი, ყვე­ლას, გა­სა­კე­თე­ბე­ლია ერ­თად. უნ­და ვი­სა­უბ­როთ ოჯახ­ზეც, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზეც გა­ნათ­ლე­ბის, სწავ­ლის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ამ რე­ფორ­მის მი­მართ. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ად­გი­ლი უჭი­რავს, რა წვლი­ლი აქვს ქარ­თულ ეროვ­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებს ამ სის­ტე­მა­ში. ჩე­მი მო­საზ­რე­ბაა, რომ სკო­ლა (გან­სა­კუთ­რე­ბით სკო­ლა), თუმ­ცა სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბიც, სწო­რედ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე უნ­და იყ­ვ­ნენ კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი. არა­ერ­თხელ მით­ქ­ვამს, რომ სკო­ლა უნ­და იყოს აღ­ზ­რ­დის ად­გი­ლი, სა­დაც სწო­რედ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეა აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლი და არა მხო­ლოდ ფაქ­ტობ­რივ ცოდ­ნა­ზე. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თუ ჩვე­ნი სკო­ლა და­ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს, რომ  ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს უკე­თე­სი პატ­რი­ო­ტი, ქვეყ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, კე­თი­ლი, სათ­ნო ადა­მი­ა­ნი, ქი­მი­ის ცოდ­ნას, ფი­ზი­კის, ლი­ტე­რა­ტუ­რის და უცხო ენი­სას, აუცი­ლებ­ლად მო­ევ­ლე­ბა. მთა­ვა­რია, შევ­ძ­ლოთ, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ისე­თი შვი­ლე­ბი აღ­ვუ­ზარ­დოთ, რომ­ლე­ბიც იმ ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის სის­ტე­მას გა­ი­ზი­ა­რე­ბენ, რაც არის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი.
რა თქმა უნ­და, კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა აუცი­ლებ­ლად არის ჩვე­ნი სა­მუ­შაო, მაგ­რამ ამა­ზე უფ­რო მე­ტად ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სწო­რედ დე­ბა­ტი და მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, რა ფა­სე­უ­ლო­ბებს ვა­ზი­ა­რებთ მოს­წავ­ლეს,  უნ­და ჩა­ვუ­ნერ­გოთ თუ არა ჩვენს შვი­ლებს შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სად არის ის ის­ტო­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ას­წავ­ლის მათ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას (ლი­ტე­რა­ტუ­რულ ნა­წარ­მო­ებ­საც ვგუ­ლის­ხ­მობ, ზღა­პარ­საც, მულ­ტ­ფილ­მ­საც, სიმ­ღე­რა­საც და ცეკ­ვას), სად არის ის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ას­წავ­ლის სა­ერ­თო, ჯგუ­ფურ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, რომ სა­დარ­ბა­ზო ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც შე­ნი სა­კუ­თა­რი ბი­ნა და ა.შ. მე მგო­ნია, ერ­თად უნ­და დავ­ფიქ­რ­დეთ იმის შე­სა­ხებ, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა არ მთავ­რ­დე­ბა სკო­ლის ან უნი­ვერ­სი­ტე­ტის საზღ­ვ­რებ­ში,  ნე­ბის­მი­ე­რი ქუ­ჩა ან ეზო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის კომ­პო­ნენ­ტია და რომ მთა­ვა­რი და გა­დამ­წყ­ვე­ტი ამო­ცა­ნა ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის არის ადა­მი­ა­ნე­ბის ქარ­თუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბით აღ­ზ­რ­და.
აუცი­ლებ­ლად მინ­და შე­ვე­ხო „ვეფხის­ტყა­ო­სანს“. რო­ცა ვთქვი, რომ ნაკ­ლე­ბი სა­ზე­პი­რო უნ­და იყოს, პირ­და­პირ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ სი­ძულ­ვილ­ში დამ­დეს ბრა­ლი, რაც, რა თქმა უნ­და, სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­ფე­რე­ბა. „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ზე­პი­რა­დაც ვი­ცი და ხშირ-ხში­რა­დაც ვკითხუ­ლობ. თუმ­ცა, ამ ხალხს, ვი­საც ეს არ მო­ე­წო­ნა, რო­გორც ჩანს, ჰგო­ნია, რომ მი­ნის­ტ­რის პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით — სან­დ­რო ჯე­ჯე­ლა­ვას უყ­ვარს თუ არა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, ან ქი­მია, ან მა­თე­მა­ტი­კა — უნ­და გა­დაწყ­დეს ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ბე­დი, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსა­ფუძ­ვ­ლო მო­საზ­რე­ბაა. მე ვარ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მო­ხე­ლე, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში — მე­ნე­ჯე­რი, რო­მელ­მაც უნ­და მი­აღ­წი­ოს იმას, რომ სის­ტე­მა და­იხ­ვე­წოს და წინ წა­ვი­დეს. მე თუ „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ზე­პი­რად ვსწავ­ლობ მის ნა­წი­ლებს, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენს ბავ­შ­ვებს უნ­და და­ვა­ძა­ლოთ, ზე­პი­რად ის­წავ­ლონ „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, ან მე თუ მა­თე­მა­ტი­კა მიყ­ვარ­და, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­თე­მა­ტი­კა უფ­რო მე­ტი მონ­დო­მე­ბი­თა და გაძ­ლი­ე­რე­ბით უნ­და ის­წავ­ლოს.
მივ­მარ­თავ იმ ხალხს, ვი­საც ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, არა­ნა­ი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს,  რა მოს­წონს და რა უყ­ვარს მი­ნისტრს, მთა­ვა­რია ჩვენ რო­გო­რი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და გვინ­და და რა დას­ჭირ­დე­ბა ამ მო­ქა­ლა­ქეს თა­ვის ზრდას­რულ ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტომ, მინ­და და­გარ­წ­მუ­ნოთ, რომ ჩე­მი პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, შე­ე­ხე­ბა ეს ლი­ტე­რა­ტუ­რას თუ  ტექ­ნი­კურ საგ­ნებს, არა­ნა­ირ გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს, მა­გა­ლი­თად, სას­წავ­ლო პროგ­რა­მის ფორ­მი­რე­ბა­ზე, იმი­ტომ რომ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც არის, იმ­დე­ნი გზა არ­სე­ბობს და ჩვენ უნ­და შევ­ქ­მ­ნათ ისე­თი სკო­ლა, ისე­თი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი, ისე­თი პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­დაც თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლე­ბა თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბის სრუ­ლად რე­ა­ლი­ზა­ცია და არ და­ვა­ძა­ლებთ იმას, რაც მი­ნისტრს მოს­წონს ან რო­მე­ლი­მე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოღ­ვა­წეს, ან მეც­ნი­ერს, ან ექ­ს­პერტს თუ კონ­სულ­ტანტს. ეს არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ ჩვენ სწო­რედ ამ ამო­ცა­ნას ვემ­სა­ხუ­რე­ბით, თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით და გვერ­დ­ში დგო­მით. 

მოამზადა
ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N