გამოდის 1998 წლიდან
2016-12-15
ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ღა­მო­ე­ბი


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

„ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო!
ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მარ­ჯო­რი და ოლი­ვერ უორ­დ­რო­პე­ბის სა­ხე­ლო­ბის ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზი გიწ­ვევთ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ღა­მო­ებ­ზე.
სა­ღა­მო­ებს ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი სტუ­მა­რი, ჯედ გურ­ლი, ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი ამე­რი­კუ­ლი კლუბ „ბორ­ბ­ლის“ დი­რექ­ტო­რი გა­უძღ­ვე­ბა.
ბა­ტო­ნი ჯე­დი გა­ნათ­ლე­ბით ბიზ­ნეს­მე­ნი და დიპ­ლო­მა­ტია. ის, უკ­ვე ორი წე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა და ინ­გ­ლი­სურ ენას ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით, ფილ­მე­ბით, თა­მა­შე­ბით, ტექ­ს­ტე­ბით და სა­უბ­რე­ბით ას­წავ­ლის. დას­წ­რე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.“

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ­მა ამ გან­ცხა­დე­ბამ ბევ­რი ახალ­გაზ­რ­და და­ა­ინ­ტე­რე­სა. ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შე­სას­წავ­ლად, ყო­ველ კვი­რა დღეს, 5 სა­ათ­ზე, ახალ­გაზ­რ­დე­ბი ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში იკ­რი­ბე­ბი­ან.
მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კულ­ტუ­რის პროგ­რა­მე­ბის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზის კუ­რა­ტო­რი: „ან­გ­ლო-ამე­რი­კულ დარ­ბაზ­ში პე­რი­ო­დუ­ლად მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბებს ვაწყობთ. ძი­რი­თა­დად, შე­მოდ­გო­მა-ზამ­თ­რის სე­ზონ­ზე, რო­დე­საც მკითხ­ვე­ლებს შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნა ურ­ჩევ­ნი­ათ, ერ­თი სე­მეს­ტ­რი ფილ­მებს ვაჩ­ვე­ნებ­დით, მე­ო­რე სე­მეს­ტ­რი ინ­გ­ლი­სუ­რის გაკ­ვე­თი­ლებს ვა­ტა­რებ­დით. ახ­ლაც ვე­ძებ­დით, ვინ დაგ­ვ­თან­ხ­მ­დე­ბო­და შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რომ ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მიგ­ვე­ცა.
ეს უკ­ვე მე­სა­მე პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და­ვიწყეთ. ფე­ის­ბუქ­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ბა­ტო­ნი ჯედ გურ­ლი, გა­ნათ­ლე­ბით ბიზ­ნეს­მე­ნი და დიპ­ლო­მა­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მე­უღ­ლე­სა და ხუთ შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს და ინ­გ­ლი­სუ­რის სა­სა­უბ­რო კლუბს „Cartwheels“ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს. მას მივ­მარ­თეთ შე­თა­ვა­ზე­ბით, რომ მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის,  კვი­რა­ში ერთ დღეს, ჩვენს დარ­ბაზ­ში, ინ­გ­ლი­სუ­რის სა­ღა­მო­ე­ბი გაგ­ვე­მარ­თა. ბა­ტო­ნი ჯე­დი დაგ­ვ­თან­ხ­მ­და და ასე და­ვიწყეთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბი პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე ტარ­დე­ბა და მსურ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ რო­გორც ფილ­მე­ბის, ისე სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბის, თა­მა­შე­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­თო­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, სა­ხა­ლი­სო ფორ­მატ­ში ის­წავ­ლონ ან გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ ენის ცოდ­ნა. პრო­ექ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­მოგ­ვეხ­მა­ურ­ნენ სო­ფელ წილ­კა­ნი­დან და ოც­მა ადა­მი­ან­მა გა­მოთ­ქ­ვა სოფ­ლი­დან ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შე­სას­წავ­ლად სი­ა­რუ­ლის სურ­ვი­ლი. ბა­ტო­ნი  ჯე­დი თა­ნახ­მაა, მა­თაც შე­ას­წავ­ლოს უცხო ენა. რა თქმა უნ­და, თუ მა­თი ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბის სა­კითხი მოგ­ვარ­დე­ბა, მათ­თ­ვის ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გაკ­ვე­თი­ლებს ცალ­კე და­ნიშ­ნავს. ახ­ლა ვე­ძებთ სა­შუ­ა­ლე­ბას წილ­კა­ნის მაცხოვ­რებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის­თ­ვი­საც.“
ჯედ გურ­ლი, ამე­რი­კე­ლი პე­და­გო­გი: „სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­დი­ა­ნას შტა­ტი­დან ჩა­მო­ვე­დი. ჩე­მი სამ­შობ­ლო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ცენ­ტ­რა­ლურ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. სა­ხე­ლი „ინ­დი­ა­ნა“ ინ­დი­ელ­თა მი­წას ნიშ­ნავს. იქ ბევ­რი ფერ­მაა. ჩემს ქა­ლაქ­ში, კროუფორდსვილში (Crawfordsville), 40 000 მო­სახ­ლე ცხოვ­რობს.
მას­წავ­ლებ­ლის ოჯახ­ში აღ­ვი­ზარ­დე — მა­მა სკო­ლის დი­რექ­ტო­რია, დე­და და ჩე­მი და- ძმე­ბი, ყვე­ლა­ნი პე­და­გო­გე­ბი არი­ან. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ვი­ღე. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ,  რე­ნემ ერ­თ­მა­ნე­თი უკ­რა­ი­ნა­ში გა­ვი­ცა­ნით. ჩე­მი მე­უღ­ლე  16 წლის იყო, რო­დე­საც მშობ­ლებ­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვი­და და იქა­ურ მო­ქა­ლა­ქე­ებს ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. მა­ნამ­დე რე­ნე, დე­დას­თან ერ­თად, აფ­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და და იქ იზ­რ­დე­ბო­და. ამ­ჟა­მად, ჩე­მი მე­უღ­ლის დე­და ინ­გ­ლი­სურ ენას უნ­გ­რე­თის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლის.
ორი წე­ლია, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვცხოვ­რობ.
1992 წელს, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, 20 წლის ასაკ­ში, პირ­ვე­ლად დავ­ტო­ვე ამე­რი­კა და პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­მო­ვე­დი. პირ­ვე­ლად ჩა­ვე­დი კი­ევ­ში, სა­დაც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეს კერ­ძო ბიზ­ნე­სის წა­მოწყე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე; შემ­დეგ ყირ­გი­ზეთ­ში გა­და­ვე­დი, სა­დაც დიპ­ლო­მა­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ო­დი. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი. თქვენ­მა ქვე­ყა­ნამ, პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს შო­რის, ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­ხიბ­ლა. ჩა­მოს­ვ­ლამ­დე თით­ქ­მის არა­ფე­რი ვი­ცო­დი სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­სა­ხებ, არ მქონ­და არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი და შე­სა­ბა­მი­სად, არ ვი­ცო­დი რა დამ­ხ­ვ­დე­ბო­და. ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის­თ­ვის გახ­ს­ნი­ლი ვი­ყა­ვი. ჩემ­თ­ვის გა­სა­ო­ცა­რი იყო იმის აღ­მო­ჩე­ნა, თუ რამ­დე­ნად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია თქვე­ნი ქვე­ყა­ნა სხვა პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით. ქარ­თ­ვე­ლე­ბი კარ­გად ფლობთ და იცით თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო ძა­ლი­ან ახ­ლო­საა ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებ­თან.
მე ხუ­თი შვი­ლი მყავს და, პირ­ველ რიგ­ში, ვაკ­ვირ­დე­ბი ქვე­ყა­ნას, თუ რო­გორ ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად ჩემს შვი­ლებს, ოჯახს, რო­გორ პი­რო­ბებ­ში, გა­რე­მო­ში მო­უ­წევთ ცხოვ­რე­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო სწო­რედ ის ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­საც ჩემს ოჯახს ვან­დობ. ჩა­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე შე­მიყ­ვარ­და აქა­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, აქ თბი­ლი და გახ­ს­ნი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია, რაც მე ძა­ლი­ან მომ­წონს. თბი­ლი­სი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქა­ლა­ქია. მომ­წონს მი­სი ხალ­ხ­მ­რა­ვა­ლი უბ­ნე­ბი, ადა­მი­ა­ნებ­თან თბი­ლი და გახ­ს­ნი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.
რო­ცა პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში  დიპ­ლო­მა­ტი­ის შე­სას­წავ­ლად დავ­დი­ო­დი, სწო­რედ მა­შინ გა­დავ­წყ­ვი­ტე პე­და­გო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა და­მეწყო, ადა­მი­ა­ნებს რა­ი­მე­თი დავ­ხ­მა­რე­ბო­დი, უმ­რავ­ლე­სო­ბას ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა უნ­დო­და. ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მი­მარ­ტი­ვებს კი­დეც. მით უმე­ტეს, ჩე­მი  ოჯა­ხის პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან მეც ბევ­რი ვის­წავ­ლე. მინ­დო­და უფ­რო ახ­ლოს გა­მეც­ნო ად­გი­ლობ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი, ენის არ­ცოდ­ნა კი ბა­რი­ერს ქმნი­და.   ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა იყო ის, რი­სი მი­ცე­მაც და დახ­მა­რე­ბაც მათ­თ­ვის შე­მეძ­ლო.  
ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რად კი­დევ ერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს: ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან ენის შე­სას­წავ­ლად მო­დი­ან, ერთ უბან­ში ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ ერ­თ­მა­ნეთს არ იც­ნობ­დ­ნენ. ინ­გ­ლი­სუ­რის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ხდე­ბა მა­თი გაც­ნო­ბა და და­ახ­ლო­ე­ბა, რაც ხელს უწყობს მათ და­მე­გობ­რე­ბას. ვერ ვიტყ­ვი, რომ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დით ვას­წავ­ლი. ვას­წავ­ლი სა­სა­უბ­რო ინ­გ­ლი­სურს, მეტყ­ვე­ლე­ბას, ვცდი­ლობ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო ყვე­ლა ტი­პის მსმე­ნე­ლი და  გა­მო­ვი­ყე­ნო მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი მე­თო­დე­ბი. ზო­გი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობს კე­თე­ბით, ზო­გი — ყუ­რე­ბით, ზო­გიც კი — მოს­მე­ნით.
ჩე­მი შვი­ლე­ბი ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დი­ან და შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბას იღე­ბენ. მათ კარ­გად იცი­ან რუ­სუ­ლი ენა, რად­გან გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ყა­ზა­ხეთ­ში ვცხოვ­რობ­დით. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ სკო­ლებს, აქ ბევ­რი რამ და­სახ­ვე­წია.  დი­ლის და სა­ღა­მოს ცვლე­ბით მივ­ხ­ვ­დი, რომ თბი­ლის­ში სკო­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტია. ამე­რი­კა­ში  მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლა­ში დი­ლის 8 სა­ა­თი­დან შუ­ადღის 3 სა­ა­თამ­დე არი­ან. სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას სკო­ლა­ში ას­რუ­ლე­ბენ, საკ­ვე­ბი მათ­თ­ვის უფა­სოა და ჯან­სა­ღი. კარ­გი იქ­ნე­ბო­და,  სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო მეტ დროს თუ გა­ა­ტა­რე­ბენ, ეს მა­თი სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის ძა­ლი­ან კარ­გია. სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის საკ­ვე­ბი უფა­სო და, რა თქმა უნ­და, ჯან­სა­ღი უნ­და იყოს.
მე, რო­გორც მა­მა,  რა თქმა უნ­და, ამ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი და შვი­ლე­ბის ყვე­ლა ინ­ტე­რესს ვით­ვა­ლის­წი­ნებ. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მათ დე­დის აზ­რი მე­ტად აინ­ტე­რე­სებთ,  ვიდ­რე ჩე­მი. ზოგ სა­კითხ­ში მათ­თ­ვის ჩე­მი მო­საზ­რე­ბა უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.  ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ბავ­შ­ვე­ბი ხე­დავ­დ­ნენ, რომ  მა­მა დე­დას კარ­გად ექ­ცე­ვა და პი­რი­ქით. ისი­ნი ჩვენ­გან სწავ­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებს.  ჩვენ ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობთ, ბავ­შ­ვებს და­ვა­ნა­ხოთ თუ რო­გორ გვიყ­ვარს ერ­თ­მა­ნე­თი, პა­ტივს ვცემთ და ვეხ­მა­რე­ბით ერ­თ­მა­ნეთს, ყუ­რადღე­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ ერ­თ­მა­ნე­თის მი­მართ იმის­თ­ვი­საც, რომ შვი­ლებ­მა ის­წავ­ლონ  თა­ნა­ტო­ლებ­თან და სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სწო­რედ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის დროს გაჩ­ნ­დ­ნენ. ვცდი­ლობთ, მათ სამ­ყა­რო და ადა­მი­ა­ნი უყ­ვარ­დეთ.
მე მო­ხა­ლი­სე პე­და­გო­გი ვარ, თუმ­ცა ჩვენ არ ვამ­ბობთ, რომ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა უფა­სოა. ეს შე­მო­წი­რუ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა. ვი­საც სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, იხ­დის, ვი­საც არა, ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით. ჩვენ გვყავს მე­გო­ბა­რი ოჯა­ხი ამე­რი­კა­ში, რო­მე­ლიც  ფი­ნან­სუ­რად გვეხ­მა­რე­ბა იმის­თ­ვის, რომ ბი­ნა ვი­ქი­რა­ოთ და არ­სე­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­დეს.  და­მა­ტე­ბით ფუ­ფუ­ნე­ბის­თ­ვის არ ვითხოვ ფულს,  ღმერთს და სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბას ვეყ­რ­დ­ნო­ბი.
ზაფხულ­ში, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ქა­ლაქ­გა­რეთ გავ­დი­ვართ და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვმოგ­ზა­უ­რობთ. ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი მეგ­ზუ­რო­ბას მი­წე­ვენ. თქვე­ნი ქვე­ყა­ნა ტუ­რის­ტუ­ლი ქვე­ყა­ნაც არის და ისი­ნი ინ­გ­ლი­სუ­რად სწავ­ლო­ბენ ამა თუ იმ ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბარს. ეს, რა თქმა უნ­და, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გამ­ყა­რე­ბა­ში და გარ­კ­ვე­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა მათ.“
 თა­მარ ხა­ჩი­ძე, 119-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე: „მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვი­გეთ ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბის შე­სა­ხებ. რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. დღეს პირ­ვე­ლად ვარ და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დავ­რ­ჩი. ვფიქ­რობ,  მსგავ­სი მე­თო­დე­ბით ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა ძა­ლი­ან შე­მიწყობს ხელს ენის და­უფ­ლე­ბა­ში.“
სო­ფო ხო­ხაშ­ვი­ლი, 119-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე: „მი­ხა­რია, რომ მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის უფა­სო გაკ­ვე­თი­ლებს და­ვეს­წ­როთ. დღეს გაკ­ვე­თილ­ზე ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად მო­ვე­დი და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ბევ­რი ახა­ლი უცხო სიტყ­ვა მო­ვის­მი­ნე და ჩა­ვი­ნიშ­ნე კი­დეც. უცხო ენის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით, ფილ­მე­ბით, თა­მა­შე­ბით, ტექ­ს­ტე­ბით და სა­უბ­რე­ბით შეს­წავ­ლა გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რია.“
თა­მარ ღლონ­ტი, სტუ­დენ­ტი: „ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს.  ძი­რი­თა­დად ბრი­ტა­ნულ ინ­გ­ლი­სურ­თან მქონ­და შე­ხე­ბა და კარ­გია, რომ ამე­რი­კუ­ლი ინ­გ­ლი­სუ­რის და­უფ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც მო­მე­ცა. მარ­თ­ლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­თო­დია მსგავ­სი გაკ­ვე­თი­ლე­ბით უცხო ენის შეს­წავ­ლა.  პე­და­გო­გე­ბი ძა­ლი­ან  სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. იმე­დი მაქვს, ჩემს ცოდ­ნა­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რებს გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სებ.“

***
მათ, ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის სა­ღა­მო­ებს შე­უ­ერ­თ­დეს, ვაც­ნო­ბებთ, რომ წი­ნა­სა­შო­ბაო გაკ­ვე­თი­ლი 18 დე­კემ­ბერს, 17:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. მო­მა­ვა­ლი წლი­დან, სა­ღა­მო­ებ­ზე ახალ მსურ­ვე­ლებ­საც ელო­დე­ბი­ან.
 

25-28(942)N