გამოდის 1998 წლიდან
2016-12-15
შან­სი და­ფი­ნან­სე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად


მას­წავ­ლე­ბელ­თა საგ­ნობ­რივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­სა თუ ასო­ცი­ა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც დღეს არც თუ ბევ­რია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სით, 7000 ლა­რამ­დე ოდე­ნო­ბის გრან­ტის მო­პო­ვე­ბის შან­სი მი­ე­ცათ. კონ­კ­რე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხ­მობს საგ­რან­ტო კონ­კურ­სი და რო­გო­რია მი­სი ახ­ლო და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბი, ამის შე­სა­ხებ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვით­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი სა­უბ­რობს.

— ვიდ­რე საგ­რან­ტო კონ­კურ­სის პი­რო­ბებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, ორი სიტყ­ვით გვითხა­რით საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის რო­ლი­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ 
— ჩვე­ნი მი­ზა­ნია შევ­ქ­მ­ნათ ისე­თი ხელ­შემ­წყო­ბი გა­რე­მო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დნენ საგ­ნობ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, ქსე­ლე­ბი, რად­გან ამას ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს არა მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის­თ­ვის, რომ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი უკე­თე­სად წა­რი­მარ­თოს, არა­მედ იმის­თ­ვი­საც, რომ მას­წავ­ლებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ, საგ­ნობ­რივ კო­ლე­გებ­თან უფ­რო აქ­ტი­უ­რად და მჭიდ­როდ ითა­ნამ­შ­რომ­ლონ, ერ­თ­მა­ნეთს გა­უ­ზი­ა­რონ სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა და ერ­თად იმუ­შა­ონ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზეც. 
საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არც ისე მძლავ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, არა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა გვიჩ­ვე­ნებს,  რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მქო­ნე ქვეყ­ნებ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს, მა­თი რო­ლი დი­დია მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში და მას­წავ­ლებ­ლე­ბის იდე­ე­ბის ლო­ბი­რე­ბა­ში. რა იგუ­ლის­ხ­მე­ბა ამა­ში? პირ­ველ რიგ­ში ის, რომ ისი­ნი  ჩარ­თუ­ლი არი­ან გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში, მათ აქვთ გარ­კ­ვე­უ­ლი საგ­ნობ­რი­ვი გა­მოც­დი­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, არა მხო­ლოდ მათ­თ­ვის არის სა­სარ­გებ­ლო ჩარ­თუ­ლო­ბა, არა­მედ სის­ტე­მის­თ­ვი­საც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა სა­გან­ში დღეს ასო­ცი­ა­ცია არ გვაქვს, გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნ­და სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა გაძ­ლი­ერ­დეს. სწო­რედ ამ გრან­ტით გა­მოვ­ხა­ტეთ ერ­თ­გ­ვა­რი მზა­ო­ბა და მხა­რდა­ჭე­რა მა­თი შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მართ. ჩვე­ნი ცენ­ტ­რიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ  ყვე­ლა სა­გან­ში შე­იქ­მ­ნას ასო­ცი­ა­ცია, ამით მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ. ამავ­დ­რო­უ­ლად, ვინც უკ­ვე  წარ­მო­ჩე­ნი­ლია ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში, უფ­რო მე­ტად ჩა­ერ­თოს პრო­ცე­სებ­ში. ძა­ლი­ან გვინ­და, ერ­თ­გ­ვა­რად  გა­მო­ვაფხიზ­ლოთ მი­ძი­ნე­ბუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, რომ  გა­და­ხე­დონ თა­ვი­ანთ სტრს­ტე­გი­ას და გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ.
— რა­ტომ არის საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი?
— იმი­ტომ, რომ ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი არ არის აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი პრო­ცე­სებ­ში და მა­თი მო­საზ­რე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად ან სა­ერ­თოდ არ მი­დის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღე­ბებ­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დო­კუ­მენ­ტე­ბი გან­ხილ­ვის­თ­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად სკო­ლებ­ში იგ­ზავ­ნე­ბა და ა.შ. შე­იძ­ლე­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის ან ჯგუ­ფის ძა­ლი­ან კარ­გი მო­საზ­რე­ბა ვერ მი­ვი­დეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღე­ბამ­დე. რო­დე­საც საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცია ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია საგ­ნობ­რი­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ინ­ტე­რეს­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი აზ­რე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ერ­თად იყ­რის თავს და მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა ჩნდე­ბა, რომ ეს მო­საზ­რე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­დეს და გან­ხილ­ვის მიღ­მა არ დარ­ჩეს. ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 14 საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცია, ქსე­ლი და სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მო­ვი­ძი­ეთ,  და­ვუ­კავ­შირ­დით, შევ­ხ­ვ­დით და წი­ნას­წარ გა­ვა­ცა­ნით, კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­რან­ტო კონ­კურ­სით რას ვე­ლით ან  ვგეგ­მავთ სა­მო­მავ­ლოდ.  
— რაც შე­ე­ხე­ბა საგ­რან­ტო კონ­კურსს, ეს პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია, რა არის მი­სი მი­ზა­ნი და რა ტი­პის პრო­ექ­ტი უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს გან­მ­ცხა­დე­ბელ­მა?
— საგ­რან­ტო კონ­კურ­სე­ბი, რო­მელ­თა ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის­გან მო­ვი­პო­ვეთ, ჩვენ­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე და ამავ­დ­რო­უ­ლად გა­მოწ­ვე­ვა­ცაა. კონ­კურ­სის მი­ზა­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის/გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის ჩარ­თ­ვა და ამ პრო­ცეს­ში მა­თი აქ­ტი­ვო­ბის ზრდა, რაც არა მხო­ლოდ ხელს შე­უწყობს გა­რე აქ­ტო­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, არა­მედ შექ­მ­ნის პი­რო­ბებს ცენ­ტ­რის სერ­ვი­სე­ბის ეტა­პობ­რი­ვი დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის.
პირ­ველ ეტაპ­ზე, ეს კონ­კურ­სი გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ის, ჩვე­ნი ცენ­ტ­რი­სა და სა­მი­ნის­ტ­როს ერ­თობ­ლი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დავ­გეგ­მეთ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ახ­ლა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის რე­ვი­ზი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და, შე­სა­ბა­მი­სად, მას უნ­და მოჰ­ყ­ვეს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტანდარ­ტის რე­ვი­ზია. სწო­რედ ამი­ტომ ვართ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, უშუ­ა­ლოდ მას­წავ­ლებ­ლებ­მა მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის ახა­ლი ვერ­სი­ის ფორ­მი­რე­ბა­ში.  მას­წავ­ლებ­ლებ­მა  უნ­და და­ნერ­გონ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და მათ უპირ­ვე­ლეს მი­ზანს უნ­და წარ­მო­ად­გენ­დეს რა იქ­ნე­ბა ასა­ხუ­ლი მა­თი­ვე  პრო­ფე­სი­ულ სტან­დარ­ტ­ში.  გვინ­და, რომ მათ მოგ­ვა­წო­დონ სწო­რედ ამ სტან­დარ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია — რო­გორ უნ­და იყოს ეს ორი დო­კუ­მენ­ტი ერ­თ­მა­ნეთ­თან სინ­ქ­რო­ნი­ზე­ბუ­ლი და, ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან პრაქ­ტი­კუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვიდ­რე და­ვიწყებთ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის გა­ნახ­ლე­ბას, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ­კი ცენტრს ექ­ნე­ბა ისე­თი სა­მა­გი­დო კვლე­ვე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, რა­ზეც ახ­ლა გა­მო­ვაცხა­დეთ საგ­რან­ტო კონ­კურ­სი და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ შემ­დ­გომ უკ­ვე სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში გა­მო­ვი­ყე­ნებთ.
კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლი­ათ საგ­ნის ან საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს, რომ­ლებ­საც აქვთ არა­სა­მე­წარ­მეო იური­დი­უ­ლი პი­რის სტა­ტუ­სი. შე­სა­ბა­მი­სად,  გრანტს მი­ი­ღე­ბენ საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, რომ­ელთა აქ­ტი­უ­რ ნა­წილს, რა თქმა უნ­და,  მას­წავ­ლებ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ და ასო­ცი­ა­ცია მათ  გრანტს ჩარ­თუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით გა­და­უ­ნა­წი­ლებს — გრანტს უშუ­ა­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ი­ღე­ბენ, რომ­ლე­ბიც  გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებს და იმუ­შა­ვე­ბენ სა­მა­გი­დო კვლე­ვა­ზე.
— გრან­ტის მი­ღე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში რა კონ­კ­რე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი უნ­და გა­დაჭ­რას გან­მ­ცხა­დე­ბელ­მა?
— კონ­კურ­სის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­მ­ცხა­დე­ბელ­მა უნ­და და­გეგ­მოს და შე­სა­ბა­მი­სი საგ­ნის ან საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის მას­წავ­ლებ­ლებ­თან ჩა­ა­ტა­როს სტან­დარ­ტე­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი, ფო­კუსჯგუ­ფე­ბი და მო­ამ­ზა­დოს შე­სა­ბა­მი­სი ან­გა­რი­ში. ასე­ვე, უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­მა­გი­დო კვლე­ვა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ახა­ლი საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტი­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის შე­და­რე­ბით ანა­ლიზს, რის სა­ფუძ­ველ­ზეც წარ­მომ­დ­გენ­მა მხა­რემ უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. კვლე­ვის მე­თო­დო­ლო­გია, ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი უნ­და აისა­ხოს სა­ბო­ლოო ან­გა­რიშ­ში.  კონ­კურ­სის შერ­ჩე­ვის პირ­ვე­ლი ეტა­პი ამ კვი­რის და­საწყის­ში დას­რულ­და, ხო­ლო საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ან­გა­რი­შე­ბის წარ­მოდ­გე­ნის ბო­ლო ვა­და დე­კემ­ბ­რის ბო­ლომ­დეა, წარ­მოდ­გე­ნილ ან­გა­რიშს სპე­ცი­ა­ლუ­რად შედ­გე­ნი­ლი კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს.
— საგ­რან­ტო კონ­კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, არის თუ არა რა­ი­მე კავ­შირ­ში მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის, კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვით­არე­ბის სქე­მას­თან და ხომ არ შე­ფას­დე­ბა პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კრე­დიტ-ქუ­ლე­ბით?
— ეს არის დო­კუ­მენ­ტე­ბის რე­ვი­ზი­ის პრო­ცე­სის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გრან­ტი, თუმ­ცა სა­მო­მავ­ლოდ ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი გრან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თია: რო­დე­საც ტრე­ნინ­გ­სერ­ვი­სე­ბის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია მოხ­დე­ბა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აქ­ტი­უ­რი საგ­ნობ­რი­ვი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, შეძ­ლე­ბ­ენ პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვითა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ეს კი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სქე­მა­ში აუცი­ლებ­ლად აისა­ხე­ბა. 

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N