გამოდის 1998 წლიდან
2017-01-19
სკო­ლე­ბის ტი­პე­ბად და­ყო­ფა


ლალი ჯელაძე

„ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. ცვლი­ლე­ბა­თა პა­კეტს სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტ­მა, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, დე­კემ­ბ­რის შუა რიცხ­ვებ­ში უყა­რა კენ­ჭი და სა­მი მოს­მე­ნით და­ამ­ტ­კი­ცა, პრე­ზი­დენ­ტ­მა კი მას ხე­ლი იან­ვარ­ში მო­ა­წე­რა. ცვლი­ლე­ბებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი სკო­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ზა­ცია და ბრენ­დი­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­და.
ბრენ­დი­რე­ბის პრინ­ცი­პის გან­მარ­ტე­ბის თა­ნახ­მად სკო­ლე­ბის ბრენ­დი­რე­ბი­სას უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა ენი­ჭე­ბა აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის მქო­ნე სკო­ლას, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ დად­გე­ნილ კრი­ტე­რი­უ­მებს ან/და ახორ­ცი­ე­ლებს აკ­რე­დი­ტე­ბულ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ გა­რე­მო­ე­ბით, რომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ბრენ­დი­რე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უნ­და იყოს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა ადა­მი­ა­ნუ­რი თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ეფექ­ტუ­რო­ბი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი.
„სკო­ლის ტი­პებს შო­რის იქ­ნე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ში, მარ­თ­ვა­ში, სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­უ­ლებ­ში, სას­კო­ლო სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო კონ­ტ­როლ­ში, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი­სად­მი (მათ შო­რის დი­რექ­ტო­რი­სად­მი და მას­წავ­ლებ­ლი­სად­მი) წა­სა­ყე­ნე­ბელ მოთხოვ­ნებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლის ტი­პე­ბის ამ­გ­ვა­რად დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს მათ­თ­ვის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი მარ­თ­ვის სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბის აუცი­ლებ­ლო­ბას, რი­თაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მარ­თ­ვის ეფექ­ტუ­რო­ბა.“  — ეს არის ამო­ნა­რი­დი  კა­ნო­ნი­დან სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სკო­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბის შე­სა­ხებ.
„სა­მი ტი­პის სკო­ლა გვექ­ნე­ბა, ეს არის მე­ქა­ნი­კუ­რი და­ყო­ფა“ — აცხა­დებს მი­ნის­ტ­რი და ამ­ბობს, რომ რე­ფორ­მის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში წამ­ყ­ვა­ნი სკო­ლე­ბი გაჩ­ნ­დე­ბა, რაც პე­და­გო­გე­ბი­სა და ექ­ს­პერ­ტე­ბის ნა­წილ­მა დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლად შე­ა­ფა­სა. ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ „პო­ზი­ტი­უ­რი დის­კ­რი­მი­ნა­ციაა, რო­დე­საც სა­უ­კე­თე­სო სკო­ლას მივ­ცემთ სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს“. მა­რი­ამ ჯა­შის აზ­რით კი ამ ცვლი­ლე­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სკო­ლა იქ­ნე­ბა ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში და ამ­ბობს, რომ: „აქ უფ­რო მო­ტი­ვა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. თუ სკო­ლე­ბის მარ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ან კარ­გი პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობს, მა­თი იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცე­მა და სხვა სკო­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ, ეფექ­ტუ­რი მარ­თ­ვის თვალ­საზ­რი­სით, ახა­ლი ელე­მენ­ტე­ბი შე­მო­ი­ტა­ნონ.“ 
სკო­ლე­ბის სამ კა­ტე­გო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ორის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ფაქ­ტო­რი მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა იქ­ნე­ბა და ნაკ­ლე­ბი კონ­ტინ­გენ­ტის მქო­ნე სკო­ლებს მი­ნის­ტ­რი გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბულ სწავ­ლე­ბას ჰპირ­დე­ბა და ამ­ბობს, რომ მცი­რე სკო­ლა უნ­და გახ­დეს სოფ­ლის­თ­ვის ბიბ­ლი­ო­თე­კაც, კი­ნო­ცენ­ტ­რიც და ინო­ვა­ცი­ის ცენ­ტ­რიც. მი­ნის­ტ­რის გეგ­მე­ბის თანახ­მად, თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა 200-ზე მეტ მოს­წავ­ლი­ან სკო­ლას ექ­ნე­ბა. სკო­ლა, სა­დაც ორას ბავ­შ­ვ­ზე ნაკ­ლე­ბი სწავ­ლობს, 1400-ია, ხო­ლო, სა­დაც 200 ბავ­შ­ვ­ზე მე­ტი — და­ახ­ლო­ე­ბით, 700. შე­მო­დის კი­დევ ერ­თი კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე არ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ასეთ კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­და­სას­ვ­ლე­ლად სკო­ლას დას­ჭირ­დე­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე გარ­კ­ვე­უ­ლი შე­დე­გე­ბი, აკა­დე­მი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი და მას­წავ­ლე­ბელ­თა დო­ნე. რაც შე­ე­ხე­ბა ამ სტა­ტუ­სის უპი­რა­ტე­სო­ბებს, მი­ნის­ტ­რი ამ­ბობს, რომ ასეთ სკო­ლებ­თან სა­მი­ნის­ტ­რო გა­ცი­ლე­ბით დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის პრო­ექ­ტებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნებ­თან. წამ­ყ­ვან სკო­ლას შე­ეძ­ლე­ბა გა­ა­კე­თოს ის, რა­საც პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვი გა­დაწყ­ვეტს, მათ აუდი­ტი ვერ შე­ა­მოწ­მებს სე­რი­ო­ზუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე.
კა­ტე­გო­რია I — სა­დაც 200-მდე  მოს­წავ­ლე სწავ­ლობს;
კა­ტე­გო­რია II  —  სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიშ­ნით არ გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან; 
კა­ტე­გო­რია III —  „და­ა­ახ­ლო­ე­ბით, 150-200 სკო­ლა გვაქვს ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი. ძი­რი­თა­დად, ეს ხალ­ხი წუხს, რომ შეზღუდ­ვე­ბი უშ­ლით ხელს სწავ­ლე­ბა­ში. მა­გა­ლი­თად, უნ­დათ მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ­ჩე­ვა­ში, და­მა­ტე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში  და ბევრ სხვა საქ­მე­ში. აი, ამ ტი­პის სკო­ლე­ბის­თ­ვის ვა­პი­რებთ,  გა­მოვ­ყოთ ცალ­კე კა­ტე­გო­რია, რომ მივ­ცეთ მათ მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის არ­ჩე­ვან­ში, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა­სა თუ ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა­ში“  — გა­ნაცხა­და ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ.
  სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის, მა­რი­ამ ჯა­შის  გან­ცხა­დე­ბით: „ბრენ­დი­რე­ბის სა­კითხი უკ­ვე არ­სე­ბობ­და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რის სის­ტე­მა­ში, თუმ­ცა, ფუნ­ქ­ცი­უ­რი დატ­ვირ­თ­ვა არ მი­უ­ღია. სწო­რედ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სკო­ლე­ბის და­ფუძ­ნე­ბით, ერ­თი­ა­ნი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის და­ფუძ­ნე­ბით, მოგ­ვე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ის ინო­ვა­ცი­ე­ბი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ სკო­ლებ­ში უკ­ვე და­ნერ­გი­ლია, იყოს აღი­ა­რე­ბუ­ლი და მი­ე­ცეთ სხვა სკო­ლებს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­უჩ­ნ­დეთ მო­ტი­ვა­ცია ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში.“
ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი, რო­მელ კა­ტე­გო­რი­ას­თან რა წე­სით იმუ­შა­ვებს სა­მი­ნის­ტ­რო, თუმ­ცა, მთა­ვა­რია კრი­ტე­რი­უ­მე­ბი — გა­მარ­თუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, მოს­წავ­ლე­ე­ბის მოს­წ­რე­ბის დო­ნე და სკო­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა.
მე­თო­დო­ლო­გი­ას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო მო­ამ­ზა­დებს კონ­სე­სუ­სის ფორ­მატ­ში.
სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნილ მთა­ვარ კითხ­ვას  — სკო­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ე­ბად და­ყო­ფა ხომ არ გა­მო­იწ­ვევს სკო­ლე­ბის პრი­ვი­ლე­გი­უ­რე­ბად და­ყო­ფას და შე­ი­ცავს თუ არა  დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ რის­კებს, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვრცლად პა­სუ­ხო­ბენ.
სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე შალ­ვა ტა­ბა­ტა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ, ზო­გა­დად, იდეა სკო­ლებს მი­ვუდ­გეთ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლად, რა­საკ­ვირ­ვე­ლია კარ­გია, მაგ­რამ თუ ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნი და­ყო­ფაა ცუდ, კარგ, სა­შუ­ა­ლო და ა.შ. სკო­ლე­ბად, რა თქმა უნ­და, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. „სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლას შე­საძ­ლოა სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გა­აჩ­ნ­დეს. თუ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნია, გა­არ­კ­ვი­ოს რა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი არ­სე­ბობს და დახ­მა­რე­ბის რა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი უნდა შემუშავდეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მათ და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, რა თქმა უნ­და, ეს თა­ვის­თა­ვად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეფექ­ტუ­რი იყოს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი  და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლი ან ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­დე­ლე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ამ კუთხით მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა უფ­რო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე  უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა — ყვე­ლა სკო­ლა ვა­უ­ჩე­რუ­ლი სის­ტე­მით და­ფი­ნან­ს­დეს. სკო­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ე­ბად — ტი­პე­ბად ისე და­ყო­ფა, რა­ზეც მი­ნის­ტ­რი სა­უბ­რობს, მი­უ­ღე­ბე­ლია. კა­ნო­ნი საჩ­ქა­როდ მი­სა­ღე­ბი არ იყო, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით მი­სი მი­ღე­ბა ცალ­სა­ხად უს­ვამს ხაზს, რომ თვი­თონ სა­მი­ნის­ტ­რო­ში არ აქვთ გა­აზ­რე­ბუ­ლი, რი­სი გა­კე­თე­ბა უნ­დათ და რა პრობ­ლე­მა­ტი­კა არ­სე­ბობს.
ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­დან  ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და პროგ­რე­სუ­ლია დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ატეს­ტა­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა, მაგ­რამ არაფ­რის­მომ­ცე­მია სკო­ლე­ბის ტი­პე­ბად და­ყო­ფა. მი­ნის­ტ­რის პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბა სკო­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ე­ბად და­ყო­ფის შე­სა­ხებ სხვაგ­ვა­რი იყო, ამ­ბობ­და, რომ იქ­ნე­ბო­და მხო­ლოდ და მხო­ლოდ რა­ო­დე­ნობ­რი­ვი და­ყო­ფა. შემ­დეგ გან­მარ­ტე­ბა­ში მან ასე­თი და­ყო­ფა შეც­ვა­ლა და გვითხ­რა, რომ გვექ­ნე­ბა სა­მი ტი­პის სკო­ლა — 200-მდე მოს­წავ­ლით, 200-ის ზე­მოთ და წამ­ყ­ვა­ნი. აქ­ცენ­ტი იმა­ზე გა­ა­კე­თა, რომ თურ­მე 200 მოს­წავ­ლემ­დე სკო­ლის კა­ტე­გო­რი­ას არ­სე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა ჰყოფ­ნის, ხო­ლო 200-დან 500-მდე მოს­წავ­ლი­ან სკო­ლას და­ფი­ნან­სე­ბა უნ­და გა­ე­ზარ­დოს, რად­გან არ ჰყოფ­ნის, სა­მა­გი­ე­როდ, 200-მოს­წავ­ლი­ა­ნი სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის  გვექ­ნე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. იქ, სა­დაც მა­ღალ კრი­ტე­რი­უ­მებს ვა­წე­სებთ, შე­სა­ბა­მი­სად კვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებს ვითხოვთ, ასეთ მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში კი მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი  კად­რე­ბი არ მი­დი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეთ სკო­ლებ­ში და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე დი­რექ­ტო­რე­ბი და მას­წავ­ლებ­ლე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ. ეს გან­ცხა­დე­ბა უკ­ვე  პრობ­ლე­მაა — გა­მო­დის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო შე­უწყობს ხელს, რომ სკო­ლებს და­ბალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი ჰყავ­დეს  და მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­სა და გა­თა­ნაბ­რე­ბა­ზე არ იზ­რუ­ნოს, პი­რი­ქით,  წა­ა­ხა­ლი­სოს. სწო­რედ ეს არის დის­კ­რი­მი­ნა­ცია. მე­სა­მე ტი­პის გან­მარ­ტე­ბი­სას კი მი­ნის­ტ­რის­გან მო­ვის­მი­ნეთ,  რომ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე სა­ერ­თოდ არ არის სა­უ­ბა­რი, პი­რი­ქით, ასეთ სკო­ლებს, უფ­რო მე­ტად და­ა­ფი­ნან­სებს და ხელს შე­უწყობს, ვიდ­რე იმ სკო­ლებს, რომ­ლებ­საც ამის რე­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა აქვთ, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ  მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბი უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ამ ურ­თი­ერ­თ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ კარ­გად არ არის გა­აზ­რე­ბუ­ლი,  რი­სი მიღ­წე­ვა სურთ ამ ცვლი­ლე­ბე­ბით. გარ­და ამი­სა, უკ­ვე რის­კის შემ­ც­ვე­ლია, რო­ცა რა­ღაც კრი­ტე­რი­უ­მე­ბით აწე­სებ წამ­ყ­ვან სკო­ლებს და და­ნარ­ჩე­ნებს, რომ­ლებ­საც ექ­ნე­ბათ სურ­ვი­ლი, იყ­ვ­ნენ წამ­ყ­ვა­ნე­ბი. ასე­თი და­ყო­ფა და რე­ი­ტინ­გუ­ლი სის­ტე­მის შექ­მ­ნა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია მი­უ­ღე­ბე­ლია.
ერ­თა­დერ­თი მიდ­გო­მა გვჭირ­დე­ბა, გა­ვი­გოთ სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შემ­დეგ მათ მო­ვარ­გოთ გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რომ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა —  სწავ­ლა და გა­რე­მო გავ­ხა­დოთ უკე­თე­სი და არა იმის­თ­ვის, რომ  დავ­ყოთ სკო­ლე­ბი კა­ტე­გო­რი­ე­ბად, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შემ­დეგ გვე­ყო­ლე­ბა წამ­ყ­ვა­ნი სკო­ლე­ბის და მოს­წავ­ლე­ე­ბი, ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი სკო­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი. ამ­დე­ნად, ავ­ტო­მა­ტუ­რად პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულს ვხდით სკო­ლე­ბის ნა­წილს და მის მოს­წავ­ლე­ებს. მთლი­ა­ნო­ბა­ში, და­ყო­ფა ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა პო­ზი­ტი­ურ იდე­ას, რო­მე­ლიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიდ­გო­მას გუ­ლის­ხ­მობს. გა­მო­დის, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად კი არ ვუდ­გე­ბით სკო­ლებს, არა­მედ ვყოფთ კა­ტე­გო­რი­ე­ბად და მა­შინ, რო­ცა ცუდ­ზეც და კარ­გ­ზეც, პირ­ველ რიგ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი, ვუშ­ვებთ იმას, რომ სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში გა­ნათ­ლე­ბის დო­ნე შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ბა­ლი და ამას არა­უ­შავს, ნორ­მა­ლუ­რია, რად­გან იქ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი არ გვყავს.
ტი­პო­ლო­გი­ას თუ მივ­ყ­ვე­ბით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გან­ვ­საზღ­ვ­როთ, რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი აქვს კონ­კ­რე­ტულ სკო­ლას. 2086 სა­ჯა­რო სკო­ლა გვაქვს და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ­დე­ნი­ვე სკო­ლის სხვა­დას­ხ­ვა ტი­პო­ლო­გია გვექ­ნე­ბა, მა­თი­ვე სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამი­ტომ ასე ცალ­სა­ხად სამ კა­ტე­გო­რი­ად და­ყო­ფა მი­უ­ღე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა კა­ტე­გო­რი­ე­ბის და­ყო­ფის გა­რე­შეც გა­ვა­კე­თოთ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი, დღე­საც გვაქვს ამის პრაქ­ტი­კა. მა­გა­ლი­თის­თ­ვის გეტყ­ვით, რომ, ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს 15-მდე სპე­ცი­ა­ლუ­რი პან­სი­ო­ნის ტი­პის სკო­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ვის და­უყ­ვია ეს სკო­ლე­ბი ტი­პე­ბად, ასე­ვე გვაქვს ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბი. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის სას­წავ­ლო გეგ­მა  და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი­სა­გან, ისი­ნი ჯე­რაც 2006-11 წლის სას­წავ­ლო გეგ­მით სწავ­ლო­ბენ და არ აქვთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. ამ სკო­ლებ­თან ჩვენ უკ­ვე გვაქვს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი. იგი­ვეა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბი­სას — მოქ­მე­დებს კვო­ტი­რე­ბის სის­ტე­მა. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი გვაქვს მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც — ისი­ნი სა­ბა­ზო და­ფი­ნან­სე­ბით ფი­ნან­ს­დე­ბი­ან, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი სკო­ლე­ბი ვა­უ­ჩე­რუ­ლი სის­ტე­მით. რო­გორც ხე­დავთ, აქაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მაა და, გარ­და ამი­სა, თო­თო­ე­უ­ლი კა­ტე­გო­რია იშ­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა კა­ტე­გო­რი­ე­ბად, რომ­ლე­ბიც  ასე­ვე გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან. რო­გორც ვხე­დავთ, ეს სის­ტე­მაც მოქ­მე­დებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. გარ­და ამი­სა, მუ­შა­ობს მთის სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მაც. მთის კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლე­ბი იღე­ბენ სხვა სა­ხის შე­ღა­ვა­თებ­სა თუ და­ფი­ნან­სე­ბას. გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე ასე­თი ტი­პო­ლო­გი­აც გვაქვს და მიდ­გო­მე­ბიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია, ყო­ველ­გ­ვა­რი სპე­ცი­ფი­კუ­რი და­ყო­ფის გა­რე­შე, რომ­ლის გაშ­ლაც უფ­რო მე­ტად შე­იძ­ლე­ბა და არა მხო­ლოდ და­ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­მედ მარ­თ­ვის, დი­რექ­ტო­რე­ბის და­ნიშ­ვ­ნი­სა და ა.შ. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, სკო­ლას და­ვარ­ქ­ვათ წამ­ყ­ვა­ნი ან  ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა სა­ხელ­დე­ბე­ბის ან იარ­ლი­ყე­ბის მი­წე­ბე­ბის გა­რე­შეც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ ეს არ იყო გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს იდეა და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა იყო ასე ნაჩ­ქა­რე­ვად კა­ნონ­ში აუცი­ლე­ბე­ლი.
შე­იძ­ლე­ბა ამ ცვლი­ლე­ბა­ზე აქ­ცენ­ტის გა­და­ტა­ნით სხვა, არა­ნაკ­ლებ პრობ­ლე­მა­ტუ­რი, ცვლი­ლე­ბე­ბის გა­და­ფარ­ვა მოხ­და, მა­გა­ლი­თად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის წე­სის შეც­ვ­ლა. ახა­ლი წე­სის თა­ნახ­მად, მი­ნისტრს პირ­და­პირ მი­ე­ნი­ჭა უფ­ლე­ბა, დის­კ­რე­ცი­ის წე­სით მი­ა­ნი­ჭოს რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გრი­ფი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ გა­მომ­ცემ­ლებ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­გორც ჩანს, ვერ შედ­გა და 2017 წელს სკო­ლებ­ში ძვე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შეც­ვ­ლა კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ დგას. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ვერ­სია არ იქ­ნე­ბა. სას­წ­რა­ფოდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მაა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რაც სკო­ლე­ბის ტი­პე­ბად და­ყო­ფით გა­და­ი­ფა­რა და ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კითხი მის გარ­შე­მო ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟ­ში ჩა­ი­კარ­გა. მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა, კერ­ძო სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბაა. ძა­ლი­ან კარ­გია, თუ­კი კერ­ძო სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს სა­მი­ნის­ტ­რო და, სა­ჯა­რო სკო­ლებ­თან ერ­თად, ამა­საც შეძ­ლებს. მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი კერ­ძო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა უნ­და იყოს, რა­მაც ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­საც უნ­და შე­ეწყოს ხე­ლი. კერ­ძო სექ­ტო­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, საკ­მა­ოდ და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნია და ვერ იძ­ლე­ვა ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბას. თა­ვის­თა­ვად, კერ­ძო სკო­ლებ­ზე რამ­დე­ნი­მე სკო­ლის მა­გა­ლით­ზე არ უნ­და ვიმ­ს­ჯე­ლოთ. პირ­ველ რიგ­ში, რე­ა­ლუ­რად უნ­და ამუ­შავ­დეს კერ­ძო სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი —  მშობ­ლის არ­ჩე­ვა­ნი. კერ­ძო სკო­ლა ვა­უ­ჩე­რუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით  ფი­ნან­ს­დე­ბა, მაგ­რამ 300 ლა­რი არ აძ­ლევს მშო­ბელს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას, რად­გა­ნაც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით ძვი­რი ღირს, და­ახ­ლო­ე­ბით, 5000 ლა­რი. ამ­დე­ნად, ასე­თი სკო­ლა მშობ­ლის­თ­ვის მა­ინც ხელ­მი­უწ­ვ­დო­მე­ლია. ერ­თი მხრივ, კერ­ძო სკო­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რუ­ლი სის­ტე­მით და­ფი­ნან­სე­ბა  და­მა­ტე­ბი­თი ფუ­ლის გა­დაყ­რაა, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, 300 ლა­რი არა­საკ­მა­რი­სია პა­ტა­რა სკო­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. გა­მო­დის, ვერც მშობ­ლის არ­ჩევ­ნის მო­დე­ლი მუ­შა­ობს ასე­თი და­ფი­ნან­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, ამი­ტომ სის­ტე­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა­ზე ფიქ­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი  ცვლი­ლე­ბას,  რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტ­რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, უფ­ლე­ბა მის­ცა სა­მი­ნის­ტ­რო­სა და მთავ­რო­ბას, მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, და­მა­ტე­ბი­თი თან­ხა გა­მო­უ­ყოს რო­მე­ლი­მე კერ­ძო სკო­ლას. ჩე­მი აზ­რით, მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის ქვეშ სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი რის­კის შემ­ც­ვე­ლია, რად­გან არ არის ცნო­ბი­ლი, რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მოხ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა ან რა პროგ­რა­მებ­ზეა სა­უ­ბა­რი. მა­შინ რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში 230-240  კერ­ძო სკო­ლა გვაქვს, ეჭ­ვი ჩნდე­ბა,  რა მი­ზე­ზით ხდე­ბა ამ სკო­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა და ასე­თი მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მით უმე­ტეს, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ პრე­ცე­დენტს, რო­ცა სა­მი­ნის­ტ­რომ 250 ათა­სი ლა­რით და­ა­ფი­ნან­სა სა­პატ­რი­არ­ქოს ერთ-ერ­თი პან­სი­ო­ნი. არა­და,  სა­პატ­რი­არ­ქოს სკო­ლე­ბის საკ­მა­ოდ დი­დი ნა­წი­ლი იმ კერ­ძო სკო­ლე­ბის რიგ­შია, სა­დაც სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­თან, ისე რო­გორც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­თან და სას­წავ­ლო გეგ­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი კითხ­ვის ნიშ­ნე­ბი გვაქვს. შე­საძ­ლოა, სწო­რედ ეს იყოს ამ­გ­ვა­რი ტი­პის და­ფი­ნან­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, თუმ­ცა, და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით არ ვი­ცი და ამი­ტომ  ბრალს ვე­რა­ვის დავ­დებ, მაგ­რამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ეს ჩა­ნა­წე­რი ნამ­დ­ვი­ლად აჩენს. ერ­თი რამ ცხა­დია, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რა პრინ­ცი­პით მოხ­დე­ბა 240 კერ­ძო სკო­ლის და­ფი­ნან­სე­ბა მიზ­ნობ­რი­ვი პროგ­რა­მე­ბით და ბუნ­დო­ვა­ნია, რამ­დე­ნად სა­მარ­თ­ლი­ა­ნად .
ირი­ნა  ხან­თა­ძე, კო­ა­ლი­ცია „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის“ თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: პირ­ველ რიგ­ში, ვიტყ­ვი იმას, რომ ამ პრო­ცესს ბრენ­დი­რე­ბას ვერ და­ვარ­ქ­მევთ, რად­გან სიტყ­ვა ბრენ­დი­რე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად  მხო­ლოდ სა­ხელ­დე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში იყო ნახ­სე­ნე­ბი.  უმ­ჯო­ბე­სია თუ ვიტყ­ვით, რომ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სკო­ლე­ბის ტი­პე­ბად და­ყო­ფა და არა ბრენ­დი­რე­ბა.  გარ­და ამი­სა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვთქვათ ისიც, რომ ეს და­ყო­ფა არ გუ­ლის­ხ­მობს კარგ და ცუდ სკო­ლე­ბად და­ყო­ფას, არა­მედ გუ­ლის­ხ­მობს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის სკო­ლე­ბის­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მოდ­გო­მე­ბის გან­საზღ­ვ­რას. ამი­ტომ, მიდ­გო­მა, რომ ეს სკო­ლა ცუ­დია  და ამ კონ­კ­რე­ტულ კა­ტე­გო­რი­ა­ში მოხ­ვ­დე­ბა, ხო­ლო  ის კარ­გი სკო­ლაა და  სხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია არც სწო­რია და არც არ­სე­ბობს მსგავ­სი ჩა­ნა­ფიქ­რი, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩვენ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს. ვმო­ნა­წი­ლე­ობთ გარ­კ­ვე­ულ დის­კუ­სი­ებ­შიც და ასე­თი ხედ­ვა არ­სად მოგ­ვის­მე­ნია. ამ­დე­ნად, ვფიქ­რობ, უნ­და გა­მოვ­რიცხოთ სკო­ლე­ბის კარგ და ცუდ კა­ტე­გო­რი­ე­ბად და­ყო­ფის პრინ­ცი­პი. 
სკო­ლე­ბის ტი­პე­ბად და­ყო­ფა ან გარ­კ­ვე­ულ ტი­პე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და გან­საზღ­ვ­რა იმ შემ­თხ­ვე­ვა­შია კარ­გი, თუ­კი სკო­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან ამო­ვა, გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა  გან­მას­ხ­ვა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი და კონ­ტექ­ს­ტე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლას აქვს, ასე­ვე რა რე­სურ­სებს ფლობს და ამის შემ­დ­გომ გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა სკო­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად  გან­ვი­თა­რე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რი ფორ­მე­ბი, რო­მე­ლიც  გა­აძ­ლი­ე­რებს და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს სკო­ლას, თუნ­დაც, მარ­თ­ვის მხრივ.  სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის,  კონ­ტექ­ს­ტის ან სხვა­დას­ხ­ვა ვი­თა­რე­ბა­ში არ­სე­ბულ სკო­ლებს ერ­თ­ნა­ი­რად თუ მი­ვუდ­გე­ბით, სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო შე­დეგს მი­ვი­ღებთ. იმე­დი გვაქვს, რომ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, რაც კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, და­სა­ბა­მია იმი­სა, რომ სწო­რედ ასე­თი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი გაჩ­ნ­დე­ბა სკო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და მათ მარ­თ­ვა­შიც. მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე,  ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი, რა კრი­ტე­რი­უ­მებს და­ვეყ­რ­დ­ნო­ბით და რა სტრა­ტე­გი­ებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ სკო­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამა­ზე ბევ­რი რა­მაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პრინ­ციპ­ში, რაც დღეს გვაქვს სა­ხე­ზე, მსგავ­სი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია და ბევ­რი კონ­კ­რე­ტუ­ლი რამ არის მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი და გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ამი­ტომ იმის თქმა,  რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ხვალ, გა­მი­ჭირ­დე­ბა, ვიტყ­ვი მხო­ლოდ იმას,  რომ სწო­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა პრინ­ცი­პუ­ლად მი­სა­ღე­ბია, ჩვენ ამ პო­ლი­ტი­კა­სა და ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე დი­დი ხა­ნია ვსა­უბ­რობთ.
სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზეც, რომ სკო­ლე­ბის ტი­პე­ბად და­ყო­ფით გარ­კ­ვულ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას არ ჰქონ­დეს ად­გი­ლი. ჩვენ­თ­ვის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ დის­კ­რი­მი­ნა­ცია მოს­წავ­ლის დო­ნე­ზე არ ხდე­ბო­დეს და  ნე­ბის­მი­ერ ბავშვს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში იღებს გა­ნათ­ლე­ბას, თა­ნაბ­რად ჰქონ­დეს წვდო­მა  ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ეს რე­ფორ­მაც (თუ­კი ასე და­ვარ­ქ­მევთ) უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოფ­დეს იმას, რომ მოს­წავ­ლე­ებს ყვე­ლა სკო­ლა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ჰქონ­დეთ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც მთა­ვა­რია,  შე­ეძ­ლოთ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და  გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის დი­ნა­მი­კით გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ნამ­დ­ვი­ლად არ ვფიქ­რობ, რომ დღეს ყვე­ლა სკო­ლას თა­ნა­ბა­რი ხა­რის­ხის ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბა შე­უძ­ლია, ამი­ტომ უპირ­ვე­ლეს ამო­ცა­ნად უნ­და იქ­ცეს ზრუნ­ვა იმა­ზე, რომ გა­ი­ზარ­დოს  და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბის ხა­რის­ხი. ეს ვერ მოხ­დე­ბა, თუ სწო­რი დი­აგ­ნო­ზი არ დავ­ს­ვით, სწო­რი კონ­ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რი ანა­ლი­ზი არ გა­ვა­კე­თეთ და იქ, სა­დაც სა­ჭი­როა, ადეკ­ვა­ტუ­რი ინ­ტერ­ვენ­ცია არ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. თუ ყვე­ლა სკო­ლას ერ­თ­ნა­ი­რად მო­ვექ­ცე­ვით, ამით  იმ სკო­ლებ­საც და­ვა­ზა­რა­ლებთ, სა­დაც უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა და ვერც იმ სკო­ლებს და­ვეხ­მა­რე­ბით, სა­დაც შე­და­რე­ბით ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ამი­ტომ აუცი­ლე­ბე­ლია ისე­თი პო­ლი­ტი­კის  შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც  სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბებს გა­მო­ავ­ლენს. თუმ­ცა, გეტყ­ვით, რომ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი ვე­რაფ­რით ვერ იქ­ნე­ბა იმის გან­საზღ­ვ­რა, რო­გორ მო­ვექ­ცე­ვით სკო­ლას მი­სი სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც ის არის დის­კ­რი­მი­ნა­ცია, კონ­კ­რე­ტულ სკო­ლას მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მივ­ცეთ იმის­თ­ვის, რომ დაგ­ვი­დას­ტუ­როს, გარ­კ­ვე­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს, ვიდ­რე სხვა სკო­ლებს (თა­ვი­დან შე­საძ­ლოა, მათ  ცო­ტა ნაკ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სივ­რ­ცე მივ­ცეთ). დის­კ­რი­მი­ნა­ცია იქ­ნე­ბა ის, რომ არა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ ამ კუთხით და ყვე­ლა­ფე­რი ისე გაგ­რ­ძელ­დეს, რო­გორც დღეს არის. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ის უნ­და იყოს, იღე­ბენ თუ არა ბავ­შ­ვე­ბი იმ სკო­ლა­ში შე­სა­ბა­მის გა­ნათ­ლე­ბას.
რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სკო­ლებს, სა­დაც რე­სურ­სე­ბის სიმ­წი­რეა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სჭირ­დე­ბათ მხარ­და­ჭე­რა. სა­ხელ­მ­წი­ფო, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მო­დე­ლის თვალ­საზ­რი­სით, პირ­ველ ნა­ბი­ჯებს დგამს და ამი­ტო­მაც, ამ ცვლი­ლე­ბას გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორც ინ­ს­ტ­რუ­მენტს იმი­სათ­ვის, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ყვე­ლა სკო­ლა იყოს ისე­თი, რო­გო­რიც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას სურს და რო­მელ­ზეც დღეს ვოც­ნე­ბობთ. ამი­ტო­მაც ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას უფ­რო ჩა­რე­ვის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტად გან­ვი­ხი­ლავთ და არა რა­ღაც დაშ­ტამ­პ­ვი­სა და სკო­ლე­ბის­თ­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი ნი­შის მი­ჩე­ნის ან იარ­ლი­ყის მი­კე­რე­ბის პრო­ცე­სად. ძა­ლი­ან ბევ­რი იქ­ნე­ბა იმა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ მო­დელს მი­ვი­ღებთ რე­ა­ლუ­რად, შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი რამ კი­დევ გა­სა­კე­თე­ბე­ლია. იმე­დია, უკე­თე­სო­ბის­კენ იქ­ნე­ბა გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი, თუ, რა თქმა უნ­და, გო­ნივ­რუ­ლად გა­ვაგ­რ­ძ­ელებთ ცვლი­ლე­ბებს.

25-28(942)N