გამოდის 1998 წლიდან
2017-01-19
სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თა­დი სი­ახ­ლე­ე­ბი

 

 

ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მთავ­რო­ბის წევ­რებს, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, სა­ერ­თა­შო­რი­სო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­აც­ნო.
შეხ­ვედ­რა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრე­ზენ­ტა­ცია გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა სფე­როს მო­ი­ცავ­და:

ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა
პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბა­ში და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მა­საღ­წე­ვად აუცი­ლე­ბე­ლია სკო­ლა გახ­დეს უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და თა­ნა­მედ­რო­ვე, ამაღ­ლ­დეს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი, მო­ზარ­დებს გა­ნუ­ვი­თარ­დეთ კრი­ტი­კუ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბა. ამ მი­ზანს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, სწავ­ლა/სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. სკო­ლის ცოდ­ნით სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე­ე­ბი უმაღ­ლეს­ში რე­პე­ტი­ტო­რის გა­რე­შე ჩა­ა­ბა­რე­ბენ.
სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე ამოქ­მედ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი — სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ  სკო­ლას, კლასს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე გახ­ს­ნას გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი ტი­პის კლა­სე­ბი, რა­საც სა­ხელ­მ­წი­ფო სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სებს.
სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი იქ­ნე­ბა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და მოს­წავ­ლე­ე­ბის ასაკ­ზე მორ­გე­ბუ­ლი. ასე­თი მიდ­გო­მა სრუ­ლად იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დებ­ში კრი­ტი­კუ­ლი, ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
შე­იქ­მ­ნე­ბა ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი და მა­თი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი.
და­იხ­ვე­წე­ბა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი სქე­მა, რო­მე­ლიც პე­და­გო­გებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის, არ­სე­ბუ­ლი უნა­რე­ბი­სა და ცოდ­ნის უკეთ წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს.
მო­ტი­ვი­რე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს, სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბათ.
იმი­სათ­ვის, რომ მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა გა­ი­ზარ­დოს ჯან­მ­რ­თე­ლი და გან­ვი­თარ­დეს ჰარ­მო­ნი­უ­ლად, სკო­ლებ­ში მე­ტი სპორ­ტი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი და­ი­ნერ­გე­ბა, ამოქ­მედ­დე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სპორ­ტუ­ლი წრე­ე­ბი, სის­ტე­მა­ტუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა შე­ჯიბ­რე­ბე­ბი. ამას­თან, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ექ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გ­ში სა­კუ­თა­რი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლებ­ში ამოქ­მედ­დე­ბა სა­ხე­ლოვ­ნე­ბო წრე­ე­ბი, ჩა­ტარ­დე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბი. გაგ­რ­ძელ­დე­ბა სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და რე­მონ­ტი.
ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვით მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გახ­დე­ბა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი.
ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სწრა­ფი ინ­ტერ­ნე­ტით.
უცხო­ელ პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით შე­მუ­შავ­და მსოფ­ლიო დო­ნის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის პლატ­ფორ­მა. სკო­ლა­ში, უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სწავ­ლა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი კი ამაღ­ლ­დე­ბა.

პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და­საქ­მე­ბის ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა ხდე­ბა და დღეს სწო­რედ პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­ში შე­ძე­ნი­ლი პრო­ფე­სი­ე­ბია ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი დამ­საქ­მებ­ლე­ბის მხრი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი ყვე­ლა ასა­კის მო­ქა­ლა­ქეს, სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით, მრა­ვალ­ფე­რო­ვან სას­წავ­ლო პროგ­რა­მას შეს­თა­ვა­ზებს, მათ შო­რის დუ­ა­ლურ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას. სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი — დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბის დი­დი ნა­წი­ლი სა­წარ­მო­ში წა­რი­მარ­თე­ბა და სტუ­დენ­ტი, სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, მუ­შა­ო­ბას შეძ­ლებს. პრო­ცეს­ში დამ­საქ­მებ­ლე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი და სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის მი­ნი­მა­ლუ­რი ანაზღა­უ­რე­ბაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია. კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი და­ე­უფ­ლე­ბა შრო­მის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნად პრო­ფე­სი­ას და ად­ვი­ლად და­საქ­მ­დე­ბა.
და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე სწავ­ლის პრინ­ცი­პი. ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ეცო­დი­ნე­ბათ, რომ აქვთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის ან/და პრო­ფე­სი­ის შეც­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და არა­სო­დეს შე­ე­შინ­დე­ბათ ხვა­ლინ­დე­ლი დღის და ბა­ზარ­ზე გა­ჩე­ნი­ლი ახა­ლი მოთხოვ­ნე­ბის.
პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ამოქ­მედ­და და მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­ეძ­ლე­ბათ, სახ­ლ­თან ახ­ლოს და­ე­უფ­ლონ ახალ პრო­ფე­სი­ებს, რაც კი­დევ უფ­რო შე­უწყობს ხელს ქვე­ყა­ნა­ში ინ­დუს­ტ­რი­ი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ამ­ჟა­მად, ქვე­ყა­ნა­ში 37 პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.
გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა — შე­დე­გად, სა­ბა­ზო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე პი­რი, რო­მელ­საც აქვს პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯის დიპ­ლო­მი, შეძ­ლებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ბა­რე­ბას.

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა
იმი­სათ­ვის, რომ გა­ნათ­ლე­ბა და ეკო­ნო­მი­კა მჭიდ­როდ და­უ­კავ­შირ­დეს ერ­თ­მა­ნეთს, სა­ხელ­მ­წი­ფო და­საქ­მე­ბა­ზე და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ უმაღ­ლეს გა­ნათ­ლე­ბას შეს­თა­ვა­ზებს სტუ­დენ­ტებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მო­ამ­ზა­დე­ბენ იმ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც სჭირ­დე­ბა წარ­მო­ე­ბას, მშე­ნებ­ლო­ბას, ბიზ­ნესს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, პო­ლი­ტი­კას, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორს, სპორ­ტულ, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო, აკა­დე­მი­ურ და სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებს. ამას­თან, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­ს­დე­ბა ის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც დამ­საქ­მებ­ლე­ბის მხრი­დან დი­დია მოთხოვ­ნა. სა­უ­კე­თე­სო ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის დიპ­ლო­მებს მი­ი­ღე­ბენ.
სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვა ინ­ტეგ­რირ­დე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან.
შე­მუ­შავ­და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტი­ა­ნი სის­ტე­მა.
ყვე­ლა პრო­ფე­სორს ექ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­მეც­ნი­ე­რო ელექ­ტ­რო­ნულ ბა­ზებ­ზე წვდო­მა.
უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და კვლე­ვით ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ში და­იწყო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო და სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი.
ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის მოქ­მე­დებს სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა. სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით, მოხ­დე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა.

მეც­ნი­ე­რე­ბა
სა­ქარ­თ­ვე­ლო გახ­დე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის, ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და დსთ-ს რე­გი­ო­ნის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კვლე­ვის ცენ­ტ­რი. ამ გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხელს შე­უწყობს ქუ­თა­ი­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ახა­ლი პრო­ექ­ტი — „ის­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, კერ­ძო და სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, ამოქ­მედ­დე­ბა უცხო­ე­ნო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბი, შე­დე­გად მე­ტი უცხო­ე­ლი ის­წავ­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მეტ ქარ­თ­ველ მეც­ნი­ერს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩა­ერ­თოს სა­ერ­თა­შო­რი­სო გაც­ვ­ლით პროგ­რა­მებ­ში. შე­მუ­შავ­დე­ბა ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რე­ბის, ისე­ვე რო­გორც საზღ­ვარ­გა­რეთ მყო­ფი ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მე­ბი. გაგ­რ­ძელ­დე­ბა და გაღ­რ­მავ­დე­ბა „ჰო­რი­ზონ­ტი 2020“-თან და სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა. „ჰო­რი­ზონ­ტი 2020“ პროგ­რა­მის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ასო­ცი­რე­ბუ­ლი წევ­რო­ბა ქარ­თ­ველ მეც­ნი­ე­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვებ­ში ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.
მოხ­დე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცია — ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ე­რებს/გა­მომ­გო­ნებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მა­თი მიგ­ნე­ბე­ბი კო­მერ­ცი­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბე­ბად აქ­ცი­ონ. ეს მიდ­გო­მა ხელს შე­უ­ყობს საზღ­ვარ­გა­რეთ მო­მუ­შა­ვე ქარ­თ­ვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, რაც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა: „ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი. პირ­ვე­ლი — სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტ­რო პირ­ვე­ლად და­იწყებს მუ­შა­ო­ბას.
სკო­ლა­ში ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გვექ­ნე­ბა, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი და თვი­თონ გაკ­ვე­თი­ლის ფორ­მა­ტი შე­იც­ვ­ლე­ბა. უკ­ვე გვაქვს ახა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბისთვის და შემ­დ­გომ­ში კი­დევ მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი. პე­და­გო­გე­ბის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე გვინ­და ვი­მუ­შა­ოთ.
უმაღ­ლეს­ში უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის შე­მოყ­ვა­ნა­ზე გა­დაგ­ვაქვს აქ­ცენ­ტი, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ა­ზე, გვინ­და, ქარ­თულ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია მი­ი­ღონ. 1-2 თვე­ში სტუ­დენ­ტ­თა და­ფი­ნან­სე­ბის ახალ სქე­მას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის­თ­ვის და მე­რე უკ­ვე, შე­სა­ბა­მი­სად, დამ­ტ­კიც­დე­ბა. ეს სქე­მა გვინ­და, რომ მიბ­მუ­ლი იყოს აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზე — ვინც კარ­გად სწავ­ლობს, მე­ტად და­ვა­ფი­ნან­სოთ და ვინც ცუ­დად სწავ­ლობს, ასე­თე­ბი არ და­ვა­ფი­ნან­სოთ.
პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის წლე­ვან­დე­ლი „მო­სა­ვა­ლი“, ასე ვთქვათ, 10 000 სტუ­დენ­ტია, მო­მა­ვალ წელს იმე­დი მაქვს, რომ შევ­ძ­ლებთ 15 000 მო­ვი­ზი­დოთ პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში, გავ­ზარ­დოთ მი­სი პო­პუ­ლა­რო­ბა. კა­ნო­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ უკ­ვე შექ­მ­ნი­ლია და და­სამ­ტ­კი­ცე­ბე­ლია. თვი­სობ­რი­ვად ახ­ლე­ბუ­რი კა­ნო­ნია და ესეც ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.
„ჰო­რი­ზონ­ტი 2020“ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვაა იმ გა­გე­ბით, რომ ჩვენ წელს გავ­წევ­რი­ან­დით, მაგ­რამ ეს გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ფორ­მა­ლუ­რი არ დარ­ჩა, „ჰო­რი­ზონ­ტი­დან“ უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვარ ევ­რო­ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ე­რო პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თ­ვის. ფაქ­ტობ­რი­ვად, რა ინ­ვეს­ტი­ცი­აც გა­ა­კე­თა ქვე­ყა­ნამ, უკ­ვე ამო­ღე­ბუ­ლია და შემ­დ­გომ წლებ­ში კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა და­ფი­ნან­სე­ბა.
გრძელ­დე­ბა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მო­დერ­ნი­ზე­ბა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ყვე­ლა ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რა­საც აქამ­დე ვა­კე­თებ­დით, მო­მა­ვალ წლებ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა.“

მა­რი­ამ ჯა­ში, პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვის დე­ტა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი — ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ნათ­ლე­ბის თი­თო­ე­ულ სა­ფე­ხურ­ზე და მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით იქ­ნე­ბა ხელ­შეწყო­ბი­ლი მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი, რა თქმა უნ­და, კეთ­დე­ბა რო­გორც ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე, ასე­ვე და­საქ­მე­ბის კუთხით შე­სა­ბა­მი­სი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მომ­დევ­ნო ოთხ­წ­ლი­ა­ნი გეგ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.
ასე­ვე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი თე­მაა სა­მეც­ნი­ე­რო პო­ტენ­ცი­ა­ლის ზრდა. ჩვენ სულ ახ­ლა­ხან მო­ვახ­დი­ნეთ „ჰო­რი­ზონტ 2020“-ის ჩარ­ჩო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც უდი­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს ჩვენს მეც­ნი­ე­რებს. ვფიქ­რობ, არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, დღეს არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შეწყო­ბა პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია და, რა თქმა უნ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი პროგ­რა­მე­ბი­დან.“

თე­ო­ნა ხუ­ფე­ნია, შო­თა მეს­ხი­ას სა­ხე­ლო­ბის ზუგ­დი­დის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი: „ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა 2017 წე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და არა მხო­ლოდ ერ­თი, არა­მედ სხვა­დას­ხ­ვა სა­ფე­ხუ­რის გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არის ის სივ­რ­ცე, სა­დაც ერ­თ­დ­რო­უ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა — პრო­ფე­სი­უ­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გიაა უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში ეს არის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია, რაც ნამ­დ­ვი­ლად სწო­რი გზაა ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის­კენ, ხო­ლო პრო­ფე­სი­ულ ნა­წილ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო დუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა. ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დუ­ა­ლუ­რი, სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, უკ­ვე გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც დაგ­ვიგ­როვ­და და შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს მარ­თ­ლაც სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. რე­ა­ლურ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, და არა სი­მუ­ლა­ცი­ის გა­რე­მო­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რამ­დე­ნა­დაც, სწავ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­ვე და­საქ­მე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი.“

25-28(942)N