გამოდის 1998 წლიდან
2017-02-02
სა­ხეც­ვ­ლი­ლი სქე­მის დე­ტა­ლე­ბი

მას­წავ­ლე­ბელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში მთე­ლი რი­გი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და. პირ­ველ რიგ­ში, სქე­მა აღარ მო­ი­ცავს კა­რი­ე­რის შეწყ­ვე­ტის ნა­წილს და ერთ დად­გე­ნი­ლე­ბად გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გა­ცი­ლე­ბით იოლად აღ­ქ­მა­დი გახ­და. სა­ხეც­ვ­ლი­ლი სქე­მა მას­წავ­ლებ­ლებს მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და არ­ჩე­ვანს აძ­ლევს და­გეგ­მონ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა და აიმაღ­ლონ კვა­ლი­ფი­კა­ცია.
რა კონ­კ­რე­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და სქე­მა­ში, რა მი­მარ­თუ­ლე­­ბებ­ზე გა­კეთ­და აქ­ცენ­ტე­ბი, როგორ იმუშავებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგროვების ახალი მექანიზმი  და რის სა­ფუძ­ველ­ზე გახ­და მრა­­ვალ­ფე­რო­ვა­ნი — ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი

— სა­პი­ლო­ტე წლის შემ­დეგ სქე­მა­ში ბევ­რი ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და, რამ გა­ა­ჩი­ნა ეს სა­ჭი­რო­ე­ბა?
— ძა­ლი­ან მოკ­ლედ შე­ვა­ჯა­მებ, რა გა­კეთ­და აქამ­დე — ამ წლი­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მას შემ­დეგ, რაც სქე­მა ყვე­ლა სკო­ლა­ში შე­ვი­და და სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და, სკო­ლებს მი­ვა­წო­დეთ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და შე­ვე­ცა­დეთ, 9 წე­სად და ერთ დად­გე­ნი­ლე­ბად გა­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი მათ­თ­ვის გა­სა­გე­ბი გაგ­ვე­ხა­და. და­ი­წე­რა ორი გზამ­კ­ვ­ლე­ვი, ჩა­ვა­ტა­რეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი­სათ­ვის — ტრე­ნინ­გე­ბი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ენებ­ზე ითარ­გ­მ­ნა, მათ­თ­ვი­საც ითარ­გ­მ­ნა ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი და მომ­ზად­და რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი, ისე ტრე­ნინ­გე­ბი; კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც დამ­ტ­კიც­და, ალ­ბათ, სქე­მის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და მსხვი­ლი ნა­წი­ლი იყო, ისი­ნი მას­წავ­ლებ­ლებს აძ­ლევ­დ­ნენ ორი­ენ­ტირს, თუ რა მო­ეთხო­ვე­ბო­დათ. იმის გა­მო, რომ პირ­ველი წე­ლი სა­პი­ლო­ტე იყო, უნ­და გა­მოგ­ვე­ცა­და, რო­გორ მუ­შა­ობ­და სქე­მა, პრო­ცე­დუ­რე­ბი და კრი­ტე­რი­უ­მე­ბი. მას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­წყო­ბა რომ გაგ­ვე­გო, მსოფ­ლი­ო ბან­კის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, ჩა­ტარ­და კვლე­ვა, რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცა, გაგ­ვე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა გან­ვ­ლი­ლი წე­ლი და გვე­ფიქ­რა, რა ცვლი­ლე­ბე­ბი შეგ­ვე­ტა­ნა სქე­მა­ში. საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი აღ­მოჩ­ნ­და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი პრო­ცე­სი. კვლე­ვა პრე­ზენ­ტა­ტი­უ­ლი იყო, 180 სკო­ლა იქ­ნა შერ­ჩე­უ­ლი, ჩა­ტარ­და 11 ფო­კუს­ჯ­გუ­ფი, ექ­ს­პერ­ტებ­თან და მას­წავ­ლებ­ლებ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. მი­ვი­ღეთ დი­დი მა­სა­ლა რო­გორც რა­ო­დე­ნობ­რი­ვი, ისე თვი­სებ­რი­ვი მო­ნა­ცე­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამის გარ­და, გა­ა­ნა­ლიზ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი­დან თუ ტრე­ნინ­გე­ბი­დან, ტრე­ნე­რე­ბის, ასე­ვე ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი უკუ­კავ­ში­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მხო­ლოდ ჩვე­ნი ცენ­ტ­რი არ არის სქე­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, მი­სი უწყე­ბე­ბი და სსი­პ-ე­ბი. მა­თაც რე­გუ­ლა­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი აქვთ სკო­ლებ­თან, გარ­კ­ვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აქე­და­ნაც მი­ვი­ღეთ. ყვე­ლა­ფე­რი ეს რომ შე­ჯამ­და, მომ­ზად­და ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო კო­მი­სი­ამ გა­ნი­ხი­ლა, 24 იან­ვარს კი მთავ­რო­ბამ მო­ი­წო­ნა და, შე­სა­ბა­მი­სად, ძა­ლა­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბე­ბი.

— რა არის ის ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რა­მაც სქე­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ბევ­რად უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი გა­ხა­და?
— ცვლი­ლე­ბე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და არა­ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბას შე­ე­ხო. მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მას უს­ვამ­დ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზს, პირ­ველ რიგ­ში იმას, რომ, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, შეზღუ­დუ­ლი იყო აქ­ტი­ვო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც ისი­ნი სკო­ლებ­ში, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, მაგ­რამ ამ აქ­ტი­ვო­ბებ­ში კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი არ ენი­ჭე­ბო­დათ, რა­საც უსა­მარ­თ­ლოდ მი­იჩ­ნევ­დ­ნენ. ამ კუთხით ვი­მუ­შა­ვეთ და არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა ავ­სა­ხეთ სქე­მა­ში სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, და­ყო­ფი­ლია ოთხ ნა­წი­ლად: მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, სას­წავ­ლო-სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი, კლას­გა­რე­შე აქ­ტი­ვო­ბე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ცვლი­ლე­ბა, რად­გა­ნაც წრე­ებ­სა და კლუ­ბებ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მარ­თ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა და მიმ­დი­ნა­რე პრაქ­ტი­კა აქვთ (სა­ერ­თოდ, სკო­ლა არ უნ­და იყოს მხო­ლოდ გაკ­ვე­თი­ლი­დან გაკ­ვე­თი­ლამ­დე პრო­ცე­სი, სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა ბევ­რად უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვან შე­საძ­ლებ­ლო­ბებს უნ­და სთა­ვა­ზობ­დეს მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­შიც ისი­ნი ინ­ტე­რე­სის მი­ხედ­ვით უნ­და ჩა­ერ­თონ), ამი­ტო­მაც, ეს ნა­წი­ლიც აისა­ხა და მე­ოთხე მი­მარ­თუ­ლე­ბაა მას­წავ­ლებ­ლებს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი მხარ­დამ­ჭე­რი მე­ქა­ნიზ­მია სკო­ლის ბა­ზა­ზე პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. რად­გან შე­საძ­ლოა, გა­რე­დან ყო­ველ­თ­ვის დრო­უ­ლად ვერ აღ­მო­უ­ჩი­ნონ დახ­მა­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, ამი­ტო­მაც სკო­ლა­ში უნ­და იყოს კო­ლე­გის მხარ­და­ჭე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სწო­რედ ამ მიზ­ნით, სქე­მა­ში წარ­მო­ჩე­ნი­ლია ეს ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბა. გარ­და ამი­სა, სქე­მის ერთ-ერ­თი ნაკ­ლი ის იყო, რომ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ებ­თან მო­მუ­შა­ვე პე­და­გო­გე­ბი თა­ვი­ანთ თავს სქე­მა­ში ვერ ხე­დავ­დ­ნენ. ასე­ვე სპორ­ტის, მუ­სი­კის მას­წავ­ლებ­ლებ­საც ჰქონ­დათ გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სქე­მა არ აძ­ლევ­დათ მათ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ა­ნო­ბის სრუ­ლად წარ­მო­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, არც მა­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­და­დი­ო­და კრე­დიტ­ქუ­ლებ­ში. ახ­ლა სქე­მა­ში შე­ტა­ნი­ლია მა­თი სპე­ცი­ფი­კი­დან და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ და­აგ­რო­ვონ კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი და და­წი­ნა­ურ­დ­ნენ კი­დე­ვაც. შე­მო­ვი­ტა­ნეთ, ასე­ვე, სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა — არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბს ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლი­სას, ყო­ველ დო­ნე­ზე, გარ­კ­ვე­უ­ლი კრე­დიტ­ქუ­ლა მი­ე­ნი­ჭე­ბათ. ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სრულ­ფა­სოვ­ნად ინ­ტეგ­რი­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი. სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არ­ცოდ­ნა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სე­რი­ო­ზუ­ლი ბა­რი­ე­რია. სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შეს­წავ­ლის სტი­მუ­ლი­რე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მათ, თა­ვი­სუფ­ლად ჩა­ერ­თონ ნე­ბის­მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბა­ში, რაც მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გვაქვს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი. ეს ცვლი­ლე­ბა კი ერ­თ­გ­ვა­რი წა­ხა­ლი­სე­ბა იქ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რომ მო­მა­ვალ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.
ეს არის აქ­ტი­ვო­ბე­ბის ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ე­მა­ტა მას­წავ­ლე­ბელს. კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მი­ნის­ტ­რის­გან წა­მო­ვი­და, აქ­ტი­ვო­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი კომ­პო­ნენ­ტია, რა­საც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მას­წავ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა ის არ შე­დის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­მა თა­ვად უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს პე­და­გო­გის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი.

— ეს რაც შე­ე­ხე­ბა აქ­ტი­ვო­ბებს, მაგ­რამ სი­ახ­ლე­ე­ბია სხვა გა­რე მე­ქა­ნიზ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც...
— მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო საგ­ნის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა. თვი­თონ ტერ­მინ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო ვნე­ბა­თა­ღელ­ვა და მსჯე­ლო­ბა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით მოხ­დე­ბა — საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მას­წავ­ლებ­ლებს, საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის გარ­და, პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­დას­ტუ­რე­ბაც მო­უ­წევთ. მას­წავ­ლებ­ლებს შე­ა­ფა­სებს შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი. წელს, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სქე­მა­ში ცვლი­ლე­ბებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა, ზამ­თ­რის გა­მოც­და არ ჩა­ტარ­და, ზაფხუ­ლის­თ­ვის კი და­ი­გეგ­მა ორი­ვე გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა, მო­მა­ვალ­ში, ვნა­ხოთ, რო­გორ იქ­ნე­ბა.

— გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­ნე­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან, გა­მოც­და­ზე ბა­რი­ე­რის მოხ­ს­ნამ გა­მო­იწ­ვია. რო­გო­რი იქ­ნე­ბა კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბის მე­ქა­ნიზ­მი?
— ად­რე, თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლი 60%-ს და ნაკ­ლებს და­აგ­რო­ვებ­და, ჩაჭ­რი­ლად ით­ვ­ლე­ბო­და, ხო­ლო 61%-დან ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხუ­ლად ეთ­ვ­ლე­ბო­და და 10 კრე­დიტ­ქუ­ლას მო­ი­პო­ვებ­და. ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­რი­ე­რი გა­უქ­მ­და, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ აღარ გვე­ყო­ლე­ბა გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ამის ნაც­ვ­ლად, შე­მო­ვა დაგ­რო­ვე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მი, რაც იმას გუ­ლის­ხ­მობს, რომ მას­წავ­ლე­ბელს კრე­დიტ­ქუ­ლა მი­ე­ნი­ე­ჭე­ბა იმ პრო­ცენ­ტის მი­ხედ­ვით, რა­საც კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბი­სას მო­ი­პო­ვებს.
კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე იმუ­შა­ვა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა, მათ გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბი და, სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, კრე­დი­ტე­ბი ასე გა­ნა­წილ­დე­ბა: ერ­თი კრე­დიტ­ქუ­ლა — 31-დან 41 პრო­ცენ­ტამ­დე, ოთხი კრე­დიტ­ქუ­ლა — 41-დან 51 პრო­ცენ­ტად­მე, 51-დან 61-მდე — 7, ხო­ლო 61-დან ზე­ვით — 10 კრე­დიტ­ქუ­ლა. კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის ერ­თ­ნა­ი­რი პრინ­ცი­პი იმუ­შა­ვებს ორი­ვე გა­მოც­და­ზე. ამ­დე­ნად, მას­წავ­ლე­ბელს იმის მი­ხედ­ვით მო­უ­წევს და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, თუ რამ­დენ ქუ­ლას მო­აგ­რო­ვებს გა­მოც­დებ­ზე. თუ ჯა­მუ­რად მას 15 კრე­დიტ­ქუ­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი და­უგ­როვ­დე­ბა, მა­შინ მო­უ­წევს და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­ავ­სოს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი (კი­დევ ერ­თი ნი­უ­ან­სი — ჯა­მუ­რად პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს 19 კრე­დიტ­ქუ­ლა სჭირ­დე­ბა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, სა­ი­და­ნაც 4 კრე­დიტ­ქუ­ლა მან უნ­და მო­ი­პო­ვოს ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბით, რო­მელ­საც შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი აკ­ვირ­დე­ბა და აფა­სებს). პრაქ­ტი­კო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის აქ­ტი­ვო­ბე­ბიც და­ყო­ფი­ლია საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. პე­და­გო­გი კრე­დიტ­ქუ­ლებს და­აგ­რო­ვებს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა.

— 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინ­გე­ბი ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ნაც­ვ­ლ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დით თუ ისევ რჩე­ბა კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბის ერთ-ერთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად?
— ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ჩა­ნაც­ვ­ლე­ბუ­ლა, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია, ხო­ლო 5-კრე­დი­ტი­ა­ნი ტრე­ნინ­გით პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს კვლავ აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ი­პო­ვოს და­მა­ტე­ბი­თი კრე­დი­ტე­ბი, ანუ ეს რჩე­ბა კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბის კი­დევ ერთ სა­შუ­ა­ლე­ბად იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც საგ­ნის გა­მოც­და წარ­მა­ტე­ბით ჰქონ­დათ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი.

— შე­ე­ხო თუ არა ცვლი­ლე­ბა 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მებს?
— ამ კუთხით არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა, 60-კრე­დი­ტი­ა­ნი კურ­სი ჩვე­უ­ლებ­რივ ჩა­ით­ვ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლის ერთ-ერთ გზად, შე­სა­ბა­მი­სად, კურ­სის წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლებს, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით შე­ვიდ­ნენ სკო­ლა­ში ვა­კან­სი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში. სა­მო­მავ­ლოდ კი, საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის ნა­წი­ლი სქე­მა­ში აღარ იქ­ნე­ბა და და­რე­გუ­ლირ­დე­ბა სხვა დო­კუ­მენ­ტით, ხო­ლო სქე­მას ექ­ნე­ბა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის კომ­პო­ნენ­ტე­ბი და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი. ამის შე­სა­ხებ მზად­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­გორ უნ­და მოხ­დეს პრო­ფე­სი­ა­ში შეს­ვ­ლა, რაც სა­სურ­ვე­ლია, უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დეს და ეს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გზა არ უნ­და გუ­ლის­ხ­მობ­დეს ხა­რის­ხის დაბ­ლა და­წე­ვას. სწო­რედ ამა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს მსჯე­ლო­ბა — ვის უნ­და მი­ე­ცეს სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის უფ­ლე­ბა. ალ­ბათ, ეს სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო დო­ნე­ზე და­რე­გუ­ლირ­დე­ბა.

— გა­რე და ში­და შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ისევ სა­ვალ­დებ­ლო დარ­ჩა, თუმ­ცა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­რე შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კი­დან ვი­დე­ო­გაკ­ვე­თი­ლე­ბი ამო­ღე­ბუ­ლია. რო­გორ მოხ­დე­ბა შე­ფა­სე­ბა და ვინ შე­ა­ფა­სებს მას­წავ­ლებ­ლებს?
— ში­და შე­ფა­სე­ბი­სას მას­წავ­ლე­ბელს, ჩვე­უ­ლებ­რივ, ში­და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი აფა­სებს, რო­გორც ად­რე იყო გან­საზღ­ვ­რუ­ლი. ში­და და გა­რე სა­გაკ­ვე­თი­ლო შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის ერ­თი და იგი­ვე კრი­ტე­რი­უ­მე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რად­გან კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი კარგ გაკ­ვე­თი­ლად დარ­ჩე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მას ვინ­მე ეს­წ­რე­ბა თუ არა. ამით მას­წავ­ლებ­ლებ­საც გა­უ­ად­ვილ­დე­ბათ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის უკეთ გა­აზ­რე­ბა და ერ­თ­ნა­ი­რად იმუ­შა­ვებს სა­კუ­თარ თავ­ზე, ში­და და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის. ში­და შე­ფა­სე­ბას, რო­გორც გითხა­რით სკო­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი ჩა­ა­ტა­რებს, ხო­ლო გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წესს მი­ნის­ტ­რი ამ­ტ­კი­ცებს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ვი­დე­ო­დაკ­ვირ­ვე­ბის ფორ­მა­ტი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არაა, რად­გან საკ­მა­ოდ ერ­თაზ­რო­ვა­ნი იყო უკუ­კავ­ში­რი და, ძი­რი­თა­დად, ნე­გა­ტი­უ­რი. ამი­ტო­მაც ვი­დე­ო­დაკ­ვირ­ვე­ბა, ამ ეტაპ­ზე, არ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. გაკ­ვე­თილს და­ეს­წ­რე­ბა გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი და ში­და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლიც. რე­გის­ტ­რა­ცია წი­ნას­წარ მოხ­დე­ბა. კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა სწო­რედ ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ, უახ­ლო­ეს პერ­ი­ოდ­ში წე­სიც დამ­ტ­კიც­დე­ბა. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა ამ სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­იწყე­ბა.

— ვინ იქ­ნე­ბი­ან გა­რე­დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბი?
— გა­რე დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ირ­ჩე­ვი­ან და გა­დამ­ზად­დე­ბი­ან. მათ აუცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბათ დარ­გობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და ასე­ვე, იქ­ნე­ბი­ან ეფექ­ტუ­რი კო­მუ­ნი­კა­ტო­რე­ბი, ასერ­ტუ­ლე­ბი, რომ მა­თი შე­ფა­სე­ბა მა­ღა­ლი ობი­ექ­ტუ­რო­ბის ხა­რის­ხით გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს.

— მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო კრე­დიტ­ქუ­ლებს მო­აგ­რო­ვებს, შემ­დეგ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­სას­ვ­ლე­ლად რა­ი­მე პრობ­ლე­მა შე­ექ­მ­ნას ან მო­უ­წი­ოს ლო­დი­ნი უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად?
— მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბი­სა და დაგ­რო­ვე­ბუ­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი სტა­ტუ­სის ცვლი­ლე­ბა­ზე შე­ი­მუ­შა­ვებს წი­ნა­და­დე­ბას და, სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, გად­მო­აგ­ზავ­ნის ცენ­ტ­რ­ში. ცენ­ტ­რი, წარ­მოდ­გე­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გან­ხილ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ.

— სა­ხეც­ვ­ლი­ლი სქე­მის მი­ხედ­ვით, სკო­ლებს მე­ტი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და­ე­კის­რათ, რად­გან მი­ე­ცათ უფ­ლე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბით, მი­ა­ნი­ჭონ მას­წავ­ლებ­ლებს კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი. რო­გო­რი იქ­ნე­ბა ობი­ექ­ტუ­რო­ბის ხა­რის­ხი და რო­გორ გა­არ­თ­მე­ვენ ამას სკო­ლე­ბი თავს?
— გეტყ­ვით, რას ვგეგ­მავთ იმის­თ­ვის, რომ სკო­ლებ­მა ეს შეძ­ლონ. შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­ში 20 ათა­სამ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მე­სა­მე­დი შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რია. მა­თი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის გაზ­რ­და ნიშ­ნავს, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სკო­ლებ­ში უკეთ წა­რი­მარ­თე­ბა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, არა მხო­ლოდ ამ მას­წავ­ლებ­ლებს ავუ­მაღ­ლოთ კვა­ლი­ფი­კა­ცია, არა­მედ შემ­დეგ მათ­ვე იზ­რუ­ნონ ამ ცოდ­ნის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ზე სკო­ლებ­ში და ამით და­ეხ­მა­რონ კო­ლე­გებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში, რაც, მთლი­ა­ნო­ბა­ში შეც­ვ­ლის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რისხს. ამის­თ­ვის ჩვენ ვგეგ­მავთ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნოთ დი­დი დო­ზით, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბაა და ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა­ში ტრე­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბა დრო­ში გა­ი­წე­ლე­ბა. ამ­დე­ნად,  ჩვენ კვლა­ვაც გვექ­ნე­ბა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გზამ­კ­ვ­ლე­ვის სა­ხით, ამას­თა­ნა­ვე, თი­თო­ე­ულ კრი­ტე­რი­უმ­თან და აქ­ტი­ვო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დავ­ნერ­გავთ ახალ ფორ­მატს, ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს, ასე­ვე მოვ­სინ­ჯავთ სხვა­დას­ხ­ვა ვე­ბი­ნა­რებს, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან და შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბი ონ­ლა­ინ­კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­ივ­ლი­ან. გარ­და ამი­სა, იგეგ­მე­ბა პი­რის­პირ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც ჩვე­ნი ტრე­ნე­რე­ბი ჩა­ა­ტა­რე­ბენ რე­გი­ო­ნებ­ში. რა თქმა უნ­და, ში­და და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის ჩა­ვა­ტა­რებთ პი­რის­პირ ტრე­ნინ­გებს, ეს ცო­ტა უფ­რო მსხვი­ლი კომ­პო­ნენ­ტია და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა სტა­ტუ­სის მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის, ამას სჭირ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მაც და ვვა­რა­უ­დობთ, რომ მე­ტი ძა­ლის­ხ­მე­ვა და გან­მარ­ტე­ბაც სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა. და­ნარ­ჩენ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე კი, ვი­დე­ო­მი­მარ­თ­ვე­ბი, კონ­სულ­ტი­რე­ბა, ვე­ბი­ნა­რე­ბი, ვფიქ­რობთ, ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, რად­გან შე­საძ­ლოა ტრე­ნინ­გის შემ­დეგ გარ­კ­ვე­უ­ლი დრო გა­ვი­დეს და მას­წავ­ლე­ბელს რა­ღაც მი­ა­ვიწყ­დეს. მა­გა­ლი­თად, ტრე­ნინ­გი საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ თუ ჩა­ტარ­და თე­ბერ­ვალ­ში და შე­ფა­სე­ბა ივ­ნის­ში უნ­და მოხ­დეს, ამ პე­რი­ოდ­ში ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა მი­ვიწყე­ბას შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს. ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცია მათ სა­უ­შა­ლე­ბას მის­ცემს, გა­იხ­სე­ნონ ყვე­ლა­ფე­რი უშუ­ა­ლოდ შე­ფა­სე­ბის დად­გო­მი­სას. ჩვენ მხარ­და­ჭე­რას გა­ვუ­წევთ სკო­ლებს, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებს და ვფიქ­რობ, ეს ცოდ­ნა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წა­ად­გე­ბა სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ობი­ექ­ტუ­რო­ბას, ეს, პირ­ველ რიგ­ში, სკო­ლე­ბის  ინ­ტე­რეს­შია და, რა თქმა უნ­და, ჩვენც გვაქვს მო­ნი­ტო­რინ­გი, რომ­ლი­თაც შერ­ჩე­ვი­თად ვაკ­ვირ­დე­ბით შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის მუ­შა­ო­ბას.

— სა­ერ­თო ჯამ­ში, სა­ხეც­ვ­ლილ­მა დო­კუ­მენ­ტ­მა გა­უ­ი­ო­ლა მას­წავ­ლებ­ლებს საქ­მე?
— პირ­ველ რიგ­ში, გა­ამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ ის, რაც პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია და მას­წავ­ლე­ბელს მივ­ცეთ სწო­რი ორი­ენ­ტი­რი მათ­და­მი მო­ლო­დი­ნე­ბის შე­სა­ხებ, რა მოთხოვ­ნებს უყე­ნე­ბენ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვი­სას. მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს ორი­ენ­ტი­რე­ბი სქე­მა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით ვაჩ­ვე­ნეთ. ასე­ვე უნ­და ით­ქ­ვას, რომ გზე­ბი, სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, და­გეგ­მ­ვა მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის უფ­რო მოქ­ნი­ლი გავ­ხა­დეთ.
სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ცვლი­ლე­ბე­ბით გა­მარ­ტივ­და დო­კუ­მენ­ტის აღ­ქ­მა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხ­ვა წე­სებ­ში უნ­და გვე­ძებ­ნა. ახ­ლა მხო­ლოდ 68-ე დად­გე­ნი­ლე­ბის წა­კითხ­ვის შემ­დ­გომ სრულ­ფა­სო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა გექ­მ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სად­მი წა­ყე­ნე­ბულ მო­თ­ხოვ­ნებ­ზე.

ესა­უბ­რა
ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N