გამოდის 1998 წლიდან
2017-02-16
თავისუფალი გაკვეთილები — მეტი შესაძლებლობა ფიზკულტურის მასწავლებლებისთვის


ირაკლი თავაძე

ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რის შემ­დეგ, სკო­ლებ­ში სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა­მაც მო­ი­ცა­ლა. მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით, დაშ­ვე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლებს ეთ­მო­ბა, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტ­რო, ოთხ ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.
პრობ­ლე­მა რომ აქ­ტუ­ა­ლუ­რია და სკო­ლებ­ში სპორ­ტის, ფიზ­კულ­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ბევრს არა­ფერს ცვლის, ამა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის ქვე­მო­მოყ­ვა­ნი­ლი კო­მენ­ტა­რიც და­გარ­წ­მუ­ნებთ, თუმ­ცა გა­ნა მარ­ტო სკო­ლებ­ში, ზო­გა­დად, მო­ზარდ თა­ო­ბა­ში ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია.
„ყვე­ლა კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ 2-7%-ია ჩარ­თუ­ლი რე­გუ­ლა­რულ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ში, ეს ტრა­გე­დიაა — ბავშ­ვე­ბის 93-98% არა­ნა­ირ რე­გუ­ლა­რულ ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი არ არის. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ რე­გი­ო­ნებ­ში ბავ­შ­ვი ისე­დაც აქ­ტი­უ­რია ქა­ლა­ქელ ბავ­შ­ვ­თან შე­და­რე­ბით. თბი­ლი­სის სკო­ლებ­ში სპორ­ტულ წრე­ებ­ზე მე­ტი ბავ­შ­ვი და­დის, რად­გან აქ მე­ტი ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა ამის­თ­ვის. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა ის, რომ ბავ­შ­ვე­ბი მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არ არიან სპორ­ტულ თა­მა­შებს. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბის ძი­რი­თა­დი სა­ბა­ბი სა­თა­ნა­დო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის არარ­სე­ბო­ბაა. სკო­ლებ­ში ამ­ბო­ბენ, რომ არ აქვთ დარ­ბა­ზი, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ არ­სე­ბობს ბევ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რომ­ლის და­ნერ­გ­ვა დარ­ბა­ზის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა.“
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გო­რია ფიზ­კულ­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი სა­ა­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ას­პექ­ტი სკო­ლებ­ში და ძი­რი­თა­დად,   რა ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი პი­რო­ბე­ბი არ­სე­ბობს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. მი­ნისტ­რი ამ­ბობს, რომ მის­თ­ვის მთა­ვა­რი სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბა­ში ბავ­შ­ვე­ბის და­ბა­ლი ჩარ­თუ­ლო­ბაა და არა სა­ა­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ას­პექ­ტი. მი­ზე­ზი კი სხვად­ს­ხ­ვაგ­ვა­რია, მათ შო­რის, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი  სკო­ლებ­ში სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბის არარ­სე­ბო­ბაა. თუმ­ცა, არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­გორც მი­ნის­ტ­რი ამ­ბობს, რო­ცა დარ­ბა­ზის ნაც­ვ­ლად, სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლე­ბი საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში ტარ­დე­ბა, ეს სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბაა. „ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ ყვე­ლა სკო­ლას აუცი­ლებ­ლად ჰქონ­დეს სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი. სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტის­ტი­კაა — დავ­თ­ვა­ლეთ და გვჭირ­დე­ბა 830 მი­ლი­ო­ნი ლა­რი იმის­თ­ვის, რომ ვი­საც გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლი აქვს სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, გა­ვუ­რე­მონ­ტოთ და ვი­საც არ აქვს, ავუ­შე­ნოთ — და­ახ­ლო­ე­ბით 300 ათა­სი სა­რე­მონ­ტო­დაა სა­ჭი­რო, ხო­ლო 530 მი­ლი­ო­ნი — ასა­შე­ნებ­ლად. დი­რექ­ტო­რებს ვაფ­რ­თხი­ლებთ, რომ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ არა იმას, ტარ­დე­ბა თუ არა სპორ­ტის გაკ­ვე­თი­ლი, არა­მედ რამ­დე­ნა­დაა ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა ბავ­შ­ვი აქ­ტი­ვო­ბა­ში. თუ კა­ლათ­ბურთს ითა­მა­შებს, მა­გა­ლი­თად, ხუ­თი და არა ოცი­ვე ბაშ­ვი, ეს არ ით­ვ­ლე­ბა კარ­გად ჩა­ტა­რე­ბულ გაკ­ვე­თი­ლად. ზოგ სკო­ლა­ში შე­და­რე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა — ზუს­ტად იმა­ვე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით გა­ცი­ლე­ბით მეტს ახერ­ხე­ბენ, ვიდ­რე სხვა სკო­ლე­ბი.“
აღ­მოჩ­ნ­და, რომ სპორ­ტის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში ტრე­ნინ­გე­ბი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის, სწო­რედ ამის გა­მო, სა­მი­ნის­ტ­რო ფიზ­კულ­ტუ­რის ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს (მთლი­ა­ნო­ბა­ში 60 ათა­სი პე­და­გო­გია, აქე­დან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ათა­სია ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი), რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში, სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბით, გა­და­ამ­ზა­დებს. „შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი ვართ ოთხ ფე­დე­რა­ცი­ას­თან — ფეხ­ბურ­თის, ფრენ­ბურ­თის, ხელ­ბურ­თი­სა და რაგ­ბის. ახ­ლა ოთხი ძი­რი­თა­დი პარ­ტ­ნი­ო­რი გვყავს, თუმ­ცა, ეს არა­ნი­რად არ გა­მო­რიცხავს სხვა ფე­დე­რა­ცი­ე­ბის ჩარ­თ­ვას. ძი­რი­თად აქ­ცენტს, არ­ჩე­ვი­სას, არაძ­ვი­რადღი­რე­ბულ სპორ­ტულ სა­ხე­ო­ბებ­ზე ვა­კე­თებთ, ვერ ვირ­ჩევთ ისეთ სა­ხე­ო­ბებს, რა­საც ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა სჭირ­დე­ბა ან არ არის მა­სობ­რი­ვი. მა­გა­ლი­თად, ჩოგ­ბურ­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სპორ­ტია, თუმ­ცა, სკო­ლა­ში, სა­დაც 700 მოს­წავ­ლეა, რო­გორ უნ­და ჩავ­რ­თოთ შვი­და­სი­ვე, ჩვენ გვჭირ­დე­ბა გუნ­დუ­რი თა­მა­შე­ბი, თა­ნაც ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც აქვს გან­შ­ტო­ე­ბა თა­მა­შე­ბი.
ეს ოთხი ფე­დე­რა­ცია მო­ამ­ზა­დებს მას­წავ­ლებ­ლებს, მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით აღი­ჭურ­ვე­ბა სკო­ლე­ბი, ჩვე­ნი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბით — ტრე­ნინ­გებს ფე­დე­რა­ცია და­ა­ფი­ნან­სებს, ინ­ვენ­ტარს ერ­თად და­ვა­ფი­ნან­სებთ. ფე­დე­რა­ცი­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რომ ბურ­თი ღირ­დეს ძა­ლი­ან იაფი, ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფთ, რომ ეს იაფი­ა­ნი ბურ­თი ვი­ყი­დოთ. ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი ერთ თვე­ში და­იწყე­ბა, რა თქმა უნ­და, გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბის მხრივ შეზღუდ­ვა იქ­ნე­ბა, მარ­ტ­ში ყვე­ლა ვერ გა­დამ­ზად­დე­ბა, ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ზა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რ­დე­ბა. სკო­ლა მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას — ფრენ­ბურთს თა­მა­შობს, რაგ­ბის, ფეხ­ბურთს თუ ხელ­ბურთს და ფე­დე­რა­ცი­ე­ბი ამის მი­ხედ­ვით გა­და­ამ­ზა­დე­ბენ მას­წავ­ლებ­ლებს.“
მარ­თა­ლია, პრი­ო­რი­ტე­ტი, ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბაა და ამ პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­ერ­თ­ვე­ბა ყვე­ლა, ვინც გა­დამ­ზა­დე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა — ასა­კიც უწყობს ხელს და ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბაც. თუმ­ცა, მთე­ლი ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხურს ბარ­დე­ბა და ის იქ­ნე­ბა სპორ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან­და­ტუ­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბაც იგეგ­მე­ბა.  „მან­და­ტუ­რე­ბი გვინ­და ჩავ­რ­თოთ მსა­ჯის, ხელ­შემ­წყო­ბის თუ წამ­ხა­ლი­სებ­ლის დო­ნე­ზე. სწავ­ლე­ბის უფ­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი, რა თქმა უნ­და, სკო­ლის პე­და­გოგს ექ­ნე­ბა“ — გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რ­მა.
ფიზ­კულ­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის  გან­სა­კუთ­რე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლის მო­დე­ლი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­მე­ლიც, და­ნარ­ჩე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით (რომ­ლებ­საც კვი­რა­ში ერ­თი სა­ა­თი ეთ­მო­ბა), სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბას 2 სა­ა­თი და­ეთ­მო­ბა.   
„თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი კვი­რა­ში ორი სა­ა­თი ფიზ­კულ­ტუ­რის უკ­ვე არ­სე­ბულ სა­ა­თებს და­ე­მა­ტე­ბა.  წელს აქ­ცენტს ვა­კე­თებთ მეშ­ვი­დე-მერ­ვე კლა­სებ­ზე. იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ წელს, ორ­ჯერ მე­ტი ფუ­ლი გვექ­ნე­ბა ამ საქ­მის­თ­ვის და, შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ ორ კლასს და­ვა­მა­ტებთ. თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის აქ­ტი­ვო­ბა სქე­მა­ში კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით შე­ფას­დე­ბა.“
თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სკო­ლე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას, ფი­ნან­სუ­რი ინე­ტერ­სე­ბის ხარ­ჯ­ზე, უფ­რო მე­ტად ზრდის, რად­გან ერ­თი სა­ა­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლის, მათ შო­რის სპორ­ტის, გუ­ლის­ხ­მობს 8 ლარს — ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­ში მი­მა­ვალს, 8 ლარს — პე­და­გოგ­თან და 8 ლარს — ინ­ვენ­ტარ­ში, ანუ თუ სკო­ლა 40 სა­ათს ატა­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, 320 ლა­რი ინ­ვენ­ტა­რის­თ­ვის ექ­ნე­ბა, 320 ლა­რი — მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის და 320 — ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის.
რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ორი სა­ა­თი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს ეთ­მო­ბა, მაგ­რამ სუ­ლაც არ არის აუცი­ლე­ბე­ლი ეს მხო­ლოდ სპორ­ტი იყოს, შე­იძ­ლე­ბა გაკ­ვე­თი­ლი ჯან­საღ კვე­ბას, გა­სე­ირ­ნე­ბას ან სხვა მსგავს აქ­ტი­ვო­ბას მი­ეძღ­ვ­ნას. 
რო­გორ ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან ფე­დე­რა­ცი­ე­ბი მი­ნის­ტ­რის მი­ერ ინი­ცი­რე­ბულ სი­ახ­ლე­ში და რა დო­ზით გა­ნი­საზღ­ვე­ბა მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ამის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ კონ­ტ­რაქ­ტო­რი სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბი­დან რამ­დე­ნი­მეს.
ზუ­რაბ კა­კა­ბა­ძე, ხელ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი: „ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა. პრო­ექ­ტი დი­დი ხა­ნია, გვაქვს, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­შიც აქამ­დე აქ­ტი­უ­რად გვეხ­მა­რე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცია, რო­მელ­საც, ამ კუთხით, გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რა აქვს. მა­თი დახ­მა­რე­ბით ორ­ჯერ შევ­ძე­ლით სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის სე­მი­ნა­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით. ამას დი­დი ფი­ნან­სე­ბი სჭირ­დე­ბა და მე­რე ვერ შევ­ძე­ლით მი­სი გაგ­რ­ძე­ლე­ბა, მაგ­რამ მას­წავ­ლებ­ლებ­მა მი­ი­ღეს სა­ჭი­რო ცოდ­ნა-გა­ნათ­ლე­ბა. თუმ­ცა მიზ­ნად არ იყო და­სა­ხუ­ლი მხო­ლოდ ხელ­ბურ­თის სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა მომ­ზა­დე­ბა, სა­უ­ბა­რი იყო მოძ­რავ, მცი­რე თა­მა­შებ­ზე ბურ­თით, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და ფეხ­ბურ­თის თუ სხვა სა­ხე­ო­ბე­ბის ელე­მენ­ტებს, გათ­ვ­ლი­ლი იყო ზო­გა­დად სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე, რაც მე­რე, შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს სპორ­ტის და­ნარ­ჩენ სა­ხე­ო­ბებ­ზე. მა­გა­ლი­თად, მი­ზან­ში ზუს­ტი ტყორ­ც­ნა, სის­წ­რა­ფე, დრიბ­ლინ­გი, გუნ­დუ­რი თა­მა­ში.
თუმ­ცა, ინ­ვენ­ტა­რის და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მხრივ, ძა­ლი­ან რთუ­ლი ვი­თა­რე­ბაა. მით უფ­რო — ხელ­ბურ­თი დარ­ბა­ზის სპორ­ტია და სა­გან­გე­ბო ინ­ფ­რას­­ტ­რუქ­ტუ­რა სჭირ­დე­ბა. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, სა­მი­ნის­ტ­რო ფი­ნან­სურ დამ­ხა­რე­ბას კი გვპირ­დე­ბა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ისი­ნი უპი­რა­ტე­სო­ბას იაფ, და­ბალ­ხა­რის­ხი­ან და ერ­თ­ჯე­რად ბურ­თებს ანი­ჭე­ბენ. შე­იძ­ლე­ბა, ასეთ­მა ბურ­თ­მა ხელ­ბურ­თის თა­მა­შის სურ­ვი­ლიც კი და­უ­კარ­გოს, ხა­რის­ხი­ან­მა კი — პი­რი­ქით, გა­უღ­ვი­ვოს. ინ­ვენ­ტარს ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს და მე ვურ­ჩევ, აქ­ცენ­ტი ხა­რის­ხ­ზე გა­ა­კე­თონ. აგ­რეთ­ვე — მე­ტი ყუ­რადღე­ბა და­უთ­მონ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას, რად­გან აუცი­ლე­ბე­ლია, სკო­ლას ჰქონ­დეს ინ­ვენ­ტა­რი და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა. აგ­რეთ­ვე — ხელ­შეწყო­ბა და მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია. ბევ­რ­გან სხვა საგ­ნებს აქვთ მი­ერ­თე­ბუ­ლი ფიზ­კულ­ტუ­რის სა­ა­თი. შე­იძ­ლე­ბა, პი­როვ­ნუ­ლად კი იყოს მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ თვი­თონ სის­ტე­მაა წეს­რიგ­ში მო­საყ­ვა­ნი.
ჩვენ მზად ვართ, ჩა­ვერ­თოთ მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, რად­გან, რო­გორც უკ­ვე გითხა­რით, და­მო­უ­კი­დებ­ლად ამას ისე­დაც ვა­კე­თებ­დით. ძა­ლი­ან კარ­გია, ამ კუთხით, სა­მი­ნის­ტ­როც რომ ჩა­ერ­თო მუ­შა­ო­ბა­ში. ჩვენ გვაქვს ლი­ტე­რა­ტუ­რაც, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბიც, გვყავს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც და მზად ვართ, აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თოთ ამ პრო­ცეს­ში, იქ­ნე­ბა ეს მე­თო­დი­კა, სპე­ცი­ა­ლის­ტ­თა დახ­მა­რე­ბით სე­მი­ნა­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, შე­ჯიბ­რე­ბის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ნა­წი­ლი თუ სხვა. ძა­ლი­ან კარ­გია, სა­მი­ნის­ტ­რო რომ დაინტერესდა, თუმ­ცა ჯერ მხო­ლოდ სიტყ­ვი­ე­რი შე­თან­ხ­მე­ბაა. მაგ­რამ ვი­ცით, რომ მომ­ზა­დე­ბის, დახ­ვე­წის პრო­ცე­სი მი­დის და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყ­დე­ბა. რო­გორც ვი­ცი, სა­მი­ნის­ტ­როს სურ­ვი­ლია, მან­და­ტუ­რე­ბიც ჩა­ერ­თონ. სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მა­თი ჩარ­თ­ვა მარ­თ­ლაც კარ­გი იქ­ნე­ბა“.
ირაკ­ლი ჩა­ჩუა, ფრენ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი: „უკ­ვე ჩა­ვა­ტა­რეთ, და­ახ­ლო­ე­ბით, 50 სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სე­მი­ნა­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სპე­ცი­ა­ლის­ტის — ათა­ნა­სი­ოს პა­პა­დო­უ­ლი­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით. ამ პრო­ექ­ტის­თ­ვის უნ­და მო­ვამ­ზა­დოთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბის წიგ­ნი. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ მოგ­ვ­თხო­ვა 28 გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის გეგ­მა, რაც უკ­ვე მი­ვა­წო­დეთ, თუმ­ცა ეს პრო­ექ­ტი ჯერ კი­დევ და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია. 15 თე­ბერ­ვალს უნ­და გა­ი­მარ­თოს შეხ­ვედ­რა ამ ოთხ ფე­დე­რა­ცი­ას, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რო­ებს შო­რის, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბევ­რი რა­მ და­ზუს­ტ­დე­ბა.
სკო­ლე­ბის დარ­ბა­ზე­ბი, ძი­რი­თა­დად, შე­ე­სა­ბა­მე­ბა სტან­დარ­ტებს და იქ შე­იძ­ლე­ბა წვრთნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. სკო­ლებს ბა­დის და ბურ­თე­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, თუმ­ცა ჩვენც ვეხ­მა­რე­ბით. მა­გა­ლი­თად, თუ სად­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწვრთნე­ლია, მას ვა­ჯილ­დო­ებთ პრო­ფე­სი­უ­ლი ინ­ვენ­ტა­რით“.
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი სრუ­ლად იზი­ა­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც სკო­ლებ­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბას ით­ვა­ლი­სი­წი­ნებს და, სა­ჯა­რო სკო­ლებ­თან ერ­თად, სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას იწყებს. პირ­ვე­ლი ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა თბი­ლი­სის ¹55 სა­ჯა­რო სკო­ლის სპორ­ტის პე­და­გო­გებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს — კა­ლათ­ბურ­თ­ში ში­და სას­კო­ლო შე­ჯიბ­რი ჩა­ა­ტა­რეს, რო­მელ­შიც ჳხ, ხ და ხჳ კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ.
ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სა და ხელ­შეწყო­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი სკო­ლებ­ში სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ეტა­პობ­რი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს.

25-28(942)N