გამოდის 1998 წლიდან
2017-03-30
ამე­რი­კუ­ლი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბა


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩო­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მარ­ჯო­რი და ოლი­ვერ უორ­დ­რო­პე­ბის სა­ხე­ლო­ბის ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ახა­ლი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი — „American Film Showcase“ და­იწყო.
პრო­ექ­ტი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით, 40-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე ფილ­მე­ბი­სა და ანი­მა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ამე­რი­კულ კულ­ტუ­რა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნობს. თვე­ში ერ­თხელ, პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, ამე­რი­კე­ლი სტუ­მა­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი მო­ლი რი­ძინ­ს­კი წარ­მო­გიდ­გენთ თე­მა­ტურ ფილმს. ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, მკითხ­ვე­ლე­ბი­სა და მა­ყუ­რებ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, იმარ­თე­ბა დის­კუ­სია. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა რო­გორც მხატ­ვ­რუ­ლი, ისე დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი.
22 მარტს, პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ი­მარ­თა პირ­ვე­ლი ფილ­მის —  „Codeგirl“ ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ქალ­თა ის­ტო­რი­ის თე­მას ეძღ­ვ­ნე­ბა და მოგ­ვითხ­რობს გო­გო­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ­თა 80% მამ­რო­ბი­თი სქე­სი­საა. ფილ­მი მოგ­ვითხ­რობს 60 ქვე­ყა­ნა­ში, მოლ­დოვას სოფ­ლი­დან ბრა­ზი­ლი­ა­სა და ამე­რი­კის დე­და­ქა­ლა­ქე­ბამ­დე, მცხოვ­რე­ბი გო­გო­ნე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, აგ­რეთ­ვე, იმ პრო­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მა­თი გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.
მსოფ­ლი­ო­ში, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, უფ­როს­კ­ლა­სელ­თათ­ვის ტარ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის ავ­ტორ გო­გო­ნა­თა ჯგუ­ფე­ბის კონ­კურ­სი „Technovation Challenge“ (ტექ­ნო­ვა­ცი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვა), რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­დებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­მოს­ცა­დონ თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის აპ­ლი­კა­ცი­ის სა­კუ­თა­რი ვა­რი­ან­ტი შექ­მ­ნან. დი­დი ხა­ნი არ არის, რაც კონ­კურსს სა­ქარ­თ­ვე­ლოც შე­უ­ერ­თ­და. ყო­ველ წელს გო­გო­ნე­ბი, მსოფ­ლი­ოს მას­შ­ტა­ბით, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ კონ­კურ­ს­ში, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, ქმნი­ან ტე­ლე­ფო­ნის აპ­ლი­კა­ცი­ას რე­გი­ო­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. პრო­ექ­ტი „ტექ­ნო­ვა­ცი­უ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი“ მიზ­ნად ისა­ხავს გო­გო­ნე­ბის ხელ­შეწყო­ბას სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
მო­ლი რი­ძინ­ს­კი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ პრო­ექ­ტი „American Film Showcase“ ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ვიწყეთ. ჩვენ დაგ­ვი­კავ­შირ­და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი და გვთხო­ვა, ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი დაგ­ვეწყო. ჩვენ ეს პრო­ექ­ტი ამო­ვარ­ჩი­ეთ. „American Film Showcase“ ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს, ამე­რი­კის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის და სამ­ხ­რეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტია, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, ყო­ველ წელს, შეგ­ვიძ­ლია უახ­ლე­სი 50 წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფილ­მის ჩვე­ნე­ბა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­ში არა მხო­ლოდ ამ ფილ­მებს ვაჩ­ვე­ნებთ, არა­მედ მა­თი თე­მა­ტი­კის ირ­გ­ვ­ლი­ვაც ვსა­უბ­რობთ. ეს თე­მე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს ეხე­ბა.
ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბის გარ­და, პრო­ექ­ტი­ ქარ­თ­ვე­ლი რე­ჟი­სო­რე­ბის დახ­მა­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის ფესტივალთან და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­და კი­ნო­რე­ჟი­სო­რებს ეხ­მა­რე­ბა. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ ასეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ფეს­ტი­ვალ­თან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ.
რე­ჟი­სო­რე­ბის­თ­ვის ვაწყობთ ვორ­კ­შო­პებს, ვას­წავ­ლით უახ­ლე­სი ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბას და ამა­ვე ფილ­მებს სას­წავ­ლო მიზ­ნი­თაც ვი­ყე­ნებთ. ჩვე­ნე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნოთ თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გან­ვი­ხი­ლოთ მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბი, მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბი და გა­ვავ­ლოთ პა­რა­ლე­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით.
დღე­ი­სათ­ვის, ჩვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბია: ქალ­თა პრობ­ლე­მე­ბი, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, სი­ცოცხ­ლი­სა და გა­რე­მოს დაც­ვა, სიკ­ვ­დი­ლი­ა­ნო­ბა, ასე­ვე დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის თე­მა­ტი­კას. ამ თე­მებ­თან ერ­თად, გან­ვი­ხი­ლავთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ფილ­მი დაგ­ვეხ­მა­როს ამ კონ­ფ­ლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში.
ფილ­მის ჩვე­ნე­ბა­ზე დას­წ­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ რო­გორც სკო­ლის უფ­რო­სი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს, ისე სტუ­დენ­ტებს და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც კონ­კ­რე­ტუ­ლი თე­მე­ბი აინ­ტე­რე­სებთ, მოკ­ლედ, 14 წლის ასა­კი­დან ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს, მაგ­რამ არის თე­მე­ბი, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლია წი­ნა­აღ­მ­დე­გობ­რი­ვი სა­კითხე­ბი, რო­მე­ლიც ასაკ­თან მი­მარ­თე­ბა­ში სიფ­რ­თხი­ლე­საც მო­ითხოვს.
პირ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის­თ­ვის შე­ვარ­ჩი­ეთ ფილ­მი „Codeგirl“, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ძალ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლია. ეს ფილ­მი, გა­მოშ­ვე­ბის დღეს, გუგ­ლის სა­იტ­ზე იდო და ასე აღ­მო­ვაჩი­ნ­ეთ. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ოფი­ცე­რი ქორ­თ­ნი ოს­ტ­რი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­და ამ ფილ­მით და პროგ­რა­მა­ში ჩავ­რ­თეთ. ფილ­მ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, თუ რა რთუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში მუ­შა­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბის­თ­ვის არა იმი­ტომ, რომ ისი­ნი ტექ­ნი­კას ვერ სწავ­ლო­ბენ, არა­მედ იმი­ტომ, რომ ისი­ნი ქა­ლე­ბი არი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გო­გო­ნე­ბის ყვე­ლა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც კომ­პი­უ­ტე­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში მოღ­ვა­წე­ობს, რო­გორც წე­სი, წარ­მა­ტე­ბუ­ლია. ეს ფილ­მი შე­საძ­ლებ­ლო­ბას გაძ­ლევთ, გა­ეც­ნოთ, რო­გორ უხა­რი­ათ თა­ვად მო­ნა­წი­ლე­ებს ეს საქ­მი­ა­ნო­ბა, პრო­ექ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა.
ამ ფილ­მის ერთ-ერ­თი დი­დი მიღ­წე­ვა ისიც არის, რომ გა­სულ წელს, მი­სი  ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ, გო­გო­ნე­ბის გუნ­დ­მა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი­დან წარ­მო­ად­გი­ნა სა­კუ­თა­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი 2016 წლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ში და გა­ი­მარ­ჯ­ვა კი­დეც ისი­ნი ერთ-ერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­თა­მა­შო აპ­ლი­კა­ცი­ის ავ­ტო­რე­ბი არი­ან. ძალ­ზე მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, ეროვ­ნუ­ლ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან ერ­თად, ეს პრო­ექ­ტი რომ და­ვიწყეთ და მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ტი­კას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.“
მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი სამ­კითხ­ვე­ლო დარ­ბა­ზის კუ­რა­ტო­რი: „დი­დი მად­ლო­ბა ჩვე­ნი ახა­ლი პრო­ექ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბის­თ­ვის. ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა და ჩვე­ნი დარ­ბა­ზი ცდი­ლობს, პე­რი­ო­დუ­ლად, სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბი შეს­თა­ვა­ზოს ჩვენს მკითხ­ვე­ლებ­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს. რო­გორც იცით, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვეა, ინ­გ­ლი­სუ­რი ენის უფა­სო, საკ­ვი­რაო გაკ­ვე­თი­ლებს ვა­ტა­რებთ,  ბა­ტო­ნი ჯედ გურ­ლის ხელ­შეწყო­ბით.
შარ­შან­წინ, ერ­თი სე­მეს­ტ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვაჩ­ვე­ნებ­დით სხვა­დას­ხ­ვა ფილ­მებს, ახ­ლა კი გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ხელ­შეწყო­ბით, კი­დევ ერ­თი სა­სარ­გებ­ლო პრო­ექ­ტი დაგ­ვეწყო. ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს კულ­ტუ­რის ატა­შეს, დე­მი­ენ ვომ­პ­ლე­რი­სა და სა­ელ­ჩოს სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელმძღვანელის, ნა­ნა შუღ­ლა­ძის ხელ­შეწყო­ბით, და­­­ვიწყეთ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მკითხ­ვე­ლებ­სა და მა­ყუ­რებ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის უცხო პერ­ს­პექ­ტი­ვი­დან გა­აზ­რე­ბა­ში, ახა­ლი მე­თო­დე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში და სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც. მკითხ­ვე­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, თვი­თო­ნაც შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზონ თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც აინ­ტე­რე­სებთ. დღე­ვან­დელ­მა ფილ­მ­მა ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა, რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა გო­გო­ნე­ბის­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში მუ­შა­ო­ბა და სხვა მსგავ­სი სი­ახ­ლე­ე­ბი.
ასე რომ, თვე­ში ერ­თხელ, ვე­ლით ჩვენს მკითხ­ვე­ლებს ფილ­მის ჩვე­ნე­ბი­სა და შემ­დ­გო­მი დის­კუ­სი­ე­ბის­თ­ვის. დი­დი მად­ლო­ბა სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გე­ნელს, ქალ­ბა­ტონ მო­ლის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­თ­ვის.“
მომ­დევ­ნო ჩვე­ნე­ბა 19 აპ­რილს, 18:00 სა­ათ­ზე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის აუდი­ტო­რი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

25-28(942)N