გამოდის 1998 წლიდან
2017-03-30
გა­ა­მარ­თ­ლა თუ არა უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბმა


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის რე­გის­ტ­რა­ცია 31 მარტს დას­რულ­დე­ბა. ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 35 200-ზე მეტი აპლიკანტი. ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია ე.წ. უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­დევ უფ­რო დი­დი ინ­ტე­რე­სი მას შემ­დეგ მი­იპყ­რო, რაც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა მი­სი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ და­ა­ა­ნონ­სა. ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა ე.წ. უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ის მომ­ხ­რეა, რომ უფა­სო ფა­კულ­ტე­ტებ­ზე რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვო­ტა შემ­ცირ­დეს, თუმ­ცა, მი­ნის­ტ­რი უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის გა­უქ­მე­ბას გა­მო­რიცხავს.
მი­სი თქმით, გაჩ­ნ­დე­ბა მოთხოვ­ნა, რომ სტუ­დენ­ტ­მა გარ­კ­ვე­ულ დო­ნე­ზე ის­წავ­ლოს, რა­თა უფა­სო ფა­კულ­ტეტ­ზე ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. „სამ­წუ­ხა­როდ, ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბი, გარ­და იმ ხალ­ხი­სა, ვი­საც კონ­კ­რე­ტუ­ლად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნ­და პრო­ფე­სი­ის შე­ძე­ნა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვი­საც გახ­და ნავ­სა­ყუ­დე­ლი, ვინც სხვა­გან ვერ ჩა­ა­ბა­რა და მხო­ლოდ ამი­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა ამ ფა­კულ­ტე­ტე­ბის არ­ჩე­ვა. აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უფა­სო ფა­კულ­ტე­ტებ­ზე საკ­მა­ოდ და­ბა­ლია. ჩე­მი სურ­ვი­ლია, უფა­სო სწავ­ლა აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უფა­სო ფა­კულ­ტე­ტი კარ­გია იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ რე­ა­ლუ­რად სწავ­ლობ და იძენ პრო­ფე­სი­ას. მე ვარ მომ­ხ­რე, რომ რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კვო­ტე­ბი შემ­ცირ­დეს, უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის იდე­ას ვემ­ხ­რო­ბი.“
მი­ნის­ტ­რი არ გეგ­მავს სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას, პი­რი­ქით, აცხა­დებს, რომ: „სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს კი­დეც, მაგ­რამ თი­თო­ე­ულ­ზე უფა­სოდ სწავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ მხო­ლოდ იმ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად სწავ­ლო­ბენ და ნამ­დ­ვი­ლად დე­ბენ შე­დეგს.“
სულ რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ უმაღ­ლეს სა­გან­მან­თ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის გა­ცე­მის პროგ­რა­მა ამოქ­მედ­და.
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფი­ნან­სე­ბის გა­ცე­მის მი­ზა­ნი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, არის: ა) არ­სე­ბუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის მიზ­ნობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბის ხელ­შეწყო­ბა; ბ) ჰუ­მა­ნი­ტა­რულ, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო, სო­ცი­ა­ლურ, ტექ­ნი­კურ, აგ­რა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა და სხვა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ შე­მად­გე­ნელ ნა­წილ­თა, გან­ვი­თა­რე­ბა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბის ხელ­შეწყო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად; გ) სტუ­დენ­ტე­ბის ისე­თი პრო­ფე­სი­უ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ცოდ­ნი­სა და მეც­ნი­ე­რუ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ითხოვს; დ) სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კი­სა და მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბის ზრდა.
გა­სულ წელს, პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მი­ღე­ბა­ზე 8 სა­ხელ­მ­წი­ფო უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი: ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (1225), სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (1900), აკა­კი წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (970), ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (460), სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (200), თე­ლა­ვის სა­ხელ­მ­წ­ფიო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (230) და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (360). სა­ერ­თო ჯამ­ში,  გა­სულ წელს, სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, 21 პროგ­რა­მა (5655 ად­გი­ლი) და­ფი­ნან­ს­და, რის­თ­ვი­საც ბი­უ­ჯე­ტი­დან 13 მი­ლი­ო­ნი გა­მო­ი­ყო. ექ­ს­პერ­ტე­ბის ნა­წი­ლი მი­ნის­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას მი­ე­სალ­მე­ბა, გია ნო­დი­ამ ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტარ­ში გა­ნაცხა­და, რომ: „არა მარ­ტო შემ­ცი­რე­ბას, სა­ერ­თოდ გა­უქ­მე­ბას და­ვუ­ჭერ­დი მხარს, იმ პი­რო­ბით, რომ ეს თან­ხა ისევ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩა­ი­დოს, ოღონდ უფ­რო ყა­ი­რა­თი­ა­ნად“.
რა გახ­და უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის კვო­ტე­ბის შე­საძ­ლო შემ­ცი­რე­ბის მი­ზე­ზი და რას და­ეყ­რ­დ­ნო მი­ნის­ტ­რი ამ გან­ცხა­დე­ბი­სას? — ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მა­რი­ამ ჯა­ში ამ­ბობს, რომ: „სა­მი­ნის­ტ­როს აქვს კონ­კ­რე­ტუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა შე­დეგს არ გვაძ­ლევს რო­გორც დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის, ასე­ვე და­საქ­მე­ბის კუთხით. აბ­სო­ლუ­ტუ­რად რე­ზო­ნუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს არ­სე­ბუ­ლი სი­ის გა­და­ხედ­ვა.“

***
იქო­ნი­ებს თუ არა რა­ი­მე გავ­ლე­ნას აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მი­ერ გა­კე­თე­ბულ არ­ჩე­ვან­ზე უფა­სო ფა­კ­ულ­ტე­ტე­ბის კვო­ტის შემ­ცი­რე­ბა და იგეგ­მე­ბა თუ არა, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, სტუ­დენ­ტ­თა და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მის შეც­ვ­ლა, ამის შე­სა­ხებ  გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი:
— რე­გის­ტ­რა­ცია მშვი­დად მიმ­დი­ნა­რე­ობს და 31 მარტს დას­რულ­დე­ბა. დი­დი ალ­ბა­თო­ბით, წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 35 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბებს, თუმ­ცა ზუსტ ციფრს ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გეტყ­ვით, რად­გან, რო­გორც წე­სი, ბო­ლო დღე­ებ­ში რა­ო­დე­ნო­ბა დრა­მა­ტუ­ლად იც­ვ­ლე­ბა.
რე­გის­ტ­რა­ცია 31 მარტს შეწყ­დე­ბა და მსურ­ველს აღარ ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ი­ა­როს რე­გის­ტ­რა­ცია, ხო­ლო და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულს — შეც­ვა­ლოს ქა­ლა­ქი. და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ აბი­ტ­ური­ენტს შე­უძ­ლია და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლოს, 20 მა­ი­სის ჩათ­ვ­ლით საგ­ნის შეც­ვ­ლაც შე­უძ­ლი­ათ, სა­გა­მოც­დო ენის და, რა თქმა უნ­და, ფა­კულ­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ცვლი­ლე­ბის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა კი­დევ უფ­რო დიდ­ხანს აქვს.
არა­ნა­ი­რი ტრა­გე­დია იმა­ში არ არის, დღეს თუ არაა ცნო­ბი­ლი ზუს­ტად ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ ფი­ნან­ს­დე­ბა, რად­გან აბი­უტ­რი­ენ­ტებს ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა დიდ­ხანს აქვთ. უკე­თე­სი იყო თუ არა, რომ ად­რე სცოდ­ნო­დათ, რა თქმა უნ­და, ამა­ზე ორი აზ­რი არ არ­სე­ბობს. კარ­გია, რომ ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი და ორი წლით ად­რე დავ­გეგ­მოთ. ბუ­ნებ­რი­ვია, კარ­გი იქ­ნე­ბო­და ეს ინ­ფორ­მა­ცია უფ­რო ად­რე ჰქო­ნო­დათ, ვიდ­რე რე­გის­ტ­რა­ცია და­იწყე­ბო­და, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, სექ­ტემ­ბერ­ში რომ სცოდ­ნო­დათ. მაგ­რამ ამა­შიც ხომ არის ლო­გი­კა, რომ მთავ­რო­ბა ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ად­გენს პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს და იმა­შიც, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა ამის­თ­ვის. რო­ცა ე.წ. უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბი გა­მოცხად­და, რო­გორც გახ­სოვთ, სწო­რედ მა­შინ შევ­თა­ვა­ზეთ ჩვენ რე­გის­ტ­რა­ცი­ის ასე­თი მოქ­ნი­ლი პრო­ცე­სი, თო­რემ მა­ნამ­დე, წი­ნა წლებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი თვე იყო ამის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა აბი­ტუ­რი­ენტს ყვე­ლა არ­ჩე­ვა­ნი — ეს ეხე­ბო­და სა­განს, უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს, ფა­კულ­ტეტს და ა.შ. მე­რე ვე­რა­ფერს ვერ ცვლი­და. ახ­ლა ძა­ლი­ან დი­დი დრო აქვთ, რომ არ­ჩე­ვა­ნი შეც­ვა­ლონ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა მგო­ნია, რა­ი­მე პრობ­ლე­მა შე­იქ­მ­ნას იმით, რომ დღეს ზუს­ტად არ ვი­ცით ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. უფ­რო მეტ­საც გეტყ­ვით — რა თქმა უნ­და, რო­დე­საც უფა­სოდ ვსწავ­ლობ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, ეს ძა­ლი­ან კარ­გია და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემს არ­ჩე­ვან­ზე გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად მოქ­მე­დებს, მაგ­რამ, შევ­თან­ხ­მ­დეთ, რომ ეს  გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი არ უნ­და იყოს, იმი­ტომ რომ, მეტ-ნაკ­ლე­ბად, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი უნ­და მქონ­დეს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­პი­რებ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას და, რა თქმა უნ­და, უნ­და ვიბ­რ­ძო­ლო იმის­თ­ვის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლად და­მა­ფი­ნან­სოს. ამან ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი დრა­მა­ტუ­ლად რო­გორ უნ­და შეც­ვა­ლოს? პი­რო­ბი­თად ვამ­ბობ, თუ მინ­და გავ­ხ­დე არ­ქე­ო­ლო­გი, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო, არ­ქე­ო­ლო­გი­ას კი არა, ფი­ზი­კას აფი­ნან­სებს, ამის გა­მო უნ­და შევ­ც­ვა­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა და ფი­ზი­კურ­ზე ჩა­ვა­ბა­რო? ეს ხომ არ არის ნორ­მა­ლუ­რი, ამით იმის თქმა მინ­და, რომ რა­ღაც ფორ­მით უნ­და ვი­ყო ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მინ­და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, სულ ერ­თი არ უნ­და იყოს, რას ავირ­ჩევ პრო­ფე­სი­ად.
— რო­გო­რია დი­ნა­მი­კა, თუ გა­ი­ზარ­და უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა?
— გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ უნ­და გვი­ხა­რო­დეს თუ არა, ეს მე­ო­რე სა­კითხია. იმი­ტომ, რომ თუ ჩემ­თ­ვის გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის არის უფა­სოდ სწავ­ლა, ეს უკ­ვე ნიშ­ნავს „სუსტ“ სტუ­დენტს. ის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამას ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ (რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლას გა­უ­ხარ­დე­ბა, გა­და­სა­ხა­დი თუ არ ექ­ნე­ბა) და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლად ირ­ჩე­ვენ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბას, სა­დაც მარ­თ­ლა უნ­დათ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, და­ა­ფი­ნან­სებს თუ არა სა­ხელ­მ­წი­ფო, „კარ­გი“ სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ­კი ად­რე ფი­ზი­კურ­ზე (ფი­ზი­კურ­საც პი­რო­ბი­თად ვამ­ბობ)  ძა­ლი­ან ცო­ტა სტუ­დენ­ტი აბა­რებ­და და ახ­ლა სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმის გა­მო გა­ი­ზარ­და, რომ სრუ­ლად ფი­ნან­ს­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ხა­რისხს მი­ვი­ღებთ.
— ანუ ეს ცვლი­ლე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სწო­რედ ხა­რის­ხის კვლე­ვა­ზე?  რა­ტომ გახ­და სა­ჭი­რო ცვლი­ლე­ბა, რას ეყ­რ­დ­ნო­ბა კვო­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა?
— ბევ­რი ფაქ­ტო­რია, რაც სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და, ალ­ბათ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა იმის მი­ხედ­ვით უნ­და გა­ნი­საზღ­ვ­როს, ქვეყ­ნის­თ­ვის რო­მე­ლი სფე­რო იქ­ნე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ინ­ჟი­ნე­რია რომ ქვეყ­ნის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია, ამა­ზე ორი აზ­რი არ არის, მაგ­რამ სჭირ­დე­ბა თუ არა, მა­გა­ლი­თად, ამ­დე­ნი სა­მარ­თალ­მ­ცოდ­ნე, თუ უფ­რო მე­ტი ინ­ჟი­ნე­რი, ამის გან­საზღ­ვ­რაა მთა­ვა­რი და ძი­რი­თა­დი.
— შე­ე­ხე­ბა თუ არა წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა წი­ნა წლებ­ში ჩა­რიცხულ უფა­სო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს?
— ყვე­ლა წე­სით და რი­გით, არ უნ­და შე­ე­ხოს და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც შე­ე­ხე­ბა.
— უნ­და ვე­ლო­დოთ თუ არა და­ფი­ნან­სე­ბის ახალ სის­ტე­მას, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტის აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა მიბ­მუ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მი­დის სა­უ­ბა­რი.
— ასე მარ­ტი­ვად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რომ სტუ­დენ­ტი სა­ხელ­მ­წი­ფო გრანტს ერ­თი წლით მო­ი­პო­ვებს და ერ­თი წლის შემ­დეგ, მო­დი, აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზე მი­ვა­ბათ, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან ბევ­რი რის­კის შემ­ც­ვე­ლია. ასე­თი სის­ტე­მის შექ­მ­ნა, ნამ­დ­ვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი და სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით უარეს შე­დეგს მი­ვი­ღებთ, ვიდ­რე დღეს გვაქვს. თუმ­ცა, ისევ ვი­მე­ო­რებ, იდე­ის დო­ნე­ზე, ისე­თი მე­ქა­ნიზ­მის შექ­მ­ნა, რომ სტუ­დენტს გა­ვუ­ჩი­ნოთ მო­ტი­ვა­ცია კარ­გი აკა­დე­მიუ­რი მიღ­წე­ვე­ბით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს თა­ვი­სი ფი­ნან­სუ­რი სტა­ტუ­სი, ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა რთუ­ლია — სტუ­დენ­ტე­ბის ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბა აკა­დე­მი­ურ მიღ­წე­ვებ­ზე მიბ­მით ნამ­დ­ვი­ლად არ გა­მო­ვა.
წელს ამ ცვლი­ლე­ბას არ უნ­და ვე­ლო­დოთ, და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა ისე­თი­ვე დარ­ჩე­ბა, რო­გორც არის. თა­ვის­თა­ვად, და­ფი­ნან­სე­ბის მსგავ­სი სის­ტე­მა უკ­ვე არ­სე­ბობს (ვგუ­ლის­ხ­მობ სტი­პენ­დი­ებს). ამ სის­ტე­მის გა­მარ­თ­ვა გა­ცი­ლე­ბით სწო­რად მი­მაჩ­ნია, ვიდ­რე ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

***
რის სა­ფუძ­ველ­ზე გა­კეთ­და დას­კ­ვ­ნა, რომ ე.წ. უფა­სო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა აქვთ? ამის შე­სა­ხებ აზ­რის გა­მო­ხატ­ვა ვთხო­ვეთ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ნა­წილ­მა იმის გა­მო შე­ი­კა­ვა თა­ვი, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი არ არ­სე­ბობს და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­საც უად­გი­ლოდ მი­იჩ­ნე­ვენ (ან მას შემ­დეგ გა­ა­კე­თე­ბენ, რო­ცა ცვლი­ლე­ბას ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტით შე­იტყო­ბენ). ნა­წილ­მა, უბ­რა­ლოდ, არ გვი­პა­სუ­ხა. ჩვენ შე­კითხ­ვას ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვი­ცე-რექ­ტორ­მა ლე­ვან კლი­მი­აშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა. მას მი­აჩ­ნია, რომ უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის შე­მო­ღე­ბით სა­ხელ­მ­წი­ფომ, თა­ვის დრო­ზე, ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა გან­მარ­ტავს, რომ უფა­სო არ არის, რად­გა­ნაც სტუ­დენ­ტე­ბის სწავ­ლის სა­ფა­სურს სა­მი­ნის­ტ­რო იხ­დის.
„მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან დრო­უ­ლი და სა­სარ­გებ­ლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო, რად­გან ამის შემ­დეგ გა­მო­ცოცხ­ლ­და ჩვენ­თან მთე­ლი რი­გი ფა­კულ­ტე­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, სამ­შე­ნებ­ლო. არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე არც მა­ნამ­დე იყო პრობ­ლე­მა, მაგ­რამ ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ აქ სწავ­ლის კი­დევ უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი სტი­მუ­ლი გა­უ­ჩი­ნა ახალ­გაზ­რ­დებს, მო­დი­ან უფ­რო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბიც და მე­ტად წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბიც. ამის გარ­და, ფი­ნან­ს­დე­ბა ენერ­გე­ტი­კი­სა და აგ­რა­რუ­ლი ფა­კულ­ტე­ტე­ბიც. აგ­რა­რულ ფა­კულ­ტეტ­ზე სწო­რედ და­ფი­ნან­სე­ბამ იქო­ნია დი­დი გავ­ლე­ნა და ძა­ლი­ან დი­დი რა­ოდ­ნე­ო­ბით სტუ­დენ­ტი მო­ი­ზი­და. ად­რე ამ ფა­კულ­ტეტ­ზე მსგავ­სი მოთხოვ­ნა არას­დ­როს გვქო­ნია. მთლი­ა­ნო­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა გითხ­რათ, რომ ამ ნა­ბიჯ­მა სა­სარ­გებ­ლო შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ჩე­მი აზ­რით, რა თქმა უნ­და, ისევ უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს, მე­ტიც, უფ­რო ფარ­თო ში­ნა­არ­სი მი­ე­ცეს, რად­გან, რო­გორც გითხა­რით, მთელ რიგ ფა­კულ­ტეტ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი მოთხოვ­ნა გა­ა­ჩი­ნა და გა­ა­ცოცხ­ლა ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი. ამ ჩა­ნა­ფიქ­რის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნიც ხომ სწო­რედ ეს იყო.“
რაც შე­ე­ხე­ბა უფა­სო ფა­კულ­ტე­ტებ­ზე სტუ­დენ­ტე­ბის აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის ხა­რიხს, ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი არ ეთან­ხ­მე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ ისი­ნი და­ნარ­ჩენ სტუ­დენ­ტებ­ზე და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის არი­ან: „არც ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ასე არ არის, რად­გან ამ ფა­კულ­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტე­ბიც ისე­ვე სწავ­ლო­ბენ, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნე­ბი, არც უარე­სად და არც უკე­თე­სად. ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტუ­დენ­ტე­ბის რან­გ­ში არი­ან, არც წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი და არც ჩა­მორ­ჩე­ნი­ლე­ბი“.
თსუ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი თა­მარ ვეფხ­ვა­ძე ამ­ბობს, რომ: „ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო დო­ნე­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვა­დე­ბით. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მი­ერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი არ უნ­და შე­ე­ხოს იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად გა­დი­ან რე­გის­ტ­რა­ცი­ას ან უკ­ვე და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე.“ მი­სი აზ­რით, „უფასო პროგ­რა­მებ­ზე“ სწავ­ლი­სას სტუ­დენ­ტებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უნ­და ჰქონ­დეთ — გა­ა­მარ­თ­ლონ სა­ხელ­მ­წი­ფოს მო­ლო­დი­ნე­ბი. „ მათ აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბას გა­დამ­წყ­ვე­ტი ად­გი­ლი უჭი­რავს სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის პრო­ექ­ტის  გაგ­რ­ძე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფოს ვერ ექ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი და აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ სტუ­დენ­ტ­თა პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბი არ იქ­ნა და­ხარ­ჯუ­ლი ჯე­როვ­ნად.“ 
კო­ა­ლი­ცი­ის „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო“ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მე­ნე­ჯე­რი გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია მი­იჩ­ნევს, რომ უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა იმ მიზ­ნით და­იწყო, რომ ამ პრო­ფე­სი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია მომ­ხ­და­რი­ყო და ახ­ლა მი­ნის­ტ­რის გან­ცხა­დე­ბას, რომ უფა­სო ფა­კულ­ტე­ტებ­ზე შე­იძ­ლე­ბა სტუ­დენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დეს, უფ­რო პირ­ვე­ლად კო­მენ­ტარს უწო­დებს. ამ­ბობს, რომ ეს დას­კ­ვ­ნა ისევ მი­ნის­ტ­რის სიტყ­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რად­გან თა­ვად ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, რომ რა­ი­მეს თქმა გა­დაწყ­ვე­ტით (ან ასე იქ­ნე­ბა, ან ისე), არას­წო­რია. „ეს მი­სა­ღე­ბია და მოგ­ვე­წო­ნა, რად­გა­ნაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, თე­მას გან­ხილ­ვა მოჰ­ყ­ვე­ბა და იმე­დია, ჩარ­თუ­ლო­ბაც მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. სხვაგ­ვა­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რად­გან მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სის სა­კითხია და ამი­ტო­მაც მხო­ლოდ სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ სა­კითხის გან­ხილ­ვა არას­წო­რი იქ­ნე­ბა. — ამ­ბობს გი­ორ­გი ჭან­ტუ­რია. — გარ­და ამი­სა, ის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­თაც მი­ი­ღე­ბენ ან აპი­რე­ბენ, გა­ნი­ხი­ლონ და მი­ი­ღონ ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რა თქმა უნ­და, აუცი­ლებ­ლად ჩვენც უნ­და ვნა­ხოთ და დავ­რ­წ­მუნ­დეთ მათ სის­წო­რე­ში. ღია და გა­სა­გე­ბი უნ­და იყოს, რა მო­ნა­ცე­მებ­ზეა სა­უ­ბა­რი და ა.შ. მხო­ლოდ იმის თქმა, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი პრეს­ტი­ჟუ­ლი არ არის ან შემ­დ­გომ­ში და­საქ­მე­ბას ვერ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, არ კმა­რა. პრინ­ციპ­ში, არც კი ვი­ცით, რამ­დე­ნად არის და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მა მი­ზეზ-შე­დე­გობ­რივ კავ­შირ­ში უფა­სო ფა­კულ­ტე­ტებ­თან. ერ­თი რამ ცხა­დია, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა სწო­რედ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი (სხვა სა­კითხებს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ). რამ­დე­ნად იწ­ვევს უფა­სო ფა­კულ­ტე­ტი აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მებს, ეს კი­დევ გა­სარ­კ­ვე­ვია. ამი­ტომ, სა­ჭი­როა ამ სა­კითხის კი­დევ მე­ტად შეს­წავ­ლა და, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დ­გომ, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვად მი­ღე­ბა.“
არის თუ არა ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ნაჩ­ქა­რე­ვი? ამის შესახებ გიორგი ჭანტურია ამბობს: „ფაქ­ტია, რომ მი­ნის­ტ­რი რა­ღა­ცას და­ეყ­რ­დ­ნო, რო­ცა ეს გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, მაგ­რამ არ ვი­ცი, რა მო­ნა­ცე­მებს. მაგ­რამ, ალ­ბათ, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, თუ, რამ­დე­ნად სწო­რია უფა­სო ფა­კულ­ტე­ტებ­ზე კვო­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­ცა ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა. შე­საძ­ლე­ბე­ლია რა­ი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­ვაც არ­სე­ბობ­დეს (დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ არ­სე­ბობს), რო­მე­ლიც იმ პრობ­ლე­მებს აღ­მოფხ­ვ­რის, რა­ზეც მი­ნის­ტ­რი სა­უბ­რობ­და. გარ­და ამი­სა, აუცი­ლე­ბე­ლია, ასე­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ და­ემ­თხ­ვეს გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდს. შე­სა­ბა­მი­სად, თუ ახ­ლა იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი, არა მგო­ნია, ეს სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის კარ­გი იყოს. მარ­თა­ლია, მაია მი­მი­ნიშ­ვილ­მა გან­აცხა­და, რომ ეს ტრა­გე­დია არ არის. და­ვე­თან­ხ­მე­ბი, ტრა­გე­დია არ არის, მაგ­რამ აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად და­მაბ­ნე­ვე­ლი იქ­ნე­ბა, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, შე­იტყოს მის მი­ერ არ­ჩე­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტო­მაც სა­სურ­ვე­ლია, მსგავ­სი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა რე­გის­ტ­რა­ცი­ის დაწყე­ბამ­დე მი­ი­ღონ ხოლ­მე, მა­გა­ლი­თად, სექ­ტემ­ბერ­ში ან ოქ­ტომ­ბერ­ში. ახალ­გაზ­რ­დას გო­ნივ­რუ­ლი ვა­და უნ­და მი­ე­ცეს, რომ საგ­ნის და ფა­კულ­ტე­ტის მო­ნიშ­ვ­ნი­სას, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს, რად­გან ფი­ნან­სუ­რი სა­კითხი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა უმე­ტე­სო­ბის­თ­ვის გა­დამ­წყ­ვე­ტია.“
უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მას შემ­დეგ, რაც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, მთავ­რო­ბას წა­რუდ­გენს და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად.

25-28(942)N