გამოდის 1998 წლიდან
2017-04-06
აქცენტი ხარისხზე თუ ფასზე რა პრინციპით შეირჩევა გრიფირებული სახელმძღვანელოები

ლალი თვალაბეიშვილი

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის ახა­ლი წე­სის უმ­თავ­რე­სი პუნ­ქ­ტე­ბი ქარ­თ­ვე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თ­ვის და ავ­ტო­რე­ბის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და. გა­მომ­ცე­მელ­თა უმე­ტე­სო­ბამ უარი თქვა შეხ­ვედ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც, თით­ქ­მის 8 თვე გრძელ­დე­ბო­და. გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­დან დე­კემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით, ამ შეხ­ვედ­რებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა ატა­რებ­და. მან გა­მომ­ცემ­ლებს მათ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი მო­დე­ლი შეს­თა­ვა­ზა, რომ­ლის დახ­ვე­წა­ზეც მუ­შა­ობ­დ­ნენ. იან­ვ­რი­დან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ, თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლი­ამ გა­აგ­რ­ძე­ლა და პი­რო­ბე­ბიც მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა.
 „გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, ფაქ­ტობ­რი­ვად, ისევ არ­თ­მევს გა­მომ­ცემ­ლებ­სა და ავ­ტო­რებს სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას. მო­ფიქ­რე­ბუ­ლი აქვთ ახა­ლი სქე­მა, რო­მე­ლიც ჩვენ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს კო­რუფ­ცი­ის წყა­როა, ისევ  სტამ­ბე­ბის მო­ნო­პო­ლი­ზა­ცია სურთ, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან, რომ თვი­თონ და­ბეჭ­დონ, რაც არ­სად არ ხდე­ბა. ეს არის ჩვე­ნი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის მი­სა­კუთ­რე­ბის მო­რი­გი მცდე­ლო­ბა. — აცხა­დებს კახ­მეგ კუ­და­ვა, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ დი­რექ­ტო­რი — გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს რო­ცა ვხვდე­ბო­დით, მა­შინ თქვე­ნი გა­ზე­თის­თ­ვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ვ­ნიშ­ნე, რომ ეს ის კა­ცია, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად გა­დაწყ­ვეტს ჩვენს პრობ­ლე­მებს იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ფერ­ში კარ­გად გა­ერ­კ­ვა. ახ­ლა ვნა­ნობ, ასე რომ ვთქვი. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მი­ნის­ტ­რი აღარ შეგ­ვ­ხ­ვედ­რია, გა­და­ა­ბა­რა თე­მურ მურ­ღუ­ლი­ას.  ის კარ­გი ეკო­ნო­მის­ტია, რო­გორც ამ­ბო­ბენ და ჩვენც ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გვაქვს, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუ­დად იც­ნობს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სა­კითხს და ას­რუ­ლებს რო­მე­ლი­ღაც დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ინ­ტე­რე­სებს და არა სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ტე­რე­სებს.
ჩვენ, ქარ­თ­ველ­მა გა­მომ­ცემ­ლებ­მა, ქარ­თუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს კონ­კურ­ს­ზე, გრი­ფი­რე­ბი­სათ­ვის რომ შე­ვი­ტა­ნოთ, ვთქვათ, ათი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა, და­ვუშ­ვათ, არის 100, მი­ნი­მა­ლუ­რი — 60. ქვე­და ზღვა­რი გა­და­ლა­ხა შვიდ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ და შვი­დი­ვეს ეძ­ლე­ვა გრი­ფი გარ­კ­ვე­უ­ლი ვა­დით. სა­მი­ნის­ტ­რო ამ­ბობს, მე შე­ვი­ძენ სამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს. წე­სით, ეს ეკუთ­ვ­ნის პირ­ველს — ას­ქუ­ლი­ანს და შემ­დეგ მე­ო­რე-მე­სა­მე ად­გი­ლებ­ზე გა­სულს. ისი­ნი კი გვე­უბ­ნე­ბი­ან, ხუ­თი დღის ვა­და­ში უნ­და გვითხ­რათ, რა ფა­სად მოგ­ვ­ყი­დით ამ კონ­ტენტს (ასე ეძა­ხი­ან ში­ნა­არსს). თუ მეშ­ვი­დე ად­გილ­ზე გა­სულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, რო­მე­ლიც „მეშ­ვი­დე­ხა­რის­ხი­ა­ნია“ (ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით) გა­მომ­ცე­მე­ლი და­ბალ ფასს და­ა­დებს და ეს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფა­სი აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, ეს წიგ­ნი პირ­ველ ად­გილ­ზე „გა­დახ­ტე­ბა“. რა და­ა­შა­ვა მოს­წავ­ლემ ან მას­წავ­ლე­ბელ­მა, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს სკო­ლა­ში მეშ­ვი­დე­ხა­რის­ხო­ვა­ნი წიგ­ნი შე­აქვს. ხა­რის­ხი ხომ შე­ი­წი­რა უკ­ვე ფას­მა.
გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ სა­მი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო უნ­და იყი­დოს. ამის შემ­დეგ აცხა­დე­ბენ ტენ­დერს ბეჭ­დ­ვა­ზე და ამა­ში შე­უძ­ლია მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­მომ­ცე­მელ­მაც და სხვა სტამ­ბებ­მაც. გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის დიდ ნა­წილს სტამ­ბა არ აქვს (ჩვენ გვაქვს), ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ამ ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღე­ბენ ან რა­ტომ უნ­და მი­ი­ღონ, მაგ­რამ თუ მა­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გა­ი­მარ­ჯ­ვებს, ის მა­თი სა­კუთ­რე­ბაა და სა­დაც უნ­დათ, იქ და­ბეჭ­და­ვენ. ლო­გი­კუ­რია შე­კითხ­ვა — რა­ტომ არის სა­მი­ნის­ტ­რო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ ტენ­დე­რი გა­მო­აცხა­დოს ბეჭ­დ­ვა­ზე. ამ ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 3 წე­ლი ტენ­დე­რი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, ტენ­დე­რის გა­რე­შე ბეჭ­დავ­დ­ნენ თვი­თონ. მე­ოთხე წელს ფორ­მა­ლუ­რად ჩა­ტარ­და და იმა­ვე სტამ­ბამ მო­ი­გო. ეს აღუ­რიცხა­ვი სა­ქო­ნე­ლია, ე.წ. პი­რა­ტუ­ლი წიგ­ნე­ბით სავ­სეა ბა­ზა­რი. ჩვენს სა­კუთ­რე­ბას ბეჭ­დავს ვი­ღაც და ამას ხელს უწყობს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, აი, რა არის და­მა­ლუ­ლი ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა­ში. გა­მომ­ცემ­ლე­ბი, ვცდი­ლობთ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი თა­ვი, და­ნარ­ჩენს სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და მი­ხე­დოს. მი­ნისტრს ყოფ­ნის იმ­დე­ნი სინ­დი­სი, რომ ჩვენ ვერ შეგ­ვ­ხ­ვ­დეს. ისეთ ამ­ბებს დაგ­ვ­პირ­და და ახ­ლა 180 გრა­დუ­სით მოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი კა­ცი რო­გორ შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა, ჩა­ა­ბა­რა თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლი­ას.
სა­მი­ნის­ტ­რო­ში და­ი­ბა­რეს ავ­ტო­რე­ბი და და­პი­რე­ბე­ბით ცდი­ლო­ბენ მათ და­თან­ხ­მე­ბას თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე. გა­მომ­ცემ­ლებს, თუ არ გინ­დათ, სულ გა­მოგ­თი­შავთ პრო­ცე­სი­და­ნო, გვე­უბ­ნე­ბი­ან. გა­მო­დის, რომ ავ­ტორ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო სა­მი­ნის­ტ­როს უნ­და მი­უ­ტა­ნოს, მაგ­რამ ვინ­მემ ხომ უნ­და და­ა­კა­ბა­დო­ნოს ის, მა­შინ უნ­და შე­იქ­მ­ნას გა­მომ­ცემ­ლო­ბა და ალ­ბათ ამა­საც გაა­კე­თე­ბენ. ასე­თი გა­მომ­ცემ­ლო­ბა, იცით თქვენ, არ­სე­ბობ­და, „გა­ნათ­ლე­ბა“ ერ­ქ­ვა, იყო ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, მაგ­რამ მა­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერ­ქ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კა, იმ ქვე­ყა­ნას კი — საბ­ჭო­თა კავ­ში­რი. თუ უნ­დათ იქ დაბ­რუ­ნე­ბა, კი ბა­ტო­ნო, იყ­ვ­ნენ იქ.“
თი­ნა­თინ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რი: „სან­დ­რო ჯე­ჯე­ლა­ვამ რომ და­იწყო ჩვენ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით მო­დელ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თ­ვის მი­სა­ღე­ბი იყო. ყვე­ლა­ზე რე­ა­ლის­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და იმ მო­დე­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­მე­ლიც თვი­თონ მი­ნის­ტ­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო და რო­მელ­ზეც გა­მომ­ცემ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა თა­ნახ­მა იყო. რა შე­იც­ვა­ლა ბო­ლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა­ტომ შეც­ვა­ლა მიდ­გო­მა სა­მი­ნის­ტ­რომ, ჩვენ­თ­ვის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია. სან­დ­რო ჯე­ჯე­ლა­ვას ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო, გა­ფორ­მე­ბუ­ლი­ყო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა თვი­თონ გა­მომ­ცემ­ლებ­თან და მე­სა­მე მხა­რე არ ჩარ­თუ­ლი­ყო ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლამ ერ­თად ვი­მოძ­რა­ვეთ — სა­მი­ნის­ტ­რომ, გა­მომ­ცემ­ლებ­მა, იურის­ტებ­მა. და­ახ­ლო­ე­ბით, აგ­ვის­ტო­დან იან­ვ­რის ჩათ­ვ­ლით, ვა­მუ­შა­ვებ­დით შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ მო­დელს, რო­მელ­ზეც შევ­ჯერ­დით და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, თავ­და­ყი­რა დად­გა. ჩვენ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რია, თუ სა­მი­ნის­ტ­რო, თა­ვი­დან, თვი­თონ გვთა­ვა­ზობ­და გარ­კ­ვე­ულ მო­დელს, რო­მელ­ზეც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა, რა­ტომ შეც­ვა­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. იან­ვ­რის შემ­დეგ გა­ნი­ხი­ლე­ბა სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც გა­მომ­ცე­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია. გა­მო­აქ­ვეყ­ნეს გრი­ფი­რე­ბის წე­სი, რო­მელ­შიც წე­რია, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ გა­ი­მარ­ჯ­ვოს უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით, მაგ­რამ არ აქვს გა­რან­ტია, რომ ის სკო­ლა­ში მოხ­ვ­დე­ბა, სა­უ­კე­თე­სოც რომ იყოს, თუ ფას­ზე ვერ შე­თან­ხ­მ­და სა­მი­ნის­ტ­როს­თან. გა­მო­დის, რომ სა­მი­ნის­ტ­რო ხა­რის­ხ­ზე კი არ აკე­თებს აქ­ცენტს, არა­მედ ფას­ზე.
გა­მომ­ცემ­ლე­ბი უნ­დათ აიძუ­ლონ, რომ თა­ვი­ან­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გან­კარ­გ­ვის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დეთ. არ გვიკ­რ­ძა­ლა­ვენ ბეჭ­დ­ვას, მაგ­რამ ვის­თ­ვის დავ­ბეჭ­დავთ, თუ­კი სკო­ლებ­ში შე­ტა­ნის უფ­ლე­ბა არ გვექ­ნე­ბა? არ გვიკ­რ­ძა­ლა­ვენ, მაგ­რამ ბა­ზა­რიც არ არ­სე­ბობს. პირ­ვე­ლი კლა­სის ბუ­ნე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ან ის­ტო­რი­ის მე­ა­თე კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარ­ზე ხომ არ გა­ი­ყი­დე­ბა? შე­სა­ბა­მი­სად, მო­დე­ლი, რო­მელ­საც სა­მი­ნის­ტ­რო გვთა­ვა­ზობს, სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია.
ჩვენ, ზო­გა­დად, არ ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბით უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პროგ­რა­მას. შე­იძ­ლე­ბა სა­და­ვოც იყოს, რა სა­ჭი­როა, მა­ღა­ლი შე­მო­სავ­ლის ოჯახ­საც და­უ­რიგ­დეს უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რა თქმა უნ­და, უმ­ჯო­ბე­სია, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბის­თ­ვის იყი­დონ, მაგ­რამ თუ­კი სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ზა­ნია, ყვე­ლა მოს­წავ­ლეს მი­ა­წო­დოს უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ამის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ჩვენ არ ვართ. უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ვცდი­ლობთ და გვინ­და, ჩვე­ნი პო­ზი­ცია და­ვა­ნა­ხოთ სა­მი­ნის­ტ­როს, რო­მე­ლიც თან­ხ­ვედ­რა­ში იყო იმა­ვე მი­ნის­ტ­რის პო­ზი­ცი­ას­თან ორი თვის წინ. რა­ტომ შე­იც­ვა­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი, ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვი­გებ.
ასეთ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩვენ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია. და­ი­ქი­რა­ონ, კი ბა­ტო­ნო, ავ­ტო­რე­ბი და და­ა­წე­რი­ნონ ტექ­ს­ტე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ბრუნ­დე­ბი­ან. ძა­ლი­ან არას­წო­რი მიდ­გო­მაა.“
სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­მომ­ცე­მელ­თა მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ას მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ირ­გ­ვ­ლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ვი­ზი­ტით ჩა­მო­ვიდ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და 30 მარტს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გა­ცი­ი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­თავ­რო­ბო თუ არა­სამ­თავ­რო­ბო, კერ­ძო სექ­ტო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ი­მარ­თა. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­დან კონ­ფე­რენ­ცი­ას არა­ვინ დას­წ­რე­ბია.
კონ­ფ­ერენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის იყ­ვ­ნენ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რას ფიქ­რო­ბენ ისი­ნი სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე.
გუ­რამ გო­გიშ­ვი­ლი, მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“: „სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ეროვ­ნუ­ლი საქ­მეა და, ამ დი­დი საქ­მის პირ­ველ რი­გებ­ში არი­ან ავ­ტო­რე­ბი, მათ მოჰ­ყ­ვე­ბი­ან გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი და ყვე­ლაფ­რის გვირ­გ­ვი­ნი, ხელ­შემ­წყო­ბი უნ­და იყოს მთავ­რო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს რე­ა­ლო­ბა ისე­თია, რომ მსგავ­სი სინ­ქ­რო­ნუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. სამ­წუ­ხა­როა, რომ არ იგ­რ­ძ­ნო­ბა ერ­თი გუნ­დის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა (გუნ­დ­ში ვგუ­ლის­ხ­მობ, ერ­თი მხრივ, ავ­ტო­რებ­სა და გა­მომ­ცემ­ლებს, მე­ო­რე მხრივ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს).
ჩვე­ნი დი­დი თხოვ­ნა იყო, მას შემ­დეგ მა­ინც, რო­ცა დას­რულ­დე­ბო­და კონ­კურ­სი, ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ ექ­ს­პერ­ტე­ბი და მა­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა მა­ღა­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ად­რე ექ­ს­პერ­ტე­ბი ღი­ად მოქ­მე­დებ­დ­ნენ, გან­ხილ­ვებ­შიც ღი­ად მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ, იყო პა­ექ­რო­ბა და არ­წ­მუ­ნებ­დ­ნენ ავ­ტო­რებს, რომ მარ­თ­ლაც ხარ­ვე­ზე­ბი ჰქონ­დათ. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისე­თი ექ­ს­პერ­ტის შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც გა­უძ­ლებს პო­ლე­მი­კას ავ­ტორ­თან. ახ­ლა გვე­უბ­ნე­ბი­ან, გვაქვს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­ვარ­ჩევ­თო და ეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი მა­ინც ხომ უნ­და იყოს ცნო­ბი­ლი? რა პრინ­ცი­პით მოხ­დე­ბა შერ­ჩე­ვა, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია. სა­ბო­ლო­ოდ, თუ ექ­ს­პერტს არ ექ­ნე­ბა ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის სურ­ვი­ლი, უც­ნო­ბი დარ­ჩე­ბა და თქვენ ვერ გა­ი­გებთ, ვინ გას­წი­რა თქვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ვის­თან შე­იძ­ლე­ბა გქონ­დეთ პრე­ტენ­ზია.
მგო­ნია, რომ პო­ტენ­ცი­ურ ავ­ტო­რებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ხელს არ შე­უწყობს მა­ღა­ლი დო­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნას. და­ვა­ლე­ბით შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, ვეჭ­ვობ კარ­გი იყოს. რო­გორც წე­სი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში უნ­და იწე­რე­ბო­დეს. და­ვა­ლე­ბით შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არა­ვი­თარ გრი­ფი­რე­ბას არ გა­ივ­ლის, პირ­და­პირ შე­ვა სკო­ლა­ში, აქამ­დე არ უნ­და მი­ვი­დეს საქ­მე. ყვე­ლა მხა­რემ კე­თი­ლი ნე­ბა უნ­და გა­მო­ავ­ლი­ნოს, უნ­და იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რი სვლა ერ­თ­მა­ნე­თის­კენ.“
თი­ნა­თინ ბოლ­ქ­ვა­ძე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ავ­ტო­რი, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არ­ტა­ნუ­ჯი“: „ავ­ტო­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ, და­მო­უ­კი­დებ­ლად წა­რად­გი­ნონ წიგ­ნე­ბი, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. იმის­თ­ვის, რომ წიგ­ნის გა­დაშ­ლი­ლი გვერ­დი გა­მო­ვი­დეს ისე­თი, რო­გო­რიც სჭირ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლეს, სულ მცი­რე, უნ­და იმუ­შა­ოს ავ­ტორ­მა ან ავ­ტორ­თა კო­ლექ­ტივ­მა, ილუს­ტ­რა­ტორ­მა, მხატ­ვარ­მა, ოპე­რა­ტორ­მა, დი­ზა­ი­ნერ­მა და შე­იძ­ლე­ბა ეს სია სრუ­ლი არც იყოს. ამი­ტომ ჯო­ბია, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ და­ი­ტო­ვოს მა­კონ­ტ­რო­ლე­ბე­ლი ფუნ­ქ­ცია. მან უნ­და გა­ა­კონ­ტ­რო­ლოს გა­მომ­ცემ­ლო­ბის ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, წიგ­ნის მომ­ზა­დე­ბი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე და მას­წავ­ლებ­ლე­ბამ­დე მი­ტა­ნამ­დე, მან უნ­და გა­ა­კონ­ტ­რო­ლოს წიგ­ნის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და ბეჭ­დ­ვის ხა­რის­ხი, წო­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და მთე­ლი გზა, დის­ტ­რი­ბუ­ცი­ის ჩათ­ვ­ლით. სხვა მხრივ, სა­მი­ნის­ტ­რო გვერ­დ­ზე უნ­და გად­გეს, მხო­ლოდ მა­კონ­ტ­რო­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არის და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი, წინ წა­სუ­ლი, შე­დე­გი­ა­ნი სას­წავ­ლო სის­ტე­მა, ყველ­გან გა­მომ­ცემ­ლო­ბა აკე­თებს ყვე­ლა­ფერს — წიგ­ნის შექ­მ­ნი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე მი­ტა­ნამ­დე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ტრე­ნინ­გის ჩათ­ვ­ლით. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის ერ­თა­დერ­თი, ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი გზა.
ვი­სურ­ვებ­დი, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და­უბ­რუნ­დეს იმ პრინ­ცი­პებს, რომ­ლე­ბი­თაც ის მუ­შა­ობ­და, სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ. ეს არ არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის ახა­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი, პირ­ვე­ლად ეს ნა­ბი­ჯი გა­დად­გა „ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა — სა­ქარ­თ­ვე­ლომ“, 1997 წელს, რო­დე­საც მან გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე. იქი­დან გახ­ლა­ვართ მე ავ­ტო­რი და მას შემ­დეგ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ი­გო, რა თქმა უნ­და, მო­ი­გო, სა­გა­მომ­ცემ­ლო საქ­მე­მაც. მგო­ნია, რომ ამ გზის გაგ­რ­ძე­ლე­ბა უფ­რო შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ღრმად ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და მთავ­რო­ბას ცუ­დი არა­ფე­რი უდევს გულ­ში, მაგ­რამ თუ ჩვენც მოგ­ვის­მენს, რო­გორც მათ დამ­ქი­რა­ვებ­ლებს, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­დე­ბა.“
კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მომ­ცე­მელ­თა მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა ხო­სე ბორ­გი­ნომ გა­ნაცხა­და, რომ უფა­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის იდეა თა­ვის­თა­ვად მშვე­ნი­ე­რია, თუმ­ცა მი­უ­ღე­ბე­ლია მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ ფა­სად. „ეს პო­ლი­ტი­კა თვით­გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლია. ჩვენ გვახ­სოვს მსგავ­სი ის­ტო­რი­ე­ბი უნ­გ­რეთ­სა და პო­ლო­ნეთ­ში, რო­ცა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბაზ­რის სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ნო­პო­ლი­ზე­ბის შე­დე­გად ვერ ხერ­ხ­დე­ბო­და იმ ხა­რის­ხის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა, რა­საც პე­და­გო­გე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი და მა­თი მშობ­ლე­ბი იმ­სა­ხუ­რე­ბენ და მო­ე­ლი­ან.
სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ ბაზ­რის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა ანად­გუ­რებს წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნეს მო­დე­ლებს, გრძელ­ვა­დი­ან ზა­რალს აყე­ნებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სებ­სა და ახალ­გაზ­რ­დე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბას. ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ათა­სო­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლის და­კარ­გ­ვა, რომ­ლე­ბიც, თა­ვის დრო­ზე, შექ­მ­ნი­ლი იყო პლუ­რა­ლის­ტუ­რი, კონ­კუ­რენ­ტუ­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო ბაზ­რის მი­ერ.“
სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვ­ნენ, ასე­ვე, გა­მო­ცე­მის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი ბენ სტი­ვარ­დი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მომ­ცე­მელ­თა მსოფ­ლიო ფო­რუ­მის წევ­რი, ნორ­ვე­გი­ის გა­მომ­ცე­მელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის დი­რექ­ტო­რი კრის­ტენ ეინარ­სო­ნი.
ბენ სტი­ვარ­დის აზ­რით, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მთავ­რო­ბამ და გა­მომ­ცემ­ლებ­მა მი­აღ­წი­ონ სა­თა­ნა­დო შე­თან­ხ­მე­ბას იმი­სათ­ვის, რომ შე­იქ­მ­ნას პლატ­ფორ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გა­მო­სა­ცე­მად. უნ­და შე­იქ­მ­ნას სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, რომ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი დო­ნის იყოს. ამის მი­საღ­წე­ვად აუცი­ლე­ბე­ლია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბი იყოს გან­ხი­ლუ­ლი და არ გა­კეთ­დეს აქ­ცენ­ტი მხო­ლოდ ერ­თ­ზე. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სფე­როს მო­ნო­პო­ლი­ზე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, მსოფ­ლიო პრაქ­ტი­კით, ვერც ერ­თ­მა მთავ­რო­ბამ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა. „მთავ­რო­ბა, რომ­ლის­თ­ვი­საც ძვირ­ფა­სია ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ბიზ­ნესს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ხელ­ში ტო­ვებს.“ — გა­ნაცხა­და ბენ სტი­ვარ­დ­მა.
თი­ნა­თინ მა­მუ­ლაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ის მო­საზ­რე­ბე­ბი გა­ახ­მო­ვა­ნა, თუ რა­ტომ არის მი­უ­ღე­ბე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის ახა­ლი წე­სი: „მი­უ­ღე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი აზ­რით, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გრი­ფი­რე­ბის წე­სი მო­ი­ცავს ისეთ მუხ­ლებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ჩვენ, გა­მომ­ცემ­ლებს, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია არ გვაქვს, თუნ­დაც მი­ვი­ღოთ სა­უ­კე­თე­სო ქუ­ლე­ბი და სა­უ­კე­თე­სოდ და­სა­ხელ­დეს ჩვე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ ისი­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ხელ­ში მოხ­ვ­დე­ბა. უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბა და­ბალ­ფა­სი­ან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს და არა ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ანს. ჩვე­ნი მოთხოვ­ნა იყო, რომ სა­მი­ნის­ტ­როს ხა­რის­ხი­ან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე აეღო აქ­ცენ­ტი და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი მხო­ლოდ მას შემ­დეგ შე­ეს­ყი­და, რაც გა­ირ­კ­ვე­ო­და, რო­მელ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს აქვს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, მოხ­და ისე, რომ ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და გა­დაწყ­ვი­ტეს, შე­ა­ფა­სონ არა ხა­რის­ხით, არა­მედ, პირ­ველ რიგ­ში, ფა­სით. ამან გა­მო­იწ­ვია ჩვე­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. პრობ­ლე­მა იმა­შია, რომ შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი წე­ლი იშ­რო­მოთ, გა­ი­მარ­ჯ­ვოთ კი­დეც კონ­კურ­ს­ში, მაგ­რამ თქვე­ნი წიგ­ნი სკო­ლის მიღ­მა აღ­მოჩ­ნ­დეს.
ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს და­ვიწყეთ და დე­კემ­ბ­რის ჩათ­ვ­ლით ვმუ­შა­ობ­დით გრი­ფი­რე­ბის ისეთ წეს­ზე, რო­მე­ლიც სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვი­საც მი­სა­ღე­ბი იყო და გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თ­ვი­საც. ამ მო­დელ­ზე პრაქ­ტი­კუ­ლად შევ­თან­ხ­მ­დით და ვე­ლო­დე­ბო­დით, დე­კემ­ბ­რის ბო­ლოს, გრი­ფი­რე­ბის გა­მოცხა­დე­ბას. პა­რა­ლე­ლუ­რად, არ შეგ­ვიწყ­ვე­ტია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა იმი­ტომ, რომ თვი­თონ სა­მი­ნის­ტ­რო გვე­უბ­ნე­ბო­და, გა­აგ­რ­ძე­ლეთ მუ­შა­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­დე­ლი შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქ­ვ­სო. ამ პრო­ცეს­ში იურის­ტე­ბიც იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 2017 წლის იან­ვ­რი­დან, სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გრი­ფი­რე­ბის წე­სი რომ წა­ვი­კითხეთ, იქი­დან, რაც თვი­თონ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის მი­ერ იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 2016 წლის ბო­ლოს, არა­ფე­რი იყო დარ­ჩე­ნი­ლი. ჩვენ ვე­რაფ­რით ვხსნით ,რა შე­იც­ვა­ლა, ვსვამთ კითხ­ვას — რამ გა­მო­იწ­ვია ეს ცვლი­ლე­ბა? რა მოხ­და ისე­თი, რომ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი გრი­ფი­რე­ბის წე­სი, რო­მე­ლიც თვი­თონ მი­ნის­ტ­რის მი­ერ იყო ინი­ცი­რე­ბუ­ლი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გარ­და­იქ­მ­ნა ისეთ წე­სად, რო­მე­ლიც ბუნ­დო­ვა­ნია, ჩნდება სავ­სე­ბით ლე­გი­ტი­მურ კითხ­ვას — რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი? თუ სა­მი­ნის­ტ­როს აქვს პრი­ო­რი­ტე­ტად ხა­რის­ხი, მა­შინ ის წე­სი, რო­მე­ლიც თვი­თონ მი­ნის­ტ­რის მი­ერ იყო შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, ჩვენ­თ­ვი­საც მი­სა­ღე­ბია და ვამ­ბობთ, რომ მზად ვართ, ვი­ყოთ თა­ვი­სუ­ფალ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ერ­თ­მა­ნეთ­თან, მზად ვართ, ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს­თან, მზად ვართ, ინ­ვეს­ტი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნოთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში, ოღონდ ეს უნ­და იყოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი პი­რო­ბე­ბი.“
ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მო­ცემ­ლო­ბი­სა და კო­ლე­გე­ბის სა­ხე­ლით, მან გა­ნაცხა­და, რომ ქარ­თ­ვე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბი სრუ­ლად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ იმ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე, ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნას­თან. ისი­ნი თავს მი­იჩ­ნე­ვენ სა­მი­ნის­ტ­როს პარ­ტ­ნი­ო­რე­ბად ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მე­ში და მზად არი­ან, ითა­ნამ­შ­რომ­ლონ იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მო, სა­მარ­თ­ლი­ა­ნი პრინ­ცი­პე­ბი და გა­რე­მო, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს სა­გა­მომ­ცემ­ლო სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბას და არა მის შემ­დ­გომ დაკ­ნი­ნე­ბას. თა­ნახ­მა არი­ან ისეთ გა­რე­მო­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის, სა­დაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი და თუნ­დაც მოს­წავ­ლე­თა უფ­ლე­ბე­ბი, ის­წავ­ლონ თა­ნა­მედ­რო­ვე, ინო­ვა­ცი­უ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით, რომ­ლის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის შექ­მ­ნა მხო­ლოდ ძლი­ერ გა­მომ­ცემ­ლებს შე­უძ­ლი­ათ.
მაია ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძემ, რუ­სუ­ლი ენის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტორ­მა (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „არ­ტა­ნუ­ჯი“) პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნაცხა­და, რომ, მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი შეხ­ვედ­რი­სა, სა­მი­ნის­ტ­რომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა გა­მომ­ცე­მელ­თა და ავ­ტორ­თა პო­ზი­ცია და რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ბა­ტო­ნი ჯე­ჯე­ლა­ვა იყო ბევ­რად უფ­რო მომ­თ­მე­ნი და ლო­ი­ა­ლუ­რი, თით­ქოს ჩან­და, რომ რა­ღაც შე­თან­ხ­მე­ბა­ზე წა­მოს­ვ­ლას აპი­რებ­და. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ კი ნა­თე­ლი გახ­და, რომ ეს მხო­ლოდ დრო­ის გაყ­ვა­ნის პო­ლი­ტი­კა იყო. გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გრი­ფი­რე­ბის წე­სი სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ავ­ტო­რე­ბის­თ­ვი­საც და გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თ­ვი­საც.
„პი­რა­დად ჩემს შე­კითხ­ვა­ზე — თუ­კი ჩე­მი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო აიღებს მა­ღალ ქუ­ლას, 100-ს და ჩე­მი კონ­კუ­რენ­ტი ავ­ტო­რის — 80-ს, ანუ ბევ­რად და­ბალს, რო­მელ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე გა­ა­კე­თებს არ­ჩე­ვანს სა­მი­ნის­ტ­რო? ჯე­ჯე­ლა­ვას პა­სუ­ხი იყო — უფ­რო იაფ­ზე. თუ­კი ჩე­მი კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო ეღი­რე­ბა 1 ლა­რით ან 50 თეთ­რით მე­ტი მე­ო­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ზე, რო­მე­ლიც ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილ­ში ბევ­რად ნაკ­ლებ ქუ­ლას იმ­სა­ხუ­რებს, სა­მი­ნის­ტ­რო იყი­დის მე­ო­რეს. ეს მე­სი­ჯი ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხი მკვეთ­რად და­ი­წევს, — გა­ნაცხა­და ქალ­ბა­ტონ­მა მა­ი­ამ, — საბ­ჭო­თა გად­მო­ნაშ­თი — ხა­რის­ხი­ა­ნი და იაფი — ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. ეს გრი­ფი­რე­ბის ახა­ლი წე­სის მთა­ვა­რი ხარ­ვე­ზია. ხა­რის­ხი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი, რაც დღეს ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა, ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, არის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის დახ­ვე­წა და რაც შე­იძ­ლე­ბა, ხა­რის­ხი­ა­ნი და უკე­თე­სი პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის.
ვფიქ­რობ, სა­მი­ნის­ტ­რო შეძ­ლებს მო­ძებ­ნოს ისე­თი გზა, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა წამ­გე­ბი­ა­ნი, პირ­ველ რიგ­ში, ქვეყ­ნის­თ­ვის. კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, ცხა­დია, ბევ­რად უფ­რო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იქ­ნე­ბა და ამ კონ­კუ­რენ­ცი­ას, რო­გორც წე­სი გა­მომ­ცემ­ლე­ბი ქმნი­ან ხოლ­მე. ვფიქ­რობ, გა­მომ­ცემ­ლე­ბის რო­ლის არ­გა­გე­ბა და არ­და­ფა­სე­ბა სწო­რი არ არის.“
სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, გვან­ცა ჯო­ბა­ვამ აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თ­ვე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბი სრუ­ლად უჭე­რენ მხარს უფა­სო სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის პროგ­რა­მას, თუმ­ცა, 2013 წლის დად­გე­ნი­ლე­ბამ სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, მი­ეთ­ვი­სე­ბი­ნა გა­მომ­ცემ­ლე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი, და­ე­ბეჭ­და და უფა­სოდ და­ე­რი­გე­ბი­ნა ისე, რომ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის მფლო­ბე­ლის­თ­ვის შე­სა­ბა­მი­სი ანაზღა­უ­რე­ბის მი­ცე­მა არა­ვის მოს­ვ­ლია აზ­რად.
„ამ­ჟა­მად ქარ­თუ­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო სექ­ტო­რი სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას, ძა­ლი­ან ბევ­რ­მა ადა­მი­ან­მა უკ­ვე და­კარ­გა სამ­სა­ხუ­რი. პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩვენ გავ­ხ­დით მსხვერ­პ­ლი ძა­ლი­ან დი­დი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი­სა, რო­მე­ლიც ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ არ­ჩევ­ნე­ბის წინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც ბო­ლო ოთხი წე­ლია ტარ­დე­ბა, ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ზე. ახალ­გაზ­რ­დე­ბის გა­ნათ­ლე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რ­თხის წი­ნა­შეა, რად­გან გა­მომ­ცემ­ლე­ბის და ავ­ტო­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აღარ აქვს სურ­ვი­ლი, სრუ­ლი­ად გა­ურ­კ­ვე­ველ პი­რო­ბებ­ში, შექ­მ­ნას ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი. ნდო­ბა სა­გა­მომ­ცემ­ლო სექ­ტორ­სა და გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს შო­რის აღარ არ­სე­ბობს.“
31 მარტს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, გვან­ცა ჯო­ბა­ვას და გა­მომ­ცე­მელ­თა მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს, ხო­სე ბორ­გი­ნოს შეხ­ვ­და. შეხ­ვედ­რა მე­დი­ის­თ­ვის და­ხუ­რუ­ლი იყო.
ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბას ელო­დე­ბოდ­ნენ, გა­ე­სა­უბ­რა და მათ შე­კითხებს უპა­სუ­ხა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს გრი­ფი­რე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­როს­მა, ნა­ნა კი­ლა­სო­ნი­ამ
შე­კითხ­ვა­ზე, არ­ღ­ვევს თუ არა სა­მი­ნის­ტ­რო ავ­ტო­რე­ბის და გა­მომ­ცემ­ლე­ბის სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბას, ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ უპა­სუ­ხა, რომ სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი, ზო­გა­დად, ორ­კომ­პო­ნენ­ტო­ვა­ნია — ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი და არა­ქო­ნებ­რი­ვი. ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი ეს არის ჰო­ნო­რა­რის უფ­ლე­ბა, ამ ნა­წარ­მო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და ის შე­იძ­ლე­ბა იყოს გან­კარ­გ­ვა­დი, ნე­ბის­მი­ე­რი ქო­ნე­ბის მსგავ­სად, „მა­გა­ლი­თად, სახლს რომ ვყი­დი, ერ­თი მო­მენ­ტია, რო­ცა მე ვე­ძებ კლი­ენტს, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის მი­სა­ღე­ბია, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მომ­ცემ­ლის გა­და­საწყ­ვე­ტია ამა თუ იმ ვა­რი­ან­ტ­ზე და­თან­ხ­მე­ბა და მე­ო­რე მო­მენ­ტია, რო­ცა არის პო­ტენ­ცი­უ­რი მყიდ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ბობს, მჭირ­დე­ბა სახ­ლი, ასე­თი და ასე­თი. თუ ეს მის პი­რო­ბებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, მან უნ­და მი­ი­ღოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, შე­მო­ვა ამ თე­მა­ში თუ არა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს გან­კარ­გ­ვა­დი უფ­ლე­ბაა. კი­დევ ერ­თხელ, ხაზ­გას­მით უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ კონ­ტენტს ვი­ყი­დით, იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბით ჩვენ ვი­სარ­გებ­ლებთ და ამ სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­და­ვიხ­დით თან­ხას. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ავ­ტორს აქვს უფ­ლე­ბა, მო­ითხო­ვოს ჰო­ნო­რა­რი. ჩვენ ვთა­ვა­ზობთ, რომ მოგ­ვ­ცენ ბეჭ­დ­ვის და სკო­ლებ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბის უფ­ლე­ბა და ამა­ში გა­და­ვუხ­დით თან­ხას. სა­ხელ­მ­წი­ფომ აწონ-და­წო­ნა ყვე­ლა­ფე­რი და მი­იჩ­ნია, რომ ეს მო­დე­ლი მის­თ­ვის უფ­რო ხელ­საყ­რე­ლია. სა­ხელ­მ­წი­ფო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია, შე­იქ­მ­ნას ისე­თი პლატ­ფორ­მა, სა­დაც ფიქ­სი­რე­ბულ­ზე ნაკ­ლებ ფასს მი­ი­ღებს.“
მან, ასე­ვე, გა­ნაცხა­და, რომ, „რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რისხს, აქ მთა­ვა­რი მო­მენ­ტია ის, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მელ­მაც და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მი­ნი­მა­ლუ­რი მოთხოვ­ნა ხა­რის­ხის (ში­ნა­არ­სობ­რივს ვგუ­ლის­ხ­მობ), ნიშ­ნავს, რომ ას­ქუ­ლი­ა­ნიც და ოთხ­მოც­დათხუთ­მეტ­ქუ­ლი­ა­ნიც თა­ნაბ­რად რე­ლე­ვან­ტუ­ლია გრი­ფი­რე­ბის კუთხით. ინ­ფორ­მა­ცია შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ, რაც რე­ცენ­ზი­ის სა­ხი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, არ­სად არ ქრე­ბა, ის მო­ნა­წი­ლე­ობს სწო­რედ ფას­თა კო­რე­ლა­ცი­ა­ში.“
სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გავ­რ­ცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ირ­გ­ვ­ლივ შექ­მ­ნილ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც 28 მარტს გავ­რ­ცელ­და, არის ასე­თი ჩა­ნა­წე­რი — აღ­მოფხ­ვ­რი­ლია რი­გი საზღ­ვარ­გა­რე­თუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტი უცხო­ე­ნო­ვან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, ეხე­ბა თუ არა ეს ჩა­ნა­წე­რი მაკ­მი­ლა­ნის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს და ხომ არ აპი­რებს სა­მი­ნის­ტ­რო მა­თი კონ­ტენ­ტის შე­ძე­ნას და და­ბეჭ­დ­ვას, რა­ზეც ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ გვი­პა­სუ­ხა: „სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ახა­ლი გრი­ფი­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა, გავ­რ­ცელ­დე­ბა რო­გორც უცხო­ელ გა­მომ­ცემ­ლებ­ზე, ისე ად­გი­ლობ­რივ­ზე. ეს წე­სი გავ­რ­ცელ­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ უცხო­ელ გა­მომ­ცე­მელ­ზე თა­ნაბ­რად. მაკ­მი­ლანს გრი­ფი ჰქონ­და და რო­ცა აღარ ექ­ნე­ბა, ის აღარ იქ­ნე­ბა ძი­რი­თა­დი რე­სურ­სი სკო­ლე­ბის­თ­ვის. ახა­ლი პი­რო­ბე­ბი თა­ნას­წორ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს რო­გორც უცხო­ელ, ასე­ვე ად­გი­ლობ­რივ მწარ­მო­ე­ბელს. თუ ეს პი­რო­ბე­ბი ვინ­მეს­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია, ის იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, მი­ი­ღოს თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­ს­ში.“
ნი­შან­დობ­ლი­ვი იყო, რომ შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია არ გა­უ­მარ­თავთ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ურ­თი­ერ­თ­გა­მომ­რიცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბიც კი გა­ა­კე­თეს. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პირ­ვე­ლი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლია გა­მო­ვი­და და გა­ნაცხა­და, რომ მას არ მო­უს­მე­ნია პრე­ტენ­ზი­ე­ბი მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის­გან, მო­ის­მი­ნა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბე­ბი და პო­ზი­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არ­სე­ბობს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი. „მო­ვის­მი­ნე რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მე­სი­ჯი და მინ­და ყვე­ლამ იცო­დეს, ით­ქ­ვა, რომ იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც ჩვენ ვთა­ვა­ზობთ გა­მომ­ცემ­ლებს, არ ვარ­ღ­ვევთ არა­ნა­ირ უფ­ლე­ბებს. გა­მომ­ცე­მელ­თა ასო­ცი­ა­ცია თვლის, რომ არ­სე­ბობს სხვა მო­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე არ­სე­ბობს ის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ კონ­კ­რე­ტულ სა­ჭი­რო­ე­ბას, რო­მე­ლიც იმ ეტაპზე დგას.
რა თქმა უნ­და, ვაგ­რ­ძე­ლებთ კონ­სულ­ტა­ცი­ას და შე­ვეც­დე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი რო­გორც ხა­რის­ხი­ან წიგ­ნებ­ში, ასე­ვე სა­ბი­უ­ჯე­ტო კუთხით იყოს მთა­ვა­რი. არა მარ­ტო შე­ვეც­დე­ბით, არა­მედ მი­ვაღ­წევთ კი­დეც ამას.
დღე­ვან­დელ­მა შეხ­ვედ­რამ გვაჩ­ვე­ნა, რომ გა­მომ­ცე­მელ­თა ნა­წი­ლი მა­ნი­პუ­ლი­რებს ზო­გა­დად გა­მომ­ცემ­ლე­ბის სა­ხე­ლით. ჩვე­ნი სტუ­მა­რი გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, რო­ცა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ გა­მომ­ცემ­ლე­ბი, რო­გორც მას ეგო­ნა, ყვე­ლა­ნი არ არი­ან და ვერც იქ­ნე­ბი­ან ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე.
ჩვენ შევ­თან­ხ­მ­დით იმა­ზე, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი კონ­კუ­რენ­ციაა მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი იმის­თ­ვის, რომ ჩვენს შვი­ლებს კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ჰქონ­დეთ.“
შე­კითხ­ვა­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს კონ­კურ­ს­გა­რე­შე მი­ე­ნი­ჭოს გრი­ფი, ბა­ტონ­მა თე­ი­მუ­რაზ­მა უპა­სუ­ხა, რომ მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მი­სი სკო­ლა­ში შე­ტა­ნის აუცი­ლებ­ლო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით, რაც აქამ­დეც ასე იყო.
მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ხო­სე ბორ­გი­ნო და გვან­ცა ჯო­ბა­ვა გა­მო­ვიდ­ნენ. გა­მომ­ცე­მელ­თა მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა გა­ნაცხა­და, რომ მის­თ­ვის სი­ახ­ლე არ იყო ის, რომ გა­მომ­ცე­მელ­თა ნა­წი­ლი აგ­რ­ძე­ლებ­და შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და სა­მი­ნის­ტ­როს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას. „ჩვე­ნი პო­ზი­ცია ძა­ლი­ან ნა­თე­ლია, ამ სა­კითხ­ში მხარს ვუ­ჭერთ ჩვენს წევრს — სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას მის წევრ გა­მომ­ცემ­ლებ­თან ერ­თად. ჩვენ გვქონ­და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და სა­ინ­ტე­რე­სო გან­ხილ­ვა მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეს­თან. მას მი­ვა­წო­დეთ კონ­კ­რე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მოს­წორ­დეს ის კონ­კ­რე­ტუ­ლი პუნ­ქ­ტე­ბი, რომ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც არ­სე­ბობს და­ვა გა­მომ­ცემ­ლებ­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს შო­რის. ასე­ვე ავუხ­სე­ნით, რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა იმ გზამ, რო­მე­ლიც დღეს აქვთ არ­ჩე­უ­ლი, უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნოს ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და ზო­გა­დად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის­თ­ვის.
ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, გაგ­რ­ძელ­დე­ბა თუ არა, ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ქარ­თ­ველ გა­მომ­ცემ­ლებს, გა­მომ­ცე­მელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს შო­რის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბის რე­ჟიმ­ში. ჩვენ აქ გა­ვი­გეთ, რომ იგეგ­მე­ბა შეხ­ვედ­რა გა­მომ­ცემ­ლებ­თან და მი­ვი­ღეთ პი­რო­ბა, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე და­პა­ტი­ჟე­ბენ რო­გორც გა­მომ­ცე­მელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას, ასე­ვე მის წევრ გა­მომ­ცემ­ლებს. დი­დი იმე­დი მაქვს, რომ იმ შეხ­ვედ­რა­ზე მა­ინც რა­ი­მე შე­თან­ხ­მე­ბის მიღ­წე­ვა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.“
გვან­ცა ჯო­ბა­ვა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „უმაღ­ლე­სი რან­გის ექ­ს­პერ­ტი გვყავ­და სტუმ­რად, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს ამ სფე­როს და იცის, რა შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­დეს არა მხო­ლოდ სა­გა­მომ­ცემ­ლი სექ­ტო­რი, არა­მედ ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თუ­კი გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ იმ გზას, რო­მელ­საც ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ვად­გა­ვართ.
რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რის შე­დეგს, რა თქმა უნ­და, მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლემ მო­ის­მი­ნა ჩვე­ნი უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტის­გან რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, იყო აქ­ტი­უ­რი მსჯე­ლო­ბა, ჩვენ ვცდი­ლობ­დით, ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტი მოგ­ვეშ­ვე­ლი­ე­ბი­ნა. გან­ხილ­ვის თე­მა, ძი­რი­თა­დად, იყო გრი­ფი­რე­ბის წეს­ში შე­სუ­ლი ორი პუნ­ქ­ტი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­და­ვოა. გა­ვა­ცა­ნით ჩვე­ნი პო­ზი­ცი­ე­ბი, თუმ­ცა ვი­ცო­დით, და­ახ­ლო­ე­ბით, რა არ­გუ­მენ­ტე­ბიც აქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მი­ნის­ტ­როს და ისი­ნი კვლა­ვაც მყა­რად დგა­ნან ამ პო­ზი­ცი­ა­ზე.
გვითხ­რეს, რომ 10 აპ­რილს იმარ­თე­ბა შეხ­ვედ­რა გა­მომ­ცემ­ლებ­თან. ჩვენ ეს დღეს პირ­ვე­ლად გა­ვი­გეთ, რო­გორც ჩანს, ეს შეხ­ვედ­რა არ გუ­ლის­ხ­მობ­და გა­მომ­ცე­მელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წევრ გა­მომ­ცემ­ლებს. თუმ­ცა, მი­ვი­ღეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ ასო­ცი­ა­ცია, მის წევრ გა­მომ­ცემ­ლებ­თან ერ­თად, შე­საძ­ლე­ბე­ლია, და­ეს­წ­როს ამ შეხ­ვედ­რას. ჩე­მი მთა­ვა­რი კითხ­ვა იყო — თუ­კი ჩვენ და­ვეს­წ­რე­ბით ამ შეხ­ვედ­რას, გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა ის ორი პუნ­ქ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად პრობ­ლე­მა­ტუ­რია გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თ­ვის ამ გრი­ფი­რე­ბის წეს­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მი­ვი­ღე და­ზუს­ტე­ბუ­ლი პა­სუ­ხი. თუმ­ცა, 10 აპ­რი­ლის შეხ­ვედ­რას აუცი­ლებ­ლად და­ვეს­წ­რე­ბით და კი­დევ ერ­თხელ შე­ვეც­დე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს შან­სიც და ვიმ­ს­ჯე­ლოთ იმ პუნ­ქ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ასე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.“
3 აპ­რილს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ გა­მომ­ცემ­ლებს, რომ­ლე­ბიც გრი­ფი­რე­ბის ახალ წეს­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქ­ვა­მენ, უპა­სუ­ხა: „მათ, თა­ვის დრო­ზე, შეძ­ლეს, მა­ღალ ფა­სად ცუ­დი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­ექ­მ­ნათ. ამი­ტომ, მა­თი წუ­ხი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხ­ზე, მე მგო­ნი, უად­გი­ლოა. მე დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ და ვა­გებ პა­სუხს, რომ სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ხა­რის­ხი­ა­ნი. ჩვენ ჯერ სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნებს გა­და­ვარ­ჩევთ და შემ­დეგ სა­უ­კე­თე­სო­ებ­ში შედ­გე­ბა სა­ფა­სო კონ­კუ­რენ­ცია, ანუ სა­უ­კე­თე­სო­ებ­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფა­სის მქო­ნეს ავირ­ჩევთ“.
მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შერ­ჩე­ვი­სას სა­მი­ნის­ტ­რო იმა­ვე პრინ­ცი­პით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, რა­საც მსოფ­ლიო ბან­კი იყე­ნებს სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში, სა­დაც ხა­რისხს აქვს მა­ღა­ლი წო­ნა და მხო­ლოდ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­წო­დებ­ლე­ბი უწე­ვენ ერ­თ­მა­ნეთს ფა­სით კონ­კუ­რენ­ცი­ას.
ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ალ­ბათ, უნ­და ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის შეც­ვ­ლას არც კი გა­ნი­ხი­ლავს. რო­გორც ჩანს, ვერც გა­მომ­ცე­მელ­თა მსოფ­ლიო ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა სტუმ­რო­ბამ გა­მო­ი­ღო შე­დე­გი და არც 10 აპ­რილს და­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა ცვლი­ლე­ბის მომ­ტა­ნი.

25-28(942)N