გამოდის 1998 წლიდან
2017-04-27
„ვის­წავ­ლოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ — მეტი შესაძლებლობა უცხოელ სტუდენტებს


არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ში, ქა­ლაქ დუ­ბა­ი­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მო­ფე­ნა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო პირ­ვე­ლად წარ­დ­გა პრო­ექ­ტით „ვის­წავ­ლოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მსურ­ველ სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობს. გა­მო­ფე­ნა­ზე მსოფ­ლი­ოს 20-ზე მე­ტი ქვეყ­ნის 130-მდე უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ შო­რის იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს რვა უნი­ვერ­სი­ტე­ტი: 4  სა­ხელ­მ­წი­ფო და 4 კერ­ძო. ქარ­თუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას — სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტებ­სა და პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას — დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლებს ორი სტენ­დი აც­ნობ­და. და­ინ­ტე­რე­სე­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო, უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იმ პერ­ს­პექ­ტი­ვებ­ზე ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწავ­ლას აქვს.
„დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო, ასე­ვე ბიზ­ნე­სის, ინ­ჟი­ნე­რი­ის, ფი­ზი­კა-ქი­მი­ის, ტექ­ნი­კუ­რი საგ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ლია. სტენ­დიც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, ად­გი­ლიც და აქ­ტი­ვო­ბაც აჩ­ვე­ნებს, რომ ჩვენ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბამ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში უკ­ვე გა­ა­მარ­თ­ლა. — უთხ­რა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ, რო­მე­ლიც ღო­ნის­ძი­ე­ბის გახ­ს­ნას და­ეს­წ­რო — ამ გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია არა მარ­ტო ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი, აქ არის კა­ნა­დის, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი. მჯე­რა, რომ ჩვენ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ვართ. მარ­თა­ლია შე­ფუთ­ვა გვაკ­ლია, არ ბრჭყვი­ნავს ჩვე­ნი პრო­ექ­ტი, თო­რემ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ძა­ლი­ან კარ­გია.“
თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე: „ჩვენ და­ვი­სა­ხეთ ამო­ცა­ნად, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს, მეტ სტუ­დენტს გა­ვაც­ნოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა გვაქვს, ასე­ვე, კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი, ამი­ტომ გვინ­და, ბევ­რი სტუ­დენ­ტი მო­ვი­ზი­დოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.
სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა დუ­ბა­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მო­ფე­ნა­ზე უკ­ვე ძა­ლი­ან დიდ წარ­მა­ტე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. პირ­ველ რიგ­ში, ქვე­ყა­ნა და­ფიქ­სირ­და, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტ­რი, სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, მათ­თან ერთ რიგ­ში. ეს ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი წარ­მა­ტე­ბაა. მი­ნი­მუმ, 600 სტუ­დენ­ტი და­რე­გის­ტ­რირ­და, მათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­მართ ინ­ტე­რე­სი გა­მო­ხა­ტეს და, რაც მთა­ვა­რია, თა­ვად უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ჰქონ­დათ ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რაც, ჯამ­ში, გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა, შე­დე­გე­ბი იქ­ნე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ის­წავ­ლის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მა­თი მშობ­ლე­ბი, მა­თი გა­რე­მო და­ინ­ტე­რეს­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვი­ზი­ტით, რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. იმ სტუ­დენ­ტე­ბის მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სას­წავ­ლებ­ლად ვიწ­ვევთ, ამ­ბო­ბენ, ჩვენც ჩა­მო­ვალთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, გვინ­და ვნა­ხოთ, სად იაწავ­ლი­ან ჩვე­ნი შვი­ლე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა.
კი­დევ არა­ერთ გა­მო­ფე­ნა­ში მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მაგ­რამ ეს გა­მო­ფე­ნა პირ­ვე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გან მოგ­ვ­ცა სა­ფუძ­ვე­ლი, ვი­ყოთ ოპ­ტი­მის­ტე­ბი.“
ამ­ჟა­მად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 10 000-მდე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო აპი­რებს, მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დე­ნი­მე ათა­სით გა­ზარ­დოს. ძა­ლი­ან კარ­გი ტენ­დენ­ციაა — ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა. ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ ინ­ტე­რე­სი სულ უფ­რო და უფ­რო მა­ღა­ლია.
ნი­კო­ლოზ მელ­ქა­ძე, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი: „პირ­ვე­ლად ვი­ღებთ მსგავს გა­მო­ფე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ. უკ­ვე ძა­ლი­ან ბევრ პო­ტენ­ცი­ურ სტუ­დენტს ვე­სა­უბ­რე, ასე­ვე მშობ­ლებს, რო­მელ­თა შვი­ლებ­საც უნ­დათ საზღ­ვარ­გა­რეთ სწავ­ლა, არ­ჩე­უ­ლი აქვთ სა­ქარ­თ­ვე­ლო ან ფიქ­რო­ბენ აირ­ჩი­ონ სა­ქარ­თ­ვე­ლო. მო­მა­ვალ­შიც აუცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.“
ელე­ნე ალა­დაშ­ვი­ლი, სან დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში: „ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ვი­და, კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ. სა­ქარ­თ­ვე­ლო იცის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლამ, ნამ­ყო­ფე­ბი არი­ან, მათ­თ­ვის ცნო­ბი­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი. უკ­ვე და­ვა­რე­გის­ტ­რი­რეთ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი სტუ­დენ­ტი და მათ შო­რის ძა­ლი­ან დი­დი ნა­წი­ლი რე­ა­ლუ­რი სტუ­დენ­ტია. გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ინ­ჟინ­რო პროგ­რა­მე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო, სხვა­დას­ხ­ვა მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, აგ­რეთ­ვე, ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბა და სხვ. ყვე­ლა პროგ­რა­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ამ გა­მო­ფე­ნა­ზე. ჩვენ აუცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მო­მა­ვალ მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში იმის­თ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უფ­რო მე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტი ჩა­მო­ვი­დეს და სა­ქარ­თ­ვე­ლომ და­იმ­კ­ვიდ­როს სა­ხე­ლი, რო­გორც მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ახალ­მა მი­მარ­თუ­ლე­ბამ.“
ქე­თე­ვან ბო­ი­კო, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი: „ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­ხა­რუ­ლია, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო, პრო­ექ­ტის „Study in გeorgia“ ფარ­გ­ლებ­ში, დუ­ბა­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მო­ფე­ნა­ზე. ჩვენ მუდ­მი­ვად მხარს და­ვუ­ჭერთ მსგავს ინი­ცი­ა­ტი­ვას და მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ სა­მი­ნის­ტ­რო, ამ კუთხით, ხელს უწყობს უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მივ­ცეთ უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს, შევ­თა­ვა­ზოთ ჩვე­ნი სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბი. მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა ხელს შე­უწყობს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას და, ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­ერ­თა­შო­რი­სო და მულ­ტი­კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბას.
სა­მი­ვე დღე საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი იყო. ბევ­რი მო­ნა­წი­ლე და­ინ­ტე­რეს­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწავ­ლით. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ ოდე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რადღე­ბა და­ვიმ­სა­ხუ­რეთ მთე­ლი სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.“
კენ ვო­ულ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სან დი­ე­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­კა­ნი: „რო­გორც ვხე­დავთ, სტუ­დენ­ტე­ბი ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ჩვე­ნი გზავ­ნი­ლი აქ ისე­თი­ვეა, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში — სტუ­დენ­ტებს ვთა­ვა­ზობთ ამე­რი­კულ დიპ­ლომს ბევ­რად იაფად, ვიდ­რე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ სტუ­დენტს და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ.“
ხა­თუ­ნა თო­და­ძე, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვი­ცე-რექ­ტო­რი: „მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ არა მარ­ტო აზი­ის, არა­მედ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან მო­ვი­ზი­დოთ სტუ­დენ­ტე­ბი. ჩვენ გვყავს სტუ­დენ­ტე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან, სამ­ხ­რეთ ამე­რი­კი­დან, აფ­რი­კი­დან და ა.შ. ვცდი­ლობთ, გა­ვა­ფარ­თო­ოთ კონ­ტინ­გენ­ტი.“
დუ­ბა­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მი­ზა­ნი არა მარ­ტო უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა, არა­მედ სპე­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაც იყო.
სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ რო­გორ აფა­სე­ბენ უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი პრო­ექტს „ვის­წავ­ლოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“:
ან­სელმ კო­დი­ნო, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მო­ფე­ნის დი­რექ­ტო­რი: „მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ პრო­ექ­ტი „ვის­წავ­ლოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჩვენს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მო­ფე­ნა­ზე. ვმას­პინ­ძ­ლობთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს და ვი­მე­დოვ­ნებთ, მა­თი ვი­ზი­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ივ­ლის. ვხე­დავთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტენ­დი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის­თ­ვის.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა საკ­მა­ოდ მიმ­ზიდ­ვე­ლია უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, ამას ისიც ადას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რის და ეროვ­ნე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი სწავ­ლო­ბენ. გარ­და ამი­სა, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო  ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ველ და ხელ­მი­საწ­ვ­დომ სა­მე­დი­ცი­ნო და პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბას გვთა­ვა­ზობს რე­გი­ონ­ში. ვფიქ­რობ, ბევ­რი უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტი და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ამ პროგ­რა­მით და მათ­თ­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი ად­გი­ლი გახ­დე­ბა.“
სით­ჰარტ ჯე­ი­ნი, უფ­რო­სი კონ­სულ­ტან­ტი: „მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გა­მო­ფე­ნა­ზე ვი­ხი­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.  სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან  ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და ეს პრო­ექ­ტი მარ­თ­ლაც მიღ­წე­ვაა მა­თი მხრი­დან. მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო ამ პრო­ექტს და მხარ­და­ჭე­რას ვუცხა­დებ ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბას თუ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რაც სა­მო­მავ­ლოდ და­ი­გეგ­მე­ბა.“
სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მო­ფე­ნა დუ­ბა­ი­ში სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N