გამოდის 1998 წლიდან
2017-05-11
გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­საზღ­ვ­რის ეფექ­ტუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი


სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თ­ვის TIMSS-ისა და PISა-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. 2015-2016 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი სწავ­ლის შე­დე­გებს, დი­ნა­მი­კა­სა და იმ ფაქ­ტო­რებს უკავ­შირ­დე­ბა, რაც გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე.
სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მა­თე­მა­ტი­კა­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს 2015 წლის შე­დე­გე­ბი, წი­ნა წლებ­თან შე­და­რე­ბით, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია. თუმ­ცა, პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს შე­დე­გი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო ნიშ­ნულს ვერ აღ­წევს.
„მთა­ვა­რი, რა­ზეც უნ­და დავ­ფიქ­რ­დეთ, არის ის, თუ რა­ტომ დად­გა ასე­თი შე­დე­გე­ბი და კონ­კ­რე­ტუ­ლად რა უნ­და გა­ვა­კე­თოთ ამ შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ამ პრო­ცეს­ში იყო მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რა, — გა­ნაცხა­და მი­ნის­ტ­რ­მა, — მომ­დევ­ნო ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­სათ­ვის და სა­მო­მავ­ლოდ სა­მოქ­მე­დო გეგ­მის და­სახ­ვი­სათ­ვის, და­გეგ­მი­ლია აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. ივ­ნის­ში გა­ი­მარ­თე­ბა კონ­ფე­რენ­ცია, სა­დაც ერ­თ­თ­ვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბი შე­ჯამ­დე­ბა და კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო ნა­ბი­ჯე­ბი და­ი­გეგ­მე­ბა.“
პრე­ზენ­ტა­ცი­ი­სას მი­ნის­ტ­რ­მა ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა­ზე. ეროვ­ნულ­მა კვლე­ვამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი აჩ­ვე­ნა ამ კუთხით — სოფ­ლის სკო­ლებს უარე­სი შე­დე­გე­ბი აქვთ, ვიდ­რე ქა­ლა­ქის სკო­ლებს, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბი ჩა­მორ­ჩე­ბა კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებს, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბი — ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გებს. „სამ­წუ­ხა­როა ის დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბე­ბი, რაც ქვეყ­ნის შიგ­ნით ჩანს. ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ძა­ლი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლად გვაქვს ყუ­რადღე­ბა გა­სა­მახ­ვი­ლე­ბე­ლი ამ სა­კითხებ­ზე. კვლე­ვე­ბის მომ­დევ­ნო ციკ­ლის­თ­ვის, ჩვენ გვაქვს პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც სა­თა­ნა­დოდ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რომ შემ­დ­გო­მი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი უკე­თე­სი იყოს.“
სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, პე­და­გოგ­თა სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი პირ­და­პირ გავ­ლე­ნას არ ახ­დენს სწავ­ლის ხა­რის­ხ­ზე. მი­ნის­ტ­რის თქმით, იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც პე­და­გოგ­თა, და­ახ­ლო­ე­ბით, 60% სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია რა­დი­კა­ლუ­რად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა იმ სკო­ლის შე­ფა­სე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის­გან, სა­დაც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 20%-ია. სა­მა­გი­ე­როდ, სკო­ლებ­ში სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­ტი­ვი­რე­ბულ­ნი არი­ან, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბია იმ სკო­ლებ­თან შე­და­რე­ბით, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი დე­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ამი­ტომ, მი­ნის­ტ­რის და­პი­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცე­ვა მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ზრდას.
„ასე­ვე ძა­ლი­ან სუს­ტი კავ­ში­რია სწავ­ლის ხა­რის­ხ­სა და სკო­ლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას შო­რის. ბავ­შ­ვე­ბი, პრინ­ციპ­ში, ერ­თ­ნა­ი­რად სწავ­ლო­ბენ იმ სკო­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც გუ­შინ გა­რე­მონ­ტ­და და იქაც, სა­დაც რე­მონ­ტი 10 წე­ლია არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. რა თქმა უნ­და, სკო­ლა უნ­და გა­ა­რე­მონ­ტო და მი­ხე­დო, მაგ­რამ გა­რე­მონ­ტე­ბა სწავ­ლის ხა­რის­ხის ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას არ ნიშ­ნავს,“ — აღ­ნიშ­ნა ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ.
სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბე­ბი ქვეყ­ნებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, სა­კუ­თარ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­დე­გებს გა­ეც­ნონ და გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ. აღ­ნიშ­ნულ შე­დე­გებ­ზე ფარ­თო მსჯე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, მე­დი­ას­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ჯგუ­ფებ­თან გეგ­მავს. მსჯე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ: სკო­ლის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო, მას­წავ­ლე­ბელ­თა პროფ­კავ­ში­რი და დარ­გობ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი.

TIMSS-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა ყო­ველ ოთხ წე­ლი­წად­ში ტარ­დე­ბა და მა­თე­მა­ტი­კა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებს იკ­ვ­ლევს, ასე­ვე კვლე­ვა­ში ასა­ხუ­ლია ის ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დენს ამ საგ­ნე­ბის სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე. 2015 წლის შე­დე­გე­ბით, ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი არ­სე­ბი­თად ჩა­მორ­ჩე­ბა TIMSS-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­შუ­ა­ლო ნიშ­ნულს რო­გორ­ც ­მე-4, ისე მე-8 კლას­ში. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო ნიშ­ნუ­ლი 500 ქუ­ლაა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი — 450.
მე­ოთხეკ­ლა­სელ მოს­წავ­ლე­თა 22% და მერ­ვეკ­ლა­სელ­თა 28% მა­თე­მა­ტი­კა­ში მი­ნი­მა­ლურ ცოდ­ნა­საც არ ფლობს. ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში იგი­ვე შე­დე­გი მე­ოთხეკ­ლა­სელ მოს­წავ­ლე­თა 26%-ს და მერ­ვეკ­ლა­სელ­თა 30%-ს აქვს. დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე ახა­ლი ცოდ­ნის შე­ძე­ნის პრო­ცეს­ში და­მა­ტე­ბით ბა­რი­ე­რებს ქმნის.
სა­ქარ­თ­ვე­ლომ კვლე­ვის სამ ციკ­ლ­ში (2007, 2011, 2015 წლე­ბი) მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. 2015 წელს TIMSS-ის კვლე­ვა­ში 153 სკო­ლის 9000-ზე მე­ტი მოს­წავ­ლე იყო ჩარ­თუ­ლი.

PISა სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვაა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს შე­ა­ფა­სოს 15 წლის მო­ზარ­დე­ბის მი­ერ სკო­ლა­ში შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი. ეს ის ასა­კია, რო­ცა მოს­წავ­ლე­ე­ბი თით­ქ­მის ას­რუ­ლე­ბენ სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­ნათ­ლე­ბის კურსს. შე­სა­ბა­მი­სად, PISა ამოწ­მებს მათ მზა­ო­ბას, გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ ყო­ველ­დღი­ურ გა­მოწ­ვე­ვებს იმ ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში მი­ი­ღეს.
PISა-ს მი­ზანს არ წარ­მო­ად­გენს, შე­ა­მოწ­მოს, თუ რამ­დე­ნად კარ­გად აით­ვი­სეს მოს­წავ­ლე­ებ­მა უშუ­ა­ლოდ სკო­ლის პროგ­რა­მა, არა­მედ მი­მარ­თუ­ლია გან­საზღ­ვ­როს, რამ­დე­ნად კარ­გად არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩარ­თუ­ლო­ბი­სათ­ვის.
PISა 2000 წლი­დან, 3 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ, ტარ­დე­ბა და ცოდ­ნას სამ სფე­რო­ში ამოწ­მებს: კითხ­ვა, მა­თე­მა­ტი­კა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი.
2015 წლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მა­თე­მა­ტი­კა­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ბა­ლია. მოს­წავ­ლე­თა ნა­ხე­ვა­რი სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში სა­ბა­ზო კომ­პე­ტენ­ცი­ებს არ ფლობს. კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 490 ქუ­ლაა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სი — 404.
სა­ქარ­თ­ვე­ლო კვლე­ვა­ში 2009 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს. 72 ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­და ჵჳSა 2015, და­ახ­ლო­ე­ბით 540 000 მოს­წავ­ლე წარ­მო­ად­გენ­და თა­ვის ქვე­ყა­ნას, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან 263 სკო­ლის 6000-ზე მე­ტი ქარ­თ­ვე­ლი მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მომ­დევ­ნო ციკ­ლი 2018 წელს იგეგ­მე­ბა.

სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ და­გეგ­მილ და მიღ­წე­ულ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას შო­რის არ­სე­ბი­თი სხვა­ო­ბაა. მე-9 კლას­ში ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის დაძ­ლე­ვას, მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე, მა­თე­მა­ტი­კა­ში, მოს­წავ­ლე­თა 30.3% ვერ ახერ­ხებს, ფი­ზი­კა­ში — 34,8%, ქი­მი­ა­ში — 49,1%, ხო­ლო ბი­ო­ლო­გი­ა­ში — 13,3%.
კვლე­ვამ გან­სა­კუთ­რე­ბით და­ბა­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა იმ და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც მსჯე­ლო­ბას და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის უნარს მო­ითხოვს.
სწავ­ლის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით, კვლე­ვით დგინ­დე­ბა, რომ მა­თე­მა­ტი­კი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ში სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი არ­სე­ბი­თად ჩა­მორ­ჩე­ბა ქა­ლაქ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­ტო­ლე­ბის მიღ­წე­ვებს. თვალ­სა­ჩი­ნოა კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა, სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.
სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბის მიღ­წე­ვის ტეს­ტი სრუ­ლად ეფუძ­ნე­ბა ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას. შე­სა­ბა­მი­სად, სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ და შე­ვა­და­როთ ერ­თ­მა­ნეთს ის, რაც დავ­გეგ­მეთ, და­ვი­სა­ხეთ მიზ­ნად (ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა) და რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ (მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის შე­დე­გე­ბი — მიღ­წე­უ­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა).
კვლე­ვის პირ­ვე­ლი ეტა­პი 2015-2016 წლებ­ში ჩა­ტარ­და, მო­ნა­წი­ლე­ობ­და 16 000 მოს­წავ­ლე, 15 000 მშო­ბე­ლი და 1000 მას­წავ­ლე­ბე­ლი.
სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბა ეროვ­ნუ­ლი მას­შ­ტა­ბით არ­სე­ბუ­ლი სუ­რა­თის შეს­წავ­ლა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი კი — ქვეყ­ნის შე­დე­გე­ბის გლო­ბა­ლურ კონ­ტექ­ს­ტ­ში შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებს შე­უძ­ლი­ათ, შე­ა­და­რონ მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის დო­ნე სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს, გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ, თუ რა ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს სხვა­დას­ხ­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი, სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე; ამას­თან, მკა­ფი­ოდ ავ­ლენს ამა თუ იმ ქვეყ­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ ხარ­ვე­ზებს და კარგ სა­ფუძ­ველს ქმნის იმის გა­და­საწყ­ვე­ტად, რა და რა­ტომ არის შე­საც­ვ­ლე­ლი თუ და­სახ­ვე­წი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.
სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბებს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უძღ­ვე­ბა. ცენ­ტ­რ­ში დე­ტა­ლუ­რად აანა­ლი­ზე­ბენ კვლე­ვე­ბის შე­დე­გებს. ჩვენ და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გო­რია ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი მიღ­წე­ვა­თა დი­ნა­მი­კა, ძი­რი­თა­დი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი და შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის კვლე­ვი­სა და საგ­ნობ­რი­ვი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, ია კუ­ტა­ლა­ძეს ვთხო­ვეთ,ზო­გა­დად შე­ე­ფა­სე­ბი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ხელ­მ­წი­ფო კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი.
„სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გლო­ბა­ლურ კონ­ტექ­ს­ტ­ში შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს. ეს კვლე­ვე­ბი გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ტარ­დე­ბა. ჩვენ, უკ­ვე, სამ ციკ­ლ­ში გვაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, შეგ­ვიძ­ლია მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი დი­ნა­მი­კა­ში შე­ვა­ფა­სოთ.
2007 წლი­დან 2015 წლამ­დე მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი უმ­ჯო­ბეს­დე­ბა რო­გორც მა­თე­მა­ტი­კა­ში, ასე­ვე სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში. ეს ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კაა და აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ. თუმ­ცა, აქ­ვე, ისიც უნ­და ვთქვათ, რომ მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კი­სა, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­შუ­ა­ლო მიღ­წე­ვე­ბი, TჳმSS-ის სტან­დარ­ტულ სკა­ლა­ზე, სა­შუ­ა­ლო ნიშ­ნულ­ზე და­ბა­ლია. მი­უ­ხე­და­ვად პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კი­სა, ჩვენ, პრინ­ციპ­ში, მა­თე­მა­ტი­კი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის კვლე­ვა­ში მა­ინც სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვართ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია წი­ლი იმ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა, რო­მელ­თაც მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბიც კი არ აქვთ ამ საგ­ნებ­ში. ამას­თან გა­მო­ხა­ტუ­ლია ტენ­დენ­ცია, რომ მე­ოთხე კლა­სი­დან მიღ­წე­ვე­ბი უარეს­დე­ბა, მერ­ვეკ­ლა­სე­ლე­ბის მიღ­წე­ვე­ბი, ამ სტან­დარ­ტულ სკა­ლა­ზე, უფ­რო და­ბა­ლია.
რაც შე­ე­ხე­ბა პო­ზი­ტი­ურ დი­ნა­მი­კას, უნ­და ით­ქ­ვას, რომ ეს კვლე­ვა არ არის ერ­თა­დერ­თი, რო­მე­ლიც ამას ადას­ტუ­რებს. PIZა, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვაც, 2009-10 წლის კვლე­ვას­თან შე­და­რე­ბით, ასე­ვე გვიჩ­ვე­ნებს მიღ­წე­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლი­ან დი­დია წი­ლი იმ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა, რო­მელ­თაც სა­ბა­ზო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ მა­თე­მა­ტი­კა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში.
მარ­თა­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ე­ბი ამ ორ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს, ფუნ­და­მენ­ტურ სფე­რო­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პო­ზი­ტი­ურ დი­ნა­მი­კას გვიჩ­ვე­ნებს, მაგ­რამ უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ტემ­პი და­ბა­ლია, რად­გან, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ორი­ვე კვლე­ვა გვიჩ­ვე­ნებს, რომ კრი­ტი­კუ­ლი მა­სა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა, რომ­ლებ­საც სა­ბა­ზო კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი არ აქვთ, მა­ღა­ლია. ამას აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ანა­ლი­ზი და  სკო­ლებს — მხარ­და­ჭე­რა, რომ მი­ნი­მა­ლურ, სა­ბა­ზო დო­ნე­ზე მა­ინც, ყვე­ლა მოს­წავ­ლემ დაძ­ლი­ოს ის, რი­სი ცოდ­ნაც ან რა უნა­რე­ბის ფლო­ბაც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი.
სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვა­ტა­რებთ სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბებს, რო­მე­ლიც უფ­რო კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნებ­ზე, ვა­ფა­სებთ იმას, რა და­ი­გეგ­მა, რას მი­ვაღ­წი­ეთ იმ მოთხოვ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რაც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­თაა გან­საზღ­ვ­რუ­ლი.
მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბა გვიჩ­ვე­ნებს, მეცხ­რე კლას­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბის 30%, მი­ნი­მა­ლურ სა­ბა­ზო კომ­პე­ტენ­ცი­ებს მა­თე­მა­ტი­კა­ში არ ფლობს. უფ­რო დრა­მა­ტუ­ლი შე­დე­გი გვაქვს ქი­მი­ა­ში, შემ­დეგ — ფი­ზი­კა­ში და შე­და­რე­ბით და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი — ბი­ო­ლო­გი­ა­ში.
მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ეს კვლე­ვა არ არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე. თუმ­ცა, თა­ვის­თა­ვად, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ავ­სა­ხოთ რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა, გვქონ­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი სუ­რა­თი, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა, რა­ტომ გვაქვს ასე­თი შე­დე­გი, ასე­ვე, რა ფაქ­ტო­რე­ბი ახ­დე­ნენ პო­ზი­ტი­ურ გავ­ლე­ნას მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­ზე, რა ფაქ­ტო­რე­ბი პი­რი­ქით — არა­ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს ქმნი­ან და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ კვლე­ვებ­ში — სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბა­შიც და სა­ხელ­მ­წი­ფო­შიც — ხდე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის კონ­ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზი. ეს კონ­ტექ­ს­ტი — გა­რე­მოს ანა­ლი­ზი — სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რია. მა­გა­ლი­თად, ოჯახს, რო­მელ­თა­ნაც ბავშვს ფუნ­და­მენ­ტუ­რი კავ­ში­რი აქვს, ნამ­დ­ვი­ლად ძა­ლი­ან დი­დი გავ­ლე­ნა აქვს არა მხო­ლოდ აღ­ზ­რ­დის პრო­ცეს­ზე, არა­მედ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ზეც. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ეს ფაქ­ტო­რე­ბი კარ­გად იყოს გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი.
მე­ო­რე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კონ­ტექ­ს­ტია სკო­ლა — სას­კო­ლო გა­რე­მო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, სას­კო­ლო რე­სურ­სე­ბი, ვთქვათ ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის არ­სე­ბო­ბა, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, თვი­თონ კლა­სი (რად­გან უშუ­ა­ლო გა­რე­მო, სა­დაც ბავ­შ­ვი სწავ­ლობს, კლა­სია, სკო­ლა ცო­ტა უფ­რო ზო­გა­დი გა­რე­მოა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბი­თა­დაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოს­წავ­ლეს­თან), კლას­ში მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცია, ჩარ­თუ­ლო­ბა, მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი, კონ­კ­რე­ტუ­ლი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია და ა.შ. — ეს ყვე­ლა­ფე­რი კავ­შირ­შია მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვებ­თან და ყვე­ლა ამ ფაქ­ტორს ვა­ა­ნა­ლი­ზებთ.
ახ­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხუთ ანა­ლიზ­ზე ვმუ­შა­ობთ, მათ შო­რის ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბის ან­გა­რი­შია, რო­მე­ლიც მა­ი­სის ბო­ლოს მზად იქ­ნე­ბა. ეს არის PIZა-სა და TIMSS-ის მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნა­წი­ლის ან­გა­რი­ში, ასე­ვე, ვამ­ზა­დებთ სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბე­ბის ან­გა­რიშს ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში და იქ უფ­რო დე­ტა­ლუ­რად იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი გან­ხი­ლუ­ლი.
ერ­თი თე­მა, რო­მე­ლიც მკა­ფი­ო­დაა გა­მოკ­ვე­თი­ლი, მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა, ე.წ. თა­ნას­წო­რო­ბის ინ­დი­კა­ტო­რე­ბის მი­ხედ­ვით. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა კვლე­ვა, ასე­ვე წი­ნა პე­რი­ო­დის კვლე­ვე­ბი, მკა­ფი­ოდ და თვალ­სა­ჩი­ნოდ გა­მოკ­ვეთს იმ ფაქტს, რომ სოფ­ლის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვე­ბი უფ­რო და­ბა­ლია, ვიდ­რე ქა­ლა­ქის და კერ­ძო სკო­ლის მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი უფ­რო მა­ღა­ლია, ვიდ­რე სა­ჯა­რო სკო­ლის. ამ დროს, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ზა­ნია, რომ მან უზ­რუნ­ველ­ყოს თა­ნას­წო­რო­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ში, რომ ყვე­ლას ჰქონ­დეს თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა კარგ, ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე. ეს სხვა­ო­ბა ქა­ლა­ქი­სა და სოფ­ლის სკო­ლებს შო­რის არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სხვა­ო­ბე­ბით, რო­გორც კვლე­ვის ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ, მა­გა­ლი­თად, სოფ­ლის მოს­წავ­ლეს უფ­რო ნაკ­ლებ რე­სურ­ს­ზე მი­უწ­ვ­დე­ბა ხე­ლი რო­გორც სკო­ლა­ში, ასე­ვე ოჯახ­ში. ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ინ­დი­კა­ტო­რი რომ ავი­ღოთ, მა­გა­ლი­თად, სახ­ლ­ში წიგ­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ნა­ხავთ, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. თით­ქოს ასე­თი ფორ­მა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი (თუმ­ცა, ეს სუ­ლაც არ არის ფორ­მა­ლუ­რი) რე­ა­ლუ­რად ასო­ცირ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა მა­ღალ მიღ­წე­ვებ­თან.
ამ ეტაპ­ზე, ჩვე­ნი სა­მუ­შაო ამ ფაქ­ტო­რე­ბის ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზია. მო­ხა­რუ­ლი ვართ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა ინ­ტე­რესს იჩენს ამ სა­კითხე­ბის მი­მართ. მთა­ვა­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მსგავს კვლე­ვებს და­ე­ფუძ­ნე­ბა და არ იქ­ნე­ბა ერ­თი-ორი, თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე ექ­ს­პერ­ტის შე­ხე­დუ­ლე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ზო­გა­დად, კვლე­ვე­ბი იმის­თ­ვის ტარ­დე­ბა, რომ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში სწო­რი პო­ლი­ტი­კა გა­ნი­საზღ­ვ­როს და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნეს მი­ღე­ბუ­ლი. ეს კვლე­ვე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბია პო­ლი­ტი­კის გან­საზღ­ვ­რის­თ­ვის და იმე­დი გვაქვს, ეფექ­ტუ­რად იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.“
შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მხარ­და­ჭე­რით, 3-4 ივ­ნისს, მარ­თავს კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მელ­ზეც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მა­თე­მა­ტი­კი­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბა, ფარ­თო დი­ა­ლო­გის ინი­ცი­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი­სა და სწავ­ლის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლმა

25-28(942)N