გამოდის 1998 წლიდან
2017-05-11
ეს არ არის ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის პრობ­ლე­მა, არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ისევ სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სტა­ტის­ტი­კა ისევ ბუნ­დო­ვა­ნია, არ არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მი იმის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი ბავ­შ­ვი ითხოვს ქუ­ჩა­ში მოწყა­ლე­ბას ან რამ­დენ მო­ზარდს უწევს მის­თ­ვის სა­ხი­ფა­თო და სა­ში­ში ქმე­დე­ბით სარ­ჩოს მო­პო­ვე­ბა. ამის მი­ზე­ზად სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან მო­ზარ­დე­ბის — ბავ­შ­ვე­ბის „მოგ­ზა­უ­რო­ბა“ სა­ხელ­დე­ბა, ისი­ნი ხში­რად გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან ერ­თი ქა­ლა­ქი­დან მე­ო­რე­ში, რაც მათ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას კი­დევ უფ­რო არ­თუ­ლებს, ამას­თა­ნა­ვე, ეს საკ­მა­ოდ ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი კვლე­ვაა. მახ­სენ­დე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბი, რო­ცა სი­ღა­ტა­კეს, უშუ­ქო­ბა­სა და შიმ­შილ­თან ერ­თად, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ხელ­გა­მოწ­ვ­დი­ლი პა­ტა­რე­ბის ჯგუ­ფე­ბი გაჩ­ნ­დ­ნენ, რომ­ლებ­საც თა­ვი­დან „მაწან­წა­ლა ბავ­შ­ვე­ბად“, მე­რე კი „ქუჩის ბავ­შ­ვე­ბად“ მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ. მა­შინ დამ­კ­ვიდ­რე­ბულ­მა ტერ­მინ­მა მხო­ლოდ სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა, არ­სი კი იგი­ვე დარ­ჩა, გაზ­რ­დი­ლი მას­შ­ტა­ბი­თა და გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლით. მი­ზე­ზე­ბიც თით­ქ­მის უც­ვ­ლე­ლია — სი­ღა­ტა­კე და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა. ეს მი­ზე­ზე­ბი და­სა­ხელ­და, და­ახ­ლო­ე­ბით, ათი წლის წინ, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად, თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა­ში რომ და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­ნია, ამას დი­დი კვლე­ვე­ბი არ სჭირ­დე­ბა.
ამ ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ლიბ­დე­ბო­და სტე­რე­ო­ტი­პე­ბი და მათ გარ­შე­მო იქ­მ­ნე­ბო­და სტიგ­მე­ბი, რა­მაც პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა კი­დევ უფ­რო გა­არ­თუ­ლა. მათ შო­რის, ერთ-ერ­თი ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კაა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს აზ­რი, რომ, თით­ქოს, ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი ქუ­ჩა­ში არ მუ­შა­ო­ბენ და არ ითხო­ვენ მოწყა­ლე­ბას, რად­გან ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თ­ვის ეს მი­უ­ღე­ბე­ლია. ამ სტე­რე­ო­ტიპს ამ­ს­ხ­ვ­რევს ის 53 პრო­ცენ­ტი ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ ბავ­შ­ვებს შო­რის გა­მოვ­ლინ­და. მარ­თა­ლია, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ World ვision სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ნა­ცე­მე­ბით, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 800 ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც დღეს ქუ­ჩა­ში ცხოვ­რობს ან მუ­შა­ობს, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად კი მა­თი რიცხ­ვი 2000-მდეა.
ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბი სარ­ჩოს მო­ი­პო­ვე­ბენ დღი­სა და ღა­მის პე­რი­ოდ­ში, გარ­კ­ვე­უ­ლი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მო­ნაკ­ვე­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასა­კი­სათ­ვის შე­უ­სა­ბა­მო და სა­ხი­ფა­თო სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბით — დგა­ნან გრძელ­ვა­დი­ან შუქ­ნიშ­ნებ­ზე, გზაჯ­ვა­რე­დი­ნებ­ზე, მეტ­როს სად­გუ­რებ­ში, ბა­რებ­თან, რეს­ტორ­ნე­ბის წინ, მათ შო­რის, ღა­მის სა­ა­თებ­ში; აგ­რო­ვე­ბენ ჯართს, რო­მე­ლიც ხში­რად მათ წო­ნა­ზე მე­ტია, ეწე­ვი­ან წვრილ­მან ქურ­დო­ბას. ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბი მოკ­ლე­ბუ­ლი არი­ან ყვე­ლა სი­კე­თეს, რაც მა­თი თა­ნა­ტო­ლე­ბის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია, მოკ­ლე­ბუ­ლი არი­ან გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბებს და რაც მთა­ვა­რია, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან, იშო­ვონ ფუ­ლი თა­ვი­ან­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბის­თ­ვის, ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი კი მა­თი მშობ­ლე­ბი და ახ­ლო ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან — არის თუ არა ეს ბავ­შ­ვე­ბის ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცია? სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის „ტვირ­თად“ ქცე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის ნა­წი­ლი სა­ხელ­მ­წი­ფოს­თ­ვი­საც სე­რი­ო­ზულ თავ­სა­ტე­ხად იქ­ცა.
 რამ­დე­ნი­მე დღის წინ World Wision სა­ქარ­თ­ვე­ლომ სწო­რედ ქუ­ჩა­ში ბავ­შ­ვ­თა ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ მი­მარ­თუ­ლი ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი კამ­პა­ნია და­იწყო — „ეს არ არის ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი“. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოფი­სი შე­უ­ერ­თ­და World Wision-ის გლო­ბა­ლურ კამ­პა­ნი­ას „მსოფ­ლიო ბავ­შ­ვებ­ზე ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ“, რო­მელ­შიც 100-მდე ქვე­ყა­ნაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.
2013 წელს, დო­ნორ­თა დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნეს თა­ვი­ან­თი ძა­ლის­ხ­მე­ვა­ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად და მა­თი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და სა­ჭი­რო სერ­ვი­სებ­ში რე­ფე­რი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად. დღემ­დე, შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით, 800 ბავ­შ­ვი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად ქუ­ჩა­ში ცხოვ­რო­ბენ ან მუ­შა­ო­ბენ. „ფი­ზი­კუ­რი დას­ჯა, ცუ­დი მოპყ­რო­ბა, გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის არ­ქო­ნა მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბის, ახ­ლო ნა­თე­სა­ვე­ბი­სა და სხვა უფ­რო­სი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის შე­დე­გე­ბია“ — აცხა­დე­ბენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი და კამ­პა­ნი­ის  „ეს არ არის ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი“ წა­მოწყე­ბით, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას გეგ­მა­ვენ. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბი­თა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, დას­რულ­დეს ქუ­ჩებ­ში ბავ­შ­ვე­ბის ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცია და ამოქ­მედ­დეს ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის ამ­კ­რ­ძა­ლა­ვი და მის პრე­ვენ­ცი­ა­ზე მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა.
 World Wision სა­ქარ­თ­ვე­ლო მრა­ვა­ლი წე­ლია, ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის თე­მა­ზე მუ­შა­ობს და, დღეს­დღე­ო­ბით, დღი­სა და კრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის სამ ცენტრს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს ბავ­შ­ვ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სერ­ვი­სე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. სერ­ვი­სე­ბის მი­ზა­ნი ქუ­ჩა­ში მცხოვ­რებ და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვა და მა­თი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა. თუმ­ცა, ეს რომ საკ­მა­რი­სი არ არის, ამას ოფი­ცი­ა­ლურ სტრუქ­ტუ­რა­შიც აღი­ა­რე­ბენ და ამი­ტო­მაც ბავ­შ­ვ­თა ერ­თი­ან კო­დექ­ს­ზეც მუ­შა­ო­ბენ. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე, სო­ფო კი­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ: „კოდექ­სი იქ­ნე­ბა სრუ­ლი გა­რან­ტი, უფ­ლებ­რივ დო­ნე­ზე, ამ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, რა­თა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს მა­თი ცხოვ­რე­ბის ღირ­სე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი“. ის აცხა­დებს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის ცვლი­ლე­ბა­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა.
World Wision სა­ქარ­თ­ვე­ლოს პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ტო­რი ეკა ჟვა­ნია ამ­ბობს: „უნ­და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ეს მარ­თ­ლა არ არის ბავ­შ­ვე­ბის არ­ჩე­ვა­ნი და ამ კამ­პა­ნი­ით ვე­ცა­დოთ და­ვას­რუ­ლოთ ბავ­შ­ვ­თა ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცია. ბავ­შ­ვებს, რომ­ლებ­საც „მიუსა­ფა­რი ბავ­შ­ვე­ბის“ ტერ­მი­ნით მო­ვიხ­სე­ნი­ებთ, ყო­ველ­დღი­უ­რად ქუ­ჩა­ში ცხოვ­რე­ბით და შრო­მით უხ­დე­ბათ თა­ვის გა­ტა­ნა. ისი­ნი მოკ­ლე­ბუ­ლი არი­ან ბავ­შ­ვო­ბას — ხში­რად შევ­ხ­ვ­დე­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს დიდ ქა­ლა­ქებ­ში, რომ მათხოვ­რო­ბენ ან წვრილ­მა­ნი ნივ­თე­ბით ვაჭ­რო­ბენ.
World Wision სა­ქარ­თ­ვე­ლო, მთავ­რო­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბას უწევს სამ ბავ­შ­ვ­თა თავ­შე­სა­ფარს, თუმ­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბი, რო­მე­ლიც ამ უხი­ლა­ვი ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის წარ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა, საკ­მა­რი­სი არ არის. და­გეგ­მი­ლი კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია, და­ვას­რუ­ლოთ ქუ­ჩებ­ში ბავ­შ­ვ­თა ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცია, ავა­მაღ­ლოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა და ავა­მოქ­მე­დოთ პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვე­ბის ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი.“
World Wision სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა­თა და ად­ვო­კა­ტი­რე­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი მაია მე­გაშ­ვი­ლი  ამ­ბობს: „სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ისი­ნი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, შე­მო­სავ­ლე­ბის ან და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, არი­ან ქუ­ჩა­ში, მაგ­რამ მინ­და უგუ­ლე­ბელ­ვ­ყო ყვე­ლა ეს მი­თი და ვთქვა, რომ ბავ­შ­ვი, უმ­რავ­ლეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამას ცნო­ბი­ე­რი არ­ჩევ­ნის დო­ნე­ზე არ აკე­თებს. ისი­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და ახ­ლო ნა­თე­სა­ვე­ბის მსხვერ­პ­ლ­ნი არი­ან რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. სწო­რედ უფ­რო­სე­ბი აიძუ­ლე­ბენ მათ, ყო­ველ­დღი­უ­რად, სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით იმუ­შა­ონ ქუ­ჩა­ში.
2014 წლი­დან დღემ­დე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს შრო­მის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მი­ერ, მოხ­და ქუ­ჩა­ში მცხოვრე­ბი და მო­მუ­შა­ვე ბავ­შ­ვე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა — ამ მო­ნა­ცე­მე­ბით, 820 ბავ­შ­ვია. რო­გორც ჩანს, ცო­ტა ჩა­მოვ­რ­ჩი სტა­ტის­ტი­კას, რად­გან დღეს ით­ქ­ვა, რომ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მა­თი რიცხ­ვი 2000-მდეა. ჩვენ­თან დე­ტა­ლუ­რად ვიც­ნობთ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 820 ბავ­შ­ვის შემ­თხ­ვე­ვას და კო­ლე­გე­ბი და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან, რომ ამ ბავ­შ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბის­გან მო­დის. ამი­ტომ გაჩ­ნ­და იმის სა­ჭი­რო­ე­ბა, რომ ქუ­ჩა­ში ბავ­შ­ვ­თა ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის სა­კითხებ­ზე ვიმ­ს­ჯე­ლოთ. ეს მარ­თ­ლა არ არის ამ ბავ­შ­ვე­ბის არ­ჩე­ვა­ნი, ისი­ნი მოკ­ლე­ბუ­ლი არი­ან გან­ვი­თა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გზებს, არ ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ყო­ველ­დღი­უ­რად ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის დი­ნა­მი­კა­ში. ამ პა­ტა­რებს არა აქვთ გარ­თო­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შეგ­ვიძ­ლია გან­ვაცხა­დოთ, რომ ეს ნამ­დ­ვი­ლად არ არის ამ ბავ­შ­ვე­ბის არ­ჩე­ვა­ნი.“
სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნი­ნო ოდი­შა­რია მი­იჩ­ნევს, რომ: „ეს ბავ­შ­ვე­ბი ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლად­ნი არი­ან და ამი­ტომ მათ­ზე მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა გვჭირ­დე­ბა, რომ ისი­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ში ჩავ­რ­თოთ. იმა­საც ვცდი­ლობთ, გა­ვაძ­ლი­ე­როთ ის ოჯა­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ძა­ლა­დო­ბენ ბავ­შ­ვებ­ზე, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, გვქონ­და შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ოჯა­ხე­ბი­დან, სა­დაც მათ­ზე ძა­ლა­დობ­დ­ნენ“.
მას­შ­ტა­ბუ­რი კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას­თან ერ­თად, იმ მი­ზე­ზე­ბის შეს­წავ­ლაა, რაც პა­ტა­რას ქუ­ჩა­ში გას­ვ­ლას აიძუ­ლებს. ამ მი­ზე­ზე­ბის კვლე­ვას გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი, ათი წლის შემ­დეგ, ისევ უბ­რუნ­დე­ბა და რო­გორც იუნი­სე­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქე­თი მე­ლი­ქი­ძე ამ­ბობს: „ეს კვლე­ვა არ და­დებს რა­ო­დე­ნობ­რივ მო­ნა­ცე­მებს, მაგ­რამ და­დებს დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რა კა­ტე­გო­რი­ის და რა ჯგუ­ფის ბავ­შ­ვე­ბი გვხვდე­ბი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქუ­ჩა­ში და რა არის ის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზე­ბი და ფაქ­ტო­რე­ბი, რაც უბიძ­გებს მათ, გა­მო­ვიდ­ნენ სა­მუ­შა­ოდ ან მოწყა­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად“.
***
„დე­და და მა­მა და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან. რა­ვი, სულ ჩხუ­ბობ­დ­ნენ და იმი­ტო. დე­და ად­რე დამ­ლა­გებ­ლად მუ­შა­ობ­და ხოლ­მე, მე­რე თურ­ქეთ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოს სა­პოვ­ნე­ლად. ხო­და მაგ დროს გა­მო­ვე­დი მეც ქუ­ჩა­ში. 11 წლი­სა ვი­ყა­ვი. რა­მე­ე­ბის ყიდ­ვა მინ­დო­და და ფუ­ლი რო არ მქონ­და იმი­ტო გა­მო­ვე­დი. ქუ­ჩა­ში ძი­რი­თა­დად მოწყა­ლე­ბას ვითხოვ­დი. მე­გობ­რე­ბი არ მყავ­და, არ ვთა­მა­შობ­დი, სულ მარ­ტო ვი­ყა­ვი ხოლ­მე. ხან­და­ხან ცუ­დი რა­ღა­ცე­ე­ბიც მომ­დი­ო­და ხოლ­მე ქუ­ჩა­ში, მა­გა­ლი­თად ერ­თხელ ვი­ღაც ბიჭს ვეჩხუ­ბე რა და მე­რე იმი­სი ძმა წა­მო­მე­ჭი­მა და გამ­ლა­ხა. ძა­ან ცუ­დი იყო.
რო­ცა ქუ­ჩა­ში ვი­ყა­ვი ხოლ­მე, მინ­დო­და რო მქო­ნო­და ვე­ლო­სი­პე­დი რო სი­ა­რუ­ლით არ დავ­ღ­ლი­ლი­ყა­ვი, კი­დე ტე­ლე­ფო­ნი მინ­დო­და და პლან­შე­ტი.
გამ­ვ­ლე­ლე­ბი ხან­და­ხან მეჩხუ­ბე­ბოდ­ნენ ხოლ­მე, ხან­და­ხან შო­კო­ლა­დებს მაძ­ლევ­დ­ნენ და ფულს. მე­რე იმ ფუ­ლით სი­გა­რე­ტებს ვყი­დუ­ლობ­დი, ჩიფ­სებს და საჭ­მე­ლებს.
1 წე­ლია აქ რაც მო­მიყ­ვა­ნეს, ფსი­ქო­ლოგ­მა მო­მიყ­ვა­ნა, ქუ­ჩა­ში მი­პო­ვა და წა­მო­დიო მითხ­რა, მეც წავ­ყ­ვე­ვი. აქ კაია, მომ­წონს. ვთა­მა­შობ ხან ეზო­ში, ხან კომ­პი­უ­ტერ­თან ვჯდე­ბი. სკო­ლის გაკ­ვე­თი­ლებს გვას­წავ­ლი­ან აქ. მა­თე­მა­თი­კას, ინ­გ­ლი­სურს, მუ­სი­კებს ვუს­მენ.
კი­დე ტრე­ნენ­გე­ბი გვაქვს ხოლ­მე, იქ ვზი­ვართ და ამ­ბებს ვყვე­ბით ხოლ­მე ჩვენ­ზე, მე­რე მას­წავ­ლე­ბე­ლი გვას­წავ­ლის ხოლ­მე რა­ღა­ცებს. ხალხს რო­გორ უნ­და მო­ვექ­ცეთ, ერ­თ­მა­ნეთს რო არ უნ­და ვეჩხუ­ბოთ, რო არ გავ­ბ­რაზ­დეთ ხოლ­მე.
რო გა­ვიზ­რ­დე­ბი პო­ლი­ცი­ე­ლი მინ­და გა­მო­ვი­დე, ცუ­დებს და­ვი­ჭერ კარ­გებს და­ვეხ­მა­რე­ბი, რო და­ვი­ჭერ ცუ­დებს და გა­მო­ვი­ძი­ებ თუ ცუ­დი არ აღ­მოჩ­ნ­და გა­მო­უშ­ვებ.
სხვა ბავ­შ­ვებს ვინც კი­დე იქ დგა­ნან, ვეტყო­დი რო და­ა­ნე­ბონ თა­ვი მოწყა­ლე­ბას და აქ მო­ვიდ­ნენ რო ისე­თი გო­ნი­ე­რი და ნი­ჭი­ე­რე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ რო­გო­რიც მე ვარ ეხ­ლა.“ —
ეს სიტყ­ვე­ბი ლე­ვანს ეკუთ­ვ­ნის (მი­სი სა­ხე­ლი შეც­ვ­ლი­ლია), რო­მე­ლიც უკ­ვე 1 წე­ლია, World ვision სა­ქარ­თ­ვე­ლოს დღი­სა და კრი­ზი­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ცენ­ტ­რ­ში ცხოვ­რობს.
უნ­და გა­ვი­თა­ვი­სოთ, რომ ეს მარ­თ­ლაც არ იყო მი­სი არ­ჩე­ვა­ნი, რომ ამ ბავ­შ­ვე­ბის შრო­მი­თი ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის უკან უფ­რო­სე­ბი დგა­ნან და მცი­რეწ­ლო­ვან ბავ­შ­ვებს მო­გე­ბის მიზ­ნით იყე­ნე­ბენ. ვინ იცის, ეს კამ­პა­ნია რამ­დენ ლე­ვანს ჩა­უ­სა­ხავს მი­ზანს და გა­მო­ავ­ლენს ნიჭს, რო­მე­ლიც მა­თი მო­მავ­ლის ყვე­ლა­ზე დი­დი გა­რან­ტია.

25-28(942)N