გამოდის 1998 წლიდან
2017-05-18
ფან­ჯა­რა მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბის­კენ

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

რა პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა, რა­ტომ არის ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია ქვეყ­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რო­გორ გავ­ხა­დოთ ის ხა­რის­ხი­ა­ნი და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი — ამ სა­კითხებს მი­ეძღ­ვ­ნა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის, მსოფ­ლიო ბან­კი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის (ISET) ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­მარ­თუ­ლი ფო­რუ­მი. სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფო­რუ­მი პირ­ვე­ლია გა­ნათ­ლე­ბის თე­მა­ზე და­გეგ­მი­ლი სა­დის­კუ­სიო ფო­რუ­მე­ბის სე­რი­ა­ში, რო­მელ­თა მი­ზა­ნია, ბიძ­გი მის­ცეს დე­ბა­ტებ­სა და კრი­ტი­კულ ანა­ლიზს გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის პრე­ზი­დენ­ტ­მა ერიკ ლი­ვინ­მა, გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ფო­რუ­მის გახ­ს­ნი­სას გა­ნაცხა­და, რომ  დის­კუ­სია გა­ნათ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ფა­ზით და­იწყეს და  უწყ­ვეტ, მუდ­მივ გა­ნათ­ლე­ბამ­დე გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ. „ხში­რად მის­ვა­მენ კითხ­ვას — რა არის სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის და­მაბ­რ­კო­ლე­ბე­ლი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი (სა­უბ­რო­ბენ ფი­ნან­სურ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე, ინ­ფ­რას­ტ­რუ­ქ­ტურა­სა  და სხვა სა­კითხებ­ზე) და მე ყო­ველ­თ­ვის ერ­თი და იმა­ვეს ვპა­სუ­ხობ — მთა­ვა­რი დაბ­რ­კო­ლე­ბა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა, რომ­ლებ­საც აქვთ სა­თა­ნა­დო უნა­რე­ბი, დის­ციპ­ლი­ნა და სურ­ვი­ლი, იმუ­შა­ონ და სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. თუ ამ დაბ­რ­კო­ლე­ბას არ დავ­ძ­ლევთ, ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ძა­ლის­ხ­მე­ვა უსარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა.“
პირ­ვე­ლი სა­დის­კუ­სიო თე­მა, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და ამ სა­კითხით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვე­ბი­თა და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბით და­იწყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა მი­იქ­ცია  ეკო­ნო­მი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის კვლე­ვამ, რო­მე­ლიც ფლო­რი­ან ბირ­მან­მა წარ­მო­ად­გი­ნა  და რო­მე­ლიც  ეკო­ნო­მი­კურ ჭრილ­ში და­ნა­ხულ ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვებს შე­ე­ხე­ბო­და. კვლე­ვის დე­ტა­ლე­ბის გან­ხილ­ვამ­დე, იმ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მე­სი­ჯებ­სა და გეგ­მებს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, რო­მე­ლიც ფო­რუმ­ზე დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ და­სა­ხელ­და.

გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ლა­ი­ლა ომარ გა­დი ფო­რუმს სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბას უწო­დებს და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის­თ­ვის იწ­ვევს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რელ ადა­მი­ა­ნებს, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს და მათ, ვი­საც ხე­ლე­წი­ფე­ბათ, შეც­ვა­ლონ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და გა­ზარ­დონ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი, ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, რად­გან ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ერთ-ერ­თი უნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ სხვა ამო­ცა­ნე­ბის მიღ­წე­ვა სწო­რედ მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი: „ფო­რუ­მი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ  სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბაა იმის­თ­ვის, რომ შე­ვიკ­რი­ბოთ და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, ად­რე­ულ ასაკ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია რა შე­დეგს მო­უ­ტანს სა­ქარ­თ­ვე­ლოს.  ად­რე­უ­ლი ასა­კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფან­ჯა­რაა შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­სახ­ს­ნე­ლად. თი­თო­ე­უ­ლი დო­ლა­რიც კი, რო­მე­ლიც ჩა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ად­რე­უ­ლი წლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში, და­ზო­გავს შვიდ დო­ლარს, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო წლებ­ში და­ი­ხარ­ჯე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­ცია იმ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საც მოხ­დეს, რომ­ლე­ბიც მოწყ­ვ­ლად ჯგუ­ფებს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბი­ან და  გა­რი­ყუ­ლე­ბი არი­ან. ამით მათ  მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ეხ­ს­ნე­ბათ.“
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბამ, 2015 წელს, მი­ი­ღო კა­ნო­ნი ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ — ეს არის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­იდ­გა, თუმ­ცა იმის­თ­ვის, რომ კა­ნო­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სტა­დია რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს, ბევ­რი რა­მაა გა­სა­კე­თე­ბე­ლი. „ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სე­რი­ე­ბის მი­ზა­ნიც ეს არის — ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ და ვი­მუ­შა­ოთ გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, პო­ლი­ტი­კო­სებ­თან, რომ გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის შე­დე­გე­ბი, გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ სტან­დარ­ტე­ბი, ავა­მაღ­ლოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა, გავ­ხ­ს­ნათ ის კა­რიბ­ჭე, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მი­დის გზა ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ.“ — აღ­ნიშ­ნა ლა­ი­ლა ომარ გა­დიმ.
თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ყვე­ლა­ზე სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის პე­რი­ო­დი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ად­რე­უ­ლი წლე­ბია. გა­ნათ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ათა­სი დღე ბავშვს გან­ვი­თა­რე­ბის უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს. ის პო­ზი­ტი­უ­რი თუ უარ­ყო­ფი­თი გან­ც­დე­ბი, რა­საც ამ პე­რი­ოდ­ში გა­ივ­ლის, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გაჰ­ყ­ვე­ბა. „ხა­რის­ხი­ან სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია ამ­ცი­რებს მო­მა­ვალ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­ჭი­რო­ე­ბას, ვი­ნა­ი­დან, კვლე­ვე­ბით დას­ტურ­დე­ბა, რომ ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც გავ­ლი­ლი აქვთ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ნაკ­ლე­ბი ალ­ბა­თო­ბით შე­იძ­ლე­ბა გახ­დ­ნენ კრი­მი­ნა­ლე­ბი, კონ­ფ­ლიქ­ტ­ში შე­ვიდ­ნენ კა­ნონ­თან. მათ მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, იშო­ვონ სამ­სა­ხუ­რი და ექ­ნეთ  კარ­გი ანაზღა­უ­რე­ბა“ — ამ­ბობს ლა­ი­ლა ომარ გა­დი და ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის და­მაბ­რ­კო­ლე­ბელ ფაქ­ტო­რებს შო­რის, უმ­თავ­რე­სად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას ასა­ხე­ლებს, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა: „ სოფ­ლად მცხოვ­რებ 3-6 წლის ბავ­შ­ვებს ნაკ­ლე­ბი შან­სი აქვთ, მი­ი­ღონ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ვიდ­რე ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს.  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყო­ვე­ლი ორი ბავ­შ­ვი­დან ერ­თი არ და­დის სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში. ამა­ვე დროს, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი თვი­თონ თა­ნამ­შ­რომ­ლებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.  სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ზრდა­ზე მუდ­მი­ვად უნ­და იზ­რუ­ნოს  სა­ხელ­მ­წი­ფომ“.
არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პრო­ცე­სის და შე­დე­გე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, ასე­ვე, სის­ტე­მის მე­ნეჯ­მენ­ტი — რო­გორ მუ­შა­ობს სის­ტე­მა.  ლე­ი­ლა ომარ გა­დი  იმ საბ­ჭო­თა მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა­ზეც სა­უბ­რობს, რაც  ძა­ლი­ან ცუდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, თუმ­ცა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას მხო­ლოდ  სკო­ლებ­სა და ბა­ღებს არ აკის­რებს. ამ­ბობს, რომ ეს თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, ოჯა­ხე­ბი­სა და  მზრუნ­ვე­ლე­ბის ჩათ­ვ­ლით. .
მსოფ­ლიო ბან­კის რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ა­ში მერ­სი მი­ი­ანგ ტემ­ბო­ნი მიჩ­ნევს, რომ ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის ჩა­დე­ბა  ქვეყ­ნის სი­ღა­რი­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნის უმოკ­ლე­სი გზაა: „ეს არის ტრა­ექ­ტო­რი­ის შეც­ვ­ლა. ჩვენ, მსოფ­ლიო ბან­კ­ში, გვჯე­რა, რომ თუ დღეს ამას არ გა­ვა­კე­თებთ, მარ­ცხის­თ­ვის ვართ გან­წი­რუ­ლი, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის, გზა სწო­რედ ხა­რის­ხი­ან სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ზე გა­დის. 
მეც­ნი­ე­რებ­მა და­ამ­ტ­კი­ცეს, თუ ბავ­შ­ვი ად­რე­ულ ასაკ­ში იღებს  კარგ გა­ნათ­ლე­ბას, ის უკ­ვე მზა­დაა ცხოვ­რე­ბის­თ­ვის, რად­გან მზა­დაა სკო­ლის­თ­ვის. იმის გარ­და, რომ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ბავშვს სკო­ლის­თ­ვის ამ­ზა­დებს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მშობ­ლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა­საც აჩ­ვევს, ას­წავ­ლის მათ­გან მოწყ­ვე­ტით,  სხვებ­თა­ნაც რო­გორ იურ­თი­ერ­თონ, რად­გან მსოფ­ლიო ხომ მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან არ შედ­გე­ბა, აუცი­ლე­ბე­ლია კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა, და­მე­გობ­რე­ბა. სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა კი მათ ამ არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აძ­ლევთ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ეს  ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სი და­საწყი­სია.“ 
მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ 2015 წელს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 3-5 წლის ბავ­შ­ვე­ბის 62.3% და­დი­ო­და სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში. ეს მო­ნა­ცე­მი არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია, ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ქვეყ­ნე­ბის­თ­ვის ამ ასა­კის ბავ­შ­ვ­თა სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში დას­წ­რე­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 80.6%, ხო­ლო ევ­რო­კავ­ში­რის 27 ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ უფ­რო მა­ღა­ლი — 82.6%.  თუმ­ცა, კი­დევ მე­ტად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის არა­თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. მდი­და­რი ოჯა­ხე­ბის ბავ­შ­ვ­თა თით­ქ­მის 70% და­დი­ო­და სა­ბავ­შვო ბაღ­ში, ხო­ლო ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბის­თ­ვის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 51.8% იყო. ზო­გა­დად, სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში დას­წ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უფ­რო მა­ღა­ლია ქა­ლაქ­ში, ვიდ­რე სოფ­ლად (67.6% და 55.1%).
პრობ­ლე­მად რჩე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ხა­რის­ხიც. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ, 2011 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, სკო­ლი­სათ­ვის მზა­ო­ბის კვლე­ვის თა­ნახ­მად, სკო­ლამ­დე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ ერ­თი მე­სა­მე­დი აკ­მა­ყო­ფი­ლებს დად­გე­ნილ შე­მეც­ნე­ბით სტან­დარ­ტებს.
2015 წელს მი­ღე­ბუ­ლი, „კა­ნო­ნი ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ ფას­დე­ბა, რო­გორც წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი, თუმ­ცა, მხო­ლოდ კა­ნო­ნის მი­ღე­ბა რომ საკ­მა­რი­სი არ არის, ამა­ზე კვლე­ვე­ბით გა­მოვ­ლე­ნი­ლი სტა­ტის­ტი­კაც მეტყ­ვე­ლებს და არც დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უარ­ყო­ფენ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მა­რი­ამ ჯა­ში აცხა­დებს, რომ პრობ­ლე­მა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფოს წი­ნა­შე არ დგას, ის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი თუ სა­შუ­ა­ლო­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი სა­ხელ­მ­წი­ფო­ე­ბის­თ­ვის: „მარ­თ­ალია, 2015 წელს უკ­ვე მი­ვი­ღეთ კა­ნო­ნი სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ,  მაგ­რამ იმის გა­მო, რომ სის­ტე­მა საკ­მა­რი­სად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ არის, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო გვჭირ­დე­ბა, იმის­თ­ვის, რომ სფე­რო­ში შე­მო­ვი­ტა­ნოთ და დავ­ნერ­გოთ ეროვ­ნუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სკო­ლამ­დე­ლი და ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გავ­ხა­დოთ 3-დან 6 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბის 90 პრო­ცენ­ტის­თ­ვის მა­ინც, მხო­ლოდ  55 პრო­ცენ­ტის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, რაც ახ­ლა სოფ­ლებ­ში გვაქვს, მი­უ­ღე­ბე­ლია.
ჩვენ ისე­თი კა­ნო­ნი გვაქვს, რო­მე­ლიც გა­რან­ტი­ას და უფ­ლე­ბას აძ­ლევს  ყვე­ლა ბავშვს, მი­ი­ღოს გა­ნათ­ლე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, არ გვაქვს საკ­მა­რი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რომ ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბი რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ეს შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებს ეხე­ბათ.
მეც­ნი­ე­რუ­ლად დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია, რომ ად­რე­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის კრი­ტი­კუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­საა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამ­ჟა­მად გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბა იმ ოთხი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი­დან ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბამ და­სა­ხა. რო­გორც მსოფ­ლიო ბან­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ახ­სე­ნეს, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გლო­ბა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა ფი­ნან­სე­ბის შეზღუ­დუ­ლო­ბა, რად­გა­ნაც ჩვენ და­ბა­ლი ან სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლე­ბის ქვე­ყა­ნას ვე­კუთ­ვ­ნით. ჯერ არ გვაქვს იმის  შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გლო­ბა­ლუ­რი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა, რომ კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩავ­დოთ გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­ში.“  მი­სი თქმით, ამ­ჟა­მად გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტი, სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, მუ­შა­ობს, ქვე­ყა­ნა­ში სკო­ლამ­დე­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი რუ­სურ­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა­ზე, რო­მე­ლიც გან­თავ­ს­დე­ბა ვებ­გ­ვერ­დ­ზე. მი­ღე­ბუ­ლი იფ­ნორ­მა­ცი­ით გა­ა­ნა­ლიზ­დე­ბა სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი.  
რა­ტომ უნ­და გვა­ღელ­ვებ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა? — ამის შე­სა­ხებ ფო­რუმ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კუ­რი სკო­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ფლო­რი­ან ბირ­მან­მა კვლე­ვის პე­რე­ზენ­ტა­ცია გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის  ხა­რის­ხ­სა და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას. მის­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ეკო­ნო­მი­კურ ჭრილ­ში და­ნა­ხუ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბით მი­იქ­ცია, რომ­ლის სა­ი­ლუს­ტ­რა­ცი­ოდ ცნო­ბი­ლი ეკო­ნო­მის­ტი­სა და ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტის, ჰეკ­მა­ნის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი „პე­რის პროგ­რა­მის“ დე­ტა­ლე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა.
„სა­მი თვის წინ, ჩემ­თ­ვის რომ გე­კითხათ, რას ვფიქ­რობ სა­ბავ­შ­ვო ბა­ღებ­ზე, ალ­ბათ,  გა­მე­ცი­ნე­ბო­და, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მე ეკო­ნო­მის­ტი ვარ, ეკო­ნო­მი­კურ სა­კითხებ­ზე ვმუ­შა­ობ — ამ­ბობს ფლო­რი­ა­ნი, — მაგ­რამ იმის შემ­დეგ, რაც მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე აქ წარ­მოდ­გე­ნილ იუნი­სე­ფის ჯგუფ­თან, მათ  და­მარ­წ­მუ­ნეს, რომ უნ­და მე­მუ­შა­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და  ჯვა­როს­ნე­ბი­ვით და­ვიწყეთ ბრძო­ლა.  გავ­ხ­დი „ჯვა­რო­სა­ნი“, რო­მე­ლიც მხარს უჭერს იდე­ებს, რო­მელ­საც ერ­თი რე­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მა­გა­ლით­ზე გა­გაც­ნობთ და მიხ­ვ­დე­ბით, რა­ტომ ვარ ასე ენ­თუ­ზი­აზ­მით გან­წყო­ბი­ლი. სა­ქარ­თ­ვე­ლო არ არის ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, კარ­გი პროგ­რე­სია მიღ­წე­უ­ლი, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი რამ ხდე­ბა სკო­ლამ­დელ სექ­ტორ­ში და ეს, მთავ­რო­ბას­თან ერ­თად, იუნი­სე­ფის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ის დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელს უწყობს სკო­ლამ­დე­ლი განა­თ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯერ კი­დევ გრძე­ლი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი, დე­ფი­ცი­ტი კი­დევ დი­დია სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლამ­დელ სექ­ტორ­ში.“ 
მი­სი თქმით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერთ-ერთ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა სა­ბავ­შ­ვო ბა­ღე­ბის მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა, მთა­ვა­რია და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იყოს. 2011-12 წლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 1244 ბა­ღი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს და მათ­გან თბი­ლის­ში 157-ია, ხო­ლო იმე­რეთ­ში — 237, და­სა­ხე­ლე­ბულ ქა­ლაქ­სა და რა­ი­ონს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მხრივ, ამი­ტო­მაც, თბი­ლის­ში ბა­ღე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ი­ზარ­დოს. პრობ­ლე­მაა ასე­ვე ბაღ­ში და­საქ­მე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია. 1244  ბაღ­ში და­საქ­მე­ბუ­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, რომ­ლებ­მაც გა­ნათ­ლე­ბა საბ­ჭო­თა სის­ტე­მა­ში მი­ი­ღეს და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­გო­რი გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლია მა­თი კვა­ლი­ფი­კა­ცია, ამ­ბობს  ფლო­რი­ან ბირ­მა­ნი. შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დე­ბი ­კი, ამ სპე­ცი­ა­ლო­ბით ვე­ღარ იღე­ბენ გა­ნათ­ლე­ბას, რად­გან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ეს ფა­კულ­ტე­ტი აღარ არ­სე­ბობს. ამი­ტო­მაც მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად მი­იჩ­ნევს ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­სა და შეყ­ვა­ნას ბა­ღებ­ში.
ფლო­რი­ან ბირ­მა­ნი ჰეკ­მა­ნის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პროგ­რა­მას საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­ურს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ მან, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ძი­რი­თა­დი ფო­კუ­სი­რე­ბა სწო­რედ სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ზე და­იწყო, რაც ხაზს უს­ვამს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. „პე­რის პროგ­რა­მა“1962-1967 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და, ძი­რი­თა­დად, მო­ი­ცავ­და სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყოფ აფ­რო­ა­მე­რი­კელ 3-4 წლის ბავ­შ­ვებს. ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ საკ­მა­ოდ დი­დი დრო — 50 წე­ლი გა­ვი­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­შუ­ა­ლე­ბა გვეძ­ლე­ვა, და­ვაკ­ვირ­დეთ სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­შიც. საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი პროგ­რა­მა მიზ­ნად ისა­ხავ­და სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყო­ფი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი 3-4 წლის ბავ­შ­ვე­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბით  უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბა­კა­ლავ­რის ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მქო­ნე სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ბავ­შ­ვებს ყო­ველ­დღე 2,5-სა­ა­თი­ან მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს უტა­რებ­დ­ნენ. სა­შუ­ა­ლოდ, ერთ მას­წავ­ლე­ბელ­ზე 6 ბავ­შ­ვი მო­დი­ო­და და ისი­ნი ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ  აქ­ტი­ვო­ბებ­ში.
კვი­რა­ში ერ­თხელ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ოჯახს სტუმ­რობ­დ­ნენ და სა­ათ­ნა­ხევ­რი­ა­ნი შეხ­ვედ­რით დე­დას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში ჩარ­თ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. პროგ­რა­მის მი­ერ გა­წე­უ­ლი და­ნა­ხარ­ჯი ერთ ბავ­შ­ვ­ზე შე­ად­გენ­და, სა­შუ­ა­ლოდ, 11 300 დო­ლარს (2007 წლის ნო­მი­ნი­რე­ბის მი­ხედ­ვით).
„პე­რის პროგ­რა­მის“ შეს­წავ­ლამ აჩ­ვე­ნა, რომ და­ხარ­ჯულ 1 დო­ლარს მო­აქვს 14-პრო­ცენ­ტი­ა­ნი უკუ­გე­ბა, რაც ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბის ბა­ზარ­ზე მი­ღე­ბულ მო­გე­ბას (7,2%). შე­ფა­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია ბევ­რად მომ­გე­ბი­ა­ნია სა­ზო­გა­დოე­­ბის­თ­ვის.
ბავ­შ­ვებს, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ პრო­ექ­ტ­ში და მი­ი­ღეს სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად,  ოთხ­ჯერ გა­ე­ზარ­დათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მი­ე­ღოთ უფ­რო მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი. 30 პრო­ცენ­ტით მეტ ბავშვს აქვს სა­კუ­თა­რი სახ­ლი, მას­თან შე­და­რე­ბით, ვინც პროგ­რა­მა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ ბავ­შ­ვე­ბის 41 პრო­ცენტს არ უწევს სა­ხელ­მ­წი­ფო შემ­წე­ო­ბის მი­ღე­ბა. „გარ­და ეკო­ნო­მი­კი­სა, სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა ხელს უწყობს პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და ის გახ­და სა­ჯა­რო გა­ნათ­ლე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი. სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას შე­იძ­ლე­ბა უფ­რო მე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­დეს, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნუ­რი კა­პი­ტა­ლის ფორ­მი­რე­ბაა. მი­სი წყა­ლო­ბით ინ­დი­ვი­დებს მო­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბე­ბი უყა­ლიბ­დე­ბათ.“ — ამ­ბობს ფლო­რი­ან ბირ­მა­ნი.
რა ხდე­ბა ამ მხრივ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში? რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად არის აღ­ქ­მუ­ლი ბა­ღე­ბის რო­ლი ბავ­შ­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესში? ბა­ღის აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის­გან შემ­დ­გა­რი ფო­კუს-ჯგუ­ფე­ბის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ  ჳSჶT-ის კვლე­ვი­დან ვი­გებთ, რომ  მშობ­ლე­ბის­თ­ვის  ბავ­შ­ვე­ბის ბაღ­ში ტა­რე­ბის მი­ზე­ზი ის არის, რომ მათ სურთ, ჰქონ­დეთ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ან მუ­შა­ო­ბენ და ვერ ახერ­ხე­ბენ ბავ­შ­ვებ­ზე ზრუნ­ვას. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვის მშო­ბე­ლი იმი­ტომ ცდი­ლობს ბავ­შ­ვი ბაღ­ში ატა­როს, რომ მი­ი­ღოს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სერ­ვი­სე­ბი, ბა­ღებ­ში არ­სე­ბუ­ლი კარ­გი კვე­ბა და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბა. ბა­ღის პერ­სო­ნა­ლი კი, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რო­ბა­სა და ანაზღა­უ­რე­ბა­ზე ამახ­ვი­ლებს  ყუ­რადღე­ბას.
კვლე­ვა­ში შე­სუ­ლი ეს ცი­ტა­ტა ჯგუ­ფებ­ში ბავ­შ­ვე­ბის გა­და­მე­ტე­ბულ რა­ო­დე­ნო­ბას ეხე­ბა:  „ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა ის არის, რომ ერთ მას­წავ­ლე­ბელ­ზე ბავ­შ­ვე­ბის ძა­ლი­ან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა მო­დის, რაც ხელს უშ­ლის წეს­რიგს და ქმნის ქა­ოსს, შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ციო თი­თო­ე­ულ ბავშვს.“ ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში,  მა­გა­ლი­თად, ქვე­მო ქარ­თ­ლ­ში, ერთ მას­წავ­ლე­ბელ­ზე 27 ბავ­შ­ვი მო­დი­ო­და.   
მოხ­ს­ნის თუ არა მე­ტი და­ფი­ნან­სე­ბა ყვე­ლა პრობ­ლე­მას? — ამის შე­სა­ხებ ფო­რუ­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი თან­ხ­მ­დე­ბი­ან, რომ გან­ვი­თა­რე­ბის შე­მა­ფერ­ხე­ბელი ფაქ­ტო­რი ჯერ კი­დევ მწი­რი და­ფი­ნან­სე­ბაა, შე­სა­ბა­მი­სად, შეზღუ­დუ­ლი რე­სურ­სე­ბი კარ­გად უნ­და იქ­ნეს პრი­ო­რი­ტი­ზი­რე­ბუ­ლი და მი­მარ­თუ­ლი, მკა­ფი­ოდ უნ­და იყოს გარ­კ­ვე­უ­ლი რი­სი მიღ­წე­ვა გვსურს.
ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კის ფო­რუმ­ზე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­ფუძ­ვ­ლად და­ე­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბას და ხელს შე­უწყობს სკო­ლამ­დე­ლი და ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

25-28(942)N