გამოდის 1998 წლიდან
2017-06-01
არც წარ­სუ­ლი და­ვი­ვიწყოთ, არც დღე­ვან­დე­ლო­ბას ავ­ც­დეთ და მო­მა­ვა­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

24 მა­ისს, თბი­ლი­სის 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში, IXბ კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის — გი­გი ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის, ნი­ნო თო­დუ­ა­სა და ლი­კა შა­კი­აშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბე­ბის: „წარ­სუ­ლი­დან დღე­ვან­დ­ლამ­დე“, „ქვეგ­რი­ა­ლა“ და „რო­ცა ტალ­ღე­ბი შლი­ან მო­გო­ნე­ბებს...“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. მოს­წავ­ლე­ებ­მა წა­ი­კითხეს მოთხ­რო­ბე­ბი და იმ­ს­ჯე­ლეს იმ თე­მე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც თა­ვი­ანთ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ეხე­ბი­ან. ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, ქრთუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა, თა­მარ ბა­რი­საშ­ვილ­მა მოს­წავ­ლე­ებს სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რი — ლა­ლი და­თაშ­ვი­ლის წიგ­ნი „ქრის­ტი­ა­ნო­ბის ანა­რეკ­ლი „ვეფხის­ტყა­ო­სან­ში“ გა­დას­ცა.
ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წ­რე­ბოდ­ნენ 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი, მშობ­ლე­ბი, სკო­ლის სკვერ­ში მოქ­მე­დი ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის დე­კა­ნო­ზი ნი­კო­ლოზ გო­ბე­ჯიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ლო­ცა და წარ­მა­ტე­ბე­ბი უსურ­ვა.
თა­მარ ბა­რი­საშ­ვი­ლი: „ღო­ნის­ძი­ე­ბის­თ­ვის 24 მა­ი­სი სიმ­ბო­ლუ­რად ავირ­ჩი­ეთ, იმი­ტომ რომ ჩვენ ოც­და­მე­ოთხე­ლე­ბი ვართ და ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ეს რიცხ­ვი. დღეს ამაღ­ლე­ბის წი­ნა დღეა, ორ დღე­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ვ­ნიშ­ნავთ. ღო­ნის­ძი­ე­ბას შო­თა რუს­თა­ვე­ლის კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში ვაწყობთ და ამით ვეხ­მი­ა­ნე­ბით ჩვენს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, გა­მოვ­ხა­ტავთ პო­ზი­ცი­ას ჩვე­ნი სამ­შობ­ლო­სა და ასე­ვე ქარ­თუ­ლი ენის მი­მართ.
ალ­ბათ გა­ინ­ტე­რე­სებთ, რა­ტომ ავირ­ჩი­ეთ ღო­ნის­ძი­ე­ბის და მო­საწ­ვევი ბა­რა­თის ლო­გოდ წე­რო? წე­რო სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო სიტყ­ვაა, რო­მელ­საც ერ­თი ასო, თავ­სარ­თი რომ და­ვუ­მა­ტოთ, გად­მოგ­ვ­ცემს იმ აზრს, რა­საც დღე­ვან­დე­ლი დღე ეძღ­ვ­ნე­ბა, ანუ ვ-წერ-ო. დი­ახ, ჩვენ ვწერთ, ჩვენ ვფიქ­რობთ, ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ არც წარ­სუ­ლი და­ვი­ვიწყოთ, არც დღე­ვან­დე­ლო­ბას ავ­ც­დეთ და მო­მა­ვა­ლი  პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბიც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ვი­სურ­ვებ­დი, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე იყოს საწყი­სი იმ დი­დი ჩა­ნა­ფიქ­რი­სა, რო­მე­ლიც არა­ერ­თხელ გა­მოვ­ხა­ტეთ ქარ­თუ­ლის კა­თედ­რა­ზე. მინ­და, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ხე­ლოს­ნო და­ვა­ფუძ­ნოთ ამ სა­აქ­ტო დარ­ბა­ზის გა­რე­მო­ში, რად­გან წლე­ბის წინ, აქ პირ­ვე­ლად იმ­ღე­რა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ, პირ­ვე­ლად თქვა ლექ­სი გო­გი დო­ლი­ძემ, პირ­ვე­ლად ააჟ­ღე­რეს მუ­სი­კა ზა­ზა მა­მა­ლა­ძემ და მის­მა გუნ­დ­მა, ასე­თი ძა­ლი­ან ბევ­რია, ჩვენს მეც­ნი­ე­რებ­ზე აღარ ვსა­უბ­რობ. ჩვე­ნი სკო­ლის თან­მ­დე­ვია ეს­თე­ტი­კუ­რი ხედ­ვა და გე­მოვ­ნე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებ, მხარ­და­ჭე­რა გვექ­ნე­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ხე­ლოს­ნო­ში არა მარ­ტო ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი წარ­მოგ­ვიდ­გე­ნენ ნა­ფიქ­რ­სა და ნა­აზ­რევს, არა­მედ ჩვე­ნი სკო­ლის ყვე­ლა შე­მოქ­მე­დი, უნა­რი­თა და ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი მოს­წავ­ლეც.“
გი­ორ­გი კა­კა­ბა­ძე, 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ მოს­წავ­ლე­ებს დღე­ვან­დე­ლი დღის გა­ლა­მა­ზე­ბის­თ­ვის, არა მარ­ტო თა­ვი­ან­თი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის­თ­ვის, არა­მედ იმ იმე­დის­თ­ვის, რომ პრაგ­მა­ტულ სამ­ყა­რო­ში გრძნო­ბა­დის გა­მო­ხატ­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ეს არ არის სი­სუს­ტის ნი­შა­ნი, სა­ა­მა­ყოა, ამ ბავ­შ­ვებს ამის გან­ც­და აქვთ და ჩვე­ნამ­დე  ეს გან­ც­და და სათ­ქ­მე­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად მო­ი­ტა­ნეს. მათ  მოთხ­რო­ბებ­ში ჩანს, რომ არ და­უწყი­ათ წე­რა ისე, რომ არ გაც­ნო­ბოდ­ნენ ბევრ მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას. ეტყო­ბათ, რომ ბევრს კითხუ­ლო­ბენ, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ დღე­ვან­დელ პრაგ­მა­ტულ გა­რე­მო­ში ბავ­შ­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ, გრძნო­ბად სფე­რო­ზე გულ­წ­რ­ფე­ლად ისა­უბ­რონ, ეს პირ­ვე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია სუ­ლი­ე­რე­ბის­კენ. დღე­ვან­დელ დრო­ში სუ­ლი­ე­რე­ბა უნ­და წარ­მარ­თავ­დეს პრაგ­მა­ტუ­ლო­ბას და არა პი­რი­ქით. აუცი­ლე­ბე­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის აღი­ა­რე­ბა. ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ იმის­თ­ვის, რომ „ლი­ტე­რა­ტუ­რულ­მა სა­ხე­ლოს­ნომ“ ხე­ლი შე­უწყოს ასე­თი ბავ­შ­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და მა­თი ნი­ჭის გან­ვი­თა­რე­ბას. დი­დი მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ თა­მარს დღე­ვან­დე­ლი დღის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და იმ  მიზ­ნე­ბის­თ­ვის, რაც მო­მავ­ლის­თ­ვის დაგ­ვი­სა­ხა.“
ნი­კო­ლოზ ბე­რი­ძე: „მი­ხა­რია, რომ დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ და ჩე­მი მე­გობ­რის — გი­გი ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბას „წე­რი­ლი დე­დას“ ვკითხუ­ლობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს კითხ­ვა, მაგ­რამ, რო­ცა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის ნა­წარ­მო­ე­ბებს ვკითხუ­ლობ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­ც­და მე­უფ­ლე­ბა. ვინ იცის, ხვალ-ზეგ შე­იძ­ლე­ბა გი­გის, ნი­ნოს და ლი­კას სა­ხით ჭეშ­მა­რიტ მწერ­ლებ­საც შევ­ხ­ვ­დეთ.“
***
„დე­და, დე­დი, დე, ამ სიტყ­ვე­ბით მოგ­მარ­თავ ყვე­ლა­ზე ხში­რად, რა­ტომ­ღაც ჩემს ძმას ამით ვერ და­ვემ­ს­გავ­სე, რომ სათ­ქ­მე­ლი პი­რის­პირ გითხ­რა. გახ­სოვს დე­დი, ოთხ­მოც­და­თორ­მეტ­ში ჩე­მი ძმა შენ­თან მო­ვი­და, მე ჯერ ერ­თი ცი­და ვი­ყა­ვი, მო­ვი­და და გითხ­რა, რომ სამ­შობ­ლოს ჭირ­დე­ბო­და, შენ ტი­რი­ლი და­იწყე, თუმ­ცა გა­უშ­ვი... წას­ვ­ლამ­დე ხელ­ში ამიყ­ვა­ნა და მითხ­რა, დე­დას მი­ხე­დეო, პი­რო­ბას გაძ­ლევ დავ­ბ­რუნ­დე­ბიო... ერთ წელ­ში დაბ­რუნ­და, მარ­თა­ლია ყა­ვარ­ჯ­ნე­ბით, მაგ­რამ პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა, და­მიბ­რუნ­და...
მას შემ­დეგ თექ­ვ­ს­მე­ტი წე­ლი გა­ვი­და, დე­დი და მტე­რი ისევ არ ჩერ­დე­ბა. აგერ მო­ად­გ­ნენ უკ­ვე გორ­საც.
დე, გახ­სოვს სკო­ლი­დან ნა­ცე­მი რომ მო­ვე­დი? შენ მკითხე რა­ტომ იჩხუ­ბეო, მე კი­დევ გითხა­რი ქარ­თ­ვე­ლებ­ზე ცუდს ამ­ბობ­დ­ნენ და ამი­ტომ ვიჩხუ­ბე-მეთ­ქი.
მა­შინ მითხა­რი, რომ გმი­რი ვი­ყა­ვი და ახ­ლაც გმი­რო­ბას ვა­პი­რებ. ჩემს ძმა­სა­ვით ვერ მო­ვალ შენ­თან და ვერ გეტყ­ვი, რომ მივ­დი­ვარ, მაგ­რამ ამ წე­რი­ლით გა­ი­გებ, რომ ამა­ღამ ცხინ­ვალ­ში მივ­დი­ვარ... მო­ხა­ლი­სედ ჩა­ვე­წე­რე...
დე­დი, პი­რო­ბას გაძ­ლევ, შე­ნამ­დე მა­ინც მო­ვალ ან ცოცხა­ლი ან მკვდა­რი. ჩემს ძმას კი გა­და­ე­ცი, რომ მოგ­ხე­დოს!  05. 08. 2008.“ 
                                                            „წე­რი­ლი დე­დას“
გი­გი ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი:  „ვერ გეტყ­ვით, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე ვარ, მაგ­რამ მიყ­ვარს ფიქ­რი, ოც­ნე­ბა... ხში­რად მი­ფიქ­რია ისეთ თე­მებ­ზე და პრობ­ლე­მებ­ზე, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მე არ შემ­ხე­ბია, მაგ­რამ ჩემს წი­ნა თა­ო­ბებს შე­ე­ხო და ბევ­რი ტკი­ვი­ლი გა­და­ი­ტა­ნეს. ჩე­მი მოთხ­რო­ბე­ბი,  ძი­რი­თა­დად, ომის თე­მას ეხე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან მიყ­ვარს ძვე­ლი ამ­ბე­ბის მოს­მე­ნა, მტკი­ვა და მა­ღელ­ვებს ეს სა­კითხი. გარ­და ამი­სა, ვწერ სიყ­ვა­რულ­ზე, რამ­დე­ნი­მე დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის მოთხ­რო­ბაც დავ­წე­რე. ვფიქ­რობ, წე­რა გა­მომ­დის! სა­მო­მავ­ლოდ  მინ­და, ჩე­მი ნა­წე­რე­ბი  წიგ­ნად გა­მოვ­ცე. სა­ერ­თოდ, ბევრ რა­მე­ზე ვფიქ­რობ. ერ­თხელ თა­ვი „ღი­მი­ლის ბი­ჭად“ წარ­მო­ვიდ­გი­ნე. სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ომე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა გა­და­ი­ტა­ნეს, რა თქმა უნ­და, ჩე­მი პრობ­ლე­მა­ცაა. ამი­ტო­მაც დავ­წე­რე მოთხ­რო­ბე­ბი: „წარ­სუ­ლი­დან დღე­ვან­დ­ლამ­დე“ — უკა­ნას­კ­ნე­ლი წე­რი­ლი და „წე­რი­ლი დე­დას“. ჩე­მი თა­ო­ბა, არ ვი­ცი, შეძ­ლებს თუ არა და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, მაგ­რამ, მჯე­რა, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო გაბ­რ­წყინ­დეს.“
***
„და­ვი­ღა­ლე... აღარ შე­მიძ­ლია... არ მინ­და, ვი­ყო ის, ვინც ვარ, არ მინ­და, ვი­ყო ის, რა­საც მე­ძა­ხი­ან, მინ­და  თქვენ­ნა­ი­რი ვი­ყო, მინ­და ვი­ყო სტუ­მა­რი ღვთი­სა, მინ­და გიყ­ვარ­დეთ, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა სხვა­ნა­ი­რია.
ჩემს და­ნახ­ვა­ზე შვი­ლე­ბი სახ­ლის­კენ გარ­ბი­ან, ცო­ლე­ბი და დე­დე­ბი აწყა­ლე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით შე­მომ­ც­ქე­რი­ან და თან ღმერთს ევედ­რე­ბი­ან, რომ მათ სახლ-კარ­ში არ შე­ვა­ბი­ჯო.
ბო­ლო სა­მი წე­ლია, სიკ­ვ­დი­ლის მაც­ნე ვარ.
დი­ახ, დი­ახ, სწა­ო­რედ ესაა ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლი, ოც­დაცხ­რა­მეტ­ში, ომის დაწყე­ბი­დან ერ­თი თვის თავ­ზე, დავ­ჯე­ქი ამ ოხერ ორ­თ­ვა­ლა ვე­ლო­სი­პედ­ზე და თი­თო­ე­ულ სო­ფელ­ში, ყვე­ლა გარ­დაც­ვ­ლი­ლის ოჯახ­ში მი­ვი­ტა­ნე წე­რი­ლი, რო­მელ­შიც კა­პიტ­ნე­ბის მი­ერ გა­მოთ­ქ­მუ­ლი სამ­ძი­მა­რი ეწე­რა.
ამას წი­ნათ, ჩემს სო­ფელ­ში მიმ­ქონ­და წე­რი­ლი, და­მა­ინ­ტე­რე­სა, ვინ მოკ­ვ­და, წე­რი­ლი გავ­ხ­სე­ნი... ნე­ტა­ვი სა­ერ­თოდ არ გა­მეხ­ს­ნა. ჩე­მი ბალ­ღო­ბის მე­გო­ბა­რი, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი მო­უკ­ლავთ ქერ­ჩ­ში, ვოც­ნე­ბობ­დი, რომ დე­და­მი­სის სახ­ლამ­დე ცოცხალს არ მი­მეღ­წია. ეზო­ში შე­სუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რომ დე­ი­და ნა­ტომ ტი­რი­ლი და­იწყო, გი­ორ­გის ორი პა­ტა­რა და ჰყავ­და, ისი­ნიც ჩუ­მად სლუ­კუ­ნებ­დ­ნენ. იმ წამს და­ვი­ფი­ცე, რომ არა­ვის ოჯახ­ში ცუდ ამ­ბავს აღარ შე­ვი­ტან­დი. დღეს კი ამ ფიცს ვტეხ, ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ცუ­დი ამ­ბა­ვი იქ­ნე­ბა ჩემ­გან.
ახ­ლა, ამ წამს, ჩემ თავ­ზე ყულ­ფი ჰკი­დია, დავ­დ­გე­ბი სკამ­ზე, წა­მო­ვიც­ვამ მას კი­სერ­ზე და აღარ ვიქ­ნე­ბი ის, ვინც ვარ. ნუ და­მი­ტი­რებთ, ისე­დაც ბევ­რი გა­ტი­რეთ.
და­ვი­ღა­ლე...
მშვი­დო­ბით... 1942 წლის 20 ნო­ემ­ბე­რი, თქვე­ნი ფოს­ტა­ლი­ო­ნი კო­ტე ხუ­ციშ­ვი­ლი.“
                                                                    „წარ­სუ­ლი­დან დღე­ვან­დ­ლამ­დე — უკა­ნას­კ­ნე­ლი წე­რი­ლი“
ნი­ნო თო­დუა: „მოთხ­რო­ბა „ქვეგ­რი­ა­ლა“ ეძღ­ვ­ნე­ბა ჩემს ცის­ფერ­თ­ვა­ლა, უსაყ­ვარ­ლეს ადა­მი­ანს, მე­გო­ბარს ნი­ას. სწო­რედ მან შთა­მა­გო­ნა შე­მექ­მ­ნა „ჩე­მი სამ­ყა­რო“. ჩე­მი სათ­ქ­მე­ლი, ძი­რი­თა­დად, ის იყო, რომ ზოგ­ჯერ ადა­მი­ან­ზე ვი­ღაც ან რა­ღაც ძა­ლი­ან დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს და ეს ეხ­მა­რე­ბა, ცხოვ­რე­ბა­ში იპო­ვოს სა­კუ­თა­რი გზა. ჩე­მი მოთხ­რო­ბის გმი­რი ანას­ტა­სია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო იყო, რო­მელ­მაც დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, იმ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც მოხ­და. რო­ცა  13 წლის გავ­ხ­დი, ანუ გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში შე­ვა­ბი­ჯე, რო­გორც ყვე­ლა გო­გო­ნას, მეც მქონ­და რა­ღაც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბი, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე ჩე­მი სა­დარ­დე­ბე­ლი გა­რეგ­ნუ­ლად კი არ გა­მო­მე­ხა­ტა, არა­მედ და­მე­წე­რა. ვწერ­დი ძა­ლი­ან ბევრს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემს დღი­ურ­ში იწყე­ბო­და და მთავ­რ­დე­ბო­და, თუმ­ცა, ერთ დღეს, გა­დავ­წყ­ვი­ტე ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა. ძი­რი­თა­დად ჩე­მი მოთხ­რო­ბე­ბის გმი­რე­ბი  გო­გო­ნე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­დან ვერ აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას, მაგ­რამ აქვთ გრძნო­ბე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლი, მიზ­ნე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც აღ­წე­ვენ  წარ­მა­ტე­ბას. წე­რა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, თუმ­ცა, ეს ჩემ­თ­ვის მხო­ლოდ ჰო­ბი და გა­ტა­ცე­ბაა. სა­მო­მავ­ლოდ მინ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მი გავ­ხ­დე.“
***
„...ზოგ­ჯერ ვი­ღაც ან რა­ღაც ისე ცვლის არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას, რომ მა­ნამ­დე ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­დი, თუ რა მოხ­დე­ბო­და. რომ არა ის უც­ნო­ბი, ალ­კო­ჰო­ლით გაჟ­ღენ­თი­ლი, ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა კა­ცი, არც ხატ­ვას და­ვიწყებ­დი და არც მსოფ­ლი­ოს მო­ვივ­ლი­დი ჩე­მი ნა­ხა­ტე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ოდეს­ღაც მარ­თ­ლა და­მეწყო ხატ­ვა, მაგ­რამ მე მა­ინც ამ ყვე­ლა­ფერს იმ კაცს ვუ­მად­ლი.
...და ახ­ლა, რა ფე­რია თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?
— ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ცი­სარ­ტყე­ლას ჰგავს, რო­ცა რა­ღაც მთავ­რ­დე­ბა, ეს ყო­ველ­თ­ვის ახ­ლის და­საწყი­სია. რომ არა ელე­ნი­კო, არც ანას­ტა­სია იარ­სე­ბებ­და — რო­გორც მხატ­ვა­რი. უნ­და იყო უბ­რა­ლო, მაგ­რამ ორი­გი­ნა­ლუ­რი, ენ­დო ღა­რი­ბებს, სიმ­დიდ­რე ფუ­ლით არ იზო­მე­ბა, წარ­მა­ტე­ბაა გვქონ­დეს ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბა ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რე­ბით.“
                                                   ნაწყ­ვე­ტი მოთხ­რო­ბი­დან „ქვეგ­რი­ა­ლა“

ლი­კა შა­კი­აშ­ვი­ლი: „ჩე­მი მოთხ­რო­ბა „რო­ცა ტალ­ღე­ბი შლი­ან მო­გო­ნე­ბებს“ პა­ლიტ­რა ლ-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის­თ­ვის დავ­წე­რე. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე მი­ტა­ცებ­და რო­გორც კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის ჟან­რი, ისე დამ­წერ­ლო­ბა. ახ­ლა ალ­ბათ სწო­რედ ამან მო­ახ­დი­ნა ყვე­ლა­ზე დი­დი გავ­ლე­ნა ჩემ­ზე. ეს  ჩე­მი პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია, პირ­ვე­ლი მოთხ­რო­ბა, სა­დაც რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც არ უნ­და იყოს, ჩე­მი თა­ვი გა­მოვ­სა­ხე გმირ შავ­კა­ნი­ან ბი­ჭად, რად­გან მინ­დო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის და­მე­ნა­ხე­ბი­ნა, რომ მთა­ვა­რია არა  ადა­მი­ა­ნის რა­სა ან გენ­დე­რი, არა­მედ მი­სი ინ­ტე­ლექ­ტი, ინ­ტე­რე­სე­ბი და პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. ადა­მი­ა­ნის კა­ნის ფერს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს. მსურს და­გა­ნა­ხოთ სამ­ყა­რო, ფე­რად­კა­ნი­ა­ნის პო­ზი­ცი­ი­დან და წარ­მო­ვიდ­გი­ნო თა­ვი მის ად­გი­ლას. თქვენც გა­ნი­ცა­დოთ ის, რა­საც გრძნო­ბენ ფე­ხის ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე, რა­თა გა­გი­ად­ვილ­დეთ სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვა. ალ­ბათ იფიქ­რებთ, რომ ზედ­მე­ტად პა­ტა­რა ვარ ასეთ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ, მა­შინ ოტია იოსე­ლი­ა­ნის სიტყ­ვებს შე­გახ­სე­ნებთ: „ჭკუა ასაკ­ში კი არა, ჭკუა თავ­შია“. ამით იმის თქმა მინ­და, რომ ასა­კი უბ­რა­ლოდ ციფ­რე­ბია და ის ხელს ნამ­დ­ვი­ლად ვერ შე­უშ­ლის და ვერ შე­ა­ფერ­ხებს ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ხომ დღი­თი დღე სცდე­ბა საზღ­ვ­რებს.“
***
„პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ კარ­გად მახ­სოვს, არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა თა­ნა­ტო­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემ მი­მართ. მე, მხო­ლოდ ალ­ფონ­სო კი არა, არა­ვინ მე­მე­გობ­რე­ბო­და. ყვე­ლას­გან გა­რი­ყუ­ლი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა გა­მირ­ბო­და და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სხვა ფე­რის კა­ნი მაქვს. მხო­ლოდ იმის გა­მო, რომ მე მათ­ზე მუ­ქი ვარ, გეს­მით? ჩე­მი კლა­სე­ლე­ბი იმა­ზე წუხ­დ­ნენ, რომ მშობ­ლებ­მა რა­ღაც სა­თა­მა­შო არ უყი­დეს. მე კი ის მა­წუ­ხებ­და და გულს მიღ­რ­ღ­ნი­და შიგ­ნი­დან, რომ სხვა ფე­რი ვი­ყა­ვი, არ­ცერთ გო­გოს არ მოვ­წონ­დი, ყვე­ლა­ზე მა­ხინ­ჯი ვი­ყა­ვი, მა­თი აზ­რით, მე სა­თა­მა­შო და თბი­ლი სახ­ლი კი არა, საჭ­მე­ლიც არ მღირ­სე­ბია ნორ­მა­ლუ­რი, რად­გან გა­ურ­ბოდ­ნენ შავ­კა­ნი­ან­თან სა­უ­ბარს ან უბ­რა­ლოდ სი­ახ­ლო­ვე­საც კი. მათ­თ­ვის შავ­კა­ნი­ა­ნი მხო­ლოდ მო­ნას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, დი მა­რი­ე­ბის მსგავს შეძ­ლე­ბულ ოჯა­ხებ­ში სულ ჩვენ­ნა­ი­რი მსა­ხუ­რე­ბი ჰყავთ. მათ­თ­ვის ცალ­კე სა­პირ­ფა­რე­შო და ცალ­კე ჭურ­ჭე­ლი ჰქონ­დათ გა­მო­ყო­ფი­ლი და ქალ­ბა­ტონ­თან ლა­პა­რა­კიც კი ეკ­რ­ძა­ლე­ბო­დათ. მე ბავ­შ­ვო­ბი­დან ასეთ გა­რე­მო­ში ვიზ­რ­დე­ბი, ყო­ველ­წამს ზე­წო­ლის  ქვეშ ვექ­ცე­ვი, მხო­ლოდ ჩე­მი კი არა, ეს ამ კუნ­ძულ­ზე და­სახ­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ფე­რად­კა­ნი­ა­ნის გუ­ლის ტკი­ვი­ლია.“
                            ნაწყ­ვე­ტი მოთხ­რო­ბი­დან „რო­ცა ტალ­ღე­ბი შლი­ან მო­გო­ნე­ბებს“

25-28(942)N