გამოდის 1998 წლიდან
2017-06-01
კონ­ტ­რას­ტუ­ლი ბავ­შ­ვო­ბა


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­პირ­ვე­ლივ­ნი­სო
მარ­თა­ლია, სა­პირ­ვე­ლივ­ნი­სო წე­რი­ლია, მაგ­რამ სუ­ლაც არ ვა­პი­რებ,  ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რის დღი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ საჩ­ვე­ნე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დავ­წე­რო რა­მე და ამით თავ­მო­წო­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძიე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვაც­ნო, რო­გორც ქველ­მოქ­მე­დე­ბი ან ბავ­შ­ვე­ბის ბედ-იღ­ბ­ლით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ღა­მე არ სძი­ნავთ მა­თი დარ­დით, ან ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სა­კითხებ­ში მიღ­წე­ულ პროგ­რეს­სა და დეკ­ლა­რი­რე­ბულ პრინ­ცი­პებ­ზე ვი­სა­უბ­რო. პრინ­ციპ­ში, არც ამის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო მაქვს რა­მე, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სი ბავ­შ­ვე­ბის ის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა, რო­მე­ლიც ასე კონ­ტ­რას­ტუ­ლად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა იმ სა­ზე­ი­მო დღი­სა­გან, რო­მელ­საც ბავ­შ­ვებს წე­ლი­წად­ში ერ­თხელ უძღ­ვ­ნი­ან და მსოფ­ლი­ოს ყუ­რადღე­ბას იქ­ცე­ვენ, რომ  ბავ­შ­ვე­ბი და მა­თი უფ­ლე­ბე­ბი უპირ­ვე­ლე­სია.
ძნე­ლად წარ­მო­სად­გენ ყო­ფა­ში ბავ­შ­ვე­ბის გაზ­რ­და, მა­თი გან­ვი­თა­რე­ბა და, უმე­ტე­სად ხელ­მოკ­ლე­ო­ბის გა­მო, არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბით შერ­ყე­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა — ეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია არა ასი პრო­ცენ­ტის, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბის. ქვე­ყა­ნა­ში ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ბავ­შ­ვი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ცხოვ­რობს, ხო­ლო ყო­ვე­ლი მე­ექ­ვ­სე ჯერ კი­დევ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე ნაკ­ლებს მო­იხ­მარს — ეს სტა­ტის­ტი­კა ქვეყ­ნის­თ­ვის საკ­მა­ოდ და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია, რად­გან ისე­დაც რა­ო­დე­ნობ­რი­ვად შემ­ცი­რე­ბუ­ლი გე­ნო­ფონ­დი ახ­ლა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­შერ­ყე­უ­ლი გე­ნო­ფონ­დით იც­ვ­ლე­ბა. ძნე­ლია ღა­რი­ბი ქვეყ­ნის ბავ­შ­ვო­ბა და კი­დევ უფ­რო ძნე­ლი, იყო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში „გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი“, ანუ შშმ ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც სი­ღა­რი­ბეს­თან ერ­თად სტიგ­მას­თან და უამ­რავ სირ­თუ­ლეს­თან უწევს გამ­კ­ლა­ვე­ბა, მუდ­მი­ვი ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა, რო­მე­ლიც, უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, ისევ და ისევ მშობ­ლე­ბის თავ­და­უ­ზო­გა­ვი მცდე­ლო­ბის შე­დე­გია. ზოგს მე­ტად უმარ­თ­ლებს, ზოგს ნაკ­ლე­ბად, უპი­რა­ტე­სო­ბა იმ ბავ­შ­ვებს აქვთ, რომ­ლებ­საც უფ­რო  „მებ­რ­ძო­ლი მშობ­ლე­ბი“ ჰყავთ, შვი­ლის უფ­ლე­ბებს ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი იცა­ვენ და სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან ითხო­ვენ იმას, რაც, წე­სით, ბრძო­ლის გა­რე­შეც ერ­გე­ბათ. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც გა­მარ­თ­ლე­ბა­ზეა, ყო­ველ­თ­ვის სა­წა­დელს ვერ აღ­წე­ვენ, მაგ­რამ ბო­ლო დროს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი „აუტიზ­მის“ სპექ­ტ­რის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ქვეპ­როგ­რა­მა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის თა­ო­ბა­ზე (რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მე­რია, 7 წლის ზე­მოთ ბავ­შ­ვებს, 20 სე­ან­სის ნაც­ვ­ლად, 15 სე­ან­სის და­ფი­ნან­სე­ბას სთა­ვა­ზობ­და)  შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა, მე­რი­ი­ის ჯან­დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის გან­მარ­ტე­ბით, მე­რი­ამ სერ­ვი­სის მიმ­წო­დებ­ლებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის შე­დე­გად მი­ი­ღო და აუტიზ­მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან შე­ა­თან­ხ­მა. მაგ­რამ ცვლი­ლე­ბას არ და­ე­თან­ხ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია „ოჯა­ხე­ბი დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ — ფად“, რო­მე­ლიც სწო­რედ იმ მშობ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ციაა, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი და სხვი­სი შვი­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ცდი­ლო­ბენ. მა­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დებ­დ­ნენ, რომ ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ მშობ­ლებ­მა წი­ნას­წარ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. „ფად ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ან აქ­ცი­ებ­სა და კამ­პა­ნი­ებს გეგ­მავს, რა­თა მოხ­დეს პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბა და არა უკუს­ვ­ლა. ასე­ვე, მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას, და­ინ­ტე­რეს­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხით და არ შეს­წი­როს სერ­ვის პრო­ვა­ი­დე­რე­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და ქა­ლა­ქის ლი­მი­ტი­რე­ბულ ბი­უ­ჯეტს ბავ­შ­ვის უზე­ნა­ე­სი ინ­ტე­რე­სე­ბი და უფ­ლე­ბე­ბი.“ — ეს ამო­ნა­რი­დი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მარ­თ­ვის ტექ­ს­ტი­და­ნაა. ისე­დაც არა­საკ­მა­რი­სი აბა თე­რა­პი­ის სე­ან­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა ყოვ­ლად მი­ზან­შე­უ­წო­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით თე­რა­პი­უ­ლი პრო­ცე­სი, კვი­რა­ში, 25-დან 40 სა­ათს მო­ი­ცავს, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კვი­რა­ში 5 სა­ა­თის ეჭ­ვის ქვეშ და­ყე­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს ვერ მის­ცემ­დათ აუტიზ­მის სპექ­ტ­რის მქო­ნე ბავ­შ­ვებს, რად­გან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი „ოპ­ტი­მა­ლურ გა­მო­სა­ვალ­ზე“ გას­ვ­ლას სწო­რედ კვი­რა­ში 20 სა­ა­თის თე­რა­პი­ით პროგ­ნო­ზი­რე­ბენ. ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი სე­ან­სე­ბის მხო­ლოდ მშობ­ლე­ბის სახ­ს­რე­ბით და­ფი­ნან­სე­ბა უკა­ნას­კ­ნე­ლი იმე­დის გაც­რუ­ე­ბის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და. მშობ­ლე­ბი­სა და ამ სა­კითხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ექ­ს­პერ­ტე­ბის პრო­ტეს­ტ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბა არ შე­ვი­და,  7 წლის და ზე­ვით ასა­კის აუტიზ­მის მქო­ნე ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სე­ან­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ შემ­ცირ­დე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ის „აუტიზ­მის სპექ­ტ­რის დარ­ღ­ვე­ვის მქო­ნე ბავ­შ­ვ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის“ ქვეპ­როგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის წეს­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, პრო­ვა­ი­დე­რი კლი­ნი­კე­ბი ბავ­შ­ვებს სერ­ვისს 21 ლა­რის ნაც­ვ­ლად, 20 ლა­რად გა­უ­წე­ვენ, რაც ნიშ­ნავს, რომ, 600 ბავ­შ­ვის ნაც­ვ­ლად, 700 ბავ­შ­ვი მი­ი­ღებს მომ­სა­ხუ­რე­ბას. ასე­ვე ცვლი­ლე­ბა შე­ვი­და რე­გის­ტ­რა­ცი­ის ჩა­ნა­წერ­ში, რე­გის­ტ­რა­ცი­ის ვა­დად 2015 წლის 1 ივ­ლი­სი გა­უქ­მ­დე­ბა და ბავ­შ­ვე­ბი, ვინც თბი­ლის­ში და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან, 1 წლის შემ­დეგ მომ­სა­ხუ­რე­ბის მომ­ლო­დი­ნე­თა რიგ­ში ჩაჯ­დე­ბი­ან.

ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი — წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი და ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი
ახ­ლა­ხან თბი­ლის­ში წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი დას­რულ­და. ჩემ­თ­ვის ერთ-ერ­თი საყ­ვა­რე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. იქ მი­სულს, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, აუც­ილებ­ლად თვა­ლი გა­გექ­ცე­ვა სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბის­კენ — ბავ­შ­ვო­ბა­ში ასე­თი ფორ­მის, ზო­მის, ფე­რად-ფე­რა­დი, ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი, ხმო­ვა­ნი, 3დ წიგ­ნე­ბი თვა­ლით არც მი­ნა­ხავს და ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა მა­თი არ­სე­ბო­ბა. ჰო­და, ამას შუ­რით ვუ­ყუ­რებ ხოლ­მე, გუ­ლის სიღ­რმე­ში სულ მინ­და, რომ მეც მქო­ნო­და ასე­თი წიგ­ნე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ,  დღე­საც არი­ან ბავ­შ­ვე­ბი, რომ­ლებ­საც თვა­ლი გა­ურ­ბით წიგ­ნე­ბის­კენ, მაგ­რამ, ჩემ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მათ­თ­ვის ისი­ნი ფი­ნან­სე­ბის გა­მო არ არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. იუნი­სე­ფის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი „მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვის“ თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 3-5 წლამ­დე ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ 58 პრო­ცენტს აქვს სა­მი ან მე­ტი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნი. ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც, ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს უფ­რო მე­ტად, ვიდ­რე სოფ­ლად მცხოვ­რებს.
და­ვინ­ტე­რეს­დი, ფეს­ტი­ვალ­ზე მი­სუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია წიგ­ნე­ბი ან მშობ­ლებს, სა­შუ­ა­ლოდ, რამ­დე­ნი წიგ­ნის ყიდ­ვა შე­უძ­ლი­ათ წე­ლი­წად­ში შვი­ლის­თ­ვის. პა­ვი­ლი­ონ­ში, სა­დაც წიგ­ნე­ბის ბაზ­რო­ბა იმარ­თე­ბა, უამ­რა­ვი ბავ­შ­ვი ირე­ო­და, ზო­გი წიგ­ნის სა­ყიდ­ლად იყო მი­სუ­ლი, ზო­გიც გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე და­სას­წ­რე­ბად, ზო­გიც უბ­რა­ლოდ დე­დას გა­მოჰ­ყ­ვა. რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნი? ამ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მშო­ბელ­მა ისურ­ვა, უმე­ტე­სო­ბამ კი უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა. პრინ­ციპ­ში კითხ­ვა უად­გი­ლო იყო, რად­გან ფეს­ტი­ვალ­ზე ბავ­შ­ვე­ბის მიყ­ვა­ნა თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხ­მობს მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნას. მაგ­რამ, არც ასეა საქ­მე, რად­გან მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი მა­ინც ჩი­ო­და, რომ წიგ­ნე­ბი ძვი­რი ღირს და ბევ­რ­მა ვერ შეძ­ლო შვი­ლის­თ­ვის ის წიგ­ნი ეყი­და, რაც მას სურ­და. რეს­პონ­დენ­ტე­ბი ვი­ნა­ო­ბას არ გვიმ­ხე­ლენ, მაგ­რამ გვთხო­ვენ, რომ ამის შე­სა­ხებ მა­ინც დავ­წე­როთ, რომ წარ­მო­უდ­გენ­ლად ძვი­რი ღირს სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნი და ასე­თი და­ბა­ლი ხელ­ფა­სით რო­გორ შე­ი­ძი­ნონ, მით უმე­ტეს, ზო­გი სა­ერ­თოდ უმუ­შე­ვა­რია, თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ ხან­და­ხან მა­ინც ახერ­ხე­ბენ.
უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და იმ ბავ­შ­ვე­ბის სურ­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე არა­სო­დეს ყო­ფი­ლან და ვერც მათ­თ­ვის სა­სურ­ველ წიგ­ნებს ყი­დუ­ლო­ბენ. არა­და, თა­ნა­ტო­ლე­ბის მსგავ­სად, მა­თაც ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ზღაპ­რის გმი­რი ჰყავთ, რომ­ლებ­საც  უბ­რა­ლოდ მო­ყო­ლით იც­ნო­ბენ, მულ­ტ­ფილ­მე­ბით ან ნა­ჩუ­ქა­რი წიგ­ნე­ბით, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან უფ­რ­თხილ­დე­ბი­ან. რამ­დე­ნი­მე ბავ­შ­ვ­მა მითხ­რა, რომ დე­დამ მათ ორი წლის ან ერ­თი წლის წინ უყი­და წიგ­ნი. ად­რე „თოვ­ლის ბა­ბუ­ა­საც“ მოჰ­ქონ­და ხოლ­მე, ახ­ლა იმა­საც აღარ მო­აქვს. ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტე­ბი ლი­ხე­თის სა­ჯა­რო სკო­ლის პირ­ველ­კ­ლა­სე­ლე­ბი არი­ან. სო­ფე­ლი მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ონს, რა­ჭას ეკუთ­ვ­ნის. კლას­ში სულ 5 ბავ­შ­ვი სწავ­ლობს და ძა­ლი­ან მე­გობ­რო­ბენ. ბავ­შ­ვებ­მა მითხ­რეს, წიგ­ნებს ხში­რად ერ­თ­მა­ნე­თის­გან ვთხო­უ­ლობთ, ან სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მიგ­ვაქ­ვ­სო. მარ­თა, მა­რი­ა­მი, გი­გი, გი­ორ­გი და ანი — კლას­ში სულ 5 მოს­წავ­ლეა. ხუ­თი­ვეს ძა­ლი­ან უნ­და ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­ზე გარ­თო­ბა, ზო­ო­პარ­კ­ში წას­ვ­ლა და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის ნახ­ვა.
მარ­თა: „ბო­ლოს წიგ­ნი, 5 წლის რომ გავ­ხ­დი, მა­შინ მი­ყი­დეს. ად­რე ჩვენს სო­ფელ­ში ქა­ლა­ქი­დან მოჰ­ქონ­დათ წიგ­ნე­ბი გა­სა­ყი­დად და უფ­რო ვყი­დუ­ლობ­დით. წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში ერ­თხელ ვი­ყა­ვი ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში, პა­ტა­რა მა­ღა­ზიაა. ძა­ლი­ან მინ­და, ნა­ხა­ტე­ბი­ა­ნი ზღაპ­რე­ბი მქონ­დეს. ჩე­მი ოც­ნე­ბაა ატ­რაქ­ცი­ო­ნებ­ზე გარ­თო­ბა, დე­დას სულ ვთხოვ,  დამ­პირ­და, თბი­ლის­ში წა­გიყ­ვა­ნო. ვე­ლო­დე­ბი.“
მა­რი­ა­მი: „დე­დამ ერ­თხელ მი­ყი­და სა­ბავ­შ­ვო ლექ­სე­ბის წიგ­ნი ნა­ხა­ტე­ბით, მე თვი­თონ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. ვკითხუ­ლობ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბებს და მომ­წონს. ძა­ლი­ან მინ­და, პრინ­ცე­სებ­ზე რომ არის, ის ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი და „კა­რუ­სე­ლებ­ზე“ გარ­თო­ბა.“
გი­გი: „არ მახ­სოვს, ბო­ლოს რო­დის ვი­ყი­დეთ წიგ­ნი, წიგ­ნის მა­ღა­ზია აქ არ არის და ამი­ტომ არც არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ. მინ­და, რომ ვი­ყი­დო წიგ­ნი ადა­მი­ა­ნი ობო­ბა­ზე. ვოც­ნე­ბობ, ერთ დღეს ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ზო­ო­პარ­კ­ში წას­ვ­ლა­ზე.“
გი­ორ­გი: „სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი რომ და­ვამ­თავ­რე, მა­შინ მა­ჩუ­ქეს სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნი და ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვუფ­რ­თხილ­დე­ბი. ჩვენ­თან არ არის წიგ­ნის მა­ღა­ზია და სხვა­გან დე­დამ არ წა­მიყ­ვა­ნა. არა­და, მარ­თ­ლა ძა­ლი­ან მინ­და, რომ ვი­ყი­დო ნა­ხა­ტე­ბი­ა­ნი ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი, კი­დევ ბეტ­მე­ნის წიგ­ნი მინ­და, რომ მქონ­დეს. მეც ვოც­ნე­ბობ „კა­რუ­სე­ლებ­ზე“ გარ­თო­ბას.“
ანი: „ჩე­მი ოც­ნე­ბაა „ფიფ­ქია და შვი­დი ჯუ­ჯას“ ზღა­პა­რი რომ მქონდეს. ერ­თი წიგ­ნი სა­ბავ­შ­ვო ბაღ­ში მა­ჩუ­ქეს, იმის შემ­დეგ წიგ­ნი არ მი­ყი­დია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ლექ­სე­ბი და მინ­და ლექ­სე­ბის წიგ­ნი.“
მარ­თა, მა­რი­ა­მი, გი­გი, გი­ორ­გი და ანი სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლო­ბენ, პრო­ფე­სია ჯერ არ აქვთ არ­ჩე­უ­ლი, მაგ­რამ ხუ­თი­ვემ იცის, რომ კარ­გად უნ­და ის­წავ­ლოს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წიგ­ნებს ხში­რად ვერ ყი­დუ­ლო­ბენ, სკო­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კის წიგ­ნებს კითხუ­ლო­ბენ და  და სჯე­რათ, რომ ერთ დღეს მა­თი ოც­ნე­ბა ახ­დე­ბა — ერ­თხელ წავ­ლენ დიდ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც ბევ­რი ლა­მა­ზი და ფე­რა­დი წიგ­ნი იქ­ნე­ბა და თვი­თონ გა­დაწყ­ვე­ტენ, რა იყი­დონ.
ისევ კონ­ტ­რას­ტუ­ლი ბავ­შ­ვო­ბა ქა­ლაქ­სა და სოფ­ლად მცხოვ­რებ ბავ­შ­ვებს შო­რის.

ნა­წი­ლი მე­ო­რე — „ფა­რუ­ლი შიმ­ში­ლი“, ანუ რო­გორ იკ­ვე­ბე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ხუ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი გა­მოვ­კითხე, დღის სტან­დარ­ტუ­ლი მე­ნიუ იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ბავ­შ­ვი უნ­და იღებ­დეს. ძი­რი­თა­დი საკ­ვე­ბი: პუ­რი, მა­კა­რო­ნი, მცე­ნა­რე­უ­ლი ზე­თი, ლო­ბიო,  შე­და­რე­ბით იაფად ღი­რე­ბუ­ლი ბოს­ტ­ნე­უ­ლი, ხორ­ცი იშ­ვი­ა­თად (ძი­რი­თა­დად, დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე). იუნი­სე­ფის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ბავ­შ­ვი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ცხოვ­რობს, ხო­ლო ყო­ვე­ლი მე­ექ­ვ­სე ჯერ კი­დევ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე ნაკ­ლებს მო­იხ­მარს. უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბის (1.25 აშშ დო­ლა­რი დღე­ში, რაც სამ ლარ­ზე ნაკ­ლე­ბია) დო­ნე, 2013 წელ­თან შე­და­რე­ბით, შემ­ცირ­და, — 3.9-დან 2.1 პრო­ცენ­ტამ­დე, ზო­გა­დად მო­სახ­ლე­ო­ბა­ში, ხო­ლო 6-დან 2.5 პრო­ცენ­ტამ­დე — ბავ­შ­ვებ­ში. ზო­გა­დი სი­ღა­რი­ბის დო­ნე (ზღვა­რი დღე­ში 2.5 აშშ დო­ლა­რია — და­ახ­ლო­ე­ბით, 5 ლარ­ზე ნაკ­ლე­ბი) მო­სახ­ლე­ო­ბა­ში 2013 წლის 24.6 პრო­ცენ­ტი­დან 18.5 პრო­ცენ­ტამ­დე შემ­ცირ­და, ხო­ლო ბავ­შ­ვებ­ში — 28.4-დან 21.7 პრო­ცენ­ტამ­დე.
არა­საკ­მა­რი­სი კვე­ბა მხო­ლოდ საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არ გუ­ლის­ხ­მობს და ის შე­იძ­ლე­ბა შემ­დეგ­მა ფაქ­ტო­რებ­მაც გან­საზღ­ვ­როს: არა­საკ­მა­რი­სი ცი­ლე­ბი, ენერ­გია და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, ხში­რი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ან და­ა­ვა­დე­ბა, არა­სა­თა­ნა­დო მოვ­ლა და კვე­ბის რე­ჟი­მი, ჯან­დაც­ვის არა­სა­თა­ნა­დო მომ­სა­ხუ­რე­ბა, უხა­რის­ხო წყა­ლი და სა­ნი­ტა­რიუ­ლი პი­რო­ბე­ბი. არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო სტა­ტის­ტი­კა გა­მო­აქ­ვეყ­ნა იუნი­სეფ­მა.  მის მი­ერ 2015 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად,  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ხუთ წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვებ­ში, მცი­რე­წო­ნი­ა­ნო­ბის (და­ბა­ლი წო­ნა ასაკ­თან შე­და­რე­ბით) გავ­რ­ცე­ლე­ბამ 1,2% შე­ად­გი­ნა; გა­მო­ფიტ­ვა (და­ბა­ლი წო­ნა სი­მაღ­ლეს­თან შე­და­რე­ბით) წარ­მო­ად­გენს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას (1,6%); ჭარ­ბ­წო­ნი­ა­ნო­ბა — ზედ­მე­ტი წო­ნა ბავ­შ­ვის სი­მაღ­ლეს­თან შე­და­რე­ბით და სიმ­სუქ­ნე მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ბავ­შ­ვე­ბის 20%-ში და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კის არა­ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლე­ბის 42%-ში და­ფიქ­სირ­და.  ბევ­რად უფ­რო სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა, რო­დე­საც ბავ­შ­ვის სი­მაღ­ლე ასაკ­თან შე­უ­ფე­რებ­ლად მცი­რეა — 11%-ს შე­ად­გენს. აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ეროვ­ნე­ბის ბავ­შ­ვებს ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნის ბევ­რად უფ­რო მა­ღა­ლი რის­კი აქვთ (21%).
ამა­ვე კვლე­ვით გა­მოვ­ლინ­და, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ანე­მია ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გავ­რ­ცე­ლე­ბულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ხუთ წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვებ­ში (23%), 15-49 წლის არა­ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლებ­ში (24%) და ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლებ­ში (27%). მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ანე­მი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, მცი­რეწ­ლო­ვან ბავ­შ­ვებ­სა და ქა­ლებ­ში, ზო­გა­დად, უფ­რო და­ბა­ლია, ვიდ­რე მის მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მა­ღა­ლია ევ­რო­პი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით. ანე­მია ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ეროვ­ნე­ბის ბავ­შ­ვებ­ში (36%) და ქა­ლებ­ში (არა­ფეხ­მ­ძი­მე — 31%, ფეხ­მ­ძი­მე — 39%).
რო­გორც ვხე­დავთ, კვლე­ვი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ კვე­ბის დე­ფი­ცი­ტი, ანუ „ფა­რუ­ლი შიმ­ში­ლი“ ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და სამ­წუ­ხა­როდ, არა­საკ­მა­რი­სი კვე­ბა ხში­რად სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წ­ვე­ვი მი­ზე­ზიც ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბავ­შ­ვებ­ში. და­სა­ხე­ლე­ბულ და­ა­ვა­დე­ბებს შო­რი­საა ანე­მია, ჭარ­ბ­წო­ნი­ა­ნო­ბა, მცი­რე­წო­ნი­ა­ნო­ბა, ზრდა­ში ჩა­მორ­ჩე­ნა, მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა და  გა­მო­ფიტ­ვა.
***
სა­პირ­ვე­ლივ­ნი­სო წე­რი­ლი სა­ზე­ი­მო არ გა­მო­ვი­და, რად­გან პრობ­ლე­მე­ბით გა­რე­მო­ცუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ასე­თია და ერ­თი დღით ვე­რა­ფერს შევ­ც­ვ­ლით. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე ბავ­შ­ვი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ცხოვ­რობს, ყო­ვე­ლი მე­ექ­ვ­სე კი სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმ­ზე ნაკ­ლებს მო­იხ­მარს. ჯერ კი­დევ 3-დან 5 წლამ­დე  ბავ­შ­ვე­ბის მხო­ლოდ 62.3 პრო­ცენ­ტი იღებს სკო­ლამ­დელ გა­ნათ­ლე­ბას და ბავ­შ­ვე­ბის 18 პრო­ცენ­ტი ბაღ­ში იმი­ტომ ვერ და­დის, რომ მათ რა­ი­ონ­ში, უბ­რა­ლოდ, სა­ბავ­შ­ვო ბა­ღი არ არის ან არ­სე­ბულ სა­ბავ­შ­ვო ბაღს საკ­მა­რი­სი ად­გი­ლი არ აქვს. ჯერ კი­დევ ისეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვცხოვ­რობთ, სა­დაც მი­თე­ბი­სა და რე­ა­ლო­ბის გარ­კ­ვე­ვას სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა სჭირ­დე­ბა, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის 40 პრო­ცენ­ტი ჯერ კი­დევ იზი­ა­რებს სტიგ­მას, რომ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­დამ­დე­ბია და შშმ პი­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რე­ბად არ აღიქ­ვამს; ჯერ კი­დევ გვი­წევს იმის მტკი­ცე­ბა, რომ „ამ სამ­ყა­რო­ში შეზღუ­დუ­ლი მხო­ლოდ გა­რე­მოა და არა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი“; ვცხოვ­რობთ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში, სა­დაც ყო­ველ კუთხე-კუნ­ჭულ­ში ხელ­გა­მოწ­ვ­დილ პა­ტა­რებს ვხე­დავთ, თუ რო­გორ ითხო­ვენ ლუკ­მა-პუ­რის­თ­ვის შემ­წე­ო­ბას. არ ვცდი­ლობთ მა­თი უსუ­სუ­რო­ბის მიღ­მა ღრმად შე­ვი­ხე­დოთ და ის რე­ა­ლო­ბა და­ვი­ნა­ხოთ, რა­მაც არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბი ქუ­ჩა­ში გა­მო­იყ­ვა­ნა. ხე­ლის­გულ­ზე ხურ­დას და­ვუ­დებთ და კმა­ყო­ფი­ლე­ბი, რომ და­ვეხ­მა­რეთ, ამა­ყად ჩა­ვივ­ლით „მო­მა­ვალ გა­ჩე­რე­ბამ­დე“. სულ ცო­ტა ხნის წინ პირ­ველად ით­ქ­ვა ხმა­მაღ­ლა, რომ ეს ბავ­შ­ვ­თა ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ციაა და დროა ვი­ფიქ­როთ, რო­გორ და­ვას­რუ­ლოთ ქუ­ჩებ­ში ბავ­შ­ვე­ბის ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცია, დროა, მათ „მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფან­ჯა­რა“ გა­ვუხ­ს­ნათ და უკე­თე­სი არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ, რად­გან ქუ­ჩა­ში შრო­მა მა­თი არ­ჩე­ვა­ნი სუ­ლაც არ არის. მინ­და „ყვე­ლა ფე­რი და­ვი­ნა­ხოთ“ , შშმ ბავ­შ­ვი ნუ შე­გე­ცო­დე­ბათ, უბ­რა­ლოდ, მი­ე­ცით მას მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ვიცხოვ­როთ რე­ა­ლო­ბა­ში, მი­თე­ბის გა­რე­შე! მხო­ლოდ ასე­თი პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი მინ­და, ჰქონ­დეთ ბავ­შ­ვებს!!! დღე, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად სა­ზე­ი­მო იქ­ნე­ბა და მათ სი­ხა­რულს და ოც­ნე­ბებს გამ­ყოფ ხა­ზად სო­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფა არ და­ე­დე­ბა, მკვეთ­რი კონ­ტ­რას­ტე­ბი არ იქ­ნე­ბა სო­ფელ­სა და ქა­ლა­ქად მცხოვ­რებ პა­ტა­რებს შო­რის, მა­თი უფ­ლე­ბე­ბი ხომ, და­ბა­დე­ბის ად­გი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, თანაბა­რია. მინ­და, მარ­თას და მის მე­გობ­რებს ასე­თი პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი მი­ვუ­ლო­ცო!

 

25-28(942)N