გამოდის 1998 წლიდან
2017-06-08
მი­ზა­ნი — კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე პატ­რი­ო­ტი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­და


ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბის
კო­ორ­დი­ნა­ტო­რი
ნი­კო სი­ლა­გა­ძე
გვე­სა­უბ­რე­ბა საგ­ნის „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“
 სტან­დარ­ტ­ზე — რო­გორ უნ­და მოხ­დეს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო
გეგ­მის რე­ა­ლი­ზე­ბა სას­კო­ლო ოთახ­ში, რო­გორ არის მას­ში
ასა­ხუ­ლი ის სი­ახ­ლე­ე­ბი, რაც მას წი­ნა თა­ო­ბის
სტან­დარ­ტე­ბის­გან გა­ნას­ხ­ვა­ვებს.

„მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ — ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია
სა­გა­ნი „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ III-IV კლა­სებ­ში ის­წავ­ლე­ბა. მას კვი­რა­ში 2 სა­ა­თი ეთ­მო­ბა.

„მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლია?
„მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც“, „ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოც“, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბაც, ის­ტო­რი­აც და გე­ოგ­რა­ფი­აც ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის საგ­ნე­ბია. ახა­ლი სტან­დარ­ტით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი ასე იქ­ნე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი:
v  III-IV კლა­სებ­ში ის­წავ­ლე­ბა „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“;
v  I-VI კლა­სებ­ში — „ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო“;
ორი­ვე მათ­გა­ნი ის­ტო­რი­ის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბულ სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.
v  სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე, ვჳჳ-ვჳჳჳ-ჳხ კლა­სებ­ში, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი საგ­ნე­ბის სა­ხით და­იწყე­ბა ის­ტო­რი­ის, გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა.
დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი საგ­ნე­ბი გვაქვს. შე­და­რე­ბით მა­ღალ კლა­სებ­ში კი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის (ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა) სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა იწყე­ბა.

რო­გორ არის აგე­ბუ­ლი მა­თი კუ­რი­კუ­ლუ­მი?
ამის გა­სა­გე­ბად ხუ­თი საკ­ვან­ძო ცნე­ბის გა­თა­ვი­სე­ბაა სა­ჭი­რო:
1) სას­წავ­ლო შე­დე­გი;
2) სას­წავ­ლო ცნე­ბა;
3) სას­წავ­ლო თე­მა;
4) მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი/საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვა;
5) წლი­უ­რი პროგ­რა­მა.

რა არის სას­წავ­ლო შე­დე­გი?
ეს არის აღ­წე­რი­ლო­ბა იმი­სა, თუ რა უნ­და შე­ეძ­ლოს მოს­წავ­ლეს სას­წავ­ლო კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. მა­გა­ლი­თად, მე-9 და მე-11 კლასების შე­დე­გი შემ­დე­გი სა­ხი­თაა ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი:
v  მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს­თან და­კავ­ში­რე­ბა და ტერ­მი­ნე­ბის  წარ­სუ­ლის, აწ­მ­ყოს, მო­მავ­ლის  ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა;
v  მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს ლე­გენ­დე­ბის და მი­თე­ბის, კულ­ტუ­რულ-ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბის, ის­ტო­რი­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე პი­როვ­ნე­ბე­ბის ლო­კა­ლურ გა­რე­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბა.
ამ მიზ­ნის ზე­მოთ დგას ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მიზ­ნე­ბი, იმის ზე­მოთ კი — ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი.
სა­გან­ში „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ 17 ასე­თი სას­წავ­ლო შე­დე­გია გა­მო­ყო­ფი­ლი.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ერ­თე­უ­ლია, ასე­ვე, სას­წავ­ლო თე­მა. ამ სა­გან­ში 6 თე­მაა გა­მო­ყო­ფი­ლი:
v  მე­სა­მე კლას­ში — „ჩე­მი ოჯა­ხი“; „გა­რე­მო, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ“; „სკო­ლა, მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­ტო­ლე­ბი“;
v  მე­ოთხე კლას­ში — „სად და რო­გორ ვი­ღებ გა­ნათ­ლე­ბას“; „მე­დია და ინ­ფორ­მა­ცია“; „მე და ჩე­მი ქვე­ყა­ნა“.
ასე მკაც­რად გან­საზღ­ვ­რუ­ლი თე­მე­ბი წი­ნა სას­წავ­ლო გეგ­მა­ში არ გვქონ­და. თე­მე­ბი ახალ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში შე­მო­ტა­ნი­ლია იმის­თ­ვის, რომ მო­ხერ­ხ­დეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დრო­ში სტრუქ­ტუ­რი­რე­ბა. თე­მა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით სა­კითხის­გან ან პა­რაგ­რა­ფის­გან, მსხვი­ლი სას­წავ­ლო ერ­თე­უ­ლია, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბა ორ თვე­ზე მეტ ხან­საც კი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რ­ძელ­დეს. „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში, თი­თო­ე­უ­ლი თე­მის­თ­ვის, და­ახ­ლო­ე­ბით, 20 სა­ა­თი ივა­რა­უ­დე­ბა.
უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით ავ­ხ­ს­ნათ, რის­თ­ვის არის შე­მო­ტა­ნი­ლი და რა ფუნ­ქ­ცია აკის­რია  სას­წავ­ლო თე­მებს?
სას­წავ­ლო თე­მა მას­წავ­ლე­ბელს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და­გეგ­მ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, მოს­წავ­ლეს კი — სას­წავ­ლო სა­კითხე­ბის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბა­ში.
თე­მა არ არის პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე — რა უნ­და იცო­დეს მოს­წავ­ლემ? ესაა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კონ­ტექ­ს­ტი, რო­მელ­შიც მას შე­საძ­ლოა შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­უხ­დეს. აქ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ფუნ­ქ­ცი­უ­რი ცოდ­ნა. მოს­წავ­ლეს ახა­ლი მა­სა­ლა იმა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით უნ­და ავუხ­ს­ნათ, რაც მან ისე­დაც იცის.
მა­გა­ლი­თად, თე­მა­ში „ჩე­მი ოჯა­ხი“ ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ არის მოს­წავ­ლეს მი­ვა­წო­დოთ „ცოდნა ოჯა­ხის შე­სა­ხებ“. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ოჯა­ხი უბ­რა­ლოდ კონ­ტექ­ს­ტია. იგი­ვე ით­ქ­მის სხვა თე­მებ­ზეც.
ეს თე­მე­ბი მხო­ლოდ სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ებ­ს ნაც­ნო­ბ სა­კითხე­ბზე (ოჯახ­ზე, სკო­ლა­ზე, მე­დი­ა­ზე და სხვა) სა­უბ­რის პი­რო­ბებ­ში გან­ვა­ვი­თა­რე­ბი­ნოთ ის უნა­რე­ბი და ჩა­მო­ვუ­ყა­ლი­ბოთ ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­გან „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სტან­დარ­ტ­ში სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბის სა­ხი­თაა გა­მოკ­ვე­თი­ლი.

რო­გორ ხდე­ბა ეს?
მა­გა­ლი­თად, მი­ზა­ნი (მი­საღ­წე­ვი შე­დე­გი) გვაქვს:
v  მოს­წავ­ლემ უნ­და შეძ­ლოს ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს­თან და­კავ­ში­რე­ბა და ტერ­მი­ნე­ბის — წარ­სუ­ლის, აწ­მ­ყოს, მო­მავ­ლის — ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა.
თე­მად კი გვაქვს „მე­დია და ინ­ფორ­მა­ცია“.
უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გა­მოვ­ყოფთ მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ­/ საკ­ვან­ძო შე­კითხ­ვას, რომ­ლის გა­სა­აზ­რებ­ლა­დაც მოს­წავ­ლეს ცნე­ბე­ბის — „წარ­სუ­ლი“, „აწ­მ­ყო“, „მო­მა­ვა­ლი“ — ფუნ­ქ­ცი­ურ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა დას­ჭირ­დე­ბა.
ამ ტი­პის შე­კითხ­ვე­ბს სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ჶs­sen­tial ჻uestions უწო­დე­ბენ. მა­თი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა ისაა, რომ ისი­ნი შე­კითხ­ვე­ბით — „რა­ტომ?“ და „რო­გორ?“ იწყე­ბა და მათ არ აქვთ ერ­თი სწო­რი პა­სუ­ხი. გაკ­ვე­თი­ლის/გაკ­ვე­თი­ლე­ბის მი­ზა­ნია, მას­წავ­ლე­ბელ­მა მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ კითხ­ვებ­ზე და­ა­ფიქ­როს.
მა­გა­ლი­თად: რო­გორ ხდე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა/გა­და­ცე­მა ძვე­ლად და ახ­ლა?
უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლეს ამ შე­კითხ­ვა­ზე და­ა­ფიქ­რებს და მა­თი კვლე­ვის­კენ/შეს­წავ­ლის­კენ უბიძ­გებს.
მა­გა­ლი­თად, და­ვა­ვა­ლებთ გა­ი­აზ­რონ, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა „მტრე­დის“, „ბოთ­ლის“, „ცეცხ­ლის“ გა­მო­ყე­ნე­ბით ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ის შორ მან­ძილ­ზე გა­და­ცე­მა.

რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ახა­ლი სტან­დარ­ტი ძვე­ლის­გან?
ეს სტან­დარ­ტი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით წი­ნა სტან­დარ­ტის­გან, უფ­რო დე­ტა­ლურ და გა­სა­გებ ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს შე­ი­ცავს.
მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ამ სტან­დარტს აიღებს ხელ­ში, ნა­ხავს მკა­ფი­ოდ გა­წე­რილ 17 შე­დეგს, ანუ სას­წავ­ლო ამო­ცა­ნას — რის­თ­ვის ვას­წავ­ლი ამ სა­განს. ნა­ხავს, ასე­ვე, მკა­ფიო ვალ­დე­ბუ­ლე­ბას — რო­მე­ლი თე­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში უნ­და და­ა­მუ­შა­ოს ეს შე­დე­გე­ბი. აქ­ვე ნა­ხა­ვს საკ­ვან­ძო ცნე­ბებ­სა და საკ­ვან­ძო/მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ შე­კითხ­ვებს.
ცხა­დია, პე­და­გო­გებს, პირ­ველ ეტაპ­ზე, შე­იძ­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დეთ შე­კითხ­ვე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბის მო­ფიქ­რე­ბა. ამი­ტომ, სტან­დარ­ტ­თან ერ­თად, დე­ტა­ლი­ზი­რე­ბულ წლი­ურ პროგ­რა­მა­საც ვთა­ვა­ზობთ, სა­დაც თი­თოე­უ­ლი თე­მის­თ­ვის, სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გაკ­ვე­თი­ლის იდე­ე­ბია შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი.

მათ აქვთ არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა?
რა თქმა უნ­და, წლი­უ­რი პროგ­რა­მა, სტან­დარ­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, სა­რე­კო­მენ­და­ციოა რო­გორც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბის­თ­ვის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის. ის შექ­მ­ნი­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ახა­ლი იდე­ე­ბის გე­ნე­რი­რე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად.

წელს ეს სა­გა­ნი პი­ლო­ტი­რე­ბის სა­ხით შე­ვა სკო­ლებ­ში?
პი­ლო­ტი­რე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ ვა­ტა­რებთ, რე­ა­ლუ­რად იმის შე­მოწ­მე­ბაა, თუ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად შე­იძ­ლე­ბა შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თე­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა. რამ­დე­ნად მარ­თე­ბუ­ლა­დაა შერ­ჩე­უ­ლი საკ­ვან­ძო/მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი შე­კითხ­ვე­ბი; რამ­დე­ნად რე­ლე­ვან­ტუ­რია წლი­ურ პროგ­რა­მა­ში პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.
ამ ტი­პის პი­ლო­ტი­რე­ბა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნად­გო­მის“ ხელ­შეწყო­ბით უკ­ვე ჩა­ტარ­და „ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით. მო­მა­ვალ წელს ალ­ბათ სხვა სა­კითხებ­საც შე­ვე­ხე­ბით.

უკ­ვე გან­საზღ­ვ­რუ­ლია სკო­ლე­ბის რაოდენობა, რომ­ლებ­შიც და­იწყე­ბა პი­ლო­ტი­რე­ბა?
5 სკო­ლაა ჩარ­თუ­ლი, თბი­ლი­სის და რე­გი­ო­ნის.

რო­გო­რი იყო უკ­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პი­ლო­ტი­რე­ბის შე­დე­გი?
დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლე­ბი ად­ვი­ლად იგე­ბენ სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნებ­სა და მი­სი რე­ა­ლი­ზე­ბის გზებს. პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში ავ­ლე­ნენ შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბი კი სწავ­ლა-სწავლე­ბის პრო­ცეს­ში ხა­ლი­სით ებ­მე­ბი­ან, ვი­ნა­ი­დან, „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში, მათ ევა­ლე­ბათ კვლე­ვე­ბი, რო­ლუ­რი გა­თა­მა­შე­ბე­ბი, დის­კუ­სი­ე­ბი, ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის გარ­ჩე­ვა, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის მო­ძი­ე­ბა. ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის თვალ­ში­სა­ცე­მია ის, რომ არა­ვინ აძა­ლებს მა­ინ­ცა­და­მა­ინც დი­დი მო­ცუ­ლო­ბის მა­სა­ლის წა­კითხ­ვას ან დას­წავ­ლას, ამი­ტომ მათი მხრი­და­ნაც პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო.

რამ­დე­ნად სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნია „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ გარ­შე­მო ატეხილი ხმა­უ­რი?
რე­ზო­ნან­სუ­ლი თე­მე­ბის გან­ხილ­ვას ყო­ველ­თ­ვის მოს­დევს მი­თე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რომ­ლებ­საც რე­ა­ლო­ბას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვთ. „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უსა­ფუძ­ვ­ლო მი­თია ის, რომ ამ სა­განს რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას­თან ან სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის შე­სა­ხებ სწავ­ლე­ბას­თან აქვს სა­ერ­თო. ამ ტი­პის სა­კითხებს „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ სა­ერ­თოდ არ ეხე­ბა.
მი­სი რე­ა­ლუ­რი და უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია მოს­წავ­ლეს სამ­შობ­ლო შე­აყ­ვა­როს და მას­ზე ზრუნ­ვა ას­წავ­ლოს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბის სხვა საგ­ნე­ბიც (ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო, ის­ტო­რია, გე­ოგ­რა­ფია, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა) იმა­ვე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა.
ჳჳჳ-ჳვ კლა­სებ­ში (სა­გნის „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ ფარ­გ­ლებ­ში) სამ­შობ­ლო გა­ი­გი­ვე­ბუ­ლია ოჯახ­თან, სკო­ლას­თან, მშობ­ლი­ურ გა­რე­მოს­თან და სხვა „სოცი­ა­ლი­ზა­ცი­ის აგენ­ტებ­თან“, რომ­ლებ­თა­ნაც მოს­წავ­ლეს უწევს შე­ხე­ბა;
ვ-ვჳ კლა­სებ­ში — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მხა­რე­ებ­თან.
ჯამ­ში, ყვე­ლა­ფე­რი ჰუ­მა­ნუ­რი, კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე, პატ­რი­ო­ტი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქის აღ­ზ­რ­დას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

25-28(942)N