გამოდის 1998 წლიდან
2017-06-08
მო­მა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბა­შია


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

კო­ა­ლი­ცი­ამ „განათ­ლე­ბა ყვე­ლას­თ­ვის — სა­ქარ­თ­ვე­ლო“ და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა, რო­მე­ლიც 2017 წლის  13 მა­ისს და­წეს­და.  ინი­ცი­ა­ტი­ვა პირ­ვე­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის „The Global Teacher Prize“ ნა­წი­ლია.
„მო­მა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბა­შია“ — ეს ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კამ­პა­ნი­ის სლო­გა­ნია და, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის აზ­რით, ზუს­ტად გა­მო­ხა­ტავს იმ მი­ზანს, რო­მე­ლიც ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას და­უ­სა­ხეს. „ჩვენ გვჯე­რა, რომ მო­მა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბა­შია და ვფიქ­რობთ, ამ მო­მავ­ლის გა­სა­ღე­ბი ხელ­ში მას­წავ­ლებ­ლებს უჭი­რავთ  — გვითხ­რა ირი­ნა ხან­თა­ძემ,  კო­ა­ლი­ცი­ის დი­რექ­ტორ­მა, — შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნა­დაც და­ვა­ფა­სებთ ამ პრო­ფე­სი­ას, ხელს შე­ვუწყობთ მის გან­ვი­თა­რე­ბას და ახალ­გაზ­რ­დე­ბის მო­ზიდ­ვას, იმ­დე­ნად  წა­ი­წევს  წინ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და ის გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს გვაქვს, უფ­რო ად­ვი­ლად დაძ­ლე­ვა­დი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ  ვუ­სა­ხავთ ამ მი­ზანს ჯილ­დოს.“ რად­გან ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო, გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს მი­ე­რაა აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი და აფი­ლი­რე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მე­თო­დო­ლო­გი­ურ მხარ­და­ჭე­რას სწო­რედ მათ­გან მი­ი­ღე­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბელს მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა ჩა­ერ­თოს და და­წი­ნა­ურ­დეს გლო­ბა­ლურ კონ­კურ­ს­ში, „თუმ­ცა ეს, თა­ვის­თა­ვად, არა­ნა­ირ გა­რან­ტი­ას არ გუ­ლის­ხ­მობს“ — ამ­ბო­ბენ კო­ა­ლი­ცი­ა­ში.
წლე­ვან­დე­ლი, რი­გით პირ­ვე­ლი „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ ფი­ნან­სუ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: ინა გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი — „იმე­დი“ და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყე­ბე­ლი. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის, ინა გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის მი­ერ და­წე­სე­ბულ 10 000 ლარს მი­ი­ღებს. თუმ­ცა, რო­გორც რე­ვაზ აფხა­ზა­ვამ გა­ნაცხა­და, საპ­რი­ზო ფონ­დი ღიაა და იმე­დია, კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა. მი­სი აზ­რით, მთა­ვა­რი ჯილ­დო მა­ინც სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლად აღი­ა­რე­ბაა.
„ამ დღის­თ­ვის ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვემ­ზა­დე­ბო­დით და დი­დი სურ­ვი­ლი გვაქვს, რომ ჯილ­დო გახ­დეს მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც არა მარ­ტო მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან, არა­მედ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბაც. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ წელს ფეხ­ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა ეს პრო­ექ­ტი, მაგ­რამ ამით არ დამ­თავ­რ­დე­ბა, ჩვენ გვექ­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო — 2018,19, 20 და ა.შ. პრო­ექ­ტი შემ­დეგ წლებ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა.“ — ამ­ბობს ირი­ნა ხან­თა­ძე.
ლია გი­გა­ურ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლებს მი­უ­ლო­ცა, მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ჯილ­დოს და­წე­სე­ბა. „ჩვენ უკ­ვე გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­ვუ­ერ­თ­დეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის გლო­ბა­ლურ ჯილ­დოს, რო­მელ­შიც მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი პრი­ზია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ, პრიზ­თან ერ­თად, ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ზრდას გა­ნა­პი­რო­ბებს, თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს უჩენს მო­ტი­ვა­ცი­ას, გახ­დეს ბევ­რად უკე­თე­სი და მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­ს­ში. გლო­ბა­ლუ­რი კონ­კურ­სის საწყი­სი ეტა­პი სწო­რედ ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოა. დღე­ვან­დე­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ი­დან ვი­ღებთ სტარტს რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც წარ­ვად­გენთ პრო­ექტს და თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს გა­ვაც­ნობთ იმ კრი­ტე­რი­უ­მებ­სა და პი­რო­ბებს, რო­მე­ლიც უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ იმი­სათ­ვის, რომ გახ­დ­ნენ ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მო­ნა­წი­ლე. მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელს და ჩვენს ქვე­ყა­ნას, რომ მო­მა­ვალ წელს, გლო­ბა­ლურ ჯილ­დო­ზე, თუნ­დაც ათე­ულ­ში, მოხ­ვ­დეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წარ­დ­გე­ნი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი.
გლო­ბა­ლურ ჯილ­დოს და­წე­სე­ბუ­ლი აქვს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, რომ­ლი­თაც აფა­სებს მას­წავ­ლე­ბელს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მივ­ყ­ვე­ბით სწო­რედ მათ მი­ერ დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს. ეს იქ­ნე­ბა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პრო­ცე­სი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რი. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი არ არის იმ ფაქ­ტის და­ფიქ­სი­რე­ბა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას კარ­გად ას­რუ­ლებს. მი­სი მი­ზა­ნია ლი­დე­რი, ინი­ცი­ა­ტი­ვის მქო­ნე, ნო­ვა­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­ას ავი­თა­რე­ბენ ად­გილ­ზე, საკ­ლა­სო ოთახ­ში.“
კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია მოქ­მედ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ას­წავ­ლის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჯა­რო ან კერ­ძო ავ­ტო­რი­ზე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. კონ­კურ­სან­ტე­ბის რე­გის­ტ­რა­ცია ვებ­გ­ვერ­დ­ზე — www.tprize.ge — 31 მა­ი­სი­დან 14 ივ­ლი­სის ჩათ­ვ­ლით გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ამის შემ­დეგ, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კონ­კურ­სან­ტ­თა შერ­ჩე­ვის სა­მე­ტა­პი­ან პრო­ცესს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საწყი­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, 17 წევ­რი­სა­გან და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რი წარ­მარ­თავს. ჟი­უ­რი და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია: გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, სა­მეც­ნი­ე­რო/სას­წავ­ლო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი­სა და სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან.
ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს შემ­დეგ კრი­ტე­რი­უ­მებს: მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; სწავ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი და ეფექ­ტუ­რი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის სწავ­ლე­ბა; სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აღი­ა­რე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბა; პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მას­წავ­ლე­ბე­ლი სწავ­ლე­ბი­სას იყე­ნებ­დეს და ნერ­გავ­დეს ორი­გი­ნა­ლურ, ინ­ტე­რაქ­ტი­ულ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან მიდ­გო­მებს, რაც და­დე­ბი­თად აისა­ხე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე, ზრდის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე — სწავ­ლის შე­დე­გებ­საც. ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა სას­წავ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინო­ვა­ცი­ურ გა­მო­ყე­ნე­ბას ან არას­ტან­დარ­ტუ­ლი სწავ­ლე­ბის ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბას; მოს­წავ­ლე­ე­ბის აღ­ჭურ­ვას საკ­ვან­ძო ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი უნა­რე­ბით და მათ მომ­ზა­დე­ბას სწრა­ფად ცვა­ლე­ბა­დი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­სათ­ვის, სა­დაც მათ მო­უ­წევთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ის, ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვ­ნი­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, კონ­კურ­სის კრი­ტე­რი­უ­მებს შო­რის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კრი­ტე­რი­უ­მია მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სას­კო­ლო თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში, სკო­ლი­სა და თე­მი­სათ­ვის გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლი, დამ­სა­ხუ­რე­ბა. თა­ვის­თა­ვად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა იმას, რომ  მას­წავ­ლე­ბე­ლი ადას­ტუ­რებ­დეს მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ას და ზრუ­ნავ­დეს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
პრო­ცე­სის ღი­ად, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლედ და ეფექ­ტი­ა­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მიზ­ნით, გა­ნაცხა­დე­ბის შერ­ჩე­ვა ოთხ ეტა­პად მოხ­დე­ბა: ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა, ჟი­უ­რის/აკა­დე­მი­ის შე­ფა­სე­ბა, პი­რის­პირ ინ­ტერ­ვიუ და ად­გილ­ზე შე­მოწ­მე­ბა და ჟი­უ­რის დის­კუ­სია. პირ­ველ ეტაპ­ზე გა­ნაცხა­დე­ბის ტექ­ნი­კურ შე­მოწ­მე­ბა­სა და გა­დარ­ჩე­ვას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის­გან შემ­დ­გა­რი ჯგუ­ფი. მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ოთხე ეტა­პებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საწყი­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ჟი­უ­რი-აკა­დე­მია. ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბი­სას ტექ­ნი­კუ­რი კო­მი­ტე­ტი შე­ა­მოწ­მებს ყვე­ლა შე­მო­სუ­ლი გა­ნაცხა­დის შე­სა­ბა­მი­სო­ბას ტექ­ნი­კურ მოთხოვ­ნებ­თან, წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­რუ­ლეს, გან­ხილ­ვის შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­ვა მხო­ლოდ ის გა­ნაცხა­დე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ მოთხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს.
მე­ო­რე ეტაპ­ზე გა­და­სუ­ლი გა­ნაცხა­დე­ბი გა­ივ­ლი­ან ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბას ში­ნა­არ­სობ­რივ კრი­ტე­რი­უ­მებ­თან მი­მარ­თე­ბით. აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი შე­ფას­დე­ბა ქუ­ლობ­რი­ვად, თი­თო­ე­ულ კრი­ტე­რი­უმ­თან მი­მარ­თე­ბით. თი­თო­ე­უ­ლი აპ­ლი­კა­ცია შე­ფას­დე­ბა, მი­ნი­მუმ, 2 შემ­ფა­სებ­ლის მი­ერ. ქუ­ლე­ბის და­ჯა­მე­ბის შემ­დეგ შე­ირ­ჩე­ვა 10 სა­უ­კე­თე­სო კან­დი­და­ტი. თა­ნა­ბა­რი ქუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ი­მარ­თე­ბა დის­კუ­სია და, ჟი­უ­რი 10 სა­უ­კე­თე­სო გან­მ­ცხა­დე­ბელ­ზე შე­თან­ხ­მ­დე­ბა.
პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი და ად­გილ­ზე შე­მოწ­მე­ბე­ბი კონ­კურ­სის მე­სა­მე ეტა­პია და ამ ეტაპ­ზე, ჟი­უ­რი გა­მარ­თავს პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უ­ებს 10-ეულის წევ­რებ­თან. გა­სა­უბ­რე­ბე­ბის შემ­დეგ, კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­ნი­ტო­რინ­გის­თ­ვის, შე­ირ­ჩე­ვა 5 კან­დი­და­ტი.
სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფის წევ­რე­ბი­სა­გან და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი შე­ა­მოწ­მებს თი­თო­ე­ულ შერ­ჩე­ულ კან­დი­დატს: და­საქ­მე­ბის ის­ტო­რი­ის გა­და­მოწ­მე­ბა, შეხ­ვედ­რე­ბი თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, კო­ლე­გა მას­წავ­ლებ­ლებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან, რე­კო­მენ­და­ტო­რებ­თან. მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი ასე­ვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ონ­ლა­ინ შე­მოწ­მე­ბას: სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი, აქ­ტი­ვო­ბა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში და სხვა შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია. მო­ნი­ტო­რინ­გის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ბო­ლო­ოდ დამ­ტ­კიც­დე­ბა და გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა 5 ფი­ნა­ლის­ტის ვი­ნა­ო­ბა. მე­ოთხე ეტაპ­ზე, 5 ფი­ნა­ლისტს შო­რის, ჟი­უ­რის გან­ხილ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, წლის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა სა­ჯა­როდ სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გამ­ჟ­ღავ­ნ­დე­ბა.
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის გა­მოვ­ლე­ნა არ გაძ­ნელ­დე­ბა, რად­გა­ნაც სის­ტე­მა­ში ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ეგუ­ლე­ბა. „მარ­თ­ლა ძა­ლი­ან კარ­გი საქ­მე კეთ­დე­ბა ჯილ­დოს და­ფუ­ძნე­ბით.  ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის გა­მოვ­ლე­ნა არ გაგ­ვიძ­ნელ­დე­ბა, რად­გან ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­გუ­ლე­ბა სის­ტე­მა­ში, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ჯილ­დოს­თ­ვის ერ­თ­მა­ნეთს  გა­უ­წე­ვენ კონ­კუ­რენ­ცი­ას, მაგ­რამ ეს ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ციაა. შემ­დეგ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ზე გა­ემ­გ­ზავ­რე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ  ამ ჯილ­დოს და­ფუძ­ნე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი ვხდე­ბით, ვუ­ერ­თ­დე­ბით გლო­ბა­ლურ ჯილ­დოს, რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ატა­რებს კონ­კურსს და ავ­ლენს გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს. წელს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კა­ნა­დე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და და იმე­დია, მო­მა­ვალ­ში ქარ­თ­ვე­ლი თუ არ გა­ი­მარ­ჯ­ვებს, ხუ­თე­ულ­ში მა­ინც შე­ვა.  ასე რომ, წინ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პე­რი­ო­დი გვე­ლის. დი­დი მად­ლო­ბა კო­ა­ლი­ცი­ას ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ინი­ცი­ა­ტი­ვის­თ­ვის.  დი­დი ხა­ნია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვა­პი­რებ­დით ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მას და, რად­გან ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და­ემ­თხ­ვა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ერ­თ­დე­ბით მოძ­რა­ო­ბას, რო­გორც თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი.
ჩვე­ნი მი­ზა­ნი და ამო­ცა­ნაა, კონ­კურ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად გახ­ს­ნი­ლად ჩა­ტარ­დეს, იმ წე­სე­ბის და კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაც­ვით, რომ­ლე­ბიც სა­ერ­თა­შო­რი­სო კრი­ტე­რი­უ­მებ­თან იქ­ნე­ბა თან­ხ­ვედ­რა­ში. ასე რომ, ჩვენ არა მარ­ტო ქარ­თ­ველ პრე­ტენ­დენტს ვირ­ჩევთ ამ კონ­კურ­სით, არა­მედ ვაძ­ლევთ მან­დატს და ვე­უბ­ნე­ბით, რომ ის  ონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბით და კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევს კო­ლე­გებს სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შ­ტა­ბით. დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებთ და ვნა­ხოთ, რო­გორ გა­მოგ­ვი­ვა, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ჩვენ ამას შევ­ძ­ლებთ.“
მა­რი­ამ ჯაშ­მა  „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს“ და­წე­სე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ინი­ცი­ა­ტი­ვად შე­ა­ფა­სა: „სლო­გა­ნი — „მო­მა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბა­შია“ — კი­დევ უფ­რო ნა­თელს ხდის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზანს. ჯერ კი­დევ გვყავს საკ­მა­ოდ დი­დი არ­მია პე­და­გო­გე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც არ ღა­ლა­ტო­ბენ მთა­ვარ ფა­სე­უ­ლო­ბებს და ერ­თ­გუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის მი­მართ. ეს პრი­ზი გახ­დე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი საწყი­სი იმი­სა, რომ გა­ი­ზარ­დოს პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟი, მით უმე­ტეს, რო­ცა გა­მარ­ჯ­ვე­ბულს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა, რაც კი­დევ უფ­რო დი­დი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი გახ­დე­ბა. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო არა მხო­ლოდ გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს, რომ­ლე­ბიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ­დღი­უ­რად ახალ ნო­ვა­ცი­ებს გვთა­ვა­ზო­ბენ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, არა­მედ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო კო­ა­ლი­ცი­ას — „გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის — სა­ქარ­თ­ვე­ლო“, ეს არის კრი­ტი­კუ­ლი, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რად მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბი სექ­ტო­რის მა­გა­ლი­თი. ასე­თი არა­სა­მა­თავ­რო­ბო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სექ­ტო­რი გვჭირ­დე­ბა ბევ­რად უფ­რო მე­ტი ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით. გულ­წ­რ­ფე­ლი მად­ლო­ბა მათ ასე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­გა­ლი­თის­თ­ვის.“
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ მაია კო­ბა­ხი­ძემ გა­ნაცხა­და: „რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ერ­თი კონ­კურ­სი, ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა ან ერ­თი ჯილ­დო  ძი­რე­უ­ლად შეც­ვ­ლის არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, მაგ­რამ ვფიქ­რობ, პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ამაღ­ლე­ბის­თ­ვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა“. მი­სი აზ­რით, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პრეს­ტიჟ­ზე ზრუნ­ვა კი­დევ უფ­რო სა­ჭი­რო და აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა იმ ფონ­ზე, „როდე­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პე­და­გო­გის პრო­ფე­სია ყვე­ლა­ზე არაპ­რეს­ტი­ჟუ­ლი და და­ბა­ლა­ნაზღა­უ­რე­ბა­დი გახ­და, თა­ვად პე­და­გო­გი კი სა­ყო­ველ­თაო კრი­ტი­კის საგ­ნად იქ­ცა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს და­წე­სე­ბა დრო­უ­ლი და უმ­თავ­რე­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა და ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა. სა­ხელ­მ­წი­ფომ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, დროა, რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლონ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პე­და­გო­გის პრო­ფე­სი­ის მი­მართ. დღეს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის პე­და­გო­გებ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ უარ­ყო­ფით შე­დე­გებს იწ­ვევს და, რაც მთა­ვა­რია, მათ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხ­ზე უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს.
ასე­ვე მინ­და გან­ვაცხა­დო ისიც, რომ მას­წავ­ლებ­ლის ღირ­სე­ბის და ავ­ტო­რი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა პირ­და­პირ კავ­შირ­შია ამ პრო­ფე­სი­ის პრო­პა­გან­დას­თან. ამი­ტო­მაც, კარ­გად უნ­და დავ­გეგ­მოთ და მო­ვი­ფიქ­როთ კომ­პ­ლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მ­ნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა.“
ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ჟი­უ­რის წევ­რი  მაგ­და მაღ­რა­ძე ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს და­წე­სე­ბას ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინი­ცი­ა­ტი­ვად მი­იჩ­ნევს და ამ­ბობს, რომ: „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო პირ­ვე­ლი კონ­კურ­სია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა მათ, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გა­ვიდ­ნენ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დოს კონ­კურ­სში, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბი­დან მო­ი­ზი­დავს იმ წარ­მა­ტე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც ამ ქვეყ­ნებ­მა და­ა­ფა­სეს და და­ა­ჯილ­დო­ვეს. სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­ს­ში იმარ­ჯ­ვებს ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­უ­კე­თე­სოა თა­ვის სფე­რო­ში. ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო ხელს შე­უწყობს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის და­ფა­სე­ბას, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ისეთ დო­ნე­ზე არ არის, რო­გორც უნ­და იყოს. გა­ნათ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბებ­შიც არ გვაქვს ისე­თი სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გე­ბი,  ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბებ­ში მა­ღალ დო­ნე­ზე ვერ არი­ან და ხში­რად ეს სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოა. თუ გვინ­და, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი სკო­ლებ­ში უფ­რო მა­ღა­ლი იყოს და ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია უნ­და და­ფას­დეს, სწო­რედ ამ სა­კითხის წა­მო­წე­ვას შე­უწყობს ხელს კონ­კურ­სი.
კონ­კურ­სი, თა­ვის­თა­ვად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან კომ­პ­ლექ­სუ­რი მიდ­გო­მით წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჯილ­დოა, რომ­ლის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არა მხო­ლოდ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რისხს, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მას­წავ­ლებ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას შე­ა­ფა­სებს. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და მი­ხა­რია, რომ ჟი­უ­რის წევ­რი ვარ და სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა, გა­მო­ვავ­ლი­ნო სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი. საქ­მე საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი იქ­ნე­ბა. იმე­დი გვაქვს, ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ა­კე­თებს გა­ნაცხადს ჯილ­დოს კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, რა თქმა უნ­და, ჩვენ მზად ვართ მუ­შა­ო­ბის­თ­ვის.“
მაია კო­ბა­ხი­ძე, რო­მე­ლიც ასე­ვე ჟუ­რის წევ­რია, ამ­ბობს, რომ ჟი­უ­რის და­ნარ­ჩენ წევ­რებ­თან ერ­თად, წინ რთუ­ლი სა­მუ­შაო ელო­დე­ბათ, რად­გა­ნაც კონ­კურ­სი, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, რთუ­ლია. „მაგ­რამ ამის­თ­ვის მზად ვარ და, რაც მთა­ვა­რია, ვიქ­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რე­ბი,“ — ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი მაია და, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხე­ლით, ჩვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით, წინ­მ­ს­წ­რებ გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს: „ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ათი მას­წავ­ლე­ბე­ლიც იმ­სა­ხუ­რებს ჯილ­დოს და პროფ­კავ­ში­რე­ბი ამ ათ მას­წავ­ლე­ბელს, ხო­ლო შემ­დეგ ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რილ 5 მას­წავ­ლე­ბელს, სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზე­ბით და­ა­ჯილ­დოებს.“
პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს კამ­პა­ნი­ის ეტა­პე­ბის, კონ­კურ­სის პი­რო­ბე­ბის, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­სა და ფი­ნა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, წა­რად­გი­ნეს სპე­ცი­ა­ლუ­რად კამ­პა­ნი­ის­თ­ვის შექ­მ­ნი­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო კლი­პი და ვებ­გ­ვერ­დი — www.tprize.ge, რო­მელ­ზეც კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­რე­გის­ტ­რირ­ე­ბა.
„დღე­ვან­დელ პრე­ზენ­ტა­ცი­ამ­დე რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ, თუმ­ცა არც დღეს მთავ­რ­დე­ბა სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სირ­თუ­ლე­ე­ბი, რად­გან კი­დევ უფ­რო ინ­ტენ­სი­ურ მუ­შა­ო­ბა­ზე გა­დავ­დი­ვართ,“ — გა­ნაცხა­და რე­ვაზ აფხა­ზა­ვამ და მო­უ­წო­და მას­წავ­ლებ­ლებს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­ს­ში, რომ­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლიც 5 ოქ­ტომ­ბერს და­სა­ხელ­დე­ბა და, ავ­ტო­მა­ტუ­რად, მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს ერთ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბა მო­მა­ვალ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. „გვინ­და, ამა­ში ჩვე­ნი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაჩ­ვე­ნოთ, რა­ტომ უნ­და ვა­ფა­სებ­დეთ მას­წავ­ლე­ბელს,“ — გა­ნაცხა­და ირი­ნა ხან­თა­ძემ.

25-28(942)N