გამოდის 1998 წლიდან
2017-06-08
„ნაპ­რა­ლე­ბი“ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა­ში


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, გა­ი­მარ­თა ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცია — „სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბა: სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი“. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს, „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი-სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა“ (მCა) და „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის“ (მCC) მხარ­და­ჭე­რით გა­მარ­თუ­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რელ პირ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მა­თე­მა­ტი­კა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე ფარ­თო დი­ა­ლო­გის ინი­ცი­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის თა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.
პირ­ვე­ლი დღე სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ეთ­მო, მე­ო­რე დღე კი — იმ ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე დის­კუ­სი­ებს, რაც ხელს შე­უწყობს მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და ზო­გა­დად­ სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ­ზ­რ­დას. რა უნ­და შე­იც­ვა­ლოს და რო­გორ? ამის შე­სა­ხებ იმ­ს­ჯე­ლეს კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ექ­ს­პერ­ტებ­მა, მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა.
მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა გა­ნაცხა­და, რომ­ მ­ს­გავ­სი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბით წი­ნა წლებ­ში არ იყ­ვ­ნენ გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი. კონ­ფე­რენ­ცია უფ­რო მე­ტად იმი­თაა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რომ „სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ეძღ­ვ­ნე­ბა და ეს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რი მას შემ­დეგ გახ­და, რაც მე­თორ­მეტეკლა­სე­ლე­ბის გარ­კ­ვე­ულ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა.
შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ფა­სე­ბე­ბი­დან მი­ვი­ღეთ, რო­მელ­შიც მე­ოთხე, მერ­ვე და მეცხ­რეკ­ლა­სე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ, სრუ­ლი­ად არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა. და­მე­თან­ხ­მე­ბით, ალ­ბათ, რომ არა­ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და, მე-12 კლა­სის ბო­ლოს, სხვა­ნა­ი­რი შე­დე­გე­ბი გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ასე რომ, კონ­ფე­რენ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმ კუთხით, რომ ეს არ არის თა­ვის ­მო­წო­ნე­ბის კონ­ფე­რენ­ცია, რად­გან სა­უ­ბა­რია სწო­რედ იმ პრობ­ლე­მებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რომ­ლის წი­ნა­შეც დგას სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რი.“
ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ, კვლე­ვის შე­დე­გებ­ში, ორი უმ­თავ­რე­სი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა გა­მოკ­ვე­თა: „პირ­ვე­ლი — ქა­ლა­ქის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღალ დო­ნე­ზე არი­ან, უახ­ლოვ­დე­ბი­ან ევ­რო­პულ სა­შუ­ა­ლო დო­ნეს, ხო­ლო სოფ­ლის სკო­ლე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბი­ან ქა­ლა­ქის სკო­ლებს. ეს არის პირ­ვე­ლი ნაპ­რა­ლი, რო­მელ­ზეც ჩვენ უნ­და ვიმ­ს­ჯე­ლოთ. მე­ო­რე ნაპ­რა­ლი — სოფ­ლის ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებს მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბი­ან ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სკო­ლე­ბი.“
სოფ­ლის სკო­ლებ­სა და ქა­ლა­ქის სკო­ლებს შო­რის მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბის მკვეთრ სხვა­ო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას, აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სხვა­ო­ბამ ნათ­ლად გა­მო­ა­ჩი­ნა პე­და­გო­გე­ბის პრობ­ლე­მა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით. „ხა­რის­ხი­ა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­რე­შე შუძ­ლე­ბე­ლია ხა­რის­ხი­ა­ნი სწავ­ლე­ბა.“ — გა­ნაცხა­და ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ და გა­მოთ­ქ­ვა მო­საზ­რე­ბა, რომ ამ საგ­ნებ­ში მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა სას­წავ­ლო გეგ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მას მი­აჩ­ნია, რომ მა­თე­მა­ტი­კა­სა და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში მოს­წავ­ლე­თა არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა, რე­გი­ო­ნებ­ში და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სკო­ლებ­ში, მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­ბალ დო­ნეს არ უკავ­შირ­დე­ბა, სხვა ხე­ლის­შემ­შ­ლელ ფაქ­ტო­რებს შო­რის, სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა.
კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტ­რი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი და სა­ხელ­მ­წი­ფო მი­ნის­ტ­რი შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კითხებ­ში ქე­თე­ვან­ ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი. მათ იმ სა­მოქ­მე­დო გეგ­მებ­ზე ისა­უბ­რეს, რო­მე­ლიც და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.
ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი: „წლის და­საწყის­ში მთავ­რო­ბამ შე­ი­მუ­შა­ვა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას კო­ორ­დი­ნა­ცი­ას სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო უწევს. ეს სტრა­ტე­გია გუ­ლის­ხ­მობს არა მ­ხო­ლოდ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სოფ­ლად, არა­მედ სო­ფელ­ში არა­სა­სოფ­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის აქ­ცენტს და  ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბას. ვფიქ­რობ, ეს არის სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ სო­ფელ­ში, ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბის დო­ნე ამაღ­ლ­დეს და ამის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, ასე­ვე, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა სოფ­ლად.“
ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი: „ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუწყოთ ხე­ლი ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თ­ვის, გა­ნურ­ჩევ­ლად ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვ­ნი­ლე­ბი­სა. რო­დე­საც სა­ერ­თო სტან­დარ­ტებ­ზე ვსა­უბ­რობთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბით უნ­და მო­ვე­კი­დოთ ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი­სათ­ვის სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მობას. სპე­ცი­ა­ლუ­რ სა­ხელ­მ­წი­ფო სტრა­ტე­გიაში, ოთხ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს სტრა­ტე­გი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას შო­რის, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ერთ-ერ­თი პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხი და ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ხელ­მ­წი­ფოს აქვს, უკავ­შირ­დე­ბა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ლის რა­ი­ონ­ში, სა­დაც მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად შეზღუ­დუ­ლია.“
რო­გორც მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა: „სას­კო­ლო გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ კონ­ფე­რენ­ცი­ას აქ­ტუ­ა­ლო­ბა კი­დევ უფ­რო იმ 11 000-მა­ ჩაჭ­რილ­მა მოს­წავ­ლემ შეს­ძი­ნა, რომ­ლებ­მაც CაT-ის გა­მოც­დებ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხა. არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა არა მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ფა­სე­ბე­ბით და არა მხო­ლოდ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო და მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, არა­მედ სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბელ შე­ფა­სე­ბებ­შიც, რი­თაც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მამ კრი­ტი­კა კი­დევ უფ­რო გა­ი­ორ­მა­გა. არის თუ არა პრობ­ლე­მა სის­ტე­მუ­რი ან სად ვე­ძე­ბოთ მი­ზე­ზი, რა­ტომ დარ­ჩა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე გა­სუ­ლი 48 000-მდე მოს­წავ­ლი­დან 11 000-ზე მე­ტი ახალ­გაზ­რ­და უატეს­ტა­ტოდ.“
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა იმ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­თა კრახს, რომ­ლებ­მაც ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხეს, ასე აფა­სებს: „მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ ბა­რი­ე­რის აწე­ვას. გერ­მა­ნი­ა­ში XII კლა­სის ატეს­ტატს იღებს მოს­წავ­ლე­ე­ბის 30%, ჩვენ­თან — 80%, ეს თუ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ სამ­ჯერ უფ­რო ყო­ჩა­ღე­ბი ვართ, ვიდ­რე გერ­მა­ნე­ლე­ბი, არ მგო­ნია. საქ­მე ის არის, რომ ხჳჳ კლა­სის ატეს­ტა­ტი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და მონ­დო­მე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვი­საა. თქვენ თუ ნა­ხავთ, და ალ­ბათ გი­ნა­ხავთ, ამ გა­მოც­დე­ბის ამო­ცა­ნე­ბი, დარ­წ­მუნ­დე­ბით, რომ ბავ­შ­ვ­მა ცო­ტა მა­ინც რომ ის­წავ­ლოს და ცო­ტა მა­ინც რომ მო­ინ­დო­მოს, 12 წე­ლი­წად­ში კი არა, ერთ წე­ლი­წად­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ ბა­რი­ე­რის დაძ­ლე­ვა. სა­სი­ხა­რუ­ლო ისაა, რომ ამ 11 ათა­სი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე, ჩე­მი აზ­რით, არის უფ­რო მოკ­ლე გზა ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის­კენ, რო­მელ­საც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ჰქვია. შე­დე­გე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით, შარ­შან­დე­ლის მსგავ­სია, ანუ არც გა­უ­ა­რე­სე­ბაა და არც გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.“
მი­ნის­ტ­რის­ გან­მარ­ტე­ბით, შე­საძ­ლოა ბა­რი­ერ­მა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზეც აიწი­ოს. „ვფიქ­რობ, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის და ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ბა­რი­ე­რი, რო­გორც ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი უნ­და იყოს. სის­ტე­მას აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა რე­ფორ­მა, მათ შო­რის იმი­ტომ, რომ ყვე­ლა უმაღ­ლეს­ში არ წა­ვი­დეს. ეს ან­გ­რევს ჩვენს ქვე­ყა­ნას, უმუ­შევ­რო­ბის ქარ­ხა­ნა გვაქვს შექ­მ­ნი­ლი. ახ­ლა ჩვენ რომ ბა­რი­ე­რი დავ­წი­ოთ, ეს ბავ­შ­ვე­ბი გა­და­ლა­ხავ­დ­ნენ ამ ბა­რი­ერს, მე­რე ასე­ვე და­ბალ­ბა­რი­ე­რი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით ჩა­ა­ბა­რებ­დ­ნენ, ვი­თომ ის­წავ­ლიდ­ნენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, ვი­თომ უმაღ­ლეს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­საც მი­ი­ღებ­დ­ნენ, მე­რე იქ­ნე­ბოდ­ნენ უმუ­შევ­რე­ბი და დაგ­ვაბ­რა­ლებ­დ­ნენ თქვენ, მე და და­ნარ­ჩე­ნებს. ახ­ლა ისი­ნი წავ­ლენ პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში, შე­ი­ძე­ნენ პრო­ფე­სი­ას და მე­რე, თუ სწავ­ლის ხა­სი­ათ­ზე მოვ­ლენ, უმაღ­ლეს­შიც ჩა­ბა­რე­ბენ, სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბელ გა­მოც­დებ­ზეც შეძ­ლე­ბენ ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას და ბედ­ნი­ე­რა­დაც იცხოვ­რე­ბენ.“
მა­რი­ამ ჯა­ში­ აცხა­დებს, რომ მარ­თა­ლია ხარ­ვე­ზე­ბი არის, მაგ­რამ მო­ნა­ცე­მე­ბი სა­გან­გა­შო­ არ არის: „11300-მა მოს­წავ­ლემ და აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ვერ გა­და­ლა­ხა სა­ა­ტეს­ტა­ტო ბა­რი­ე­რი, მათ შო­რის 4400 ადა­მი­ა­ნი გან­მე­ო­რე­ბით ცდი­და სა­გა­მოც­დო ბედს. სა­გან­გა­შო მო­ნა­ცე­მი ნამ­დ­ვი­ლად არ არის, მით უფ­რო, თუ გა­დავ­ხე­დავთ სხ­ვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნე­ბის მო­ნა­ცე­მებს, მაგ­რამ რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე და უპირ­ვე­ლე­სად, რო­გორც სტუ­დენ­ტის და მოს­წავ­ლის დე­და, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას და მა­თი ოჯა­ხე­ბის შეშ­ფო­თე­ბას აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, არ გვაქვს მოქ­ნი­ლი სის­ტე­მა, რომ მათ შე­ეძ­ლოთ გა­და­ბა­რე­ბა და ხელ­მე­ო­რედ ცდა, თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ. ძა­ლი­ან ინ­ტენ­სი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცია გა­ვი­ა­რე ყვე­ლა კო­ლე­გას­თან გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში — დი­ახ, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ 11 000-მა მოს­წავ­ლემ ვერ გა­და­ლა­ხა ბა­რი­ე­რი, მაგ­რამ იმა­ვე სის­ტე­მა­ში 36 000-მა მოს­წავ­ლემ რო­გორც ქა­ლაქ­ში, ისე სოფ­ლად ბა­რი­ე­რი წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია. ამ­დე­ნად, რო­ცა სის­ტე­მურ პრობ­ლე­მას ვა­ფა­სებთ, არ უნ­და და­ვი­ვიწყოთ, რომ ამა­ვე სის­ტე­მამ უზ­რუნ­ველ­ყო 85%-ში წარ­მა­ტე­ბა. რა თქმა უნ­და, ხარ­ვე­ზე­ბი არის და ვფიქ­რობ, ეს კომ­პ­ლექ­სუ­რი შე­დე­გია გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის და, რაც მთა­ვა­რია, მომ­ზა­დე­ბის.“
გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მის­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­უ­რი ამ­ბობს, რომ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­დე­გებს თა­ვი­სი წი­ნა­პი­რო­ბა აქვს. პირ­ველ რიგ­ში, ხაზს უს­ვამს, იმას, რომ 11 ათას­ში ყვე­ლა აქ­ტი­უ­რი მოს­წავ­ლე არ ყო­ფი­ლა. ციფრს აზუს­ტებს და ამ­ბობს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­და­რე­ბით მცი­რეა, აქე­დან 4 ათა­სი ადა­მი­ა­ნი არის გა­რე­პი­რი, ანუ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლას და­შო­რე­ბუ­ლი იყო, და­საქ­მე­ბუ­ლია და გა­დაწყ­ვი­ტა, მი­ი­ღოს ატეს­ტა­ტი, ამი­ტომ ეს არ არის მხო­ლოდ მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­თა შე­დე­გე­ბი.
„რო­ცა შე­დე­გებ­ზე ვსა­უბ­რობთ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტო­რით. ამი­ტომ პრობ­ლე­მე­ბის ანა­ლი­ზი უნ­და მოხ­დეს კომ­პ­ლექ­სუ­რად და ყვე­ლა ის ფაქ­ტო­რი უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რო­მე­ლიც შე­დეგ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას. ფაქ­ტო­რე­ბი მარ­თ­ლა ძა­ლი­ან ბევ­რია და თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი მიგ­ვიყ­ვანს სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბამ­დე.
სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს გრძელ­ვა­დი­ა­ნი და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ე­ბი, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სა­მუ­შაო გეგ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, არ­სე­ბობ­ს ­გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა პროგ­რა­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან და მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას­თან, მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა­სა და სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბი­სა და სას­კო­ლო გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას­თან, ასე­ვე, შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბის დახ­ვე­წას­თან და­კავ­ში­რე­ბით; იგეგ­მე­ბა სკო­ლის და­ფი­ნან­სე­ბის ფორ­მუ­ლის შეც­ვ­ლა. სტრა­ტე­გი­ულ დო­ნე­ზე დო­კუ­მენ­ტი უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი გვაქვს და ახ­ლა სა­მოქ­მე­დო გეგ­მებ­ზე ვმუ­შა­ობთ — რო­დის და რო­გორ და­ვიწყოთ თი­თო­ე­უ­ლი პრო­ექ­ტის ინ­პ­ლე­მენ­ტა­ცია.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე რო­ცა ვსა­უბ­რობ, ეს თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხ­მობს გან­ტ­ვირ­თ­ვა­საც, სა­ა­თობ­რი­ვი ბა­დის ცვლი­ლე­ბა­საც, არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის შე­მო­ტა­ნა­საც, სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ მიდ­გო­მებ­თან და სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებ­საც. პროგ­რა­მე­ბის გან­ტ­ვირ­თ­ვა უკ­ვე დას­რულ­და პირ­ველ — დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, ჳ-ვჳ კლა­სებ­ში ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია, გრი­ფი­რე­ბის კონ­კურ­სი გა­მოცხა­დე­ბუ­ლია და დაწყე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ამ­დე­ნად, სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც გვაქვს, აუცი­ლებ­ლად მიგ­ვიყ­ვანს სა­უ­კე­თე­სო შდე­გე­ბამ­დე, მაგ­რამ ამას აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა დრო. ამი­ტომ, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხა­ვა­ვე­ბუ­ლი და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი­ უნ­და გვექ­ნეს.“
გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი რე­ვაზ აფხა­ზა­ვა მი­იჩ­ნევს, რო­მ ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­ზე­ზის ძებ­ნა, თუ რა­ტომ დარ­ჩა ამ­დე­ნი უატეს­ტა­ტო­ მოს­წავ­ლე, სწორ გზამ­დე­ არ მიგ­ვიყ­ვანს, რად­გან ამის ბევ­რი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს. „ერ­თი ცალ­სა­ხად იმას აჩ­ვე­ნებს, რომ სკო­ლის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მაც არ არის სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე და,რო­გორც ჩანს, მოს­წავ­ლე­ე­ბი მა­ინც ახერ­ხე­ბენ კლა­სი­დან კლას­ში ისე გა­დას­ვ­ლას, რომ შე­სა­ბა­მის ცოდ­ნას ვერ ადას­ტუ­რე­ბენ; მე­ო­რე მი­ზე­ზი, მთლი­ა­ნო­ბა­ში, სკო­ლა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ციაა. თვი­თონ სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის პრობ­ლე­მა­ცაა, რად­გან ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლია, პრობ­ლე­მაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც ზო­გა­დად გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი. სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ გა­ნათ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის ათე­ულ­შიც ვერ ხვდე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის ერ­თ­ბ­ლი­ო­ბა კი იწ­ვევს სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს, რაც გვაქვს. რე­ა­ლუ­რად, სა­ფე­ხუ­რე­ბის სტრა­ტე­გია და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მაც გა­და­სა­ხე­დია, გა­სა­მარ­ტი­ვე­ბე­ლია. ასე­ვე, მას­წავ­ლებ­ლე­ბის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კაა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად და ფორ­სი­რე­ბუ­ლად გა­სა­ტა­რე­ბე­ლი. ისე­თი ჩა­ნაც­ვ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა უნ­და გა­ტარ­დეს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავ­დეს სკო­ლა­ში. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი ძა­ლი­ან მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვია და, ძი­რი­თა­დად, მოს­წავ­ლე­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და უნა­რებ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, აქ რა ხდე­ბა, ამის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან­ ცო­ტა ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს და თუ­კი რა­მე გვაქვს, სამ­წუ­ხა­როდ, არ არის იმე­დის მომ­ცე­მი. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პ­ლექ­სუ­რი რა­დი­კა­ლუ­რი რე­ფორ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დროა და, რაც მ­თა­ვა­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნ­და იყოს ამ რე­ფორ­მის მთა­ვა­რი დამ­კ­ვე­თი.
ზო­გა­დად კი, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ერ­თოდ ვერ ვხე­დავ გა­მოც­დებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მის აუცი­ლებ­ლო­ბას, რად­გან ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მიზ­ნე­ბი გვაქვს და­სა­ხუ­ლი, ვიდ­რე კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნის სა­კითხე­ბის ცოდ­ნაა. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბელ მო­ქა­ლა­ქეს ვზრდით, რა უნა­რე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­ვე, რამ­დე­ნად მოქ­ნი­ლი არი­ან ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი­ თა­ნა­მედ­რო­ვე ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბი­სად­მი, რო­გორ უყუ­რე­ბენ გა­რე­მოს, შე­უძ­ლი­ათ თუ არა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რამ­დე­ნად აქვთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი და ა.შ. ეს ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბია, რა­საც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა უნ­და წყვეტ­დეს და რა ხდე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, არა­ფე­რი ვი­ცით. ერ­თა­დერ­თი, რაც ვი­ცით, არის ის, რომ გარ­კ­ვე­ულ ფაქ­ტობ­რივ ცოდ­ნას ვერ ით­ვი­სებს მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი და თუ ით­ვი­სებს (ვინც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა გა­მოც­დე­ბი), ამა­ში სკო­ლას რა რო­ლი აქვს, ეს კი­დევ სა­კითხა­ვია, რად­გან ვი­ცით, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლია რე­პე­ტი­ტო­რო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. სა­ერ­თოდ, სკო­ლას რა რო­ლი რჩე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ში, თუნ­დაც კონ­კ­რე­ტუ­ლი ცოდ­ნის მი­ღე­ბის, კონ­კ­რე­ტუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ათ­ვი­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ეს დი­დი კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ დგას.“
გა­ნათ­ლე­ბის დოქ­ტო­რი სი­მონ ჯა­ნა­შია კო­მენ­ტა­რის­გან თავს იკა­ვებს, აცხა­დებს, რომ ჯერ ბო­ლომ­დე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, მათ შო­რის, არ ვი­ცით რა საგ­ნებ­ში იჭ­რე­ბი­ან­ მოს­წავ­ლე­ე­ბი, არის თუ არა გან­ს­ხა­ვა­ვე­ბა სკო­ლებს შო­რის, თუ შემ­თხ­ვე­ვით არის ის 11 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ კი, ფიქ­რობს, რომ „გა­მოც­დე­ბი თა­ვად არის ერთ-ერ­თი ცუ­დი ინ­დი­კა­ტო­რი და ცუდ ინ­დი­კა­ტორ­ზე კარ­გი პროგ­რა­მე­ბის და­ფუძ­ნე­ბა ძნე­ლია, ამი­ტომ მე ასეთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას არც კი მი­ვა­ნი­ჭებ­დი ამ გა­მოც­დებს, პი­რი­ქით, სა­ერ­თოდ გა­ვა­უქ­მებ­დი, რად­გან, რო­გორც ჩანს, მას არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ მო­აქვს.“
***
პარ­ლა­მე­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე მა­რი­ამ ჯა­ში ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და და ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვას მი­მარ­თა, რომ გა­მოც­და­ზე ჩაჭ­რილ მოს­წავ­ლე­ებს მე­ო­რე შან­სი მი­ე­ცეს: „რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლებ­საც მი­ე­ცეთ, შე­და­რე­ბით შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­და­ში, ხელ­მე­ო­რე შან­სი, რად­გან გა­მოც­დის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს ტექ­ნი­კუ­რი მი­ზე­ზით. ბუ­ნებ­რი­ვია, არ­სე­ბობს სუ­ბი­ექ­ტუ­რად ემო­ცი­უ­რი ფო­ნი — სტა­ტის­ტი­კა­ში, არა­მა­სი­უ­რად, მაგ­რამ არის ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც. ვფიქ­რობ, ეს იქ­ნე­ბა წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი არა ხა­რის­ხის კომ­პ­რო­მი­სის­თ­ვის, არა­მედ სის­ტე­მის ცო­ტა მე­ტი ჰუ­მა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის და მე­ტი მოქ­ნი­ლო­ბის­თ­ვის.“
ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის წი­ნა­აღ­მ­დე­გია, მი­იჩ­ნევს, რომ „ბა­რი­ე­რი არის უდაბ­ლე­სი და წიგ­ნი თუ გა­და­შა­ლა ადა­მი­ან­მა, ის შეძ­ლებს, რომ ეს ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხოს. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, რომ ეს არ მოგ­ვ­ცემს და­დე­ბით ეფექტს. მე­ო­რე მხრივ, მა­რი­ამ ჯა­შის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ში სა­უ­ბა­რი იყო არა ­უბ­რა­ლოდ მე­ო­რე შან­სის მი­ცე­მა­ზე, არა­მედ ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზე­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­ზე, ანუ არა თა­ვი­სი მი­ზე­ზით თუ შე­ექ­მ­ნა მოს­წავ­ლეს პრობ­ლე­მა. ამას აუცი­ლებ­ლად გან­ვი­ხი­ლავთ მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის და თუ აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და (ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი მოხ­და), რა თქმა უნ­და, არ და­ვუშ­ვებთ, რომ ბავ­შ­ვი ჩვე­ნი მი­ზე­ზით და­ზა­რალ­დეს.“

25-28(942)N