გამოდის 1998 წლიდან
2017-06-15
უსახელო ფრთამოტეხილი ანგელოზების სამყაროში


მა­კა ყი­ფი­ა­ნი

2 ივ­ნისს, „წიგ­ნის სახ­ლ­ში ბახ­ტ­რი­ონ­ზე“, მხატ­ვ­რი­სა და მო­ქან­და­კის, ბე­სო კო­ბა­ხი­ძის ნა­მუ­შევ­რე­ბის პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა გა­იხ­ს­ნა. ბე­სო კო­ბა­ხი­ძემ რა­ჭა­ში, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. სწავ­ლა მოსე თო­ი­ძის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ნაგ­რ­ძო, შემ­დეგ კი თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა. მშობ­ლი­ურ რა­ჭა­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქმი­ა­ნო­ბა გა­ნაგ­რ­ძო. ამ­ჟა­მად, ბე­სო ამ­ბ­რო­ლა­უ­რის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ კი, სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, თა­ვის პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო­ში მოლ­ბერ­ტ­თან  აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას.
პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის­თ­ვის ნა­ხა­ტე­ბის შერ­ჩე­ვა მხატ­ვ­რის­თ­ვის არც ისე მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნ­და, მე­გობ­რე­ბი და­ეხ­მარ­ნენ. წარ­მოდ­გე­ნი­ლი 30 ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი  (პორ­ტ­რე­ტე­ბი, აბ­ს­ტ­რაქ­ცია) და  7 ქან­და­კე­ბა, მი­სი კო­ლექ­ცი­ის მხო­ლოდ მცი­რე­დი ნა­წი­ლია. რა­ჭა­ში, მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სახ­ლის მე­ო­რე სარ­თულ­ზე, მხატ­ვ­რის სა­ხე­ლოს­ნო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 400-ზე მე­ტი ნა­მუ­შე­ვა­რია გან­თავ­სე­ბუ­ლი, უამ­რა­ვი ნა­ხა­ტი, ქან­და­კე­ბა, თო­ჯი­ნა და მა­რი­ო­ნე­ტი, რო­მელ­თა­გა­ნაც არც ერ­თი არ იღი­მის, უსა­ხე­ლოა და ყვე­ლა ან­გე­ლო­ზი — ფრთა­მო­ტე­ხი­ლი, თი­თო­ე­ულს რა­ღაც ღრმა სევ­და ტან­ჯავს... მხატ­ვ­რის  ნა­მუ­შევ­რე­ბი ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლი არ არის, თი­თო­ე­ულს სა­კუ­თა­რი ის­ტო­რია, წარ­სუ­ლი და ხა­სი­ა­თი აქვს. კონ­სერ­ვის ქი­ლებ­ზე ჩა­მომ­ს­ხ­და­რი ან­გე­ლო­ზე­ბი, რა­ღაც თვით­მ­ყო­ფა­დი ენერ­გი­ით შეპყ­რო­ბილ­ნი, სევ­დი­ა­ნი მზე­რით იქ­ცე­ვენ დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლის ყუ­რადღე­ბას. ისი­ნი მარ­ტო­ო­ბას, სირ­ცხ­ვილს, და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბას, სი­ნა­ნულს და ტკი­ვილს გა­მო­ხა­ტა­ვენ. მა­თი ნახ­ვი­სას სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნელ, გა­სა­ო­ცარ, უცხო სამ­ყა­რო­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბით. ბე­სოს ნა­მუ­შევ­რე­ბი ყო­ფი­ე­რე­ბის ანა­რეკ­ლია და იმ ენერ­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ში დევს, თუმ­ცა, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას ვერ პო­უ­ლობს. რა­ტომ არის ყვე­ლა ან­გე­ლო­ზი ფრთა­მო­ტე­ხი­ლი და რა­ტომ არ იღი­მის არ­ცერ­თი მათ­გა­ნი, ამა­ზე მხატ­ვა­რი  ამ­გ­ვა­რად გვპა­სუ­ხობს: „ან­გე­ლო­ზე­ბის  კე­თე­ბა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში და­ვიწყე, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მა მქონ­და. ვხა­ტავ­დი და ვა­ქან­და­კებ­დი ან­გე­ლო­ზებს, მაგ­რამ ყვე­ლას ფრთა­მო­ტე­ხილს. ეს ქმნი­ლე­ბე­ბი უფ­რო მი­წი­ე­რი არ­სე­ბე­ბი — ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც თა­ვი  ან­გე­ლო­ზე­ბად წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. ისი­ნი არ არი­ან ან­გე­ლო­ზე­ბი, ვერ ცდე­ბი­ან ყო­ფი­ე­რე­ბას, ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის თან­მ­დევ ტკი­ვილს გა­მო­ხა­ტა­ვენ.  ეს შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი ისე­თი­ვე ნაც­ნო­ბია ჩემ­თ­ვის, რო­გორც, ალ­ბათ, ყვე­ლა მი­წი­ე­რის­თ­ვის. კონ­სერ­ვის ქი­ლა­ზე ჩა­მომ­ს­ხ­და­რი ან­გე­ლო­ზე­ბით გა­მოვ­ხა­ტავ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო ყო­ფით­ზე ვფიქ­რობთ, ვიდ­რე სუ­ლი­ერ­ზე. ქი­ლა — საჭ­მ­ლის, მი­წი­ე­რის, ყო­ფი­თი ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია. ფრთე­ბიც ამი­ტომ აქვთ მო­ტე­ხი­ლი, ჩვენც ხომ ასე ვართ, გაფ­რე­ნა გვინ­და, მაგ­რამ ვერ გავ­ფ­რინ­დე­ბით, ცოდ­ვის შვი­ლე­ბი ვართ, მი­ჯაჭ­ვულ­ნი რა­ღაც მი­წი­ერს“.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბე­სო კო­ბა­ხი­ძის გა­მო­ფე­ნა არა­სო­დეს ჰქო­ნია, რად­გან ეს დიდ ფი­ნან­სებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ასე­ვე პრობ­ლე­მა იყო ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა, და­ჩარ­ჩო­ე­ბა, ნა­ხა­ტე­ბის რა­ჭი­დან თბი­ლის­ში ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა, და ისევ უკან, მხატ­ვ­რის პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მო­ფე­ნა მა­ინც შედ­გა. მხატ­ვ­რის ნა­მუ­შევ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტის, ეკა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლი­სა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუს­თა­ვი 2-ის ჟურ­ნა­ლის­ტის — გვან­ცა სუ­თი­ძის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი რე­პორ­ტა­ჟის ეთერ­ში გას­ვ­ლის შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაც მოჰ­ყ­ვა. ამას­თა­ნა­ვე,  მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბით აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა მწე­რალ­მა,  და­თო ტუ­რაშ­ვილ­მა ამ­ბა­ვი რა­ჭი­დან თბი­ლის­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა. მხატ­ვა­რი უზო­მოდ მად­ლი­ე­რია მა­თი: „ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­მო­ი­ტა­ნეს დღის სი­ნათ­ლე­ზე, შემ­დეგ  სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­მი­კავ­შირ­და ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი, ჩემ­თ­ვის უც­ნო­ბი ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტი, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ტა ენუ­ქი­ძე,  რო­მელ­მაც გა­მო­ფე­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. სწო­რედ მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­შეწყო­ბით, მო­ეწყო ჩე­მი პირ­ვე­ლი  პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა, რომ­ლის­თ­ვი­საც მა­კა მა­მი­სე­იშ­ვილ­მა სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­ვით­მო  სივ­რ­ცე „წიგ­ნის სახ­ლ­ში ბახ­ტ­რი­ონ­ზე“... არც კი ვი­ცი, სიტყ­ვე­ბით რო­გორ  გა­მოვ­ხა­ტო მათ­და­მი მად­ლი­ე­რე­ბა“.
ნა­ტა ენუ­ქი­ძე, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტი: „მარ­თა­ლია, ბო­ლო 20 წე­ლი მე­დი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, მაგ­რამ ჩე­მი ერთ-ერ­თი პრო­ფე­სია რეს­ტავ­რა­ტო­რო­ბაა. 80-იან წლებ­ში ფრეს­კე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობ­დი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხე­ში, მათ შო­რის, ჩემ მშობ­ლი­ურ რა­ჭა­ში, სორ­ში. იქ მარ­თ­ლაც კედ­ლის უნი­კა­ლუ­რი მხატ­ვ­რო­ბაა... ამით იმის თქმა მინ­და, რომ მხატ­ვ­რო­ბა ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი თე­მაა... მრცხვე­ნია, რომ ბე­სოს შე­სა­ხებ აქამ­დე არა­ფე­რი ვი­ცო­დი, ესეც მე­დი­ის ბრა­ლია, მე­დია და­იშ­ტამ­პა და გა­ზარ­მაც­და, სულ ერ­თ­სა და იმა­ვე ადა­მი­ა­ნებ­ზე წერს...
მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან შორს ვარ და ჩე­მი სარ­კ­მე­ლი, სამ­შობ­ლოს­კენ გაჭ­რი­ლი, ფacebook-ია. დრო­ში 13-სა­ა­თი­ა­ნი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა კი იმას ნიშ­ნავს, რომ, რო­ცა მე აქ მძი­ნავს, იქ ვნე­ბა­თა ღელ­ვა ტრი­ა­ლებს, ამი­ტომ დი­ლი­დან­ვე სწრა­ფად ჩა­მო­ვუქ­რო­ლებ ხოლ­მე ფacebook-ს და, ერ­თხე­ლაც, აპ­რილ­ში, ასე მოვ­კა­რი თვა­ლი ტე­ლე­სი­უ­ჟეტს. მის გახ­ს­ნას არ ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ შევ­ნიშ­ნე, რომ სტუ­მარს, ცნო­ბილ მწე­რალს, წინ უც­ნა­უ­რი პა­ტა­რა თო­ჯი­ნა ედო, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში, რო­მელ­მაც წა­მი­ე­რად და­იპყ­რო ჩე­მი გუ­ლი. ასე გა­ვი­გე, რომ ჩემ საყ­ვა­რელ რა­ჭა­ში ყო­ფი­ლა მხატ­ვა­რი, რომ­ლის ოც­ნე­ბაც გა­მო­ფე­ნის მოწყო­ბაა. ეს იყო და ეს! რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რო­ცა დე­და­ქა­ლა­ქი­დან შორს ცხოვ­რობ, სამ­სა­ხუ­რი, ოჯა­ხი, სახლ-კა­რი თა­ვი­სას მო­ითხოვს და ნაკ­ლე­ბად გაქვს იმის დრო, 300 კმ-ზე ირ­ბი­ნო და გა­მო­ფე­ნის ამ­ბე­ბი მო­აგ­ვა­რო. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ და­ვეხ­მა­რე ბე­სოს, ღირ­სე­უ­ლად წარ­მ­დ­გა­რი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ის სა­ო­ცა­რი მხატ­ვა­რია, ერ­თ­ნა­ი­რად გე­ნი­ა­ლუ­რია მი­სი პორ­ტ­რე­ტე­ბი, რომ­ლებ­საც უნ­და უს­მი­ნო, უს­მი­ნო, რად­გან გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი მთხრო­ბე­ლე­ბი არი­ან... ო, რა ის­ტო­რი­ებს მიყ­ვე­ბი­ან... აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ა­ში ნამ­დ­ვი­ლი „ასია“. ამა­ში  და­მე­თან­ხ­მე­ბა ყვე­ლა, ვი­საც აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ის და­სა­ნა­ხი მე­სა­მე თვა­ლი უბო­ძა ღმერ­თ­მა... მი­სი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი და ქან­და­კე­ბე­ბი ხომ კი­დევ ერ­თი სას­წა­უ­ლია: ერ­თი შე­ხედ­ვით, არა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი და, ამა­ვე დროს, ადა­მი­ა­ნუ­რი ვნე­ბე­ბით მი­წა­ზე სა­მუ­და­მოდ მი­ჯაჭ­ვუ­ლი, ფრე­ნის სურ­ვი­ლით ატა­ცე­ბუ­ლი, მაგ­რამ შიმ­ში­ლის და­უძ­ლე­ვე­ლი გრძნო­ბით მი­წას და­ნარ­ცხე­ბუ­ლი, თით­ქოს უნაკ­ვ­თო, და ამავ­დ­რო­უ­ლად, შე­მაძ­რ­წუ­ნებ­ლად მეტყ­ვე­ლი და ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლი.
რო­გორც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მა­კა მა­მი­სე­იშ­ვილ­მა, თქვა — ბე­სო მო­მავ­ლის მხატ­ვა­რია! აი, რა­ჭას კი, შე­უძ­ლია ბევ­რი გა­უ­კე­თოს ბე­სოს და, ამავ­დ­რო­უ­ლად, თა­ვის თავს. მე რომ რა­ჭის დე­პუ­ტა­ტი ან მხა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვი­ყო, აუცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი რა­ჭის ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს და ბე­სოს რა­ჭის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად ვაქ­ცევ­დი: ბილ­ბორ­დე­ბით, ერ­თი სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რ­ცით... მოკ­ლედ, ეს დი­დი თე­მაა, ანუ, ბე­სოა დი­დი თე­მა და ჩვენ უნ­და ვის­წავ­ლოთ ასე­თი ნი­ჭის და­ფა­სე­ბა, ამა­ში დი­დი წი­ლი გი­დევთ ჟურ­ნა­ლის­ტებს. აქაც და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ ბე­სოს ნა­მუ­შევ­რე­ბით და რამ­დე­ნი­მეს შე­ძე­ნის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვეს. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი, სამ­წუ­ხა­როდ, ან ფუ­ლი არ აქვთ, ან თუ აქვთ, ერთ შეკ­ვ­რა შპა­ლერ­ში უმალ გა­და­იხ­დი­ან 500 ლარს, ვიდ­რე ასეთ მა­რა­დი­ულ ხე­ლოვ­ნე­ბა­ში.
და­ბო­ლოს, ბე­სო ამ­ბობს, რომ მის­თ­ვის მთა­ვა­რია მხატ­ვ­რე­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა. მე კი ვიტყო­დი, რომ არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­უ­ლი შუ­რი! რად­გან არ მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლი­მე მხატ­ვარს ეთ­ქ­ვას რა­მე ბე­სო­ზე, ისევ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და მწე­რალ­მა და­თო ტუ­რაშ­ვილ­მა გაგ­ვაც­ნეს ის!“
ბე­სო კო­ბა­ხი­ძე, მხატ­ვა­რი და მო­ქან­და­კე: „ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი მა­სის­თ­ვის არ არის გან­კუთ­ვ­ნი­ლი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ჟან­რ­ში ვმუ­შა­ობ და ამი­ტომ ბევ­რის­თ­ვის ძნე­ლი გა­სა­გე­ბია, მით უმე­ტეს რა­ჭა­ში ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მართ სხვა გე­მოვ­ნე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და კრი­ტე­რი­უ­მე­ბია. ეს უფ­რო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის, მხატ­ვ­რე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბის შე­სა­ფა­სე­ბე­ლია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს აბ­ს­ტ­რაქ­ცია, ამე­რი­კუ­ლი აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი ექ­ს­პ­რე­სი­ო­ნიზ­მი, თა­ნა­მედ­რო­ვე, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მხატ­ვ­რო­ბა. აბ­ს­ტ­რაქ­ცია ყვე­ლა­ზე რთუ­ლია და თუ აქ თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარ, მა­შინ ყვე­ლა­ფერ­ში, ცხოვ­რე­ბა­ში და სრუ­ლი­ად სამ­ყა­რო­ში შე­უზღუ­და­ვი იქ­ნე­ბი.
კონ­კ­რე­ტულ ადა­მი­ა­ნებს არ ვძერ­წავ, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გან­ში სა­კუ­თარ გან­წყო­ბა­სა და ემო­ცი­ას ვდებ, ქან­და­კე­ბე­ბი მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში იბა­დე­ბი­ან. ზო­გი მოძ­რა­ო­ბა­შია გა­ყი­ნუ­ლი, ზო­გი კონ­სერ­ვის ქი­ლა­ზე ჩა­მომ­ჯ­და­რი, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი და მოწყე­ნი­ლი.  სა­ხე­ლებს არ ვარ­ქ­მევ, უბ­რა­ლოდ ვნომ­რავ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­თი სა­ხე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი ნო­მე­რია. რო­ცა ნა­მუ­შე­ვარს სა­ხელს არ­ქ­მევ, ამით მნახ­ველს არ აძ­ლევ ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას. ქან­და­კე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ცი­ას მავ­თუ­ლით ვა­კე­თებ, შემ­დეგ ფქვი­ლით და წყლით დას­ვე­ლე­ბუ­ლი გა­ზე­თე­ბით ვფა­რავ, ნაკ­ვ­თე­ბი და კი­დუ­რე­ბი თი­ხით გა­მომ­ყავს. ხე­ლით ვე­ხე­ბი ტუ­ჩებს, ცხვირს, თვა­ლებს, ყვე­ლა­ფერს ვგრძნობ და მუ­შა­ო­ბაც მი­ად­ვილ­დე­ბა.
მა­რი­ო­ნე­ტე­ბის შექ­მ­ნის სურ­ვი­ლი ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვო­ბი­დან მქონ­და, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ კეთ­დე­ბო­და ისი­ნი. ტექ­ნი­კა ჩე­მი მე­გობ­რის­გან, რე­ჟი­სორ ალე­კო ეს­ვან­ჯი­ას­გან  შე­ვის­წავ­ლე და 20-მდე მა­რი­ო­ნე­ტი თო­ჯი­ნა გა­ვა­კე­თე. ყვე­ლა მათ­გა­ნი სევ­დი­ა­ნი, ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი,ზო­გიც შე­ში­ნე­ბუ­ლია... თუმ­ცა, მა­ლე­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ რა­ჭა­ში, სა­დაც თე­ატ­რი არ არ­სე­ბობს, არ გვყავს  რე­ჟი­სო­რი, მა­რი­ო­ნე­ტე­ბის კე­თე­ბას აზ­რი არ ჰქონ­და. მაგ­რამ მე მა­ინც  ვოც­ნე­ბობ­დი ჩე­მი მა­რი­ო­ნე­ტე­ბი სპექ­ტაკ­ლის­თ­ვის ან ანი­მა­ცი­ის­თ­ვის შე­მექ­მ­ნა, ჩე­მი თი­ხის მე­გობ­რე­ბი ყვე­ლას­თ­ვის გა­მე­ცოცხ­ლე­ბი­ნა. აპ­რილ­ში, რა­ჭა­ში, სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და მწე­რა­ლი  და­თო ტუ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და გა­დაწყ­ვი­ტა, მა­რი­ო­ნე­ტებ­ზე  პი­ე­სა და­წე­როს. მა­ლე რა­ჭა­ში რე­ჟი­სორს ვე­ლო­დე­ბით, გვინ­და პა­ტა­რა თე­ატ­რი და­ვა­არ­სოთ და სხვა­დას­ხ­ვა სოფ­ლებ­ში, სა­დაც თუნ­დაც 3 ბავ­შ­ვია,  მა­რი­ო­ნე­ტე­ბის სპექ­ტაკ­ლე­ბი ვაჩ­ვე­ნოთ. 
ბო­ლო შვი­დი წე­ლია, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ. ძი­რი­თა­დად, აკ­რი­ლის სა­ღე­ბა­ვე­ბით ვხა­ტავ, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი ვა­კე­თო ტი­ლო­ზე, ქა­ღალ­დ­ზე, შე­რე­ულ ტექ­ნი­კა­ში. ძი­რი­თა­დად ვხა­ტავ პორ­ტ­რე­ტებს, აბ­ს­ტ­რაქ­ცი­ას. თუ ხატ­ვა გინ­და, არ აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა რა­ზე და­ხა­ტავ. შპა­ლერ­ზეც ვხა­ტავ­დი. რამ­ხე­ლა ტი­ლოც არ უნ­და იყოს, ერთ დღე­ში ვას­რუ­ლებ. მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რით  კმა­ყო­ფი­ლი არა­სო­დეს ვარ... მოკ­ლედ, რაც ვარ ეს ვარ, ვზი­ვარ რა­ჭა­ში, ჩემ პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო­ში და ვხა­ტავ, ჩემ გან­წყო­ბა­სა და სუ­ლი­ერ სამ­ყა­როს გა­მოვ­ხა­ტავ. ხატ­ვა მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბაა, მის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია“.
და­თო ტუ­რაშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი: „ბე­სო კო­ბა­ხი­ძე, ეს სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი, ჟა­ნა ბა­ბუ­ნაშ­ვილ­მა  აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნა. რა­ჭა­ში ყოფ­ნის დროს მითხ­რა, რომ ძა­ლი­ან კარგ მხატ­ვარს იც­ნობ­და ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში და წა­ვე­დით მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად. რო­გორც კი ბე­სომ და­ი­ლა­პა­რა­კა, მა­შინ­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ სულ სხვა ადა­მი­ანს შევ­ხ­ვ­დი. რო­ცა იმ ოთახ­ში შეგ­ვიყ­ვა­ნა, სა­დაც მი­სი ნა­ხა­ტე­ბი და თო­ჯი­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ, უცებ სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა და მე­რე, რო­ცა ამო­ვი­სუნ­თ­ქე, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბის­გან ვე­ღარ გავ­ჩერ­დი. მად­ლო­ბა „წიგ­ნის სახლს ბახ­ტ­რი­ონ­ზე“ და ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მას და­ეხ­მა­რა, რომ ამ თო­ჯი­ნებ­მა სცე­ნუ­რი სი­ცოცხ­ლე და­იწყონ. უკ­ვე და­იძ­რა ეს საქ­მე და რა კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ პა­ტა­რა რაჭ­ვე­ლებს თა­ვი­სი თე­ატ­რი ექ­ნე­ბათ და მა­რი­ო­ნე­ტე­ბის ენით მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ის­წავ­ლი­ან.
სპე­ცი­ა­ლუ­რად ბე­სო კო­ბა­ხი­ძის­თ­ვის და მი­სი მო­მა­ვა­ლი თე­ატ­რის­თ­ვის მინ­და კი­დეც დავ­წე­რო პი­ე­სა და იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ბე­სოს ნა­ხა­ტე­ბი კი, შე­მოდ­გო­მი­დან, თბი­ლი­სის რამ­დე­ნი­მე გა­ლე­რე­ა­ში გა­მო­ი­ფი­ნე­ბა, მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფ­რო მე­ტი ნა­წი­ლი გა­იც­ნობს, თუმ­ცა, ის გა­ცი­ლე­ბით მეტ ყუ­რადღე­ბას, თა­ნად­გო­მა­სა და სიყ­ვა­რულს იმ­სა­ხუ­რებს ჩვენ­გან...“
გუ­რამ გორ­დე­ზი­ა­ნი, პო­ე­ტი: „ბე­სო კო­ბა­ხი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა ჩემ­თ­ვის უცხო არ არის, მის შე­მოქ­მე­დე­ბას დი­დი ხა­ნია ვიც­ნობ. ნა­მუ­შევ­რე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი თით­ქ­მის ჩემ თვალ­წი­ნაა შექ­მ­ნი­ლი. ბე­სო უსაზღ­ვ­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის მთლი­ა­ნი სივ­რ­ცის აღ­მო­ჩე­ნა ერ­თი პი­როვ­ნე­ბის­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. უსაზღ­ვ­როა მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ას­პა­რე­ზი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი — ამო­უ­წუ­რა­ვი. ზედ­მე­ტად თვით­კ­რი­ტი­კუ­ლია, თავ­მ­დაბ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ყვე­ლას­თ­ვის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც  გაფ­რ­თხი­ლე­ბა, და­ფა­სე­ბა და მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. ბე­სოს ნა­ჩუ­ქა­რი რამ­დე­ნი­მე ნა­ხა­ტი მაქვს, რომ­ლე­ბიც იმ­დე­ნად ძვირ­ფა­სი ნა­მუ­შევ­რე­ბია, რომ აუცი­ლებ­ლად  ჩემს ქვე­ყა­ნას უნ­და და­ვუბ­რუ­ნო. ნა­მუ­შევ­რებს სა­ჩუქ­რად გა­დავ­ცემ ამ­ბ­რო­ლა­უ­რის სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს. ისე­თი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი მხა­რე, რო­გო­რიც რა­ჭაა, ასეთ ადა­მი­ანს ისე უნ­და მი­ე­სა­თუ­თოს, რო­გორც სხვა გე­ნი­ა­ლურ რა­ჭულ კულ­ტუ­რა­სა თუ ტრა­დი­ცი­ას. მი­სი ნა­ხა­ტე­ბი ბევრ გა­ლე­რე­ა­ში უნ­და გა­მო­ი­ფი­ნოს. უფ­რო მე­ტიც, ამ  შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მხატ­ვ­რე­ბის­თ­ვის  კერ­ძო გა­ლე­რე­აც კი უნ­და აშენ­დეს“.
ას­ლან სა­გა­ნე­ლი­ძე, ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ბე­სო ჩე­მი თა­ნაკ­ლა­სე­ლია, შე­იძ­ლე­ბა მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვი­ყო. ბე­სოს ნი­ჭი­ე­რე­ბა სკო­ლის მერ­ხი­დან მახ­სოვს. მის­თ­ვის უინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლებ­ზე ის აუცი­ლებ­ლად ხა­ტავ­და, მათ შო­რის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის კა­რი­კა­ტუ­რებს. მა­შინ ჩვენ არ ვი­ცო­დით არც მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბის ფა­სი და არც მა­თი მო­მა­ვა­ლი, ამი­ტომ სა­თა­ნა­დოდ ვერ ვა­ფა­სებ­დით მის ნა­ხა­ტებს. ბე­სო მარ­თ­ლაც უნი­ჭი­ე­რე­სი მხატ­ვა­რია, რო­მე­ლიც ჩუ­მად, თა­ვის­თ­ვის, ძა­ლი­ან დიდ საქ­მეს აკე­თებს. სამ­წუ­ხა­როდ, თით­ქოს მი­სი არ­ჩე­ვა­ნია, იდ­გეს ჩრდილ­ში. არა ერ­თხელ მსმე­ნია ბე­სოს შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ  კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბა, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა აზ­რი. ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბი მას ფი­როს­მან­საც კი ადა­რე­ბენ. ბე­სოს ნა­მუ­შევ­რე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა კი­ბის პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რია დიდ მწვერ­ვალ­ზე ასას­ვ­ლე­ლად. ვუ­ლო­ცავ მას ამ დიდ წარ­მა­ტე­ბას! ჩვე­ნი მხრი­დან ბე­სოს აუცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა ხელ­შეწყო­ბა და მხარ­და­ჭე­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ზე­უმ­ში უნი­კა­ლუ­რი ექ­ს­პო­ნა­ტე­ბია და­ცუ­ლი, თუმ­ცა ფარ­თი, რო­მელ­შიც ეს ნა­მუ­შევ­რე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არ­სე­ბულ სტან­დარ­ტებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ტუ­რის­ტის მო­ზიდ­ვის თვალ­საზ­რი­სით, მუ­ზე­უ­მი ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი ქვა­კუთხე­დია, ამი­ტომ დღის წეს­რიგ­ში დგას სა­კითხი, აშენ­დეს ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი, ონ­ში კი — მხა­რეთ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის. ბუ­ნებ­რი­ვია, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ ბე­სოს ნა­მუ­შევ­რე­ბი ამ მუ­ზე­უმ­ში სა­პა­ტიო ად­გილს და­ი­კა­ვებს“.
ბე­სო კო­ბა­ხი­ძის პერ­სო­ნა­ლურ­მა გა­მო­ფე­ნამ კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვარ­წ­მუ­ნა, რომ ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს საზღ­ვ­რე­ბი არ აქვს. იმე­დია, კონ­სერ­ვის ქი­ლა­ზე ჩა­მომ­ს­ხ­და­რი ფრთა­მო­ტე­ხი­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი, ოდეს­მე და­ეხ­ს­ნე­ბი­ან მი­წი­ე­რე­ბას და მაღ­ლა, სულ მაღ­ლა, ზე­ცა­ში, აფ­რინ­დე­ბი­ან. ალ­ბათ დიდ­ხანს დავ­რ­ჩე­ბი იმ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ქვეშ, რაც სულ რა­ღაც ერთ სა­ათ­ში გა­ა­ცოცხ­ლეს ჩვენ­თ­ვის ბე­სოს ნა­მუ­შევ­რებ­მა და იმ­დე­ნად ახ­ლობ­ლე­ბი გახ­დ­ნენ, რომ დავ­ფიქ­რ­დი კი­დეც — იქ­ნებ ად­რეც შევ­ხ­ვედ­რი­ვარ მის უსა­ხე­ლო ან­გე­ლო­ზებს, ქან­და­კე­ბებ­სა და მა­რი­ო­ნე­ტებს ადა­მი­ა­ნებს შო­რის ან იქ­ნებ სა­კუ­თარ თავ­შიც კი.

25-28(942)N