გამოდის 1998 წლიდან
2017-06-15
სამოქალაქო ცნობიერებისა და უნარების დემონსტრირება


ვაგ­რ­ძე­ლებთ სა­უ­ბარს ახალ ეროვ­ნულ
სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე.
ჩვე­ნი სტუ­მა­რია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის
დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი შალ­ვა მეკ­რა­ვიშ­ვი­ლი.
დღეს სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბის ახალ სტან­დარტს მი­მო­ვი­ხი­ლავთ,
მის ძი­რი­თად სი­ახ­ლე­ებ­სა და ცვლი­ლე­ბებს, ასე­ვე მე­თო­დო­ლო­გი­ურ რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

— რა ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხო სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბას?
— სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით გრძელ­დე­ბა, სა­ნამ არ და­იწყე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა. ძვე­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნის სწავ­ლე­ბას, ჳხ-ხ კლა­სებ­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბიც („ეკო­ნო­მი­კა და სა­ხელ­მ­წი­ფო“, „სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­მარ­თა­ლი“ და სხვ.), რო­მე­ლიც გან­კუთ­ვ­ნი­ლია X-XII კლა­სე­ლე­ბის­თ­ვის, ანუ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ამ საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბა სკო­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და მათ არ­ჩე­ვან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, ამ არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი არ არ­სე­ბობს, რაც არ­თუ­ლებს მათ არ­ჩე­ვას.
ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით კი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა და­იწყე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის პირ­ვე­ლი­ვე კლა­სი­დან — VII კლა­სი­დან და გაგ­რ­ძელ­დე­ბა VIII-IX კლა­სებ­ში. რა თქმა უნ­და, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზეც გაგ­რ­ძელ­დე­ბა, თუმ­ცა ამა­ზე მუ­შა­ო­ბა ჯერ არ დაგ­ვიწყია, ამი­ტომ დღეს ვი­სა­უბ­როთ მხო­ლოდ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ზე.
უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ სა­განს „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა“, ალ­ბათ, აღარ ერ­ქ­მე­ვა. გვსურს, რომ მას ეწო­დოს „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“. ახალ­გაზ­რ­დებს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას ვას­წავ­ლით და გვინ­და, ეს სა­ხელ­წო­დე­ბა­შიც აისა­ხოს, ანუ რა­საც ვას­წავ­ლით, ის ერ­ქ­ვას სა­განს.
— სას­წავ­ლო გეგ­მის ცვლი­ლე­ბა სტან­დარ­ტ­ზეც აისა­ხე­ბა?
— რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა  საგ­ნის სტან­დარ­ტ­საც — სას­წავ­ლო გეგ­მის მთა­ვარ ნა­წილს. ძვე­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით, სტან­დარ­ტ­ში მო­ცე­მუ­ლი იყო მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი, ამ შე­დე­გე­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი ინ­დი­კა­ტო­რე­ბი და გარ­კ­ვე­უ­ლი ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სა­კითხე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. ახალ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი: სწავ­ლის შე­დე­გე­ბი, სტან­დარ­ტის ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტი, ძი­რე­უ­ლად  გა­და­მუ­შავ­და. შე­იც­ვა­ლა თა­ვად სწავ­ლის შე­დე­გის არ­სიც. აქამ­დე, IX და X კლა­სებ­ში გვქონ­და ყო­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­საღ­წე­ვი შე­დე­გე­ბი. ჩვენ გა­და­ვე­დით სა­ფე­ხუ­რე­ობ­რივ შე­დე­გებ­ზე, ანუ მეშ­ვი­დე კლა­სის­თ­ვის, მერ­ვეს­თ­ვი­საც და მეცხ­რეს­თ­ვი­საც შე­დე­გე­ბი სა­ერ­თოა. ამ სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პე­და­გოგ­მა ერ­თი და იმა­ვე შე­დე­გებ­ზე უნ­და იმუ­შა­ოს, მათ მიღ­წე­ვას უნ­და ცდი­ლობ­დეს მოს­წავ­ლე­ებ­თან.
ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც ძველ გეგ­მა­ში, რო­გორც გითხა­რით, ჩა­მო­ნათ­ვა­ლის სა­ხით იყო, ამ­ჯე­რად უფ­რო სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი და მკა­ფი­ოდ გან­საზღ­ვ­რუ­ლია თე­მე­ბი­სა და ცნე­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, რომ მე-7 კლას­ში შე­ვი­დეს ისე­თი სა­გა­ნი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას ას­წავ­ლის მის უშუ­ა­ლო გა­რე­მომ­ც­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში (თემ­ში, უბან­ში, სო­ფელ­ში) — რას ნიშ­ნავს იყო აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე ამ არე­ალ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, გვაქვს წლი­უ­რი თე­მა „ინ­დი­ვი­დი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, ანუ ინ­დი­ვი­დი, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, რო­გორ უნ­და მოქ­მე­დებ­დეს და რო­გორ უნ­და ცხოვ­რობ­დეს თა­ვის გა­რე­მომ­ც­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.
მე-8 კლას­ში წლი­უ­რი თე­მაა „მო­ქა­ლა­ქე და სა­ხელ­მ­წი­ფო“ — რას ნიშ­ნავს იყო ინი­ცი­ა­ტი­ვი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე სა­ხელ­მ­წი­ფოს დო­ნე­ზე, რო­გორ შე­უძ­ლია მას სა­ხელ­მ­წი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და ა.შ.
მე-9 კლას­ში კი­დევ უფ­რო ფარ­თოვ­დე­ბა ახალ­გაზ­რ­და მო­ქა­ლა­ქის თვალ­სა­წი­ე­რი და ასე­თი წლი­უ­რი თე­მა გვაქვს — „ადა­მი­ა­ნი და გლო­ბა­ლუ­რი პრო­ცე­სე­ბი“, ანუ რო­გორ შე­უძ­ლია მოს­წავ­ლეს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ცნო­ბი­ე­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე  პრო­ცე­სებ­თან მი­მარ­თე­ბით.
ასე­თია სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი აღ­ნა­გო­ბა. გარ­და ამი­სა, კლა­სე­ბის მი­ხედ­ვით, თი­თო­ე­უ­ლი წლი­უ­რი თე­მა, ასე ვთქვათ, ჩაშ­ლი­ლია კი­დევ უფ­რო დე­ტა­ლურ სას­წავ­ლო თე­მე­ბად, ანუ გვაქვს წლი­უ­რი თე­მა და ამ წლი­უ­რი თე­მის შე­მად­გე­ნე­ლი სას­წავ­ლო თე­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, VII კლას­ში ხუ­თი სას­წავ­ლო თე­მაა, VIII-IX-ში —  სამ-სა­მი.
VII კლა­სის სას­წავ­ლო თე­მე­ბია: „თე­მი, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ“, „სას­კო­ლო გა­რე­მო/სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ — ეს ის თე­მე­ბია, რო­მელ­თა­ნაც მოს­წავ­ლე უშუ­ა­ლოდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, ვას­წავ­ლოთ მოს­წავ­ლეს, რო­გორ გა­მო­ავ­ლი­ნოს თემ­ში, სკო­ლა­ში თუ სხვა­გან თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა; „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ — ამ თე­მა­ზე სა­გან­გე­ბოდ გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რადღე­ბას იმი­ტომ, რომ ბო­ლო ხა­ნებ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი გა­ის­მის, თით­ქოს ჩვენ რა­ღაც ისეთს ვას­წავ­ლით, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ამი­ტომ ჩა­მო­გით­ვ­ლით, რის სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობს ეს თე­მა: პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა, ჯან­სა­ღი კვე­ბა, ადიქ­ცია (და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ალ­კო­ჰოლ­ზე, ნარ­კო­ტიკ­ზე, კი­ბერ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ა.შ.), ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა. „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ ამ სა­კითხებს მო­ი­ცავს და მეტს არა­ფერს; ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თე­მაა „გა­რე­მო­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა“ და გვაქვს კი­დევ „ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“.
VIII კლა­სის სას­წავ­ლო თე­მე­ბია: „ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა“, „ცენ­ტ­რა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, „ეკო­ნო­მი­კა და სა­ხელ­მ­წი­ფო“.
IX კლა­სის სას­წავ­ლო თე­მე­ბია: „სამ­შ­ვი­დო­ბო პრო­ცე­სე­ბი და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი“, „გა­რე­მოს დაც­ვა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა“, „მსოფ­ლიო ბა­ზა­რი“.
ალ­ბათ მი­აქ­ცევ­დით ყუ­რადღე­ბას, რომ ყვე­ლა კლას­ში ბო­ლო თე­მა ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ხა­სი­ა­თი­საა. ესეც ერთ-ერ­თი ცვლი­ლე­ბაა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ახალ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში — ამ სა­გან­ში ვაძ­ლი­ე­რებთ ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენტს. ამის სა­ჭი­რო­ე­ბა და აუცი­ლებ­ლო­ბა მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ვი­ნა­ხეთ, რად­გან ის უამ­რა­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მა, რაც ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ექ­მ­ნე­ბა, უმე­ტეს წი­ლად, გა­მოწ­ვე­უ­ლია ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტით. ამის გა­მოს­წო­რე­ბას ვცდი­ლობთ, გვინ­და მო­მა­ვალ თა­ო­ბებს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ავუ­მაღ­ლოთ ცნო­ბი­ე­რე­ბა.
— მე-7 კლას­ში თე­მა­ტურ ცნე­ბებს შო­რის ერთ-ერ­თი „ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბაა“. ამ ცნე­ბის შე­მო­ტა­ნა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ხომ არ აძ­ლევს სა­ფუძ­ველს სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილს, რო­მე­ლიც აგ­რე­სი­უ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი? უფ­რო დე­ტა­ლუ­რად გა­ვაც­ნოთ მკითხ­ველს, რას ით­ვა­ლის­წი­ნებს ეს სას­წავ­ლო თე­მა?
— მე-7 კლა­სის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ხუ­თი სას­წავ­ლო თე­მი­დან ერთ-ერთს ჰქვია „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ და თუ რას გუ­ლის­ხ­მობს „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“, მო­ცე­მუ­ლი გვაქვს თე­მა­ტურ ცნე­ბებ­ში, პირ­და­პი­რი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ერთ-ერ­თი ცნე­ბაა „ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა“ — მეშ­ვი­დეკ­ლა­სელ­მა უნ­და გა­ი­აზ­როს რა არის ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა, და­უ­ფიქ­რ­დეს მის საფ­რ­თხე­ებს და იმ პრობ­ლე­მებს, რაც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას.
იმ სა­ეჭ­ვო ბრალ­დე­ბე­ბის, რაც სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან მო­დი­ო­და, სა­ფუძ­ვე­ლი ამ ტექ­ს­ტ­ში, რა­საც ჰქვია „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ ვჳჳ-ჳხ კლა­სე­ბის სტან­დარ­ტი, შე­უძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს. მსგავ­სი სა­ეჭ­ვო და სა­ორ­ჭო­ფო ჩა­ნა­წე­რი არ არ­სე­ბობს და არც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა არც ერთ სა­მუ­შაო ვერ­სი­ა­ში. ამ სტან­დარ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბა დი­დი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს და არა­სო­დეს გვი­ფიქ­რია რა­ი­მე ისე­თი ნე­გა­ტი­უ­რის ჩა­წე­რა, რა­საც, შე­ეძ­ლო ყვე­ლა აღეშ­ფო­თე­ბი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, მე ვერ გეტყ­ვით, რა არის მა­თი აღ­შ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. მგო­ნია, რომ შეც­დო­მა­ში არი­ან შეყ­ვა­ნი­ლი.
— დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს სა­გა­ნი „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ნა­წი­ლია
— „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის ნა­წი­ლია. ამ ჯგუფ­ში  შე­დის ასე­ვე „ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო“, ის­ტო­რია. გე­ოგ­რა­ფია და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ავ­ტო­რო ჯგუ­ფე­ბის მი­ერ „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ისი­ნი წე­რენ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს და წელს და­იწყე­ბა ამ საგ­ნის პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი. „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ სტან­დარ­ტ­ში ვე­რა­ვინ ნა­ხავს რა­მე ისეთს, რაც შე­იძ­ლე­ბა ვაი-ვი­შის ატეხ­ვის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ო­დეს. გარ­წ­მუ­ნებთ, ამ სტან­დარ­ტ­ში არ წე­რია ის, რა­ზეც სა­უბ­რო­ბენ გარ­კ­ვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ით, ინ­ტერ­ნე­ტით თუ პრე­სით.
— ით­ქ­ვა ისიც, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და გა­ე­როს გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გ­ლებ­ში, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში უნ­და მოხ­დეს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის ინ­ტეგ­რი­რე­ბა საგ­ნებ­ში.
— გან­ვი­ხი­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი ტერ­მი­ნი.
ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი. სა­ქარ­თ­ვე­ლო არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ყო­ველ­თაო დეკ­ლა­რა­ცი­ის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის კონ­ვენ­ცი­ის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი დო­კუ­მენ­ტის ხელ­მომ­წე­რი ქვე­ყა­ნა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს ცალ­კე თა­ვი ეთ­მო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­შიც. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყო­ვე­ლი­ვე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას გვა­კის­რებს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სკო­ლა­ში შე­ის­წავ­ლონ და გა­ი­აზ­რონ, რას ნიშ­ნავს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი.
გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბა, ანუ ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის თა­ნას­წო­რო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არის ის ცნე­ბა, რო­მე­ლიც წი­ნა სას­წავ­ლო გეგ­მა­შიც იყო მო­ცე­მუ­ლი  და, ბუ­ნებ­რი­ვია, ახ­ლაც არის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სტან­დარ­ტ­ში. ეს ცნე­ბა, უფ­რო მარ­ტი­ვი ტერ­მი­ნის სა­ხით — ბი­ჭი­სა და გო­გოს თა­ნას­წო­რო­ბა, მო­ცე­მუ­ლია „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც“. რა შე­იძ­ლე­ბა იყოს აქ ცუ­დი, რო­დე­საც ბავ­შ­ვებს თა­ვი­დან­ვე ვას­წავ­ლით იმ თა­ნა­ბა­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბას, რაც ბი­ჭებ­სა და გო­გო­ნებს აქვთ. რომ გა­იზ­რ­დე­ბი­ან,  ქა­ლი­სა და კა­ცის თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი.
ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი გუ­ლის­ხ­მობს სხვა­დას­ხ­ვა ას­პექტს. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში, აქ­ცენ­ტი, ძი­რი­თა­დად, კეთ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე — რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს მოს­წავ­ლე, რომ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით იცხოვ­როს, და­ფიქ­რ­დეს ამა­ზე, სხვა­დას­ხ­ვა პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხი იკ­ვ­ლი­ოს ამ კუთხით და ა.შ. იმა­ვე ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს ემ­სა­ხუ­რე­ბა სხვა სა­გ­ნე­ბიც, მა­გა­ლი­თად სპორ­ტი, რო­მე­ლიც ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პრაქ­ტი­კა­ში რე­ა­ლი­ზე­ბას უწყობს ხელს. ამის  სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ვის რა უნ­და ჰქონ­დეს, ვერ ვხვდე­ბი. თუ ისი­ნი სხვა რა­მეს გუ­ლის­ხ­მო­ბენ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წეს­ში, რო­გორც ჩანს, ამ ცნე­ბის სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ირ აღ­ქ­მას­თან გვაქვს საქ­მე. ჩვენ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი გვეს­მის ისე, რო­გორც დღეს ვი­სა­უბ­რეთ. თუ მათ, ვინც ჩვენ რა­ღა­ცე­ბს გვაბ­რა­ლებს, სხვა რა­ღაც ჰგო­ნი­ათ, ეს მა­თი პრობ­ლე­მაა.
— და­ბო­ლოს რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ...
— რაც შე­ე­ხე­ბა რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ში“ ეს სა­კითხი ვერ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ეს არის ბი­ო­ლო­გი­ურ-ანა­ტო­მი­უ­რი ხა­სი­ა­თის სა­კითხი და შე­იძ­ლე­ბა ის­წავ­ლე­ბო­დეს ბი­ო­ლო­გი­ის სა­გან­ში. დღეს, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე ეს სა­კითხი ისე­დაც ის­წავ­ლე­ბა და ად­რეც ის­წავ­ლე­ბო­და ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­ის ფარ­გ­ლებ­ში. რო­ცა მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, მა­ში­ნაც ის­წავ­ლე­ბო­და ანა­ტო­მი­ა­ში გამ­რავ­ლე­ბა, ანუ რეპ­რო­დუქ­ცია.
რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას­თან. სტან­დარ­ტ­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუფ­ში ვმსჯე­ლობ­დით, ნა­ად­რე­ვი ხომ არ არის ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის სა­კითხის შე­მო­ტა­ნა მეშ­ვი­დე კლას­ში. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს ზუს­ტად მეშ­ვი­დე კლა­სის თე­მაა იმი­ტომ, რომ სწო­რედ ამ და შემ­დ­გო­მი ასა­კი­დან გვხვდე­ბა ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის ფაქ­ტე­ბი. აუცი­ლე­ბე­ლია, ბავ­შ­ვებს თა­ვი­დან­ვე სწო­რად ავუხ­ს­ნათ, რა საფ­რ­თხე­ებს მო­ი­ცავს და რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას.
— შე­ე­ხო თუ არა ცვლი­ლე­ბა მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მას?
— სტან­დარტს თან ახ­ლავს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წი­ლი — რო­გორ შე­ფას­დეს მოს­წავ­ლე ამ სა­გან­ში. მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბა საკ­ვან­ძო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მქო­ნე სა­კითხია, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი სტან­დარ­ტ­ში. ეს, ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ველ რიგ­ში, გან­კუთ­ვ­ნი­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. მათ ამის მი­ხედ­ვით უნ­და იმოქ­მე­დონ, იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლონ. მო­ქალ­ქე­ო­ბა პრო­ექ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­გა­ნია. ზუს­ტად ამას ვთა­ვა­ზობთ პე­და­გოგს, რომ მან ძი­რი­თა­დად ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოს პრო­ექ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებს და მა­თი მეშ­ვე­ო­ბით შე­ა­ფა­სოს მოს­წავ­ლე. ვთა­ვა­ზობთ ჩა­მო­ნათ­ვალს, რა შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ვა­ლოთ მოს­წავ­ლეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­გან­ში — ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს კედ­ლის გა­ზე­თი, ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დი, ბლო­გი ან ვებ­სა­ი­ტი... ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გი შემ­თხ­ვე­ვე­ბი ვი­ცით, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში შექ­მ­ნეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბი, ჩა­ა­ტა­რეს სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვა და წარ­მო­ად­გი­ნეს მი­სი ან­გა­რი­ში. შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა­ში ისე­თი სა­ხის აქ­ტი­ვო­ბე­ბი და პრო­ექ­ტე­ბია მო­ცე­მუ­ლი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ად­გე­ბა ადა­მი­ანს. ასე­თი და­ვა­ლე­ბე­ბი უნ­და მი­ე­ცეს მოს­წავ­ლეს და ამ და­ვა­ლე­ბე­ბით­ვე უნ­და შე­ფას­დეს.
გვაქვს, ასე­ვე, დის­კუ­სი­ე­ბი, დე­ბა­ტე­ბი, იმი­ტი­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სე­ბი და თოქ-შო­უ­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოს ხდის საგ­ნის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცესს, ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რია, რად­გან სწო­რედ ამ­გ­ვარ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ვლინ­დე­ბა მოს­წავ­ლის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი უნარ-ჩვე­ვე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. ამი­ტო­მაც, რა­შიც კარ­გად გა­მოს­ჭ­ვი­ვის ეს უნარ-ჩვე­ვე­ბი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ზუს­ტად ისეთ აქ­ტი­ვო­ბებს ვთა­ვა­ზობთ. ამ სა­გან­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვართ ტეს­ტის, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ხუ­რულ ტეს­ტებს ვგუ­ლის­ხ­მობ, რო­გორც შე­ფა­სე­ბის ფორ­მი­სა.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­ფა­სე­ბის ეს კომ­პო­ნენ­ტი ჩა­დე­ბუ­ლია სტან­დარ­ტ­ში, ანუ სას­წავ­ლო გეგ­მის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წილ­ში. რა­კი ასეთ შე­ფა­სე­ბას ვითხოვთ, პე­და­გო­გებს შე­სა­ბა­მის მე­თო­დი­კურ ორი­ენ­ტი­რებ­საც ვთა­ვა­ზობთ. ჩვენ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი გვაქვს უამ­რა­ვი ტი­პუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რომ­ლე­ბიც უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.
—კი­დევ რას და­ა­მა­ტებ­დით
— გარ­და იმი­სა, რომ ძი­რი­თა­დად ვსა­უბ­რობთ სტან­დარ­ტ­ზე, „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას“, სტან­დარ­ტის გარ­და, აქვს წლი­უ­რი პროგ­რა­მაც. ეს კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლეა, რაც ძველ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში არ არ­სე­ბობ­და.
ძვე­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით, მას­წავ­ლებ­ლებს და ავ­ტო­რებს ვე­უბ­ნე­ბო­დით, რა სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბი გვინ­დო­და, რომ მიღ­წე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო კონ­კ­რე­ტულ კლას­ში და რა ში­ნა­არ­ს­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, მაგ­რამ რო­გორ წა­რე­მარ­თათ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, ნი­მუ­შის სა­ხით არ ვთა­ვა­ზობ­დით. ახ­ლა ეს შეც­ვ­ლი­ლია, ვაძ­ლევთ კონ­კ­რე­ტულ ნი­მუშს, თუ რო­გორ წარ­მარ­თონ „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, რა­თა მი­აღ­წი­ონ იმ სა­სწავ­ლო შე­დე­გებს, რაც გა­წე­რი­ლი გვაქვს სტან­დარ­ტ­ში, ანუ წლი­უ­რ პროგ­რა­მა­ში მო­ცე­მუ­ლია სტან­დარ­ტის რე­ა­ლი­ზე­ბის გზა. იგი სა­რე­კო­მენ­და­ციო ხა­სი­ა­თი­საა. ბუ­ნებ­რი­ვია,  შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ პე­და­გოგს თუ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტორს შე­უძ­ლია წლი­უ­რი პრაგ­რა­მი­სა­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი გზის და­სახ­ვა.
— რო­დის გა­ივ­ლის პი­ლო­ტი­რე­ბას სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა?
— ამ სას­წავ­ლო წელს, ალ­ბათ, არა. 2017 წლის შე­მოდ­გო­მი­დან იგეგ­მე­ბა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის საგ­ნის „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის“  პი­ლო­ტი­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ 2018-2019 სას­წავ­ლო წე­ლი უკ­ვე სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის­თ­ვის იქ­ნე­ბა სა­პი­ლო­ტე. ეს მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, ჩვე­ნი სურ­ვი­ლიცაა. გვინ­და, დრო­უ­ლად მო­ეს­წ­როს. შემ­დეგ უკ­ვე გვე­ლის სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის (ხ-ხჳჳ კლა­სე­ბის) ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა, ისიც შე­საც­ვ­ლე­ლია.
ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

25-28(942)N