გამოდის 1998 წლიდან
2017-09-28
თუ სკო­ლა­ში ეფექ­ტუ­რად არ მო­ვაწყ­ვეთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, ბუ­ნებ­რი­ვია, უმაღ­ლეს­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა გვექ­ნე­ბა

მაია მი­მი­ნოშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რი, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყის­ში, ჩვე­ნი გა­ზე­თის­თ­ვის ერ­თ­გ­ვარ ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან ერ­თად ვა­ფა­სებთ გა­მოც­დებს — ეროვ­ნულს, სა­ა­ტეს­ტა­ტო­სა თუ პე­და­გოგ­თა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სუ­რა­თი დი­დად არ იც­ვ­ლე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ესეც ერ­თ­გ­ვარ ტენ­დენ­ცი­ად მი­ვიჩ­ნი­ოთ. არც წლე­ვან­დე­ლი სა­გა­მოც­დო ზაფხუ­ლი იყო რა­ი­მე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა იყო და სა­გა­მოც­დო ცი­ებ-ცხე­ლე­ბას ცხე­ლი ამინ­დე­ბიც და­ე­მა­ტა...
 
— რო­გო­რი იყო წლე­ვან­დე­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი? წელს ოდ­ნავ, მაგ­რამ მა­ინც მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი გახ­და სტუ­დენ­ტი, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით...
— რა­ო­დე­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა, რაც შარ­შან იყო, 28 ათას­ზე ოდ­ნავ მე­ტი. თა­ვის­თა­ვად გა­მოც­დე­ბის პრო­ცესს რაც შე­ე­ხე­ბა, ძა­ლი­ან მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა, არა­ნა­ი­რი ხარ­ვე­ზი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, რაც ძა­ლი­ან კარ­გია, რად­გან ეს პრო­ცე­სი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად, ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლი მი­ზე­ზე­ბით, ბევრ რა­მე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი (ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გია, ინ­ტერ­ნე­ტის სიჩ­ქა­რე თუ სხვა). სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რე­ბი იდე­ა­ლუ­რად უნ­და იყოს მოწყო­ბი­ლი, რომ აპ­ლი­კან­ტებს არ შე­ექ­მ­ნათ რა­ი­მე პრობ­ლე­მე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან კარ­გად ჩა­ი­ა­რა, ერ­თა­დერ­თი, თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, იმ „უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას“, რა­ზეც გა­მოც­დე­ბის დაწყე­ბამ­დე და­იწყო სა­უ­ბა­რი — რომ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რებ­ში კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მა არ არის, რა­ტომ არ არის, რომ უნ­და იყოს და ა.შ. ეს იყო ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც, სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, უფ­რო გა­მოც­დე­ბამ­დე ვსა­უბ­რობ­დით და არა გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში. ერ­თა­დერ­თი დღე იყო, რო­დე­საც მარ­თ­ლაც მა­ღა­ლი იყო ტემ­პე­რა­ტუ­რა, ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დას და­ემ­თხ­ვა. რა თქმა უნ­და, არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო, რო­დე­საც გა­რე ფაქ­ტო­რე­ბი რა­ღაც ფორ­მით გიშ­ლის ხელს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ა­ხერ­ხო სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. მაგ­რამ რე­ა­ლო­ბას უნ­და გა­ვუს­წო­როთ თვა­ლი, მე, მა­გა­ლი­თად, ნამ­დ­ვი­ლად ვიქ­ნე­ბო­დი ბედ­ნი­ე­რი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გვქონ­დეს, წე­ლი­წა­დის სხვა დროს ჩა­ვა­ტა­როთ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი, რო­ცა თუნ­დაც მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ იქ­ნე­ბა ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რი. შე­მოდ­გო­მა­ზე ან გა­ზაფხულ­ზე ეს ფაქ­ტო­რი მო­იხ­ს­ნე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, ასე არ გა­მო­დის იმი­ტომ, რომ სკო­ლე­ბი მა­ი­სის ბო­ლოს ამ­თავ­რე­ბენ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი კი სექ­ტემ­ბერ­ში იწყე­ბენ. ერ­თა­დერ­თი პე­რი­ო­დი ზაფხუ­ლია და ამას რო­გორ­ღაც უნ­და შე­ვე­გუ­ოთ.
მე­ო­რე მხრივ, უნ­და ვი­ცო­დეთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ვერ მოვ­ძებ­ნით ისეთ შე­ნო­ბას, რო­მე­ლიც სრუ­ლად კონ­დი­ცი­რე­ბუ­ლია და რო­მელ­საც სა­გა­მოც­დო სექ­ტო­რე­ბად გა­მო­ვი­ყე­ნებთ, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, 10 000 აპ­ლი­კანტს მი­ვი­ღებთ. ასე­თი შე­ნო­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ არ­სე­ბობს, სკო­ლებს კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მა არ აქვს. იმა­საც ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ზო­გი­ერთ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რ­ში არის კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მა და არ რთა­ვენ, ასე ნამ­დ­ვი­ლად არ იყო. ორი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მო­ვი­ყე­ნეთ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რად: ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი. სკო­ლებ­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­შიც კი არ გვაქვს სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბი.
სხვა არა­ფე­რი მახ­სენ­დე­ბა, რაც, მე­ტად თუ ნაკ­ლე­ბად, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სა­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა გამ­ხ­და­რი­ყო.
კონ­დი­ცი­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს კი იმით და­ვას­რუ­ლებ, რომ ამ წლებ­მა ერ­თი რამ გვიჩ­ვე­ნა — რო­დე­საც 15 აპ­ლი­კან­ტი ერთ სექ­ტორ­ში ზის, ყვე­ლას სხვა­დას­ხ­ვა მოთხოვ­ნა აქვს, მა­გა­ლი­თად, ხში­რია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც აპ­ლი­კან­ტ­თა გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი ითხოვს ფან­ჯ­რის და­ხურ­ვას იმი­ტომ, რომ უბე­რავს, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი ითხოვს გა­ღე­ბას. ძა­ლი­ან რთუ­ლია 10 000 აპ­ლი­კანტს, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, მო­ერ­გო და ზუს­ტად ის პი­რო­ბე­ბი შეს­თა­ვა­ზო, რაც მათ სურთ. ასე რომ, მე ამას პრობ­ლე­მა­საც ვერ და­ვარ­ქ­მევ­დი — ზაფხულ­ში ცხე­ლა და სამ­წუ­ხა­როდ, სიცხე­ში გვი­წევს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა და არა მხო­ლოდ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რებ­ში.

— გა­მოც­დე­ბი რომ და­იწყო, თა­ვი­დან, აპ­ლი­კან­ტე­ბი კალ­მებს უჩი­ოდ­ნენ...
რაც შე­ე­ხე­ბა კალ­მებს, სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობ, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნა, მო­მა­ვა­ლი წლის­თ­ვის (რა თქმა უნ­და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით), მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აპ­ლი­კან­ტებს, სახ­ლი­დან მო­ი­ტა­ნონ ზუს­ტად ისე­თი პა­რა­მეტ­რე­ბის კა­ლა­მი, რო­მელ­საც სკა­ნე­რი კითხუ­ლობს და ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ და­ვამ­თავ­რებთ ამა­ზე სა­უ­ბარს. ყო­ველ წე­ლი­წადს ვყი­დუ­ლობთ კალ­მებს იმა­ზე მეტს, რაც გვჭირ­დე­ბა, სწო­რედ იმი­ტომ, რომ ყველ­გან იყოს რე­ზერ­ვი. რო­ცა დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით  ყი­დუ­ლობ, ბუ­ნებ­რი­ვია, გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი აუცი­ლებ­ლად არ იმუ­შა­ვებს და მო­მენ­ტა­ლუ­რად შეც­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გვქონ­დეს, ყვე­ლა სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რ­ში და არა მხო­ლოდ სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რ­ში — ყვე­ლა სექ­ტორ­ში, რა თქმა უნ­და, რე­ზერ­ვია სა­ჭი­რო. ბუ­ნებ­რი­ვია, თუ აპ­ლი­კან­ტი კა­ლამს არ მო­ი­ტანს, ჩვენ და­ვახ­ვედ­რებთ, მაგ­რამ თუ მო­ი­ტანს, მი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა, თუ სკა­ნერს რა­ი­მე პრობ­ლე­მა შე­ექ­მ­ნე­ბა — წა­ი­კითხავს თუ არა პა­სუ­ხე­ბის ფურ­ცელს.
სხვა მხრივ, გას­წო­რე­ბის პრო­ცე­სიც, აპე­ლა­ცი­აც, ჩა­რიცხ­ვე­ბიც — ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დ­ვი­ლად ისე წა­რი­მარ­თა, რო­გორც გვინ­დო­და.
28 000-ზე მე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი გახ­და სტუ­დენ­ტი, გვყავს გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც ბა­რი­ე­რი კი გა­და­ლა­ხეს, მაგ­რამ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ვერ ჩა­ი­რიცხ­ნენ, მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, სა­მა­სია. ერ­თი რამ მა­ხა­რებს — ჩა­რიცხ­ვე­ბის შემ­დეგ შევ­ხ­ვ­დი ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ დიდ ნა­წილს არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია ჩვე­ნი შე­თა­ვა­ზე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და მე­ტი ფა­კულ­ტე­ტი შე­მო­ხა­ზონ იმი­ტომ, რომ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მათ უკ­ვე მკა­ფი­ოდ აქვთ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, სად უნ­დათ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა — რო­მელ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით. მათ­თ­ვის სუ­ლერ­თი არ არის, სად ჩა­ი­რიცხე­ბი­ან. ასე რომ, ეს, ჩემ­თ­ვის პი­რა­დად, ნამ­დ­ვი­ლად სა­სი­ხა­რუ­ლოა.
 
— ხომ არ მოხ­ს­ნი­ლან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი გა­მოც­დე­ბი­დან?
— ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი იყო, მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლად აპ­ლი­კან­ტე­ბის (მხო­ლოდ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს არ ეხე­ბათ) მი­ზე­რუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა მო­იხ­ს­ნა. ერ­თი-ორი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რო­დე­საც, სა­გა­მოც­დო წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვის გა­მო, აპ­ლი­კან­ტი მო­იხ­ს­ნა გა­მოც­დი­დან. წი­ნა წლებს თუ შე­ვა­და­რებთ, ნამ­დ­ვი­ლად მი­ზე­რუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბაა.
 
— წელს უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნ­და?
— მარ­თა­ლია, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ცო­ტა გვი­ან გა­მოქ­ვეყ­ნ­და, მაგ­რამ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მა­ინც ჰქონ­დათ გარ­კ­ვე­უ­ლი დღე­ე­ბი იმი­სათ­ვის, რომ კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ე­ტა­ნათ. ბუ­ნებ­რი­ვია, აპ­ლი­კან­ტ­მა, რო­ცა რე­გის­ტ­რა­ცი­ას გა­დის, უნ­და იცო­დეს ყვე­ლა წე­სი და კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი თა­ვი­დან ყო­ფი­ლი­ყო ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, თუ ახალ­გაზ­რ­დას სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა უნ­და, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან კარ­გია, თუ სა­ხელ­მ­წი­ფო აიღებს თა­ვის თავ­ზე ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას, თუმ­ცა, ახალ­გაზ­რ­დას, მეტ-ნაკ­ლე­ბად, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი უნ­და ჰქონ­დეს, რა უნ­და და სად სურს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. უფა­სო ფა­კულ­ტე­ტე­ბი არ უნ­და იყოს თავ­შე­სა­ფა­რი და ის ად­გი­ლი, სა­დაც ახალ­გაზ­რ­დას სტუ­დენ­ტი და­ერ­ქ­მე­ვა. მა­გა­ლი­თად, თუ სა­ხელ­მ­წი­ფო ფი­ზი­კის ფა­კულ­ტეტს აფი­ნან­სებს იმი­ტომ, რომ ეს ქვეყ­ნის­თ­ვის პრი­ო­რი­ტე­ტია, რა თქმა უნ­და, იმ ახალ­გაზ­რ­დის­გან ფი­ზი­კო­სი ვერ დად­გე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ იმი­ტომ აბა­რებს ამ ფა­კულ­ტეტ­ზე, რომ უფა­სოდ ის­წავ­ლოს. ასე რომ, ნამ­დ­ვი­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ციაა, მაგ­რამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ახალ­გაზ­რ­დამ იმ­გ­ვა­რად უნ­და მი­ი­ღოს, რომ ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, რა უნ­და და სად უნ­და სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა.
შე­იმ­ჩ­ნე­ვა ტენ­დენ­ცია, რაც ჩემ­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად სამ­წუ­ხა­როა, რომ კლე­ბუ­ლობს იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც სა­გა­მოც­დო საგ­ნად მა­თე­მა­ტი­კას ირ­ჩე­ვენ. ად­რე თუ ორი სრუ­ლი ვა­რი­ან­ტი გვჭირ­დე­ბო­და და მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და­ზე სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყო დატ­ვირ­თუ­ლი, ახ­ლა ერ­თი ვა­რი­ან­ტიც საკ­მა­რი­სია. წელს ერ­თი ვა­რი­ან­ტი გვქონ­და.
გა­ი­ზარ­და აბი­ტუ­რი­ენ­ტ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, მა­გა­ლი­თად, გე­ოგ­რა­ფი­ა­ში, თა­ვი­დან ერ­თი ვა­რი­ან­ტი გვქონ­და, ახ­ლა უკ­ვე სა­მი ვა­რი­ან­ტი გვჭირ­დე­ბა, იმ­დე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ირ­ჩევს გე­ოგ­რა­ფი­ას.

— რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა ხომ არ იგეგ­მე­ბა ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე?
— უკ­ვე და­იწყო ახა­ლი ციკ­ლი და ვემ­ზა­დე­ბით 2018 წლის გა­მოც­დე­ბის­თ­ვის. ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ იმა­ზე, რომ და­ხუ­რულ­ბო­ლო­ი­ა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი ელექ­ტ­რო­ნუ­ლად შევ­თა­ვა­ზოთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, თუმ­ცა ბევრ პრობ­ლე­მას ვაწყ­დე­ბით (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არ ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რამ­დე­ნად მზად არის ცენ­ტ­რი, რომ აპ­ლი­კან­ტებს ასე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბა შეს­თა­ვა­ზოს). ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ვად მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­თი ფორ­მის გა­მოც­დი­სად­მი იმი­ტომ, რომ აქაც არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს ურ­ჩევ­ნია ქა­ღალ­დ­ზე შე­ავ­სოს ტეს­ტი, გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს — პირ­და­პირ ელექ­ტ­რო­ნუ­ლად გას­ცეს პა­სუ­ხე­ბი. ამა­ზეც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ. თუმ­ცა, ჩვენ ნამ­დ­ვი­ლად ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ იმი­სათ­ვის, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი მა­ინც გა­და­ვი­დეს სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ში. ეს ძა­ლი­ან მომ­გე­ბი­ა­ნი იქ­ნე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის. თუ ზო­გა­დი უნა­რე­ბის გა­მოც­დას სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნუ­ლად ჩა­ვა­ტა­რებთ, ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ი­გონ შე­დე­გი და არ ელო­დონ თვე­ო­ბით. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პლუ­სია ამ სის­ტე­მის.
თუ რა­ი­მე სი­ახ­ლეს შევ­თა­ვა­ზებთ ჩვენს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, ში­ნა­არ­სობ­რივ თუ სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბულს, ნო­ემ­ბ­რის და­საწყის­ში აუცი­ლებ­ლად ვაც­ნო­ბებთ მათ.
    
— შე­საძ­ლე­ბე­ლია წელს უნა­რე­ბის ტეს­ტი­რე­ბა სრუ­ლად ელექ­ტ­რო­ნულ ფორ­მატ­ზე გა­და­ვი­დეს?
— სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რო­გორ არ შე­იძ­ლე­ბა და ძა­ლი­ან კარ­გიც იქ­ნე­ბა. ჩვე­ნი მხრი­დან, მო­გახ­სე­ნეთ, რომ ინ­ტენ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ. თქვენ იცით, რომ მთელ ამ პრო­ცესს თან სდევს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან ბევ­რი კო­რექ­ტი­ვე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბი უნ­და შე­ვი­დეს თვი­თონ სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის პროგ­რა­მა­ში. რის­კის ქვეშ არ უნ­და და­ვა­ყე­ნოთ სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი. გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მო, ხარ­ვე­ზე­ბით რომ არ წა­რი­მარ­თოს პრო­ცე­სი, სრუ­ლად უნ­და ვი­ყოთ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს. ამა­ში რომ დავ­რ­წ­მუნ­დეთ, არა­ერ­თი აპ­რო­ბა­ცია და პი­ლო­ტი­რე­ბა უნ­და ჩა­ვა­ტა­როთ. თუ ყვე­ლა­ფე­რი მზად გვექ­ნე­ბა, და­ვუშ­ვათ, იან­ვარ­ში და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცე­მა, რომ თე­ბერ­ვალ­ში, მარ­ტ­ში, აპ­რილ­ში ახა­ლი სის­ტე­მა კარ­გად გა­მოვ­ცა­დოთ,  ბუ­ნებ­რი­ვია, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა 2018 წლი­დან შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბა, თუ არა­და, მო­მა­ვალ წელ­საც იმა­ვე ფორ­მა­ტით ჩა­ტარ­დე­ბა, რო­გორც წელს.
      
— რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებს, წელს არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გი დად­გა...
— წი­ნა წლებს თუ შე­ვა­და­რებთ, სუ­ლაც არ არის დი­დად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სუ­რა­თი. არა­სა­სი­ა­მოვ­ნო რომ არის და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო ის შე­დე­გი, რაც გვაქვს, ეს ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ ის, რომ 2017 წლის შე­დე­გი, წი­ნა წლე­ბის­გან დი­დად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და, ასე ნამ­დ­ვი­ლად არ არის.
ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­დე­საც 11 000-მდე მოს­წავ­ლე ვერ ახერ­ხებს, ერთ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გან­ში მა­ინც, მი­ზე­რულ­ზე მი­ზე­რუ­ლი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი ხომ მი­ნი­მა­ლურ­ზე მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ებს ამოწ­მებს. სა­უ­ბა­რი რომ არის იმა­ზე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს გა­მოც­და რას ამოწ­მებს, პირ­და­პირ ვამ­ბობ — მი­ნი­მა­ლურ­ზე მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ას სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გან­ში. აქ არ არის სა­უ­ბა­რი მა­ღალ სა­აზ­როვ­ნო უნა­რებ­ზე და ა.შ. (ამის­თ­ვის სკო­ლა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც უწერს შე­სა­ბა­მის ნი­შანს და აფა­სებს სა­კუ­თარ მოს­წავ­ლეს), სა­უ­ბა­რია იმა­ზე, აქვს თუ არა მოს­წავ­ლეს მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცია კონ­კ­რე­ტულ სა­გან­ში და არის თუ არა ღირ­სი, მი­ი­ღოს ატეს­ტა­ტი.
რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბევ­რი რა­მაა გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი, მაგ­რამ რა არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი და რო­გორ არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი, ამა­ზე გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით არ უნ­და ვიმ­ს­ჯე­ლოთ. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ძა­ლი­ან ბევრ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვას ატა­რებს და პა­სუ­ხე­ბი სწო­რედ ამ კვლე­ვე­ბის შე­დე­გებ­ში უნ­და ვე­ძი­ოთ. იმ დროს, რო­ცა მეცხ­რეკ­ლა­სე­ლე­ბის ძა­ლი­ან დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა ვერ ადას­ტუ­რებს მი­ნი­მა­ლურ­ზე მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ას სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნებ­ში, რა­ტომ ვე­ლო­დე­ბით, რომ მე­თორ­მე­ტე კლას­ში უკე­თე­სი შე­დე­გი გვექ­ნე­ბა. ეს ხომ არა­რე­ა­ლის­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და, ეს ხომ არ იქ­ნე­ბო­და ანა­რეკ­ლი იმი­სა, რა პრობ­ლე­მებ­საც ვე­ჯა­ხე­ბით სკო­ლის პე­რი­ოდ­ში.
არ­სე­ბობს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა შეს­რულ­დეს ყვე­ლა სკო­ლა­ში. ესგ-ს მი­ხედ­ვით, ვად­გენთ იმ მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ებს, რაც შემ­დეგ გა­მოც­და­ზე მო­ეთხო­ვე­ბა მოს­წავ­ლეს. აშ­კა­რაა, რომ რა­ღაც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ­ვე­ზი და პრობ­ლე­მა გვაქვს სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე, რო­ცა ვერ ხერ­ხ­დე­ბა (სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ვგუ­ლის­ხ­მობ) ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ათ­ვი­სე­ბა, იმ ამო­სა­ვა­ლი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის, რო­მე­ლიც დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, რო­გორც ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო დო­კუ­მენ­ტი.
პირ­ველ რიგ­ში, კვლე­ვის შე­დე­გებს უნ­და შევ­ხე­დოთ იმი­ტომ, რომ კვლე­ვა გვაძ­ლევს პრობ­ლე­მე­ბის კომ­პ­ლექ­სუ­რად შე­ფა­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. უამ­რა­ვი ფაქ­ტო­რია, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­ე­ბის მიღ­წე­ვებ­ზე. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე არ არის. კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ყვე­ლა ფაქ­ტო­რის მი­ხედ­ვი­თაა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი  და კითხ­ვა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვიჩ­ნ­დე­ბა — რა­ტომ ხდე­ბა ისე, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ უკე­თე­სი შე­დე­გის მიღ­წე­ვას? — ბუ­ნებ­რი­ვია, პა­სუ­ხი აქ უნ­და მოვ­ძებ­ნოთ და ამის მი­ხედ­ვით დავ­გეგ­მოთ შემ­დ­გო­მი ნა­ბი­ჯე­ბი.
ისევ ვი­მე­ო­რებ, რო­ცა კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში — 40-50%, და­ბა­ლი სა­ფე­ხუ­რის მიღ­მა აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რა­ტომ უნ­და გვქონ­დეს მო­ლო­დი­ნი, რომ სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბი­სას უკე­თეს შე­დეგს აჩ­ვე­ნე­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შაოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი — სწო­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი — პირ­ველ რიგ­ში.
   
— მოს­წავ­ლე­თა წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, ალ­ბათ, პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია...
— ერთ-ერ­თი არის, რა თქმა უნ­და. რო­ცა მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი ხომ არ არის, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პე­და­გო­გი გვჭირ­დე­ბა იმის­თ­ვის, რომ მოს­წავ­ლემ უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნოს, მარ­ტი­ვი ენით რომ ვთქვათ, კარ­გად ის­წავ­ლოს.

— გარ­კ­ვე­ულ სუ­რათს პე­და­გოგ­თა გა­მოც­დე­ბიც ხომ იძ­ლე­ვა?
— ახა­ლი მიდ­გო­მაა სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან — პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გი, ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, ადას­ტუ­რებს კომ­პე­ტენ­ცი­ას. პე­და­გოგ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცია ერთ-ერ­თი ფაქ­ტო­რია, მაგ­რამ არა ერ­თა­დერ­თი და არა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. ისევ ვი­მე­ო­რებ, თუ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა არა­რე­ა­ლის­ტუ­რია (პი­რო­ბი­თად ვამ­ბობ), რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლე­ბელს გა­უ­ჭირ­დე­ბა მი­სი შეს­რუ­ლე­ბა. თუ მას­წავ­ლე­ბელს გა­უ­ჭირ­დე­ბა მი­სი შეს­რუ­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს უკ­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­დე­გებ­ზეც აისა­ხე­ბა. რა თქმა უნ­და, მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და მო­ა­ხერ­ხოს მოს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­და სწავ­ლი­სად­მი, მაგ­რამ მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბე­ლი ვე­რა­ფერს იზამს. მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი იჩენს თავს — ოჯა­ხის, სო­ცი­ო­ე­კო­ნო­მი­უ­რი, სკო­ლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, სას­კო­ლო რე­სურ­სე­ბი და სხვ. საქ­მე ასე მარ­ტი­ვად არ არის, რომ ვთქვათ, რად­გან მას­წავ­ლებ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია ასე­თია, ამი­ტომ გვაქვს ასე­თი შე­დე­გი. თუმ­ცა, გა­ვი­მე­ო­რებ, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია.
ვინ უნ­და ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბოს მოს­წავ­ლეს სწავ­ლი­სად­მი პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა? მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბე­ლი ამას ვერ გა­ა­კე­თებს. მას­წავ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, სკო­ლა, ოჯა­ხი თუ გა­რე­მო, ყვე­ლა­ფე­რი, ბუ­ნებ­რი­ვია, შემ­დეგ უკ­ვე ერთ პრობ­ლე­მად იყ­რის თავს. ჩვენ, რო­გორც წე­სი, სა­უ­ბარს ვიწყებთ პრობ­ლე­მა­ზე, რო­ცა გა­მოც­დე­ბის შე­დე­გი არ გვაკ­მა­ყო­ფი­ლებს. და თუ კითხ­ვას ვსვამთ — რა­ტომ გვაქვს ასე­თი შე­დე­გი, გა­მოც­დე­ბის შე­დე­გებ­ზე კი არ უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ, უკან მო­ვი­ხე­დოთ — აქამ­დე რო­გორ მო­ვი­და მოს­წავ­ლე, გა­ვა­კე­თეთ კი ყვე­ლა­ფე­რი იმის­თ­ვის, რომ უკე­თე­სი შე­დე­გი გვქო­ნო­და? ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ვამ­ბობთ არას, მაგ­რამ რა არ გა­ვა­კე­თეთ კარ­გად, ამას ხომ უნ­და გა­ვუს­წო­როთ თვა­ლი, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ და გა­მო­ვას­წო­როთ?! ბუ­ნებ­რი­ვია, მოს­წავ­ლე­თა შე­დე­გე­ბი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად, ჩვენს ნა­ბი­ჯებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი (ქვე­ყა­ნას და გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას ვგუ­ლის­ხ­მობ) და თა­ვის­თა­ვად, ბუ­ნებ­რი­ვად გა­მოს­წორ­დე­ბა, თუ სწორ ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დ­გამთ და სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურს იმ­გ­ვა­რად მო­ვაწყობთ, რომ ასე­თი არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო შე­დე­გი არ მი­ვი­ღოთ.
რა თქმა უნ­და, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არა­ერ­თხელ მით­ქ­ვამს და კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ო­რებ, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხუ­რი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ბა­ზი­სია. სა­ი­დან მი­დი­ან ახალ­გაზ­რ­დე­ბი უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში? სკო­ლე­ბი­დან. თუ სკო­ლა­ში არ მო­ვაწყ­ვეთ კარ­გად და ეფექ­ტუ­რად სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, ბუ­ნებ­რი­ვია, უმაღ­ლეს­შიც ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა გვექ­ნე­ბა.

— რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია წი­ნა­სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა?
— უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ო­და, თით­ქოს­და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო სა­ფე­ხუ­რია. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რას გვიჩ­ვე­ნებს კვლე­ვის შე­დე­გე­ბი — წი­ნა­სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი მეცხ­რეკ­ლა­სე­ლებ­ზეც კი აისა­ხე­ბა, არა­თუ დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე. მოს­წავ­ლის წი­ნა­სას­კო­ლო მზა­ო­ბა პირ­და­პირ გა­ნა­პი­რო­ბებს მის წარ­მა­ტე­ბას, პირ­ველ რიგ­ში, რა თქმა უნ­და, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე და, რაც არ უნ­და გაგ­ვიკ­ვირ­დეს, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კო­რე­ლა­ციაა მეცხ­რე კლა­სის შე­დე­გებ­თან. ეს ხომ უწყ­ვე­ტი პრო­ცე­სია, ბავ­შ­ვი ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან იწყებს აზ­როვ­ნე­ბას და ძა­ლი­ან სწო­რად უნ­და წარ­ვ­მარ­თოთ ეს პრო­ცე­სი მთლი­ა­ნად, თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია წი­ნა­სას­კო­ლო მზა­ო­ბა და დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი. თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­თა­ნა­დოდ გა­მოს­წორ­და, გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა ზე­და სა­ფე­ხუ­რებ­ზე იმი­ტომ, რომ ამ ბავ­შ­ვებს უკ­ვე ექ­ნე­ბათ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ბა­ზი­სი იმი­სათ­ვის, რომ გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ უფ­რო რთულ ამო­ცა­ნებს.
მე ოპ­ტი­მის­ტი ვარ ბუ­ნე­ბით და მგო­ნია, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, უბ­რა­ლოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა გვჭირ­დე­ბა და ძა­ლი­ან დი­დი მონ­დო­მე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ეს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ეხე­ბა იმი­ტომ, რომ ჩვენს შვი­ლებს ეხე­ბა და სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა თუ არ გა­მოს­წორ­და ქვე­ყა­ნა­ში და სა­თა­ნა­დოდ არ გან­ვი­თარ­და, არა­ნა­ი­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით არ გან­ვი­თარ­დე­ბა ქვე­ყა­ნა (არც ეკო­ნო­მის­ტე­ბი გვე­ყო­ლე­ბა, არც ფი­ნან­სის­ტე­ბი, არც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი...).

— თით­ქ­მის ყო­ველ წელს, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში იწყე­ბა მსჯე­ლო­ბა, სა­ჭი­როა თუ არა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი ან თუ სა­ჭი­როა, რა ფორ­მით...
— რაც შე­მო­ვი­და გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი, იმ­თა­ვით­ვე ვამ­ბობ­დით, რომ არ არის სწო­რი ახა­ლი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მის შე­მო­ტა­ნა იმ დროს, რო­ცა გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურ­ზე. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტ­რ­მა მი­ი­ღო, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით, შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი სის­ტე­მა. შევ­თა­ვა­ზეთ ის, რაც გვაქვს ახ­ლა — თით­ქოს­და მარ­ტი­ვი სის­ტე­მა, იმავ­დ­რო­უ­ლად, ძა­ლი­ან რთუ­ლი, კომ­პ­ლექ­სუ­რი, კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა. ამ ფორ­მით, ასე­თი ფარ­თო მას­შ­ტა­ბით, ეს სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა, ხმა­მაღ­ლა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა (მცი­რე ზო­მით კი). ეს სის­ტე­მა ასეც მო­იხ­სე­ნი­ე­ბა — „ჯორ­ჯი­ან ქე­ის“. რა­ტომ კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა? იმი­ტომ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ზუს­ტად ერ­გე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი მოს­წავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და გა­და­ლა­ხუ­ლად ეთ­ვ­ლე­ბა ბა­რი­ე­რი, თუ ის მი­ნი­მა­ლურ­ზე მი­ნი­მა­ლურ კომ­პე­ტენ­ცი­ას მა­ინც ადას­ტუ­რებს. „ერ­გე­ბა­ში“ იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბი მი­ე­წო­დე­ბა, თუ ის ვერ ახერ­ხებს ოდ­ნავ უფ­რო რთუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის გა­დაწყ­ვე­ტას და საკ­მა­რი­სია, და­ახ­ლო­ე­ბით, 14-15 უმარ­ტი­ვეს და­ვა­ლე­ბა­ზე გას­ცეს პა­სუ­ხი და ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხუ­ლად ეთ­ვ­ლე­ბა. ასე­თი და­ბა­ლი ბა­რი­ე­რი რომ არ დაგ­ვედ­გი­ნა და ე.წ. წრფი­ვი ტეს­ტე­ბი მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ლო­ჯის­ტი­კურ პრობ­ლე­მა­საც შექ­მ­ნი­და, ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან ყვე­ლა სკო­ლა­ში ტარ­დე­ბა გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი და პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ა­კონ­ტ­რო­ლო მთლი­ა­ნად პრო­ცე­სი. ამ სის­ტე­მით კი ყვე­ლა მოს­წავ­ლეს სხვა­დას­ხ­ვა და­ვა­ლე­ბა მის­დის და, და­ვუშ­ვათ, ერ­თ­მა­ნე­თის დახ­მა­რე­ბის ან კარ­ნა­ხის პრობ­ლე­მა­საც ვხსნით. წრფი­ვი ტეს­ტი რომ შეგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა, იქ მარ­ტი­ვი და­ვა­ლე­ბე­ბიც არის და რთუ­ლიც, ბუ­ნებ­რი­ვია რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ასე ვთქვათ, გამ­კ­ლა­ვე­ბოდ­ნენ ამ ტი­პის ტესტს. კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის დროს „სუსტ“ მოს­წავ­ლეს მის­თ­ვის მორ­გე­ბუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი მის­დის. თუ მოს­წავ­ლე კარ­გია, მა­შინ მას ოდ­ნავ უფ­რო რთუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი მი­ე­ცე­მა, თუ ბრწყინ­ვა­ლეა — რთულ და­ვა­ლე­ბებ­საც გა­არ­თ­მევს თავს. ამი­ტო­მაც, ბა­რი­ე­რი, სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან ახ­ლოს რომ ყო­ფი­ლი­ყო, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მოს­წავ­ლე­ე­ბის 60-70% ატეს­ტატს ვერ მი­ი­ღებ­და. ამი­ტო­მაც შეგ­ნე­ბუ­ლად, ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან და­ბა­ლი ბა­რი­ე­რი ავირ­ჩი­ეთ სწო­რედ იმი­ტომ, რომ მოს­წავ­ლის ბრა­ლი არ არის, ატეს­ტატს რომ ვერ იღებს (პირ­და­პირ ვთქვათ), ჩვე­ნი, ყვე­ლას ბრა­ლია, რად­გან ვერ ვა­ხერ­ხებთ მოს­წავ­ლეს თუნ­დაც მო­ტი­ვა­ცია გა­ვუ­ჩი­ნოთ სწავ­ლი­სად­მი, თუნ­დაც სა­თა­ნა­დოდ გა­დავ­ცეთ ცოდ­ნა.
რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­ტეს­ტა­ტო და უმაღ­ლეს­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბუ­ნებ­რი­ვია, იმი­ტომ რომ, მო­დე­ლე­ბი უამ­რა­ვი არ­სე­ბობს. თუ სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ვე­ლო­სი­პე­დი გა­მო­ვი­გო­ნეთ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­სი­პე­დის გა­მო­გო­ნე­ბაც არ დაგ­ვ­ჭირ­დეს, ყვე­ლა­ნა­ი­რი ტი­პის გა­მოც­დე­ბი არ­სე­ბობს. ერ­თა­დერ­თი, არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ორი მო­დე­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. ბევ­რი ვი­სა­უბ­რეთ, რა მი­ზანს ისა­ხავს გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ი­ღო ახალ­გაზ­რ­და, რო­მელ­საც სა­ბა­ზი­სო უნა­რებს არ შე­უ­მოწ­მებ, შე­უძ­ლია თუ არა პრო­დუ­ცი­რე­ბა ან ლო­გი­კუ­რი ჯაჭ­ვის აწყო­ბა ამო­ცა­ნის ამოხ­ს­ნი­სას, კი­დევ უამ­რა­ვი რამ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. ავი­ღოთ, მა­გა­ლი­თად, უცხო ენის გა­მოც­და, რას ნიშ­ნავს — ენას ფლობს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, თუნ­დაც წა­კითხუ­ლის გა­აზ­რე­ბას შე­უ­მოწ­მებ ან მხო­ლოდ გრა­მა­ტი­კას თუ ლექ­სი­კას? არ­სე­ბობს ბევ­რი სხვა რამ, რაც თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ენა­ში, იქ­ნე­ბა ეს მოს­მე­ნა, ლა­პა­რა­კი, წე­რი­თი ნა­წი­ლი თუ კითხ­ვა. ლა­პა­რა­კის გარ­და, ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე სა­მი­ვეს ვა­მოწ­მებთ. რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა მე­ოთხე­საც თუ და­ვა­მა­ტებთ, უბ­რა­ლოდ, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლა­პა­რა­კის ნა­წი­ლი ჯერ მხო­ლოდ პე­და­გო­გებ­თან გვაქვს. თუნ­დაც წე­რის გა­რე­შე ან მოს­მე­ნის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ით­ქ­ვას, რომ ახალ­გაზ­რ­და, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე, ფლობს ენას. შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ ფი­ლო­ლოგს ერ­თი წი­ნა­და­დე­ბა არ და­ა­წე­რი­ნო, ისე მი­ი­ღო უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, ან მო­მა­ვალ მა­თე­მა­ტი­კოსს თუ ფი­ზი­კოსს ამო­ცა­ნა არ ამო­ახ­ს­ნე­ვი­ნო და თვალ­ნათ­ლივ არ ნა­ხო, რომ ეს ადა­მი­ა­ნი მა­თე­მა­ტი­კუ­რად აზ­როვ­ნებს და ამო­ცა­ნას ხსნის?! მა­შინ სულ მოვ­ხ­ს­ნათ გა­მოც­დე­ბი, მე წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ ვარ, ოღონდ ასე ხე­ლოვ­ნუ­რად ამ ორი მო­დე­ლის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რა თქმა უნ­და, შე­უძ­ლე­ბე­ლია.
სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა თვი­თონ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას და სა­ფე­ხუ­რებს. უნდა ჩა­მო­ვ­ყა­ლი­ბდეთ, რა გვინ­და კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­გა­მოც­დო სის­ტე­მის­გან, ეს ძა­ლი­ან ნა­თე­ლი და მკა­ფიო უნ­და იყოს, თო­რემ თვით­მი­ზა­ნი და იდე­ა­ფიქ­სი ხომ არ არის, ახა­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლის გა­მო­გო­ნე­ბა?! სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა რა­ღა­ცას უნ­და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს. თუ მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ, რა გვინ­და, ნამ­დ­ვი­ლად არ გა­უ­ჭირ­დე­ბა ჩვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ახა­ლი სა­გა­მოც­დო მო­დე­ლის მორ­გე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ჯერ სა­გა­მოც­დო სის­ტე­მა შევ­ც­ვა­ლოთ და მე­რე ვი­ფიქ­როთ, რა ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ სა­ფე­ხუ­რებ­ზე. ეს მცდა­რი მიდ­გო­მაა.
წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უზარ­მა­ზა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა. რო­დე­საც დად­გა ამ სა­გა­მოც­დო მო­დე­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა, გა­ვა­კე­თეთ, უკ­ვე არა­ერ­თი მო­დე­ლი მოგ­ვიმ­ზა­დე­ბია და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. ოღონდ ბევ­რი წი­ნა­პი­რო­ბა სჭირ­დე­ბა იმას, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს გა­მოც­დე­ბი, ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ჩვენ მზად ვართ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ.

— პე­და­გო­გე­ბის გა­მოც­დებ­ზე რას იტყო­დით...
— 27 ათა­სამ­დე პე­და­გო­გი იყო რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი, აქე­დან ნა­წი­ლი პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გი იყო, ნა­წი­ლი — პე­და­გო­გო­ბის მსურ­ვე­ლი. პე­და­გო­გო­ბის მსურ­ვე­ლი აბა­რებ­და გა­მოც­დას, პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გი ადას­ტუ­რებ­და კომ­პე­ტენ­ცი­ას. გა­მოც­და­ზე მე­სა­მე­დი არ გა­მოცხად­და, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის. ამას, მე მგო­ნი, არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, უნ­და გვქონ­დეს მო­ლო­დი­ნი, რომ, რო­გორც წე­სი, რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან და მე­რე რა­ტომ­ღაც გა­მოც­დებ­ზე არ გა­მო­დი­ან. შე­დე­გე­ბი არის ის, რომ ყვე­ლამ, ვინც გა­მო­ვი­და პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გი, და­ა­დას­ტუ­რა კომ­პე­ტენ­ცია, მო­მა­ვა­ლი პე­და­გო­გე­ბის გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა.
  
ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

25-28(942)N