გამოდის 1998 წლიდან
2017-10-05
რა სი­ახ­ლე­ე­ბით და­იწყო ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი


როგორ შეხვდნენ საქართველოს რეგიონების სა­ჯა­რო სკოლები ახალ სასწავლო წელს — მი­ღწე­ვე­ბის, პრობ­­ლემების, განსახორციელებელი პრო­ექ­ტების შე­­სახებ საუბრობენ სხვადასხვა რაიონის საგ­ა­ნმა­ნა­თ­ლებლო რესურსცენტრების უფროსები.

ტრის­ტან მუ­რა­დაშ­ვი­ლი
ას­პინ­ძის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის
საგანმანათლებლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

2017-2018 სას­წავ­ლო წე­ლი ყვე­ლა სკო­ლა­ში 15 სექ­ტემ­ბერს და­იწყო. ას­პინ­ძის რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 18 სა­ჯა­რო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, მათ­გან 12 — სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რის, 6 — სა­ბა­ზო, სო­ფელ და­მა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნია /სომ­ხუ­რი/.
სკო­ლე­ბი სრუ­ლა­დაა აღ­ჭურ­ვი­ლი ინ­ვენ­ტა­რით, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით, თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბი­თა და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბით.
წელს ყვე­ლა პირ­ველ­კ­ლა­სელ­მა მი­ი­ღო ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გა­სულ წელს დაწყე­ბუ­ლი პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა რიცხოვ­ნო­ბის ზრდის სა­სი­ხა­რუ­ლო ტენ­დენ­ცი­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბა. თუ შარ­შან, წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით, 13 პირ­ველ­კ­ლა­სე­ლით მე­ტი გვყავ­და, 2017-2018 სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის მა­თი რიცხ­ვი 32-ით აღე­მა­ტე­ბა შარ­შან­დელს.
გა­სულ სას­წავ­ლო წელს, თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, გრან­ტი მო­ი­პო­ვეს და უკ­ვე და­ფი­ნან­ს­და და­ბა ას­პინ­ძის, ოშო­რის, იდუ­მა­ლის, ნა­ქა­ლა­ქე­ვის, აწყ­ვი­ტის, ტო­ლო­შის, და­მა­ლის სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტე­ბი. პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე სკო­ლებს წელს  კი­დევ რამ­დე­ნი­მე სკო­ლა შე­ე­მა­ტე­ბა.
ზაფხუ­ლი დატ­ვირ­თუ­ლი იყო ტრე­ნინ­გე­ბი­თა და სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით, მათ შო­რის: ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის, ვჳჳ-ხჳჳ კლა­სე­ბის ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის, ინ­გ­ლი­სუ­რის და გე­ოგ­რა­ფი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და­გეგ­მი­ლი და სხვა ტრე­ნინ­გე­ბი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რულ წინ­ს­ვ­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა.
წელს, სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კებ­ში, ჩვე­ნი სკო­ლე­ბის ასო­ბით მოს­წავ­ლემ და­ის­ვე­ნა. და­ბი­სა და მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის ბავ­შ­ვე­ბი იყ­ვ­ნენ ანაკ­ლი­ის, წყნე­თის, სი­ლი­ბა­უ­რის, ქუ­თა­ი­სის, კაჭ­რე­თის და სხვა ბა­ნა­კებ­ში და უსაზღ­ვ­როდ კმა­ყო­ფი­ლი დაბ­რუნ­დ­ნენ, მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ მშობ­ლე­ბიც, რო­მელ­თა შვი­ლებს სწო­რედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ 2017 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა „სა­ზაფხუ­ლო სკო­ლე­ბის“ პროგ­რა­მამ „და­ვის­ვე­ნოთ და ვის­წავ­ლოთ ერ­თად“ მის­ცა აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბი­სა და გა­ჯან­სა­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.
წი­ნა წლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით, არ გაზ­რ­დი­ლა იმ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა რიცხ­ვი, ვინც ვერ აიღო ატეს­ტა­ტი. სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი და სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტი გახ­და. მათ­გან ბევ­რ­მა მო­ი­პო­ვა გრან­ტიც. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ვ­ნიშ­ნავ­დი და­ბა ას­პინ­ძის სა­ჯა­რო სკო­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის, რა­ტი ზედ­გი­ნი­ძის წარ­მა­ტე­ბას, რო­მელ­მაც ამე­რი­კის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო გრან­ტი მო­ი­პო­ვა და ნამ­დ­ვი­ლად ასა­ხე­ლა მშობ­ლი­უ­რი სკო­ლა.
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­ერ, 2017-2018 სას­წავ­ლო წლის დაწყე­ბამ­დე, დას­რულ­და  სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა აწყ­ვი­ტის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, წლე­ვან­დე­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია გათ­ბო­ბის სის­ტე­მე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ნა­ქა­ლა­ქე­ვი­სა და ოშო­რის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, ში­და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­ბა ას­პინ­ძის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, დას­რუ­ლე­ბუ­ლია  ორ­გო­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­და სა­როს, ჭო­ბა­რე­თის, იდუ­მა­ლის, ოთის, მი­რაშ­ხა­ნის, ივე­რი­ის, და­ბა ას­პინ­ძის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში. გა­მოვ­ლინ­და ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­იწყე­ბენ საწ­ვა­ვი შე­შით სკო­ლე­ბის მო­მა­რა­გე­ბას.
მას­წავ­ლე­ბელ­თა ერ­თ­მა ნა­წილ­მა წარ­მა­ტე­ბით და­ა­დას­ტუ­რა საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცია ივ­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მოც­დე­ბის დროს. წელს სკო­ლებ­ში კი­დევ უფ­რო მე­ტი უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვე­ყო­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა კად­რებს: რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში გვჭირ­დე­ბა ქი­მია-ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ინ­გ­ლი­სუ­რი ენის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი.
გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ გვაქვს. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, დას­რუ­ლე­ბუ­ლია ორ­გო­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბის  საპ­რო­ექ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც, იმე­დია, მა­ლე მოგ­ვარ­დე­ბა. სხვა მხრივ, სკო­ლებ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სა­ინ­ტე­რე­სო და ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი  სას­წავ­ლო წე­ლი და­იწყო.
ეთერ და­ვი­თაშ­ვი­ლი
დე­დოფ­ლის­წყა­როს მუნიციპალიტეტის
საგანმანათლებლო  რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, რო­გორც მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი სი­ახ­ლე­ე­ბით და­იწყო. სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­დან სულ 97 აბი­ტუ­რი­ენ­ტი აბა­რებ­და ეროვ­ნულ გა­მოც­დებს, აქე­დან 5-მა 100%-იანი გრან­ტი მო­ი­პო­ვა, 4-მა — 70%-იანი, 8 აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა — 50%-იანი, 17 უფა­სო ფა­კულ­ტე­ტებ­ზე ჩა­ი­რიცხა. ეს სას­წავ­ლო წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო დე­დოფ­ლის­წყა­როს ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლის­თ­ვის, რად­გან 3-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა მო­ი­პო­ვა 100%-იანი გრან­ტი. ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო სო­ფელ ზე­მო მაჩხა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის — სა­მოგ­ზა­უ­რო რე­ი­ტინ­გის 2016-2017 სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის სკო­ლა პირ­ველ ად­გილ­ზეა (დი­რექ­ტო­რი — მაია ხუ­ნაშ­ვი­ლი), ოთხ სა­გან­ში გა­ი­მარ­ჯ­ვეს მოს­წავ­ლე­ებ­მა და, პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, ოქ­ტომ­ბ­რის ბო­ლოს, გა­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან კა­ბა­დო­კი­ა­ში. არა­ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის ეს სას­წავ­ლო წე­ლი. მათ სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რეს და ელო­დე­ბი­ან სტა­ტუ­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას — გახ­დ­ნენ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი. კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას რა­ი­ო­ნი არ გა­ნიც­დის. მა­გა­ლი­თად, არ­ბო­ში­კის სა­ჯა­რო სკო­ლის 25-ივე პე­და­გო­გი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.
სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და 2 სკო­ლას, სო­ფელ სამ­რეკ­ლო­სა და სო­ფელ სა­ბათ­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებს. ისე­ვე რო­გორც ყველ­გან, რა­ი­ო­ნის სკო­ლებ­შიც არის გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ჯა­რო სკო­ლას, 2 სა­ჯა­რო სკო­ლის პრო­ექ­ტი მზადაა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში და­იწყე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

ლია ბე­ჟაშ­ვი­ლი
სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის
საგანმანათლებლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

ახა­ლი სას­წავ­ლო წე­ლი სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ჯა­რო და კერ­ძო  სკო­ლებ­ში ჩვე­ულ პო­ზი­ტი­ურ გა­რე­მო­ში და­იწყო. რა­ი­ონ­ში 20 სა­ჯა­რო და 3 კერ­ძო სკო­ლაა, სა­დაც   3529 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს, 289 პირ­ველ­კ­ლა­სე­ლია.
გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წე­ლი 290-მა მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­მა და­ამ­თავ­რა, მათ შო­რის 46 მე­და­ლო­სა­ნი იყო — 35 ოქ­რო და 11 ვერ­ცხ­ლი. უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში 124 აბი­ტუ­რი­ენ­ტი ჩა­ი­რიცხა, 43-მა გრან­ტი მო­ი­პო­ვა, 100%-იანი და­ფი­ნან­სე­ბა — 6-მა და  70%-იანი — 8 მოს­წავ­ლემ. სამ­წუ­ხა­როდ, მე-12 კლა­სელ­თა გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი 71-მა მოს­წავ­ლემ ვერ ჩა­ა­ბა­რა, რი­სი მი­ზე­ზიც სწავ­ლის მი­მართ მოს­წავ­ლე­თა არ­ასა­თა­ნა­დო ინ­ტე­რე­სი იყო. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სკო­ლებს 668 მას­წავ­ლე­ბე­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა, აქე­დან 200 სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.
მიმ­დი­ნა­რე წელს კვა­ლი­ფი­კა­ცია აიმაღ­ლა და გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რა 71-მა პე­და­გოგ­მა.
პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბის შემ­დ­გო­მი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის კარ­გი მო­ტი­ვა­ტო­რია, მათ და­სა­ხეს გეგ­მე­ბი, სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, შემ­დ­გო­მი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. STჶმ-ის საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­მა, ზაფხუ­ლ­ში, ტრე­ნინ­გე­ბი გა­ი­ა­რეს. ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მია, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა და ფა­სი­ლი­ტა­ტორ­მა გა­ი­ა­რა. და­ი­გეგ­მა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ეს ეხე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სას­წავ­ლო და სო­ცი­ა­ლურ პრო­ექტს და კლუ­ბურ მუ­შა­ო­ბას.
ანა­გის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს ფრან­გუ­ლი ენის სწავ­ლე­ბა. უკ­ვე მე­ო­რე წე­ლია, სკო­ლის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­ემ­გ­ზავ­რე­ბი­ან საფ­რან­გეთ­ში, სა­დაც უტარ­დე­ბათ მას­ტერ კლა­სე­ბი ფრან­გუ­ლი ენის უკეთ და­საძ­ლე­ვად.
სო­ფელ სა­ქო­ბოს სა­ჯა­რო სკო­ლის მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­მა სო­ფი ყა­რა­ლაშ­ვილ­მა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ჩემ­პი­ო­ნატ „ეტა­ლონ­ში“ მე­ო­რე ად­გი­ლი­ მო­ი­პო­ვა, ჯილ­დოდ 6000 ლა­რი და სხვა მრა­ვა­ლი პრი­ზი მი­ი­ღო. სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის 28 წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე, „ჩე­მი პირ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რის“ ფარ­გ­ლებ­ში, კომ­პი­უ­ტე­რე­ბით და­ჯილ­დოვ­დე­ბა.
ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, 2018 წლის იან­ვ­რის შემ­დეგ, ტი­ბა­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის  სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იგეგ­მე­ბა, ხო­ლო ში­და სას­კო­ლო ხარ­ჯე­ბით, რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, პირ­ველ­კ­ლა­სელ­თა საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.
რა­ი­ონ­ში ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა ახალ­გაზ­რ­დე­ბის მიგ­რა­ციაა, რაც პირ­და­პირ აისა­ხე­ბა სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე.

კა­ხა­ბერ რეხ­ვი­აშ­ვი­ლი
ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის
საგანმანათლებლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

ჩვენს სა­მოქ­მე­დო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე  არ­სე­ბუ­ლი 22 სა­ჯა­რო სკო­ლა ახალ 2017-18 სას­წავ­ლო წელს სრუ­ლი მზად­ყოფ­ნით შეხ­ვ­და, მოს­წავ­ლე­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არი­ან სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით და რვე­უ­ლე­ბით. 91 პირ­ველ­კ­ლა­სელს და­უ­რიგ­და ბუ­კე­ბი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, გვა­სა­ხე­ლეს აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე — 80 კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი­დან 57-მა ჩა­ა­ბა­რა აკ­რე­დი­ტე­ბულ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, მათ­გან 25%-მა გრან­ტი მო­ი­პო­ვა.
სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ სა­ჯა­რო სკო­ლებს: ქა­ლაქ ამ­ბ­რო­ლა­უ­რის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­და­ი­ხუ­რა ჳჳ კორ­პუ­სი, მო­წეს­რიგ­და სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი და მო­ეწყო სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი, მთლი­ა­ნად გა­მო­იც­ვა­ლა გათ­ბო­ბის სის­ტე­მა, სო­ფელ ბოს­ტა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­მო­იც­ვა­ლა სა­ხუ­რა­ვი, ჩა­ტარ­და ეზოს კე­თილ­მოწყო­ბი­თი სა­მუ­შაო, სო­ფელ სად­მე­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ჩა­ტარ­და კოს­მე­ტი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, აღი­ჭურ­ვა სა­მე­დი­ცი­ნო  კა­ბი­ნე­ტი. სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ტარ­დე­ბა ხვან­ჭ­კა­რის, ჭრე­ბა­ლოს, ჭყვი­შის და  ურა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში.
სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის ტრან­ს­პორ­ტით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ფარ­გ­ლებ­ში, სას­კო­ლო ტრან­ს­პორ­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბა 14 სა­ჯა­რო სკო­ლას, რე­ი­სე­ბი 37 მი­მარ­თუ­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა.
მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი სკო­ლე­ბის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­მა ისარ­გებ­ლეს ზამ­თ­რი­სა და სა­ზაფხუ­ლო ბა­ნა­კე­ბით, სა­დაც ერ­თი კვი­რა გა­ა­ტა­რეს სა­ინ­ტე­რე­სოდ და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად.
წელს ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ¹2 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა — ლია ჯო­ხა­ძემ და ნი­ნო ჯა­ნე­ლი­ძემ გა­ი­მარ­ჯ­ვეს სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ოლიმ­პი­ა­და­ში და იმოგ­ზა­უ­რეს ინ­გ­ლი­სის ქა­ლაქ ოქ­ს­ფორ­დ­ში, სა­დაც გა­ი­ა­რეს სამ­კ­ვი­რი­ა­ნი ინ­გ­ლი­სუ­რი ენის შემ­ს­წავ­ლე­ლი კურ­სე­ბი. ამა­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი — გი­ორ­გი ელ­ბა­ქი­ძე, გი­ვი გო­გო­ბე­რიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გოგ­რი­ჭი­ა­ნი, ვლა­დი­მერ და ჭა­ბუ­კი გამ­ყ­რე­ლი­ძე­ე­ბი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს ასა­კობ­რი­ვი ნაკ­რე­ბის სა­ხე­ლით, წარ­მა­ტე­ბით  ჭი­და­ო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.
ამ­ბ­რო­ლა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა — ნი­ნო ხუ­ცი­ძემ და მა­რი­ამ მარ­გ­ვე­ლი­ძემ — თა­ვი საგ­ნობ­რივ ოლიმ­პი­ა­და­ში გა­მო­ი­ჩი­ნეს.
მიგ­რა­ცი­ის ფონ­ზე და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია სოფ­ლე­ბი, რის გა­მოც ბევრ სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა ძალ­ზე მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაა, პრობ­ლე­მაა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ახალ­გაზ­რ­და  კად­რებიც.

ირი­ნე კორ­ძაია
ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის
საგანმანათლებლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 24 სა­ჯა­რო სკო­ლა ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, სა­დაც, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით,  2215 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს. 2016-2017 სა­ს­­წავ­ლო წლის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით,  მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 18 მე­და­ლო­სა­ნია (14 — ოქ­რო, 4 — ვერ­ცხ­ლი). პროგ­რა­მა „ჩე­მი პირ­ვე­ლი კომ­პი­უ­ტე­რის“ ფარ­გ­ლებ­ში, სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რი წარ­ჩი­ნე­ბით (შე­ფა­სე­ბა — 10 ქუ­ლა, დამ­რ­გ­ვა­ლე­ბის გა­რე­შე) დაძ­ლია 32-მა მოს­წავ­ლემ.
2017-2018 სას­წავ­ლო წე­ლი ბევრ სი­ახ­ლეს ჰპირ­დე­ბა მოს­წავ­ლე­ებს, კერ­ძოდ, უფ­რო აქ­ტი­უ­რი და ში­ნა­არ­სი­ა­ნი იქ­ნე­ბა რო­გორც ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ში, ისე და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ჩა­ა­ტა­რე­ბენ, ვი­ნა­ი­დან ზაფხულ­ში, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა­ში, პე­და­გო­გებს ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ტრე­ნინ­გი ჩა­უ­ტარ­და; ასე­ვე ჩა­უ­ტარ­დათ „ლი­დე­რო­ბის აკა­დე­მი­ის“ ტრე­ნინ­გე­ბი სკო­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და დი­რექ­ტო­რებს, რო­გორ გახ­დ­ნენ ისი­ნი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ლი­დე­რე­ბი, რო­გორ და­ეხ­მა­რონ მას­წავ­ლებ­ლებს, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო, ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი რომ გახ­დეს.
რაც შე­ე­ხე­ბა სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, გა­სულ წელს, და­იწყო ძა­ლი­ან მას­შ­ტა­ბუ­რი პრო­ექ­ტი — თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის პროგ­რა­მა. პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან მე-7 და მე-8 კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი. სექ­ტემ­ბ­რი­დან პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის რიცხ­ვი გა­ორ­მაგ­დე­ბა. თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ექ­ს­კურ­სი­ე­ბის მოწყო­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც სკო­ლებს დი­დი მხარ­და­ჭე­რა აქვთ.
ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია და­გეგ­მი­ლი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით; დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სას­კო­ლო სპორ­ტის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას. გა­სულ სას­წავ­ლო წელს 24-ვე სკო­ლის სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­დამ­ზად­და სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სა და გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის კუთხით; სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში იგეგ­მე­ბა შრო­მი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ეს პროგ­რა­მა პრო­ფე­სი­ულ კო­ლე­ჯებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ოღონდ სკო­ლის ბა­ზა­ზე და მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­დუ­ლებს შეს­თა­ვა­ზებს.
2017-2018 სას­წავ­ლო წლი­დან ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ¹1 და ¹6 სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი.
ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დო­ნე სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ­მა 170-ვე მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­მა დაძ­ლია. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებ­ზე, ასე­ვე, და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ გა­სუ­ლი წლე­ბის კუს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­თაც და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჰქონ­დათ ერთ ან რამ­დე­ნი­მე სა­გან­ში. მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სელ­თა­გან სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია 147-მა, ხო­ლო გა­სუ­ლი წლე­ბის 53 კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა­გან — 26-მა. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი ჩა­ტარ­და, ასე­ვე, მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე­თათ­ვის და­მამ­თავ­რე­ბელ საგ­ნებ­ში: ფი­ზი­კა, ქი­მია, გე­ოგ­რა­ფია, ბი­ო­ლო­გია. 158  მოს­წავ­ლი­დან ყვე­ლა სა­გა­ნი147-მა დაძ­ლია. ყვე­ლა­ზე მე­ტი მოს­წავ­ლე ფი­ზი­კა­ში ჩა­იჭ­რა. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 99-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ჩა­ა­ბა­რა, გრან­ტი მო­ი­პო­ვა 27-მა.
დას­რუ­ლე­ბის ფა­ზა­შია მუ­ხუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. ზაფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­და ¹6 სა­ჯა­რო სკო­ლის გათ­ბო­ბის სის­ტე­მას, შე­იც­ვ­ლე­ბა საქ­ვა­ბე მე­ურ­ნე­ო­ბის შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი. ნა­წი­ლობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ქა­ლა­ქის ¹5, სა­წი­რის, გე­ლა­თი­სა და ხრე­სი­ლის სა­ჯა­რო სკო­ლებს.
მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლის­თ­ვის იგეგ­მე­ბა ¹7 სა­ჯა­რო სკო­ლის შე­ნო­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლის დე­მონ­ტა­ჟი და ახა­ლი კომ­პ­ლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბა. ამ მიზ­ნით, გა­მოცხა­დე­ბუ­ლია ტენ­დე­რი, რომ­ლის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3,5 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს.
მიმ­დი­ნა­რე  წელს 81-მა პე­და­გოგ­მა ჩა­ა­ბა­რა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი, აქე­დან 32 ელო­დე­ბა სტა­ტუ­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.
პრობ­ლე­მე­ბი სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, ძი­რი­თა­დად, ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი ხა­სი­ა­თი­საა.
ყო­ველ­წ­ლი­უ­რად  ნა­წი­ლი გვარ­დე­ბა, სსიპ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­მოქ­მე­დო გეგ­მის ფარ­გ­ლებ­ში.
 
ირაკ­ლი ზვი­ა­და­უ­რი
თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის
საგანმანათლებლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

თი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში სულ 13 სა­ჯა­რო სკო­ლაა, რომ­ლებ­შიც, 15 სექ­ტემ­ბ­რის მდგო­მა­რე­ო­ბით, 1027 მოს­­წავ­ლე ირიცხე­ბა. ცა­მე­ტი­ვე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში შე­უ­ფერ­ხებ­ლ­ად და­იწყო სწავ­ლა. გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წე­ლი და­ამ­თავ­რა 69 მოს­წავ­ლემ, რო­მელ­თა­გან სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­და­ზე გა­ვი­და 65, 17-მა ვერ აიღო ატეს­ტა­ტი. სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ­თა­გან 28 გახ­და სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის სტუ­დენ­ტი, რვამ სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი მო­ი­პო­ვა.
რა­ი­ო­ნის სკო­ლებ­ში სულ და­საქ­მე­ბუ­ლია 247 პე­და­გო­გი. მათ­გან 63 — უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის წო­დე­ბით, ხო­ლო 184 — „პრაქ­ტი­კო­სი“. მიმ­დი­ნა­რე წელს, ზაფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, საგ­ნი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­და­ზე გა­ვი­და 70 პე­და­გო­გი, რო­მელ­თა­გან 57-მა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა მდგო­მა­რე­ო­ბა  (და­აგ­რო­ვა გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი).
დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ყვე­ლა სკო­ლას 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში, უწყ­ვე­ტად, მი­ე­წო­დე­ბა ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გია, აქვს ინ­ტერ­­ნეტ­ზე წვდო­მა, სას­წავ­ლო გა­რე­მო მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია — 2014-2017 წლებ­ში რა­ი­ო­ნის 12 სკო­ლას ჩა­უ­ტარ­და სხვა­დას­ხ­ვა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შაო: 4 სკო­ლა­ში მო­ეწყო ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბა გაზ­ზე, ხო­ლო ერ­თ­ში — ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ა­ზე, შე­კეთ­და სა­მი სკო­ლის ცენ­ტ­რა­ლუ­რი გათ­ბო­ბა შე­შა­ზე (და­ნარ­ჩე­ნი სკო­ლე­ბი ზამ­თარ­ში შე­შის ღუ­მე­ლე­ბით თბე­ბი­ან). სატყეო სა­ა­გენ­ტომ უკ­ვე და­იწყო სკო­ლებ­ში სათ­ბო­ბი შე­შის შე­ტა­ნა და, რო­გორც გვპირ­დე­ბი­ან, 15 ოქ­ტომ­ბ­რის­თ­ვის, რვა სკო­ლა­ში შე­მო­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა ზამ­თ­რის სე­ზო­ნი­სათ­ვის საკ­მა­რი­სი 760მ3 შე­შა.
მიმ­დი­ნა­რე წელს დას­რულ­და და­ბა თი­ა­ნე­თის ¹1 სა­ჯა­რო სკო­ლის გა­რე პე­რი­მეტ­რის შე­მო­ღობ­ვა. წელ­ს­ვე და­გეგ­მი­ლი იყო 2016 წელს დაწყე­ბუ­ლი ოთხი სკო­ლის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის (სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბის, ხე­ლოვ­ნურ­სა­ფა­რი­ა­ნი ღია მი­ნი მო­ედ­ნის მოწყო­ბის და სხვ.) დას­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ორ­ჯერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ტენ­დე­რი ჩა­ი­შა­ლა, ხო­ლო მე­სა­მედ მხო­ლოდ ორ სკო­ლა­ზე შედ­გა ტენ­დე­რი. სა­მუ­შა­ო­ე­ბი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­იწყე­ბა, რაც სას­წავ­ლო პრო­ცესს ხელს არ შე­უშ­ლის.

თორ­ნი­კე კახ­ნი­აშ­ვი­ლი
ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის
სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის უფ­რო­სი

ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სწავ­ლა და­იწყო 15 სექ­ტემ­ბერს. გვქონ­და გარ­კ­ვე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი: 32-მა პე­და­გოგ­მა ჩა­ა­ბა­რა სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და, გა­და­ლა­ხა ბა­რი­ე­რი და მი­ე­ნი­ჭა უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, ხო­ლო 99 ელო­დე­ბა სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბას. 228 აბი­ტუ­რი­ენ­ტი გახ­და სტუ­დენ­ტი, აქე­დან 86-მა მო­ი­პო­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო გრან­ტი. სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბი ვერ ჩა­ა­ბა­რა 80-მა მოს­წავ­ლემ, ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ მოს­წავ­ლე­ებს უჭირთ სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბი (ფი­ზი­კა, ქი­მია, ბი­ო­ლო­გია...).
ზეს­ტა­ფო­ნის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ე.წ. საკ­ლუ­ბო მუ­შა­ო­ბა. რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ბა­ზა­ზე მოქ­მე­დი  სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კლუ­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო ოლიმ­პი­ა­დის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა. რა­ი­ო­ნის სკო­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის კლუ­ბე­ბი ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს.
9 სკო­ლას ჩა­უ­ტარ­და ნა­წი­ლობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია რო­გორც სა­მი­ნის­ტ­როს და­ფი­ნან­სე­ბით, ასე­ვე სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბით. 2 სკო­ლა სრუ­ლა­დაა რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი, 4 სკო­ლა ჩა­ის­ვა ე.წ. „მი­ლე­ნი­უ­მის“ პრო­ექ­ტ­ში, სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ზაფხულ­ზე და­იწყე­ბა.

მოამზადა  მაკა ყიფიანმა

25-28(942)N