გამოდის 1998 წლიდან
2017-10-05
სა­უ­კე­თე­სო მოთხ­რო­ბა მას­წავ­ლე­ბელ­ზე


ლალი ჯელაძე

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა და „ლი­ბერ­თი ბან­კ­მა“, მას­წავ­ლებ­ლის კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მწერ­ლე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვა. 62-მა გა­მოც­დილ­მა თუ შე­და­რე­ბით ახალ­ბე­და მწე­რალ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, არც თუ ისე იოლად შე­საქ­მ­ნელ ნა­წარ­მო­ებს შეს­ჭი­დე­ბო­და — კონ­კურ­სის თა­ნახ­მად, ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში უნ­და აესა­ხათ მას­წავ­ლებ­ლის რე­ა­ლუ­რი სა­ხე, თა­ვის პრობ­ლე­მე­ბით, მიღ­წე­ვე­ბით, იმ არც თუ სა­ხარ­ბი­ე­ლო ყო­ველ­დღი­უ­რო­ბით, რო­მე­ლიც პე­და­გოგს ხში­რად პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­შიც კი უშ­ლის ხელს. და ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე მა­ღალ­მ­ხატ­ვ­რუ­ლად უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, რომ საკ­მა­ოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ჟი­უ­რის: ნე­ნე კვი­ნი­კა­ძეს, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს, ზვი­ად კვა­რაცხე­ლი­ას, და­ვით გა­ბუ­ნი­ას და მა­რი კო­რინ­თელს მოს­წო­ნე­ბო­დათ და 62-ში გა­მო­ერ­ჩი­ათ. წელს, ჟი­უ­რის ასე მო­ხიბ­ვ­ლა პო­ეტ­მა  და ჟურ­ნა­ლის­ტ­მა ეკა ქე­ვა­ნიშ­ვილ­მა შეძ­ლო, მოთხ­რო­ბით „მე არ ვარ, მასწ“. 62 მო­ნა­წი­ლე ავ­ტო­რი­დან ჟი­უ­რიმ სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა, რო­მელ­საც ჟურ­ნალ­მა „მას­წავ­ლე­ბელ­მა“ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნო­მე­რი მი­უძღ­ვ­ნა.
სულ ერ­თი წლის ის­ტო­რი­ის მქო­ნე კონ­კურ­სი, რო­გორც ჩანს, ახალ­გაზ­რ­და თა­ო­ბის ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის­თ­ვის საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლიც კი გახ­და, რაც, თა­ვის­თა­ვად, კონ­კურ­სის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა. გიორგი მაჩაბელი ფიქ­რობს, რომ მომავალში ის კიდევ უფრო მასშტაბური და პრესტიჟული გახდება.
ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „სა­უ­კე­თე­სო მოთხ­რო­ბა მას­წავ­ლე­ბელ­ზე“ მი­ზა­ნი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბაა. ნა­ტა­ლია ინ­გო­როყ­ვა ამ­ბობს, რომ: „კონ­კურ­სი პირ­ვე­ლად შარ­შან ჩა­ა­ა­ტა­რეს, და­ინ­ტე­რე­სე­ბა დი­დი იყო და გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბიც მარ­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. ამი­ტო­მაც, ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით, ჟურ­ნალ­მა „მას­წავ­ლე­ბელ­ი“ და „mastsavlebeli.ge“-მ კონ­კურ­სი წელ­საც გა­მო­ვაცხა­დეთ. მი­სი მი­ზა­ნი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მი­სი ყო­ფი­სა და ცხოვ­რე­ბის ასახ­ვაა. ამ მხრივ, ჩვე­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა მდი­და­რი ნამ­დ­ვი­ლად არ არის, ამი­ტომ, ვფიქ­რობ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც  ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ კეთ­დე­ბა. ხში­რად ვამ­ბობ კო­ლე­გებ­თან, რომ 20-30 წლის შემ­დეგ, ამ მოთხ­რო­ბებს კი­დევ უფ­რო და­ე­დე­ბა ფა­სი, რად­გან მათ­ში მოთხ­რო­ბი­ლი იქ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მას­წავ­ლებ­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.“
ლია გი­გა­უ­რი კონ­კურსს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, გა­მოწ­ვე­ვად მი­იჩ­ნევს მწერ­ლე­ბის­თ­ვის, „იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, ვინც იფიქ­რა მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ა­ზე. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ 62 ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო კონ­კურ­ს­ში და დრო და­უთ­მო მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ფიქრს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვინ აღ­მოჩ­ნ­დე­ბა კონ­კურ­სის ჟი­უ­რის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი სა­უ­კე­თე­სო მოთხ­რო­ბის ავ­ტო­რი, ჩვენ­თ­ვის, ყვე­ლა მათ­გა­ნი თა­ნაბ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.“
ჟი­უ­რის წევ­რი ნე­ნე კვი­ნი­კა­ძე სა­უბ­რობს კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე ავ­ტო­რე­ბის მწერ­ლურ ოს­ტა­ტო­ბა­ზე, რა­მაც მა­თი მოთხ­რო­ბე­ბი ასე სა­ინ­ტე­რე­სო და ღი­რე­ბუ­ლი გა­ხა­და. რო­გო­რია 2017 წლის „ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი“? — ამ კითხ­ვა­ზე ნე­ნე კვი­ნი­კა­ძე მპა­სუ­ხობს, რომ: „გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 62 ტექ­ს­ტ­ზეა სა­უ­ბა­რი, კონ­კურ­ს­ში ერ­თ­მა­ნე­თის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე მოგ­ვითხ­რო­ბენ. ჟი­უ­რის წევ­რებს ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­ვ­წონ­და, რო­გორ იმ­ს­ხ­ვ­რე­ო­და ჩვენ თვალ­წინ ამ დრომ­დე არ­სე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი. კონ­კურ­ს­ში ძა­ლი­ან გა­მოც­დი­ლი მწერ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ამი­ტომ ვცდი­ლობ­დით, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ახა­ლი სა­ხე­ლი აღ­მოგ­ვე­ჩი­ნა, თუმ­ცა კონ­კურ­სის პი­რო­ბა ყვე­ლას­თ­ვის ერ­თია და მას­ში თა­ნა­ბა­რი ბრძო­ლა უწევს ახალ­ბე­და­საც და გა­მოც­დილ ავ­ტორ­საც. ზო­გი­ერთ მოთხ­რო­ბა­ში აღ­წე­რი­ლი იყო ჩვენ­თ­ვის, ყვე­ლას­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი 90-იანი წლე­ბის ატ­მოს­ფე­რო — ქუ­ჩა­ში სრო­ლა, ნა­ხევ­რად და­კე­ტი­ლი, გა­ყი­ნუ­ლი სკო­ლე­ბი..., ჩვე­ნი შეგ­რო­ვი­ლი თან­ხით ძლივს გამ­თ­ბა­რი საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი. მო­მე­წო­ნა ამ ამ­ბე­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­სას­რუ­ლი. მო­მე­წო­ნა მოთხ­რო­ბე­ბით კარ­გად გა­მოკ­ვე­თი­ლი დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი — კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბა არა მ­ხო­ლოდ თბი­ლის­ზე, არა­მედ რე­გი­ო­ნის სკო­ლის ამ­ბებ­ზე. ყვე­ლას ვურ­ჩევ, ათი­ვე სა­უ­კე­თე­სო მოთხ­რო­ბა წა­ი­კითხოს, რად­გან კონ­კურ­ს­მა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო შრე წარ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მე­ლიც ერ­თ­ნა­ი­რად და­ა­ფიქ­რებს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე რო­გორც ახალ­გაზ­რ­დებს, ისე თვი­თონ მას­წავ­ლებ­ლებს, ზო­გა­დად მკითხ­ველს.
ათი­ვე მოთხ­რო­ბის სი­უ­ჟე­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბი­თაა სავ­სე, რაც, თა­ვის­თა­ვად, მწერ­ლის ოს­ტა­ტო­ბას უს­ვამს ხაზს და ათი­ვე მოთხ­რო­ბა სწო­რედ ასე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­თაა ღი­რე­ბუ­ლი.“
კონ­კურ­სის პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი იყ­ვ­ნენ გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი: „ინ­ტე­ლექ­ტი“, „წიგ­ნე­ბი ბა­თუმ­ში“ და „პრო­ფე­სი­ო­ნალ ქი­მი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცია“, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი რჩე­უ­ლე­ბის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ზე­ბი და­ა­წე­სეს. და­ჯილ­დო­ე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ი­მარ­თა და სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი­დან (თორ­ნი­კე ჭე­ლი­ძე — ჯა­ვა­ხე­თის დღი­უ­რი; დი­ა­ნა ან­ფი­მი­ა­დი — კავ­ში­რი; ეკა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლი — მე არ ვარ, მასწ; ზუ­რა აბა­ში­ძე — საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლე­ბი; ლე­ვან ლო­რია — კუ­რუმ, კუ­რუმ; ლუ­კა ბა­ქა­ნი­ძე — ის­როდ­ნენ, მასწ; ნა­თია როს­ტი­აშ­ვი­ლი — ჩე­მი საქ­მე წა­სუ­ლია, მა­რუს; ცოტ­ნე ცხვე­დი­ა­ნი — ცხე­ნე­ბის გაშ­ვე­ბა; მი­შა ბახ­სო­ლი­ა­ნი — ჯარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი; ინა არ­ჩუ­აშ­ვი­ლი — დე­დუ­კა ბე­ქა­უ­რი) სა­მი სა­უ­კე­თე­სო მოთხ­რო­ბა გა­მოვ­ლინ­და: I ად­გი­ლი — ეკა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლი, მე არ ვარ, მასწ; II ად­გი­ლი — ზუ­რა აბა­ში­ძე, საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლე­ბი; III ად­გი­ლი — ლუ­კა ბა­ქა­ნი­ძე, ის­როდ­ნენ, მასწ.
გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს ლი­ბერ­თი ბან­კი­სა­გან ფუ­ლა­დი პრე­მია და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­სა­გან პერ­სო­ნა­ლუ­რი პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი გა­და­ე­ცათ. კონ­კურ­სის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­სა და პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის პრი­ზე­ბი გა­და­ე­ცათ: თორ­ნი­კე ჭე­ლი­ძეს  („პრო­ფე­სი­ო­ნალ ქი­მი­კოს­თა ასო­ცი­ა­ცია“), ინა არ­ჩუ­აშ­ვილს და ნი­ნია სადღო­ბე­ლაშ­ვილს (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“), ლე­ვან ლო­რი­ას  და დი­ა­ნა ან­ფი­მი­ადს (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „წიგ­ნე­ბი ბა­თუმ­ში“). კონ­კურ­სის სა­უ­კე­თე­სო ათე­ულს სა­მახ­სოვ­რო პრი­ზე­ბი გა­დას­ცა ჟურ­ნალ­მა „მას­წავ­ლე­ბელ­მა“ და ინ­ტერ­ნეტ­გა­ზეთ­მა mastsavlebeli.ge.
2017 წლის მას­წავ­ლე­ბელ­ზე სა­უ­კე­თე­სო მოთხ­რო­ბის ავ­ტო­რი ეკა ქე­ვა­ნიშ­ვი­ლი, ამ­ბობს, რომ გა­მარ­ჯ­ვე­ბას არ ელო­და, რად­გა­ნაც ათე­ულ­ში გა­მოც­დილ პრო­ზა­ი­კო­სებს შო­რის მოხ­ვ­და. „ჩე­მი მოთხ­რო­ბა არ არის იდე­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­ზე, არა­მედ არის იმა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გახ­დე უკე­თე­სი. მე ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი მახ­სოვს, ვის­თა­ნაც თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, გახ­ს­ნი­ლო­ბა­ზე და ყვე­ლა­ზე და­ფა­რულ რა­მე­ზე შე­მეძ­ლო ლა­პა­რა­კი, რა­ზეც მშობ­ლებ­თა­ნაც კი არ ვლა­პა­რა­კობ­დი. ასეთ მას­წავ­ლებ­ლებ­ზე უფ­რო მე­ტი მახ­სოვს, ვიდ­რე მათ­ზე, ვინც კარ­გად მას­წავ­ლი­და ქარ­თულს ან მა­თე­მა­ტი­კას... ამი­ტომ გი­სურ­ვებთ, რომ თქვენც იყოთ ასე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ჩემს შვილს ვუ­სურ­ვებ, რომ ჰყავ­დეს ასე­თი მას­წავ­ლებ­ლე­ბი.
ეს არის მოთხ­რო­ბა იმა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არც თუ ისე ჰუ­მა­ნუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­დეს უფ­რო ჰუ­მა­ნუ­რი, გახ­დეს უკე­თე­სი, ვიდ­რე ის იყო და ამას ხე­დავ­დ­ნენ მი­სი­ვე მოს­წავ­ლე­ე­ბი. ეს მოთხ­რო­ბა უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზეა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მა­თი უფ­ლე­ბე­ბი და­იც­ვას სწო­რედ მას­წავ­ლე­ბელ­მა ძა­ლი­ან ჩა­კე­ტილ სივ­რ­ცე­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლად სო­ფელ­ში, პრო­ვინ­ცი­ა­ში. არ ვე­ლო­დი გა­მარ­ჯ­ვე­ბას, რად­გა­ნაც პრო­ზა­ში ჩე­მი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბე­ბია და ცხა­დია, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და.“
ლუ­კა ბა­ქა­ნი­ძე: „კონ­კურ­სის გა­რე­შეც ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თ­ვის ზო­გა­დად ეს თე­მა­ტი­კა — მო­ზარ­დი, სკო­ლა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც ძა­ლი­ან ხში­რად ვი­ყე­ნებ. მარ­თ­ლა პა­ტი­ვი და სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მით უფ­რო გა­მარ­ჯ­ვე­ბა.“
ზუ­რა აბა­ში­ძე: „შარ­შა­ნაც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, წელ­საც ვი­ღებ და ალ­ბათ სულ მი­ვი­ღებ, რად­გა­ნაც ჩემ­თ­ვის ეს თე­მა­ტი­კა არ იწუ­რე­ბა. რაც შეე­ხე­ბა გა­მარ­ჯ­ვე­ბას, ეს მე არ მე­კუთ­ვ­ნის, ალ­ბათ უფ­რო დე­დას, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ით მას­წავ­ლე­ბე­ლია და, და­ახ­ლო­ე­ბით, იმ ასა­კი­დან ას­წავ­ლის, რა ასა­კი­საც მე ვარ. ჩე­მი მოთხ­რო­ბის პერ­სო­ნა­ჟე­ბიც მი­სი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი არი­ან, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა ის­ტო­რი­ე­ბიც მუდ­მი­ვად მეს­მის. ამი­ტომ დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა მას.“

25-28(942)N