გამოდის 1998 წლიდან
2017-10-12
წლის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მოვ­ლე­ნა

 

ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი  

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში წლის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს „სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის“ 43-ე კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის ფონ­დი — სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ და „ათას­წ­ლე­უ­ლის გა­მოწ­ვე­ვის კორ­პო­რა­ცი­ის“ ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით, 2-6 ოქ­ტომ­ბერს, ბა­თუმ­ში ჩა­ტარ­და. მის მუ­შა­ო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე გა­ნათ­ლე­ბის სფე­როს ექ­ს­პერ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ.
ნი­ნო რე­ვიშ­ვი­ლი, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი: „სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია“ ყო­ველ­წ­ლი­უ­რად აწყობს კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მე­ლიც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბე­ბის სა­კითხებს ეძღ­ვ­ნე­ბა. თე­მა­ტი­კა ყო­ველ წელს იც­ვ­ლე­ბა, წელს კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მა გახ­ლ­დათ „სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბე­ბი, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის ბერ­კე­ტი“. შე­სა­ბა­მი­სად, ძი­რი­თა­დად, გან­ვი­ხი­ლეთ, თუ რა უწყობს ხელს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბე­ბის დროს სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის დაც­ვას. უცხო­ელ დე­ლე­გა­ტებ­თან ერ­თად, ქარ­თ­ველ­მა მომ­ხ­სე­ნებ­ლებ­მაც გა­მოთ­ქ­ვეს თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი, გა­მარ­თეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი. ამ ტი­პის კონ­ფე­რენ­ცია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა მარ­ტო იმ მხრივ, რომ გვეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ვი­ზი­ა­როთ სხვა ქვეყ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი და გა­ვი­გოთ, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა ქვეყ­ნებ­ში, არა­მედ იმი­თაც, რომ შეგ­ვიძ­ლია კო­ლე­გებს ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბაც გა­ვუ­ზი­ა­როთ და დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­სა და გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტებს ჩვენს მიღ­წე­ვებ­ზე ვე­სა­უბ­როთ.
ქარ­თ­ვე­ლი მომ­ხ­სე­ნებ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. მათ კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­უ­ზი­ა­რეს თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მა­გა­ლი­თად — სკო­ლის და­მამ­თავ­რე­ბე­ლი გა­მოც­დე­ბის კომ­პი­უ­ტერ­ზე ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ამ­გ­ვა­რი სა­ხით, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ტარ­დე­ბა, Cat-ის გა­მოც­დე­ბი არ­სად არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­ში შე­მუ­შავ­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ავ­თენ­ტუ­რი სის­ტე­მა და ის ალ­გო­რით­მიც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მუ­შა­ობს ტეს­ტი, ასე­ვე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ავ­თენ­ტუ­რია, მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი არ­ცერ­თი ტეს­ტის „კლო­ნი­რე­ბის“ მცდე­ლო­ბა­ არ ყო­ფი­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტეს­ტი შე­ფას­და, რო­გორც მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის, კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნით, კარ­გი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი და არა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ, მსოფ­ლიო ბან­კის ან­გა­რი­შის თა­ნახ­მა­დაც, ეს ტეს­ტი ვა­ლი­დუ­რი და ობი­ექ­ტუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია. რამ­დე­ნი­მე პრე­ზენ­ტა­ცია სწო­რედ Cat-ის გა­მოც­დებს შე­ე­ხე­ბო­და. ასე­ვე გან­ვი­ხი­ლეთ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სის­ტე­მა  რა პრინ­ცი­პებს ეფუძ­ნე­ბა, რა ტი­პის ტეს­ტე­ბია, ამას­თა­ნა­ვე ვი­სა­უბ­რეთ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი გას­წო­რე­ბის სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც ასე­ვე ცენ­ტ­რის ფარ­გ­ლებ­ში, ცენ­ტ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ერ, შე­მუ­შავ­და — რა მიღ­წე­ვე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. გა­მოც­დე­ბის გარ­და ცენ­ტ­რის მთა­ვარი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა. სა­ერ­თა­შო­რი­სო და ეროვ­ნულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბებს ცენ­ტ­რი 2006 წლი­დან ატა­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მზად­დე­ბა დე­ტა­ლუ­რი ან­გა­რი­შე­ბი, სა­დაც აღ­წე­რი­ლია არა მარ­ტო მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბი კონ­კ­რე­ტულ საგ­ან­ში, არა­მედ ის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, რაც ამ მიღ­წე­ვებს გა­ნა­პი­რო­ბებს. ამ შე­დე­გე­ბი­სა და ან­გა­რიშ­ში ასა­ხუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა არ­სე­ბი­თია პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი  ერთ-ერ­თი პრე­ზენ­ტა­ცია გა­ნი­ხი­ლავ­და სწო­რედ მე-9 კლას­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის მო­ნა­ცე­მებს და მი­ეძღ­ვ­ნა სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს — რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მა­თი რო­ლი მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში და, ზო­გა­დად, ჯან­სა­ღი სას­კო­ლო გა­რე­მო­სა და კლი­მა­ტის შექ­მ­ნა­ში.
მოხ­სე­ნე­ბე­ბის და პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბის თე­მა­ტი­კის სპექ­ტ­რი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, მაგ­რამ, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ძი­რი­თა­დი თე­მა­ტი­კა სო­ცი­ა­ლურ თა­ნას­წო­რო­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და და რამ­დე­ნი­მე სა­დის­კუ­სიო პა­ნე­ლი სწო­რედ ამ სა­კითხს მი­ეძღ­ვ­ნა — რა პრინ­ცი­პე­ბი უნ­და იყოს და­ცუ­ლი იმი­სათ­ვის, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­მარ­თ­ლი­ა­ნი იყოს სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლე­ბის (ქა­ლა­ქი­სა თუ სოფ­ლის, კერ­ძო თუ სა­ჯა­რო) მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის.
ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბებ­ში, რა თქმა უნ­და, არის ის, რომ ვი­ყოთ შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მიღ­წე­ულ­ზე არ გავ­ჩერ­დეთ. თუ სას­წავ­ლო გა­რე­მო იც­ვ­ლე­ბა, ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და აისა­ხოს შე­ფა­სე­ბებ­ზე. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბა არ უნ­და იყოს მხო­ლოდ ისე­თი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ტეს­ტის სა­ხით, რო­მე­ლიც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, მხო­ლოდ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის არ­სე­ბობს. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბა უნ­და იყოს სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის პრო­ცე­სის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სწო­რედ ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში იყოს ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო იყო ის მოხ­სე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბის დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ას და ამ შე­ფა­სე­ბე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბის ხელ­შეწყო­ბას ეხე­ბო­და.
სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იც­ნობს უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის ახალ, ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მებს. ამ მხრივ სა­ინ­ტე­რე­სო იყო ერთ-ერ­თი გა­მომ­ს­ვ­ლე­ლის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებ­და, რომ არა მხო­ლოდ კოგ­ნი­ტუ­რი (შე­მეც­ნე­ბი­თი) უნა­რე­ბის შე­ფა­სე­ბაა მთა­ვა­რი, მა­გა­ლი­თად, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას. ჩვენც გვქონ­და სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვის კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და, რო­გორც წე­სი, ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებ­დით იმა­ზე, თუ რა ცოდ­ნით და პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ზო­გა­დი უნა­რე­ბით მო­დის კან­დი­და­ტი სკო­ლა­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბამ და კვლე­ვებ­მა კი აჩ­ვე­ნა, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ადა­მი­ანს ჰქონ­დეს მე­ნე­ჯე­რის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რომ შეძ­ლოს სკო­ლის მარ­თ­ვა. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ­თან სკო­ლას მარ­ტო დი­რექ­ტო­რი არ მარ­თავს, არის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო, მაგ­რამ, ლი­დე­რი სკო­ლა­ში მა­ინც დი­რექ­ტო­რია. ამი­ტომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო ერთ-ერ­თი პრე­ზენ­ტა­ტო­რის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა, რო­გორ აფა­სე­ბენ, მა­გა­ლი­თად, ის­რა­ელ­ში დი­რექ­ტო­რო­ბის კან­დი­და­ტებს, მათ მო­ტი­ვა­ცი­ას და პი­როვ­ნულ მე­ნე­ჯე­რულ უნა­რებს.
ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მოხ­სე­ნე­ბა თუ პრე­ზენ­ტა­ცია იყო, ბუ­ნებ­რი­ვია ყვე­ლა უკავ­შირ­დე­ბო­და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბას და ­გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი კუთხით წარ­მო­ად­გენ­და გა­ნათ­ლე­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი თა­ნას­წო­რო­ბის დაც­ვი­სა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის აუცი­ლებ­ლო­ბას.“
„სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცია“ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს წამ­ყ­ვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ციაა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო შე­ფა­სე­ბის სა­კითხებ­ში იუნეს­კოს სა­კონ­სულ­ტა­ციო სტა­ტუ­სით სარ­გებ­ლობს. ასო­ცი­ა­ცია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კონ­ფე­რენ­ცი­ებს ყო­ველ­წ­ლი­უ­რად ატა­რებს. სა­ქარ­თ­ვე­ლო წელს პირ­ვე­ლად იყო მას­პინ­ძე­ლი ქვე­ყა­ნა. კონ­ფე­რენ­ცი­ის ძი­რი­თა­დი თე­მი­დან — „შე­ფა­სე­ბა, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ბერ­კე­ტი“  გა­მომ­დი­ნა­რე, 40-მდე ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხ­ზე მო­მუ­შა­ვე 300-მდე ექ­ს­პერ­ტი, ქარ­თ­ველ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, მსჯე­ლობ­და ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის და­გეგ­მ­ვა­ზე, თუ რას უნ­და ით­ვა­ლის­წი­ნებ­დეს შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მა სა­მარ­თ­ლი­ა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შე­საქ­მ­ნე­ლად, რა ფაქ­ტო­რე­ბია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის და­საძ­ლე­ვად და სხვ.
ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვა, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რი: „კონ­ფე­რენ­ცი­ის მთა­ვა­რი თე­მაა გა­ნათ­ლე­ბა და შე­ფა­სე­ბა, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ბერ­კე­ტი. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, იმი­ტომ რომ, სამ­წუ­ხა­როდ, სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მი­ხედ­ვით, გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნია და ეს ერთ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში აუცი­ლებ­ლად უნ­და მო­ვაგ­ვა­როთ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კონ­ფე­რენ­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, ამას­თა­ნა­ვე — თან­ხ­ვედ­რა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის ოთხ­პუნ­ქ­ტი­ა­ნი გეგ­მის პრი­ო­რი­ტე­ტებ­თან, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი სწო­რედ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მაა.“
სტი­ვენ მე­ი­კე­რი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სულ­ტან­ტი, ჰო­ლან­დია: „ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ აქ ვარ. მრა­ვა­ლი წე­ლია, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტ­რ­თან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ.
ეს კონ­ფე­რენ­ცია შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით ჩა­ტარ­და. ასე­თი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი რომ არის, იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ცენ­ტ­რ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­ნა­ვი­თა­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით ვა­მა­ყობ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტეს­ტი­რე­ბით.
ჩვე­ნი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა, რომ უფ­რო მე­ტად ჩავ­რ­თოთ პე­და­გო­გე­ბი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის და­გეგ­მ­ვის პრო­ცეს­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ფა­სე­ბით ნა­წილ­ში. ეს კონ­ფე­რენ­ცია სწო­რედ იმას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი.“
რო­გორც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა გვითხ­რა, კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა იყო, რომ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ერ­თი დღე კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს დათ­მო­ბო­და და მას­პინ­ძელ ქვე­ყა­ნას სტუმ­რე­ბის­თ­ვის გა­ეც­ნო სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი: „ტრა­დი­ცი­ე­ბით ნამ­დ­ვი­ლად მდი­და­რი ვართ და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, ამის წარ­მოდ­გე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გვეძ­ლე­ვა.“
ექ­ვ­სი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, გაც­ნო­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ებს. მო­ნა­წი­ლე­თა გე­ოგ­რა­ფია ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო — აფ­რი­კა, აზია, სამ­ხ­რეთ ამე­რი­კა, ავ­ს­ტ­რა­ლია, აშშ და სხვ. —  ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ცენ­ტ­რი, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში,  ემ­ზა­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, ამ ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია, რომ კონ­ფე­რენ­ცია ში­ნა­არ­სობ­რი­ვად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, სა­მუ­შაო პრო­ცე­სი — დატ­ვირ­თუ­ლი, სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო მხა­რე კი — გა­მარ­თუ­ლი.

25-28(942)N