გამოდის 1998 წლიდან
2017-10-26
გახდე მენტორი, საჭიროა გქონდეს პროფესიული ზრდის დიდი სურვილი


ვაგ­რ­ძე­ლებთ მენ­ტო­რე­ბის გაც­ნო­ბას და წარ­მო­გიდ­გენთ: მა­რი­ნა ის­კა­კო­ვას (სსიპ - ქუ­თა­ი­სის N33 სა­ჯა­რო სკო­ლა), ნი­ნო გა­ბულ­დანს (სსიპ - წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ქა­ლაქ ჯვა­რის N2 სა­ჯა­რო სკო­ლა), ხა­თუ­ნა ხალ­ვაშს (სსიპ - ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ლი­ბა­უ­რის N2 სა­ჯა­რო სკო­ლა).

რა­ტომ აირ­ჩი­ეს პე­და­გო­გო­ბა და
რას ნიშ­ნავს მათ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია

მა­რი­ნა ის­კა­კო­ვა: მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ჩემ­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო ბავ­შ­ვო­ბი­დან. VII-VIII კლა­სებ­ში თე­მებ­ში ყო­ველ­თ­ვის ვწერ­დი, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და გავ­ხ­დე და აღ­ვ­ზარ­დო მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თვალ­თა­ხედ­ვა შე­მეც­ვა­ლა — მინ­დო­და მეც­ნი­ე­რი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი. ჩა­ვა­ბა­რე მოს­კო­ვის ლო­მო­ნო­სო­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში (мгу-ში). და­ვე­უფ­ლე მეც­ნი­ე­რე­ბის საწყის სა­ფე­ხუ­რებს, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბამ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ჩაღ­რ­მა­ვე­ბის მე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცა. დავ­ქორ­წინ­დი, გა­ვა­ჩი­ნე ბავ­შ­ვი, 1995 წელს დავ­ბ­რუნ­დი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ას­პი­რან­ტუ­რა­ში. და­ვი­ცა­ვი სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია. 2001 წელს მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად, ვმუ­შა­ობ­დი სკო­ლა­ში. სა­ბო­ლო­ოდ, სკო­ლა მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­და და მოღ­ვა­წე­ო­ბა მთლი­ა­ნად სკო­ლა­ში გა­ვაგ­რ­ძე­ლე. ამ­ჟა­მად ვარ ქუ­თა­ი­სის N33 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და ქი­მი­ის პე­და­გო­გი. მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის გახ­და საყ­ვა­რე­ლი საქ­მეც, ჰო­ბიც და თვით­გან­ვი­თა­რე­ბის გზაც.
პე­და­გო­გებს ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვთ, სო­ცი­ა­ლუ­რი­დან დაწყე­ბუ­ლი და პრო­ფე­სი­უ­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მხო­ლოდ სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კის შეც­ვ­ლით და ახა­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვით სწავ­ლის ხა­რის­ხი ვერ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ამას უნ­და მოჰ­ყ­ვეს საკ­ლა­სო ოთახ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა (რაც უკ­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია დაწყე­ბი­თი I-IVკლა­სებ­ში), რად­გან მრა­ვალ­რიცხო­ვან კლა­სებ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად და­ნერ­გ­ვა.
ნი­ნო გა­ბულ­და­ნი: ვიდ­რე მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ­დი, ჯერ კი­დევ ღრმა ბავ­შ­ვო­ბა­ში, მინ­დო­და ექი­მი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი, მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს ჩე­მი კი არა, უფ­რო­სე­ბის სურ­ვი­ლი იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იურის­ტო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი. ბევრ უსა­მარ­თ­ლო­ბას ვხე­დავ­დი გარ­შე­მო და მინ­დო­და მას დავ­პი­რის­პი­რე­ბო­დი, თან მა­მა­საც ვბა­ძავ­დი. ერთ დღე­საც ჩემ­მა ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ბა­ტონ­მა და­ვით ფი­ფი­ამ, და­მა­ვა­ლა მო­მე­ძებ­ნა სა­ერ­თო ძი­რის მქო­ნე ქარ­თულ-მეგ­რულ-სვა­ნუ­რი სიტყ­ვე­ბი, საკ­მა­ოდ ბლო­მად მო­ვუ­ყა­რე თა­ვი. მახ­სოვს, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. სწო­რედ ამან მი­ბიძ­გა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ქარ­თ­ვე­ლურ ენებ­ში მე­მუ­შა­ვა. მყავ­და და დღე­საც მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ქალ­ბა­ტო­ნი ლონ­და ხა­საია, რო­მე­ლიც უძ­რა­ო­ბის ხა­ნა­ში, საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ბე­დავ­და და სა­ხა­რე­ბას მას­წავ­ლი­და. დე­დაც პე­და­გო­გი გახ­ლავთ. ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით მი­სი ცხოვ­რე­ბი­დან. 90-იანი წლე­ბი იდ­გა. წა­მა­ლი არ იშო­ვე­ბო­და. დე­და ას­თ­მით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. მოს­წავ­ლე­ებ­მა ქუ­ჩი­დან მო­უყ­ვა­ნეს ას­თ­მის შე­ტე­ვით სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნი. დე­დამ მას წა­მა­ლი ჩა­ა­სუნ­თ­ქა და მე­რე თან გა­ა­ტა­ნა. მე წარ­მო­ვიდ­გი­ნე მთე­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც მის უწამ­ლო­ბას შე­იძ­ლე­ბო­და მოჰ­ყო­ლო­და და ვუ­საყ­ვე­დუ­რე. გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა მითხ­რა: აბა ბავ­შ­ვებს ხომ არ გა­ვაწ­ბი­ლებ­დიო. რომ ვხე­დავ­დი, რო­გორ მას­წავ­ლებ­ლობ­დ­ნენ ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­გორ ქმნიდ­ნენ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შინ და გა­რეთ, ნელ-ნე­ლა მიჩ­ნ­დე­ბო­და სურ­ვი­ლი, პე­და­გო­გის პრო­ფე­სია ამერ­ჩია. მე უკ­ვე ამ პრო­ფე­სი­ის გა­რე­შე არ ვარ­სე­ბობ. მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გზაა. მე მიყ­ვარს ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა უსახ­ს­რო­ბი­თა და უწამ­ლო­ბით იტან­ჯე­ბა, თვი­დან თვემ­დე ვა­ლე­ბით ცხოვ­რობს. არც სკო­ლა­ში მო­სულს ხვდე­ბა სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა. სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლის უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა მწი­რი რე­სურ­სე­ბია, რო­მელ­თა გა­რე­შეც მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია.
ხა­თუ­ნა ხალ­ვა­ში: მას­წავ­ლებ­ლის და რე­ჟი­სო­რის პრო­ფე­სია მხიბ­ლავ­და ბავ­შ­ვო­ბი­დან, ასე რომ, პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას ბევ­რი ფიქ­რი არ დამ­ჭირ­ვე­ბია. ვფიქ­რობ, ორი­ვე სურ­ვი­ლი ავის­რუ­ლე, ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი ჩე­მი რე­ჟი­სუ­რით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვარ სცე­ნა­ზე, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, რო­ლუ­რი თა­მა­შე­ბით, სხვა ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი მე­თო­დე­ბით და ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბით.
მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე პრო­ფე­სია. რა შე­იძ­ლე­ბა იყოს უკე­თე­სი მოს­წავ­ლის ღი­მილ­ზე, წარ­მა­ტე­ბის სი­ხა­რულს რომ მო­აქვს, მა­თი მე­გობ­რის, მრჩევ­ლის როლ­ში ყოფ­ნა ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ენერ­გი­ით მავ­სებს, მა­თი სიყ­ვა­რუ­ლი, დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი მთას გა­და­მად­გ­მე­ვი­ნებს, სა­ინ­ტე­რე­სოა მა­თი სუ­ლის „გაჩალ­ხ­ვა“. პე­და­გოგ­მა ფე­ხი თუ არ აუწყო თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას, პრო­ფე­სია პრობ­ლე­მად ექ­ცე­ვა, რად­გან დი­დია მოთხოვ­ნე­ბი სა­ხელ­მ­წი­ფოს, სკო­ლის დი­რექ­ცი­ის, მოს­წავ­ლე­თა და მა­თი მშობ­ლე­ბის მხრი­დან, მაგ­რამ ყვე­ლა პრობ­ლე­მა და­იძ­ლე­ვა გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­ღე­ბით და მაქ­სი­მუ­მის გა­ღე­ბით.

რო­გო­რი ხელ­შეწყო­ბა აქვს მას­წავ­ლე­ბელს,
თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად რომ გან­ვი­თარ­დეს

მა­რი­ნა ის­კა­კო­ვა: ახა­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, ჩე­მი აზ­რით, ძა­ლი­ან გა­მარ­ტივ­და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლის გზა, რად­გან და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ნუს­ხა, თით­ქ­მის, სრუ­ლად მო­ი­ცავს მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას. ყო­ველ­დღი­უ­რად რა­საც აკე­თებს, სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვა, ასა­ხოს კრე­დიტ­ქუ­ლებ­ში.
ნი­ნო გა­ბულ­და­ნი: სა­სურ­ვე­ლია, ტრე­ნინ­გე­ბი უშუ­ა­ლოდ სქე­მის სა­ჭი­რო­ე­ბებს მო­ერ­გოს. ვგუ­ლის­ხ­მობ პრაქ­ტი­კო­სის, უფ­რო­სის, წამ­ყ­ვა­ნი­სა და მენ­ტო­რის სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებს.
მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ. ისევ გა­ვი­მე­ო­რებ: მწი­რი ჯა­მა­გი­რი მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას ძა­ლი­ან აფერ­ხებს. ბევრ მას­წავ­ლე­ბელს ვიც­ნობ, სა­კუ­თარ მცი­რე ანაზღა­უ­რე­ბას ისევ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის შე­ძე­ნას რომ ახ­მარს. მას­წავ­ლებ­ლე­ბი თუ მეტ და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მეტს გა­ი­ღე­ბენ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად.
ხა­თუ­ნა ხალ­ვა­ში: მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა, მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი არ რჩე­ბა ყუ­რადღე­ბის მიღ­მა, ხელ­საყ­რე­ლია პე­და­გო­გის­თ­ვის შე­ფა­სე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, ვფიქ­რობ, ყვე­ლა პი­რო­ბაა შექ­მ­ნი­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის.

ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა
მა­რი­ნა ის­კა­კო­ვა: ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­როთ ბავ­შ­ვის ფი­ზი­კურ, გო­ნებ­რივ, ზნე­ობ­რივ და ეს­თე­ტი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას; ხე­ლი შე­ვუწყოთ მო­ზარ­დის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გან­მ­ტ­კი­ცე­ბას და მის სას­კო­ლო მზა­ო­ბას. ბავ­შ­ვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო გა­რე­მო­სა და პი­რო­ბე­ბის შექ­მ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფოს, მშობ­ლე­ბის, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და თე­მის ერ­თობ­ლი­ვი მონ­დო­მე­ბი­თა და ძა­ლის­ხ­მე­ვით.
ნი­ნო გა­ბულ­და­ნი: მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გახ­ლავთ ის, რომ მან აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უნ­და მი­ი­ღოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში. მას­წავ­ლე­ბელს ევა­ლება, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს აზი­ა­როს მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ხვალ და ზეგ ახა­ლი სიტყ­ვა უნ­და თქვან. ამის გა­კე­თე­ბა პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვე­ყა­ნა­ში არ არის ად­ვი­ლი საქ­მე. საბ­ჭო­თა სის­ტე­მამ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით გად­მოგ­ვ­ცა მა­ხინ­ჯი აზ­როვ­ნე­ბა, რომ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­საც დრო სჭირ­დე­ბა. მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი ამ საქ­მე­ში უმ­თავ­რე­სია.
ხა­თუ­ნა ხალ­ვა­ში: სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი რჩე­ბა ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვარ პრობ­ლე­მად. რო­გორ ას­წავ­ლოს მოს­წავ­ლეს პე­და­გოგ­მა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ვფიქ­რობ, სწო­რედ ეს არის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა.

სქე­მის  სირ­თუ­ლე­ე­ბი­ და
რე­ა­ლის­ტუ­რი სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლა
მა­რი­ნა ის­კა­კო­ვა:
ჩე­მი მა­გა­ლი­თის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რის დაძ­ლე­ვა. ჯერ კი­დევ ძვე­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში ვი­ყა­ვი ავან­გარ­დ­ში, მქონ­და მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა — 10 კრე­დიტ­ქუ­ლა, რო­მე­ლიც არ და­მე­კარ­გა და ჩა­მეთ­ვა­ლა ახა­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში. ჯერ კი­დევ 2011 წელს, რო­ცა ორი სა­სერ­ტი­ფი­კა­ციო გა­მოც­და ჩა­ვა­ბა­რე და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გავ­ხ­დი, იმა­ვე წელს, 1000-ლა­რი­ა­ნი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ მო­მე­ცა. გუ­ლი დამ­წყ­და, რად­გან ჩემ­თ­ვის ოთხი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა პრობ­ლე­მა არ იყო. შემ­დეგ წელს კი, ეს გა­მოც­დე­ბი მო­იხ­ს­ნა. მას შემ­დეგ ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობ­დი, ფე­ხი ამეწყო რე­ფორ­მე­ბის­თ­ვის, უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბის მი­სა­ღე­ბად. ახა­ლი სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბის დოქ­ტორს და სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ მას­წავ­ლე­ბელს, 2015 წელს, მო­მე­ნი­ჭა წამ­ყ­ვა­ნი პე­და­გო­გის სტა­ტუ­სი. მენ­ტო­რის სტა­ტუ­სი­სათ­ვის სქე­მით გან­საზღ­ვ­რუ­ლი სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბი ჯერ კი­დევ 2016 წელს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. სა­ერ­თოდ მიყ­ვარს ყვე­ლაფ­რის სწრა­ფად შეს­რუ­ლე­ბა. ამ გზა­ზე სირ­თუ­ლე არ შემ­ხ­ვედ­რია. მთა­ვა­რია, იყოს მიზ­ნის მიღ­წე­ვის გარ­კ­ვე­უ­ლი გეგ­მა, კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა და ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი. ამ­ჟა­მად მას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბას იწ­ვევს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა, რო­მე­ლიც პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­შია. ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბაც ბევრ კითხ­ვას აჩენს, მაგ­რამ შე­ფა­სე­ბის ჯგუფს ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ტრე­ნინ­გე­ბი და იმე­დი მაქვს  კითხ­ვე­ბი მო­იხ­ს­ნე­ბა.
ნი­ნო გა­ბულ­და­ნი: სქე­მა ჩემ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა აღ­მოჩ­ნ­და. არ მომ­წონს ერთ ად­გი­ლას დგო­მა. მიყ­ვარს სი­ახ­ლე­ე­ბი. სქე­მამ მოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მომ­ცა. ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა ხა­ლი­სით შე­ვას­რუ­ლე. ვფიქ­რობ, სქე­მას არ ახ­ლავს გა­და­უ­ლა­ხა­ვი სირ­თუ­ლე­ე­ბი. სტა­ტი­ის და­წე­რა, კვლე­ვის წარ­მარ­თ­ვა და სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და შეძ­ლოს.
სქე­მა რამ­დე­ნად გან­ვი­თარ­დე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე, თუმ­ცა მას სა­ხელ­მ­წი­ფოს­გან მე­ტი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. სწრაფ ტემპს რაც შე­ე­ხე­ბა, ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. მთა­ვა­რი, რი­სი მომ­ს­წ­რე­ნიც წელს გავ­ხ­დით, გახ­ლავთ ის, რომ სქე­მა ამოქ­მედ­და. მას­წავ­ლებ­ლებ­მა და­იწყეს ერ­თი სა­ფე­ხუ­რი­დან მე­ო­რე­ზე გა­დას­ვ­ლა. ვფიქ­რობ, ეს მათ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე იმოქ­მე­დებს.
ხა­თუ­ნა ხალ­ვა­ში: სქე­მა ხელ­საყ­რე­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტია პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­თათ­ვის. კრე­დი­ტე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად მას­წავ­ლებ­ლე­ბი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რო­ბენ. ეს კი სა­წინ­და­რია, რომ მო­მა­ვალ­ში უფ­რო სწრა­ფად და იოლად შეძ­ლონ კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბა და სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლა, რაც მათ­თ­ვის ხელ­ფა­სის ზრდის მო­ტი­ვა­ცი­ა­საც აჩენს. ზო­გი­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გვი­ან გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ შე­ა­ფერ­ხა მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სი და სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შეზღუ­და. სირ­თუ­ლეს კი ის ქმნის, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­თა­ნა­დოდ ვერ იაზ­რე­ბენ სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ამა თუ იმ აქ­ტი­ვო­ბას, მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას, სჭირ­დე­ბათ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის. მა­თი დამ­ხ­მა­რეა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, გზამ­კ­ვ­ლე­ვი, მაგ­რამ, ტრე­ნინ­გი, რო­მე­ლიც დიდ დახ­მა­რე­ბას უწევს პე­და­გოგს, ხში­რად არ არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი.

მენ­ტო­რო­ბამ­დე გან­ვ­ლი­ლი გზა —
რჩე­ვა კო­ლე­გებს, რო­გორ გახ­დ­ნენ მენ­ტო­რე­ბი

მა­რი­ნა ის­კა­კო­ვა: რომ გახ­დე მენ­ტო­რი, სა­ჭი­როა გქონ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის დი­დი მოთხოვ­ნა, სურ­ვი­ლი, სხვას გა­უ­ზი­ა­რო შე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, რა­თა გან­ვი­თარ­დეს არა მხო­ლოდ ერ­თი პი­როვ­ნე­ბა, არა­მედ სკო­ლის თე­მი. სა­ჭი­როა სწრაფ­ვა სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი, მი­სი და­ნერ­გ­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. მენ­ტორს უნ­და უყ­ვარ­დეს თა­ვი­სი საქ­მე, მოს­წავ­ლე­ე­ბი, თი­თო­ე­ულ ბავ­შ­ვ­ში სა­უ­კე­თე­სო მხა­რეს ხე­დავ­დეს და ეძებ­დეს გზას მი­სი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. შემ­დეგ კი კო­ლე­გებს უზი­ა­რებ­დეს გა­მოც­დი­ლე­ბას.
ნი­ნო გა­ბულ­და­ნი: მენ­ტო­რო­ბამ­დე განვ­ლი­ლი გზა არ გახ­ლავთ მარ­ტი­ვი. მე სკო­ლა­ში 90-იან წლებ­ში მო­ვე­დი. ყვე­ლას გვახ­სოვს ამ პე­რი­ო­დის სიძ­ნე­ლე­ე­ბი. ზამ­თარ­ში გა­ყი­ნუ­ლე­ბი ვის­ხე­დით მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი. ვერ ვყი­დუ­ლობ­დით წიგ­ნებს. ვცდი­ლობ­დით, ჩვენ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­სურ­სი გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა. კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უარს არ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, სა­ო­ჯა­ხო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბით გვე­სარ­გებ­ლა. სკო­ლას ნელ-ნე­ლა გა­უჩ­ნ­და წიგ­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის, სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. დღეს ბევ­რად უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არ არის.
რო­ცა მენ­ტორ-მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვე­ბელ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე ვფიქ­რობ­დი, ვცდი­ლობ­დი, ერ­თი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა გა­მო­მეკ­ვე­თა, რო­მელ­ზეც ავა­გებ­დი ჩემს პორ­ტ­ფო­ლი­ოს. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­ლავთ სკო­ლა ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე. ძა­ლა­დო­ბის თე­მა­ზე ავა­გე სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლე­ბი, კვლე­ვა, დავ­წე­რე სტა­ტი­ე­ბი. ძა­ლა­დო­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი პრობ­ლე­მაა. სა­დაც ძა­ლა­დო­ბაა, იქ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია, არა­და, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის ნორ­მად არის მიჩ­ნე­უ­ლი.
კო­ლე­გებს ვურ­ჩევ­დი, მუდ­მი­ვად იზ­რუ­ნონ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე (მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად, მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას ნიშ­ნავს). მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად ეს აუცი­ლე­ბე­ლი თვი­სე­ბაა და, რო­გორც ნათ­ქ­ვა­მია, ვინც ეძებს, აუცი­ლებ­ლად იპო­ვის.
ხა­თუ­ნა ხალ­ვა­ში: მენ­ტო­რო­ბამ­დე 23-წლი­ა­ნი გზა გა­ვი­ა­რე. ახალ სქე­მა­ში წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სით ჩარ­თულ­მა გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სა­ვალ­დე­ბუ­ლო და და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. სულ 32 კრე­დი­ტი და­ვაგ­რო­ვე, მაგ­რამ ჩე­მი პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა რბო­ლა კრე­დი­ტე­ბის­თ­ვის, ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს დი­დი შე­მარ­თე­ბით.
ყვე­ლა პე­და­გოგს ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას. ჩემს სკო­ლა­ში თით­ქ­მის ყვე­ლა უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლია. მას შემ­დეგ, რაც მენ­ტორ­მას­წავ­ლებ­ლად დავ­სა­ხელ­დი, ყვე­ლას გა­უჩ­ნ­და მო­ტი­ვა­ცია. ჩემს ძვირ­ფას კო­ლე­გებს შე­მიძ­ლია ვუთხ­რა, რომ თუ სწო­რად და­გეგ­მა­ვენ თა­ვი­ან­თი გან­ვი­თა­რე­ბის გზას და გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­დეგს მი­აღ­წე­ვენ. ვურ­ჩევ­დი, იყონ ღია სი­ახ­ლე­ე­ბის მი­სა­ღე­ბად. საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბით, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მი­თა და მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლო­ბით ყვე­ლა მწვერ­ვა­ლი და­იპყ­რო­ბა.

სტა­ტუ­სით და­კის­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი
მა­რი­ნა ის­კა­კო­ვა: სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, მენ­ტო­რის ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და კა­თედ­რის/სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რა­საც სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბამ­დეც ვა­კე­თებ­დი. რა თქმა უნ­და, გა­ვაგ­რ­ძე­ლებ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. მზად ვარ, და­ვეხ­მა­რო არა მარ­ტო ჩე­მი სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს, არა­მედ ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ სკო­ლა­ში მეს­ტუმ­რა ქი­მი­ის ორი უფ­რო­სი პე­და­გო­გი. მათ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­ი­გეს, რომ მენ­ტო­რი გავ­ხ­დი. მო­ვიდ­ნენ და მთხო­ვეს დახ­მა­რე­ბა. ისი­ნი და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე, აინ­ტე­რე­სებ­დათ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბი­სათ­ვის რო­გორ მო­ემ­ზა­დონ. ჩემ­თ­ვის ეს იყო ძა­ლი­ან დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და აღი­ა­რე­ბა. აღ­მოჩ­ნ­და, რომ დი­დი ხა­ნია აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პორ­ტ­ფო­ლი­ოს მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც მი­საწ­ვ­დო­მია ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი­სათ­ვის. პორ­ტ­ფო­ლი­ო­ში ასა­ხუ­ლი მაქვს ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბის 4-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა: სას­წავ­ლო წლი­უ­რი გეგ­მე­ბი, სა­მო­დე­ლო თუ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი, კლუ­ბის მუ­შა­ო­ბა და სხვ. ასე რომ, ვარ ქუ­თა­ი­სის, იმე­რე­თის პე­და­გო­გე­ბის სამ­სა­ხურ­ში.
ნი­ნო გა­ბულ­და­ნი: სტა­ტუ­სი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხა­რის­ხ­ზე ზრუნ­ვას მა­კის­რებს. ამის­თ­ვის, უპირ­ვე­ლე­სად, მინ­და, ტრე­ნე­რის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ტრე­ნინ­გი გა­ვი­ა­რო, რომ უკეთ შევ­ძ­ლო კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბა. გა­ვაგ­რ­ძე­ლებ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლას.
ხა­თუ­ნა ხალ­ვა­ში: ვას­წავ­ლი და ვსწავ­ლობ. მე თვი­თონ მაქვს სურ­ვი­ლი, რომ პრო­ფე­სი­უ­ლად გა­ვი­ზარ­დო, სი­ახ­ლე შე­ვი­ტა­ნო და ხა­ლი­სი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო გავ­ხა­დო ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი. ამას გა­ვაგ­რ­ძე­ლებ. ვერ­თ­ვე­ბი პრო­ექ­ტებ­ში, ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, ვმო­ნა­წი­ლე­ობ კონ­კურ­სებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში. მე­ტი მო­ტი­ვა­ცია მაქვს, რომ ჩე­მი საქ­მე უკეთ გა­ვა­კე­თო, მეტს გა­ვუ­ზი­ა­რო ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მიმ­ზიდ­ვე­ლი გავ­ხა­დო.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა,
რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მი­სა­ღებს ხდის

მა­რი­ნა ის­კა­კო­ვა: მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და იყოს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, აქ­ტი­უ­რი მსმე­ნე­ლი, ობი­ექ­ტუ­რი, ყვე­ლა ბავ­შ­ვის მიმ­ღე­ბი.
ნი­ნო გა­ბულ­და­ნი: ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის სიყ­ვა­რუ­ლის, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის უნა­რია. თუ ბავ­შ­ვი გიყ­ვარს, აუცი­ლებ­ლად მი­გი­ღებს, გა­მოგ­ყ­ვე­ბა. მხო­ლოდ ასეა შე­საძ­ლე­ბე­ლი სამ­შ­ვი­დო­ბოს გას­ვ­ლა.
ხა­თუ­ნა ხალ­ვა­ში: საქ­მის და ბავ­შ­ვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი.

რა­ტომ უნ­და აირ­ჩი­ონ ახალ­გაზ­რ­დებ­მა
მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია

მა­რი­ნა ის­კა­კო­ვა: სკო­ლის ასაკ­ში მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი  მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მიღ­წე­ვე­ბი. თუ გვინ­და გვქონ­დეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სამ­ყა­რო, გვყავ­დეს კომ­პე­ტე­ნტუ­რი მთავ­რო­ბა, მო­სა­მარ­თ­ლე­ე­ბი, ეკო­ნო­მის­ტე­ბი, ექი­მე­ბი, იურის­ტე­ბი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, მა­თი აღ­ზ­რ­და სკო­ლის ასა­კი­დან უნ­და და­ვიწყოთ. ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ახალ­გაზ­რ­დო­ბის სა­უ­კე­თე­სო ნა­წილ­მა უნ­და აირ­ჩი­ოს.
ნი­ნო გა­ბულ­და­ნი: ბა­ტო­ნი მე­რაბ მა­მარ­დაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და: თუ ახალ­გაზ­რ­დე­ბი წავ­ლენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­რი­ფე­რი­ებ­ში და იქ თა­ვი­ანთ სკო­ლებს შექ­მ­ნი­ან, მე ვი­წა­მებ ქვეყ­ნის მო­მავა­ლს (სკო­ლე­ბის შექ­მ­ნა­ში, შე­საძ­ლოა, ის ახ­ლე­ბურ მიდ­გო­მა­სა და სწავ­ლე­ბას გუ­ლის­ხ­მობ­და). ამ რწმე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა დღე­საც გვჭირ­დე­ბა, ამი­ტო­მაც ახალ­გაზ­რ­დებ­მა თა­ვი­ან­თი სიტყ­ვა უნ­და თქვან.
ხა­თუ­ნა ხალ­ვა­ში: თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ ბავ­შ­ვის სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო, გიყ­ვართ ისი­ნი უპი­რო­ბოდ, გხიბ­ლავთ ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი, იღებთ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვებს, თქვენ მო­წო­დე­ბუ­ლი ხართ, იყოთ პე­და­გო­გი და აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ წარ­მა­ტე­ბას.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N