გამოდის 1998 წლიდან
2017-11-02
გახდე მენტორი, საჭიროა გქონდეს პროფესიული ზრდის დიდი სურვილი

დღეს მენ­ტო­რე­ბის კი­დევ ერთ სა­მე­ულს გა­გაცნობთ:
ირი­ნა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი (სსიპ — თბი­ლი­სის N21 სა­ჯა­რო სკო­ლა),
ლი­ა­ნა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი (დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ სამ­თაწყა­როს სა­ჯა­რო სკო­ლა),
პეტ­რე ბა­ბი­ლუა (შპს ევ­რო­პუ­ლი სკო­ლა).

რა­ტომ აირ­ჩი­ეს პე­და­გო­გო­ბა და რას ნიშ­ნავს მათ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია
ირი­ნა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი: ალ­ბათ, სა­უ­ბა­რი იმით უნ­და და­ვიწყო, რა­ტომ ავირ­ჩიე მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ად ფი­ლო­ლო­გო­ბა. ამ არ­ჩევ­ნამ­დე ლი­ტე­რა­ტუ­რის სიყ­ვა­რულ­მა მი­მიყ­ვა­ნა, იმ სამ­ყა­როს პრო­ფე­სი­უ­ლი შეც­ნო­ბის, გა­აზ­რე­ბი­სა და გა­თა­ვი­სე­ბის სურ­ვილ­მა, რო­მელ­საც მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტი გა­და­უშ­ლის თა­ვის მკითხ­ველს. ფი­ლო­ლოგს, თუ­კი იგი უშუ­ა­ლოდ პრო­ფე­სი­ით აპი­რებს საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორი გზა აქვს — სა­მეც­ნი­ე­რო ან პე­და­გო­გი­უ­რი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე მოხ­და, რომ ჩე­მი სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი­სა და სხვა პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის თა­ნად­გო­მით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, მუ­შა­ო­ბა ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის კა­თედ­რა­ზე და­ვიწყე, რა­მაც, უდა­ვოდ, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­საზღ­ვ­რა ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდა რო­გორც პე­და­გო­გი­უ­რი, ისე სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით. 1997 წელს და­ვი­ცა­ვი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლო­ბით. ვარ ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი. ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს ვა­ტა­რებ­დი სხვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­შიც. ამ­ჟა­მად, სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვარ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის შო­თა რუს­თა­ვე­ლის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის მეც­ნი­ე­რი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი.
 სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა, რამ­დენ­ჯერ­მე, ად­რეც შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ პირ­ვე­ლად ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 2006 წელს შე­ვე­დი (თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ვი­ღებთ იმ ერ­თ­თ­ვი­ან პრაქ­ტი­კას, რო­მელ­საც ფი­ლო­ლო­გე­ბი, მე­ოთხე თუ მე­ხუ­თე კურ­ს­ზე, თბი­ლი­სის სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში გავ­დი­ო­დით). რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სკო­ლას თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კა აქვს რო­გორც სწავ­ლე­ბის ფორ­მი­სა და მა­სა­ლის, ისე მოს­წავ­ლე­თა ასა­კი­სა თუ ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მაგ­რამ მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მრა­ვალ­გ­ვარ უნარს სძენს ადა­მი­ანს, დი­დად და­მეხ­მა­რა ალ­ღო ამე­ღო ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის­თ­ვის, ბევრ რა­მეს დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დი, შე­მეთ­ვი­სე­ბი­ნა და, ამა­ვე დროს, შე­მე­ტა­ნა საკ­ლა­სო ოთახ­ში და­მა­ტე­ბი­თი სა­ფიქ­რა­ლი, ჩა­მე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბი იმ ტი­პის აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც მათ მო­მავ­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვებს შეს­ძენ­და და მო­ამ­ზა­დებ­და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბის­თ­ვის.
რას ნიშ­ნავს მას­წავ­ლებ­ლო­ბა? — ეს უაღ­რე­სად რთუ­ლი, დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ც­დაა, რო­ცა თვალ­ნათ­ლივ ხე­დავ შე­ნი შრო­მის უშუ­ა­ლო შე­დეგს, შე­იგ­რ­ძ­ნობ მოს­წავ­ლის­გან და­უ­ფა­რა­ვად გა­მო­ხა­ტულ სიყ­ვა­რულს, იმას, რომ ეიმე­დე­ბი ახ­ლაც და თუ დას­ჭირ­დი, მო­მა­ვალ­შიც... მა­შინ ხვდე­ბი, რომ ამად ღირ­და მათ ნა­წე­რებ­ზე გა­თე­ნე­ბუ­ლი ღა­მე­ე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტი­სა თუ შე­მეც­ნე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბის მზა­დე­ბა­ში და­ხარ­ჯუ­ლი უამ­რა­ვი დამ­ღ­ლე­ლი სა­ა­თი.
მას­წავ­ლებ­ლო­ბა რთუ­ლი პრო­ფე­სიაა. დღეს პე­და­გოგს უამ­რავ პრობ­ლე­მას­თან უწევს გამ­კ­ლა­ვე­ბა.
ლი­ა­ნა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი: და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე პე­და­გო­გე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. პირ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბით ვარ ფარ­მა­ცევ­ტი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა ვერ მო­ვახ­დი­ნე სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში. ამი­ტომ შე­ვიც­ვა­ლე სპე­ცი­ა­ლო­ბა და გავ­ხ­დი პე­და­გო­გი, სა­დაც ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი მო­წო­დე­ბა ვი­პო­ვე.
დღე­ვან­დე­ლი პე­და­გო­გე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მად რჩე­ბა რთუ­ლი სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე და ყვე­ლა­ფერ­ზე არც თუ მარ­ტი­ვად აისა­ხე­ბა. თა­ვის­თა­ვად, ეს გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­საც ეხე­ბა. თუ სა­ხელ­მ­წი­ფოს გაძ­ლი­ე­რე­ბა და წინ­ს­ვ­ლა გვინ­და, ეს პრობ­ლე­მა ერ­თობ­ლი­ვად უნ­და მო­ვაგ­ვა­როთ. სხვა­ნა­ი­რად ვერ­ცერთ სფე­რო­ში, მათ შო­რის გა­ნათ­ლე­ბა­შიც, სრულ­ფა­სოვ­ნე­ბას ვერ მი­ვაღ­წევთ.
პეტ­რე ბა­ბი­ლუა: სი­მარ­თ­ლე რომ გითხ­რათ, მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემ­თ­ვის თვით­მი­ზა­ნი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ჩე­მი ცხოვ­რე­ბის წარ­მ­მარ­თ­ვე­ლი იყო სიყ­ვა­რუ­ლი მა­თე­მა­ტი­კი­სად­მი. სწო­რედ ამ სიყ­ვა­რულ­მა გან­საზღ­ვ­რა ბევ­რი რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მათ შო­რის ჩე­მი მას­წავ­ლებ­ლო­ბა. რო­ცა მა­თე­მა­ტი­კა­ში მუ­შა­ობ, ძნე­ლია, გა­ავ­ლო ზღვა­რი კვლე­ვა­სა და სწავ­ლე­ბას შო­რის. ამ დროს ხვდე­ბი, რომ შე­ნი ყო­ვე­ლი კვლე­ვა, აღ­მო­ჩე­ნა, მიგ­ნე­ბა სხვა­საც უნ­და გა­უ­ზი­ა­რო, ას­წავ­ლო. თა­ნაც, მე ვი­ცი, რა სირ­თუ­ლე­ებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა და ამი­ტო­მაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, შე­მეც­ვა­ლა ეს სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა; მინ­დო­და, მოს­წავ­ლე­ებს ად­რე­ულ ასაკ­ში და­ე­ნა­ხათ და ეგ­რ­ძ­ნოთ, რომ მა­თე­მა­ტი­კა სა­ში­ნე­ლი ლა­ბი­რინ­თი კი არა, სა­ინ­ტე­რე­სო თავ­სა­ტე­ხია, რომ­ლის ამოხ­ს­ნაც, სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, სა­ჭი­რო აუცი­ლებ­ლო­ბაა შე­ნი­ვე რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვის. ასე რომ, მა­თე­მა­ტი­კის სიყ­ვა­რულ­მა და ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვილ­მა მი­მიყ­ვა­ნა სკო­ლის კა­რამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­აც ასე გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა — ყო­ველ­დღი­უ­რად ის­წავ­ლო შენ თვი­თონ, არა­სო­დეს შეწყ­ვი­ტო გან­ვი­თა­რე­ბა, იკ­ვ­ლიო და შემ­დეგ ეს სი­ახ­ლე­ე­ბი მი­ი­ტა­ნო მოს­წავ­ლეს­თან, რა­თა ის ცოდ­ნი­თა და უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი გა­უშ­ვა ცხოვ­რე­ბა­ში. ჩვენ მოს­წავ­ლე­ებს არ ვაძ­ლევთ მხო­ლოდ ცოდ­ნას, ჩვენ მათ ვუ­ვი­თა­რებთ უნა­რებ­საც, რომ­ლებ­საც ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. მეს­მის, რომ ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ და­უძ­ლე­ვე­ლი ნამ­დ­ვი­ლად არ არის, ყო­ველ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა სწო­რად უნ­და გა­ვი­თა­ვი­სოთ ჩვე­ნი ფუნ­ქ­ცია.
რო­გო­რი ხელ­შეწყო­ბა აქვს მას­წავ­ლე­ბელს,
თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად რომ გან­ვი­თარ­დეს

ირი­ნა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი: გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი ნამ­დ­ვი­ლად ზრუ­ნა­ვენ იმის­თ­ვის, რომ მას­წავ­ლებ­ლებს მი­ე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გან­ვი­თარ­დ­ნენ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად და სრულ­ყონ თა­ვი­ან­თი საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნა თუ პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინგ-კურ­სის, სპე­ცი­ა­ლუ­რი თუ სა­ინ­ფორ­მა­ციო-გან­მარ­ტე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით; თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სატ­რე­ნინ­გო სის­ტე­მა გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი და და­სახ­ვე­წია. მა­გა­ლი­თად, ე.წ. მი­ლე­ნი­უ­მის ტრე­ნინ­გე­ბი არ არის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ყვე­ლა საგ­ნის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, კერ­ძოდ, მათ­თ­ვის, ვინც ჰუ­მა­ნი­ტა­რულ დის­ციპ­ლი­ნებს ას­წავ­ლის. ამის სა­პირ­წო­ნედ სხვა ტრე­ნინ­გი არ არის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი; ზოგ­ჯერ პე­და­გო­გე­ბი რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან ამა თუ იმ ტრე­ნინ­გ­ზე, მაგ­რამ შემ­დ­გომ მათ არა­ვინ უკავ­შირ­დე­ბა; აგ­რეთ­ვე, აუცი­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნი ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბის და­გეგ­მ­ვა სა­ინ­ფორ­მა­ციო-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში, რა­თა მას­წავ­ლებ­ლებ­მა შეძ­ლონ მა­თი სრულ­ფა­სოვ­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაც: საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი არ არის აღ­ჭურ­ვი­ლი შე­სა­ბა­მი­სი აპა­რა­ტუ­რით, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ციფ­რუ­ლი რე­სურ­სე­ბის მიზ­ნობ­რივ გა­მო­ყე­ნე­ბას, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­უწ­ვ­დომ­ლო­ბა­ზე.
რაც ეხე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა გან­ვი­თა­რე­ბი­სა და წინ­ს­ვ­ლის ხელ­შეწყო­ბას ში­და სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში, რო­გორც ჩანს, ამ თვალ­საზ­რი­სით სხვა­დას­ხ­ვა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა, რა­საც ცხად­ყოფს პე­და­გოგ­თა მი­ერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი. ჩე­მი სკო­ლის მა­გა­ლით­ზე, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ, დი­რექ­ტო­რით დაწყე­ბუ­ლი, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი მარ­თ­ვის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე და­საქ­მე­ბუ­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი და მთე­ლი პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვი მო­წა­დი­ნე­ბუ­ლია, მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ეხ­მა­როს და მხარ­ში ამო­უდ­გეს მას­წავ­ლე­ბელს ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა­ში.
ლი­ა­ნა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი: ჩე­მი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ყვე­ლა­ზე პროგ­რე­სუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო სკო­ლებ­ში ისტ-ის კა­ბი­ნე­ტე­ბის მოწყო­ბა, რომ­ლე­ბიც, ძი­რი­თა­დად, გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს, მათ უწყ­ვეტ რე­ჟიმ­ში მი­ე­წო­დე­ბათ ინ­ტერ­ნე­ტი (მა­ღალ­მ­თი­ან რე­გი­ო­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბა ად­გი­ლი ჰქონ­დეს წყვე­ტას), რაც უკ­ვე დი­დი დახ­მა­რე­ბაა პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, რა­თა შეძ­ლონ სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის სრულ­ყო­ფა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და­გეგ­მონ და ჩა­ა­ტა­რონ მა­ღა­ლი დო­ნის გაკ­ვე­თი­ლე­ბი, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.
პეტ­რე ბა­ბი­ლუა: „ევ­რო­პუ­ლი სკო­ლა“, რო­მელ­შიც მე ვას­წავ­ლი, კერ­ძო სკო­ლაა და თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ვი­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რით, ბა­ზით. აქ მას­წავ­ლე­ბელს ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა აქვს შექ­მ­ნი­ლი, რომ წარ­მა­ტე­ბით ას­წავ­ლოს. შე­სა­ბა­მი­სად, მეც ყვე­ლა ტი­პის ხელ­შეწყო­ბა მქონ­და რო­გორც ბა­ზის თვალ­საზ­რი­სით, ისე კო­ლე­გე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის თა­ნად­გო­მით, რა­თა სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ და ხა­რის­ხი­ა­ნად შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. მარ­თა­ლია, რე­სურ­სი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევ­და, მაგ­რამ მხო­ლოდ რე­სურ­სი არაა გა­დამ­წყ­ვე­ტი. კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ო­რებ, რომ კარგ რე­სურსს მას­წავ­ლებ­ლის კე­თი­ლი ნე­ბაც უნ­და ერ­თ­ვო­დეს, რომ ხა­რის­ხი­ა­ნი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. ასე რომ, თუ­კი მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს სა­კუ­თარ თავ­ზე, ის აუცი­ლებ­ლად მო­ძებ­ნის რე­სურსს სკო­ლა­ში, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.
ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა
ირი­ნა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი: ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი დღეს არა­ერ­თი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგა­ნან, მთა­ვა­რი კი, ალ­ბათ, ის გახ­ლავთ, რომ მათ უნ­და შეძ­ლონ, სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბი შე­უ­თავ­სონ სო­ცი­უ­მის დაკ­ვე­თას, რო­მელ­საც დიდ­წი­ლად ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ეროვ­ნულ-მენ­ტა­ლუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი გან­საზღ­ვ­რავს.
ლი­ა­ნა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი: ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის ყვე­ლა­ზე დიდ გა­მოწ­ვე­ვად, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან ცოდ­ნა­სა და უცხო ენე­ბის ფლო­ბას მი­ვიჩ­ნევ, რად­გან ცოდ­ნა ყვე­ლა­ზე დი­დი „პრო­დუქ­ტია“. ამ პრო­დუქ­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად კი უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.
პეტ­რე ბა­ბი­ლუა: დღეს ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი მიდ­გო­მე­ბის რღვე­ვა. ჩვენ მა­ინც გარ­და­მა­ვალ ეპო­ქა­ში გვი­წევს მას­წავ­ლებ­ლო­ბა, რო­ცა ძვე­ლი და ახა­ლი თა­ო­ბა, ანუ ძვე­ლი და ახა­ლი ხედ­ვა/მიდ­გო­მა ერ­თ­დ­რო­უ­ლად თა­ნა­არ­სე­ბობს სას­კო­ლო სივ­რ­ცე­ში. მეს­მის, რომ ეს მტკივ­ნე­უ­ლი სა­კითხია, მაგ­რამ უნ­და გა­ვი­აზ­როთ ერ­თი რამ — ჩვენ ვზრდით ჩვენ­სა­ვე მო­მა­ვალს; ეს ბავ­შ­ვე­ბი დღეს ჩვენ გვენ­დო­ბი­ან, თა­ვი­ანთ მო­მა­ვალს გვან­დო­ბენ და და­მე­თან­ხ­მე­ბით, ეს საკ­მა­ოდ დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩემ­თ­ვის ის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მამ­ყო­ფებს — მე და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი არ ჩა­მოვ­რ­ჩეთ სი­ახ­ლე­ებს. მას­წავ­ლე­ბე­ლი კლას­ში წარ­მ­მარ­თ­ვე­ლი ძა­ლა კი არ უნ­და იყოს, არა­მედ — ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, ერ­თ­გ­ვა­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვი, რო­მე­ლიც გვერ­დი­დან წარ­მარ­თავს პრო­ცესს. მთა­ვა­რი მოქ­მე­დი კლას­ში არის მოს­წავ­ლე. თუ­კი ამას შევ­ძ­ლებთ, მა­შინ თი­თო­ე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი იქ­ნე­ბა კვლე­ვა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი და არა ლექ­ცი­უ­რი ტი­პის, რო­გორც უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში გვაქვს ხოლ­მე. ვფიქ­რობ, ეს არის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა დღე­ვან­დე­ლი ქარ­თ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის.
სქე­მის სირ­თუ­ლე­ე­ბი და
რე­ა­ლის­ტუ­რი სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლა 
ირი­ნა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი: მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, პირ­ვე­ლად, 2010 წელს და­ი­ნერ­გა და იმ­თა­ვით­ვე აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა და მწვა­ვე  დის­კუ­სია გა­მო­იწ­ვია. მას შემ­დეგ, 2015 წლი­დან, რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა, უფ­რო მას­შ­ტა­ბუ­რი (სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა ¹68; 20 თე­ბერ­ვა­ლი, 2015 წ.) თუ მცი­რე კო­რექ­ტი­რე­ბის (სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა ¹35; 26 იან­ვა­რი, 2017 წ.) შე­დე­გად, თუმ­ცა, ერ­თ­გ­ვა­რო­ვ­ნად მას დღე­საც არ აფა­სე­ბენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გი­ერთ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­იძ­ლე­ბა მეც მქონ­დეს შე­ნიშ­ვ­ნე­ბი, მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ სქე­მა მთლი­ა­ნო­ბა­ში საკ­მა­ოდ კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.
მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლა სქე­მით გან­საზღ­ვ­რულ ვა­დებ­ში და უფ­რო სწრა­ფა­დაც კი სრუ­ლი­ად რე­ა­ლის­ტუ­რად მი­მაჩ­ნია პე­და­გოგ­თა სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ბა­ზა­ზე; სირ­თუ­ლეს ქმნის არა უშუ­ა­ლოდ ქმე­დე­ბა, არა­მედ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა და და­დას­ტუ­რე­ბის სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი. ბო­ლო დროს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში გა­მოჩ­ნ­და, რომ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი, ამ მხრივ, ზო­გი­ერთ ცვლი­ლე­ბას გეგ­მავს (მაგ.: დო­კუ­მენ­ტე­ბის სის­ტე­მა­ში ატ­ვირ­თ­ვის ვა­დე­ბი და სხვ.). კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ პე­და­გო­გებს ნაკ­ლე­ბი დრო და­ე­ხარ­ჯე­ბათ გან­ხილ­ვა-შე­ფა­სე­ბი­სათ­ვის წარ­სად­გე­ნი მა­სა­ლის მომ­ზა­დე­ბა­ში, რა­თა მთე­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვა მო­ახ­მა­რონ თა­ვი­ანთ უშუ­ა­ლო მი­ზანს — მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბა­სა და აღ­ზ­რ­დას.
ლი­ა­ნა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი: სქე­მის არ­სე­ბო­ბას შე­ვა­ფა­სებ და­დე­ბი­თად. ის რე­ა­ლის­ტუ­რია და პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი. თუ პე­და­გო­გი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­გეგ­მავს და იმუ­შა­ვებს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის სრულ­ყო­ფა­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ზე, შე­დეგს აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს.
პეტ­რე ბა­ბი­ლუა: კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის არ­სე­ბო­ბა აუცი­ლე­ბე­ლია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის თით­ქ­მის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. სქე­მა გაძ­ლევს მო­ტი­ვა­ცი­ას, იმუ­შაო სა­კუ­თარ თავ­ზე, მაგ­რამ ეს არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და იყოს გან­ყე­ნე­ბუ­ლად, ანუ ჩვენ ვვი­თარ­დე­ბით არა სქე­მის სა­ფე­ხურ­ზე ასას­ვ­ლე­ლად, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვის უკეთ რე­ა­ლი­ზე­ბის­თ­ვის. სქე­მა რე­ა­ლის­ტუ­რია და გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ შე­ნი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა უზ­რუნ­ველ­ყო, მაგ­რამ, ზო­გა­დად, რო­გორ აისა­ხე­ბა დღე­ვან­დე­ლი სქე­მა სას­წავ­ლო პრო­ცეს­სა და მოს­წავ­ლე­ებ­ზე, ვფიქ­რობ, ეს ცალ­კე კვლე­ვის სა­გა­ნია. თუ­კი მას­წავ­ლებ­ლის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა, იმავ­დ­რო­უ­ლად, სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე სა­სი­კე­თო გავ­ლე­ნას ახ­დენს, ე.ი., პრო­ცე­სი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის. ვგუ­ლის­ხ­მობ იმას, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში არ უნ­და იმუ­შა­ოს გან­ყე­ნე­ბუ­ლად, არა­მედ მი­სი კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა უნ­და აისა­ხოს სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.
მენ­ტო­რო­ბამ­დე გან­ვ­ლი­ლი გზა —
რჩე­ვა კო­ლე­გებს, რო­გორ გახ­დ­ნენ მენ­ტო­რე­ბი

ირი­ნა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი: რო­გორც ზე­მოთ აღ­ვ­ნიშ­ნე, სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბა 2006 წელს და­ვიწყე მცი­რე სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვით. 2010 წელს სა­ხელ­მ­წი­ფომ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში და­საქ­მე­ბულ პე­და­გო­გებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ორი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მოს­თხო­ვა: სა­გან­სა და პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში. არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, ისე დავ­რე­გის­ტ­რირ­დი და ორი­ვე გა­მოც­და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბით ჩა­ვა­ბა­რე, რა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის მი­ერ ჩე­მი მიწ­ვე­ვა, მენ­ტო­რის სტა­ტუ­სით, „მას­წავ­ლებ­ლო­ბის მა­ძი­ებ­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რის სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მა­ში“. ამ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, პრო­ფე­სი­ულ კონ­სულ­ტი­რე­ბას ვუ­წევ­დი სამ ახალ­გაზ­რ­დას, რო­მელ­თაც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რეს საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბი, მუ­შა­ო­ბა და­იწყეს სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში, ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი კი დღეს ჩე­მი კო­ლე­გაა, რამ­დე­ნი­მე წე­ლია ჩვენს სკო­ლა­ში ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლის, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლოა ჩემ­თ­ვის. იმა­ვე სას­წავ­ლო წელს, 2011-ის გა­ზაფხულ­ზე, სა­ხელ­მ­წი­ფომ კი­დევ ერ­თი სი­ახ­ლე შეს­თა­ვა­ზა პე­და­გო­გებს — ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გა­მოც­და ინ­გ­ლი­სურ­სა და კომ­პი­უ­ტე­რულ უნა­რებ­ში. ეს გა­მოც­დაც პირ­ვე­ლი­ვე წელს ჩა­ვა­ბა­რე და, საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო გა­მოც­დე­ბის სა­ერ­თო შე­ფა­სე­ბა­თა მი­ხედ­ვით, მო­მე­ნი­ჭა სა­უ­კე­თე­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი.
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მა­ში, ამოქ­მე­დე­ბის­თა­ნა­ვე, 2010 წელს ჩა­ვერ­თე და არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბაც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, რო­მელ­თა­გან, 2015 წელს,  სქე­მის მას­შ­ტა­ბუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, მხო­ლოდ ზო­გი­ერ­თი შე­ფას­და კრე­დიტ­ქუ­ლე­ბით, თუმ­ცა, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­შიც შე­საძ­ლე­ბელ ქუ­ლა­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა — 10 კრე­დი­ტი — და­ვაგ­რო­ვე. 2015-2016 სას­წავ­ლო წლი­დან, ახა­ლი სქე­მით მოთხოვ­ნი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­დე­გად, კი­დევ 18,5 კრე­დიტ­ქუ­ლა მი­ვი­ღე და სა­ერ­თო 28,5 ქუ­ლით, გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს, სკო­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­მა წარ­მად­გი­ნა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი განვითარების ცენ­ტ­რის წი­ნა­შე მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად.
და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კრე­დიტ­ქუ­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბით და­ვაგ­რო­ვე: ჩა­ვა­ტა­რე 4 სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი და სკო­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის კვლე­ვა, მო­ვამ­ზა­დე სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო პრო­ექ­ტე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში და ა.შ. ვი­ნა­ი­დან მენ­ტო­რის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად მხო­ლოდ 25 კრე­დიტ­ქუ­ლა იყო სა­ჭი­რო, ზო­გი­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა, დო­კუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხით, სკო­ლის შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის­თ­ვის არა­თუ არ წარ­მიდ­გე­ნია, არც თა­ვი­დან ჩა­მი­ფიქ­რე­ბია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად სქე­მის­თ­ვის. სწავ­ლე­ბა იმ­დე­ნად ცოცხა­ლი და უშუ­ა­ლო პრო­ცე­სია, რომ მის ფარ­გ­ლებ­ში უამ­რა­ვი იდეა იბა­დე­ბა, ბევ­რი სა­სარ­გებ­ლო საქ­მე ის­ხამს ხორცს. არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა­ფე­რი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სქე­მას მი­ვუ­სა­და­გოთ, თუმ­ცა, თუ სა­ჭი­რო გახ­და, არც ეს იქ­ნე­ბა რთუ­ლი, რად­გან და­მა­ტე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იგი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვანს გვთა­ვა­ზობს.
სა­ფე­ხუ­რის ცვლი­ლე­ბის თუ, ზო­გა­დად, კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის გზა­ზე მთა­ვარ სირ­თუ­ლედ ისევ გა­და­მე­ტე­ბულ (ჩე­მი აზ­რით) „ქა­ღალ­დო­ბა­ნას“ და­ვა­სა­ხე­ლებ, კო­ლე­გებს კი ვურ­ჩევ, არ შე­უ­შინ­დ­ნენ დაბ­რ­კო­ლე­ბებს; ისი­ნი ისეთ კარგ და ღი­რე­ბულ საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ღირ­სე­უ­ლად, რომ მა­თი უან­გა­რო საქ­მი­ა­ნო­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლის წარ­მოდ­გე­ნაც კი სა­თა­ნა­დო, მოთხოვ­ნი­ლი ფორ­მით სა­ჭი­რო­ზე გა­ცი­ლე­ბით მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბის კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ა­ღე­ბი­ნებს.
ლი­ა­ნა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი: მენ­ტო­რო­ბამ­დე გან­ვ­ლილ გზას სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის გზად ჩავ­თ­ვ­ლი­დი, რომ­ლის გა­სავ­ლე­ლად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, მაგ­რამ თავ­და­დე­ბუ­ლი შრო­მაა სა­ჭი­რო. ამ სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად მჭირ­დე­ბო­და 25 კრე­დი­ტი. მე კი 40,5 კრე­დი­ტი და­ვაგ­რო­ვე, რა­შიც უდა­ვოდ და­მეხ­მა­რა სქე­მა­ში კრე­დიტ­ქუ­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბა.
კო­ლე­გებს ვურ­ჩევ­დი, დღე­ვან­დე­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მე სახ­ვა­ლი­ოდ არ გა­და­დონ და შე­დე­გად — მი­ზანს აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წე­ვენ.
პეტ­რე ბა­ბი­ლუა: მენ­ტო­რო­ბამ­დე გან­ვ­ლი­ლი გზა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, მაგ­რამ და­უძ­ლე­ვე­ლი არა­ფე­რია, მით უმე­ტეს, თუ­კი კარგ გა­რე­მო­ში გი­წევს მუ­შა­ო­ბა. თუმ­ცა, ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბით შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ მენ­ტო­რო­ბა არის კარ­გი გა­რე­მო­სა და შე­ნი მის­წ­რა­ფე­ბის ერ­თი­ა­ნო­ბის შე­დე­გი. ჩემ­თ­ვის მი­ზა­ნი ყო­ველ­თ­ვის იყო მოს­წავ­ლე და არა, თუნ­დაც, მენ­ტო­რო­ბა. ჩე­მი ყო­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბა იყო ძი­ე­ბა, რო­გორ გა­მე­ხა­და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ხა­ლი­სი­ა­ნი, მარ­ტი­ვი, სა­ინ­ტე­რე­სო. ეს მით უმე­ტეს სა­ჭი­როა, რო­ცა მა­თე­მა­ტი­კას ას­წავ­ლი და საგ­ნის სწავ­ლე­ბას­თან ერ­თად, მოს­წავ­ლე­ებ­ში ამ საგ­ნი­სად­მი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი ში­შის დამ­ს­ხ­ვ­რე­ვა გი­წევს. ამი­ტო­მაც ჩემს კო­ლე­გებს შე­მიძ­ლია ვურ­ჩიო, რომ მენ­ტო­რო­ბა თვით­მიზ­ნად არ გა­ი­ხა­დონ, მათ შე­უძ­ლი­ათ ჩვე­უ­ლებ­რივ აკე­თონ თა­ვი­ან­თი საქ­მე, ერ­თ­გუ­ლე­ბი­თა და მოს­წავ­ლის სიყ­ვა­რუ­ლით; იზ­რუ­ნონ თა­ვი­ანთ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იმი­ტომ, რომ ეს მათ მოს­წავ­ლე­ებს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა. თუ­კი ამას გა­ი­თა­ვი­სებს მას­წავ­ლე­ბე­ლი, შე­დე­გი აუცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა ყველ­გან, მათ შო­რის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სა­ფე­ხურ­ზე მენ­ტო­რო­ბის სა­ხით.
სტა­ტუ­სით და­კის­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა
და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი

ირი­ნა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი: ნე­ბის­მი­ე­რი სტა­ტუ­სი, დი­დი თუ მცი­რე, თა­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­სა და პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბებს მო­ი­ცავს. მთა­ვა­რი ალ­ბათ ის გახ­ლავთ, რომ ჩე­მი შრო­მი­თა და მუდ­მი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის მცდე­ლო­ბით გა­ვა­მარ­თ­ლო ის, რის შე­სა­ფე­რი­სად მი­მიჩ­ნია არა მხო­ლოდ სა­ხელ­მ­წი­ფომ, არა­მედ ჩემ­მა კო­ლექ­ტივ­მა.
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბი არ მაქვს. რა­საც ვა­კე­თებ­დი და ვცდი­ლობ­დი, იმას­ვე გა­ვა­კე­თებ და ვეც­დე­ბი: მინ­და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ბევ­რი რამ წაჰ­ყ­ვეთ ახალ­გაზ­რ­დებს ცხოვ­რე­ბის საგ­ზ­ლად, იქ­ნე­ბა ეს ცოდ­ნა, უნა­რე­ბი თუ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი; არა­სო­დეს და­ვი­ზა­რებ, გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვუ­ზი­ა­რო ან ვურ­ჩიო, ვი­საც ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი თა­ნად­გო­მა დას­ჭირ­დე­ბა; ვი­ცი, არ მომ­ბეზ­რ­დე­ბა სწავ­ლა, არ გა­მი­ნელ­დე­ბა ინ­ტე­რე­სი სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი...
ლი­ა­ნა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი: მე, რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მის „ას­წავ­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის“ მო­ნა­წი­ლე კონ­სულ­ტანტ-მას­წავ­ლე­ბელს, ისე­დაც მა­კის­რია გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბი სკო­ლა­ში რო­გორც პედ­კო­ლექ­ტი­ვის, მოს­წავ­ლე­ე­ბის, მშობ­ლე­ბის, ასე­ვე თე­მის წი­ნა­შეც. ხო­ლო ახ­ლა, მენ­ტო­რო­ბის სტა­ტუ­სის მო­ნი­ჭე­ბით, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა თუ ვიტყ­ვი, რომ უკ­ვე თავს ვალ­დე­ბუ­ლად მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­შე ვთვლი.
პეტ­რე ბა­ბი­ლუა: ნე­ბის­მი­ე­რი სტა­ტუ­სი უკ­ვე გარ­კ­ვე­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, მენ­ტო­რო­ბა კი ჩემ­თ­ვის ის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა, რო­ცა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­სა და შენს მოს­წავ­ლე­ებ­საც არ ეკუთ­ვ­ნი. სჭირ­დე­ბი შენს კო­ლე­გებ­საც, უამ­რავ ნაც­ნობ­სა თუ უც­ნობ მას­წავ­ლე­ბელს. ეს გა­ი­ძუ­ლებს, მუდ­მი­ვად იყო ფორ­მა­ში და არ შეწყ­ვი­ტო ახ­ლის ძი­ე­ბა, არ დაგ­რ­ჩეს ვინ­მე ყუ­რადღე­ბის მიღ­მა. ფაქ­ტობ­რი­ვად, უკ­ვე შენს თავს არ ეკუთ­ვ­ნი. ამ მხრივ ცო­ტა რთუ­ლია, მაგ­რამ ესეც სა­ინ­ტე­რე­სოა.
ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა,
რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მი­სა­ღებს ხდის

ირი­ნა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი: მას­წავ­ლე­ბელს, ყო­ველ­დღი­უ­რად, უამ­რავ სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის, გან­წყო­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის მოს­წავ­ლეს­თან უწევს ურ­თი­ერ­თო­ბა; ზო­გი პე­და­გო­გის ერუ­დი­ცი­ა­სა და ინ­ტე­ლექტს აფა­სებს, ზო­გი, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, გა­რეგ­ნო­ბა­სა და ჩაც­მუ­ლო­ბას, სხვას მომ­თხოვ­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი მოს­წონს, ვი­ღა­ცას — უფ­რო ლო­ი­ა­ლუ­რი ან „ძმა­კა­ცუ­რი“, მაგ­რამ ვფიქ­რობ, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელს ყვე­ლა მოს­წავ­ლის­თ­ვის მი­სა­ღებს ხდის, ეს სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბაა. სი­ყალ­ბეს, ორ­მაგ სტან­დარტს, ად­რე თუ გვი­ან, მო­ზარ­დი აუცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩ­ნევს და, კაც­მა რომ თქვას, არც მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და იკად­როს.
ლი­ა­ნა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი: ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბა მას­წავ­ლებ­ლი­სა არის უან­გა­რო და დი­დი სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი, ასე­ვე, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ლა­ვი­რე­ბის უნა­რი, პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მ­ნა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ასე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ყვე­ლას­თ­ვის მი­სა­ღე­ბია, მათ შო­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც.
პეტ­რე ბა­ბი­ლუა: მას­წავ­ლე­ბე­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის მი­სა­ღე­ბია, თუ­კი ის არის გულ­წ­რ­ფე­ლი, ობი­ექ­ტუ­რი და ღია სი­ახ­ლე­ე­ბის­თ­ვის. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩვენ­გან წა­მო­სულ ნე­ბის­მი­ერ იმ­პულსს გრძნო­ბენ და საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რა­დაც აღიქ­ვა­მენ, ისი­ნი ხომ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბის უმე­ტეს ნა­წილს ჩვენს გა­რე­მოც­ვა­ში ატა­რე­ბენ. ამი­ტომ უნ­და ვი­ყოთ საკ­მა­ოდ ფრთხი­ლი. მოს­წავ­ლე უნ­და გრნობ­დეს, რომ ის მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ღი­რე­ბუ­ლია.  თუ­კი არ შეგ­ვიძ­ლია, რომ მათ ეს ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ, მა­შინ არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა.
რა­ტომ უნ­და აირ­ჩი­ონ ახალ­გაზ­რ­დებ­მა
მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია

 ირი­ნა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი: ვფიქ­რობ, პრო­ფე­სია ადა­მი­ან­მა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და აირ­ჩი­ოს, სად ხე­დავს სა­კუ­თარ თავს. რჩე­ვა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, არა­თუ ზედ­მე­ტი, სა­ზი­ა­ნოც კი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­რის­თ­ვის, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვი­საც. ჩე­მი სტუ­დენ­ტო­ბი­სა და შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, დღეს არც ფი­ლო­ლო­გო­ბაა პრეს­ტი­ჟუ­ლი, არც მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვა-ძი­ე­ბა და, მით უმე­ტეს, მას­წავ­ლებ­ლო­ბა. ბევ­რ­ჯერ მი­ფიქ­რია: რას ვი­ზამ­დი, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­დან რომ ვიწყებ­დე? რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნ­და იყოს, სა­ბო­ლო­ოდ პა­სუ­ხი ყო­ველ­თ­ვის ერ­თია — ისევ ამ გზას ავირ­ჩევ­დი. ჩე­მი აზ­რით, სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ას ღირ­სე­ბას თა­ვად ადა­მი­ა­ნი ანი­ჭებს იმის მი­ხედ­ვით, რამ­დე­ნად ღირ­სე­უ­ლად ატა­რებს მას.
ლი­ა­ნა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი: პე­და­გო­გო­ბა, ეს ყვე­ლა­ზე მა­ღალ­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაა, რო­მელ­თა­ნაც შე­ჭი­დე­ბა არც თუ ისე ად­ვი­ლია. გახ­დე ღირ­სე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ნიშ­ნავს იმას, რომ ხარ ყვე­ლა­ზე დი­დი პატ­რი­ო­ტი, რა­მე­თუ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს უზ­რ­დი შენს სამ­შობ­ლოს. მას­წავ­ლებ­ლებს მშობ­ლებ­მა მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი — შვი­ლე­ბი ან­დეს აღ­საზ­რ­დე­ლად, სა­ხელ­მ­წი­ფომ კი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი ან­დო პე­და­გო­გებს. ეს თუ არ აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მო­მა­ვალ მას­წავ­ლე­ბელს, სჯობს გან­ზე გად­გეს და ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნებს და­უთ­მოს ად­გი­ლი.
დი­ახ, თუ პი­როვ­ნე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ის შეძ­ლებს გა­მო­ავ­ლი­ნოს მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და უზა­დო სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­სი და ყვე­ლაფ­რის მი­მართ, მა­შინ მას აქვს უფ­ლე­ბა აირ­ჩი­ოს სპე­ცი­ა­ლო­ბად — პე­და­გო­გო­ბა!
პეტ­რე ბა­ბი­ლუა: მინ­და ახალ­გაზ­რ­დებს ვუთხ­რა, რომ სწო­რედ მას­წავ­ლებ­ლო­ბით შე­უძ­ლი­ათ მათ სამ­ყა­როს შეც­ვ­ლა და  ეს არ არის ტრა­ფა­რე­ტუ­ლი სიტყ­ვე­ბი. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ შექ­მ­ნათ, გა­მო­ძერ­წოთ და დატ­კ­ბეთ იმ პრო­ცე­სით, რომ ქმნით მო­მა­ვალს. რა­მე არ მოგ­წონთ დღეს და ვერ ცვლით? შე­დით საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და ჩა­დეთ ეს იმ ბავ­შ­ვებ­ში, რომ­ლე­ბიც ხვალ აუცი­ლებ­ლად შეც­ვ­ლი­ან ამას. თქვენ გეძ­ლე­ვათ შან­სი, გა­ა­ლა­მა­ზოთ აწ­მ­ყო და შვათ მო­მა­ვა­ლი. ყვე­ლა პრო­ფე­სი­ას კი არ აქვს ეს ხიბ­ლი. და­ამ­ს­ხ­ვ­რი­ეთ სტე­რე­ო­ტი­პი, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა რუ­ტი­ნუ­ლი და უინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სიაა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, წლე­ბის მან­ძილ­ზე, ინერ­ცი­ით მო­დის ეს საბ­ჭო­უ­რი კლი­შე და დროა, ის თა­ვი­დან მო­ვი­შო­როთ. მე 25 წლის ასაკ­ში და­ვიწყე მას­წავ­ლებ­ლო­ბა, რო­ცა მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის ხა­რის­ხი უკ­ვე მო­პო­ვე­ბუ­ლი მქონ­და. 10 წელ­ზე მე­ტია, სკო­ლა­ში ვარ და წლე­ბის შემ­დეგ ვიტყ­ვი — დი­ახ, ეს აწ­მ­ყო ჩვენ შევ­ქ­მე­ნით! და­მი­ჯე­რეთ, ამ სიტყ­ვე­ბის­თ­ვის ღირს შრო­მა და ცხოვ­რე­ბა და თქვენც ნუ გა­უშ­ვებთ ამ შანსს ხე­ლი­დან.

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N