გამოდის 1998 წლიდან
2017-11-02
ბარიერები ეთ­ნი­კუ­რ უმ­ცი­რე­სო­ბათა ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­საქ­მე­ბაში სა­შე­ღა­ვა­თო პო­ლი­ტი­კის ფონ­ზე


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რ­მა (CCIIR), „სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ე­როს ასო­ცი­ა­ცი­ის“ „ტო­ლე­რან­ტო­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბისა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის“ (ჵPITA)) ფარ­გ­ლებ­ში, რო­მე­ლიც ფი­ნან­ს­დე­ბა „ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს“ მი­ერ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში (თსუ-ს, ილი­ა­უ­ნის, სა­მე­დი­ცი­ნო, ტექ­ნი­კუ­რი და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით) ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის სტუ­დენ­ტ­თა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა. კვლე­ვის მი­ზა­ნი იმ პი­რო­ბე­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შეს­წავ­ლა იყო, რო­მე­ლიც დღეს არ­სე­ბობს და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის. ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­ე­ცა­და გა­ერ­კ­ვია, რა მოთხოვ­ნე­ბი და ტენ­დენ­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში ზო­გა­დად და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­თან მი­მარ­თე­ბით; რა ტი­პის გა­მოც­დი­ლე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მო­ლო­დი­ნე­ბი გა­აჩ­ნი­ათ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ სტუ­დენ­ტებ­სა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა და და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით; ასე­ვე, რამ­დე­ნად აძ­ლევს ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მათ და­საქ­მე­ბის მოთ­ხოვ­­ნე­ბის შე­სა­ბა­მის პრო­ფე­სი­ულ ცოდ­ნა­სა და უნა­რებს და რა რო­ლი აქვს ამ ყვე­ლა­ფერს სტუ­დენ­ტ­თა თუ კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა კა­რი­ე­რულ და­გეგ­მ­ვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და ეროვ­ნე­ბათ­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ცენ­ტ­რის გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, მკვლე­ვა­რი ნა­თია გორ­გა­ძე ამ­ბობს, რომ კვლე­ვის სა­მიზ­ნე ის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი იყ­ვ­ნენ, რომ­ლე­ბიც ე.წ. 4+1 პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­შე­ღა­ვა­თო პო­ლი­ტი­კის ფარ­გ­ლებ­ში: „მარ­თა­ლია, კვლე­ვის მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტე­ბი სწო­რედ  4+1 პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბა­ზე გა­კეთ­და, მაგ­რამ სა­კითხის ამ კუთხით ანა­ლი­ზი­სათ­ვის, სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­ვიჩ­ნი­ეთ შეგ­ვეს­წავ­ლა ის ზო­გა­დი ფო­ნი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­საქ­მე­ბის კუთხით არ­სე­ბობს. კერ­ძოდ კი, რა პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი აქვთ ახალ­გაზ­რ­დებს კა­რი­ე­რის და­გეგ­მ­ვი­სა და და­საქ­მე­ბი­სათ­ვის. ვფიქ­რობთ, რომ სწო­რედ ზო­გად კონ­ტექ­ს­ტ­თან მი­მარ­თე­ბით უნ­და მოხ­დეს ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბაც. სწო­რედ ამი­ტომ, კვლე­ვის მი­ზა­ნი იყო, ერ­თი მხრივ, შეგ­ვეს­წავ­ლა, ზო­გა­დად, რა ხდე­ბა და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე და მე­ო­რე მხრივ, ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სათ­ვის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ხელ­შეწყო­ბა არ­სე­ბობს და­საქ­მე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მე­ო­რად მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, რომ სუ­რა­თი მარ­თ­ლაც არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოა რო­გორც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, ისე ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის. 2016 წელს ებერ­ტის ფონ­დის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის „თა­ო­ბა გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში, ახალ­გაზ­რ­დო­ბის კვლე­ვა“ შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, 14-29 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის 19% სრუ­ლი გა­ნაკ­ვე­თი­თაა და­საქ­მე­ბუ­ლი, ხო­ლო 7% — ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე ან თვით­და­საქ­მე­ბუ­ლია. და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი საგ­რ­ძ­ნობ­ლად მე­ტია დე­და­ქა­ლაქ­ში, თბი­ლის­ში, სა­დაც ახალ­გაზ­რ­და მო­სახ­ლე­ო­ბის 27%-ია და­საქ­მე­ბუ­ლი სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე, მა­შინ რო­ცა სოფ­ლად ახალ­გაზ­რ­დე­ბის მხო­ლოდ 11%-ს აქვს იგი­ვე სტა­ტუ­სი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თით­ქ­მის ყო­ვე­ლი მე­ო­რე (46%) ახალ­გაზ­რ­და უმუ­შე­ვა­რია. სა­გუ­ლის­ხ­მოა ისიც, რომ ებერ­ტის ფონ­დის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, და­საქ­მე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის 31% სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ობს ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლად, ხო­ლო 35% არ არის პრო­ფე­სი­ით და­საქ­მე­ბუ­ლი. თუ ამ მო­ნა­ცე­მებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით კი­დევ უფ­რო ჩა­ვუღ­რ­მავ­­დე­ბით, და­ვი­ნა­ხავთ, რომ და­საქ­მე­ბულ­თა ამ პრო­ცენ­ტულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში 25-29 წლის ახალ­გაზ­რ­დე­ბის წი­ლი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, რაც ნიშ­ნავს, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რის სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ახალ­კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის და­საქ­მე­ბის ბა­ზა­რი კი­დევ უფ­რო მე­ტად შეზღუ­დუ­ლია,  ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, სა­მა­გის­ტ­რო და უფ­რო მა­ღა­ლი სა­ფე­ხუ­რის პროგ­რა­მე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის. ეს კი გვაძ­ლევს იმის ვა­რა­უ­დის გა­მოთ­ქ­მის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ და­საქ­მე­ბის ბა­ზა­რი ნაკ­ლე­ბად არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სტუ­დენ­ტე­ბი­სა და კურ­ს­დ­მა­თავ­რე­ბუ­ლე­ბის და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვებ­ზეც.“
ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის პრინ­ცი­პე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა და და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბის ცენ­ტ­რე­ბი (სა­ხეც­ვ­ლი­ლი და­სა­ხე­ლე­ბით და სტრუქ­ტუ­რით), რომ­ლე­ბიც, ერ­თი მხრივ, სტუ­დენ­ტებს და­საქ­მე­ბის­თ­ვის ამ­ზა­დე­ბენ და, მე­ო­რე მხრივ, ხელს უწყო­ბენ დამ­საქ­მე­ბელ­სა და და­სა­საქ­მე­ბელს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბას. მსგავ­სი ცენ­ტ­რე­ბი კვლე­ვის სა­მიზ­ნე ყვე­ლა უნი­ვერ­სი­ტეტშია. თუმ­ცა, ცენ­ტ­რე­ბის/სტრუქ­ტუ­რე­ბის კვლე­ვი­სას ჩნდე­ბა კითხ­ვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რამ­დე­ნად ფუქ­ნ­ცი­ო­ნა­ლუ­რი და ეფექ­ტუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბია ეს სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცენ­ტ­რე­ბი? „თუ ცენ­ტ­რი ვერ იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დენ ადა­მი­ანს შე­უწყო ხე­ლი და­საქ­მე­ბა­ში ან რამ­დენ­მა გა­ი­ა­რა პრაქ­ტი­კა მი­სი ხელ­შეწყო­ბით, ეჭ­ვის ქვეშ დგე­ბა ამ სტრუქ­ტუ­რე­ბის ზუს­ტი ორი­ენ­ტი­რე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვის სა­კითხე­ბი. აქ­ვე უნ­და აღვ­ნიშ­ნოთ, რომ თი­თო­ე­ულ სტრუქ­ტუ­რას, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტე­ბი­სა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის კა­რი­ე­რუ­ლი და­გეგ­მ­ვი­სა და და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, აქვს დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც, და­ხუნ­ძ­ლუ­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ფუნ­ქ­ცი­ე­ბით. თუმ­ცა, სწო­რედ ამ მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლო­ბი­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩნდე­ბა ვა­რა­უ­დე­ბი, რომ მათ უფ­რო მე­ტად ფორ­მა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ, ვიდ­რე ში­ნა­არ­სობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვა.
კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ვებ­გ­ვერ­დე­ბის ანა­ლი­ზის შე­დე­გად, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და­საქ­მე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი გან­ვითა­რე­ბი­სათ­ვის სტუ­დენ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის ხედ­ვა არა­საკ­მა­რი­სად და არა­ჯე­როვ­ნადაა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნებ­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბებ­ში. ამის დას­ტუ­რად ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ ის, რომ სტრუქ­ტუ­რებ­ში არ არის საკ­მა­რი­სი კად­რე­ბი იმი­სათ­ვის, რომ ეფექ­ტუ­რად უპა­სუ­ხონ იმ  დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლ ამო­ცა­ნე­ბს, რომლებიც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის წი­ნა­შე დგას. ცენ­ტ­რებს, ჯამ­ში, ერ­თი ან მაქ­სი­მუმ ორი საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლი აქვთ. იმ შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, თუ კონ­კ­რე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­­ბე­ბი­სათ­ვის ცენ­ტ­რე­ბის აუთ­სორ­სინ­გს მი­მარ­თა­ვენ, ამ­ხე­ლა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­თ­ვი­საც კი, ამ რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სუ­რურ­სე­ბი ვერ იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი.“ — ამ­ბობს ნა­თია გორ­გა­ძე.
სა­გუ­ლის­ხ­მოა ასე­ვე, რომ კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის და და­საქ­მე­ბის ხელ­შეწყო­ბის ცენ­ტ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კვლე­ვის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფო­კუს­ჯ­გუ­ფის მო­ნა­წი­ლე არც ერ­თი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ ფლობ­და. მი­ნიშ­ნე­ბე­ბის შემ­დეგ კი, ერთ-ერ­თ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რო­მე­ლი­ღაც სამ­სა­ხუ­რის ხელ­შეწყო­ბით, ყო­ველ წელს, ეწყო­ბა და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მე­ბი, ასე­ვე სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, თუმ­ცა, იქ­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ც ერთ წელს ასეთ ფო­რუმ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, რად­გან ამის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ხე­დავ­და. კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მსგავ­სი ცენ­ტ­რე­ბის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში ექ­ნე­ბა აზ­რი, თუ­კი მათ შე­სა­ხებ სტუ­დენ­ტებს მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია ექ­ნე­ბათ.
„და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბის შეს­წავ­ლამ 3-წლი­ან ჭრილ­ში, რო­მე­ლიც ვებ­გ­ვერ­დ­ზე — www.jobs.ge — არ­სე­ბუ­ლი ვა­კან­სი­ე­ბის ანა­ლიზს გუ­ლის­ხ­მობ­და, აჩ­ვე­ნა, რომ ვა­კან­სი­ე­ბის 80 პრო­ცენ­ტ­ში მოთხოვ­ნი­ლია არა მხო­ლოდ სუფ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი, არა­მედ ის გამ­ჭო­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი თუ კოგ­ნი­ტურ-ინ­ს­ტრუ­მენ­ტა­ლუ­რი, პე­რსო­ნა­ლუ­რი მარ­თ­ვი­სა და პრო­ფე­სი­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად სა­ჭი­როა იმის­თ­ვის, რომ და­საქ­მ­დე. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ ვა­კან­სი­ე­ბის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, აუცი­ლე­ბე­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­მუ­შაო სტა­ჟი. შე­სა­ბა­მი­სად, თუ­კი სტუ­დენ­ტი, სწავ­ლის პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, არ იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პრაქ­ტი­კა­ში, არ გა­ივ­ლის სტა­ჟი­რე­ბას ან არ ექ­ნე­ბა დამ­საქ­მე­ბელ­თან უშუ­ა­ლოდ ურ­თი­ერ­თო­ბის პრაქ­ტი­კა, ვერ და­აგ­რო­ვებს და­საქ­მე­ბის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­ს სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას.“ — აღ­ნიშ­ნა ნა­თია გორ­გა­ძემ.
მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე აუცი­ლე­ბელ წი­ნა­პი­რო­ბად, რეს­პონ­დენ­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლო­ბის პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას ასა­ხე­ლე­ბენ, რო­მე­ლიც შე­ე­სა­ბა­მე­ბა და­საქ­მე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბელ მოთხოვ­ნებს (64,1), ხო­ლო თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა, რო­მე­ლიც კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან კან­დი­და­ტად გაქ­ცევს, გა­მო­კითხულ­თა თით­ქ­მის 44%-ს მი­აჩ­ნია აუცი­ლე­ბელ წი­ნა­პი­რო­ბად. 32,8%-ის აზ­რით, პო­ზი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი წი­ნა­პი­რო­ბაა სა­მუ­შა­ოს დაწყე­ბი­სათ­ვის. თა­ვად პრო­ფე­სი­ა­ზე მო­თ­ხოვ­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის თავ­სე­ბა­დო­ბა ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­თან გა­მო­კითხულ­თა 23,4%-ს მი­აჩ­ნია მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რეს­პონ­დენ­ტებს ისე­თი ნაც­ნო­ბის ყო­ლა მი­აჩ­ნი­ათ, რო­მე­ლიც ვა­კან­სი­ა­ზე მი­ღე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბათ (21,9). გა­მო­კითხულ­თა  მცი­რე ნა­წი­ლი სხვა წი­ნა­პი­რო­ბებს ასა­ხე­ლებს — სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნი­სათ­ვის დიპ­ლო­მი­ და ენე­ბის ცოდ­ნაა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია (რეს­პონ­დენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ, აერ­ჩი­ათ ერ­თ­ზე მე­ტი პა­სუ­ხი, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ცენ­ტუ­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბა სა­ერ­თო 100%-ზე მე­ტია).
გა­მო­კითხულ­თა 82.5% მი­იჩ­ნევს, რომ ქარ­თუ­ლი ენის არა­სა­თა­ნა­დოდ ფლო­ბა ბა­რი­ე­რია ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ სტუ­დენ­ტე­ბი­სა და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის, ხო­ლო 17.5%-ის აზრით, ქარ­თუ­ლი ენის არა­სა­თა­ნა­დო ფლო­ბა ბა­რი­ე­რს არ წარმოადგენს. ეთ­ნი­კურ ქარ­თ­ვე­ლებ­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ი­სათ­ვის არა­საკ­მა­რი­სი მზა­ო­ბა კი, გა­მო­კითხულ­თა 65%-ზე მეტს მი­აჩ­ნია ბა­რი­ე­რად. ამას­თან, დამ­საქ­მებ­ლის მი­კერ­ძო­ე­ბულ ან ნე­გა­ტი­ურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე და­სა­საქ­მებ­ლის მი­მართ, ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით, ბა­რი­ე­რად გა­მო­კითხულ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი მი­იჩ­ნევს (50,8%), 1,6% აცხა­დებს, რომ არ აქვს პა­სუ­ხი, ხო­ლო 47.6%-ის აზ­რით ასე­თი პრაქ­ტი­კა არ წარ­მო­ად­გენს და­საქ­მე­ბი­სათ­ვის ბა­რი­ერს.
ნა­თია გორ­გა­ძე: „რე­ა­ლუ­რად, საკ­მა­ოდ ბევ­რი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სტუ­დენ­ტი გვყავს. მხო­ლოდ თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­თი რიცხვი, და­ახ­ლო­ე­ბი­თ, 1300-ია. სა­სი­ხა­რუ­­ლო და კარ­გია, ქარ­თულ ენა­ზე უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­­ბი­სათ­ვის მზა­ო­ბის მზარ­დი ტენ­დენ­ცია. ფო­კუს­ჯ­გუ­ფის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იმა­ზეც კი სა­უბ­რო­ბენ, რომ ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბულ თე­მებ­ში, პრეს­ტი­ჟუ­ლა­დაც ით­ვ­ლე­ბა ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ეს, თა­ვის­თა­ვად, იმ­დე­ნად პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ციაა, რომ არამც თუ ხე­ლი უნ­და შე­ე­შა­ლოს რა­ი­მე ტი­პის გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის გა­მო, არა­მედ ყვე­ლა­ნა­ი­რი ძა­ლის­ხ­მე­ვა უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რომ ასე­თი პო­ზი­ტი­უ­რი და ეფექ­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გე­ბი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და კი­დევ უფ­რო გა­ვაძ­ლი­ე­როთ.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ფო­კუს­ჯ­გუფ­ში მო­ნა­წი­ლე ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი და­საქ­მე­ბის პრო­ცე­სის პე­რი­ოდ­ში ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ა­ზე ნაკ­ლე­ბად სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა ყუ­რადღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ ლექ­ტო­რე­ბის მხრი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა. ამავ­დ­რო­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ასე­თი ფაქ­ტე­ბი­სა და შემ­თხ­ვე­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ისი­ნი უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბულ­ნი და მებ­რ­ძოლ­ნი გახ­დ­ნენ. და მა­ინც, რას მი­იჩ­ნე­ვენ პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რ­დე­ბი და­საქ­მე­ბის ბა­რი­ე­რად? — დამ­საქ­მებ­ლის მი­ერ დის­კ­რი­მი­ნა­ცი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით ნაკ­ლე­ბად და­სა­ხელ­და, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი ენის არა­საკ­მა­რი­სი ცოდ­ნა. 4+1 პროგ­რა­მის ახალ­გაზ­რ­დე­ბის კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მათ­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის სა­თა­ნა­დო ფლო­ბა ისევ  ბა­რი­ე­რად რჩე­ბა და მათ ნაკ­ლე­ბად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანს ხდის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ერთ წე­ლი­წად­ში ენის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლა, ბუ­ნებ­რი­ვია, უჭირთ. ცხა­დია, რომ ენის არა­შე­სა­ბა­მი­სი ფლო­ბა ბა­რი­ე­რია სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის. თუმ­ცა, 4+1 პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვენს ფო­კუს­ჯ­გუ­ფებ­ში იყ­ვ­ნენ მოწ­ვე­უ­ლე­ბი და სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვეს, თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ, თა­ვი­სუფ­ლად სა­უბ­რო­ბენ ქარ­თულ ენა­ზე და იგე­ბენ ყვე­ლა­ფერს, თუნ­დაც გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის შეც­დო­მე­ბის ფონ­ზე. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ამ ტი­პის ინ­ტე­რაქ­ცი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის ხუ­თი წლის თავ­ზე და და­საქ­მე­ბის შემ­დ­გომ პე­რი­ოდ­ში ახერ­ხე­ბენ. თა­ვის­თა­ვად, ეს უკ­ვე უზარ­მა­ზა­რი მიღ­წე­ვაა. ცხა­დია, თუ ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში  მათ უკე­თე­სი ხელ­შეწყო­ბა ექ­ნე­ბათ, რომ მა­თი ინ­ტეგ­რა­ცია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დეს ენობ­რი­ვა­დაც და სო­ცი­ა­ლუ­რა­დაც, თუ სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის ფარ­გ­ლებ­შიც მოხ­დე­ბა მათ სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და მოთხოვ­ნი­ლე­ბებ­ზე მე­ტი ორი­ენ­ტა­ცია, რა­ თქმა უნ­და, შე­დე­გე­ბიც ბევ­რად უფ­რო შთამ­ბეჭ­და­ვი იქ­ნე­ბა.“
ფო­კუს­ჯ­გუ­ფის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის აზ­რით, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს და­საქ­მე­ბი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვარ როლ­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას სწო­რედ ამა­ში ხე­და­ვენ.
მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა მათ­გან დიდ ჟინს, ძა­ლის­ხ­მე­ვა­სა და რე­ზის­ტენ­ტუ­ლო­ბას მო­ითხოვ­და. „უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მებ­რ­ძო­ლი გამ­ხა­და. ვინც მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობ­და, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ არ ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი­ყო, ის კი­დე­ვაც აღ­წევ­და შე­დეგს.“
უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ერ კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბულ და აუცი­ლე­ბელ უნა­რებს შო­რის, მონ­დო­მე­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­სა­ხელ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ გა­მოწ­ვე­ვა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი, ფუ­კუს­ჯ­გუ­ფის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მიიჩნევენ, რომ ეს სირ­თუ­ლე ად­ვი­ლად გა­და­სა­ლა­ხია.
„ენა რომ არ იცის, ეგ არის სირ­თუ­ლის 25%. მონ­დო­მე­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რის­კი — ამის სწავ­ლა ალ­ბათ  არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბაა აუცი­ლე­ბე­ლი. ზოგს, ვინც მორ­ცხ­ვი იყო და ვერ ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ სე­მი­ნარ­ზე, ლექ­ტო­რე­ბი ხელს უწყობ­დ­ნენ და სი­თა­მა­მის­კენ მო­უ­წო­დებ­დ­ნენ.“
ახალგაზრდები ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნე­ვენ ტო­ლე­რან­ტო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლო­ბას. „და­საქ­მე­ბი­სათ­ვის, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იყო კარ­გად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი. არ ვგუ­ლის­ხ­მობ მხო­ლოდ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სომ­ხურ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც ვგუ­ლის­ხ­მობ.“
ფო­კუს­ჯ­გუ­ფის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სა­კუ­თარ არა­კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზეც სა­უბ­რო­ბენ, რაც მათ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის მიღ­მა ტო­ვებ­და.
„კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი არ ვი­ყა­ვი, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­და პრო­ფე­სი­ულ კონ­კურ­სებ­ში პირ­ველ ეტაპ­ზე გავ­დი­ო­დი, მე­რე კი უკან ვრჩე­ბო­დი. ვკითხუ­ლობ­დი, მაგ­რამ არ მიხ­ს­ნიდ­ნენ, რა იყო ამის მი­ზე­ზი. ჩვე­ნი მე­ნეჯ­მენ­ტის კა­თედ­რის გამ­გეს რამ­დენ­ჯერ­მე  ვკითხე, რა­ტომ ვერ გავ­დი­ო­დი შემ­დეგ ეტაპ­ზე. კი ამიხ­ს­ნა, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­ვი­გე (ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია).“
გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გად, და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის აღ­ქ­მა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თათ­ვის, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნია. ისი­ნი კარ­გად აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ იმ სირ­თუ­ლე­ებს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის ზო­გად სიმ­ცი­რეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და თვლი­ან, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მათ სა­შე­ღა­ვა­თო პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად გა­უჩ­ნ­დათ, და შემ­დ­გო­მი 5 წე­ლი, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ა­ტა­რეს, სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი შე­ღა­ვა­თია იმი­სათ­ვის, რომ სა­მუ­შაო ბა­ზარ­ზე, სა­ერ­თო კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე შე­ვიდ­ნენ. სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­­ტო გა­ნათ­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რა­დაა და შე­უძ­ლი­ათ კონ­კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში გა­ი­ა­რონ, მათი აზრით, რე­ა­ლუ­რად იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, აუცი­ლე­ბე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა შეიძინონ და სამ­სა­ხუ­რი იშო­ვონ.
აღნიშნავენ იმასაც, რომ სა­ნაც­ნო­ბო წრე ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თე­მებ­ში უფ­რო მეტ გავ­ლე­ნას ახ­დენს და­საქ­მე­ბა­ზე, ვიდ­რე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რ­ცე­ში.
გა­მოიკ­ვე­თა რი­გი სპე­ცი­ფი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­სა, მათ შო­რის სა­ყუ­რადღე­ბოა, სა­კუ­თარ თემ­ში მიმ­ღე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. ერთ-ერ­თი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ვერ შეძ­ლო ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბი­სა და თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბის ვერც ერთ უწყე­ბა­ში სამ­სა­ხუ­რის დაწყე­ბა, იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ ტეს­ტი­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა და გა­სა­უბ­რე­ბე­ბიც წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა. ამას­თა­ნა­ვე, ფო­კუსჯგუ­ფის მო­ნა­წი­ლე სა­უბ­რობს ნე­პო­ტის­ტურ კავ­ში­რებ­სა და კო­რუფ­ცი­ულ სქე­მა­ზე, რო­მე­ლიც სა­მუ­შაო ად­გილ­ზე კად­რის აყ­ვა­ნას გა­ნა­პი­რო­ბებს. ხაზს უს­ვამს, რომ დის­კ­რი­მი­ნა­ცია, მის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეთ­ნი­კურ ნი­შანს არ ატა­რებ­და. რე­ა­ლუ­რად, მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცია და უნა­რე­ბი ად­გი­ლობ­რივ თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა­სა და რე­გი­ო­ნულ უწყე­ბებ­ში და­ი­ნა­ხეს და ყვე­ლა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­დე­საც იური­დი­ულ სა­კითხებ­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ან ქარ­თუ­ლი ენის ფლო­ბაა სა­ჭი­რო, არა­ფორ­მა­ლუ­რად, სწო­რედ მას მი­მარ­თა­ვენ კონ­სულ­ტა­ცი­ი­სათ­ვის ან სხვა­დას­ხ­ვა პი­რებს მას­თან აგ­ზავ­ნი­ან.
ფო­კუს­ჯ­გუ­ფის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იმა­საც ფიქ­რო­ბენ, რომ მათ ერ­თ­გ­ვა­რად ნავ­სი გა­ტე­ხეს სა­კუ­თარ თემ­ში, რო­დე­საც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სათ­ვის ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი აირ­ჩი­ეს და თვლი­ან, რომ მი­უ­ხე­და­ვად ზო­გა­დი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­ერ ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის მზარდ სურ­ვილ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, დღემ­დე არ­სე­ბობს ერ­თ­გ­ვა­რი გა­უცხო­ე­ბის მო­მენ­ტი მათ მი­მართ.
პი­როვ­ნულ არ­ჩე­ვან­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მი­უ­ხე­და­ვად სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე ხვდე­ბათ, ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბა სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­ში დამ­თავ­რე­ბის ნაცვლად, სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი იყო.
„ჩე­მი კლა­სე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სომ­ხეთ­ში წა­ვი­და და იქ მი­ი­ღო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა. სამ­სა­ხუ­რე­ბიც იშო­ვეს და იქ­ვე დარ­ჩ­ნენ. ეს მა­თი არ­ჩე­ვა­ნი იყო. მე კი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­დავ­წყ­ვი­ტე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და ეს ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნია. თავ­და­პირ­ვე­ლად, თბი­ლის­ში რომ მოვ­დი­ო­დი, არც კი ვი­ცო­დი, სად მოვ­დი­ო­დი. თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი მე­კითხე­ბოდ­ნენ, ქარ­თულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა გინ­დაო. ახ­ლა, რო­დე­საც სომ­ხე­თი­დან ჩე­მი თა­ნაკ­ლა­სე­ლი ჩა­მო­ვა და აქ და­საქ­მე­ბა მო­უნ­დე­ბა, მე მაქვს უპი­რა­ტე­სო­ბა, იმი­ტომ რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ენას ვფლობ და ვიც­ნობ აქა­ურ სპე­ცი­ფი­კას. მან რომ ვერ იშო­ვოს სამ­სა­ხუ­რი, არ უნ­და გა­უკ­ვირ­დეს. მე აუცი­ლებ­ლად ვი­შო­ვი.“
ნა­თია გორ­გა­ძე: „კვლე­ვის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სტუ­დენ­ტ­თა და­საქ­მე­ბის სუ­რა­თი არ­სე­ბი­თად არ გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ქარ­თ­ვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბის­გან, რაც ნამ­დ­ვი­ლად პო­ზი­ტი­უ­რად უნ­და შე­ფას­დეს. პო­ზი­ტი­უ­რია, რო­დე­საც ნაკ­ლე­ბად იკ­ვე­თე­ბა ქსე­ნო­ფო­ბი­უ­რი თუ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი  ნიშ­ნე­ბი. თუმ­ცა, კვლე­ვის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფის მცი­რე ნა­წი­ლი მა­ინც სა­უბ­რობს დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან კონ­კ­რე­ტუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის მი­მართ მეტ კე­თილ­გან­წყო­ბა­ზე. სა­გუ­ლის­ხ­მოა სტუ­დენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მათ­თ­ვის სა­შე­ღა­ვა­თო პო­ლი­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე არ არის სა­ჭი­რო, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საკ­მა­რი­სი დროა იმის­თ­ვის, რომ სრულ­ყო­ფი­ლად მო­ახ­დი­ნონ ინ­ტეგ­რა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. გა­მო­კი­თუ­ხულ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი ასე ფიქ­რობს. ეს ნიშ­ნავს, რომ ამ სტუ­დენ­ტებს და კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­ნის მკა­ფიო და რე­ა­ლის­ტუ­რი ხედ­ვა აქვთ და და­საქ­მე­ბის კუთხით არ­სე­ბულ ბა­რი­ე­რებს ეთ­ნი­კურ ნი­შანს არ უკავ­ში­რე­ბენ. თუმ­ცა, ამას­თან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თი­ა­ნი და კარ­გად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი იყოს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან კურ­ს­დამ­თავ­რებ­ულებს, და­საქ­მ­დ­ნენ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში სა­კუ­თარ რე­გი­ო­ნებ­ში და ამ­გ­ვა­რად გა­ზარ­დონ რო­გორც რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი ზო­გა­დი პრო­ფე­სი­უ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია, ასე­ვე და­ამ­კ­ვიდ­რონ ინ­ტერ­კულ­ტუ­რულ პრინ­ცი­პებ­ზე დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კულ­ტუ­რა რე­გი­ო­ნებ­ში.
ახალ­გაზ­რ­დე­ბის 46 პრო­ცენ­ტი სა­ჯა­რო სექ­ტორს მი­იჩ­ნევს და­საქ­მე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვად. ეს არ არის კარ­გი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­საქ­მე­ბის ბაზ­რის წი­ლის 15 პრო­ცენ­ტი სწო­რედ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ზე მო­დის. რე­ა­ლუ­რად, ეს იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი კერ­ძო სექ­ტორს, ბიზ­ნესს, მცი­რე­მე­წარ­მე­ო­ბა­სა და თვით­და­საქ­მე­ბა­ში ვერ ხე­და­ვენ გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვას.
ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­უ­კე­თე­სო კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სის ფარ­გ­ლებ­ში და­საქ­მ­დ­ნენ, ამ­ბო­ბენ, რომ  უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო რამ ას­წავ­ლა და ეს ბრძო­ლის ჟი­ნია. 5 წე­ლი­წად­ში მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა, ისი­ნი თავს ბევ­რად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნად მი­იჩ­ნე­ვენ. მაგ­რამ სა­უბ­რო­ბენ იმა­ზეც, რომ თა­ვი­ანთ რე­გი­ო­ნებ­ში და­საქ­მე­ბის ბა­რი­ერს აწყ­დე­ბი­ან, რო­მე­ლიც ქარ­თ­ვე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის­თ­ვის ნაკ­ლე­ბად არ­სე­ბობს. 4+1 პროგ­რა­მის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლებ­მა იცი­ან ქარ­თუ­ლი ენა, ბევ­რად უკეთ აქვთ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და­საქ­მე­ბი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი (რად­გან ის­წავ­ლეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში და, ამავ­დ­რო­უ­ლად, შეძ­ლეს სო­ცი­ა­ლი­ზა­ცია და ინ­ტეგ­რა­ცია), მი­ი­ღეს ბევ­რად უკე­თე­სი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა. სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წილ­მა, სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში, გა­ი­ა­რა სტა­ჟი­რე­ბა, კონ­კურ­სე­ბი, ტეს­ტი­რე­ბა­ში მა­ღალ ქუ­ლებს იღე­ბენ, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე ბრწყინ­ვა­ლე­ე­ბი არი­ან, მაგ­რამ მა­ინც ვერ შო­უ­ლო­ბენ სამ­სა­ხურს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ახალ­გაზ­რ­დე­ბი სა­უბ­რო­ბენ, ერ­თი მხრივ, ნე­პო­ტიზ­მ­ზე და მე­ო­რე მხრივ, იმა­ზე, რომ თა­ვის­სა­ვე თემ­ში ასე­თი ახალ­გაზ­რ­დე­ბის მიმ­ღე­ო­ბა და­ბა­ლია, რა­საც ერ­თა­დერ­თი ახ­ს­ნა აქვს — იმ სო­ცი­უმს არ სურს კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი კად­რე­ბის მი­ღე­ბა, რად­გან მი­აჩ­ნი­ათ, რომ  ამით და­ირ­ღ­ვე­ვა ის „რა­ღაც“, რა­საც ჯერ კი­დევ ეჭი­დე­ბი­ან და თუ და­ირ­ღ­ვა, მა­შინ თემ­ში, ზო­გა­დად, კად­რე­ბის ცოდ­ნის დო­ნის ამაღ­ლე­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო. შე­საძ­ლოა, ეში­ნი­ათ, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი არ და­კარ­გონ ან „თავი­სი­ა­ნე­ბი“ უნ­დათ, რომ მი­ი­ღონ სამ­სა­ხურ­ში და ეს ახალ­გაზ­რ­დე­ბი „თავი­სი­ა­ნე­ბად“ აღარ მო­ი­აზ­რე­ბი­ან.
ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მას­შ­ტა­ბის კვლე­ვით და ფო­კუს­ჯ­გუ­ფით მი­ზე­ზე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის გან­საზღ­ვ­რა რთუ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც ახ­ლა ვსა­უბ­რობთ, ვა­რა­უ­დე­ბი და იმის და­ნახ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბაა, რომ ბევ­რად უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლი კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა სა­ჭი­რო. ეს უფ­რო მი­ნიშ­ნე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც სა­ფუძ­ვ­ლად უნ­და და­ე­დოს უფ­რო მას­შ­ტა­ბურ კვლე­ვებს, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კი, უფ­რო მე­ტად, ამ დრო­ის­თ­ვის არ­სე­ბულ ტენ­დენ­ცი­ებს გვიჩ­ვე­ნებს.
რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ხით, უნ­და ა­ღვ­ნიშ­ნოთ,  აუცი­ლე­ბე­ლია, რომ კავშირები სა­შე­ღა­ვა­თო პი­ლი­ტი­კასა (რო­მელ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო ახორ­ცი­ე­ლებს სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ) და და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლ პო­ლი­ტი­კას შო­რის უფ­რო მკა­ფი­ოდ იქ­ნეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი და და­ნა­ხუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო კარ­გად გა­მო­ი­კ­ვე­თოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რო­ლი. თუ­კი სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი 4+1  პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, ქარ­თუ­ლი ენის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ერ­თ­წ­ლი­ა­ნი პროგ­რა­მის გარ­და, სხვა ხელ­შემ­წყო­ბი მე­ქა­ნიზ­მე­ბიც უფ­რო ეფექ­ტუ­რად უნ­და აამოქ­მე­დონ. სამ­წუ­ხა­როდ, ვერც ერ­თი ცენ­ტ­რის დე­ბუ­ლე­ბა­ში (გარ­და სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დე­ბუ­ლე­ბი­სა), ვერ ამო­ვი­კითხეთ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ხელ­შეწყო­ბი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი მი­ზა­ნი და ხედ­ვა, რაც, ერ­თი მხრივ, სა­შე­ღა­ვა­თო პო­ლი­ტი­კით მო­სარ­გებ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იქ­ნე­ბო­და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ — და­საქ­მე­ბის ბაზ­რის მულ­ტი­კულ­ტურულ მგრძნო­ბე­ლო­ბა­ზე. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ვცხოვ­რობთ და კარ­გად უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ  გლო­ბა­ლუ­რი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვართ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის, გლო­ბა­ლუ­რი და მას­შ­ტა­ბუ­რი ხედ­ვე­ბის მი­ნიშ­ნე­ბე­ბი ვერც ერ­თი ცენ­ტ­რის თუ დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ბუ­ლე­ბა­ში ვერ ამო­ვი­კითხეთ, ამას­თან, ვერც ერ­თ­მა ცენ­ტ­რ­მა ვერ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, ახორ­ცი­ე­ლებს თუ არა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სტუ­დენ­ტებ­ის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პროგ­რა­მებს. ფაქ­ტია, ამ ახალ­გაზ­რ­დებს, მე­ტი ხელ­შეწყო­ბა სჭირ­დე­ბათ და სა­შე­ღა­ვა­თო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით, ჩვენ ამას ვა­ღი­ა­რებთ.
თუ კვლე­ვის შედე­გებ­სა და მიგ­ნე­ბებს ზო­გა­დად არ­სე­ბულ კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა და­საქ­მე­ბის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­სა და პო­ლი­ტი­კურ ხედ­ვას შო­რის არა­თავ­სე­ბა­დო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მა­შინ რო­დე­საც დამ­საქ­მებ­ლის 47% პრო­ცენ­ტი ბა­კა­ლავ­რის დიპ­ლომს მო­ითხოვს, ხო­ლო 5%-ზე მე­ტი სა­მა­გის­ტო­სა და უფ­რო მა­ღა­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სა­ფე­ხურს ასა­ხე­ლებს და­საქ­მე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და მი­სი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა არ სა­ხელ­დე­ბა ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტად. შე­სა­ბა­მი­სად, აუცი­ლე­ბე­ლია ისე­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა, რო­მელ­საც და­საქ­მე­ბის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის სრუ­ლი ფლო­ბა და ხედ­ვა ექ­ნე­ბა და რო­მე­ლიც მა­ღა­ლი, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას წა­ა­ხა­ლი­სებს (ერ­თი მხრივ, სა­ხელ­მ­წი­ფოს ში­და პრო­ფე­სი­უ­ლი და მე­ო­რე მხრივ,  გლო­ბა­ლუ­რად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად). კვლე­ვის მიგ­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე, რომ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, და­საქ­მე­ბის ბა­ზარს ვერ ვთა­ვა­ზობთ იმ მომ­ზა­დე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის კად­რებს, რო­გორ­ზეც არ­სე­ბობს მოთხოვ­ნა და რო­მე­ლიც გა­ნა­პი­რო­ბებს კერ­ძო თუ სა­ჯა­რო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბას.
რაც შე­ე­ხე­ბა ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ახალ­გაზ­რ­დე­ბის კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის და და­საქ­მე­ბის თე­მა­ტი­კას, მი­სი გან­ვ­რ­ცო­ბა ძა­ლი­ან მრა­ვა­ლი გან­სხ­ვა­ვე­ბუ­ლი წახ­ნა­გი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა, მთა­ვა­რი და  ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი მა­ინც ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კარ­გად კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კაა.“

25-28(942)N