გამოდის 1998 წლიდან
2017-11-09
იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენა“ თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლა­ში


„დე­და ენამ“, რომ­ლის შექ­მ­ნას იაკობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლი შე­ა­ლია, სა­ბო­ლოო სა­ხე 1912 წლის გა­მო­ცე­მი­სათ­ვის მი­ი­ღო (ანუ 36 წლის შემ­დეგ მი­სი პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მი­დან) და მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი სხვა წიგ­ნე­ბით ჩა­ნაც­ვ­ლ­და, თუმ­ცა სა­მარ­თ­ლი­ა­ნად მიჩ­ნე­უ­ლია, რომ მის ბა­ზა­ზე, გო­გე­ბაშ­ვი­ლის მე­თო­დის მი­ხედ­ვით მომ­ზად­და ვა­ლე­რი­ან რა­მიშ­ვი­ლის „დე­და ენა“, რო­მე­ლიც ე.წ. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე წე­რა-კითხ­ვის სწავ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. რაც შე­ე­ხე­ბა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენას“, იგი უც­ვ­ლე­ლი სა­ხით და­ი­ბეჭ­და ამ 35 წლის წი­ნათ, მაგ­რამ სკო­ლა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ და­ნერ­გი­ლა. მი­ზე­ზი, რის გა­მოც იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენა“ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში პირ­ვან­დე­ლი სა­ხით აღარ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, სავ­სე­ბით გა­სა­გე­ბია: ამ ას­წ­ლო­ვან წიგ­ნ­ში დღეს უკ­ვე დაგ­როვ­და ისე­თი ენობ­რი­ვი ფორ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ ენა­ში აღარ გვხვდე­ბა. გარ­და ამი­სა, „დე­და ენის“ შავ-თეთ­რი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი და პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ხა­რის­ხი, რაც თა­ვის დრო­ზე მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შეს­რულ­და, ცხა­დია, აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მოთხოვ­ნებს. ჩვენ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მა, სა­დაც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და ტექ­ს­ტუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა იმ­გ­ვა­რად, რომ მცი­რე­დი რე­დაქ­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბო­და მხო­ლოდ იმ ენობ­რივ ფორ­მებს, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ­ში შეც­ვ­ლი­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, შავ-თეთ­რი ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი შე­იც­ვ­ლე­ბო­და ფე­რა­დი ნა­ხა­ტე­ბით ისე, რომ ილუს­ტ­რა­ცი­ა­თა სტი­ლის­ტი­კა მე­ტის­მე­ტად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. გარ­და ამი­სა, იმი­სათ­ვის, რომ წიგ­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტებ­თან (უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან) შე­სა­ბა­მი­სი ყო­ფი­ლი­ყო, გაჩ­ნ­და და­მა­ტე­ბი­თი გვერ­დე­ბიც, სა­დაც კითხ­ვის, წე­რის და ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბის გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბია მო­თავ­სე­ბუ­ლი. სა­ან­ბა­ნო ნა­წილს შე­სა­ვალ­ში აქვს წარ­წე­რა: შედ­გე­ნი­ლი იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ერ. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­რე­კანს კი აწე­რია: „დე­და ენა“, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით. ცნო­ბარ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია: გა­მო­სა­ცე­მად მო­ამ­ზა­დეს — ნი­ნო გორ­დე­ლა­ძემ, გვან­ცა ჩხენ­კელ­მა. კონ­სულ­ტან­ტი — ნი­ნო რა­მიშ­ვი­ლი, ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა.
სა­კუთ­რივ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ სა­ბო­ლოო, 1912 წლის გა­მო­ცე­მა ორი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა: პირ­ველ, მომ­ც­რო ნა­წილ­ში (ქვე­სა­თა­უ­რით „ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი“) მო­ცე­მუ­ლია მხო­ლოდ სა­ან­ბა­ნო პე­რი­ო­დის მა­სა­ლა (გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ იმ დროს ამ წიგნს ერ­თი სას­წავ­ლო წე­ლი ეთ­მო­ბო­და); მე­ო­რე, უფ­რო მოზ­რ­დილ წიგნს (ქვე­სა­თა­უ­რით „ან­ბა­ნის შემ­დ­გომ სა­კითხა­ვი წიგ­ნი“), რო­მელ­შიც მრა­ვა­ლი სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის ტექ­ს­ტია ან­ბა­ნის­შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დი­სათ­ვის, ორი წე­ლი ეთ­მო­ბო­და. „დე­და ენის“ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ცე­მაც ორი ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა (ეს ნა­წი­ლე­ბი ერთ წიგ­ნ­შია თავ­მოყ­რი­ლი): პირ­ველს „ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი“ ჰქვია, ხო­ლო მე­ო­რეს — „დე­და ენის კვალ­ზე“. სწო­რედ ამი­ტომ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს გა­რე­კან­ზე უნ­და ეწე­როს — „დე­და ენა“, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ის შედ­გე­ნი­ლია იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ერ, ზედ­მი­წევ­ნით მიჰ­ყ­ვე­ბა გო­გე­ბაშ­ვი­ლის გა­მო­ცე­მას; კერ­ძოდ, უც­ვ­ლე­ლია ასო­ე­ბის შე­მო­ტა­ნის რი­გი. ეს კი ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენა“ ხომ წე­რა-კითხ­ვის შემ­ს­წავ­ლე­ლი წიგ­ნია. სწო­რედ წე­რის თვალ­საზ­რი­სით არის უნი­კა­ლუ­რი ასო­თა ასე­თი თან­მიმ­დევ­რო­ბა: გო­გე­ბაშ­ვილს ჩი­ნე­ბუ­ლად აქვს და­ცუ­ლი პრინ­ცი­პი — მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლი­სა­კენ, ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ასოს მო­ხა­ზუ­ლო­ბას აად­ვი­ლებს წი­ნას ცოდ­ნა. ძი­რი­თა­დად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია აგ­რეთ­ვე: მთა­ვა­რი სიტყ­ვა, რი­თაც იხ­ს­ნე­ბა ახა­ლი ასო-ბგე­რა; სიტყ­ვე­ბი და ფრა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც კითხ­ვა­ში სა­ვარ­ჯი­შო­დაა გან­კუთ­ვ­ნი­ლი; გვერ­დის ბო­ლო­ში მო­ცე­მუ­ლი ასო­ე­ბი­სა და სიტყ­ვე­ბის გა­მო­წე­რის ნი­მუ­შე­ბი. აქ შე­ტა­ნი­ლი ყვე­ლა ცვლი­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვის ინ­ტე­რესს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.
სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მე­ო­რე ნა­წილ­შიც უმ­თავ­რე­სად იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენი­დან“ აღე­ბუ­ლი ტექ­ს­ტე­ბია. აქაც ტექ­ს­ტებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლია აუცი­ლე­ბე­ლი სა­რე­დაქ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი. არ­სე­ბი­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა მხო­ლოდ სა­ვარ­ჯი­შო­ებ­შია.
ტექ­ს­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ვერ და­ე­ტია პირ­ველ­კ­ლა­სელ­თათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ წიგ­ნ­ში, გა­და­ვა მე­ო­რე კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, ხო­ლო მოზ­რ­დი­ლი მო­ცუ­ლო­ბის შე­მეც­ნე­ბი­თი ტექ­ს­ტე­ბის ნა­წი­ლი მე-3 და მე-4 კლა­სე­ბის წიგ­ნებ­შიც მოხ­ვ­დე­ბა.
იმი­სათ­ვის, რომ „დე­და ენა“ თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებ­თან სრუ­ლად შე­სა­ბა­მი­სი იყოს, ბუ­ნებ­რი­ვია, საკ­მა­რი­სი არაა მხო­ლოდ სა­რე­დაქ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი მოს­წავ­ლი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ წიგ­ნ­ში — სა­ჭი­რო გახ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტის და­მა­ტე­ბა. ესე­ნია, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მას­წავ­ლებ­ლი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი მე­თო­დუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო (ანუ მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი) და ორი და­მა­ტე­ბი­თი რვე­უ­ლი, ამათ­გან ერ­თი დედ­ნის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს და დარ­თუ­ლი აქვს სა­წე­რი ბა­დე წიგ­ნ­ში მო­ცე­მუ­ლი გა­და­სა­წე­რი და­ვა­ლე­ბე­ბი­სათ­ვის, ცხა­დია, მა­საც ერ­თ­ვის კო­მენ­ტა­რი — „შედ­გე­ნი­ლია იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით“; მე­ო­რე რვე­უ­ლი კი უშუ­ა­ლო კავ­შირ­შია მოს­წავ­ლის წიგ­ნ­თან, მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია და­მა­ტე­ბი­თი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი. ეს რვე­უ­ლი შედ­გე­ნი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე პე­და­გო­გი­კის მოთხოვ­ნა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და გან­კუთ­ვ­ნი­ლია მას­წავ­ლებ­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით კლას­ში სა­მუ­შა­ოდ.
რვე­უ­ლის ქვე­და ნა­წილ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი ბა­დე (მი­სი ზო­მე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით ემ­თხ­ვე­ვა 1912 წლის გა­მო­ცე­მას) და ამ ბა­დე­ში გა­მო­სა­წე­რი სხვა­დას­ხ­ვა ელე­მენ­ტე­ბი. ერ­თა­დერ­თი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ისაა, რომ 1912 წლის გა­მო­ცე­მა­ში ბა­დის ხა­ზე­ბი შავ ფონ­ზე თეთ­რად მო­ჩანს, გა­ნახ­ლე­ბულ გა­მო­ცე­მა­ში კი — თეთრ ფონ­ზე ლურ­ჯად. გარ­და ამი­სა, სა­გან­გე­ბოდ გა­მუ­ქე­ბუ­ლია მთა­ვა­რი ხა­ზი, შემ­დ­გომ­ში ე.წ. ცალ­ხა­ზი­ა­ნი რვე­უ­ლის ღერ­ძი. იწყე­ბა ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი ელე­მენ­ტით (მოკ­ლე ვერ­ტი­კა­ლუ­რი ხა­ზი ბა­დის შუ­ა­ში) და თან­და­თა­ნო­ბით რთულ­დე­ბა.
უკ­ვე ას წელ­ზე მე­ტია, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ერ შექ­მ­ნი­ლია „დე­და ენა“ პა­ტა­რა მკითხ­ვე­ლი­სათ­ვის მშობ­ლი­უ­რი ენის შე­სას­წავ­ლად. ეს უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნი იმ­სა­ხუ­რებს, რომ ტრა­დი­ცია გაგ­რ­ძელ­დეს. ამ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რი­ვად, რად­გან ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ წარ­სულს წარ­მო­ა­ჩენს. სწო­რედ ამი­ტომ მი­ე­ნი­ჭა გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ შედ­გე­ნის მე­თოდს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლის სტა­ტუ­სი.
რაც უფ­რო სწრა­ფად მი­დის წინ ცხოვ­რე­ბა, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მით უფ­რო მა­ლე ბერ­დე­ბა, ამი­ტომ ის მუდ­მივ გა­ნახ­ლე­ბას მო­ითხოვს. თვი­თონ იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლიც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ ხვეწ­და თა­ვის „დე­და ენას“. გო­გე­ბაშ­ვი­ლის შემ­დე­გაც, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ წიგ­ნ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და და კვლა­ვაც მოხ­დე­ბა, მაგ­რამ უც­ვ­ლე­ლი უნ­და დარ­ჩეს მი­სი აგე­ბის მეც­ნი­ე­რუ­ლი პრინ­ცი­პი, ასო­თა სწავ­ლე­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბა, სწავ­ლე­ბის მე­თო­დი­კა, მოკ­ლედ რომ ვთქვათ, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს უნი­კა­ლუ­რო­ბა. ამას­თან, ბავ­შ­ვის­თ­ვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი აღ­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბა ის ფაქ­ტი, რომ მი­სი ოჯა­ხის უფ­რო­სი წევ­რე­ბიც ამა­ვე წიგ­ნით სწავ­ლობ­დ­ნენ, მა­თაც იცი­ან, უყ­ვართ და ახ­სოვთ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „აი ია“ და „დე­და ენა“.
იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენის“ მი­ხედ­ვით ჩვენ მი­ერ შედ­გე­ნილ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლომ 2017 წლის 20 აგ­ვის­ტოს მო­ი­პო­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში შექ­მ­ნი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის წევ­რ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის დას­კ­ვ­ნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ იგი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნულ ძეგ­ლ­თან — იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და ენას­თან“, მი­სი შედ­გე­ნის მე­თოდ­თან.
ჩვე­ნი პო­ზი­ცია ასე­თია: იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, მუ­დამ უნ­და ამ­შ­ვე­ნებ­დეს წიგნს, რო­მე­ლიც მის სი­ცოცხ­ლე­ში­ვე გა­მო­ი­ცა და ჩვე­ნი კულ­ტუ­რის გან­ძია, ხო­ლო ყვე­ლა შემ­დ­გომ­ში შექ­მ­ნილ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, რო­მე­ლიც ერ­თ­გუ­ლად ინარ­ჩუ­ნებს „დე­და ენას“, მი­სი შექ­მ­ნის პრინ­ცი­პებს, თუმ­ცა ით­ვა­ლის­წი­ნებს ეპო­ქა­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე მოს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სებს და სა­თა­ნა­დო ცვი­ლე­ბებს ასა­ხავს, შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­ტი­ტუ­ლო გვერ­დი წარ­წე­რით: „დე­და ენა“, იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის მი­ხედ­ვით. ასე­თი მიდ­გო­მა დაგ­ვი­ცავს, არ გაჩ­ნ­დეს გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლის ქვეშ სხვა­დას­ხ­ვა ვერ­სია, არ შე­ი­ლა­ხოს მი­სი უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მის თა­ვის­თა­ვა­დო­ბა. გო­გე­ბაშ­ვი­ლის წიგ­ნე­ბი თა­ვის­თა­ვა­დი სა­ხით მუ­დამ უნ­და გა­მო­ი­ცე­მო­დეს, რო­გორც არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლი; სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა ოჯახს უნ­და შე­ეძ­ლოს მი­სი პირ­ვან­დე­ლი და ნამ­დ­ვი­ლი „სურ­ნე­ლის“ შეგ­რ­ძ­ნე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­მე­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი შე­ის­წავ­ლი­ან დღეს წე­რა-კითხ­ვას ბავ­შ­ვე­ბი ამ ოჯა­ხე­ბი­დან.

ნი­ნო გორ­დე­ლა­ძე,
გვან­ცა ჩხენ­კე­ლი

25-28(942)N