გამოდის 1998 წლიდან
2017-11-30
მოუსმინეთ, დღეს „ბავშვები მართავენ“


„პროგ­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, 180 მი­ლი­ო­ნი ბავ­შ­ვი უფ­რო არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო მო­მავ­ლის წი­ნა­შე დგას, ვიდ­რე მა­თი მშობ­ლე­ბი“ — ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი, 20 ნო­ემ­ბერს, ბავ­შ­ვ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­რ­ცე­ლებს. იუნი­სე­ფის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით, გლო­ბა­ლუ­რი პროგ­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, ყო­ვე­ლი მე­თორ­მე­ტე ბავ­შ­ვი ცხოვ­რობს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მი­სი მო­მავ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვა უარე­სია, ვიდ­რე მი­სი მშობ­ლე­ბის. ამა­ვე ანა­ლი­ზის თა­ნახ­მად, 37 ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი 180 მი­ლი­ო­ნი ბავ­შ­ვი, დღეს, უფ­რო მე­ტა­დაა გან­წი­რუ­ლი უკი­დუ­რე­სი სი­ღა­რი­ბის­თ­ვის, სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნის­თ­ვის თუ ძა­ლა­დობ­რი­ვი სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის, ვიდ­რე იყ­ვ­ნენ ამა­ვე ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბი 20 წლის წინ.
„მა­შინ, რო­ცა ბო­ლო თა­ო­ბა გახ­და მსოფ­ლი­ოს ბავ­შ­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი ცხოვ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის შექ­მ­ნის მოწ­მე, ის ფაქ­ტი, რომ უგულ­ვე­ბელ­ყო­ფი­ლი ბავ­შ­ვე­ბის უმ­ცი­რე­სო­ბა მოკ­ლე­ბუ­ლია ასე­თი სტან­დარ­ტე­ბით ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ისე, რომ ამა­ში არც მათ და არც მათ ოჯა­ხებს ბრა­ლი არ მი­უძღ­ვით, სხვა არა­ფე­რია, თუ არა რე­ა­ლო­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბა“ — ამ­ბობს ლო­უ­რენს ჩენ­დი, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მო­ნა­ცე­მე­ბის, კვლე­ვი­სა და პო­ლი­ტი­კის დი­რექ­ტო­რი.
ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ კონ­ვენ­ცი­ის 28-ე წლის­თა­ვი­სა და ბავ­შ­ვ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დ­მა, მსოფ­ლი­ოს 130-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, მო­აწყო აქ­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით — „ბავ­შ­ვე­ბი მარ­თა­ვენ“ და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი. მათ სა­კუ­თა­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ — გა­მო­ხა­ტონ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია, და­ეხ­მა­რონ ბავ­შ­ვებს სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნა­ში და იბ­რ­ძო­ლონ მა­თი უფ­ლე­ბე­ბის­თ­ვის. „სწრა­ფი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ეპო­ქა­ში, რა­საც შე­დე­გად ცხოვ­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის მკვეთ­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მოჰ­ყ­ვე­ბა, და­საძ­რა­ხია, რომ ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბის სტან­დარ­ტი უარეს­დე­ბა, რაც მათ­ში უსა­მარ­თ­ლო­ბის გან­ც­დას წარ­მო­შობს, მათ­ზე მზრუნ­ვე­ლებს კი თავს წა­რუ­მა­ტე­ბელ ადა­მი­ა­ნე­ბად აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს — ამ­ბობს ჩენ­დი. — რა გა­საკ­ვი­რია, რომ ისი­ნი თავს მი­ტო­ვე­ბუ­ლად გრძნო­ბენ, მა­თი მო­მა­ვა­ლი კი გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია.“
გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ, 14 ქვე­ყა­ნა­ში, 9-18 წლამ­დე ასა­კის ბავ­შ­ვებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც 20 ნო­ემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნ­და, ცხად­ჰ­ყოფს, რომ ბავ­შ­ვებს ძა­ლი­ან აწუ­ხებთ გლო­ბა­ლუ­რი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ პი­რა­დად მათ­ზე და მათ თა­ნა­ტო­ლებ­ზე, მათ შო­რის: ძა­ლა­დო­ბა, ტე­რო­რიზ­მი, კონ­ფ­ლიქ­ტი, კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ლტოლ­ვი­ლე­ბი­სა და მიგ­რან­ტე­ბის მი­მართ უსა­მარ­თ­ლო მოპყ­რო­ბა და სი­ღა­რი­ბე.
იმ 37 ქვეყ­ნის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის პერ­ს­პექ­ტი­ვა უარეს­დე­ბა, სულ მცი­რე, ერთ სფე­რო­ში, ასე­თია: ბე­ნი­ნი, ბო­ლი­ვია, კა­მე­რუ­ნი, ცენ­ტ­რა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა, კო­მო­რო­სი, კოტ დ’იუვარი, ჯი­ბუ­ტი, ეკ­ვა­ტო­რუ­ლი გვი­ნეა, ერიტ­რეა, გვა­ტე­მა­ლა, გვი­ნეა, გვი­ნეა-ბი­საუ, იორ­და­ნია, კი­რი­ბა­ტი, ლი­ბა­ნი, ლი­ბე­რია, ლი­ბია, მა­და­გას­კა­რი, მა­ლი, მარ­შა­ლის კუნ­ძ­ლე­ბი, მიკ­რო­ნე­ზია, პა­ლაუ, პა­რაგ­ვაი, მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კა, რუ­მი­ნე­თი, სენტ-კიტ­სი და ნე­ვი­სი, სო­ლო­მო­ნის კუნ­ძუ­ლე­ბი, სამ­ხ­რეთ სუ­და­ნი, სი­რი­ის არა­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა, ტონ­გა, ტან­ზა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კა, უკ­რა­ი­ნა, ვა­ნუ­ა­ტუ, იემე­ნი, ზამ­ბია და ზიმ­ბაბ­ვე.
ბავ­შ­ვ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ნიშ­ნა — „ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ“. მათ მთელ მსოფ­ლი­ო­ში აიღეს მარ­თ­ვის სა­და­ვე­ე­ბი მე­დი­ა­ში, პო­ლი­ტი­კა­ში, ბიზ­ნეს­ში, სპორ­ტ­სა და გა­სარ­თობ ინ­დუს­ტ­რი­ა­ში და გა­მო­ხა­ტეს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია — რა­ზე უნ­და გა­ა­მახ­ვი­ლონ ყუ­რადღე­ბა მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა. ისი­ნი მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ მი­ლი­ო­ნო­ბით ბავშვს, რომ­ლებ­საც ნაკ­ლე­ბად იმე­დის­მომ­ცე­მი მო­მა­ვა­ლი აქვთ.
„ბავ­შ­ვ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე ჩვე­ნი მოს­მე­ნის და სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის შე­სა­ხებ ჩვე­ნი აზ­რის გა­მო­ხატ­ვის დღეა. ჩვე­ნი გზავ­ნი­ლი მკა­ფიოა: სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლით უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ და რო­დე­საც ამას ვა­კე­თებთ, მსოფ­ლი­ომ უნ­და მოგ­ვის­მი­ნოს“  — ამ­ბობს ჟა­დენ მა­იკ­ლი, 14 წლის აქ­ტი­ვის­ტი.
ბავ­შ­ვ­თა მსოფ­ლიო დღე სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით აღი­ნიშ­ნა, კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი სლო­გა­ნით — „ბავ­შ­ვე­ბი მარ­თა­ვენ“. მოს­წავ­ლე­ებ­მა, ერ­თი დღით, მმარ­თ­ვე­ლო­ბა ხელ­ში იმ მიზ­ნით აიღეს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის თა­ვი­ან­თი ხმა მი­ეწ­ვ­დი­ნათ.
ბავ­შ­ვე­ბი მარ­თა­ვენ სკო­ლას — ეს აქ­ტი­ვო­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცეს­ში ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თ­ვის წა­ხა­ლი­სე­ბის, ასე­ვე, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის სკო­ლის მარ­თ­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­სა­ხებ ბავ­შ­ვე­ბის ხედ­ვის გაც­ნო­ბის მიზ­ნით და­ი­გეგ­მა. სკო­ლებ­ში მხი­ა­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ი­მარ­თა — მოს­წავ­ლე­ებ­მა, ერ­თი დღით, სკო­ლის მარ­თ­ვა გად­მო­ი­ბა­რეს, უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­მა უმ­ც­როს­კ­ლა­სე­ლებს გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­უ­ტა­რეს და გა­მარ­თეს კვლე­ვის „მე რომ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ვი­ყო“ პრე­ზენ­ტა­ცია.
მა­კა ქო­რი­ძე, მე­თორ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი: „ამ დღის მთა­ვა­რი კონ­ცეფ­ცია ის არის, რომ ბავ­შ­ვე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა­ში. ჩარ­თუ­ლო­ბა და, ზო­გა­დად, მათ მი­ერ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის, ისე იმ გა­რე­მოს­თ­ვის, სა­დაც ეს ბავ­შ­ვე­ბი ცხოვ­რო­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მა­თი აზ­რე­ბი­სა და იდე­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას უნ­და შე­ვუწყოთ ხე­ლი. მა­გა­ლი­თად, მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა, ჩვენს სკო­ლა­ში აუთ­ვი­სე­ბე­ლ ტე­რი­ტო­რიაზე პა­ტა­რა სკვე­რი  მოვაწყვეთ. გარ­და ამისა, ჩვენ ძა­ლი­ან დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებთ ბავ­შ­ვე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას მა­თი­ვე პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტა­ში. ისევ ჩვენს მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვან: მო­ვი­ძი­ეთ უსი­ნათ­ლო ბავ­შ­ვ­თა სკო­ლა, ვეს­ტუმ­რეთ და გა­ვე­ცა­ნით მათ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას, იმ პრობ­ლე­მებს, რო­მელ­საც ისი­ნი ყო­ველ­დღე ხვდე­ბი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან დი­დი დრო გა­ვა­ტა­რეთ და და­ვეხ­მა­რეთ ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. ისე დავ­მე­გობ­რ­დით, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა.
იუნი­სე­ფის მი­ერ და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო ყვე­ლა — უსი­ნათ­ლო­თა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბიც და ისი­ნიც, ვი­საც არა აქვს მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა; ყვე­ლა, ვინც ამ სო­ცი­ა­ლურ­მა თე­მებ­მა და­ა­ინ­ტე­რე­სა. რაც მთა­ვა­რია, გვინ­და ჩვე­ნი ხმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვაწ­ვ­დი­ნოთ და და­ვარ­წ­მუ­ნოთ, რომ ბავ­შ­ვებ­საც შეგ­ვიძ­ლია სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ე­ბის მო­ფიქ­რე­ბა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.“
მე­ო­რე ინი­ცი­ა­ტი­ვა ბავ­შ­ვე­ბის მი­ერ პარ­ლა­მენ­ტის მარ­თ­ვა იყო — 12-17 წლამ­დე ასა­კის 15-20 მოს­წავ­ლე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის სხდო­მას წა­რუძღ­ვა. მათ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მო­ხა­ტეს შემ­დეგ სა­კითხებ­ზე: გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, ბუ­ლინ­გი და უსაფ­რ­თხო სკო­ლე­ბი, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. პოს­ტე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ბავ­შ­ვებ­მა უფ­რო­სებს სა­კუ­თა­რი ხედ­ვა წა­რუდ­გი­ნეს და აღ­ნიშ­ნულ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­უ­რი ქმე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­დეს.
გი­ორ­გი შე­ლია, მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლი: „დღეს, პარ­ლა­მენ­ტ­ში, ძა­ლი­ან კარ­გი რამ ხდე­ბა — უფ­რო­სე­ბი სხე­დან და უს­მე­ნენ მოს­წავ­ლე­ებს. მოს­წავ­ლე­ე­ბი კი წა­რად­გე­ნენ ინი­ცი­ა­ტი­ვებს, რო­მე­ლიც, ჩვე­ნი აზ­რით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­როა. ერთ-ერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას შე­ე­ხე­ბა, რო­მელ­საც მე და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი წარ­ვად­გენთ. ასე­ვე, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და­ნარ­ჩე­ნი სა­მი ინი­ცი­ა­ტი­ვაც — ბუ­ლინ­გის პრობ­ლე­მა სკო­ლა­ში და მი­სი აღ­მოფხ­ვ­რის გზე­ბი, არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და ხელ­მის­წ­ვ­დო­მო­ბის ისეთ დო­ნე­ზე აყ­ვა­ნა, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა მოს­წავ­ლემ შეძ­ლოს გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლას­თ­ვის მარ­ტი­ვი იყოს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი. მა­გა­ლი­თად, უსი­ნათ­ლო მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის წიგ­ნე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბა, რაც უკ­ვე გა­კეთ­და 202-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით საკ­მა­ოდ დიდ პროგ­რესს მი­ვაღ­წევთ. იმე­დია, ჩვენს სათ­ქ­მელს მი­ვი­ტანთ კა­ნონ­მ­დებ­ლე­ბამ­დე.“
20 ნო­ემ­ბერს, ბავ­შ­ვებ­მა მე­დი­ის მარ­თ­ვა­შიც აიღეს ინი­ცი­ა­ტი­ვა და თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თა­ნა­წამ­ყ­ვა­ნე­ბის როლ­შიც გა­მო­ავ­ლი­ნეს — ახალ­გაზ­რ­და რე­პორ­ტი­ო­რებ­მა „იმე­დის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის შოუ“ ბავ­შ­ვე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რეს.
ამ დღეს ბავ­შ­ვებ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დიც მარ­თეს — შერ­ჩე­ულ­მა უფ­როს­კ­ლა­სე­ლებ­მა იუნი­სე­ფის ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დის ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რის რო­ლი მო­ირ­გეს და და­წე­რეს პოს­ტი, თე­მა­ზე — „ერ­თი რამ, რა­საც გა­ვა­კე­თებ­დი სამ­ყა­როს შე­საც­ვ­ლე­ლად.“
მა­კა ქო­რი­ძე კი გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ელჩს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს ეწ­ვია და რამ­დე­ნი­მე კითხ­ვა და­უს­ვა ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხ­ზე. „ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო მას­თან შეხ­ვედ­რა და მი­ხა­რია, რომ ამ დღის ერთ-ერ­თი მო­ნა­წი­ლე ვარ.“ — აცხა­დებს მა­კა ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის შემ­დეგ.
„სა­ერ­თოდ, კულ­ტუ­რა­თა შო­რის, ერთ-ერთ უმ­თავ­რე­სად ყო­ველ­თ­ვის მოს­მე­ნა და ერ­თ­მა­ნე­თის თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა მი­მაჩ­ნ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­მე­ნა, ვის­გა­ნაც, რაც უფ­რო ვიზ­რ­დე­ბით, მით უფ­რო მე­ტის სწავ­ლა შეგ­ვიძ­ლია. ვფიქ­რობ, ეს ყვე­ლა თა­ო­ბის­თ­ვის მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბაა და ბავ­შ­ვე­ბის ხედ­ვის გა­აზ­რე­ბით, ჩვენ გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ეფექ­ტუ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით“ — ამ­ბობს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი.
რა უნ­და გა­კეთ­დეს იმის­თ­ვის, რომ შშმ ბავ­შ­ვებს ისე­თი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჰქონ­დეთ, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნებს? — ამ კითხ­ვას იუნი­სე­ფის ელ­ჩი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პა­სუ­ხობს, რომ: „არც ისე რთუ­ლია სწო­რად და­ი­გეგ­მოს ის ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის უაღე­სად სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა... ეს არის ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი, ვი­საც სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვს, ისარ­გებ­ლოს ჩვე­ნი ქა­ლა­ქით, გა­რე­მო­თი ზუს­ტად ისე­ვე, რო­გორც სარ­გებ­ლო­ბენ სხვე­ბი, მი­ი­ღონ ზუს­ტად ისე­თი­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და იყ­ვ­ნენ ზუს­ტად ისე­თი­ვე ნა­წი­ლი ჩვე­ნი სო­ცი­უ­მის, რო­გორც და­ნარ­ჩე­ნე­ბი. ეს, ჩე­მი აზ­რით, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, უბ­რა­ლოდ, ამის­თ­ვის სა­ჭი­როა სა­ხელ­მ­წი­ფოს და თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა. პირ­ველ რიგ­ში, იმის გა­აზ­რე­ბა, რა უნ­და გა­ვუ­კე­თოთ მათ. მე­ო­რე რიგ­ში, არა­ვის და­ვუ­ცა­დოთ და ყვე­ლამ თი­თო აგუ­რი დავ­დოთ იმის­თ­ვის, რომ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი ბრწყინ­ვა­ლედ იგ­რ­ძ­ნონ.“

მო­ამ­ზა­და ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

25-28(942)N