გამოდის 1998 წლიდან
2017-11-30

მიმ­დი­ნა­რე წლის 7 ნო­ემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­ში, შო­თა რუს­თა­ვე­ლის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ტის რუს­თ­ვე­ლო­ლო­გი­ის კვლე­ვი­თი ცენ­ტ­რი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, პრო­ექ­ტის „ვკითხუ­ლობთ რუს­თა­ველს“ ფარ­გ­ლებ­ში, შო­თა რუს­თა­ვე­ლის 850 წლის და რე­ვაზ სი­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის რუს­თა­ვე­ლის კლუ­ბის და­არ­სე­ბის 5 წლის იუბი­ლე აღი­ნიშ­ნა სტუ­დენ­ტ­თა კონ­ფე­რენ­ცი­ით — „პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას რუს­თ­ვე­ლო­ლო­გი­უ­რი კონ­ცეფ­ცი­ე­ბი“. დღეს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ორ თე­მას:

მეც­ნი­ე­რე­ბის რა­ინ­დი პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას პორ­ტ­რე­ტი­სათ­ვის

გი­ორ­გი გო­გუა
გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტ­რან­ტი

სამ­შობ­ლოს უან­გა­რო სიყ­ვა­რუ­ლით გუ­ლან­თე­ბუ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლე­ბი შემ­თხ­ვე­ვით რო­დი ევ­ლი­ნე­ბი­ან ქვე­ყა­ნას! ამ დი­ად კაც­თა პან­თე­ონს ვინ რა დამ­სა­ხუ­რე­ბი­თა და ღვაწ­ლით შე­ერ­თე­ბია, ის­ტო­რი­ის ფურ­ც­ლე­ბი­და­ნაც კარ­გად ჩანს. მხო­ლოდ ესაა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია მა­თი ეპო­ქა, სა­მოღ­ვა­წეო და საბ­რ­ძო­ლო ას­პა­რე­ზი. სა­ერ­თოა ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, მრწამ­სი და სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა, დღემ­დე ერის სიმტ­კი­ცის ბურ­ჯად რომ მიგ­ვაჩ­ნია თა­ო­ბებს.
პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა ერთ-ერ­თი იმათ­გა­ნია, ვინც სა­კუ­თა­რი ნი­ჭით, ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და შრო­მით ფას­და­უ­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წია ქვეყ­ნის კულ­ტუ­რუ­ლი თვით­მ­ყო­ფა­დო­ბის წარ­მო­ჩე­ნას, მის დაც­ვა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. იმ ეპო­ქის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მელ­შიც დიდ მეც­ნი­ერს უწევ­და მოღ­ვა­წე­ო­ბა, ეროვ­ნუ­ლი იდე­ი­სათ­ვის ბრძო­ლა მარ­თ­ლაც რომ გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი იყო. რე­ჟი­მის იდე­ო­ლო­გი­ურ დოგ­მა­ტიზ­მ­თან ცალ­სა­ხა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­ში მო­სუ­ლი ქარ­თუ­ლი იდენ­ტო­ბის დაც­ვის ტვირ­თი, სხვებ­თან ერ­თად, პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას მხრებ­ზეც გა­და­დი­ო­და. საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა კი მით უფ­რო დიდ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და კა­ცის­თ­ვის, რომ­ლის ხელ­მო­წე­რაც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქ­ტ­ზე იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. შე­უ­პოვ­რო­ბი­სა და სიმ­ტ­კი­ცის ამ ხან­გ­რ­ძ­ლივ მა­ტი­ა­ნეს მეც­ნი­ე­რის ად­რე­ულ წლე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ, კერ­ძოდ, მის სი­ჭა­ბუ­კემ­დე. აქ კი შე­უძ­ლე­ბე­ლია კაცს არ გა­ახ­სენ­დეს ერ­თი ფრაგ­მენ­ტი მი­სი ცხოვ­რე­ბი­დან. ყმაწ­ვი­ლი პავ­ლე თურ­მე ხში­რად ჯდე­ბო­და ნავ­ში, მო­უს­ვამ­და ნიჩ­ბებს პა­ლი­ას­ტო­მის ტბა­ში და მზის ჩას­ვ­ლამ­დე კითხუ­ლობ­და წიგ­ნებს. რამ­დენ­ჯე­რაც წარ­მო­ვიდ­გენ ამ სუ­რათს, იმ­დენ­ჯერ მე­ღი­მე­ბა და ვხე­დავ პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას ცნო­ბის­წა­დი­ლით ან­თე­ბულ თვა­ლებს — აჩ­ქა­რე­ბით რომ მიჰ­ყ­ვე­ბი­ან ტექ­ს­ტ­თა სტრი­ქო­ნებს. ვხე­დავ ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი­დან — ჭარ­მაგ მეც­ნი­ე­რე­ბამ­დე გან­ვ­ლილ მის რთულ და ზე­აღ­მა­ვალ გზას.
გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბულ ამ ჯერ კი­დევ ახალ­გაზ­რ­და ყმაწ­ვილ კაცს, ად­რე­ულ წლებ­ში, ექ­ვ­თი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი დას­დ­გო­მია ქო­მა­გად. „გან­ძის მცვე­ლი“ თურ­მე აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლა ჭა­ბუ­კი პავ­ლეს გა­სა­ო­ცა­რი ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რი­თა და გა­უ­ნე­ლე­ბე­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით. სწო­რედ დი­დი ექ­ვ­თი­მეს ხელ­შეწყო­ბით მო­ხერ­ხ­და ის, რომ პავ­ლე ინ­გო­როყ­ვამ პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეძ­ლო სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა, ის­ტო­რია-ფი­ლო­ლო­გი­ის გან­ხ­რით. სწავ­ლის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ქვეყ­ნის რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო, ისე პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. იგი, 1919 წლამ­დე, გახ­ლ­დათ „სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს“ წევ­რი სო­ცი­ალ-ფე­დე­რა­ლის­ტ­თა პარ­ტი­ი­დან. მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა ერის წი­ნა­შე არა მხო­ლოდ სა­მეც­ნი­ე­რო, არა­მედ პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. პო­ეტ გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის თქმით, „სხვა თუ არა­ფე­რი, პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას მხო­ლოდ ის ეყო­ფა უკ­ვ­დავ­სა­ყო­ფად, რომ თურ­ქებს დო­კუ­მენ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თა, ჩვე­ნი საზღ­ვა­რი არა ჩო­ლოქ­ზე, არა­მედ ჭო­როხ­ზე გა­დი­სო“. ეს და კი­დევ უამ­რა­ვი სხვა გა­რე­მო­ე­ბა, ნათ­ლად მეტყ­ვე­ლებს პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას, რო­გორც სამ­შობ­ლო­სათ­ვის და­მაშ­ვ­რა­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის, ნა­ყო­ფი­ერ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე. სწო­რედ მი­სი უშუ­ა­ლო ძა­ლის­ხ­მე­ვით, 1924 წელს, და­არ­ს­და ჟურ­ნა­ლი „კავ­კა­სი­ო­ნი“, რო­მე­ლიც შემ­დ­გომ ბოლ­შე­ვი­კურ­მა რე­ჟიმ­მა აკ­რ­ძა­ლა. იგი­ვე ბე­დი გა­ი­ზი­ა­რა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ქარ­თულ­მა წიგ­ნ­მა“, რომ­ლის გა­მარ­თ­ვაც მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.
სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას ერთ-ერ­თი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნაშ­რო­მი „გი­ორ­გი მერ­ჩუ­ლე“, რო­მელ­ზეც თით­ქ­მის მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. აქ მან აღ­მო­ა­ჩი­ნა რიტ­მუ­ლი პო­ე­ზი­ის მა­გა­ლი­თე­ბი და სცა­და ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ნო­ტო სის­ტე­მის გა­შიფ­ვ­რა. სულ მო­ი­ძია 31 ჰიმ­ნი და 1200-მდე სა­გა­ლო­ბე­ლი.
რუს­თ­ვე­ლო­ლო­გია პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი მოღ­ვა­წე­ო­ბის ერთ-ერ­თი ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სფე­რო იყო. მან მრა­ვა­ლი წე­ლი შეს­წი­რა შო­თა რუს­თა­ვე­ლის ვი­ნა­ო­ბი­სა და „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ტექ­ს­ტის კვლე­ვას, რის შე­დე­გა­დაც შექ­მ­ნა ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნაშ­რო­მე­ბი. მათ შო­რის, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, უნ­და და­ვა­სა­ხე­ლოთ „რუს­თ­ვე­ლი­ა­ნა“ (1926), რო­მელ­შიც, ფაქ­ტობ­რივ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­სა და პო­ე­მის ტექ­ს­ტის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, დად­გე­ნი­ლია შო­თა რუს­თა­ვე­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბი­სა და „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ და­წე­რის თა­რი­ღე­ბი. „რუს­თ­ვე­ლი­ა­ნას“ წიგ­ნად გა­მოს­ვ­ლამ­დე გა­უ­ჩე­ნია ღრმა ინ­ტე­რე­სი რუს­თ­ვე­ლო­ლო­გი­ურ წრე­ებ­ში. ამას მოჰ­ყ­ვა „რუს­თ­ვე­ლი­ა­ნას ეპი­ლო­გი“, „რუს­თა­ვე­ლი და მი­სი პო­ე­მა“ (1937), „რუს­თა­ვე­ლის ეპო­ქის სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა“ (1940-1941), „შო­თა რუს­თა­ვე­ლი“ (1937), „ვეფხის­ტყა­ოს­ნის ტექ­ს­ტი“ (1953); ამას­თა­ნა­ვე, ორ­ჯერ გა­მოს­ცა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ — 1953 და 1971 წლებ­ში. გა­მო­აქ­ვეყ­ნა მრა­ვა­ლი სტა­ტია.
პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას მი­სი მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი ნაშ­რო­მე­ბი წარ­მო­ა­ჩე­ნენ, რო­გორც ფარ­თო ერუ­დი­ცი­ის მქო­ნე, მრა­ვალ­მ­ხ­რივ გან­ს­წავ­ლულ, და­უ­ღა­ლავ მეც­ნი­ერს, რომ­ლის უაღ­რე­სად დაკ­ვირ­ვე­ბულ თვალს, გამ­ძაფ­რე­ბულ ინ­ტუ­ი­ცი­ას და ღრმა ანა­ლი­ტი­კურ გო­ნე­ბას ახ­ლავს სა­ო­ცა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუხ­ტი, მოვ­ლე­ნა­თა და ფაქ­ტ­თა ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბის იშ­ვი­ა­თი უნა­რი. საქ­მე­ში რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი უდი­დე­სი პატ­რი­ო­ტიზ­მი — ეს არის პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა, ჭეშ­მა­რი­ტი მეც­ნი­ე­რი, მკვლე­ვა­რი, ერის წარ­სუ­ლის, აწ­მ­ყო­სა და მო­მავ­ლის მო­ა­მა­გე, თა­ვი­სი ფას­და­უ­დე­ბე­ლი ნაღ­ვა­წით.
მი­სი ცხოვ­რე­ბა სავ­სე იყო გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბის სი­ხა­რუ­ლი­თა და მო­შურ­ნე­თა­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლით, მაგ­რამ ის ქარ­თ­ველ ერ­თან ერ­თად აგ­რ­ძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, მი­სი სა­ხე­ლი მა­რა­დი­უ­ლად იარ­სე­ბებს ერის ხსოვ­ნა­ში.

ვა­სილ ბარ­ნო­ვი „რუს­თ­ვე­ლი­ა­ნას“ წი­ნა­აღ­მ­დეგ
მა­რი­ამ პა­პაშ­ვი­ლი
წმი­და ან­დ­რია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ბა­კა­ლავ­რი

1929 წელს ვა­სილ ბარ­ნო­ვი ამ­თავ­რებს რო­მანს „თა­მარ მრწე­მი“, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1934 წელს გა­მოქ­ვეყ­ნ­და. თხზუ­ლე­ბა ასა­ხავს მონ­ღოლ­თა ბა­ტო­ნო­ბის დრო­ინ­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, მე-13 სა­უ­კუ­ნის შუ­აწ­ლებს. რო­მა­ნის ერთ-ერ­თი პერ­სო­ნა­ჟია ქარ­თ­ვე­ლი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი შო­თა კუპ­რი. იგი სულ ორ­ჯერ ფრაგ­მენ­ტუ­ლად გა­მოჩ­ნ­დე­ბა სი­უ­ჟეტ­ში. რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი გა­მო­ცე­მის კო­მენ­ტა­რებ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ნა­წარ­მო­ებს სა­ფუძ­ვ­ლად უდევს ცნო­ბე­ბი „ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბი­დან“. ტექ­ს­ტის გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე ცხა­დი ხდე­ბა, რომ ავ­ტო­რი დაყ­რ­დ­ნო­ბია იმ ცნო­ბებს, რომ­ლე­ბიც მე-14 სა­უ­კუ­ნის „ჟამ­თა­აღ­მ­წერ­ლო­ბა­ში“, ანუ „ას­წ­ლო­ვან მა­ტი­ა­ნე­ში“ მო­ი­პო­ვე­ბა. სწო­რედ ამ ის­ტო­რი­უ­ლი ქრო­ნი­კის თა­ნახ­მად, მონ­ღოლ­თა ბა­ტო­ნო­ბის­დ­რო­ინ­დელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი წარ­ჩი­ნე­ბუ­ლია ჰე­რე­თის ერის­თა­ვი — შო­თა კუ­პა­რი. ვა­სილ ბარ­ნოვს უსარ­გებ­ლია მა­რი­ამ დე­დოფ­ლი­სე­უ­ლი „ქარ­თ­ლის ცხოვ­რე­ბით“, რო­მელ­შიც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია „კუპ­რი შო­თა“ ან „შო­თა კუპ­რი“. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ვით ულუს ასუ­ლის, თა­მა­რის, შე­სა­ხებ რო­მან­ში გად­მო­ცე­მუ­ლი ამ­ბა­ვი, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა ფაქ­ტი, გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ის­ტო­რი­კო­სის მო­ნათხ­რო­ბის­გან, „თა­მარ მრწე­მის“ ში­ნა­არ­სის გაც­ნო­ბა ეჭვს არ იწ­ვევს, რომ ის ნა­საზ­რ­დო­ე­ბია ჟამ­თა­აღ­მ­წერ­ლის ცნო­ბე­ბით, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა ერთ-ერთ პერ­სო­ნაჟს, შო­თა კუპრს, სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ ეს სა­ხე­ლი მწერ­ლის­თ­ვის სხვა კონ­ტექ­ს­ტ­შიც იქ­ნე­ბო­და სა­ყუ­რადღე­ბო. საქ­მე ისაა, რომ, რო­ცა მწე­რა­ლი თა­ვის რო­მანს წერ­და, 1929 წელს, უკ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას ნაშ­რო­მი „რუს­თ­ვე­ლი­ა­ნა“, რო­მე­ლიც წიგ­ნად 1926 წელს გა­მო­ი­ცა. მა­ნამ­დე, ჯერ კი­დევ 1922 წელს, მკვლე­ვარ­მა ნაშ­რო­მი ოთხი მოხ­სე­ნე­ბის სა­ხით წა­რუდ­გი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ზეთ „ბახ­ტ­რი­ო­ნის“ პირ­ველ, მე-2 და მე-4 ნომ­რებ­ში და­ბეჭ­დი­ლი იყო ან­გა­რი­ში ინ­გო­როყ­ვას რუს­თ­ვე­ლო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის შე­სა­ხებ და იმა­ვე წელს, იმა­ვე გა­ზეთ­ში, ვა­სილ ბარ­ნოვ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მოთხ­რო­ბა „ღი­მი დამ­ღუ­პი“ და რამ­დე­ნი­მე სტა­ტია. იმის დას­ტუ­რად, რომ ვა­სილ ბარ­ნოვს ყუ­რადღე­ბის მიღ­მა ვერ დარ­ჩე­ბო­და პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას „რუს­თ­ვე­ლი­ა­ნა“, ჟურ­ნალ „ქა­რთუ­ლი მწერ­ლო­ბის“ 1926 წლის მე-6, მე-7 ნომ­რე­ბიც გა­მოდ­გე­ბა, რომ­ლებ­შიც, ერ­თი მხრივ, და­ბეჭ­დი­ლია ვა­სილ ბარ­ნო­ვის მოთხ­რო­ბა „მარ­გა­ლი­ტის ცრემ­ლე­ბი“, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, სერ­გი გორ­გა­ძის გა­მოხ­მა­უ­რე­ბა „სა­მა­გა­ლი­თო ნაშ­რო­მი: პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას ახა­ლი ნაშ­რო­მის გა­მო“. პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი იყო და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, რომ „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ავ­ტო­რი, შო­თა რუს­თ­ვე­ლი, მე-13 სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ვე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო მოღ­ვა­წე, ჰე­რე­თის ერის­თა­ვი შო­თა კუპ­რია.
უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ „თა­მარ მრწე­მის“ გუ­ლის­ყუ­რით გაც­ნო­ბა ეჭვს არ იწ­ვევს, რომ ვა­სილ ბარ­ნოვს არ გა­უ­ზი­ა­რე­ბია მკვლევ­რის კონ­ცეფ­ცია. პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა „კუ­პარს“ გან­მარ­ტავ­და, რო­გორც „სარ­წ­მუ­ნო­ე­ბი­დან გან­დ­გო­მილს“, ვა­სილ ბარ­ნო­ვის­თ­ვის კუპ­რი-კუ­პა­რი მხო­ლოდ სი­შა­ვის, შავ­გ­ვ­რე­მა­ნო­ბის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლია. მარ­ლ­თაც, რო­მან­ში შო­თას გა­რეგ­ნო­ბის ნი­შა­ნია „შა­ვად შემ­წ­ვა­რი“. მი­სი რა­ი­მე კავ­ში­რი მწიგ­ნობ­რო­ბას­თან არ­სად ჩანს. ამას გარ­და, ინ­გო­როყ­ვას თე­ო­რი­ი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ რა­კი შო­თა სარ­წ­მუ­ნო­ე­ბი­დან, ანუ ქრის­ტი­ა­ნო­ბი­დან გა­დამ­დ­გა­რი ყო­ფი­ლა, მას ჟამ­თა­აღ­მ­წე­რე­ლი აუგად მო­იხ­სე­ნი­ებს. საქ­მე ისაა, რომ მკვლევ­რის თვალ­საზ­რი­სით, სწო­რედ შო­თას მი­ე­მარ­თე­ბა მე­მა­ტი­ა­ნის სიტყ­ვე­ბი: „არა­რა­თა ნიჭ­თა და ზნე­თა სა­მა­მა­კა­ცო­თა მქო­ნე­ბე­ლი“. „თა­მარ მრწემ­ში“ კი მკრთა­ლად, მაგ­რამ მა­ინც არის შე­ნიშ­ნუ­ლი, რომ შო­თა ღირ­სე­უ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია. ცხა­დი ხდე­ბა, რომ ვა­სილ ბარ­ნო­ვი არ იზი­ა­რებს პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას შე­ხე­დუ­ლე­ბას და მე­ტიც, ის მი­იჩ­ნევს, რომ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სიტყ­ვე­ბი ჟამ­თა­აღ­მ­წერ­ლი­სა სა­ერ­თოდ არ მი­ე­მარ­თე­ბა შო­თას.
სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ „თა­მარ მრწე­მის“ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბელ ვერ­სი­ებ­ში ვა­სილ ბარ­ნო­ვი არ უარ­ყოფს შო­თა რუს­თა­ვე­ლი­სა და შო­თა კუპ­რის იგი­ვე­ო­ბის ვერ­სი­ას. რო­გორც ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე მე­რაბ ღა­ღა­ნი­ძე შე­ნიშ­ნავს, ხელ­ნა­წე­რებ­ში „მკა­ფი­ოდ ასა­ხუ­ლა, თუ რო­გორ ჭოჭ­მა­ნობს მწე­რა­ლი ამ სა­კითხის გა­მო“. ხელ­ნა­წერ­თა მო­ნა­ცე­მე­ბი ვა­რი­ან­ტუ­ლია, შო­თა პირ­და­პირ სა­ხელ­დე­ბუ­ლია რუს­თ­ვე­ლად, რუს­თა­ვის ბა­ტონ-პატ­რო­ნად ან რუს­თა­ვის თა­ვა­დად. ეს „რუს­თ­ვე­ლი­ა­ნას“ გა­მო­ძა­ხი­ლია. რო­გორც ჩანს, ვა­სილ ბარ­ნო­ვი ერ­თხანს იზი­ა­რებ­და პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას თე­ო­რი­ას, თუმ­ცა შემ­დეგ პო­ზი­ცია შე­იც­ვა­ლა. ძნე­ლია ით­ქ­ვას, რამ შე­აც­ვ­ლე­ვი­ნა მწე­რალს თა­ვი­სი პირ­ვან­დე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა: შე­საძ­ლოა წყა­რო­თა დაკ­ვირ­ვე­ბულ­მა წა­კითხ­ვამ ან პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას თე­ო­რი­ის მკაც­რ­მა კრი­ტი­კამ, გან­სა­კუთ­რე­ბით კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის მხრი­დან.
„რუს­თ­ვე­ლი­ა­ნას“ გა­მო­ცე­მი­სა და „თა­მარ მრწე­მის“ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, 1930 წელს, მწე­რა­ლი ამ­თავ­რებს თა­ვის უკა­ნას­კ­ნელ რო­მანს „პი­რიმ­ზე“, რო­მე­ლიც თა­მარ მე­ფეს ეძღ­ვ­ნე­ბა. გი­ორ­გი მე­სა­მის მი­ერ თა­მა­რის თა­ნა­აღ­საყ­დ­რე­ბის ზე­იმ­ზე ეპი­ზო­დუ­რად გა­მოჩ­ნ­დე­ბა შო­თა, რო­მე­ლიც ხოტ­ბას ას­ხამს თა­მარს. „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ მსუ­ბუ­ქად სა­ხეც­ვ­ლილ პირ­ველ სტრო­ფებს იგი მე­ფე-ქა­ლის წი­ნა­შე წარ­მოთ­ქ­ვამს. თა­მა­რი მას ოქ­როს კა­ლამს უძღ­ვ­ნის, რის შემ­დე­გაც „ის ოქ­როს კა­ლა­მი ქუდ­ზედ გა­ი­მაგ­რა მგო­სან­მა. აღარც მოჰ­შორ­და სამ­კა­უ­ლი მის ნა­თელ შუბ­ლ­სა“.
შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე რო­მან­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და ვი­ნა­ო­ბის მი­ნიშ­ნე­ბის გა­რე­შე. კი­დევ ერთ ფაქტს მინ­და გა­ვუს­ვა ხა­ზი, ვა­სილ ბარ­ნო­ვის არ­ქივ­ში და­ცუ­ლია მი­სი, სი­ცოცხ­ლე­ში გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბე­ლი, ესე „შო­თა რუს­თ­ვე­ლი და მი­სი „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“ (გა­მოქ­ვეყ­ნ­და 1938 წელს). ტექ­ს­ტი მწერ­ლის მი­ერ ამ­გ­ვა­რა­დაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი — 1924 წლის შემ­დეგ. ამი­ტომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ზუს­ტი თა­რი­ღის დად­გე­ნა. ისიც კი არ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ და­ზუს­ტე­ბით, იმ პე­რი­ოდ­ში იც­ნობ­და თუ არა მწე­რა­ლი „რუს­თ­ვე­ლი­ა­ნას“. ესეს მი­ხედ­ვით, ვა­სილ ბარ­ნო­ვი რუს­თა­ვე­ლის წარ­მო­შო­ბას მეს­ხე­თის და­ბა რუს­თავს უკავ­ში­რებს. აღ­ნიშ­ნავს, რომ შო­თას გვა­რი უც­ნო­ბია.
მწე­რა­ლი და მეც­ნი­ე­რი, ბა­ტო­ნი როს­ტომ ჩხე­ი­ძე, ავ­ტო­რი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი რო­მა­ნი­სა „ბე­დი პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა­სი“, დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს ვა­სილ ბარ­ნო­ვის ხელ­ნა­წე­რებ­ში შე­მო­ნა­ხულ ვა­რი­ან­ტებს, ცნო­ბებს, რომ­ლე­ბიც რუს­თა­ვე­ლის სა­ხეს მი­ე­მარ­თე­ბა. ეს ვა­რი­ან­ტე­ბი ვა­სილ ბარ­ნო­ვის თავ­და­პირ­ველ, უშუ­ა­ლო გან­ც­დებ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ასა­ხავს. სწო­რედ მა­თი გა­მო­ძა­ხი­ლია ბა­ტო­ნი როს­ტო­მის წე­რი­ლი „ოჰ, ეს ვა­რი­ან­ტუ­ლი სა­ხეს­ხ­ვა­ო­ბა­ნი“.

25-28(942)N