გამოდის 1998 წლიდან
2017-12-07

 

 

ორი მო­ზარ­დის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ, რამ­დე­ნი­მე დღეა, მთე­ლი ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ლა­პა­რა­კობს. რო­გორ მი­ვე­დით ასეთ ტრა­გე­დი­ამ­დე, წლე­ბის წინ ხომ „უსაფ­რ­თხო სკო­ლის პროგ­რა­მამ“ შე­და­რე­ბით გა­ა­ნე­იტ­რა­ლა სკო­ლებ­ში შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბა, რა შე­იც­ვა­ლა მას შემ­დეგ და რა­ტომ — უარე­სო­ბის­კენ?
ამ კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხებს ეძე­ბენ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ექ­ს­პერ­ტე­ბი... ზოგს რა მი­აჩ­ნია მთა­ვარ მი­ზე­ზად და ზოგს — რა, მაგ­რამ ის, რომ გა­რე­მო, რო­მელ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობთ, და­უნ­დო­ბე­ლი და აგ­რე­სი­უ­ლია, არა­ვის­თ­ვის სა­კა­მა­თო არ არის, მით უმე­ტეს, ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის. სულ რა­ღაც ერ­თი თვის წინ სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის სკო­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ. „მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის კუთხით“— ნათ­ქ­ვა­მია ან­გა­რიშ­ში. თურ­მე მას­წავ­ლებ­ლე­ბის (მოს­წავ­ლე­ე­ბი­საც) დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა ძა­ლა­დო­ბად სუ­ლაც არ მი­იჩ­ნევს მო­ზარ­დის სიტყ­ვი­ერ შე­უ­რაცხ­ყო­ფას, დამ­ცი­რე­ბას კლა­სის წი­ნა­შე, ცე­მას, თავ­ში წა­მორ­ტყ­მას... ან­გა­რიშ­ში მოყ­ვა­ნილ ფაქ­ტებ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბი­სას, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე ამ­ბობს, რომ „მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტ­რი, მე­ო­რე წე­ლია, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თ­ვის, დეს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი ქცე­ვის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ტრე­ნინ­გებს ატა­რებს.“ ასე­ვე, მოქ­მე­დებს ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი და „ყვე­ლა მოს­წავ­ლემ, რომ­ლის სკო­ლა­შიც არის მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი, ამავ­დ­რო­უ­ლად, ჰყავს კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი, ზუს­ტად იცის, თუ ვის უნ­და მი­მარ­თოს ძა­ლა­დო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში“. ეჭ­ვი არ გვე­პა­რე­ბა, რომ მე­ქა­ნიზ­მე­ბიც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია და ტრე­ნინ­გე­ბიც ტარ­დე­ბა, მაგ­რამ მომ­ხ­და­რი ხომ (სხვა მი­ზე­ზებ­თან ერ­თად) მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა­ზეც მეტყ­ვე­ლებს. ხომ ფაქ­ტია, რომ მოს­წავ­ლემ, რო­მელ­ზეც ბუ­ლინ­გი გან­ხორ­ცი­ელ­და, არ იცის ვის მი­მარ­თოს ან იცის, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი (დამ­რი­გე­ბე­ლი, მან­და­ტუ­რი) სკო­ლა­ში არ ეგუ­ლე­ბა. თუმ­ცა, არის კი­დევ ერ­თი ფაქ­ტო­რი, არც თუ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო — რო­ცა მო­ზარ­დი „ქუ­ჩუ­რი გარ­ჩე­ვით“ საქ­მის მოგ­ვა­რე­ბას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას, ეს კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მაა, რომ­ლის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, პირ­ველ რიგ­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და იზ­რუ­ნოს.
სკო­ლებ­ში ძა­ლა­დო­ბა კომ­პ­ლექ­სუ­რი პრობ­ლე­მაა და კარ­გად გვეს­მის, რომ მარ­ტო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის მი­სი გა­დაბ­რა­ლე­ბა მხო­ლოდ თა­ვის მოტყუ­ე­ბაა, მაგ­რამ ვფიქ­რობთ, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ჩვენ, ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ ვალ­დე­ბულ­ნი, ხარ­ვე­ზე­ბი სის­ტე­მის შიგ­ნით ვე­ძე­ბოთ და ვი­პო­ვოთ. დამ­ნა­შა­ვე­ებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი მი­ხე­და­ვენ, იმე­დია, სა­მარ­თ­ლი­ა­ნად, თო­რემ უსა­მარ­თ­ლო გა­ნა­ჩე­ნის მა­გა­ლი­თე­ბიც ბევ­რი ვი­ცით.

25-28(942)N