გამოდის 1998 წლიდან
2017-12-14

67 წლის ასაკ­ში, ხან­მოკ­ლე, მაგ­რამ მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და აფხა­ზე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, სა­ხელ­მ­წი­ფო, კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის პრე­მი­ე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი, ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი­სა და უკ­რა­ი­ნის „პრეს­ტი­ჟის“ ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი, „მა­ყუ­რებ­ლის სიმ­პა­თი­ის“ პრი­ზის მფლო­ბე­ლი, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თეატ­რის წამ­ყ­ვა­ნი მსა­ხი­ო­ბი, სამ­ხატ­ვ­რო ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი და დი­რექ­ტო­რი ათე­უ­ლო­ბით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, 1999-2004 წლე­ბის მოწ­ვე­ვის სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, 2013 წლი­დან აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რი დი­მიტ­რი ჯა­ი­ა­ნი.
დი­მიტ­რი ჯა­ი­ა­ნი და­ი­ბა­და 1950 წელს სე­ნაკ­ში, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში. სე­ნა­კის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის ოქ­როს­მე­და­ლო­სა­ნი, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რულ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს თე­ატ­რა­ლურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რ­ძე­ლა სწავ­ლა. ინ­ს­ტი­ტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კი მის­მა რექ­ტორ­მა, ილია თა­ვა­ძემ და ლე­გენ­და­რულ­მა სა­შა მი­ქე­ლა­ძემ (რო­გორც მას დი­მა ჯა­ი­ა­ნი მო­იხ­სე­ნი­ებ­და) რუს­თავ­ში გა­ნა­წი­ლე­ბულ დი­მიტ­რი ჯა­ი­ანს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სო­ხუმ­ში წას­ვ­ლა შეს­თა­ვა­ზეს. მას შემ­დეგ მთე­ლი მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა სო­ხუ­მის თე­ატრს უკავ­შირ­დე­ბო­და, რაც ძა­ლი­ან ეამა­ყე­ბო­და. თე­ატ­რის დევ­ნი­ლო­ბა­ში ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბი­სა და მი­სი წი­ნამ­ძღ­ვ­რო­ბის მი­სი­აც გან­გე­ბამ მას­ვე და­ა­კის­რა იმ უმ­ძი­მეს პე­რი­ოდ­ში, რო­ცა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის თა­ნამ­დე­ვი პრობ­ლე­მაც მრავ­ლად იყო.
პი­როვ­ნუ­ლი ხიბ­ლით გა­მორ­ჩე­უ­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, გა­მოკ­ვე­თი­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბი­სა და თვით­მ­ყო­ფა­დო­ბის მქო­ნე — ასე­თი უყ­ვარ­დათ და ეძ­ვირ­ფა­სე­ბო­დათ დი­მიტ­რი ჯა­ი­ა­ნი იქ, სო­ხუმ­ში და მე­რე აქ, თბი­ლის­ში შე­ძე­ნილ ერ­თ­გულ მა­ყუ­რე­ბელს.

25-28(942)N