გამოდის 1998 წლიდან
2017-12-21
რა ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა სქე­მა­ში 2018 წელს


მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა, რე­ა­ლუ­რად, ერ­თი წე­ლია, რაც სრუ­ლი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ობს. სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, გარ­და იმი­სა, რომ გან­ხორ­ცი­ელ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი წინ­ს­ვ­ლა და სის­ტე­მა­ში გაჩ­ნ­და უფ­რო მე­ტი უფ­რო­სი და წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, უკ­ვე 9 მენ­ტო­რი პე­და­გო­გიც გვყავს, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სას­წავ­ლო წლის ბო­ლომ­დე კი­დევ გა­იზ­რ­დე­ბა. ასე­ვე, სკო­ლებ­ში მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის სრუ­ლი­ად ახა­ლი სის­ტე­მა ჩა­მო­ყა­ლიბ­და და სქე­მა მოქ­მე­დებს, რო­გორც პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დამ­ხ­მა­რე სის­ტე­მა.
მო­მა­ვა­ლი წლი­დან, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, მა­სობ­რი­ვი ტრე­ნინ­გე­ბის რე­ჟი­მი­დან, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­სვ­ლას გეგ­მას, ეს ის ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბაა, რა­საც 2018 წლის­თ­ვის აანონ­სებს. თუმ­ცა, სქე­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­მოკ­ვე­თილ იმ ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბა­საც გეგ­მავს, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა ასა­ხე­ლებს, ეს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ატ­ვირ­თ­ვას ეხე­ბა. და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ამ ხნის გან­მავ­ლობ­ში გა­წე­უ­ლი სა­მუ­შა­ოს შე­დე­გებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ცენ­ტ­რის უწყ­ვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ეკა­ტე­რი­ნე შა­რა­შე­ნი­ძე.

— მა­სობ­რი­ვი ტრე­ნინ­გე­ბის რე­ჟი­მი­დან ცენ­ტ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­დის. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ეს ცვლი­ლე­ბა და რა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო თქვენ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ტრე­ნინ­გებ­მა? რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სქე­მის მუ­შა­ო­ბას?
— მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა, რო­გორც იცით, ამოქ­მედ­და 2015-2016 სას­წავ­ლო წლი­დან და ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე იყო გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. მი­სი მი­ზა­ნია, თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა და სრუ­ლი­ად ახა­ლი შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. სქე­მის თა­ნახ­მად, სკო­ლებ­ში გაჩ­ნ­დ­ნენ სრუ­ლი­ად ახა­ლი თვი­სებ­რი­ვი ერ­თე­უ­ლე­ბი: შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და ფა­სი­ლი­ტა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ზრუ­ნა­ვენ თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ შე­ფა­სე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ფაქ­ტობ­რი­ვად, სქე­მას დამ­ხ­მა­რე ფუნ­ქ­ცია აქვს — რო­გორ და­ეხ­მა­როს მას­წავ­ლე­ბელს, რომ გან­ვი­თარ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლად და ასე მი­აღ­წი­ოს სხვა­დას­ხ­ვა ეტა­პებს. იმი­სათ­ვის, რომ სქე­მა რაც შე­იძ­ლე­ბა მორ­გე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, პირ­ვე­ლი სას­წავ­ლო წე­ლი — 2015-2016 — სა­პი­ლო­ტე წლად გა­მოცხად­და და ამის­თ­ვის საკ­მა­ოდ ბევ­რი რე­სურ­სი შე­იქ­მ­ნა, ხელ­მის­აწვ­დო­მი იყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი და ბეჭ­დუ­რი რე­სუ­რსე­ბი, მაგ. გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ ნა­წი­ლად და­ი­ბეჭ­და და ყვე­ლა სკო­ლის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყო. გზამ­კ­ვ­ლე­ვე­ბი ითარ­გ­მ­ნა სომ­ხურ, რუ­სულ და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ ენებ­ზე და მი­ე­წო­დათ არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან მას­წავ­ლებ­ლებს.
სამ­წუ­ხა­როდ, მას­წავ­ლებ­ლე­ბის და სკო­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა 2015-2016 წლებ­ში  მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში იყ­ვ­ნენ  და ძვირ­ფა­სი დრო და­კარ­გეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თი წე­ლია, რაც სქე­მა მთე­ლი დატ­ვირ­თ­ვით მუ­შა­ობს და ჩვენც სწო­რედ ამ ერ­თი წლის შე­ფა­სე­ბე­ბი­დან ამოვ­დი­ვართ. პირ­ველ წელს ჩვენც ბევ­რი კითხ­ვა გვქონ­და და მას­წავ­ლებ­ლებ­საც ბევ­რი შე­კითხ­ვა და­უგ­როვ­დათ — რა შე­დე­გებ­ზე გა­ვი­დო­დით, რა იყო პრობ­ლე­მა (რა თქმა უნ­და, პრობ­ლე­მე­ბიც იყო). ამის გა­მო­სავ­ლე­ნად არა­ერ­თი კვლე­ვა და გა­მო­კითხ­ვა ჩა­ტარ­და.
და­საწყის­ში ტრე­ნინ­გე­ბი შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის ყვე­ლა წევრს ჩა­ვუ­ტა­რეთ კას­კა­დუ­რი სის­ტე­მით, იმი­ტომ რომ, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი სრუ­ლი­ად ახა­ლი თვი­სებ­რი­ვი ერ­თე­უ­ლი იყო სკო­ლის­თ­ვის და გვინ­დო­და რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ა ­მიგ­ვე­ტა­ნა მას­წავ­ლებ­ლებ­თან, დი­რექ­ტო­რებ­თან, დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ებ­თან, ფა­სი­ლი­ტა­ტო­რებ­თან. ტრე­ნინ­გე­ბი, რაც დღემ­დე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და,­ ძა­ლი­ან მას­შ­ტა­ბუ­რი იყო და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უკ­ვე 100 ათას ადა­მი­ან­ზე მე­ტია გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ტრე­ნინ­გებ­მა საკ­მა­ოდ კარ­გ შე­დე­გებ­ზე ­გაგ­ვიყ­ვა­ნა, მა­გა­ლი­თად, თუ  სქე­მის ამოქ­მე­დე­ბი­სას მას­წავ­ლებ­ლე­ბის 75% პრაქ­ტი­კო­სი იყო, ერ­თი წლის შემ­დეგ მათ­მა რა­ო­დე­ნო­ბამ 5%-ით იკ­ლო, რაც კარ­გი წინ­ს­ვ­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. 2017 წლის და­საწყის­ში სქე­მა­ში შე­ვი­ტა­ნეთ ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო კვლე­ვე­ბის შე­დე­გებ­ზე, გა­მოვ­ლინ­და, რომ მას­წავ­ლებ­ლებს სჭირ­დე­ბო­დათ აქ­ტი­ვო­ბე­ბის მე­ტი არ­ჩე­ვა­ნი იმი­სათ­ვის,  რომ კრე­დიტ-ქუ­ლე­ბი და­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ და წინ წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ. ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, იან­ვ­რი­დან აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძა­ლი­ან გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნ­და და, ამ მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში­ შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ აქ­ტი­ვო­ბებ­მა კარ­გად იმუ­შა­ვა — მას­წავ­ლე­ბელს კრე­დი­ტე­ბის დაგ­რო­ვე­ბის და სტა­ტუ­სის შეც­ვ­ლის მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­უჩ­ნ­და (ამის­თ­ვის სხვა­დას­ხ­ვა გზა გაჩ­ნ­და, თუნ­დაც და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­ხით და ა.შ.), გა­რე სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბაც ამოქ­მედ­და, დას­რულ­და გა­რე­დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სის პირ­ვე­ლი ეტა­პი, რო­მელ­მაც სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში, მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ი­ა­რა და შე­დე­გე­ბიც მა­ლე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.
წელს, რად­გან აქ­ტი­ვო­ბე­ბი გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნ­და, მათ შე­სა­ფა­სებ­ლად ცენ­ტ­რ­მა სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი შექ­მ­ნა. შე­ფა­სე­ბის სტან­დარ­ტი­ზე­ბუ­ლი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, რა თქმა უნ­და, ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის ხელ­მის­წავ­დო­მია. გარ­და ამი­სა, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ვამ­ზა­დეთ ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი, რაც ასე­ვე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია. ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ა­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა აღ­წე­რი­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი და იოლად აღ­საქ­მე­ლია. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ვი­დე­ო­ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია რუ­სუ­ლი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და სომ­ხუ­რი სუბ­ტიტ­რე­ბით.
აქ­ტი­ვო­ბე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად, მას­წავ­ლებ­ლებ­თან უკუ­კავ­ში­რის შე­დე­გად, და­ი­გეგ­მა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, მომ­ზად­და კითხ­ვა­რე­ბი და და­ეგ­ზავ­ნა ყვე­ლა სკო­ლას. მათ გარ­კ­ვე­უ­ლი ვა­დე­ბი ჰქონ­დათ გან­საზღ­ვ­რუ­ლი კითხ­ვა­რე­ბის შე­სავ­სე­ბად. კითხ­ვა­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­მოვ­ლინ­და სკო­ლე­ბის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, გა­მო­იკ­ვე­თა სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც უფ­რო მე­ტად აინ­ტე­რე­სებ­დათ, შემ­დეგ გა­დამ­ზად­დ­ნენ ტრე­ნე­რე­ბი და და­ი­გეგ­მა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თ­ვის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე, ორ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­და, ამ პრო­ცეს­ში ­რე­სურ­ს­ცენ­ტ­რე­ბიც იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი.
დღეს, ჩვენ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 77% სრულ­ფა­სოვ­ნად მუ­შა­ობს, რაც ცო­ტა ნამ­დ­ვი­ლად არ არის. ძი­რე­უ­ლი მი­ზა­ნი იყო, სკო­ლის ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო მას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა და ამით სკო­ლებ­ში, ად­გილ­ზე, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი კულ­ტუ­რა ­გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი­ყო. ცენ­ტ­რი, თა­ვის­თა­ვად, ამ პრო­ცეს­ში მუდ­მი­ვა­დაა ჩარ­თუ­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნი­ტო­რინ­გი, თვალს ვა­დევ­ნებთ რო­გორ მუ­შა­ობს შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფი. ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ძი­რი­თა­დად, რე­კო­მენ­და­ცი­ის ხა­სი­ა­თი­საა — აღ­მო­ვა­ჩენთ რა­ი­მე შეც­დო­მას, ვაძ­ლევთ რე­კო­მენ­და­ცი­ას, თუ რო­გორ გა­მო­ას­წო­რონ გარ­კ­ვე­ულ ვა­და­ში. რე­ა­ლუ­რად, წელს შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის მუ­შა­ო­ბა, ჩვე­ნი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, და­დე­ბი­თად შე­ფას­და. თა­მამად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სკო­ლებ­მა მათ­ზე დე­ლე­გი­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ბო­რო­ტად არ გა­მო­ი­ყე­ნეს, შე­ფა­სე­ბის პრო­ცე­სი არ იყო ლო­ია­ლუ­რი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი მარ­თ­ლა ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სეს. სულ 84 აპე­ლა­ცი­ა­ შე­მო­ვი­და, ნა­წი­ლი დაკ­მა­ყო­ფილ­და — შე­ფა­სე­ბა და­დე­ბი­თით შე­იც­ვა­ლა, ნა­წილს იგი­ვე დარ­ჩა.
დი­დი მო­ცუ­ლო­ბის კას­კა­დუ­რი ტრე­ნინ­გე­ბი უკ­ვე და­ვას­რუ­ლეთ. ჩვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი სა­ჭი­რო­ებებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა. ახ­ლაც და­გეგ­მი­ლი გვაქვს კვლე­ვა, რომ­ლის მი­ზა­ნიც ისევ იქ­ნე­ბა მას­წავ­ლ­ებ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მა­თი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შეხ­ვედ­რე­ბის, კონ­სულ­ტი­რე­ბე­ბის და­გეგ­მ­ვა. ეს უფ­რო სა­მუ­შაო ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ონ­ლა­ინ ჩარ­თ­ვე­ბი­თაც გან­ხორ­ცი­ელ­დეს. გვინ­და, თი­თოე­ულ რე­გი­ონ­ში, რა­ი­ონ­ში მი­ვი­დეთ და ამ პრო­ცეს­ში შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გარ­და, უშუ­ა­ლოდ მას­წავ­ლე­ბე­ლიც ჩა­ერ­თოს.
კონ­სულ­ტა­ცი­ებს ახ­ლაც ვუ­წევთ მას­წავ­ლე­ბ­ლებს, ეს ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მუდ­მივ რე­ჟიმ­ში გრძელდება.
— კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გარ­და, რა სი­ახ­ლე­ე­ბი იგეგ­მე­ბა, უნ­და ვე­ლო­დეთ თუ არა სა­მო­მავ­ლოდ სქე­მა­ში რა­ი­მე სა­ხის ცვლი­ლე­ბას?
— მო­მა­ვა­ლი წლი­დან სქე­მა­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა იგეგ­მე­ბა, რაც ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს  უფ­რო გა­ა­მარ­ტი­ვებს. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ კონ­კ­რე­ტუ­ლად ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­გახ­სე­ნებთ. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა უფ­რო გა­მარ­ტივ­დეს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ატ­ვირ­თ­ვა, რაც მთა­ვა­რია, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ა­მარ­ტი­ვებს და უფ­რო მოქ­ნილს გახ­დის სქე­მას მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი, არ შე­ე­ხე­ბა გა­მოც­დებს. მას­წა­ვ­ლე­ბელს შე­უძ­ლია კომ­პე­ტენ­ცი­ის დადა­ს­ტუ­რე­ბა­ში (გა­მოც­და­ში) 1, 4, 7 ან 10 კრე­დიტ-­ქუ­ლა აიღოს. მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის მთა­ვა­რია კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა, შე­უძ­ლია ერ­თი კრე­დი­ტი აიღოს და სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის კრე­დიტ-ქუ­ლე­ბი მე­რე სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბით შე­ავ­სოს.
რა თქმა უნ­და, რო­გორც კი სქე­მა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვა, მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი თუ ბეჭ­დუ­რი რე­სურ­სე­ბი. ამას უკ­ვე პრო­ცე­სი გვიჩ­ვე­ნებს. დი­დი სურ­ვი­ლი გვაქვს, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე გან­ხორ­ცი­ელ­დეს ეს ცვლი­ლე­ბე­ბი.
— რე­ა­ლუ­რად, რა აღ­მოჩ­ნ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის სქე­მის მუ­შა­ო­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მხა­რე?
 — მას­წავ­ლებ­ლე­ბის ნა­წილს საკ­მა­ოდ უჭირს სქე­მის პრო­ცე­დუ­რებ­ში და სკო­ლე­ბის მარ­თ­ვის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში გარ­კ­ვე­ვა. ხან­და­ხან არის შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი რე­კავს და გვე­უბ­ნე­ბა, რომ ატ­ვირ­თა ოცი დო­კუ­მენ­ტი, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი ორი უნ­და აეტ­ვირ­თა, ანუ მას ამის შე­სა­ხებ სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქონ­და. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, დახ­მა­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ფა­სი­ლი­ტა­ტორ­მა უნ­და გა­უ­წი­ოს. ხში­რად ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი თვი­თონ ტვირ­თავს დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას და შე­იძ­ლე­ბა მას მო­უ­ვი­დეს შეც­დო­მა. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს პრობ­ლე­მა მას­წავ­ლებ­ლებ­ში მას­შ­ტა­ბუ­რი არ არის.
— შე­დის თუ არა ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის ფუნ­ქ­ცი­ა­ში დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის ატ­ვირ­თ­ვა e-school-ში და იქ­ცე­ვა თუ არა სწო­რად ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი?
— ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში დო­კუ­მენ­ტე­ბის ატ­ვირ­თ­ვა ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის პი­რა­დი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ და­ეხ­მა­როს თა­ვის კო­ლე­გას.
— აქვს თუ არა მას­წავ­ლე­ბელს უფ­ლე­ბა, სახ­ლი­დან იმუ­შა­ოს დო­კუ­ნე­ტა­ცი­ის ასატ­ვირ­თად?
- სამ­წუ­ხა­როდ არა. ცენტრს იმე­დი აქვს, რომ სის­ტე­მა მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის მო­მა­ვალ­ში სახ­ლი­და­ნაც ხელ­მის­წავ­დო­მი გახ­დე­ბა. ეს გა­ა­მარ­ტი­ვებ­და და უფ­რო მოქ­ნილს გახ­დი­და პრო­ცე­დუ­რებს.
— თქვენ ახ­სე­ნეთ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კის სა­პი­ლო­ტე რე­ჟი­მის დას­რუ­ლე­ბა, რომ­ლის შე­დე­გებ­საც მა­ლე შე­ვიტყობთ. ვე­ლო­დე­ბით თუ არა მენ­ტო­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის ახალ ნა­კადს?
— რა თქმა უნ­და, გვე­ყო­ლე­ბა ახა­ლი მენ­ტო­რე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას, ეს სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს მოხ­დე­ბა. სა­მო­მავ­ლოდ ცენტრს სურ­ვი­ლი აქვს  სე­მეს­ტ­რუ­ლად და­ი­გეგ­მოს, რაც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის კარ­გი მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა, თუ­კი სე­მეს­ტ­რის ბო­ლოს შე­იც­ვ­ლის სტა­ტუსს და ერთ წე­ლი­წადს არ და­ე­ლო­დე­ბა. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის რუბ­რი­კის პი­ლო­ტი­რე­ბა ძა­ლი­ან მოკ­ლე ხან­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს არც ამ რუბ­რი­კა­ში ვე­ლო­დე­ბით, საკ­მა­ოდ მშვი­დად და ობი­ექ­ტუ­რად ჩა­ი­ა­რა მის­მა და­ტეს­ტ­ვამ და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცე­სი იან­ვ­რი­დან უკ­ვე მას­შ­ტა­ბუ­რად და­იწყე­ბა.
ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N