გამოდის 1998 წლიდან
2017-12-21
ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნა ბავ­შ­ვებ­ზე


ლა­ლი ჯე­ლა­ძე

„უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს უსაფ­რ­თხო­ე­ბა და გავ­ზარ­დოთ ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის“ — ამ გან­ცხა­დე­ბას გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დი აკე­თებს და აქ­ვეყ­ნებს ან­გა­რიშს ციფ­რულ ბა­რი­ე­რებ­ზე და აანა­ლი­ზებს ინ­ტერ­ნე­ტი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის გავ­ლე­ნას ბავ­შ­ვე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის სა­კითხებ­ზე.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შ­ვე­ბი მა­სი­უ­რად სარ­გებ­ლო­ბენ ინ­ტერ­ნე­ტით (მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, 3 ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხ­მა­რებ­ლი­დან 1 ბავ­შ­ვია), ძა­ლი­ან ცო­ტა რამ კეთ­დე­ბა ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბის­გან ბავ­შ­ვე­ბის და­სა­ცა­ვად და უსაფ­რ­თხო ინ­ტერ­ნე­ტის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, — ნათ­ქ­ვა­მია გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მთა­ვარ წლი­ურ ან­გა­რიშ­ში.
„ბავ­შ­ვე­ბი ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში“ გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი პირ­ვე­ლი სრულ­ყო­ფი­ლი მი­მო­ხილ­ვაა, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხ­ვა ჭრილ­შია გან­ხი­ლუ­ლი ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­ლე­ნა ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე და მო­მავ­ლის პერ­ს­პექ­ტი­ვებ­ზე, გან­საზღ­ვ­რუ­ლია საფ­რ­თხე­ე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ან­გა­რიშ­ში ნათ­ქ­ვა­მია, რომ მთავ­რო­ბე­ბი და კერ­ძო სექ­ტო­რი ჩა­მორ­ჩე­ბი­ან ცვლი­ლე­ბე­ბის ტემპს, შე­დე­გად კი მა­ტუ­ლობს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ახა­ლი რის­კე­ბი­სა და ზი­ა­ნის საფ­რ­თხე, მი­ლი­ო­ნო­ბით და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვი კი სრუ­ლი­ად უგულ­ვე­ბელ­ყო­ფი­ლი რჩე­ბა.
„სა­სი­კე­თო­დაც და სა­ზი­ა­ნო­დაც, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცა“ — ამ­ბობს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ენ­ტო­ნი ლე­ი­კი. „ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში ჩვენ ორ­მა­გი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე ვდგა­ვართ — შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ ზი­ა­ნი და ამავ­დ­რო­უ­ლად მაქ­სი­მა­ლუ­რად სა­სარ­გებ­ლო გავ­ხა­დოთ ინ­ტერ­ნე­ტი ყო­ვე­ლი ბავ­შ­ვის­თ­ვის. ინ­ტერ­ნე­ტი ზრდას­რუ­ლე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა, მაგ­რამ მას სულ უფ­რო მე­ტი ბავ­შ­ვი და ახალ­გაზ­რ­და იყე­ნებს და ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გავ­ლე­ნა მათ ცხოვ­რე­ბა­სა და მო­მა­ვალ­ზე დღი­თი დღე იზ­რ­დე­ბა. ამი­ტომ, ციფ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა, პრაქ­ტი­კა და პრო­დუქ­ცია უკეთ უნ­და ესა­და­გე­ბო­დეს ბავ­შ­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს, ასა­ხავ­დეს მათ პერ­ს­პექ­ტი­ვებ­სა და მათ სათ­ქ­მელს“ — ამ­ბობს ენ­ტო­ნი ლე­ი­კი.
ან­გა­რიშ­ში შეს­წავ­ლი­ლია შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, რო­მელ­თა შე­თა­ვა­ზე­ბაც შე­უძ­ლია ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, მათ შო­რის იმათ­თ­ვის, ვინც სი­ღა­რი­ბე­ში იზ­რ­დე­ბა თუ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი კა­ტას­ტ­რო­ფის მსხვერ­პ­ლია. ეს გუ­ლის­ხ­მობს ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბას, ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან მუ­შა­ო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას და ბავ­შ­ვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას სა­თა­ნა­დო პლატ­ფორ­მით, რა­თა მათ სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მო­ა­ხერ­ხონ.
ან­გა­რი­ში ასე­ვე ცხად­ყოფს, რომ ბევ­რი ბავ­შ­ვი ინ­ტერ­ნეტს მიღ­მაა დარ­ჩე­ნი­ლი. მსოფ­ლიო ახალ­გაზ­რ­დო­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, ერ­თი მე­სა­მე­დი — 346 მი­ლი­ო­ნი, ინ­ტერ­ნე­ტით არ სარ­გებ­ლობს, რაც ამ­ძაფ­რებს უთა­ნას­წო­რო­ბას და ზღუ­დავს ბავ­შ­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მზარდ ციფ­რულ ეკო­ნო­მი­კა­ში. ასე­ვე ხაზ­გას­მუ­ლია ის, თუ რამ­დე­ნად ზრდის ინ­ტერ­ნე­ტი რის­კი­სა და ზი­ა­ნის საფ­რ­თხეს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, მათ შო­რის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის, სა­ზი­ა­ნო ში­ნა­არ­სის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის და კი­ბერ­ბუ­ლინ­გის თვალ­საზ­რი­სით.
„მსოფ­ლი­ოს ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა 2017“ ეხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ თე­მას, რო­მე­ლიც სულ უფ­რო და უფ­რო ძლი­ერ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს მი­ლი­ო­ნო­ბით ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე მთელ მსოფ­ლი­ო­ში და შე­სა­ბა­მი­სად აისა­ხე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტ­ზე — ეს არის ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. ვი­ნა­ი­დან ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ინ­ტერ­ნე­ტის ზე­გავ­ლე­ნა საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ი­ზარ­და, უფ­რო ხში­რად გვი­წევს მის შე­დე­გებ­ზე მსჯე­ლო­ბაც: არის თუ არა კა­ცობ­რი­ო­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა თუ ვაჭ­რო­ბის, სწავ­ლი­სა თუ თა­ვი­სუ­ფა­ლი თვით­გა­მო­ხატ­ვის შე­უზღუ­და­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი? თუ საფ­რ­თხეს წარ­მო­ად­გენს ჩვენ­თ­ვის, არ­ღ­ვევს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ქსო­ვილს, ძირს უთხ­რის პო­ლი­ტი­კურ წყო­ბას და საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის ადა­მი­ან­თა კე­თილ­დღე­ო­ბას? ეს სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხია, რო­მე­ლიც აკა­დე­მი­უ­რი კა­მა­თის სა­გა­ნი უნ­და იყოს. სა­სი­კე­თოა თუ სა­უ­ბე­დუ­რო ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია, უკ­ვე რე­ა­ლუ­რი ფაქ­ტია ჩვენს ყო­ფა­ში და ეს შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია.
სა­სი­კე­თო მა­გა­ლი­თე­ბი: ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბ­ლის მქო­ნე ბი­ჭი, რო­მე­ლიც თა­ნა­ტო­ლებ­თან ინ­ტერ­ნე­ტით ურ­თი­ერ­თობს, სწო­რედ ინ­ტერ­ნე­ტის წყა­ლო­ბით თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­შია: ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად მი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა; გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სი­რი­ის არა­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან ძა­ლა­დო­ბას გა­მო­ექ­ცა, ოჯახ­თან ერ­თად, ზა­ა­ტა­რის ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში, მას­წავ­ლებ­ლის დახ­მა­რე­ბით, რო­მე­ლიც მას ციფ­რუ­ლი ტაბ­ლე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით ას­წავ­ლის, მო­მავ­ლის იმედს იბ­რუ­ნებს; კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ახალ­გაზ­რ­და ბლო­გე­რი ინ­ტერ­ნეტს იყე­ნებს სუფ­თა წყლის უქონ­ლო­ბის, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი ან მის თემ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა აქ­ტუ­ა­ლუ­რი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რ­ცე­ლებ­ლად.
ზი­ა­ნის მა­გა­ლი­თე­ბი: გო­გო­ნა, რო­მელ­საც ოჯახ­ში ან თემ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი წე­სე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლო­ბას უკ­რ­ძა­ლავს, მოკ­ლე­ბუ­ლია სწავ­ლი­სა და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას; მო­ზარ­დი, რომ­ლის პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც ბო­რო­ტად იყე­ნე­ბენ და ქსელ­ში ავ­რ­ცე­ლე­ბენ ადა­მი­ა­ნით მო­ვაჭ­რე­ე­ბი; ბი­ჭი, რო­მელ­საც ვი­დე­ო­თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ ცხოვ­რე­ბა წა­არ­თ­ვა, ასე ფიქ­რო­ბენ მი­სი მშობ­ლე­ბი. არ­სე­ბობს კი­დევ უარე­სი მა­გა­ლი­თე­ბიც: გა­უ­საძ­ლი­სი კი­ბერ­ბუ­ლინ­გის გა­მო თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბამ­დე მი­სუ­ლი ბი­ჭი; 14 წლის გო­გო­ნა, რომ­ლის ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მ­ნი­ლი პრო­ფი­ლით, ავ­რ­ცე­ლებს მის შიშ­ველ ფო­ტო­ებს, რო­მელ­თა გა­და­ღე­ბა­საც თა­ვად აიძუ­ლებ­და; 8 წლის ფი­ლი­პი­ნე­ლი გო­გო­ნა, რო­მელ­საც მე­ზო­ბე­ლი აიძუ­ლებს სექ­სუ­ა­ლურ კავ­შირ­სა და სხვა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბებს და „ონ­ლა­ინ სტრი­მინ­გით“ უშ­ვებს ამ კად­რებს შე­სა­ბა­მი­სი ში­ნა­არ­სის ვებ­გ­ვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით.
ციფ­რულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ნამ­დ­ვი­ლად შე­უძ­ლია ამ­გ­ვა­რი ზი­ა­ნის წა­ქე­ზე­ბა თუ წა­ხა­ლი­სე­ბა, მაგ­რამ გარ­და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი­სა, მას ძა­ლა­დო­ბის მა­სი­უ­რი ფორ­მე­ბის წა­ქე­ზე­ბაც შე­უძ­ლია, რაც ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ასო­ბით ათა­სი ბავ­შ­ვის ცხოვ­რე­ბა­სა და მო­მა­ვალ­ზე. ჩვე­ნი ვა­ლია ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა და იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა გაზ­რ­და-გან­ვი­თა­რე­ბა, რა­საც ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი იძ­ლე­ვა.“ — წერს ან­გა­რი­შის წი­ნა­სიტყ­ვა­ო­ბა­ში ენ­ტონი ლე­ი­კი.

ჩა­ნა­წე­რე­ბი „მსოფ­ლი­ოს ბავ­შ­ვ­თა მდგო­მა­რე­ო­ბა 2017“-ის ფარ­გ­ლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ვორ­ქ­შო­ფე­ბი­დან:
„ჩემ­მა დამ ვი­დე­ო­ზა­რით დაგ­ვი­რე­კა ეს­პა­ნე­თი­დან და მთე­ლი ოჯა­ხი გა­ა­ხა­რა.“ — ბი­ჭი, 16 წლის, პე­რუ.
„მე ტექ­ნო­ლო­გი­ას სამ­ყა­როს შე­საც­ვ­ლე­ლად, უკე­თე­სი გეგ­მე­ბის­თ­ვის, ახ­ლის შე­საქ­მ­ნე­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებ და იმის­თ­ვის, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით გა­ნათ­ლე­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს.“ — ბი­ჭი, 17 წლის, ფი­ჯი.
„მე ტექ­ნო­ლო­გი­ას იმის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებ, რომ ადა­მი­ა­ნებს ჯან­დაც­ვის სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რო.“ — გო­გო­ნა, 15 წლის, ნი­გე­რია.
„კო­დი­რე­ბა ჱouTube-ით ვის­წავ­ლე. უამ­რავ ვი­დე­ოს ვუ­ყუ­რე კო­დი­რე­ბა­ზე.“ — გო­გო­ნა, 17 წლის, ბან­გ­ლა­დე­ში.
„თუ კომ­პი­უ­ტერს არ ვი­ყე­ნებთ, თუ კომ­პი­უ­ტე­რის ხმა­რე­ბა არ ვი­ცით, გა­მო­დის, რომ არა­ფე­რი არ ვი­ცით, ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო რა­მის ჩათ­ვ­ლით.“ — გო­გო­ნა, 14 წლის, აღ­მო­სავ­ლეთ ტი­მო­რი.
ან­გა­რიშ­ში ერ­თი თა­ვი იმის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას ეთ­მო­ბა, თუ ვინ არის გა­რი­ყუ­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი და რას ნიშ­ნავს ინ­ტერ­ნე­ტის არ­ქო­ნა ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში. მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია: აფ­რი­კა­ში, ხუ­თი ახალ­გაზ­რ­დი­დან სამს (15-24 წლის) ინ­ტერ­ნე­ტი არ აქვს. ევ­რო­პა­ში ეს შე­ფარ­დე­ბაა 1/25. მაგ­რამ ციფ­რუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი უფ­რო მეტს ნიშ­ნავს, ვიდ­რე მხო­ლოდ ინ­ტერ­ნეტ­ზე წვდო­მაა. სამ­ყა­რო­ში, სა­დაც ვებ­გ­ვერ­დე­ბის 56% ინ­გ­ლი­სუ­რე­ნო­ვა­ნია, უამ­რა­ვი ბავ­შ­ვი ვერ პო­უ­ლობს და ვერ ეც­ნო­ბა მის­თ­ვის გა­სა­გებ ან მის ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მა­სა­ლა­სა თუ ინ­ფორ­მა­ცი­ას. ბევრ მათ­განს იმის უნა­რე­ბიც აკ­ლია და არც ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს (მა­გა­ლი­თად, პორ­ტა­ტუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რი), რომ ინ­ტერ­ნე­ტით ისარ­გებ­ლოს. თუ ეს ციფ­რუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი არ მო­ის­პო­ბა, არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­თი­შუ­ლო­ბა კი­დევ უფ­რო გაღ­რ­მავ­დე­ბა.

რა საფ­რ­თხე­ე­ბი აქვს ონ­ლა­ინ ცხოვ­რე­ბას — ამ თე­მა­ზე გან­ხი­ლუ­ლია ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე­ე­ბი, ონ­ლა­ინ ცხოვ­რე­ბის საფ­რ­თხე­ე­ბი და ზი­ა­ნი, მათ შო­რის ინ­ტერ­ნე­ტის ზე­გავ­ლე­ნა კერ­ძო ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ცუ­ლო­ბა­ზე. ინ­ფორ­მა­ცი­ულ­მა და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა გა­ზარ­და, ბავ­შ­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში, ზო­გი­ერ­თი ტრა­დი­ცი­უ­ლი საფ­რ­თხე: ოდეს­ღაც ეს საფ­რ­თხე­ე­ბი სკო­ლის ეზო­თი შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბო­და, ახ­ლა კი მო­ძა­ლა­დე სა­კუ­თარ მსხვერპლს სახ­ლ­შიც მიჰ­ყ­ვე­ბა. ამის გარ­და, შე­იქ­მ­ნა ახა­ლი საფ­რ­თხე­ე­ბიც: გა­ფარ­თოვ­და მო­ძა­ლა­დე­თა ქმე­დე­ბის არე­ა­ლი, გა­ი­ზარ­და „შეკ­ვე­თა­ზე მორ­გე­ბუ­ლი“, ბავ­შ­ვებ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლა, ფრთა გა­შა­ლა ბავ­შ­ვე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი ვი­დეო­ე­ბის „ცოცხა­ლი სტრი­მინ­გის“ პრაქ­ტი­კამ. ონ­ლა­ინ სტრი­მინ­გის ერ­თი მცი­რეწ­ლო­ვა­ნი მსხვერ­პ­ლი ამ­ბობს: „რო­ცა უცხო­ე­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, გა­ი­ხა­დე, ვიხ­დით“. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს საფ­რ­თხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად უც­ნო­ბია ბავ­შ­ვე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც: ესაა ბავ­შ­ვე­ბის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ვი­ნა­ო­ბის და­უც­ვე­ლო­ბა. არ­ცერ­თი ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნე­ტით სარ­გებ­ლობს, არ არის ონ­ლა­ინ საფ­რ­თხე­ე­ბის­გან ბო­ლომ­დე და­ცუ­ლი, მაგ­რამ მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლა­დებს ეს საფ­რ­თხე­ე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად ემუქ­რე­ბა. მა­და­გას­კარ­ში 17 წლის გო­გო­ნას სა­კუ­თარ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა 300 აშშ დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რი თან­ხა მოს­თხო­ვა შემ­დეგ კლას­ში გა­და­სას­ვ­ლე­ლად. გო­გო­ნამ ფუ­ლი ვერ იშო­ვა და და­უ­კავ­შირ­და კაცს, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნე­ტით ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. „მან მო­მი­ტა­ცა და ორი თვე სახ­ლ­ში გა­მომ­კე­ტა. გა­მუდ­მე­ბით მა­უ­პა­ტი­უ­რებ­და.“ — ამ­ბობს გო­გო­ნა. ის პო­ლი­ცი­ას­თან არ­სე­ბულ­მა კი­ბერ­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის სამ­სა­ხურ­მა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ჩა­უ­ტა­რეს მკურ­ნა­ლო­ბა და გა­უ­წი­ეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა, გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მხარ­და­ჭე­რით, მთავ­რო­ბის მი­ერ და­არ­სე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტ­რ­ში. მო­ძა­ლა­დე მა­მა­კა­ციც და მას­წავ­ლე­ბე­ლიც და­ა­პა­ტიმ­რეს. „ახ­ლა კარ­გად ვარ. სკო­ლა­საც და­ვუბ­რუნ­დი, — ამ­ბობს გო­გო­ნა, — ნე­ტავ რა­მე მცოდ­ნო­და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა არც იცოდ­ნენ, რომ უცხო­ებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ინ­ტერ­ნე­ტით“. მშობ­ლე­ბი­სა და აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის ამ გო­გო­ნას ამ­ბა­ვი ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი კოშ­მა­რია, რაც შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს ბავშვს, რო­ცა მას ინ­ტერ­ნეტ­თან აქვს წვდო­მა. მარ­თა­ლია, ამ გო­გო­ნას გა­მოც­დი­ლე­ბა ონ­ლა­ინ საფ­რ­თხე­ე­ბის უკი­დუ­რე­სი მა­გა­ლი­თია, მაგ­რამ ის, ამა­ვე დროს, ადას­ტუ­რებს ინ­ტერ­ნეტ­ში ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის არ­სე­ბუ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ყო­ველ­თა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბას — შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნ­დეს ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვის ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა წარ­მო­იდ­გენს და აკე­თებს ბავ­შ­ვე­ბის და­სა­ცა­ვად. მშობ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ინც თან­ხ­მ­დე­ბა იმა­ზე, რომ ამ­გ­ვა­რი საფ­რ­თხე­ე­ბი­სა­გან ბავ­შ­ვე­ბის დაც­ვა ად­რე უფ­რო ად­ვი­ლი იყო. ოდეს­ღაც სახ­ლის კა­რი, სკო­ლის ეზო მო­ძა­ლა­დე­ე­ბის­თ­ვის ბა­რი­ერს წარ­მო­ად­გენ­და. ახ­ლა კი, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წყა­ლო­ბით, მო­ძა­ლა­დეს შე­უძ­ლია ბი­ნა­ში შეჰ­ყ­ვეს სა­კუ­თარ მსხვერპლს. არა­სო­დეს ყო­ფი­ლა ასე­თი ად­ვი­ლი ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლა­დი ბავ­შ­ვე­ბის მი­ზან­ში ამო­ღე­ბა ბუ­ლინ­გის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის, სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­ძა­ლა­დე­ე­ბის­თ­ვის, ადა­მი­ა­ნით მო­ვაჭ­რე­ე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის სხვა სა­ხის ზი­ა­ნის მიმ­ყე­ნე­ბე­ლი პი­რე­ბის­თ­ვის.
თა­ნა­მედ­რო­ვე მკვლევ­რე­ბი ონ­ლა­ინ რის­კე­ბის ვრცელ ჩა­მო­ნათ­ვალს სამ კა­ტე­გო­რი­ად ყო­ფენ: ში­ნა­არ­სობ­რივ, კონ­ტაქ­ტურ და ქცე­ვით რის­კე­ბად.
ში­ნა­არ­სობ­რი­ვი რის­კე­ბი: რო­ცა ბავ­შ­ვის­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია არა­სა­სურ­ვე­ლი და მი­სი ასა­კის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლა. ის შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს სექ­სუ­ა­ლუ­რი, პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ხა­სი­ა­თი­სა და ძა­ლა­დო­ბის შემ­ც­ველ ვი­დეო და ფო­ტო­მა­სა­ლას, არა­სა­სურ­ველ რეკ­ლა­მას, რა­სის­ტულ, დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ გა­მო­ნათ­ქ­ვა­მებ­სა და სი­ძულ­ვი­ლის ენის შემ­ც­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ვებ­გ­ვერ­დებს, რომ­ლე­ბიც აქე­ზებს არა­ჯან­საღ ან სა­შიშ ქცე­ვას, მა­გა­ლი­თად, სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბას, თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბას, ანო­რექ­სი­ას და სხვ.
კონ­ტაქ­ტუ­რი საფ­რ­თხე­ე­ბი: რო­ცა ბავ­შ­ვი ჩარ­თუ­ლია სა­ხი­ფა­თო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, ასა­კის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ში­ნა­არ­სის კო­მუ­ნი­კა­ცია ზრდას­რუ­ლის მხრი­დან, ბავ­შ­ვის წა­ხა­ლი­სე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი მიზ­ნით, ბავ­შ­ვის რა­დი­კა­ლი­ზე­ბის მცდე­ლო­ბა, მი­სი წა­ქე­ზე­ბა არა­ჯან­სა­ღი და სა­ში­ში ქცე­ვი­სა­კენ და სხვ.
ქცე­ვი­თი რის­კე­ბი: რო­ცა ბავ­შ­ვის ქცე­ვა ხელს უწყობს მის­თ­ვის სა­ხი­ფა­თო კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბას. ეს შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნ­დეს მის ნა­წე­რებ­ში ან გა­მო­ი­ხა­ტოს სხვა ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლის ენის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, რა­სიზ­მის წა­ქე­ზე­ბა­ში, სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის ფო­ტო­მა­სა­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­სა და გავ­რ­ცე­ლე­ბა­ში, მათ შო­რის ისე­თი მა­სა­ლის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვ­მა თა­ვი­სი­თაც შე­იძ­ლე­ბა შექ­მ­ნას.
„ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბი, ტე­ლე­ვი­ზია, კო­მიქ­სე­ბი, რა­დიო... გუგლს თუ და­ვე­კითხე­ბით, ვნა­ხავთ, რომ მშობ­ლე­ბი­ცა და სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ძა­ლი­ან ღე­ლა­ვენ იმ ზე­გავ­ლე­ნის გა­მო, რა­საც ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ახ­დენს ბავ­შ­ვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ იმა­შიც დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ ეს შფოთ­ვა ახ­ლა არ დაწყე­ბუ­ლა.“ — ნათ­ქ­ვა­მია ან­გა­რიშ­ში. რა­დი­ოს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დ­ნენ უძი­ლო­ბა­ში, კო­მიქ­სე­ბის წიგ­ნებს — ბავ­შ­ვე­ბის კრი­მი­ნა­ლუ­რი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი­სა და ცუ­დი ქცე­ვის წა­ხა­ლი­სე­ბა­ში, ტე­ლე­ვი­ზი­ას — მათ სო­ცი­ა­ლურ იზო­ლა­ცი­ა­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იმა­ვეს ამ­ბობ­დ­ნენ ვი­დეო და ქსე­ლურ თა­მა­შებ­ზეც. მე­თექ­ვ­ს­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში ზო­გი ში­შობ­და, რომ წე­რა გულ­მა­ვიწყო­ბას გა­მო­იწ­ვევ­და, რად­გან ხალ­ხი სა­კუ­თარ მეხ­სი­ე­რე­ბას აღარ და­ეყ­რ­დ­ნო­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ის და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად. იყო დრო, რო­ცა იმა­ზეც ღე­ლავ­დ­ნენ, რომ წიგ­ნე­ბი და ბეჭ­დუ­რი პრე­სა კა­ცობ­რი­ო­ბას იქამ­დე მი­იყ­ვან­და, რა­საც დღეს ჭარბ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვუ­წო­დებთ.
იღე­ბენ თუ არა ბავ­შ­ვე­ბი სარ­გე­ბელს ციფ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, მა­თი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებ­ზე­ცაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ბავ­შ­ვებს, რომ­ლებ­საც მტკი­ცე ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კარ­გი მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი აქვთ, ინ­ტერ­ნე­ტი კი­დევ უფ­რო ეხ­მა­რე­ბა ამ კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, ციფ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ბავ­შ­ვის კე­თილ­დღე­ო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ხო­ლო მარ­ტო­ო­ბა­ში, სტრეს­ში, ოჯა­ხურ პრობ­ლე­მებ­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შ­ვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ინ­ტერ­ნეტ­მა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფ­რო გა­არ­თუ­ლოს. თუმ­ცა, პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა: ბავ­შ­ვებ­მა, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე ცხოვ­რო­ბენ, შე­იძ­ლე­ბა ხან­და­ხან ახა­ლი მე­გობ­რე­ბი გა­ი­ჩი­ნონ და ისე­თი დახ­მა­რე­ბა მი­ი­ღონ ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, რო­მელ­საც სხვაგ­ვა­რად ვე­რაფ­რით მი­ი­ღებ­დ­ნენ.

ციფ­რუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი: კარ­გის ხელ­შეწყო­ბა,
ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა

რის­კე­ბის და საფ­რ­თხე­ე­ბის გარ­და, ეჭ­ვი არა­ვის ეპა­რე­ბა, რომ ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სულ უფ­რო მე­ტი ბავ­შ­ვის მო­მა­ვალ­ზე მო­ახ­დენს ზე­გავ­ლე­ნას. ბავ­შ­ვე­ბი უკ­ვე შე­ად­გე­ნენ მსოფ­ლი­ოს ინ­ტერ­ნე­ტით მო­სარ­გებ­ლე მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ პრო­ცენტს და ეს რიცხ­ვი, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში, კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა, რად­გან ინ­ტერ­ნე­ტი ისეთ რე­გი­ო­ნებ­შიც აღ­წევს, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის წი­ლი უს­წ­რა­ფე­სად იზ­რ­დე­ბა. მე­ტი კომ­პი­უ­ტე­რი და ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მა გახ­დე­ბა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ზე­გავ­ლე­ნა ყო­ველ­თ­ვის აისა­ხე­ბა ბავ­შ­ვე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე — სა­სი­კე­თო­დაც და სა­ზი­ა­ნო­დაც.
ან­გა­რიშ­ში მო­ცე­მულ სხვა ფაქ­ტებს შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით, ახალ­გაზ­რ­დე­ბის 71 პრო­ცენ­ტი ჩარ­თუ­ლია ინ­ტერ­ნეტ­ში, მა­შინ რო­ცა მსოფ­ლი­ოს მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 48 პრო­ცენ­ტი სარ­გებ­ლობს ინ­ტერ­ნე­ტით; აფ­რი­კე­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­თან, 5-დან 3 ახალ­გაზ­რ­და არ სარ­გებ­ლობს ინ­ტერ­ნე­ტით, ევ­რო­პა­ში ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 25-დან 1-ს შე­ად­გენს; არ­სე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ გვერ­დე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 56 პრო­ცენ­ტი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზეა და ბევრ ბავშვს არ ეს­მის ინ­ფორ­მა­ცი­ის ში­ნა­არ­სი ან ეს ინ­ფორ­მა­ცია შე­უ­სა­ბა­მოა მა­თი კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს­თ­ვის; ბავ­შ­ვ­თა მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ში­ნა­არ­სის შემ­ც­ვე­ლი 10 ინ­ტერ­ნეტ გვე­რ­დი­დან 9-ზე მე­ტი გან­თავ­სე­ბუ­ლია 5 ქვე­ყა­ნა­ში — კა­ნა­და, საფ­რან­გე­თი, ჰო­ლან­დია, რუ­სე­თი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი.
„ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში ბავ­შ­ვე­ბის ხმა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და კი­დევ უფ­რო ხმა­მაღ­ლა ის­მის, ვიდ­რე ოდეს­მე. ეს ხომ ის სამ­ყა­როა, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ წი­ლად ხვდა მათ, არა­მედ რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­შიც ისი­ნი თა­ვა­დაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. სა­ჭი­როა, და­ვიც­ვათ ბავ­შ­ვე­ბი ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ში­ში ზე­გავ­ლე­ნი­სა­გან და, ამა­ვე დროს, ხე­ლი შე­ვუწყოთ მათ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ისარ­გებ­ლონ ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სი­კე­თე­ე­ბით. მხო­ლოდ ასე შევ­ძ­ლებთ, უკე­თე­სო­ბის­კენ შევ­ც­ვა­ლოთ ვი­თა­რე­ბა“ — ამ­ბობს გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

25-28(942)N