გამოდის 1998 წლიდან
2018-01-25
G-PriEd-ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მა — ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბი დაწყე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ში


მა­კა ყი­ფი­ა­ნი  

18 იან­ვარს, თბი­ლის­ში, სა­გა­მო­ფე­ნო ცენტრ „ექ­ს­პო ჯორ­ჯი­ას“  პა­ვი­ლი­ონ­ში, შედ­გა აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის  (G-PriEd) — ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის პროგ­რა­მის დას­კ­ვ­ნი­თი კონ­ფე­რენ­ცია. მი­სი მი­ზა­ნი იყო დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ან­გა­რი­შის წარ­დ­გე­ნა. მომ­ხ­სე­ნებ­ლებ­მა ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად, 2015-2018 სას­წავ­ლო წლებ­ში, მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი მი­მო­ი­ხი­ლეს და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მო­ხა­ტეს პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, მას­წავ­ლებ­ლის, მოს­წავ­ლის, ასე­ვე კერ­ძო სექ­ტო­რის მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც უსას­ყიდ­ლოდ უძღ­ვე­ბოდ­ნენ გაკ­ვე­თი­ლებს და მო­ზარ­დებს პრო­ფე­სი­ულ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებ­დ­ნენ.
ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ქარ­თუ­ლი ვერ­სია მომ­ზად­და „ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ სა­ქარ­თ­ვე­ლოს“ მი­ერ, აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის (G-PriEd) ფარ­გ­ლებ­ში, რომ­ლის მი­ზა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დაწყე­ბით კლა­სებ­ში, კითხ­ვის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის მე-6 კლა­სის პროგ­რა­მა „ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა“ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია STEM-ის (მეც­ნი­ე­რე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, ინ­ჟი­ნე­რია და მა­თე­მა­ტი­კა) უნა­რე­ბის სწავ­ლე­ბას­თან.
2015-2016 სას­წავ­ლო წელს, „ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ სა­ქარ­თ­ვე­ლომ“, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ და გ-ჵriჶd-მა ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით (პროგ­რა­მე­ბი თარ­გ­მ­ნი­ლია და სკო­ლებ­ში შე­ტა­ნი­ლია G-PriEd -ის მი­ერ, ჯუ­ნი­ო­რის მხარ­და­ჭე­რით) სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, 39 სა­პი­ლო­ტე სკო­ლა­ში დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს მე­წარ­მე­ო­ბის, და­საქ­მე­ბის­თ­ვის მზა­ო­ბის და ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლე­ბი შე­ას­წავ­ლა. ვ-ვჳ კლა­სე­ბის დო­ნე­ზე, პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.
ნი­კა ჩაჩხი­ა­ნი, G-PriEd-ის პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე, ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის პროგ­რა­მის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „პირ­ველ რიგ­ში, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­და პროგ­რა­მა­ში „ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბი დაწყე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ში — სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში“.  ჩემ­თ­ვის და ჩვე­ნი გუნ­დის­თ­ვის ძა­ლი­ან დი­დი პა­ტი­ვია, რომ წი­ლად გვხვდა მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და, ამა­ვე დროს, სა­ხა­ლი­სო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. პროგ­რა­მა — ბიზ­ნეს უნარ-ჩვე­ვე­ბი დაწყე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ში — 2015 წელს და­ვიწყეთ, „ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან“ (JA Georgia) ერ­თად. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია — Junior აchievement — მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, ბიზ­ნეს-ეკო­ნო­მი­კუ­რი ცოდ­ნის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ციაა, რო­მე­ლიც, თით­ქ­მის, ას­წ­ლი­ან ის­ტო­რი­ას ით­ვ­ლის. პროგ­რა­მა მოს­წავ­ლე­ებს უნი­კა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბას სთა­ვა­ზობს, რა­თა უკეთ შე­ი­მეც­ნონ ბიზ­ნე­სის სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც მათ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ელით ჩარ­თ­ვა. სა­პი­ლო­ტე შე­დე­გე­ბი იმ­დე­ნად კარ­გია, რომ პროგ­რა­მა გაგ­რ­ძელ­და და  მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე, 61 სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლა­ში შე­ვე­დით.  პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თო 23 000 მოს­წავ­ლე, 1 200 მას­წავ­ლე­ბე­ლი (დამ­რი­გე­ბე­ლი), 50 კომ­პა­ნია და 204 მო­ხა­ლი­სე; დამ­რი­გებ­ლებ­მა და მო­ხა­ლი­სე­ებ­მა, სკო­ლებ­ში გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ­დე, გა­ი­ა­რეს ინ­ტენ­სი­უ­რი ტრე­ნინ­გი ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის პროგ­რა­მე­ბის მი­წო­დე­ბა­ზე. 
დღე­ვან­დე­ლი კონ­ფე­რენ­ცია პროგ­რა­მის — ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბი დაწყე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ში კომ­პო­ნენ­ტის და­ხურ­ვას ეძღ­ვ­ნე­ბა. G-PriEd სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბი, გვინ­და, გა­ვუ­ზი­ა­როთ სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს, USAID-ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, კერ­ძო სექ­ტო­რის მო­ხა­ლი­სე­ებს. მიღ­წე­ვე­ბი მარ­თ­ლაც შთამ­ბეჭ­და­ვია. პროგ­რა­მა აწყო­ბი­ლია და მი­სი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბია — მე­წარ­მე­ო­ბა, ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა, და­საქ­მე­ბის­თ­ვის მზა­ო­ბა. თუ ამ უნარ-ჩვე­ვებს ად­რი­დან­ვე შე­ი­ძე­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი, მო­მა­ვალ­ში გა­ცი­ლე­ბით უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. იმის­თ­ვის, რომ პროგ­რა­მა კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გაგ­ვე­ხა­და, ვმუ­შა­ობ­დით და­მა­ტე­ბით პრო­დუქ­ტებ­ზე, შევ­ქ­მე­ნით ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბი, ვა­ტა­რებ­დით  კონ­კურ­სებს. ერთ-ერ­თი ასე­თი კონ­კურ­სი იყო „რო­გო­რია შე­ნი ბიზ­ნე­სი­დეა?“, V-VI კლა­სე­ლე­ბის­თ­ვის. შარ­შან­დელ კონ­კურ­ს­ში გა­ი­მარ­ჯ­ვეს რუს­თა­ვის მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-5 დ კლა­სის (ამ­ჟა­მად მე-6 დ კლა­სი) მოს­წავ­ლე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც დღე­ვან­დელ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი იდე­ის — „ჭკვი­ა­ნი ჩან­თა“ — პრე­ზენ­ტა­ცი­ას მო­აწყო­ბენ.
სამ­წუ­ხა­როდ, პრო­ექ­ტი და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა. რად­გან ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ პროგ­რა­მის მდგრა­დო­ბა და გაგ­რ­ძე­ლე­ბა პრო­ექ­ტის მიღ­მა, USAID-ის მხარ­და­ჭე­რით, JA Georgia-სთან ერ­თად,  სა­მი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცენ­ტ­რი გავ­ხ­სე­ნით — თბი­ლის­ში, ლა­გო­დეხ­ში, ზუგ­დიდ­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ, და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ და ჩვენ მი­ერ თარ­გ­მ­ნი­ლი და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი პროგ­რა­მა გა­ი­ა­რონ. იმე­დი გვაქვს, მო­მა­ვალ­ში, ცენ­ტ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რ­დე­ბა“.
მა­მუ­კა ხამ­ხა­ძე, რუს­თა­ვის მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის“ პროგ­რა­მა­ში ჩვე­ნი სკო­ლის V-VI კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი (ლუ­კა თვა­ლი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, ნი­ნი ჯე­ბაშ­ვი­ლი, ანა­მა­რია გა­ბე­ლია, თა­კო ჩა­დუ­ნე­ლი, სა­ბა ლობ­ჯა­ნი­ძე, და­თო გუ­მაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მუმ­ლა­ძე, მა­რი გო­ძი­აშ­ვი­ლი, თა­ზო წიკ­ლა­შვილი, რე­ზი სხი­ლა­ძე, ოთო კა­ცი­აშ­ვი­ლი, ნი­ნი მო­სი­აშ­ვი­ლი, ვა­ტო მო­სი­აშ­ვი­ლი, ლუ­კა ტა­ლა­ხა­ძე და ნა­ტა ბუ­ა­ჩი­ძე), კლა­სის დამ­რი­გებ­ლის, ინ­გა ფე­რა­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვ­ნენ და გა­სულ სას­წავ­ლო წელს გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში „რო­გო­რია შე­ნი ბიზ­ნე­სი­დეა?“ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს გუნ­დი „სტარ­ტა­პე­რი“. გა­უჩ­ნ­დათ იდეა, კა­პი­ტა­ლუ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, „ჭკვი­ა­ნი ჩან­თის“ შექ­მ­ნის, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე ათე­ულ პრო­ექტს შო­რის გა­ი­მარ­ჯ­ვა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვენს სკო­ლას მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, პროგ­რა­მა­ში ჩარ­თ­ვით, წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის მი­ეღ­წია“.
გი­ორ­გი თვა­ლი­აშ­ვი­ლი, რუს­თა­ვის მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლის ვჳდ  კლა­სის მოს­წავ­ლის მშო­ბე­ლი: „პროგ­რა­მა­ში, ჩემ შვილ­თან და მის თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თე. დი­დი შრო­მი­სა და ფიქ­რის შე­დე­გად, მოს­წავ­ლე­ებ­მა, თა­ვი­ან­თი პრობ­ლე­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ი­ფიქ­რეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი და კრე­ა­ტი­უ­ლი ბიზ­ნე­სი­დეა — მრა­ვალ­ფუნ­ქ­ცი­უ­რი „ჭკვი­ა­ნი ჩან­თა“. ამ ჩან­თის შექ­მ­ნა რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა გა­ნა­პი­რო­ბა, კერ­ძოდ, იმ  პრობ­ლე­მებ­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა მოს­წავ­ლეს აწუ­ხებს. ეს არის წო­ნის კონ­ტ­რო­ლი, სას­მე­ლი წყა­ლი, უსაფ­რ­თხო­ე­ბა, გაკ­ვე­თი­ლე­ბის ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ცხრი­ლი, შუ­ქამ­რეკ­ლე­ბი, საწ­ვი­მა­რი. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი სკო­ლა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა ბავ­შ­ვებს შანსს აძ­ლევს, ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბი და ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბა პა­ტა­რა ასა­კი­დან­ვე გა­მო­ი­მუ­შა­ონ. გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, იმ შეც­დო­მე­ბი­სა და იმედ­გაც­რუ­ე­ბე­ბის ალ­ბა­თო­ბა, რომ­ლე­ბიც დღეს ხში­რად გვხვდე­ბა, მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი“.
ნი­ნი ჯე­ბაშ­ვი­ლი, მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლის ვჳ კლა­სის მოს­წავ­ლე: „ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი არ­სე­ბობს, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია სწავ­ლა, თუმ­ცა მუდ­მი­ვად უნ­და ვიზ­რუ­ნოთ უსაფ­რ­თხო­ე­ბა­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე. ბიზ­ნე­სი­დე­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სას, მე და ჩემ­მა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა ბევრ გა­მოწ­ვე­ვა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, მათ­გან 6 ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა შე­ვარ­ჩი­ეთ, რომ­ლებ­მაც დი­დი რო­ლი ითა­მა­შეს ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი­დე­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მათ მოგ­ვა­რე­ბას „ჭკვი­ა­ნი ჩან­თის“ მეშ­ვე­ო­ბით შე­ვეც­დე­ბით. მო­მა­ვალ­ში ჩვე­ნი იდე­ის რე­ა­ლი­ზე­ბის დი­დი იმე­დი გვაქვს“.
ინ­დი­რა ამი­რა­ნაშ­ვი­ლი, გ-ჵriჶd-ის პრო­ექ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი: „ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის პროგ­რა­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოს­წავ­ლე­ებ­მა შეძ­ლეს ისე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა, რო­გო­რი­ცაა: კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა, კო­მუ­ნი­კა­ცია, ლი­დე­რო­ბა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა, არ­ჩე­ვა­ნის სწო­რად გა­კე­თე­ბა და სხვ. ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბით მოს­წავ­ლე­ე­ბი უკეთ მო­ემ­ზა­დე­ბი­ან სა­მო­მავ­ლო გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­მუ­შაო გა­რე­მოს­თ­ვის. ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის პროგ­რა­მის ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: და­საქ­მე­ბის­თ­ვის მზა­ო­ბა, ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა და მე­წარ­მე­ო­ბა.
პროგ­რა­მის ძა­ლი­ან დი­დი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი იყო კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა, რაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მსგავ­სი პრო­ექ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პირ­ვე­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, პროგ­რა­მა მო­მა­ვალ­ში, პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც გაგ­რ­ძელ­დეს“.
ლია გი­გა­უ­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე: „ჩვე­ნი ვა­ლია, შევ­ქ­მ­ნათ ისე­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც მარ­თ­ლაც მის­ცემს მოს­წავ­ლე­ებს იმ უნარ-ჩვე­ვებს, ცოდ­ნას, გან­წყო­ბებს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს, ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რაც მათ, მო­მა­ვალ­ში, ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, რომ იყ­ვ­ნენ რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო პო­ლი­ტი­კა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის შე­დე­გებს ეყ­რ­დ­ნო­ბა. ამ ორ­მ­ხ­რივ პრო­ცეს­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა გა­დამ­წყ­ვე­ტი რო­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია. ამ კუთხით, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია საქ­მი­ა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. თუ რა­ი­მეს დე­ფი­ცი­ტი გვაქვს, თუნ­დაც სა­უ­კე­თე­სო გა­ნათ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, ეს არის სწო­რი ხედ­ვა, და­გეგ­მა­რე­ბა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სწო­რად მი­ღე­ბა და მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის აღე­ბა. ამ პროგ­რა­მის მთე­ლი ღირ­სე­ბა ის არის, რომ მოს­წავ­ლე­ებს პა­ტა­რა ასა­კი­დან უვი­თა­რებს (ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად) აუცი­ლე­ბელ უნა­რებს, ქმნის იმ სა­ფუძ­ველს, რო­მელ­საც მა­თი მო­მა­ვა­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და­ეყ­რ­დ­ნო­ბა.
ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, პრო­ექ­ტი სხვა კლა­სებ­შიც გაგ­რ­ძელ­დეს, გან­ვი­თარ­დეს, და­იხ­ვე­წოს, ასაკ­თან უფ­რო შე­სა­ბა­მი­სი გახ­დეს და, რაც მთა­ვა­რია, ეს იყოს უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი  ფაქ­ტო­რი იყო მას­წავ­ლებ­ლებ­თან, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან, მშობ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბა, რა­შიც ჲSაჳდ-ის მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო. იმე­დია, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა გაგ­რ­ძელ­დე­ბა, სის­ტე­მუ­რი, თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლი და სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა, რა­თა მოს­წავ­ლე­ებს ხე­ლი შე­ვუწყოთ ხხჳ სა­უ­კუ­ნის შე­სა­ბა­მი­სი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და უნი­კა­ლურ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბას ბიზ­ნეს­თან, რის­თ­ვი­საც მად­ლო­ბას ვუხ­დი თი­თო­ე­ულ კომ­პა­ნი­ას, მაქ­სი­მა­ლუ­რად რომ და­ეხ­მარ­ნენ მოს­წავ­ლე­ებს უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. პრო­ექ­ტ­მა იმა­ზე მე­ტი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა, რი­სი მო­ლო­დი­ნიც გვქონ­და.
იმე­დი გვაქვს, მო­მა­ვალ­ში, პრო­ექ­ტი სხვა სკო­ლებ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა და ანა­ლო­გი­უ­რი პროგ­რა­მე­ბი სხვა კლა­სებ­შიც და­ი­ნერ­გე­ბა. ეს პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო, წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებს კი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხრი­დან ყო­ველ­თ­ვის მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბა“.
თა­მაზ და­უშ­ვი­ლი, კომ­პა­ნია „დი­ოს“ დამფუძნებელი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი: „პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხ­მ­დი. პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ბავ­შ­ვე­ბი, მე­ო­რე ის, რომ ბავ­შ­ვე­ბი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლია და მა­თი გა­ნათ­ლე­ბა გა­დამ­წყ­ვე­ტია ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის. თუ ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბას ისე, რომ ხა­რის­ხი გა­ი­ზარ­დოს, ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით.
ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბი დაწყე­ბით გა­ნათ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან თა­ვი­დან­ვე უვი­თა­რებს ბავშვს მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბის, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის, ლი­დე­რო­ბის, ამო­ცა­ნის გა­დაწყ­ვე­ტის, ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის ძი­ე­ბის უნარს. მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ჩვენ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და პრო­ექ­ტ­ში და მო­ვუ­წო­დო თი­თო­ე­ულ ბიზ­ნეს­მენს, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ ამ პროგ­რა­მა­ში. ჩვენ მო­მა­ვალ­შიც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ მსგავ­სი ტი­პის პრო­ექ­ტებ­თან, რად­გან კარ­გად გვეს­მის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­მა­ვა­ლი სწო­რად აღ­ზ­რ­დილ, ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე თა­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი“.
ლია ფუტ­კა­რა­ძე, 133-ე სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რი: „ჩვენ წარ­მო­ვად­გენთ ჯიპ­რა­ი­დულ სკო­ლას, სტა­ტუ­სი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ვი­პო­ვეთ და ეს სა­ხე­ლი ჩვენს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად იქ­ცა. სკო­ლა, ჯერ კი­დევ სა­პი­ლო­ტე ეტა­პი­დან, 2013 წლი­დან, ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტ­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რია კითხ­ვი­თი უნა­რე­ბი­სა და მა­თე­მა­ტი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ში და პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლე­ბის­თ­ვის დახ­მა­რე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი, ინო­ვა­ცი­უ­რი, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი სას­წავ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა­ში. ჩვენ­მა სკო­ლამ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნა, შე­დეგ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. აქ­ტი­უ­რად დავ­ნერ­გეთ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გ-ჵriჶd-ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გუნ­დის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია, ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დი თუ სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გია, ასე­ვე აქ­ტი­უ­რად დავ­ნერ­გეთ მათ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი და მო­წო­დე­ბუ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო და, ამავ­დ­რო­უ­ლად, სა­ხა­ლი­სო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი, მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნეთ  აქ­ტი­ვო­ბის ბა­რა­თე­ბი მშო­ბელ­თა გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად და მინ­და გითხ­რათ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მოს­წავ­ლე­ე­ბის აკა­დე­მი­ურ მოს­წ­რე­ბა­ზე აისა­ხა.
სკო­ლი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც G-PriEd-ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ გუნ­დ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, ბიზ­ნე­სის უნარ-ჩვე­ვე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ  (ბო­ლო სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 600-ით მე­ტი მოს­წავ­ლე მი­ვი­ღეთ). პროგ­რა­მა გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ე­წო­ნათ მოს­წავ­ლე­ებს და მათ მშობ­ლებს. სკო­ლის ყვე­ლა რგო­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს G-PriEd-ის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ეფექ­ტუ­რი პრო­ექ­ტია. მას­წავ­ლებ­ლებ­მა შე­ი­ძი­ნეს ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­ჭი­რო რე­სურ­სე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სათ­ვის ხხჳ სა­უ­კუ­ნის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­და­სა­ცე­მად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ გ-ჵriჶd-ის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი ექ­ვ­სი წლის ასა­კის მოს­წავ­ლე­ე­ბი უკ­ვე ან­ს­ხ­ვა­ვე­ბენ ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან სურ­ვილ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს, 10 წლის მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან, რა არის რე­სურ­სი, და­ნა­ხარ­ჯი, ხარ­ჯი, მი­წო­დე­ბის ჯაჭ­ვი და ა.შ. ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ბიზ­ნე­სე­ბი, ბიზ­ნე­სი­დე­ე­ბი, მათ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რეკ­ლა­მე­ბი, შეს­წავ­ლი­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გია და ბევ­რი სხვა რამ  იმის თქმის სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს, რომ მათ, მი­ნი­მუმ, ფიქ­რი მა­ინც და­იწყეს მე­წარ­მე­ო­ბა­ზე. ეს არის მო­მავ­ლის პრო­ექ­ტი.
დი­დი მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და გ-ჵriჶd-ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გუნ­დის მი­მართ, რომ­ლებ­მაც პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვ­ცეს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ჩვე­ნი სკო­ლის თი­თო­ე­ულ პე­და­გოგს. იმე­დი მაქვს, პრო­ექ­ტი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რ­ძელ­დე­ბა და მას­შ­ტა­ბურ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს, რა­თა მოგ­ვე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ჭი­რო უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი უფ­რო მე­ტი ახალ­გაზ­რ­და აღ­ვ­ზარ­დოთ, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან და შე­ეძ­ლე­ბათ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის წინ­ს­ვ­ლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში“.
გი­ორ­გი ბურ­დუ­ლი, „ჯორ­ჯი­ან პროგ­რეს გრუ­პი“: „მე და ჩე­მი კომ­პა­ნია 2 წე­ლია ჩარ­თუ­ლი ვართ ამ მარ­თ­ლაც უნი­კა­ლურ პრო­ექ­ტ­ში. მას­ში ჩარ­თულ მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, უკე­თეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იცხოვ­რონ, და­საქ­მ­დ­ნენ, მი­ი­ღონ სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბი იმის­თ­ვის, რომ ჰქონ­დეთ სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, ბიზ­ნე­სე­ბი და ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ მო­მა­ვალ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.
რაც შე­ე­ხე­ბა მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლო­ბას, პი­რა­დად მე, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, რო­გორც ადა­მი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ძა­ლი­ან გა­ვი­ზარ­დე პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სულ სხვა კუთხით და­ვი­ნა­ხე ჩე­მი თა­ვი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა, და­ვი­ნა­ხე რამ­დე­ნად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი, რამ­დე­ნად სწყუ­რი­ათ ახა­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი. ასე­ვე, გა­მოვ­ცა­დე სა­კუ­თა­რი თა­ვი მას­წავ­ლებ­ლის ამ­პ­ლუ­ა­ში და მივ­ხ­ვ­დი, რომ ვჳ-კლა­სე­ლე­ბის ყუ­რადღე­ბის მიქ­ცე­ვა უფ­რო რთუ­ლია, ვიდ­რე 30  წლის მა­გის­ტ­რან­ტე­ბის. მად­ლო­ბა ამ პროგ­რა­მის დამ­ფუძ­ნებ­ლებს, ჩემს კო­ლე­გა მო­ხა­ლი­სე მას­წავ­ლებ­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო მოს­წავ­ლე­ებ­თან სა­ოც­რად პო­ზი­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა“.
კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მომ­ხ­სე­ნე­ბელ­თა შო­რის, იყ­ვ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჲSაჳდ-ის მი­სი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ტო­მას მო­რი­სი, „ჯუ­ნი­ორ ეჩივ­მენტ“ ევ­რო­პის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი კა­რო­ლა­ინ ჯე­ნე­რი, ასე­ვე გ-ჵriჶd-ის, კერ­ძო სექ­ტო­რის, სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც პროგ­რა­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, მიღ­წე­ულ შე­დე­გებ­სა და სა­მო­მავ­ლო გე­გე­მებ­ზე ისა­უბ­რეს.
კონ­ფე­რენ­ცი­ის და­სას­რულს, ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის „ბავ­შ­ვე­ბი ჩვე­ნი ქუ­ჩი­დან“ საპ­რე­მი­ე­რო ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა.

25-28(942)N