გამოდის 1998 წლიდან
2018-02-01
ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა — მე­გო­ბა­რი დო­კუ­მენ­ტი მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის­თ­ვის


გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნად­გო­მის“ დახ­მა­რე­ბით, თბი­ლი­სის სამ  სა­ჯა­რო  სკო­ლა­ში — 86-ე, 112-ე და მე-11 — გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ სტან­დარ­ტი­დან, მე-7 კლა­სის პროგ­რა­მი­დან, ერთ-ერ­თი თე­მის — „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ პი­ლო­ტი­რე­ბა. მარ­თა­ლია, სა­მი სკო­ლა არ არის ბევ­რი, მაგ­რამ დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შე­დე­გე­ბი გა­მოვ­ლინ­და. ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნად­გო­მის“ და დე­პარ­ტა­მენ­ტის თი­თო-თი­თო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, წყვილ­ში, ყვე­ლა გაკ­ვე­თილს ეს­წ­რე­ბო­და, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის ჩათ­ვ­ლით. „მე პი­რა­დად, 86-ე სკო­ლა­ში ვეს­წ­რე­ბო­დი გაკ­ვე­თი­ლებს — ამ­ბობს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი შალ­ვა მეკ­რა­ვიშ­ვი­ლი — ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნად­გო­მა“, მარ­თ­ლაც დიდ თა­ნად­გო­მას გვი­წევს ხოლ­მე სხვა­დას­ხ­ვა სა­კითხე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა­ში. ალ­ბათ გახ­სოვთ სა­გა­ნი „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“, მი­სი ერ­თი კომ­პო­ნენ­ტის — „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი“ — პი­ლო­ტი­რე­ბაც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დახ­მა­რე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ“. რო­მელ კლა­სებ­ში ჩა­ტარ­და და რა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის გაკ­ვე­თი­ლებ­მა, რა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა და რო­დის შე­ვა ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა სკო­ლებ­ში — გვე­სა­უბ­რე­ბა ექ­ს­პერ­ტი შალ­ვა მეკ­რა­ვიშ­ვი­ლი.

— რა პრობ­ლე­მე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად?
— პირ­ველ რიგ­ში, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ პი­ლო­ტი­რე­ბის დაწყე­ბამ­დე სა­გან­გე­ბო მომ­ზა­დე­ბა ჩა­ტარ­და, კერ­ძოდ, შე­მუ­შავ­და წლი­უ­რი პროგ­რა­მის ნი­მუ­ში — ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, სა­რე­კო­მენ­და­ციო სა­გაკ­ვე­თი­ლო და არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­წე­რა იმ სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რომ­ლე­ბიც პი­ლო­ტი­რე­ბის­თ­ვის შე­ირ­ჩა. ისი­ნი თა­ვად იყ­ვ­ნენ იმ სას­წავ­ლო რე­სურ­სის შექ­მ­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც უნ­და ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ 8 გაკ­ვე­თი­ლი, რად­გან ეს ერ­თი თე­მა 8 გაკ­ვე­თილს მო­ი­ცავ­და. გაკ­ვე­თი­ლე­ბი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბით სრულ­დე­ბო­და. აქ უნ­და გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, რა შე­დე­გე­ბი გა­მო­ი­ღო ამ გაკ­ვე­თი­ლებ­მა. შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი და და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ, იმი­ტომ რომ, მოს­წავ­ლე­ებ­მა ზუს­ტად გა­ი­გეს და აით­ვი­სეს ის ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი, რაც ამ გაკ­ვე­თი­ლე­ბით გვინ­დო­და მათ­თ­ვის გა­დაგ­ვე­ცა.
— რო­მელ კლა­სებ­ში ჩა­ტარ­და პი­ლო­ტი­რე­ბა?
— პი­ლო­ტი­რე­ბა მეცხ­რეკ­ლა­სე­ლებ­თან გან­ხორ­ცი­ელ­და. მარ­თა­ლია, ეს თე­მა გან­კუთ­ვ­ნი­ლია მე-7 კლა­სის­თ­ვის, მაგ­რამ მე-7 კლას­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა არ ის­წავ­ლე­ბა, ამი­ტომ, რო­მელ კლას­შიც ის­წავ­ლე­ბო­და, ის შე­ვარ­ჩი­ეთ. ჩვენ გვჭირ­დე­ბო­და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ამ გაკ­ვე­თი­ლებს ჩა­ა­ტა­რებ­და. რო­დე­საც დამ­ტ­კიც­დე­ბა ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ თე­მას მე-7 კლას­ში გა­ივ­ლი­ან.
ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებს მი­ე­წო­დათ ინ­ფორ­მა­ცია და ჩა­უ­ტარ­დათ გაკ­ვე­თი­ლე­ბი ისეთ სა­კითხებ­ზე, რო­გო­რიც არის, ჰი­გი­ე­ნა, ჯან­სა­ღი კვე­ბა, ადიქ­ცია და ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა. აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და ამ სა­კითხე­ბის სო­ცი­ა­ლურ და სა­მარ­თ­ლებ­რივ ას­პექ­ტებ­ზე. მა­გა­ლი­თად, ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას აქ­ცენ­ტი დას­მუ­ლი იყო არა ბი­ო­ლო­გი­ურ-სა­მე­დი­ცი­ნო, არა­მედ სო­ცი­ა­ლურ ას­პექ­ტებ­ზე, მა­გა­ლი­თად, რა უფ­ლე­ბე­ბი შე­ეზღუ­დე­ბო­და ადა­მი­ანს, თუ ნა­ად­რე­ვად და­ქორ­წინ­დე­ბო­და — ის ვერ მი­ი­ღებ­და სრულ­ფა­სო­ვან გა­ნათ­ლე­ბას, ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი დაბ­რ­კო­ლე­ბა შეხ­ვ­დე­ბო­და და ა.შ.
ეს ის ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბია, რა­საც თე­მა „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“ მო­ი­ცავ­და. შე­დე­გე­ბი, რო­გორც გითხა­რით, ძა­ლი­ან კარ­გი იყო იმი­ტომ, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა ადეკ­ვა­ტუ­რად მი­ი­ღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ზუს­ტად გა­ი­გეს, რი­სი მი­წო­დე­ბაც გვინ­დო­და, რაც მათ მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ შე­მა­ჯა­მე­ბელ, კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებ­ში წარ­მო­ჩინ­და. მახ­სოვს, ერ­თ­მა ჯგუფ­მა მო­ამ­ზა­და სპექ­ტაკ­ლი, თა­ვად მო­ი­ფიქ­რეს სცე­ნა­რი ადიქ­ცი­ის სა­კითხ­ზე და თა­ვად­ვე დად­გეს. სპექ­ტაკ­ლ­ში ძა­ლი­ან კარ­გად გა­მოჩ­ნ­და ალ­კო­ჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა და, რაც მთა­ვა­რია, მოს­წავ­ლე­ებ­მა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გად­მოს­ცეს თა­ვი­ან­თი სწო­რი პო­ზი­ცია ამ სა­კითხის მი­მართ.
— რის მი­ხედ­ვით შე­ირ­ჩა სკო­ლე­ბი?
— სკო­ლე­ბი თა­ვად ორ­გა­ნი­ზა­ცია „თა­ნად­გო­მამ“ შე­არ­ჩია, მო­ი­ძია ინ­ფორ­მა­ცია. ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი შემ­დეგ დატ­რე­ნინ­გ­დ­ნენ კი­დეც, რო­გორც გითხა­რით, ისი­ნი ჩარ­თუ­ლი იყ­ვ­ნენ რე­სურ­სე­ბის და სას­წავ­ლო კურ­სის მომ­ზა­დე­ბა­ში. ამან შე­დე­გი ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­ი­ღო. რო­დე­საც სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ახა­ლი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი თე­მე­ბი შე­მო­დის (მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცხოვ­რე­ბა ვი­თარ­დე­ბა, ახალ-ახალ გა­მოწ­ვე­ვებს გვთა­ვა­ზობს და ამას ჩვენ ფე­ხი უნ­და ავუწყოთ), აღ­მოჩ­ნ­და, რომ ზო­გად ტრე­ნინ­გ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტი­ა­ნია მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბა ცალ­კე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტის (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი) მი­ხედ­ვით.
— ბუ­ნებ­რი­ვია, ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა მზად­დე­ბა სკო­ლე­ბის­თ­ვის, მას­წავ­ლე­ბლე­ბის­თ­ვის. არის მა­თი მხრი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბა, მზად არი­ან ისი­ნი ამ სი­ახ­ლის­თ­ვის?
— აქ ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს. არი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც, რა თე­მაც უნ­და შეს­თა­ვა­ზო, დე­ტა­ლებ­ში რომც არ იცო­დეს, სა­კუ­თარ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს, რა­ღა­ცას წა­ი­კითხავს, თვი­თონ მო­ვა და შე­გე­კითხე­ბა, სა­თა­ნა­დოდ მო­ემ­ზა­დე­ბა და ღირ­სე­უ­ლა­დაც წა­რუძღ­ვე­ბა ახალ კურსს. არი­ან მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც გარ­კ­ვე­უ­ლი მიხ­მა­რე­ბა, სა­გან­გე­ბო გა­დამ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბათ.
ერ­თია, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­წე­რა და მე­ო­რეა მი­სი და­ნერ­გ­ვის შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლო­გი­კუ­რად უნ­და იყოს აწყო­ბი­ლი, რაც იმას გუ­ლის­ხ­მობს, რომ, ერ­თი მხრივ, აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­დამ­ზად­დ­ნენ მას­წავ­ლებ­ლე­ბი. სხვა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა ვერ მი­ვაღ­წი­ოთ იმ შე­დე­გებს, რაც სტან­დარ­ტებ­შია მო­ცე­მუ­ლი. მე­ო­რე მხრივ, ასე­ვე აუცი­ლე­ბე­ლია კარ­გი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა და მე­რე, კონ­კურ­სის წე­სით, მათ შო­რის სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.
— პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში თუ გა­მოჩ­ნ­და რა­ი­მე ხარ­ვე­ზი?
— უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ რამ­დე­ნა­დაც პროგ­რა­მა გან­კუთ­ვ­ნი­ლი იყო მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლე­ბის­თ­ვის და ჩა­ტარ­და მეცხ­რეკ­ლა­სე­ლებ­თან, აღ­მოჩ­ნ­და, რომ ზო­გი­ერ­თი სა­კითხი ამ თე­მა­ში ძა­ლი­ან ეად­ვი­ლათ. ეს არ იყო მკა­ფიო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი პროგ­რა­მის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის, ზუსტ სუ­რათს ვერ მი­ვი­ღებ­დით. მაგ­რამ უნ­და აღი­ნიშ­ნოს არა პროგ­რა­მის სიძ­ლი­ე­რე, ასა­კობ­რი­ვი შე­სა­ბა­მი­სო­ბა, არა­მედ ის, თუ რამ­დე­ნად სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს, ამ პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­ებ­ში. ამ მხრივ, ვფიქ­რობ, პროგ­რა­მა კო­რექ­ტი­რე­ბას არ სა­ჭი­რო­ებ­და, რად­გან შე­დე­გებ­მა გვიჩ­ვე­ნა, რომ მოს­წავ­ლე­ებს ძა­ლი­ან სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ მო­ცე­მუ­ლი სა­კითხე­ბის — ჯან­სა­ღი კვე­ბის, ჰი­გი­ე­ნის, ადიქ­ცი­ის, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ. მათ დის­კუ­სი­ე­ბი, დე­ბა­ტე­ბი მო­აწყ­ვეს და კარ­გად ჩან­და, რამ­დე­ნად ადეკვატურად გა­ი­აზ­რეს ეს სა­კითხე­ბი და სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დათ. ასე რომ, კო­რექ­ტი­რე­ბა, ვფიქ­რობ, პროგ­რა­მას არ სჭირ­დე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი სუ­რა­თი მა­შინ იქ­ნე­ბა, რო­დე­საც მას მეშ­ვი­დეკ­ლა­სე­ლე­ბი გა­ივ­ლი­ან.
— არ წყდე­ბა სა­უ­ბა­რი სკო­ლებ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რ აღ­ზ­რ­დას­თან, ასე­ვე, ერ­თ­ს­ქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას­თან თუ სხვა სა­კითხე­ბის შე­ტა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ საგ­ნის ფარ­გ­ლებ­ში. ამაზე ად­რეც გვი­სა­უბ­რია, მაგ­რამ კი­დევ ერ­თხელ გკითხავთ, არის თუ არა ეს სა­კითხე­ბი, რა­ი­მე დო­ზით, შე­ტა­ნი­ლი პროგ­რა­მა­ში?
— მარ­ტი­ვად რომ გითხ­რათ, არა. სას­წავ­ლო პროგ­რა­მა პე­და­გო­გებ­თან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ვეთ, რვა­ვე გაკ­ვე­თი­ლი დე­ტა­ლუ­რა­დაა გა­წე­რი­ლი — რა კითხ­ვა დას­ვას მას­წავ­ლე­ბელ­მა, რა ტექ­ს­ტი მი­ა­წო­დოს, რა უნ­და მი­ე­ცეთ მოს­წავ­ლე­ებს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბად და ა.შ., სხვა­თა შო­რის, გა­მო­ვი­ყე­ნეთ მულ­ტ­ფილ­მე­ბიც, რო­გორც მოს­წავ­ლე­თა მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი სას­წავ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა. თუ თვალს გა­და­ავ­ლებთ, დარ­წ­მუნ­დე­ბით, რომ იქ მხო­ლოდ ის სა­კითხე­ბია, რომ­ლებ­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ — ჯან­სა­ღი კვე­ბა, პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა, ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა და ადიქ­ცია (და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნარ­კო­ტიკ­ზე, ალ­კო­ჰოლ­ზე და ა.შ.). ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბაც, რო­გორც გითხა­რით, იმ კუთხით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუ რა დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის და პრობ­ლე­მე­ბის მომ­ტა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ახალ­გაზ­რ­დის­თ­ვის, რო­მე­ლიც ად­რე­ულ ასაკ­ში შექ­მ­ნის ოჯახს, რომ მას ერ­ღ­ვე­ვა უფ­ლე­ბე­ბი, ჩნდე­ბა რის­კი, რომ ვერ მო­ახერ­ხოს პი­როვ­ნუ­ლი რე­ა­ლი­ზე­ბა. სქე­სობ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სიტყ­ვაც კი არ არის ნახ­სე­ნე­ბი. ეს სა­გა­ნი ამას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. სხვა სა­კითხია, მსგავ­სი სწავ­ლე­ბა სა­ერ­თოდ უნ­და იყოს თუ არა, არის ბევ­რი მომ­ხ­რე, უფ­რო მე­ტი — მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე, მაგ­რამ ეს სულ სხვა სა­უბ­რის თე­მაა. სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა სქე­სობ­რივ გა­ნათ­ლე­ბას არ მო­ი­ცავს.
— „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა“ თუ „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“?
— წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, დამ­კ­ვიდ­რ­და სა­ხელ­წო­დე­ბა „სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა“, თუმ­ცა, გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ახა­ლი, რე­ვი­ზი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ამ სა­განს შე­ვუც­ვა­ლოთ სა­ხელ­წო­დე­ბა და უფ­რო მკა­ფიო სა­ხე­ლი ვუ­წო­დოთ — „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“.
— სექ­ტემ­ბ­რი­დან შე­ვა სკო­ლებ­ში ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა?
— ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან არა, სტან­დარ­ტი ჯერ დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლი არ არის და დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­დ­გო­მაც დი­დი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი: ერ­თი — უნ­და შე­იქ­მ­ნას სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით და მე­ო­რე — პე­და­გო­გებს უნ­და მი­ე­ცეთ დრო, რომ ამ გეგ­მის მი­ხედ­ვით გა­დამ­ზად­დ­ნენ.
— რამ­დე­ნი ხა­ნი შე­იძ­ლე­ბა გაგ­რ­ძელ­დეს ეს პრო­ცე­სი?
— ასე­თი გეგ­მა არ­სე­ბობს — წელს, 2018 წლის სექ­ტემ­ბ­რი­დან, ჳ-ვჳ კლა­სებ­ში  და­იწყე­ბა და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სი. ლო­გი­კუ­რია, რომ 2019 წლის სექ­ტემ­ბე­რი ვი­ვა­რა­უ­დოთ, რო­დე­საც და­იწყე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერ­გ­ვა III-IXკლა­სებ­ში.
— ახალ სას­წავ­ლო გეგ­მას, სა­რე­კო­მენ­და­ცი­ოს­თან ერ­თად, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წი­ლიც ახ­ლავს. ხომ არ იზღუ­დე­ბა პე­და­გოგ­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა?
— მი­მაჩ­ნია, რომ არ იზღუ­დე­ბა. მას­წავ­ლებ­ლებს ჩვენ ვაძ­ლევთ სტან­დარტს, რო­მე­ლიც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ად­რე ყო­ველ­წ­ლი­უ­რი სტან­დარ­ტე­ბი იყო, ახ­ლა სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი სტან­დარ­ტია — პე­და­გო­გებს ვე­უბ­ნე­ბით, სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვჳჳ-დან ჳხ კლა­სე­ბის ჩათ­ვ­ლით, რა მიზ­ნებს უნ­და მი­აღ­წი­ონ, რა შე­დე­გებ­ზე უნ­და გა­ვიდ­ნენ. სტან­დარ­ტებს წლი­უ­რი პროგ­რა­მაც მოყ­ვე­ბა, რო­გორც სა­რე­კო­მენ­და­ციო ნა­წი­ლი, ერთ-ერ­თი გზა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვი­სა. შე­მოქ­მე­დე­ბით პე­და­გოგს, რა თქმა უნ­და, თა­ვად შე­უძ­ლია იმა­ზე უკე­თე­სიც შექ­მ­ნას, პი­რა­დი კუ­რი­კუ­ლუ­მი შე­ი­მუ­შა­ოს, იმით ას­წავ­ლოს და მი­აღ­წი­ოს მიზ­ნებს. ასე რომ, არა­ნა­ი­რად არ ვზღუ­დავთ პე­და­გოგს შე­მოქ­მე­დე­ბით თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში.
— ხში­რად სკო­ლა­ში მი­ღე­ბულ ცოდ­ნას ბავ­შ­ვე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ვერ იყე­ნე­ბენ. თუ არის რა­ი­მე ჩა­დე­ბუ­ლი ამ ახალ სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში ისე­თი, რაც პრაქ­ტი­კულ უნარ-ჩვე­ვებს შეს­ძენს მოს­წავ­ლე­ებს?
— ზუს­ტად ეს არის ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტი — მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვა­კავ­ში­რეთ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან. ის არ არის მოწყ­ვე­ტი­ლი იმ რე­ა­ლო­ბას, რას­თა­ნაც შე­ხე­ბა უხ­დე­ბათ ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს. შე­ირ­ჩა რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან აღე­ბუ­ლი თე­მე­ბი. მა­გა­ლი­თად, ვჳჳ კლას­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ივ­ლი­ან თე­მას — „თე­მი, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ“, ანუ ის გა­რე­მო, უბა­ნი, სა­დაც ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, თა­ვი­სი პრობ­ლე­მე­ბით, გა­მოწ­ვე­ვე­ბით, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და ა.შ. ამ თე­მის გავ­ლი­სას, მოს­წავ­ლე შე­ის­წავ­ლის იმას, რას­თა­ნაც ისე­დაც აქვს შე­ხე­ბა, ამა­ვე დროს, თე­მის ფარ­გ­ლებ­ში, ვცდი­ლობთ მის­თ­ვის იმ უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, იმ ცოდ­ნის მი­წო­დე­ბას, იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ღირ­სე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის აღ­საზ­რ­დე­ლად.
მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­რე­კო­მენ­და­ციო ნა­წილ­შია მო­ცე­მუ­ლი, აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია, რომ ჩა­ა­ტა­როს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სოა და ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მო­ცე­მუ­ლო­ბას­თან ძა­ლი­ან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. ასე რომ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვცდი­ლობთ, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი ცხოვ­რე­ბი­სე­ულ პრო­ცე­სებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, არ იყოს რე­ა­ლურ კონ­ტექსტს მოწყ­ვე­ტი­ლი.
—  ით­ქ­ვა, რომ კუ­რი­კუ­ლუმ­ზე მუ­შა­ო­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლად ჩა­ით­ვ­ლე­ბა, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სი იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი.  ხომ არ გა­ი­წე­ლე­ბა ეს პრო­ცე­სი დრო­ში, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა, ნე­ბის­მი­ერ სკითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.
— ზო­გა­დად, ნე­ბის­მი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბი­სას, რო­დე­საც მის ძლი­ერ და სუსტ მხა­რე­ებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, სუსტ მხა­რე­ებ­ში ყო­ველ­თ­ვის მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ იმას, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პრო­ცე­სე­ბი დრო­ში იწე­ლე­ბა, ზუს­ტად იმ მიზ­ნით, რომ კონ­სენ­სუ­სი იქ­ნეს მიღ­წე­უ­ლი. ეს, ალ­ბათ, ერთ-ერ­თი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ. ამ­ჟა­მად ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში ვართ. დე­კემ­ბ­რის ბო­ლოს სა­ჯა­რო სივ­რ­ცე­ში გან­თავ­ს­და რე­ვი­ზი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის პრო­ექ­ტი, და­ეგ­ზავ­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა სკო­ლას, რომ თა­ვი­ან­თი შე­ნიშ­ვ­ნე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მოგ­ვა­წო­დონ; იმარ­თე­ბა მრა­ვა­ლი შეხ­ვედ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ჯგუფ­თან, პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში. რო­დე­საც ეს სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბი დას­რულ­დე­ბა, თავს მო­ვუყ­რით ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ, სწორ მო­საზ­რე­ბას და აუცი­ლებ­ლად ავ­სა­ხავთ სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტ­ში. ამას კი დრო სჭირ­დე­ბა.
— თუ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბა პე­და­გოგ­თა მხრი­დან?
— ძა­ლი­ან დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ჩანს.
— პი­რა­დად თქვენ რა მი­გაჩ­ნი­ათ ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სი­ახ­ლედ?
— მთა­ვა­რი სი­ახ­ლე, ჩე­მი აზ­რით, არის ის, რომ, თუ შე­ვა­და­რებთ დღეს მოქ­მედ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას, იქ მო­ცე­მუ­ლი იყო მხო­ლოდ მოთხოვ­ნე­ბი, რას უნ­და მი­აღ­წი­ოს მას­წავ­ლე­ბელ­მა და ჩა­მო­წე­რი­ლი იყო ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, რა შემ­თხ­ვე­ვა­ში ჩა­ით­ვ­ლე­ბო­და,  რომ მან მი­აღ­წია ამ შე­დეგს, მაგ­რამ არ იყო მი­ცე­მუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­გორ მი­აღ­წი­ოს მიზ­ნებს მას­წავ­ლე­ბელ­მა. ეს გარ­კ­ვე­ულ ნაკ­ლუ­ლოვ­ნე­ბის გრძნო­ბას ტო­ვებ­და მას­წავ­ლებ­ლებ­ში და, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, არ­სე­ბუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა არც ისე კითხ­ვა­დი დო­კუ­მენ­ტი იყო. მას­წავ­ლებ­ლე­ბი უფ­რო მე­ტად სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე აკე­თებ­დ­ნენ აქ­ცენტს და სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მი­ხედ­ვით ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ სას­წავ­ლო პრო­ცესს, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლე­ბის მიზ­ნებ­ში აც­დე­ნე­ბიც ყო­ფი­ლი­ყო.
ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა სწო­რედ იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ უხ­ვად აძ­ლევს მას­წავ­ლე­ბელს სა­რე­კო­მენ­და­ციო მი­თი­თე­ბებს, რო­გორ მი­აღ­წი­ოს სტან­დარ­ტ­ში მო­ცე­მულ გრძელ­ვა­დი­ან შე­დე­გებს. ალ­ბათ ეს არის მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის — ის არის მე­გო­ბა­რი დო­კუ­მენ­ტი მი­სი მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის, მას­წავ­ლებ­ლისთ­ვის, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც წარ­მა­ტე­ბით მი­აღ­წე­ვენ უმ­თავ­რეს მი­ზანს. ბუ­ნებ­რი­ვია, მოს­წავ­ლე­თა მიღ­წე­ვე­ბის ამაღ­ლე­ბას და მათ ცხოვ­რე­ბის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბას ვგუ­ლის­ხ­მობ.
— მოქ­მედ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხში­რად გა­ის­მის, რომ ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლია, და­უძ­ლე­ვე­ლიც კი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის და მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვი­საც ძნე­ლად მი­საღ­წე­ვი. ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, ამ მხრივ, უფ­რო გან­ტ­ვირ­თუ­ლია, მაგ­რამ რო­გორც კი იწყე­ბა გან­ტ­ვირ­თ­ვა-გა­მარ­ტი­ვე­ბა, პროგ­რა­მის შემ­ცი­რე­ბა, იწყე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც, რა­ტომ ამოგ­ვაქვს პროგ­რა­მი­დან ესა თუ ის თე­მა ან ნა­წარ­მო­ე­ბი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ იყო რა­ი­მე შე­ნიშ­ვ­ნე­ბი?
— ეს მარ­თ­ლაც დი­ლე­მაა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. ძა­ლი­ან ხში­რად გვსმე­ნია, რომ მოქ­მე­დი სას­წავ­ლო გეგ­მა გა­დატ­ვირ­თუ­ლია და შე­იძ­ლე­ბა ეს ასეც მი­ვიჩ­ნი­ოთ, თუმ­ცა, არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ პროგ­რა­მის გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა, სას­წავ­ლო სა­კითხე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რაც იქ არის მო­ცე­მუ­ლი, არ გუ­ლის­ხ­მობ­და უკ­ლებ­ლივ ყვე­ლას დას­წავ­ლას. მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, რაც მას­წავ­ლებ­ლის წი­ნა­შე იდ­გა, იყო  სას­წავ­ლო შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა. თუ­კი ამ შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა გან­ტ­ვირ­თუ­ლი პროგ­რა­მით მო­ხერ­ხ­დე­ბა, მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლად ჩა­ით­ვ­ლე­ბა. თუმ­ცა, ის დო­კუ­მენ­ტი არ იყო მა­ინ­ც­და­მა­ინც პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს მის­დევ­დ­ნენ. აი, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი კი ნამ­დ­ვი­ლად გა­დატ­ვირ­თუ­ლია. თუმ­ცა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ მას­წავ­ლე­ბელს არა­ვინ ავალ­დე­ბუ­ლებ­და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გავ­ლას.
ახალ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი გვაქვს თე­მე­ბის სიმ­ცი­რე­ზე. თე­მა ძა­ლი­ან მსხვი­ლი ერ­თე­უ­ლია და ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გვაქვს. თით­ქ­მის ყვე­ლა საგ­ნის სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, ხუ­თამ­დე თე­მაა შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი. მე „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე“ გეტყ­ვით, აქ სა­მი­დან ხუთ თე­მამ­დეა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, რაც არ არის ბევ­რი, გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბა­ზე ვე­რა­ვინ ისა­უბ­რებს. უდა­ვოდ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა სა­კითხე­ბად უნ­და და­ი­შა­ლოს ეს თე­მა, აქ შე­იძ­ლე­ბა სა­კითხე­ბის უზღ­ვა­ვი რა­ო­დე­ნო­ბა მი­ვი­ღოთ, მაგ­რამ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში არ არის მო­ცე­მუ­ლი ეს უზღ­ვა­ვი რა­ო­დე­ნო­ბა, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლია მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რად სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­კითხე­ბი, მა­გა­ლი­თად, ჩვენ ვსა­უბ­რობ­დით თე­მა­ზე „ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბა“, იქ მი­ნი­მა­ლუ­რი სა­კითხე­ბია: ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა, ჰი­გი­ე­ნა, ადიქ­ცია და ჯან­სა­ღი კვე­ბა. სულ ოთხი სა­კითხია, რო­მელ­თა და­მუ­შა­ვე­ბით ვაღ­წევთ და­სა­ხულ მიზ­ნებს.
კი­დევ ერ­თხელ უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სტან­დარ­ტ­ში მთა­ვა­რია ის შე­დე­გე­ბი, მიზ­ნე­ბი, რა­საც უნ­და მი­ვაღ­წი­ოთ და არა სა­კითხე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რი­თიც უნ­და მი­ვაღ­წი­ოთ. ასე რომ, ბა­ლან­სი, ჩე­მი აზ­რით, ახალ სტან­დარ­ტ­ში და­ცუ­ლია და მი­სი გაც­ნო­ბის შემ­დეგ, ვერ იტყ­ვი­ან, რომ ეს სა­კითხე­ბი არა­საკ­მა­რი­სია ან პი­რი­ქით, ძა­ლი­ან ბევ­რია. სა­კითხე­ბი ცო­ტაა, მაგ­რამ სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია, რომ მა­თი სა­ფუძ­ვ­ლი­ა­ნი შეს­წავ­ლით და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი იქ­ნეს მიღ­წე­უ­ლი.
— თუმ­ცა, ეს პრე­ტენ­ზი­ე­ბი, ალ­ბათ უფ­რო ისეთ საგ­ნებს ეხე­ბა, რომ­ლებ­შიც შემ­დეგ გა­მოც­დე­ბია და სას­წავ­ლო გეგ­მის პროგ­რა­მა სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა­ზეც აისა­ხე­ბა, ამი­ტომ მას­წავ­ლე­ბე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლია მთლი­ა­ნი პროგ­რა­მა გა­ი­ა­როს.
— ჩვენ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მოც­დე­ბის პრობ­ლე­მა არ გვაქვს, რად­გან VII-IX კლა­სე­ბი არ სრულ­დე­ბა სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბით. გა­მოც­დე­ბის პრობ­ლე­მა, თუ შე­იძ­ლე­ბა, ასე ით­ქ­ვას, არ­სე­ბობს სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხურ­ზე, ხ-ხჳჳ კლა­სებ­ში, რო­დე­საც რვა გა­მოც­დას აბა­რე­ბენ და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ დი­დი პროგ­რა­მა აქვთ უფ­როს­კ­ლა­სე­ლებს ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი. ამ პროგ­რა­მებ­ზე ჯერ ვერ ვი­სა­უბ­რებთ, რად­გან ჯერ მხო­ლოდ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე მუ­შა­ო­ბა დას­რულ­და და დაიწყო მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, რო­გორ მო­ვაწყოთ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი.
— შე­იძ­ლე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის გა­მო­საც­დე­ლი პე­რი­ო­დი?
— გა­მო­ი­ცა­და არა მთლი­ა­ნად სას­წავ­ლო გეგ­მა და არა მთლი­ა­ნად „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ სამ­წ­ლი­ა­ნი კურ­სი, არა­მედ ამ კურ­სის მხო­ლოდ ერ­თი კომ­პო­ნენ­ტი, ერ­თი თე­მა.
— სხვა თე­მე­ბის გა­მოც­და გაგ­რ­ძელ­დე­ბა?
— თუ იქ­ნე­ბა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სურ­ვი­ლი და ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, უარს არა­ვინ იტყ­ვის სხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბა­ზე. ჯერ­ჯე­რო­ბით,  ეს არ იგეგ­მე­ბა.
— თუ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა?
— სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ჯერ არ არის დაწყე­ბუ­ლი, რად­გან არ­სე­ბობს ნა­ბი­ჯე­ბის ასე­თი თან­მიმ­დევ­რო­ბა: ჯერ, მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით, უნ­და დამ­ტ­კიც­დეს სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა და მხო­ლოდ ამის შემ­დე­გაა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სის გა­მოცხა­დე­ბა.
— სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­დის შე­იძ­ლე­ბა დამ­ტ­კიც­დეს ახა­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა?
— დამ­ტ­კი­ცე­ბა იგეგ­მე­ბა თე­ბერ­ვალ­ში, ამის მე­რე ალ­ბათ კონ­კურ­სიც გა­მოცხად­დე­ბა და ავ­ტო­რე­ბი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის წე­რას შე­უდ­გე­ბი­ან.

ესა­უბ­რა ლა­ლი თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი

25-28(942)N