გამოდის 1998 წლიდან
2018-02-22
გარე დაკვირვების კომპონენტი პილოტირებიდან ფართომასშტაბიან დანერგვაზე გადადის


ლა­ლი ჯე­ლა­ძე  

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის მსურ­ვე­ლი უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რე­გის­ტ­რა­ცი­ას აცხა­დებს. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში შე­მოწ­მე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რომ­ლის გავ­ლაც უწევს უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს წამ­ყ­ვა­ნის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად.
რე­გის­ტ­რა­ცი­ის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა უფ­როს მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­საც სურს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა და რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი მოთხოვ­ნე­ბი­დან ერთ-ერთს: აქვს არა­ნაკ­ლებ 13 კრე­დიტ­ქუ­ლა, მათ შო­რის, მი­ნი­მუმ, 2 კრე­დიტ­ქუ­ლა მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად სა­ჭი­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბი­დან (2 სა­მო­დე­ლო გაკ­ვე­თი­ლი ან კვლე­ვა); უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს დოქ­ტო­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბის შე­დე­გად, გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ან იმ დარ­გ­ში/სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში, რომ­ლის შე­სა­ბა­მის სა­გან­საც ას­წავ­ლის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.
I ეტა­პი — რე­გის­ტ­რა­ცია
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის მსურ­ვე­ლი პი­რი რე­გის­ტ­რა­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს eshool-ის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში, სპე­ცი­ა­ლურ ბმულ­ზე და აუცი­ლე­ბე­ლია, რე­გის­ტ­რა­ცი­ის დროს შე­ავ­სოს შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია:
ა) სა­გა­ნი, რო­მელ­საც ას­წავ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი და რო­მელ­შიც სურს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლა; ბ) კლა­სი, რო­მელ­შიც გეგ­მავს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის­თ­ვის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვას.
II ეტა­პი — გაკ­ვე­თი­ლის წარ­დ­გე­ნა
რე­გის­ტ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­დან 1 თვის ვა­და­ში, და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ა­თობ­რი­ვი დატ­ვირ­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტით, ამ­ტ­კი­ცებს გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პე­რი­ოდს თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის.
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, გრა­ფი­კის დად­გე­ნას ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს, ასე­ვე, შე­სა­ბა­მი­სი ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ორ­გა­ნოს — სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის ინ­ფორ­მი­რე­ბას.
გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა­ზე რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი პე­რი­ო­დის დაწყე­ბამ­დე, არა­ნაკ­ლებ 5 სა­მუ­შაო დღით ად­რე, ვალ­დე­ბუ­ლია, ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში ატ­ვირ­თოს შე­სა­ბა­მის პე­რი­ოდ­ში მი­ყო­ლე­ბით ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი 5 გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა.
იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ვა­და­ში არ წა­რად­გენს გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მა­სა და მოთხოვ­ნილ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას, მის გაკ­ვე­თილ­ზე არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა.  მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა და­გეგ­მოს რე­გის­ტ­რა­ცი­ის დროს მი­თი­თე­ბულ სა­გან­სა და კლას­ში. მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის გან­საზღ­ვ­რუ­ლი პე­რი­ო­დის ან მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ წარ­დ­გე­ნი­ლი ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის გეგ­მის ცვლი­ლე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ სა­პა­ტიო მი­ზე­ზის არ­სე­ბო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მას­წავ­ლებ­ლის წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თ­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით.
მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტ­რ­მა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის კომ­პო­ნენ­ტის პი­ლო­ტი­რე­ბა, 2017 წელს, ში­და ქარ­თ­ლი­სა და იმე­რე­თის რე­გი­ონ­ებში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პი­ლო­ტი­რე­ბის რე­ჟიმ­ში და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი 105 მას­წავ­ლე­ბ­ლი­დან გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა 100-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ი­ა­რა, რო­მელ­თა­გან 86 და­დე­ბი­თად შე­ფას­და. 2018 წლის იან­ვარ­ში, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შე­დე­გად, 42-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­ი­პო­ვა წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი, ხო­ლო 44 მას­წავ­ლე­ბელს სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, სას­წავ­ლო წლის დას­რუ­ლე­ბამ­დე, დარ­ჩე­ნი­ლი აქვს 1 ან 2 კრე­დიტ­ქუ­ლა და­საგ­რო­ვე­ბე­ლი.
„პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­მა წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. ანა­ლი­ზის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, ცვლი­ლე­ბის სა­ხით, შე­ფა­სე­ბის ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტებ­სა და გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის წეს­ში აისა­ხა. ეს ცვლი­ლე­ბე­ბი მი­მარ­თუ­ლია პრო­ცე­სის მაქ­სი­მა­ლუ­რად ღია და ობი­ექ­ტუ­რი წარ­მარ­თ­ვი­სა­კენ. ასე­ვე, გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით რე­გის­ტ­რი­რე­ბულ უფ­როს მას­წავ­ლებ­ლებს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვ­დე­ბი­ან, რა­თა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნოს რო­გორც გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბის გავ­ლის პრო­ცე­დუ­რებს, ისე შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­სა და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებს“ — გა­ნაცხა­და მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინ­გ­ზე.
ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა რა­ტი­ა­ნი, ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას, ამ­ბობს, რომ პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი, თა­ვის­თა­ვად, იმი­ტომ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რომ გა­მოვ­ლინ­დეს ხარ­ვე­ზე­ბი და პრო­ცე­სე­ბის ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ა­ნად და­ნერ­გ­ვამ­დე, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს მა­თი და­კო­რექ­ტი­რე­ბა: „პი­ლო­ტი­რე­ბამ გვი­ჩვე­ნა რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტის ცვლი­ლე­ბის აუცი­ლებ­ლო­ბა. პირ­ვე­ლი რუბ­რი­კის შეც­ვ­ლას ეხე­ბა, რაც გუ­ლის­ხ­მობს ცალ­კე, ერთ-ერთ კრი­ტე­რი­უ­მად, მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­მო­ყო­ფას.
გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­თა ნა­წი­ლი სა­მარ­თ­ლი­ა­ნად აღ­ნიშ­ნავ­და, რომ თე­ო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაც არ არ­სე­ბობ­და იმი­სა, რომ უარ­ყო­ფი­თად შე­ფა­სე­ბუ­ლი­ყო იმ მას­წავ­ლებ­ლის გაკ­ვე­თი­ლი, რო­მელ­მაც სა­გა­ნი კარ­გად არ იცო­და — შე­იძ­ლე­ბა პე­და­გო­გი სწავ­ლე­ბის კარგ მე­თო­დებს ფლობ­და, პო­ზი­ტი­უ­რი გა­რე­მო იყო მის საკ­ლა­სო ოთახ­ში, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, ბევრ შეც­დო­მა­საც უშ­ვებ­და საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მი­სი გაკ­ვე­თი­ლის ჩაგ­დე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნი­ეთ, რომ ერთ-ერ­თი სფე­რო მი­მარ­თუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო მას­წავ­ლებ­ლის  საგ­ნობ­რივ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, დამ­ტ­კიც­დე­ბა რუბ­რი­კა, რო­მე­ლიც, ამავ­დ­რო­უ­ლად (შე­იძ­ლე­ბა გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს), მას­წავ­ლებ­ლე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენს. რუბ­რი­კის დამ­ტ­კი­ცე­ბის შემ­დეგ, ჩა­ვა­ტა­რებთ კონ­სულ­ტი­რე­ბას შე­ფა­სე­ბის ჯგუ­ფებ­თან და ყვე­ლა სკო­ლას ვაც­ნო­ბებთ, რომ სწო­რედ ამ შეც­ვ­ლი­ლი რუბ­რი­კით უნ­და ჩა­ა­ტა­რონ ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბე­ბიც. თუმ­ცა გან­ვ­მარ­ტავ იმა­საც, რომ აქამ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ში­და სა­გაკ­ვე­თი­ლო დაკ­ვირ­ვე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი არ შე­იც­ვ­ლე­ბა.
მე­ო­რე ცვლი­ლე­ბა გა­რე დამ­კ­ვირ­ვებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას შე­ე­ხო. სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში გაკ­ვე­თილს ორი გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი აფა­სებ­და: ერ­თი — ცენ­ტ­რის მი­ერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი, ხო­ლო მე­ო­რე — მე­ზო­ბე­ლი სკო­ლის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი, რო­მელ­საც, ასე­ვე, ცენ­ტ­რ­თან ჰქონ­და კონ­ტ­რაქ­ტი გა­ფორ­მე­ბუ­ლი და გაკ­ვე­თილს შე­ფა­სე­ბის უფ­ლე­ბით ეს­წ­რე­ბო­და. ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად, გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ერ­თი, ცენ­ტ­რის მი­ერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი, რო­მელ­საც სა­გაკ­ვე­თი­ლო გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სან­დოა და მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტით გა­მო­ირ­ჩე­ვა. გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა რომ ობი­ექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ამის­თ­ვის გა­რე დამ­კ­ვირ­ვე­ბელს სა­თა­ნა­დოდ გა­და­ვამ­ზა­დებთ. ამა­ვე გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბის უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლის ფა­სი­ლი­ტა­ტორს და რე­სურ­ს­ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, მაგ­რამ, რო­გორც გითხა­რით, ის შე­ფა­სე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვერ მი­ი­ღებს. სი­ახ­ლეა ისიც, რომ, ობი­ექ­ტუ­რო­ბის მე­ტად და­სა­ცა­ვად, და­ვუშ­ვით აპე­ლა­ცია. პი­ლო­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში მას­წავ­ლე­ბელს უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, რად­გან რუბ­რი­კა­ში ეს მე­ქა­ნიზ­მი არ იყო ჩა­დე­ბუ­ლი. ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად კი, მას­წავ­ლე­ბელს მის­თ­ვის არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა.
დამ­კ­ვირ­ვე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია სტრე­სულ­მა მდგო­მა­რე­ო­ბამ, რო­მელ­საც მას­წავ­ლე­ბე­ლი უცხო პი­რე­ბის გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბის შე­დე­გად იღებ­და. აღ­მოჩ­ნ­და, რომ რაც უფ­რო მე­ტი ადა­მი­ა­ნი შე­დის გაკ­ვე­თილ­ზე, მით მე­ტი სტრე­სია რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის, ისე მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვი­საც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვარ­ჩი­ეთ, რომ ერთ ადა­მი­ან­ზე დაგ­ვეყ­ვა­ნა გა­რე დამ­კ­ვირ­ვებ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის აპე­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბაც მიგ­ვე­ცა.“
რე­გის­ტ­რა­ცია, 19 თე­ბერ­ვ­ლი­დან 26 თე­ბერ­ვ­ლის ჩათ­ვ­ლით, eschool-ის ელექ­ტ­რო­ნულ სის­ტე­მა­ში იწარ­მო­ებს.
 წლე­ვან­დე­ლი პო­ტენ­ცი­უ­რი კან­დი­და­ტი 560 მას­წავ­ლე­ბე­ლია — 13 კრე­დი­ტის მქო­ნე უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი და დოქ­ტო­რის ხა­რის­ხის მქო­ნე პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც უფ­ლე­ბა აქვთ, გა­ი­ა­რონ გა­რე დაკ­ვირ­ვე­ბა.

25-28(942)N