გამოდის 1998 წლიდან
2018-03-08
სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა და­იწყო

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან, I-დან VI კლა­სის ჩათ­ვ­ლით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ის­წავ­ლი­ან. ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის ახა­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შერ­ჩე­ვის, ანუ გრი­ფი­რე­ბის პრო­ცესს ახორ­ცი­ე­ლებს. წელს პირ­ვე­ლად, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მა­კე­ტი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში გან­თავ­ს­დ­და და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, სა­კუ­თა­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, შე­ნიშ­ვ­ნე­ბი გა­აც­ნოს რო­გორც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­სარ­ჩე­ვი კო­მი­სი­ის წევ­რებს, ასე­ვე ავ­ტო­რებს. გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლია ამ­ბობს, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე ჯერ კი­დევ 2017 წლის ნო­ემ­ბ­რი­დან მუ­შა­ო­ბენ. სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა შე­და­რე­ბით გვი­ან იმი­ტომ და­იწყო, რომ სა­ჯა­რო სივ­რ­ცე­ში ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გან­ხილ­ვი­სას გა­მოთ­ქ­მულ მო­საზ­რე­ბებ­სა და ემო­ცი­ებს გავ­ლე­ნა არ მო­ეხ­დი­ნა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე. პრო­ფე­სი­ულ გან­ხილ­ვა­ში, დარ­გობ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბის გარ­და, ჩარ­თუ­ლი არი­ან ფი­ლო­ლო­გე­ბი, ბავ­შ­ვ­თა ფსი­ქო­ლო­გე­ბი და, რა თქმა უნ­და, ქარ­თუ­ლი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ასე­ვე მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი (ვინც გა­რე­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ობს). „რაც ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში ჩავ­რ­თეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი იმის­თ­ვის, რომ ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იყოს იმ სუ­ლის­კ­ვე­თე­ბას­თან და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან, რაც ჩვენს კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­შია. ნე­ბის­მი­ე­რი გა­მოვ­ლე­ნი­ლი ხარ­ვე­ზი, ან შეც­დო­მა, ან რე­ლე­ვან­ტუ­რი რე­კო­მენ­და­ცია, რა თქმა უნ­და, ჩვე­ნი მხრი­დან, გარ­კ­ვე­ულ ქმე­დე­ბა­ში გარ­და­იქ­მ­ნე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, მას შემ­დეგ, რაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის და სა­ჯა­რო გან­მ­ხილ­ვე­ლე­ბის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია შე­იკ­რი­ბე­ბა, გა­ი­ფილ­ტ­რე­ბა და აისა­ხე­ბა გა­მომ­ცემ­ლე­ბი­სა და ავ­ტო­რე­ბის მი­ერ, სა­მი­ნის­ტ­რო­ში დი­დი კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს და სა­ბო­ლო­ოდ შე­ა­ფა­სებს. ეს იქ­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გრი­ფის მი­ნი­ჭე­ბა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სათ­ვის.“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბი­სა­კენ მო­უ­წო­დებს. ექ­ს­პერ­ტე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ზანს სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შერ­ჩე­ვა წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამი­ტომ, ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს — მშობ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებს, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს სა­მი­ნის­ტ­რო მო­უ­წო­დებს მაქ­სი­მა­ლუ­რად იაქ­ტი­უ­რონ, რა­თა მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბებ­მა სა­უ­კე­თე­სო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით ის­წავ­ლონ. სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა არ გუ­ლის­ხ­მობს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თ­ვის ან სა­კუ­თა­რი სკო­ლის­თ­ვის წიგ­ნის შერ­ჩე­ვას, ეს არის წიგ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბა. „ყვე­ლას ვთა­ვა­ზობთ, აქ­ტი­უ­რად მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გან­ხილ­ვა­ში, — აცხა­დებს თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლია — ჩე­მი უმორ­ჩი­ლე­სი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, თა­ვი შე­ვი­კა­ვოთ შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რის­გან. თუმ­ცა, ავ­ტო­მა­ტუ­რი ფილ­ტ­რი დაბ­ლო­კავს ნე­ბის­მი­ერ სი­ძულ­ვი­ლის ენას ან არა­რე­ლე­ვან­ტურ შე­ნიშ­ვ­ნებს. სა­ჯა­რო სივ­რ­ცე­შიც ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, თა­ვი შე­ი­კა­ვონ ნე­გა­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან. მთა­ვა­რია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ხა­რის­ხი. ჩვე­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა, რომ სა­ხელ­მ­წი­ფომ აირ­ჩი­ოს ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო (ფა­სი­სა და ხა­რის­ხის შე­ფარ­დე­ბით) სა­მი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, რო­მელ­თა­გა­ნაც უკ­ვე სკო­ლა, რა თქმა უნ­და, პე­და­გო­გე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ა­კე­თებს არ­ჩე­ვანს. სკო­ლა­ ერთ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ირ­ჩევს. გრძელ­ვა­დი­ან პერ­ს­პექ­ტი­ვა­ში, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც სა­ხელ­მ­წი­ფოს ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, რა თქმა უნ­და ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა კი­დევ უფ­რო გა­ფარ­თოვ­დე­ბა, სა­ხელ­მ­წი­ფოს არ დას­ჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნი სას­კო­ლო წიგ­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც დღეს აქვს და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა.“ იმი­სათ­ვის, რომ ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს და სტან­დარ­ტებს, იყოს შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ასა­კობ­რივ სპე­ცი­ფი­კას­თან, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა არ­სე­ბი­თად გა­და­მუ­შა­ვდა. შე­სა­ბა­მი­სად, ძი­რე­უ­ლად შე­იც­ვა­ლა შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და თა­ვად შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მაც. გრი­ფი­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე გა­დამ­ზად­და. ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ტარ­და რო­გორც სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რებ­თან, ასე­ვე შემ­ფა­სე­ბელ­თა ჯგუ­ფებ­თან და პრო­ექ­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ პერ­სო­ნალ­თან. გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი­სად­მი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­სა და ავ­ტორ­თა მაქ­სი­მა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 13 სა­გან­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 112 გა­ნაცხა­დი, რაც შე­სა­ბა­მის კლა­სებ­ზე, მას­წავ­ლებ­ლის, მოს­წავ­ლის წიგ­ნებ­ზე, რვე­უ­ლებ­ზე და ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურ­სებ­ზე გა­დათ­ვ­ლით ნიშ­ნავს, რომ ამ ეტაპ­ზე გან­ხილ­ვა­შია 795 მა­კე­ტი. სი­ახ­ლეა ისიც, რომ ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს უნ­და ჰქონ­დეს ე.წ. დამ­ხ­მა­რე ვებ­გ­ვერ­დი, სა­დაც და­მა­ტე­ბი­თი მა­სა­ლა და ლი­ტე­რა­ტუ­რა გან­თავ­ს­დე­ბა. გრი­ფი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი უნი­კა­ლუ­რია იმი­თაც, რომ გა­ნაცხა­დე­ბის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა. პრო­ფე­სი­ულ­მა სა­რე­ცენ­ზიო ჯგუ­ფებ­მა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა ჯერ კი­დევ 2017 წლის ბო­ლოს და­იწყო, ხო­ლო 2018 წლის 5 მარტს სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის პრო­ცესს სა­მი­ნის­ტ­რო იწყებს, რაც ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პორ­ტა­ლის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პორ­ტალ­ზე შეს­ვ­ლა ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია. ყვე­ლას აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ათ­ვა­ლი­ე­როს შე­ფა­სე­ბის­თ­ვის წარ­მოდ­გე­ნი­ლი წიგ­ნე­ბი და სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა მი­ა­წო­დოს რო­გორც შემ­ფა­სე­ბელ­თა ჯგუფს, ასე­ვე ავ­ტო­რებს. სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი პორ­ტა­ლის მეშ­ვე­ო­ბით. ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია შე­ვი­დეს პორ­ტალ­ზე grifireba.emis.ge, და­ათ­ვა­ლი­ე­როს შე­ფა­სე­ბის­თ­ვის წარ­მოდ­გე­ნი­ლი წიგ­ნე­ბი და დატოვოს კომენტარი. მო­საზ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნას სა­მი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით: • ში­ნა­არ­სობ­რი­ვი შეც­დო­მა — იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რო­ცა ფიქ­სირ­დე­ბა შეც­დო­მა ის­ტო­რი­ულ ან სა­მეც­ნი­ე­რო ფაქ­ტებ­ში, ამო­ცა­ნის ამოხ­ს­ნის შე­დეგ­ში ან ლო­გი­კურ მსჯე­ლო­ბა­ში; • ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ვე­ზი — ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მი­სათ­ვის, მა­გა­ლი­თად, შრიფ­ტის შე­უ­სა­ბა­მო­ბა, ვე­ლე­ბის დარ­ღ­ვე­ვა, ილუს­ტ­რა­ცი­ის აც­დე­ნა ან ხარ­ვე­ზი და ა.შ. • რე­კო­მენ­და­ცია/მო­საზ­რე­ბა — ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს/სე­რი­ის ზო­გად გა­უმ­ჯო­ბე­სებ­აზე ან სი­ახ­ლის შე­ტა­ნა­ზე. მო­საზ­რე­ბე­ბის მი­წო­დე­ბა ანო­ნი­მუ­რია. კი­დევ ერ­თი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტია ის, რომ სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის­თ­ვის წარ­მოდ­გე­ნი­ლია უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა რე­სურ­სი, რო­მელ­მაც გრი­ფი­რე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რიგ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში არ­სე­ბი­თი ხარ­ვე­ზე­ბი უკ­ვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, სა­მი­ნის­ტ­როს­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ყვე­ლა გა­ნაცხად­თან ჰქონ­დეს წვდო­მა და არც ერ­თი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო არ დარ­ჩეს სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის მიღ­მა. ხომ არ გახ­დე­ბა დის­კუ­სი­ის სა­გა­ნი რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, პო­ზი­ცია, რა­მაც, ბუ­ნებ­რი­ვია, შე­საძ­ლოა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ზე. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში აცხა­დე­ბენ, რომ არ მო­ახ­დენს, რად­გან სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის დაწყე­ბის მო­მენ­ტის­თ­ვის ძი­რი­თა­დი წარ­მოდ­გე­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზე უკ­ვე შექ­მ­ნი­ლია, პრო­ფე­სი­უ­ლი შე­ფა­სე­ბა დი­დი ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს და მო­საზ­რე­ბე­ბი უმე­ტეს წი­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია. „შე­ვარ­ჩი­ეთ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც ღრმად ვართ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ ემო­ცი­ე­ბი არ გა­და­წო­ნის პრო­ფე­სი­ულ ას­პექ­ტებს. ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი, ყვე­ლა სა­ჯა­რო პრო­ცესს აქვს ეს „მედ­ლის მე­ო­რე მხა­რე“. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ჯა­რო პრო­ცე­სის მიღ­მა შე­იძ­ლე­ბა და­იწყოს ამ პრო­ცე­სის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბის მცდე­ლო­ბა. ჩვენ ამას ვხე­დავთ, მაგ­რამ არ გვე­ში­ნია იმი­ტომ, რომ გან­ხილ­ვის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი უკ­ვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია და შე­ფა­სე­ბის ჯგუფ­ში კომ­პე­ტენ­ტუ­რი და საკ­მა­ოდ პრო­ფე­სი­უ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა გვყავს. ვე­ლით, რა თქმა უნ­და, რომ იქ­ნე­ბა ემო­ცი­ე­ბი და ვთხოვთ ყვე­ლას, ეს ემო­ცი­ე­ბი არ გა­და­ი­ზარ­დოს უხამ­სო­ბა­ში. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ყვე­ლა­ფე­რი კვლა­ვაც ისე­ვე მშვი­დად ჩა­ივ­ლის, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ხილ­ვის ნა­წილ­მა ჩა­ი­ა­რა „მშვი­დი დუ­ღი­ლის“ ფორ­მატ­ში.“ — აცხადებს თე­ი­მუ­რაზ მურ­ღუ­ლია. საკ­მა­რი­სია თუ არა 20-დღი­ა­ნი გან­ხილ­ვა ამ­დე­ნი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს შეს­წავ­ლის­თ­ვის და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის და­სა­წე­რად? „მო­ლო­დი­ნი იმი­სა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­შუ­ა­ლო სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ქა­ლა­ქე წარ­მოდ­გე­ნილ 795 ერ­თე­ულს მა­კე­ტი­სას არ­სე­ბი­თად შე­ის­წავ­ლის, თა­ვი­დან­ვე არ გვქონ­და, — ამ­ბობს მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე — ამას აკე­თებს 180 პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი 40 ჯგუ­ფის ფარ­გ­ლებ­ში. თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით მას­წავ­ლებ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ან რვე­ულს, სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იმ­დე­ნია, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მშო­ბელს ნამ­დ­ვი­ლად შე­უძ­ლია გა­და­ი­კითხოს და ნა­ხოს რამ­დე­ნად რე­ლე­ვან­ტუ­რია ისი­ნი. რა თქმა უნ­და, არ მიგ­ვაჩ­ნია შე­საძ­ლებ­ლად, რომ ერ­თ­მა ადა­მი­ან­მა იკის­როს ეს ტი­ტა­ნუ­რი მი­სია და აუცი­ლებ­ლად გა­და­ი­კითხოს ყვე­ლა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი შემ­ფა­სებ­ლე­ბის მიღ­მა, ზო­გა­დად პე­და­გო­გი­უ­რი კორ­პუ­სიც მო­ნა­წი­ლე­ობს. პრო­ფე­სი­უ­ლი შემ­ფა­სებ­ლე­ბის ჯგუ­ფი ჩვენ მი­ე­რაა შერ­ჩე­უ­ლი, კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე, ახ­ლა კი, სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი, თავ­თა­ვი­ანთ დის­ციპ­ლი­ნებ­ში, იწყე­ბენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის გან­ხილ­ვას. ასე რომ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს უზარ­მა­ზა­რი მა­სა, პრო­ფე­სი­უ­ლი შემ­ფა­სებ­ლე­ბის მიღ­მაც, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზებს.“ დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შემ­დეგ, ძა­ლი­ან მა­ლე, კონ­კურ­სი ვჳჳ-ჳხ კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ზეც გა­მოცხად­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, უკ­ვე 2019-20 სას­წავ­ლო წლის­თ­ვის, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო სკო­ლებ­ში, VII-IX კლა­სებ­ში, ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ტა­ნას გეგ­მავს. უკ­ვე შემ­დე­გი ეტა­პი ხ-ხჳ კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა იქ­ნე­ბა. მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

25-28(942)N