გამოდის 1998 წლიდან
2018-04-18
ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის

ანა ფირცხალაიშვილი

2006 წლი­დან ქვე­ყა­ნა­ში ერ­თი ახა­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცია ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, რომ­ლის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­თა­ნა­დო მე­ქა­ნიზ­მე­ბის ფორ­მი­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა. ეს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­ნ­ვითარების ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რია, რო­მე­ლიც 12 წლის განმავლობაში, ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მეტ-ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს მას­ზე და­კის­რე­ბულ მი­სი­ას. 2015 წლი­დან, ცენ­ტ­რის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მამ, უზ­რუნ­ველ­ყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის სტრა­ტე­გი­უ­ლად ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა, ვგუ­ლის­ხ­მობ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებ­თან და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნას. თუმ­ცა, ეს ჯერ კი­დევ არ ნიშ­ნავს სრულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას ამ სივ­რ­ცე­ში, არა­და თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლუ­რი სამ­ყა­რო სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და­იმ­კ­ვიდ­როს თა­ვი ამე­რი­კა­სა თუ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში.
რო­გორც ვთქვით, ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას დღეს ასო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ცდი­ლობს სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბი­სა თუ და­საქ­მე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ბა­რი­ერს ქმნის ის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მი არ არის აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით. ხა­რის­ხის მარ­თ­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აგ­რ­ძე­ლებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას. რა­კი ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბუ­ლო­ბის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი კრი­ტე­რი­უ­მი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ხა­რის­ხია, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ აქ­ცენ­ტი, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ამ სფე­რო­ზე კეთ­დე­ბა, მით უმე­ტეს, რომ 2010 წლის სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (WFME) და აშშ-ს საზღ­ვარ­გა­რეთ მე­დი­კოს კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა კო­მი­სი­ის (ECFMG) ერ­თობ­ლი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2023 წლი­დან, აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მქო­ნე უმაღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლებ­ლე­ბის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა დიპ­ლო­მე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­თი შემ­მოწ­მე­ბე­ლი, მა­აკ­რე­დი­ტე­ბე­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცია შე­სა­ბა­მი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის უნ­და იყოს, მით უმე­ტეს, რომ რე­გი­ონ­ში არ არ­სე­ბობს ისე­თი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის მი­ერ იქ­ნე­ბა ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი, ანუ რო­მე­ლიც მის მი­ერ დად­გე­ნი­ლი სტან­და­რტე­ბით შეძ­ლებს უმაღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ას. „ამ სა­შუ­ა­ლე­ბის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა ყოვ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჩვენ ისე­დაც შევ­ც­ვა­ლეთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი და შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვიყ­ვა­ნეთ ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტ­თან. ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტია, რაც ოდეს­მე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლა ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის ფარ­გ­ლებ­ში — ეს არის სტან­დარ­ტი, რო­მელ­საც მთელ ევ­რო­პა­ში უჭი­რავს ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი“ — ამ­ბობს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვნული ცენ­ტ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი თა­მარ სა­ნი­კი­ძე.
სწო­რედ ამ ეტა­პის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­დეგ გა­დაწყ­და, რომ პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში ცენტრს და­ეწყო მუ­შა­ო­ბა იმი­სათ­ვის, რომ 2023 წლამ­დე, პირ­ველ რიგ­ში, თა­ვად მო­ი­პო­ვოს მაკ­რე­დი­ტე­ბე­ლი ორ­გა­ნოს­თ­ვის სა­ჭი­რო ლი­ცენ­ზია, რა­თა შეძ­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მოთხოვ­ნა­თა შე­სა­ბა­მი­სად უმაღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცია და აკ­რე­დი­ტა­ცია, ხო­ლო შემ­დეგ, თა­ვად უმაღ­ლეს­მა სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლებ­მა მო­იყ­ვა­ნონ თა­ვი­ან­თი დიპ­ლო­მამ­დე­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სა­ობ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­დაც­ვას, მარ­თ­ლაც სპე­ცი­ფი­კუ­რი სფე­როა. ეს რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სიაა, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჰყავს. დღეს, რო­ცა ძა­ლი­ან დი­დია გლო­ბა­ლუ­რი ბა­ზა­რი და ინ­ტენ­სი­უ­რია სტუ­დენ­ტე­ბის მოძ­რა­ო­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბი­სა თუ და­საქ­მე­ბის­თ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აუცი­ლებ­ლო­ბა ხდე­ბა ქარ­თუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტ­თან თან­ხ­ვედ­რა. ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი ამ­ბობს, რომ ამ სა­კითხ­ზე მუ­შა­ო­ბა 2016 წლი­დან და­იწყო. მათ ჰქონ­დათ მო­ლა­პა­რა­კე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სკურ­პუ­ლო­ზუ­რად ამოწ­მებს ამ­გ­ვარ ცენ­ტ­რებს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გას­ცემს სა­თა­ნა­დო ლი­ცენ­ზი­ას. „მაკ­რე­დი­ტებ­ლის სან­დო­ო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი უნ­და იყოს. ერ­თია იყო კომ­პე­ტენ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბა­ში და მე­ო­რეა მის­ცე სწო­რი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის. ის სპე­ცი­ფი­კა, რაც სა­ერ­თო სტან­დარ­ტი­სა­გან გა­ნას­ხ­ვა­ვებს სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბას, კა­ნო­ნი­სა და კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბის დო­ნე­ზე, უკ­ვე გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ. გა­ვი­ა­რეთ კომ­პ­ლექ­სუ­რი კონ­სულ­ტა­ცია სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, რო­მე­ლიც გვეს­ტუმ­რა თბი­ლის­ში, მი­სი­ვე ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შე­ა­მოწ­მეს უშუ­ა­ლოდ ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა ქა­ღალ­დ­ზე და­წე­რი­ლიც და რე­ა­ლუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფე­დე­რა­ცი­ის­გან მი­ღე­ბუ­ლი დას­კ­ვ­ნა, რო­მელ­შიც, ბუ­ნებ­რი­ვია მი­თი­თე­ბუ­ლი იყო გარ­კ­ვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი, იმე­დის მომ­ცე­მი ჩან­და, რად­გან ძი­რი­თა­დი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ. მათ­ვე გვირ­ჩი­ეს, აღარ გა­დაგ­ვე­დო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა; მა­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დავ­ხ­ვე­წეთ კა­ნო­ნე­ბი, პრო­ცე­დუ­რე­ბი, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ ექ­ს­პერ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ აუცი­ლებ­ლად სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ყო­ფი­ლი­ყო; ცენ­ტ­რ­თან არ­სე­ბუ­ლი აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს გაძ­ლი­ე­რე­ბა იყო სა­ჭი­რო დარ­გობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბით და ესეც გა­ვა­კე­თეთ; უკ­ვე გაგ­ზავ­ნი­ლია პირ­ვე­ლა­დი დო­კუ­მენ­ტა­ცია. ზაფხულ­ში და­გეგ­მი­ლია ფე­დე­რა­ცი­ის 3-4-კა­ცი­ა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ვი­ზი­ტი ჩვენს ცენ­ტ­რ­ში. ისი­ნი და­ეს­წ­რე­ბი­ან უკ­ვე არა გან­მა­ვი­თა­რე­ბელ, არა­მედ სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო შე­ფა­სე­ბას, და­აკ­ვირ­დე­ბი­ან საბ­ჭოს მი­ერ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცესს, ანუ კომ­პ­ლექ­სუ­რად შეგ­ვა­ფა­სე­ბენ ერ­თი სა­ავ­ტო­რი­ზა­ციო პრო­ცე­დუ­რის ფარ­გ­ლებ­ში, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის შემ­დეგ დად­გე­ბა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი შე­დე­გი. ბუ­ნებ­რი­ვია, პრო­ცეს­ში თა­ვი­დან­ვეა ჩარ­თუ­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო, რად­გან დიპ­ლომ­შემ­დ­გო­მი გა­ნათ­ლე­ბა და შემ­დეგ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­რო, მი­სი კომ­პე­ტენ­ციაა. ამ­ჯე­რად ჩვენ მხო­ლოდ დიპ­ლო­მამ­დე გა­ნათ­ლე­ბის ნა­წილ­ზე ვსა­უბ­რობთ. რო­გორც კი ეს პრო­ცე­სი გარ­კ­ვე­ულ ეტა­პამ­დე მი­ვა, ვფიქ­რობ, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და და­იწყოს დიპ­ლომ­შემ­დ­გო­მი გა­ნათ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ზრუნ­ვა. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბი და კრი­ტე­რი­უ­მე­ბიც აქვს. ასე რომ, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან თან­ხ­ვედ­რა­ში მოყ­ვა­ნა. ვფიქ­რობ, ესეც აუცი­ლებ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლია.
ჩვენ, რო­გორც ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის წევ­რი ქვე­ყა­ნა, აფი­ლი­რე­ბუ­ლი ვართ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პულ ასო­ცი­ა­ცი­ას­თან და მას­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა უკ­ვე ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­პულ დო­ნე­ზე. სწო­რედ ევ­რო­პულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტან­დარ­ტებ­თან თან­ხ­ვედ­რამ მოგ­ვ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბით გაგ­ვეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ორი პრო­ცე­სი, თით­ქ­მის, ერ­თ­დ­რო­უ­ლად და­იწყო და მი­სი და­დე­ბი­თად დას­რუ­ლე­ბა სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვანს ქვეყ­ნის უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მას, ზო­გა­დად, და კერ­ძოდ, მე­დი­ცი­ნას.“
ბუ­ნებ­რი­ვია, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ ჩვენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა, თა­ვად სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა აზ­რი. ამი­ტო­მაც მივ­მარ­თეთ თსს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს, სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის, კვლე­ვის და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, გა­ი­ა­ნე სი­მო­ნი­ას, რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რი­ცაა. „უდა­ვოდ დიდ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან საქ­მეს შე­ე­ჭი­და ჩვე­ნი ცენ­ტ­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია თა­ვად არ ახ­დენს სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ას. მან უნ­და და­ამ­ტ­კი­ცოს და აღი­ა­როს სა­ა­მი­სოდ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი (რომ­ლებ­მაც საკ­მა­ოდ მკაც­რი პი­რო­ბე­ბი უნ­და და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ), რომ­ლე­ბიც შემ­დეგ თა­ვად მი­ა­ნი­ჭე­ბენ ან არ მი­ა­ნი­ჭე­ბენ უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­სა თუ სკო­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ას. ასე­თი მა­ძი­ე­ბე­ლია, ერ­თა­დერ­თი ჩვენს რე­გი­ონ­ში, განათლების ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვნული ცენ­ტ­რი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ცენ­ზი­რე­ბის შემ­დეგ აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც სა­ა­გენ­ტო. აუცი­ლებ­ლად მინ­და ხაზ­გას­მით ვ თქვა, რომ არც ერ­თი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის დროს არ მახ­სოვს ცენ­ტ­რის მხრი­დან ასე­თი პროგ­რე­სუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად - მიღ­წე­ვე­ბიც და რაც ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ასე­თი დი­დი ყუ­რადღე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბი­სად­მი. თა­მა­მად ვიტყ­ვი, რომ მხო­ლოდ მათ მი­აქ­ცი­ეს ყუ­რადღე­ბა დედ­ლა­ინს, რომ 2023 წლის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბი არ იქ­ნე­ბა აღი­ა­რე­ბუ­ლი. სწო­რედ ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის შემ­დეგ იმუ­შა­ვა დარ­გობ­რივ­მა საბ­ჭომ და შექ­მ­ნა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ გლო­ბა­ლურ სტან­დარ­ტ­თან ძა­ლი­ან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი დარ­გობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ დიპ­ლო­მამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტ­ზე, რომ ჩვე­ნი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი სრულ­ფა­სო­ვან კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნად ჩა­ით­ვა­ლოს მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე.
ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იყო ცენ­ტ­რის მხრი­დან, სა­ექ­ს­პერ­ტო ჯგუფ­ში, ვინც ამოწ­მებს უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სკო­ლებს, ორი უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტის შეყ­ვა­ნა. ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს ჰქონ­და ე.წ. გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ამას არ მოჰ­ყო­ლია სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი შე­დე­გი, მაგ­რამ ბევ­რი რამ ვის­წავ­ლეთ — მიგ­ვი­თი­თეს ხარ­ვე­ზებ­ზე, გაგ­ვი­წი­ეს კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი და მოგ­ვ­ცეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. ასე­თი დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ჭი­როა სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. გითხა­რით, რომ მოთხოვ­ნე­ბი საკ­მა­ოდ მკაც­რია (თუმ­ცა არა შე­უძ­ლე­ბე­ლი), ვი­გუ­ლის­ხ­მე ის, რომ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებ­მა მო­ითხო­ვა დიპ­ლო­მამ­დე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის სტან­დარ­ტის არა მხო­ლოდ გა­ნახ­ლე­ბა, არა­მედ მი­სი მე­ტად დე­ტა­ლი­ზე­ბა. ცოდ­ნას­თან ერ­თად მო­ცე­მუ­ლია 13 დარ­გობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცია, რომ­ლებ­საც უნ­და ფლობ­დეს უმაღ­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო სას­წავ­ლებ­ლის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი. დე­ტა­ლუ­რა­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გზე­ბი, ამი­სათ­ვის ვა­და 2019 წლამ­დე გვაქვს. სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაოა, მხო­ლოდ ქა­ღალ­დ­ზე ახ­ლე­ბუ­რად გა­წე­რა არაა საკ­მა­რი­სი, უნ­და შე­იქ­მ­ნას სა­თა­ნა­დო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, შე­სა­ბა­მი­სი კლი­ნი­კუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბის ცენ­ტ­რე­ბი, ამის­თ­ვის სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბია სა­ჭი­რო, უნ­და გა­დამ­ზად­დეს პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც ახა­ლი სტან­დარ­ტით სწავ­ლე­ბას შეძ­ლებს და ა.შ. ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­უ­ან­სია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი მხო­ლოდ მო­ნი­ტო­რინ­გის დროს გა­მოჩ­ნ­დე­ბა — ვინც მო­ა­ხერ­ხებს და წარ­მოდ­გე­ნი­ლი პროგ­რა­მე­ბით უპა­სუ­ხებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნებს, გა­აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, ვინც არა­და ვერ მი­ი­ღებს აკ­რე­დი­ტა­ცი­ას.
ასე რომ, 2023 წე­ლი სუ­ლაც არ არის ისე შო­რს, რო­გორც ერ­თი შე­ხედ­ვით ჩანს. საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაოა წინ რო­გორც ჩვენ­თ­ვის, სა­მე­დი­ცი­ნო უმაღ­ლე­სი სკო­ლე­ბის­თ­ვის, ისე ცენ­ტ­რის­თ­ვის, მაგ­რამ გარ­ჯად ნამ­დ­ვი­ლად ღირს.“
იმე­დია, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი, გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის მი­ერ, აღი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­აკ­რე­დი­ტე­ბე­ლი, რაც, ერ­თი მხრივ, უზ­რუნ­ველ­ყოფს ხა­რის­ხი­ან სწავ­ლე­ბას ქვეყ­ნის შიგ­ნით და მე­ო­რე მხრივ, ხელს შე­უწყობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მი­სად­მი ნდო­მის ამაღ­ლე­ბას, ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­სა და ევ­რო­პულ სივ­რ­ცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულ­თა და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბას სწავ­ლის, სწავ­ლე­ბის, კვლე­ვი­სა თუ და­საქ­მე­ბის მიზ­ნით, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში.

25-28(942)N