გამოდის 1998 წლიდან
2018-04-12
„თა­ვი­სუ­ფალ გაკ­ვე­თი­ლებს“ „სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მა“ ჩა­ა­ნაც­ვ­ლებს

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

„თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი“ „სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მით“  შე­იც­ვ­ლე­ბა და სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით — სპორ­ტი, ხე­ლოვ­ნე­ბა-კულ­ტუ­რა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-შე­მეც­ნე­ბი­თი — გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შარ­შან თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ცალ­კე მი­მარ­თუ­ლე­ბად იყო „წიგ­ნი­ე­რე­ბა“, რო­მე­ლიც წელს  ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-შე­მეც­ნე­ბით მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში გა­ერ­თი­ან­დე­ბა.
სა­ხელ­წო­დე­ბის შეც­ვ­ლას­თან ერ­თად, შე­იც­ვა­ლა პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბაც და გა­ნი­საზღ­ვ­რა სკო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც. წი­ნა პრო­ექ­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რო­მე­ლიც პროგ­რა­მა­ში  მხო­ლოდ VII-VIII კლა­სე­ბის ჩარ­თ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა  VI კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­საც მი­ე­ცე­მათ.  „სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მას“ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის წე­სი შე­ე­ხე­ბა,  რაც  გუ­ლის­ხ­მობს, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ, შერ­ჩე­უ­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჩარ­ჩო-პრო­ექ­ტე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას. სკო­ლებს წი­ნას­წარ შე­არ­ჩევს კო­მი­სია და და­ფი­ნან­ს­დე­ბა მხო­ლოდ ის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც VII-VIII-IX კლა­სებ­ში, ჯა­მუ­რად, 20-დან 50 მოს­წავ­ლემ­დე ჰყავთ. „ასე­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პი იმი­ტომ გა­მო­ვი­ყე­ნეთ, რომ წელს, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით,  გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი თან­ხაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი — გვითხ­რა „სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მის“ კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, ქე­თე­ვან კურ­ცხა­ლი­ამ, — ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში,  ძი­რი­თა­დად, რა­ი­ო­ნის სკო­ლე­ბი ხვდე­ბი­ან, რად­გან ქა­ლა­ქის სკო­ლე­ბი ამ კრი­ტე­რი­უ­მით ვერ შე­ირ­ჩე­ვა. ასე­თი სულ 650 სა­ჯა­რო სკო­ლაა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ­დე­ნი­ვე და­ფი­ნან­ს­დე­ბა. რე­ა­ლუ­რად, 650 სკო­ლას მი­ე­ცე­მა პრო­ექ­ტ­ში ჩარ­თ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მათ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.“ 
ჩარ­ჩო-პრო­ექ­ტე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა 20 სა­ა­თია და სკო­ლამ მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გრა­ფი­კი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნ­და გა­წე­როს, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ პრო­ექ­ტის დაწყე­ბი­სა და დას­რუ­ლე­ბის ვა­დე­ბი, „სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მა“ წლის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა. გა­სულ წელს, რო­ცა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტ­რ­მა, ალექ­სან­დ­რე ჯე­ჯე­ლა­ვამ „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის“ შე­სა­ხებ გა­ნაცხა­და, მო­დე­ლი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და: თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან თი­თო ჩა­ტა­რე­ბულ სა­ათ­ზე სკო­ლას 30 ლა­რი ერიცხე­ბო­და, აქე­დან 10 ლა­რი — მას­წავ­ლე­ბელს, 10 — სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას, ხო­ლო 10 ლა­რი გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სის­თ­ვის იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ჯამ­ში, სკო­ლა­ზე გათ­ვ­ლი­ლი იყო 3000-ლა­რი­ა­ნი გრან­ტი, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ სკო­ლა, და­მა­ტე­ბით, 100 სა­ა­თის ჩა­ტა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და, თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის სა­ხით, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში. 
წელს უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩა 1 სა­ა­თის ჩა­ტა­რე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი 10 ლა­რი, მაგ­რამ გრან­ტის სა­ფა­სუ­რი შემ­ცირ­და, რად­გან პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ერთ მას­წავ­ლე­ბელს მხო­ლოდ 20 სა­ა­თის ჩა­ტა­რე­ბა შე­უძ­ლია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე,  სკო­ლის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი პრო­ექ­ტის სა­ფა­სუ­რიც 600 ლა­რია და არა 3000, აქე­დან 200 ლა­რი მას­წავ­ლებ­ლის ხელ­ფა­სია, 200 ლა­რი — ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის, 200 ლა­რი — რე­სურ­სის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი.
„თა­ვის­თა­ვად სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მა კლას­გა­რე­შე ექ­ს­ტ­რა­კუ­რი­კუ­ლა­რუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბია და, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ანაზღა­უ­რე­ბაც და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლია სკო­ლის­თ­ვის და მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის.“ — ამ­ბობს ქე­თე­ვან კურ­ცხა­ლია.
რო­გორ გან­ხორ­ცი­ელ­და „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის“ პროგ­რა­მა და რამ გა­ნა­პი­რო­ბა მი­სი „სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მით“ ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა, ამ შე­კითხ­ვა­ზე პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა გვი­პა­სუ­ხა, რომ „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის“ პრო­ექ­ტე­ბი  საკმა­ოდ კარ­გად წა­რი­მარ­თა სკო­ლებ­ში, მაგ­რამ რა­ტომ ჩა­ა­ნაც­ვ­ლა ახალ­მა პროგ­რა­მამ, ამის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს გვეტყ­ვის, რად­გა­ნაც ის პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია და არა პო­ლი­ტი­კის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი.
„რაც შე­ე­ხე­ბა „თა­ვი­სუ­ფალ გაკ­ვე­თი­ლებს“, და­ახ­ლო­ე­ბით, 1160-მდე სკო­ლა­ში სხვა­დას­ხ­ვა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. მა­ში­ნაც და ახ­ლაც, ერთ სა­ათ­ზე გან­კუთ­ვ­ნი­ლია ათი ლა­რი, უბ­რა­ლოდ, სა­ა­თე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­სულ წელს, ზო­გი­ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში, მე­ტი იყო, მა­გა­ლი­თად, სპორტს დათ­მო­ბი­ლი ჰქონ­და 40 სა­ა­თი, შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლე­ბე­ლიც და სკო­ლაც მეტ ანაზღა­უ­რე­ბას იღებ­და. — ამ­ბობს ქე­თე­ვან კურ­ცხა­ლია. —  სა­ერ­თო ჯამ­ში, „თა­ვი­სუ­ფალ გაკ­ვე­თი­ლებ­ში“ ჩარ­თუ­ლი იყო 1160-მდე სკო­ლა, 40 ათას­ზე მე­ტი მოს­წავ­ლე და 2700-მდე მას­წავ­ლე­ბე­ლი. რამ გა­ნა­პი­რო­ბა ცვლი­ლე­ბა, ამა­ზე პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ პრო­ექ­ტი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და. ამას ის გა­მო­კითხ­ვაც მოწ­მობს, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­ვა­ტა­რეთ. სულ 1487 მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­მო­ი­კითხა, კონ­კ­რე­ტუ­ლად ის პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ექ­ტ­ში. მათ­გან 95 პრო­ცენ­ტი კმა­ყო­ფი­ლია „თა­ვი­სუ­ფალ გაკ­ვე­თი­ლებ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ო­ბით და  63 პრო­ცენ­ტი, მსგავს პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თ­ვის მზა­ო­ბა­სა და სურ­ვილს გა­მოთ­ქ­ვამ­და.
გარ­და სკო­ლე­ბი­სა, „თა­ვი­სუ­ფალ გაკ­ვე­თი­ლებ­ში“, სა­კუ­თა­რი პრო­ექ­ტე­ბით, ოთხი ორ­გა­ნი­ზა­ცია ჩა­ერ­თო. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი იყო კი­ნო­ცენ­ტ­რი, რო­მელ­მაც 216 სკო­ლა­ში და­ნერ­გა პრო­ექ­ტი „კი­ნო სკო­ლა­ში“ და 216-ვე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ამ­ზა­და. პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად და­ი­ნერ­გა და 8000-მდე მოს­წავ­ლე ჩა­ერ­თო. ასე­ვე, „თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „სე­ნი“,  ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბა-პრო­ექ­ტე­ბი შეს­თა­ვა­ზა სკო­ლებს —  „აღ­მო­ა­ჩი­ნე სა­ქარ­თ­ვე­ლო“ და „ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვა“. ამავ­დ­რო­უ­ლად, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პრო­ექ­ტ­ში მო­ნა­წი­ლე 175 მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­და­ამ­ზა­და და სკო­ლებს სას­წავ­ლო მა­სა­ლა გა­დას­ცა. ჩვენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და, ასე­ვე, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, რო­მელ­მაც 11 სკო­ლა­ში და­ნერ­გა პრო­ექ­ტი „სკო­ლა-ბან­კი“, მicrosoft გeorgia-სა და  ჶducare გeorgia-ს კო­დინ­გის ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მა 12 სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და და გა­დამ­ზად­და 12 მას­წავ­ლე­ბე­ლი.“
ით­ვა­ლის­წი­ნებს თუ არა „სას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბის პროგ­რა­მა“ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ექ­ტებს, ამის შე­სა­ხებ ქე­თე­ვან კურ­ცხა­ლია ამ­ბობს, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლად ინ­კ­ლუ­ზი­ა­ზე მორ­გე­ბუ­ლი ჩარ­ჩო-პრო­ექ­ტე­ბი არც შარ­შან ჰქო­ნი­ათ და არც წელს იგეგ­მე­ბა, რად­გან ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და, მა­თი მხრი­დან, რთუ­ლი იქ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ექ­ტ­ზე გრან­ტის გა­ცე­მა და იმის გან­საზღ­ვ­რა, მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნად კომ­პე­ტენ­ტუ­რია პე­და­გო­გი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მი­ნის­ტ­რო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­მარ­თ­ვე­ლო მუ­შა­ობს.
გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი წე­სით და­სა­ფი­ნან­სე­ბელ პრო­ექ­ტებ­ზე რე­გის­ტ­რა­ცია უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია და 16 აპ­რი­ლამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა.
იგეგ­მე­ბა, ასე­ვე, პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მე­ო­რე წე­სის შე­მო­ღე­ბაც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სკო­ლებ­მა თა­ვად უნ­და წა­რად­გი­ნონ პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა 1000 ლა­რით და­ფი­ნან­ს­დეს. მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა ყვე­ლა სკო­ლას ექ­ნე­ბა, გა­მარ­ჯ­ვე­ბულს კო­მი­სია გა­მო­ავ­ლენს. თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია, რად­გან, რო­გორც პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა გვითხ­რა, და­ფი­ნან­სე­ბის მე­ო­რე წეს­ზე მუ­შა­ო­ბა ახ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ არის.  

25-28(942)N