გამოდის 1998 წლიდან
2018-04-19
მოდერნიზებული ტრე­ნინ­გე­ბი გამოცდებზე დარეგისტრირებული პრაქ­ტი­კოსი პედაგოგებისთვის

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ტრე­ნინ­გებ­ზე რე­გის­ტ­რა­ცია და­იწყო. ტრე­ნინ­გე­ბი გან­კუთ­ვ­ნი­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში პრაქ­ტი­კოს მას­წავ­ლებ­ლად გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი არი­ან მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ გა­მოც­და­ზე.
სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მა ხელს შე­უწყობს პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გე­ბის საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბას, საგ­ნობ­რი­ვი მე­თო­დი­კის ას­პექ­ტე­ბის და ზო­გა­დი პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ტრე­ნინ­გის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მას­წავ­ლებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ: გა­ეც­ნონ მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელი გა­მოც­დის მოთხოვ­ნებს, სა­გა­მოც­დო ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რას; და­ად­გი­ნონ სა­კუ­თა­რი ძლი­ე­რი და სუს­ტ­რი მხა­რე­ე­ბი, რა­თა უკეთ და­გეგ­მონ გა­მოც­დე­ბის­თ­ვის მზა­დე­ბის პრო­ცე­სი და დახ­ვე­წონ ტეს­ტის შევ­სე­ბის ტექ­ნი­კა.
ტრე­ნინ­გის გავ­ლა უფა­სოა სა­ჯა­რო სკო­ლის მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, ასე­ვე, იმ კერ­ძო სკო­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლი არი­ან პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის სქე­მა­ში და დარეგისტრირდნენ გამოცდებზე.
რას სთა­ვა­ზობს ცენ­ტ­რი, კონ­კ­რე­ტუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბით, პრაქ­ტი­კოს პე­და­გო­გებს და რა სი­ახ­ლე­ე­ბი იგეგ­მე­ბი სა­მო­მავ­ლოდ ზო­გა­დად ტრე­ნინ­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე  და­ვით ხვე­დე­ლი­ძე.

— ძი­რი­თა­დად, რა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი და რა დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს მას­წავ­ლებ­ლებს?
— პირ­ველ რიგ­ში, ხაზ­გას­მით მინ­და ვთქვა, რომ ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა იმ პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც სქე­მა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი და და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი არი­ან გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ, საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გა­მოც­დებ­ზე. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ტრე­ნინ­გებ­ზე და­რე­გის­ტ­რი­რე­ბა კერ­ძო სკო­ლე­ბის იმ მას­წავ­ლებ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ, რომ­ლე­ბიც სქე­მა­ში არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. 
ეს იქ­ნე­ბა არა საგ­ნის აკა­დე­მი­უ­რი ცოდ­ნის მიმ­ცე­მი ტრე­ნინ­გე­ბი, არა­მედ, ხელს შე­უწყობს საგ­ნობ­რი­ვი ცოდ­ნის აქ­ტი­ვა­ცი­ას და მო­ბი­ლი­ზე­ბას, ძი­რი­თა­დად, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ტეს­ტის შევ­სე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მე­თო­დო­ლო­გი­ის შეს­წავ­ლა­ზე და იმა­ზე, რომ მო­ნა­წი­ლე პე­და­გო­გებ­მა, ტეს­ტის შევ­სე­ბის დროს, აღ­მო­ა­ჩი­ნონ თა­ვი­ან­თი ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი, რა­თა უფ­რო ეფექ­ტუ­რად მო­ემ­ზა­დონ კომ­პე­ტენ­ცი­ის და­სა­დას­ტუ­რე­ბე­ლი გა­მოც­დის­თ­ვის.
ტრე­ნინ­გე­ბი 20 მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოცხად­და — რო­გორც საგ­ნობ­რი­ვი, ისე პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. რე­გის­ტ­რა­ცი­ის პე­რი­ო­დი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა. 
ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ლო­კა­ცი­ე­ბი წი­ნას­წარ­ვე გან­საზღ­ვ­რუ­ლია და, რე­გის­ტ­რა­ცი­ის დროს, მას­წავ­ლე­ბელს შე­უძ­ლია მი­უ­თი­თოს, სად სურს ტრე­ნინ­გის გავ­ლა. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვეც­დე­ბით, ტრე­ნინ­გე­ბი რა­ი­ო­ნულ დო­ნე­ზე ჩა­ვა­ტა­როთ, მაგ­რამ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ იქ­ნე­ბა იმ­დე­ნი, რომ ჯგუ­ფი შედ­გეს, რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე ჩა­ტარ­დე­ბა. ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დღე­ე­ბად პა­რას­კე­ვი (სა­ღა­მო) და შა­ბათ-კვი­რა ავირ­ჩი­ეთ.
მო­დუ­ლის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა 16 სა­კონ­ტაქ­ტო სა­ა­თია — პა­რას­კევს დად­გეგ­მი­ლია 4 სა­ა­თი, ხო­ლო შა­ბათ-კვი­რას — 6-6 სა­ა­თი. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ უკ­ვე ვი­ცით ნა­ე­კის ბა­ზა­ში  და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ტრე­ნინ­გე­ბის ციკ­ლი ისე გა­ი­წე­რა, რომ ივ­ნი­სის მე­ო­რე ნა­ხევ­რის­თ­ვის სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ მა­თი გა­დამ­ზა­დე­ბა. წელს მას­წავ­ლე­ბელ­თა ყვე­ლა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ გა­მოც­და­ზე და­რე­გის­ტ­რირ­და.

— გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა თუ არა წლე­ვან­დე­ლი ტრე­ნინ­გე­ბი წი­ნა წლე­ბის­გან?
—  ტრა­დი­ცი­უ­ლად, ეს ტრე­ნინ­გე­ბი წი­ნა წლებ­შიც ტარ­დე­ბო­და, უბ­რა­ლოდ, ახ­ლა მო­დუ­ლე­ბი გა­და­ი­ხე­და და, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად გა­ნახ­ლ­და, მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლია,  შე­სა­ბა­მი­სად, მას­წავ­ლებ­ლებს სი­ახ­ლეს ვთა­ვა­ზობთ. რაც შე­ე­ხე­ბა საგ­ნებს, ამ მხრივ სი­ახ­ლე არ არის, ახა­ლი სა­გა­ნი ჯერჯე­რო­ბით არ და­მა­ტე­ბია.

— უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რას მო­ი­ცავს ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბი? 
— ტეს­ტის სტრუქ­ტუ­რა, რაც გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს აქვს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა უც­ნო­ბია კითხ­ვე­ბი, რო­მე­ლიც სა­გა­მოც­დო ტეს­ტებ­შია შე­სუ­ლი.  სტრუქ­ტუ­რი­დან და საგ­ნის ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცოდ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვაქვს ტრე­ნინგ-მიქ­სი — რო­გორ შე­მო­ხა­ზოს ტეს­ტი ან რა კითხ­ვა­ზე გა­ჩერ­დეს მას­წავ­ლე­ბე­ლი. უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად კი, ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი მო­ი­ცავს საგ­ნობ­რივ სტან­დარტს + ტეს­ტის შევ­სე­ბის ტექ­ნი­კუ­რი უნა­რე­ბი.

— თუ არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის?
— ამ­ჯე­რად, ეს კონ­კ­რე­ტუ­ლი საგ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინ­გე­ბი არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის. თუმ­ცა, პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ ენა­ზე მო­ი­სურ­ვე­ბენ, მა­გა­ლი­თად, ფი­ზი­კის, მა­თე­მა­ტი­კის, გე­ოგ­რა­ფი­ის ან სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით  ტრე­ნინ­გის გავ­ლას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან. ასე­ვე, მათ შე­უძ­ლი­ათ და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ქარ­თულ ენა­ზე გა­ი­ა­რონ ტრე­ნინ­გე­ბი (იმ მას­წავ­ლებ­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც წელს გა­დაწყ­ვი­ტეს პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა).

— აქვს თუ არა და­რე­გის­ტ­რი­რე­ბის უფ­ლე­ბა პე­და­გო­გო­ბის მსურ­ველს ?
— რო­გორც გითხა­რით, ტრე­ნინ­გე­ბი მოქ­მე­დი პრაქ­ტი­კო­სი პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის ტარ­დე­ბა და ისიც მხო­ლოდ მათ­თ­ვის, ვინც შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის  ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ გა­მოცხა­დე­ბულ, კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტ­რირ­და.

— რა სი­ახ­ლე­ებს  გეგ­მავს ცენ­ტ­რი, სა­მო­მავ­ლოდ, ტრე­ნინ­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?
— სი­ახ­ლე­ე­ბი ნამ­დ­ვი­ლად იგეგ­მე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, გეტყ­ვით იმას, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს და პი­რა­დად მი­ნის­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის დროს ნაკ­ლე­ბად დავ­ტ­ვირ­თოთ მას­წავ­ლებ­ლე­ბი ტრე­ნინ­გე­ბით. მარ­თ­ლაც რთუ­ლია სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დროს, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, ტრე­ნინ­გებ­ზე სი­ა­რუ­ლი და ამა­ზე დრო­ის ხარ­ჯ­ვა, რაც, თა­ვის­თა­ვად, ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რი­ცაა. ამი­ტომ,  მი­ნის­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ტრე­ნინ­გე­ბი, ძი­რი­თა­დად, შა­ბათ-კვი­რას ჩა­ტარ­დე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ არ­და­დე­გებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა თქმა უნ­და, მოგ­ვი­წია მო­დუ­ლე­ბის გა­და­ხედ­ვა, რად­გან გვქონ­და ისეთები, რომ­ლე­ბიც შა­ბათ-კვი­რის გარ­და, გა­დაწყო­ბი­ლი იყო  სა­მუ­შაო დღე­ებ­ზეც. ახ­ლა მო­დუ­ლე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ა­ზე ვმუ­შა­ობთ. ერ­თი მხრივ, მოგ­ვი­წევს ტექ­ნი­კუ­რად გა­დაწყო­ბა შა­ბათ-კვი­რა­სა და არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ოდ­ზე და, მე­ო­რე მხრივ, ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა იმა­საც, რომ ყვე­ლა ტრე­ნინ­გი მაქ­სი­მა­ლუ­რად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გავ­ხა­დოთ პრაქ­ტი­კა­ზე, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ტრე­ნინ­გ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს გაკ­ვე­თილ­ზე. აქამ­დე სრუ­ლად ვერ ვა­მოწ­მებ­დით, რამ­დე­ნად გა­მო­ი­ყე­ნებ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­ძე­ნილ ცოდ­ნას გაკ­ვე­თილ­ზე.
ში­ნა­არ­სობ­რი­ვა­დაც ვგეგ­მავთ მო­დუ­ლის ცვლი­ლე­ბას ისე, რომ ტრე­ნინ­გ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი და მა­თი  შე­სა­ბა­მის გა­რე­მო­ში გა­მო­ყე­ნე­ბა. ამის გარ­და, ცენ­ტ­რის მხრი­დან, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვაა ხა­რის­ხის კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რა­ზეც 2018 წლი­დან უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. ეს კომ­პო­ნენ­ტი არა ­მარ­ტო ტრე­ნინ­გებს მო­ი­ცავს, არა­მედ ცენ­ტ­რის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სხვა პრო­ექ­ტებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებს, ამი­ტო­მაც ეს ძა­ლი­ან კომ­პ­ლექ­სუ­რი კომ­პო­ნენ­ტი იქ­ნე­ბა. კონ­კ­რე­ტუ­ლად ტრე­ნინ­გე­ბის კუთხით კი, შე­ფას­დე­ბა არა მხო­ლოდ ის, რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობს ტრე­ნინ­გი და რო­გო­რია ჯგუფ­თან უკუ­კავ­ში­რი, არა­მედ ისიც,  რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს პე­და­გო­გი იქ მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნის საკ­ლა­სო ოთახ­ში გა­და­ტა­ნას.
ამ  სი­ახ­ლე­ე­ბის გარ­და, ვიწყებთ დის­ტან­ცი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბის და­ნერ­გ­ვას სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით სამ სკო­ლა­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ პი­ლოტს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, სა­მო­მავ­ლოდ, ძი­რი­თა­დად, სწო­რედ დის­ტან­ცი­ური ტრე­ნინ­გე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვერ­თოთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ პრო­ცესს ძა­ლი­ან ბევ­რი მუ­შა­ო­ბა დას­ჭირ­დე­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის გარ­და, ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სის მომ­ზა­დე­ბა­საც მო­ითხოვს. ამი­ტომ წელს რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში დავ­გეგ­მეთ პი­ლო­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში კი გა­მოჩ­ნ­დე­ბა ის პრობ­ლე­მე­ბი თუ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი, რის წი­ნა­შეც დავ­დ­გე­ბით, რომ ცენ­ტ­რი ეტა­პობ­რი­ვად გა­და­ვი­დეს დის­ტან­ცი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ  დის­ტან­ცი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბის ამოქ­მე­დე­ბა მი­ლე­ნი­უ­მის პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მუ­შავ­დე­ბა მო­დუ­ლე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბის გეგ­მა. მას შემ­დეგ, რაც ცენ­ტ­რი ამ პროგ­რა­მის სა­მარ­თალ­მემ­კ­ვიდ­რე გახ­დე­ბა, ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, არა­თუ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ეს წა­მოწყე­ბა, არა­მედ გან­ვა­ვი­თა­როთ და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მას­შ­ტა­ბუ­რად დავ­ნერ­გოთ.

— რა არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვა საგ­ნობ­რივ მო­დუ­ლებ­ში?
— ის, რაც ში­ნა­არ­სობ­რი­ვად კარ­გი იყო, თა­ვის­თა­ვად დარ­ჩე­ბა და გა­და­ეწყო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­ზე. აქ­ცენ­ტი, მი­ძი­ნე­ბუ­ლი ცოდ­ნის აქ­ტი­ვა­ცი­ის გარ­და, მის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე გა­კეთ­დე­ბა. მთა­ვა­რია, მას­წავ­ლე­ბელ­მა შეძ­ლოს ცოდ­ნა მოს­წავ­ლე­ებს გა­დას­ცეს შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კი­სა და მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. ამი­ტო­მაც მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბი სწო­რედ ამ პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რე­ბის შე­ძე­ნა-გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან მო­დუ­ლე­ბის არ­სე­ბი­თი ცვლი­ლე­ბა და პრაქ­ტი­კა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა იგეგ­მე­ბა, აუცი­ლე­ბე­ლია ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზ­მის ამოქ­მე­დე­ბაც. ამი­ტომ, იან­ვ­რი­დან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ხა­რის­ხის კომ­პო­ნენ­ტ­ზე, რაც, თა­ვის­თა­ვად, მო­ნი­ტო­რინ­გ­საც გუ­ლის­ხ­მობს. თუმ­ცა, ეს არ არის ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის ერ­თა­დერ­თი მე­ქა­ნიზ­მი.  პრო­ცე­სი მო­დუ­ლე­ბის შექ­მ­ნით იწყე­ბა და გრძელ­დე­ბა ტრე­ნე­რის მო­მზა­დე­ბით (ტრე­ნერ­თა სკო­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ვგეგ­მავთ დარ­ჩე­ნი­ლი ტრე­ნე­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბას), შემ­დეგ ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა და დას­რულ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის გა­და­მოწ­მე­ბით —  რამ­დე­ნად ხა­რის­ხი­ა­ნად და სწო­რად მი­აქვს მას საკ­ლა­სო ოთახ­ში ტრე­ნინ­გებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა. ეს შე­იძ­ლე­ბა შე­მოწ­მ­დეს მო­ნი­ტო­რინ­გით, კითხ­ვა­რე­ბით ან კვლე­ვით, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, გაზ­რ­დის ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის მე­ქა­ნიზმს.  ვმუ­შა­ობთ ელექ­ტ­რო­ნულ პროგ­რა­მა­ზეც, რაც ასე­ვე შე­უწყობს ხელს ხა­რის­ხის მო­ნი­ტო­რინგს. ამ პროგ­რა­მა­ში პე­და­გო­გი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბა, ატ­ვირ­თავს და­ვა­ლე­ბას და შემ­დეგ ცენ­ტ­რის შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზე­ბენ. რო­გორც ტრე­ნინგ-მო­დუ­ლე­ბით, ისე შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტ­რო­ლის მექ­ა­ნიზ­მე­ბით, ძა­ლი­ან ფარ­თოდ ვგეგ­მავთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი პე­და­გო­გი გავ­ხა­დოთ პრაქ­ტი­კა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვუძ­ლი­ე­როთ უნარ-ჩვე­ვე­ბი — ერ­თია ეფ­ექ­ტი­ა­ნო­ბის ზრდა და მე­ო­რეა მი­სი გა­ზომ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა.   

— არის თუ არა რე­ა­ლუ­რად ხელ­შე­სა­ხე­ბი ტრე­ნინ­გე­ბის შე­დე­გე­ბი? 
 — ეს კითხ­ვა ძა­ლი­ან დი­დი ხნის წინ და­მე­ბა­და — ვატ­რე­ნინ­გებთ, მაგ­რამ რა არის შე­დე­გი? შე­დე­გი, რა თქმა უნ­და, მეტ-ნაკ­ლე­ბად გვაქვს, მაგ­რამ, კი­დევ უკე­თე­სი  გვინ­და. სწო­რედ ამი­ტომ შეგ­ვაქვს გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. საგ­ნობ­რი­ვი ტრე­ნინ­გე­ბი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს, ახ­ლა ვაცხა­დებთ ისტ-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მინ­და გითხ­რათ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მთე­ლი რი­გი სი­ახ­ლე გვაქვს — ძი­რი­თა­დად, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვართ იმა­ზე, რომ ისტ-ის სა­გა­ნი ვაქ­ცი­ოთ გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ად ნებისმიერი საგ­ნის გაკ­ვე­თი­ლზე. თა­ვის­თა­ვად, კარ­გია, პე­და­გოგს „მა­უ­სის“ ხმა­რე­ბა ვას­წავ­ლოთ და სა­ბა­ზო მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­წავ­ლე­ბელ­თა 95 პრო­ცენ­ტი უკ­ვე გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლია, მაგ­რამ ახ­ლა, ძი­რი­თა­დი ორი­ენ­ტი­რი გამ­ჭოლ კომ­პე­ტენ­ცი­ა­ზე ავი­ღეთ. გვინ­და, ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის პე­და­გოგ­მა შეძ­ლოს გაკ­ვე­თი­ლის ისტ-ის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩა­ტა­რე­ბა. ეს მარ­თ­ლაც შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია, მაგ­რამ ვიწყებთ მუ­შა­ო­ბას ისტ-ის საგ­ნობ­რივ მო­დუ­ლებ­თან შერ­წყ­მაზე.
და­ბო­ლოს გეტყ­ვით, რომ მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა და ზაფხუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა. ინ­ტენ­სი­უ­რად გაგ­რ­ძელ­დე­ბა გა­სულ წელს და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი იმ პე­და­გო­გე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბაც, რო­მელ­თა დატ­რე­ნინ­გე­ბაც ვერ მო­ეს­წ­რო.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

25-28(942)N